შტუტგარტის დეკლარაცია
შტუტგარტის დეკლარაცია - ევროპელი ლიბერალების (ALDE) ფუნდამენტური დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა პირველი ევროპული პარტია და პარტიული პლატფორმა.[2]
შტუტგარტის დეკლარაცია | |
---|---|
დეტალები | |
გამოქვეყნების თარიღი | 1976[1] |
შტუტგარტის დეკლარაციას ხელი 1976 წლის მარტში მოეწერა. დეკლარაციაზე ხელს აწერდნენ ცხრა ევროპული ლიბერალური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები: ბელგიიდან, დანიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ლუქსემბურგიდან, ნიდერლანდების სამეფოსა და გაერთიანებული სამეფოდან.[2]
დეკლარაციას ხელი გერმანულ ქალაქ შტუტგარტში მოეწერა.[2]
2016 წელს შტუტგარტის დეკლარაციის ხელმოწერიდან მე-40 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა ბადენ-ვიურტემბერგში ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსისა და მასში შემავალი გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის მიერ.[3]
შინაარსი
რედაქტირებადეკლარაცია დაყოფილია 4 ნაწილად. შესავალში საუბარია ევროპელი ლიბერალების ფასეულობებსა და რწმენაზე. პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულია ადამიანის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ევროპულ დონეზე უზრუნველყოფისკენ სწრაფვის აუცილებლობა. მეორე ნაწილში საუბარია ევროპის კავშირის შექმნის აუცილებლობაზე და ჩამოყალიბებულია თავისუფალი, დემოკრატიული კონსტიტუციის საჭიროება, როემლიც ეფუძნება ძალაუფლების დანაწილების პრინციპს, უმრავლესობის ხმის მიცემასა და უმცირესობების დაცვას. მესამე ნაწილში მდგრადი და დაბალანსებული ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. მეოთხე ნაწილში საუბარია ევროპის კავშირის საერთო საგარეო პოლიტიკის აუცილებლობაზე. ბოლო ნაწილში ხაზგასმულია ევროპელი ლიბერალების მზაობა, რომ ევროპის საზოგადოებაში და მომავალში ევროპის კავშირში შევიდეს ყველა ის ევროპული სახელმწიფო, რომლის კონსტიტუცია და პოლიტიკა შეესაბამება დეკლარაციის პრინციპებს. [2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შტუტგარტის დეკლარაციის სრული ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (2019-08-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-03. ციტირების თარიღი: 2019-08-03. სრული ტექსტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://web.archive.org/web/20190527025730/https://www.aldeparty.eu/news/celebrating-40-years-stuttgart-declaration
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 შტუტგარტის დეკლარაცია. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (2019-08-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-03. ციტირების თარიღი: 2019-08-03.
- ↑ Celebrating 40 years since the Stuttgart Declaration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-27. ციტირების თარიღი: 2019-08-03.