კარლ გუსტავ იაკობ იაკობი

კარლ გუსტავ იაკობ იაკობი (დ. 10 დეკემბერი, 1804, პოტსდამი — გ. 18 თებერვალი, 1851, ბერლინი) — გერმანელი მათემატიკოსი, ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1836), პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1833). ელიფსურ ფუნქციათა თეორიის ერთ-ერთი შემქმნელი. გამოიკვლია თეტა-ფუნქციები და ზოგიერთი სხვა ტრანსცენდეტული ფუნქცია. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს რიცხვთა თეორიაში, წრფივ ალგებრაში, ინტეგრალურ აღრიცხვაში, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიასა და ვარიაციათა აღრიცხვაში. შემოიღო ფუნქციონალური დეტერმინატები, გამოიკვლია ორთოგონალურ მრავალწევრთა ერთი კლასი.

კარლ გუსტავ იაკობ იაკობი

ლიტერატურა

რედაქტირება