მარგარეტე (ბადენი)
მარკგრაფინია მარგარეტე ფონ ბადენი (გერმ.: Markgräfin Margarete von Baden) (* 1431; † 24 ოქტომბერი 1457, ანსბახი, გერმანია) იყო მარკგრაფ იაკობ I-ისა და მისი მეუღლის კათარინა ფონ ლოთრინგენის ასული.
1446 წელს ქალაქ ჰაილბრონში იგი დაქორწინდა ბრანდენბურგის კურფიურსტ ალბრეხტ III-ზე, რომელთანაც შეეძინა 6 შვილი. 4 მათგანი მცირეწლოვანი გარდაიცვალა.
- მარგარეთა - ჰოფის აბატესა.
- იოჰან ციცერო - ბრანდენბურგის კურფიურსტი.
მარგარეტეს და-ძმანი იყვნენ:
- კარლი († 1475)
- ბერნჰარდი (* 1428; † 1458)
- იოჰანი (* 1430; † 1503)
- გეორგი (* 1433; † 1484)
- მარკუსი (* 1434; † 1478)
- მათილდე († 1485)