კლაუს მაინე (გერმ. Klaus Meine; დ. 25 მაისი, 1948) — გერმანელი ვოკალისტი. სახელი გაითქვა გერმანულ როკ ჯგუფ, სკორპიონსში მოღვაწეობით. ჯგუფის თითქმის ყველა სიმღერის ტექსტი მის მიერაა დაწერილი. იგი არის ასევე კომპოზიტორი სიმღერების: „Wind of Change“, „You and I“ და „A moment in a million years“.

კლაუს მაინე
Klaus Meine.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 25 მაისი, 1948
დაბ. ადგილი ჰანოვერი
წარმოშობა გერმანია, ჰანოვერი
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი,
მძიმე მეტალი
საქმიანობა მომღერალი,
სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
აქტიური 1965-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი RCA, Mercury Records, Sony BMG
ასოციაციები სკორპიონსი
ჯილდოები Stadtplakette Hannover, Merit Cross of the Lower Saxony Order of Merit (1st class) და Leibniz-Ring-Hannover
საიტი სკორპიონსის ოფიციალური საიტი
კლაუს მაინე ვიკისაწყობში

1982 წელს, მსოფლიო ტურნეს შემდეგ, ალბომ Blackout-ის ჩაწერისას მან დაკარგა თავისი ხმა, იმდენად რომ ლაპარაკიც უჭირდა. ამ მიზეზით მან მიაკითხა თავის ექიმს. მკურნალობის შემდეგ მას ხმა დაუბრუნდა. მას შესრულებული აქვს რამდენიმე დუეტი ისეთ ცნობილ ტენორებთან, როგორებიც არიან ხოსე კარერასი და ლუჩიანო პავაროტი. ამჟამად კლაუს მაინე ცხოვრობს მშობლიურ ქალაქ ჰანოვერში. ჰყავს მეუღლე გაბრიელა (იგივე გაბი) და ერთი შვილი — კრისტიანი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება