მარიუპოლი (უკრ. Маріу́поль, 1948—1989 წლებში — ჟდანოვი, 1948 წლამდე — მარიუპოლი) — ქალაქი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აზოვის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, მდინარე კალმიუსის შესართავთან. 2021 წლის მონაცემებით, მარიუპოლის მოსახლეობა 431 859 ადამიანს შეადგენს და ამ მაჩვენებლით, წარმოადგენს უკრაინის სიდიდით მეათე და დონეცკის ოლქის მეორე უდიდეს ქალაქს.[1]

ქალაქი
მარიუპოლი
Маріуполь
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი დონეცკი
შიდა დაყოფა 4 რაიონი
კოორდინატები 47°07′00″ ჩ. გ. 37°33′00″ ა. გ. / 47.11667° ჩ. გ. 37.55000° ა. გ. / 47.11667; 37.55000
ქალაქის მერი ვადიმ ბოიჩენკო
დაარსდა 1778
პირველი ხსენება 1734
ადრეული სახელები პავლოვსკი, ჟდანოვი
ამჟამინდელი სტატუსი 1779
ფართობი 244 კმ²
ცენტრის სიმაღლე 67 მეტრი
ოფიციალური ენა უკრაინული ენა
მოსახლეობა 431 859 კაცი (2021)
სიმჭიდროვე 1800 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა უკრაინელები, რუსები,
ბერძნები, ბელარუსები,
ებრაელები
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +380 629
საფოსტო ინდექსი 87500—87590
ოფიციალური საიტი mariupolrada.gov.ua/en
მარიუპოლი — უკრაინა
მარიუპოლი
მარიუპოლი — დონეცკის ოლქი
მარიუპოლი

მარიუპოლი კაზაკების ყოფილი ბანაკის, სახელად კალმიუსის ადგილას დაარსდა,[2] ქალაქის სტატუსი კი 1778 წელს მიენიჭა. იყო მარცვლეულით ვაჭრობის, მეტალურგიის და მძიმე მრეწველობის ცენტრი. მარიუპოლმა საკვანძო როლი ითამაშა უკრაინის ინდუსტრიალიზაციაში. დღეისათვის, მარიუპოლი კვლავ რჩება მრეწველობის, უმაღლესი განათლებისა და ბიზნესის ცენტრად.

1948 წლიდან 1989 წლამდე, საბჭოთა მოხელის, ანდრეი ჟდანოვის პატივსაცემად ქალაქს ჟდანოვი ერქვა; ქალაქებისთვის კომუნისტი ლიდერების სახელების დარქმევა საბჭოთა კავშირში გავრცელებული პრაქტიკა იყო.[3]

2014 წელს დონბასში მიმდინარე ომის შემდეგ, როდესაც დონეცკი თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქად გამოაცხადეს, მარიუპოლო დონეცკის ოლქის დროებითი ადმინისტაციული ცენტრი გახდა.

ამჟამად ქალაქი უკრაინაში შეჭრილი რუსი ოკუპანტების ალყაშია და მძიმედ არის დაზიანებული. ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები მარიუპოლში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, ხოცავს და ომის დანაშაულს სჩადის.

2022 წლის 13 მარტს, მარიუპოლს უკრაინის გმირი ქალაქის ტიტული მიენიჭა.[4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ukrcensus.org.ua – All-Ukrainian population census '2001
  2. „Mariupol“. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 9 February 2015.
  3. Mariupol. The Free Dictionary.
  4. Богданьок, Олена. (2022-03-06) Харків, Чернігів, Маріуполь, Херсон, Гостомель і Волноваха тепер міста-герої uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-13. ციტირების თარიღი: 2022-03-13