პორტალი:გერმანია/რჩეული ბიოგრაფია/არქივი

 
 
ხატულა არქივი
ამ გვერდზე წარმოდგენილია ქართულ ვიკიპედიაში გერმანელებზე სტატიების ის ნიმუშები, რომლებიც დროთა განმავლობაში იმყოფებოდნენ გერმანიის პორტალზე.
 
 
ხატულა ახლა პორტალზეა...
კარლ გუცკოვი
კარლ გუცკოვი

კარლ ფერდინანდ გუცკოვი, გუცკო (გერმ. Karl Ferdinand Gutzkow ) (დ. 17 მარტი, 1811, ბერლინი — გ. 16 დეკემბერი, 1878, ზაქსენჰაუზენი) — გერმანელი მწერალი და დრამატურგი, XIX საუკუნის შუა წლების ლიტერატურული მოძრაობის "ახალგაზრდა გერმანია" აქტიური წევრი.

გუცკოვი ხელმოკლე ოჯახში გაიზარდა: მამამისი სამშენებლო მუშა იყო. ბერლინის უნივერსიტეტში თეოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობდა, სადაც ჰეგელისა და შლაიერმახერის ლექციებს ისმენდა. მოგვიანებით ჰაიდელბერგსა და მიუნხენში სწავლობს. 1838-42 წლებში ჟურნალის "ტელეგრაფ ფიურ დოიჩლანდ" რედაქტორია, რომელშიც ასევე მონაწილებდნენ ფრიდრიხ ჰებელი, გეორგ ჰერვეგი, ფრიდრიხ ენგელსი. 1841 წელს პირველად იმოგზაურა პარიზში, სადაც ჟორჟ სანდი გაიცნო.

სრულად...
 
 
ხატულა იყო პორტალზე...
ოტო ფონ ბისმარკი, 1873 წ.
ოტო ფონ ბისმარკი, 1873 წ.

პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა 1847 წელს (როდესაც პრუსიის გაერთიანებული ლანდტაგის დეპუტატი გახდა და უკიდურეს მემარჯვენე ფრთას მიემხრო). 1848 რევოლუციის პერიოდში, როგორც ულტრამონარქისტი, ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ხალხის მასების დემოკრატიული მოძრაობა, იბრძოდა გერმანიის "ქვემოდან" გაერთიანების წინააღმდეგ. 1851-1859 წლებში პრუსიის წარმომადგენელი იყო გერმანიის კავშირის ბუნდესტაგში მაინის ფრანკფურტში. 1859-1862 წლებში პრუსიის ელჩი ჯერ პეტერბურგში, შემდეგ პარიზში.

1862 წლის სექტემბერში დაინიშნა პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტად და საგარეო საქმეთა მინისტრად, უგულებელყო ლანდტაგის საბიუჯეტო უფლებები, გაატარა სამხედრო რეფორმა, რომელმაც განამტკიცა გერმანიის სახელმწიფოებს შორის პრუსიის სამხედრო უპირატესობა, და დაიწყო გამალებული მზადება გერმანიის კავშირიდან ავსტრიის განსადევნად. ბისმარკი დაუფარავად აცხადებდა, რომ გერმანიის გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ "რკინითა და სისხლით". 1863 იგი რუსეთს შეუთანხმდა პოლონეთში აჯანყებულთა წინააღმდეგ შესაძლო ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ. 1864 დანიასთან ომში პრუსიამ ავსტრიასთან ერთად დაიპყრო შლეზვიგი და ჰოლშტაინი. 1866 პრუსიამ ომი გამოუცხადა ავსტრიას და დაამარცხა იგი სადოვის ბრძოლაში. ამან შესაძლებლობა მისცა ბისმარკს 1867 დაეარსებინა ჩრდილო გერმანიის კავშირი პრუსიის ჰეგემონიით და გამხდარიყო მისი ბუნდესკანცლერი. მოქნილი დიპლომატიური მანევრებით ბისმარკმა შეძლო საფრანგეთის იმპერიის იზოლირება საერთაშორისო ასპარეზზე, რამაც განაპირობა საფრანგეთის მარცხი პრუსიასთან 1870-1871 ომში.

სრულად...
 
 
ხატულა ყველა