სს-ის მე-6 სატანკო არმია
სს-ის მე-6 სატანკო არმია (გერმ.: "6. SS-Panzerarmee" ან "SSPzAOK 6") 1944 წლის სექტემბერში შედგენილ იქნა "VI თავდაცვის ოლქში" ბელგია-ჩრდ.საფრანგეთში «ვერმახტის» მთავარსარდლობის შტაბის ნაწილების, XII გენერალური სამეთაუროს გადარჩენილი ნაწილისა და «ვაფენ-სს»-ის არმიული ნაწილებისაგან.
არმია იყო «ვაფენ-სს»-ის ყველაზე დიდი საბრძოლო შენაერთი.
არმია მოქმედებდა:
- 1944 - დასავლეთ ფრონტი, არდენების შეტევა
- 1945 წლის მარტი - უნგრეთი, პლატენის ტბის თავდაცვითი ხაზი
- 1945 - ავსტრია, ვენის ოპერაცია
არმიის მთავარსარდალი იყო სს-ის ობერსტგრუპენფიურერი ზეპ დიტრიხი. არმიას ექვემდებარებოდნენ შემდეგი შენაერთები:
- მე-6 სატანკო სამხედრო დაზვერვის პოლკი
- სს-ის 1-ლი სატანკო კორპუსი
- სს-ის მე-2 სატანკო კორპუსი
- 46-ე არმიული კორპუსი
- 1-ლი საკავალერიო კორპუსი
- მე-2 უნგრული საარმიო კორპუსი
- 43-ე არმიული კორპუსი
- ბრიუნაუს კორპუსი
1945 წლის 9 მაისს არმიის გადარჩენილმა შემდგენლობამ შტაირთან ამერიკელების წინაშე იარაღი დაყარა.