იოზეფ დიტრიხი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
იოზეფ დიტრიხი, იგივე ზეპ დიტრიხი (გერმ. Josef „Sepp“ Dietrich; დ. 28 მაისი, 1892, ჰავანგენი (ბავარია), გერმანია — გ. 24 აპრილი, 1966, ლუდვიგსბურგი, გერმანია) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, „სს“-ის ობერსტგრუპენფიურერი და „ვაფენ-სს“-ის გენერალ-პოლკოვნიკი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაპირველ მსოფლიო ომამდე
რედაქტირებაზეპ დიტრიხი ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი თავდაპირველად მუშაობდა საყასბოში და შემდგომში სასტუმროში. 1911 წელს დიტრიხმა ბავარიის არმიაში (მე-4 საველე-საარტილერიო პოლკი) დაიწყო სამსახური, თუმც ერთი თვეც არ იყო გასული რომ ცხენიდან ჩამოვარდა, დაშავდა და არმიიდან დაითხოვეს.
პირველი მსოფლიო ომი
რედაქტირება1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ზეპ დიტრიხი კვლავ შევიდა ბავარიის არმიაში (მე-7 საველე-საარტილერიო პოლკი) და მომდევნო წლების განმავლობაში რამდენიმეჯერ გამოიჩინა თავი ბრძოლაში, რისთვისაც დააწინაურეს და ვიცე-ფელდფებელის სამხედრო წოდება მიანიჭეს. როგორც კი ბრძოლის ველზე ახალი იარაღი - ტანკი - გამოჩნდა, იგი მაშინვე მოხალისედ ჩაეწერა სატანკო შენაერთში. 1917-1918 წლებში იგი ბავარიის მე-13 ჯავშანმანქანათა შემტევი შენაერთის რიგებში იბრძოდა ბრიტანელთა და ფრანგთა წინააღმდეგ.
მსოფლიო ომებს შორის
რედაქტირებაპირველ მსოფლიო ომში დიტრიხი დაჯილდოებულ იქნა II და I ხარისხის "რკინის ჯვრით", ავსტრიული მედალით მამაცობისათვის, სატანკო ასეული ნიშნით და ბავარიული მედალით სამხედრო დამსახურებისათვის. 1919 წელს იგი «რაიხსვერის შემადგემნლობაში შევიდა და გამწესებულ იქნა 1-ელ პოლკში მიუნხენში. აქედან იგი ბავარიის პოლიციამ თავის რიგებში გადაიყვანა ოცმეთაურად. დიტრიხმა ფრაიკორპს "ობერლანდის" შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო ბავარიის რევოლუციის ჩახშობაში და ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის დამხობაში. 1921 წელს ზემო სილეზიაში იგი პოლონელი აჯანყებულების წინააღმდეგ იბრძოდა და დაჯილდოებულ იქნა II და I ხარისხის "სილეზიური არწივის ორდენით".
ზეპ დიტრიხი, როგორც ყოფილი ფრაიკორპსის მებრძოლი, 20-იან წლებში "შემტევი რაზმი ადოლფ ჰიტლერის" წევრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არც «ნსდაპ»-ის და არც «სა»-ს წევრი არ იყო. 1923 წლის 9 ნოემბერს მან მონაწილეობა მიიღო მიუნხენში ჩატარებულ "ლუდის პუტჩში". 1927 წელს მან ბავარიის პოლიციის რიგები დატოვა და სხვადასხვა სამსახურით ირჩენდა თავს. 1928 წელს დიტრიხი «ნსდაპ»-ის წევრი გახდა (საწევრო ნომერი: 80.915). მალე ის «სს»-შიც შევიდა (სს-ის საწევრო ნომერი: 1.177) და 1929 წლის 18 ნოემბერს "სს-ის შტანდარტენფიურერის" წოდება მიიღო.
1930 წელს იგი «ნსდაპ»-ის ხაზით გერმანიის რაიხსტაგის წევრი გახდა. 1931 წლის 18 დეკემბერს მას "სს-ის ობერფიურერის" წოდება მიენიჭა. იმავე დღეს მან ე.წ. "შტენეს პუტჩის" დროს სისხლისღვრას ხელი შეუშალა. დიტირიხი დანიშნულ იქნა სს-ის ობერაბშნიტის "ნორდის" (ჰამბურგი) ხელმძღვანელად. იმავე 1930 წელს იგი პრუსიის სახელმწიფო საბჭოს წევრი, რაიხის დედაქალაქის ბერლინის საბჭოს წევრი და გერმანიის მუშათა ფრონტის ღირსებისა და დისციპლინარული უმაღლესი სასამრთლოს მოსამართლე გახდა.
1934 წლის 1 ივლისს დიტრიხს "სს-ის ობერგრუპენფიურერის" წოდება მიენიჭა და ადოლფ ჰიტლერის პირადი დაცვის ბატალიონის შეფად დაინიშნა. ამ ბატალიონისაგან 1934 წლის რაიხის პარტიულ კრებაზე ჩამოყალიბებულ იქნა სს-ის 1-ლი შტანდარტე "ადოლფ ჰიტლერი". 1936 წლის რაიხის პარტიულ კრებაზე შტანდარტემ ახალი სახელი მიიღო - "სს-ის ლაიბშტანდარტე ადოლფ ჰიტლერი" (ლსსაჰ) (გერმ.: "Leibstandarte SS Adolf Hitler" - LSSAH).
1934 წელ დიტრიხი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას "რიომის პუტჩის" ჩახშობაში ისეთი მაღალჩინოსნების მკვლელობების და დაპატიმრებების თანამონაწილე იყო, როგორებიც იყვნენ: გრეგორ შტრასერი, გენერალი ფერდინანდ ფონ ბრედო, ყოფილი რაიხსკანცლერი გენერალი კურტ ფონ შლაიხერი და ყოფილი ბავარიის პრემიერ-მინისტრი რაინდი გუსტავ ფონ კარი.
1935 წლის 1 მაისს ზაარის მხარის შემოერთებისას ლაიბშტანდარტე ზაარბრიუკენში შევიდა და ქალაქი დაიკავა. 1938 წლის 11 მარტს ავსტრიის ანშლუსის დროს ლინციდან ვენამდე «ლსსაჰ»-ს მოსახლეობა არფრთოვანებით ხვდებოდა. ლაიბშტანდარტემ 1938 წლის 3 ოქტომბერს ქალაქები ეგერი და კარლსბადი დაიკავა და გენერალ-პოლკოვნიკ ჰაინც გუდერიანის სატანკო შენაერთების შემადგენლობაში მონაწილეობას იღებდა სუდეტების სემოერთების ოპერაციაში. ბოჰემიისა და მორავიის დაპყრობისას 1939 წლის 15 მარტს ლაიბშტანდარტემ აიღო ქალაქი მორავიის ოსტრაუ.
მეორე მსოფლიო ომი
რედაქტირება1940 წელს დიეტრიხის შენაერთები იბრძოდნენ ნიდერლანდებში როტერდამის ჩრდილოეთით. მისმა სატანკო შენაერთებმა გაარღვიეს მტრის ხაზი ააკანალის მიდამოებში და გაიჭრნენ დიუნკერკამდე, სადაც ალყაში მოაქციეს ბრიტანელები. ცოტა ხნის შემდეგ კლერმონ-ფერანისა და სენტ-ეტიენის აღების შემდეგ 1940 წლის 4 ივლისს ზეპ დიტრიხი დაჯილდოვდა რკინის ჯვრის “რაინდის ჯვრის” ორდენით.
ერთი წლის შემდეგ „ლაიბშტანდარტემ“ გაანადგურა ბრიტანული, იუგოსლავური და ბერძნული ჯარები საბერძნეთში, როცა იგი იქ იტალიელების დასახმარებლად იქნა გადასროლილი. მათ სწრაფი მარშით გაარღვიეს ბერძნების დაცვითი ხაზი კლიდისა და კატავას უღელტეხილებზე და აიძულეს მტერი კაპიტულირებულიყო. დიტრიხის შენაერთებმა მეთევზეთა ნავების საშუალებით გადალახა პატრასის ყურე, ერთი დაკვრით აიღო პატრასი და დაიკავა მთელი პელოპონესი.
აღმოსავლეთ ფრონტზე „ლაიბშტანდარტე“ იბრძოდა ხერსონესზე. მათ გადალახეს დნეპრი ქალაქ ბერლისლავთან და თითქმის უბრძოლველად და დაუზიანებლად ჩაიგდო ხელში ინდუსტიული ქალაქი მარიუპოლი. ამის შემდეგ დიტრიხის არმიებმა განაგრძეს წინსვლა და დაიყრეს ქალაქები ტაგანროგი და დონის როსტოვი. აზოვის ზღვის მისადგომებთან „ლაიბშტანდარტემ“ დაატყვევდა 100 000-მდე წითელარმიელი და ხელში ჩაიგდო 212 ტანკი და 672 ქვემეხი. ამ წარმატებისათვის 1941 წლის 31 დეკემბერი|31 დეკემბერს]] ზეპ დიტრიხი დაჯილდოებულ იქნა რკინის ჯვრის „რაინდის ჯვრის“ მუხის ფოთოლით.
1942 წლის ივნისში „ლაიბშტანდარტეს“ ძლიერ შეთხელებული შემადგენლობა ფრონტიდან მოხსნილ იქნა და დასასვენებლად და შესავსებად საფრანგეთში გადაიყვანეს, სადაც ის სატანკო გრენადერთა დივიზიად იქნა გადაკეთებული. ზეპ დიტრიხმა, თითქმის მარტო 20 000 მოხალისესაგან დაკომპექტებული სს-ის დივიზია „რაიხით“ აიღო ქალაქი ხარკივი, რისთვისაც 1943 წლის 16 მარტს მან რკინის ჯვრის „რაინდის ჯვარზე“ მუხის ფოთლების შემდეგ ხმლებიც მიიღო.
ბელგოროდიდან სამხრეთით მიმდინარე შეუპოვარ ბრძოლებში (ოპერაცია ციტადელი) 1-ლი სს-ის სატანკო დივიზია ლაიბშტანდარტე „ადოლფ ჰიტლერმა“ მძიმე დანაკლისები განიცადა და დასასვენებლად და შესავსებად ამჯერად ზემო იტალიაში იქნა გადასროლილი.
1943 წლის 20 აპრილს “სს”-ის რაიხსფიურერმა ჰაინრიხ ჰიმლერმა ზეპ დიტრიხს “სს”-ის პირველი ობერსტგრუპენფიურერის სამხედრო წოდება მიანიჭა. მიუხედავად ამ დაწინაურებისა, გაურკვეველი მიზეზების გამო დიტრიხს ამის შესახებ არაფერი შეუტყვია. 1944 წლის 1 იანვრის “სს”-ის წევრთა რიგებში იგი “ობერგრუპენფიურერადაა” მოხსენიებული. 1944 წლის 1 ივლისის სიაშიც დიტრიხი ჯვლავ „ობერგრუპენფიურერია“, მაგრამ იქვე ფრჩხილებში მითითებული იყო იგი, როგორც “ვაფენ-სს-ის სატანკო არმიების გენერალ-პოლკოვნიკი”. ზეპ დიტრიხმა “ობერსტგუპენფიურერის” სამხრეებისა და რანგის ნიშნების ტარება მხოლოდ 1944 წლის 23 აგვისტოდან დაიწყო.
1944 წელს დი-დეის პერიოდში დიტრიხი თავის 1-ელ სს-ის სატანკო კორპუსთან ერთად 2 თვის განმავლობაში კაენის მისადგომებთან იბრძოდა. იმავე წლის 12 ივლისს იგი დაინიშნა მე-5 სატანკო არმიის მთავარსარდლად და გადააკეთა ის სატანკო ჯგუფ „დასავლეთად“. 1944 წლის 6 აგვისტოს იგი დაჯილდოვდა ბრილიანტებით ორდენზე „რკინის ჯვრის“ რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლითა და ხმლებით.
1944 წლის 5 ნოემბერს დიტრიხმა მე-5 სატანკო არმიის სარდლობა გენერალ ჰასო ფონ მანტოიფელს გადააბარა, ხოლო თვითონ აღდგენილი სს-ის მე-6 სატანკო არმია ჩაიბარა. 1944 წლის დეკემბრიდან 1945 წლის იანვრამდე იგი მოანაწილეობას იღებდა არდენების შეტევაში. ლა-როშ-ან-არდენის ჩრდილოეთით დიტრიხის შენაერთებმა გაანადგურეს აშშ-ის 1-ლი არმია და ხელში ჩაიგდეს 20 000-მდე ტყვე, გაანადგურეს 379 ტანკი და ჩამოაგდეს 124 თვითმფრინავი. თებერვალში მისი არმიის შემადგენლობა შეივსო და 1945 წლის მარტში იგი გადაისროლეს უნგრეთში. სს-ის მე-6 არმია მონაწილეობდა ბადენი ვენასთან, ალანდთან, ვინერვალდთან და ვენასთან ბრძოლებში.
ზეპ დიტრიხი „სს“-ის უმაღლესი მთავარსარდლების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს ეკუთვნოდა (ობერსგრუპენფიურერი: ჰაუსერი, ობერგრუპენფიურერები: ბიტრიხი, შტაინერი, გილე), რომლებიც „სს“-ის რაიხსფიურერის ჰაინრიხ ჰიმლერის ხელქვეით მხოლოდ ნომინალურად იმყოფებოდნენ და ამ უკანასკნელის ბარბაროსულ ბრძანებებს მშვიდობიანი მოქალაქეების გაჟლეტისა და ა.შ. უგულველყოფდნენ. იგი აიძულებდა «ვაფენ-სს»-ის მებრძოლებს გამიჯნებოდნენ „სს“-ის ე.წ. უსულო რობოტებს. უფრო მეტიც მან პირადად 2-ჯერ ჰიტლერის წინაშე პროტესტი გამოხატა აღმოსავლეთ ფრონტზე ებრაელთა უმოწყალოდ ჟლეტის გამო.
1945 წლის შემდეგ
რედაქტირება1946 წელს ამერიკულმა სამხედრო სასამრთლომ (ინგლ: Military Court) ე.წ. "მალმედის სასამართლო პროცესზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრის დასაბუთება ამერიკელებს არ უცდიათ: მათ მოკლედ განაცხადეს, რომ დიტრიხს ბრალი მიუძღოდა სამხედრო დანაშაულში. 1951 წლის 10 აგვისტოს მსჯავრი 25-წლიანი პატიმრობით შეეცვალა. 1955 წლის 22 ოქტომბერს ზეპ დიტრიხი შეწყალებულ იქნა და ლანდსბერგის ციხიდან გაათავისუფლეს.
გათავისფლებიდან 2 წლის შემდეგ, 1957 წელს დიტრიხი კვლავ ბრალდებულის საკამზე აღმოჩნდა. ამჯერად გერმანული სასამართლოს წინაშე. ე.წ. "რიომის სასამართლო პროცესზე" (1 მაისი-14 მაისი 1957) მიუნხენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ზეპ დიტრიხი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით და 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 1958 წლის 7 აგვისტოდან 1959 წლის 2 თებერვლამდე იგი სასჯელს იხდიდა ლანდსბერგის ციხეში. დარჩენილი დრო მას ეპატია და კვლავ გათავისეუფლებულ იქნა.
1966 წელს ზეპ დიტრიხი გულის ინფარქტით გარდაიცვალა. მის დასაფლავებაზე თავი მოიყარა «ვაფენ-სს»-ის და «ჰეერის» 7000 ყოფილმა ჯარისკაცმა. ცერემონიაში უამრავი ყოფილი მოწინააღმდეგე ქვეყნების არმიათა წევრებიც იღებდენენ მონაწილეობას. ზეპ დიტრიხი ერთადერთი "ვეტერანი" იყო, რომელსაც სახელმწიფო დაკრძალვა მოუწყვეს.
ჯილდოები
რედაქტირება- «ნსდაპ»-ის ოქროს პარტიული ნიშანი - Goldenes Parteiabzeichen der NSDAP
- ძველ მებრძოლთა ღირსების კუთხისებრი ნიშანი - Ehrenwinkel der Alten Kämpfer
- სს-ის ღირსების ბეჭედი (მკვდარი თავის ქალას ბეჭედი) - SS-Ehrenring (Totenkopfring)
- ავსტრიული "მედალი მამაცობისათვის" - Österreichische Tapferkeitsmedaille
- ბავარიული "ჯვარი სამხედრო დამსახურებისათვის", III ხარისხი - Bayrisches Militärverdienstkreuz 3. Klasse
- 1923 წლის 9 ნოებრის ხსოვნის მედალი ("სისხლის ორდენი") - Medaille zur Erinnerung an den 9. November 1923 („Blutorden“)
- 1938 წლის 13 მარტის ხსოვნის მედალი - Medaille zur Erinnerung an den 13. März 1938
- 1938 წლის 1 ოქტომბრის ხსოვნის მედალი - Medaille zur Erinnerung an den 1. Oktober 1938
- მფრინავის ნიშანი (საპატიო წევრი) - Flugzeugführerabzeichen (ehrenhalber)
- სატანკო ასეულის ნიშანი (1918) - Panzersturmabzeichen (1918)
- სილეზიის არწივის ორდენი, II და I ხარისხი - Schlesischer Adler-Orden 2. und 1. Klasse
- სამკლვური "ყირიმი" - Ärmelschild "Krim"
- 1941/42 წლების აღმოსავლეთში ზამთრის ომის მედალი - Medaille Winterschlacht im Osten 1941/42
- ვერცხლის დაჭრილის ნიშანი - Verwundetenabzeichen in Silber
- რკინის ჯვარი (1914), II და I ხარისხი - Eisernes Kreuz (1914) 2. und 1. Klasse
- რკინის ჯვარი (1939), II და I ხარისხი - Eisernes Kreuz (1939) 2. und 1. Klasse
- რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლით, ხმლებით და ბრილიანტებით - Ritterkreuz des Eisernen Kreuzes mit Eichenlaub, Schwertern und Brillanten