შვედეთის ზომიერი პარტია
შვედეთის ზომიერი კოალიციური პარტია (შვედ. Moderata samlingspartiet ან შემოკლ. Moderaterna) — შვედეთის კონსერვატიული პოლიტიკური პარტია, დაარსებული 1904 წელს. 1904-1938 წლებში ეწოდებოდა „საყოველთაო არჩევნების კავშირი“ (შვედ. Allmänna valmansförbundet), 1938-1952 წლებში „მემარჯვენეთა ეროვნული ორგანიზაცია“ (Högerns riksorganisation), 1952-1968 წლებში „მემარჯვენე პარტია“ (Högerpartiet), 1968 წლიდან თანამედროვე სახელწოდებას ატარებს.
Moderate Party ზომიერი პარტია | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | ფრედრიკ რეინფელდტი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 1904 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ლიბერალ-კონსერვატიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპის სახალხო პარტია |
საერთაშორისო აკრედიტაცია | საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი |
წარმომადგენლობითობა | |
რიქსდაგი |
107 / 349 |
ევროპარლამენტი |
4 / 20 |
ფერები | თეთრი, ცისფერი |
შტაბ-ბინა | Stora Nygatan 30 სტოკჰოლმი |
გამოდის თავისუფალი ბაზრისა და პრივატიზაციის მხარდამჭერი ლოზუნგით. მხარს უჭერს შვედეთის ევროკავშირში ყოფნას, ასევე გამოდიოდა შვედეთის ევროზე გადასვლის მხარდაჭერით. 2010 წლის რიქსდაგის არჩევნებზე პარტიამ ხმათა 30 % მოაგროვა და 349 ადგილიან პარლამენტში 107 მანდატი მოიპოვა. 2006 წლიდან პარტიის თავმჯდომარე ფრედრიკ რეინფელდტი მთავრობის მეთაურია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- რიქსდაგის საიტზე ფრაქციის გვერდი დაარქივებული 2007-02-09 საიტზე Wayback Machine.
- http://www.russwed.ru/pubs.php?lan=rus&num=3&content=ar დაარქივებული 2007-08-04 საიტზე Wayback Machine.
- http://www.averkiev.com/nyheter/index.php/rus/article_one/politi4eskie_partii/ დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.