რიქსდაგი (შვედ. riksdag) — შვედეთის ერთპალატიანი პარლამენტი, რომელსაც ოთხი წლის ვადით ირჩევენ და პროპორციული სისტემით არჩეული 349 დეპუტატისგან შედგება. რიქსდაგს სპიკერი — ტალმანი (შვედ. talman) მეთაურობს. ესაა შვედეთის უმაღლესი საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანო. რიქსდაგის შენობა სტოკჰოლმის ცენტრში, კუნძულ ჰელგეანდსჰოლმენზე მდებარეობს.

რიქსდაგი
ემბლემა
ტიპი
ორგანოს ტიპი ერთპალატიანი
ხელმძღვანელები
სპიკერი პერ ვესტერბერგი, შვედეთის ზომიერი პარტია.
17 სექტემბერი, 2006-დან
სტრუქტურა
წევრები 349
Sveriges riksdag 20180409.svg
პოლიტიკური ჯგუფები

სამთავრობო


ოპოზიციური

სხდომების ადგილი
Riksdagen June 2011.jpg
საიტი
www.riksdagen.se

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: