ჟოზეპ მარია კარერას ი კოლი (წარმოთქმა კატალანურად: [ʒuˈzɛp kəˈreɾəs]; უფრო მეტად ცნობილი, როგორც ხოსე კარერასი (ესპ. José Carreras, ესპანური წარმოთქმა: [xoˈse kaˈreɾas]) დ. 5 დეკემბერი, 1946) — ესპანელი ტენორი, ცნობილი ვერდის და პუჩინის ოპერებში მონაწილეობით.[1]

ხოსე კარერასი
დაბადების სახელი ჟოზეპ მარია კარერას ი კოლი
დაბადების თარიღი 5 დეკემბერი, 1946 (1946-12-05) (78 წლის)
ბარსელონა, კატალონია, ესპანეთი
ეროვნება ესპანელი
საქმიანობა საოპერო მომღერალი (ტენორი)
აქტიური 1954–დღემდე
მეუღლე(ები)
  • მერსედეს პერესი (1971–1992)
  • იუტა იეგერი (2006–2011)
შვილ(ებ)ი 2

დაბადებული ბარსელონაში, კარერასი სცენაზე პირველად გამოვიდა 11 წლის ასაკში, მანუელ და ფალიას „ოსტატ პედროს ბალაგანში“ და შემდგომში შეასრულა მრავალი სხვა, 60-ზე მეტი როლი, გამოდიოდა მსოფლიოს წამყვან საოპერო დარბაზებში და მონაწილეობდა არაერთი ჩანაწერის შექმნაში. მსოფლიო წარმატება აგრეთვე მოიპოვა, როგორც ერთ-ერთმა სამი ტენორიდან, რომელთა შორის აგრეთვე იყვნენ პლასიდო დომინგო და ლუჩანო პავაროტი. ამ შემადგენლობით სამეული დროდადრო გამოდიოდა 1990 წლიდან. კარერასი აგრეთვე ცნობილია, როგორც ქველმოქმედი და 1988 წლიდან დაარსებული აქვს ლეიკემიით დაავადებულთა ფონდი.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Michael Kennedy and Joyce Bourne Kennedy The Concise Oxford Dictionary of Music (5th edition), Oxford University Press, 2007. ISBN 0-19-920383-0
  2. José Carreras International Leukaemia Foundation: Presentation. fcarreras.org. ციტირების თარიღი: 2012-12-27.