Wind of Change

(გადამისამართდა გვერდიდან Wind of Change (სიმღერა))

Wind of Change (ქართ. - „ცვლილების ქარი“) — როკ-ბალადა, რომელიც დაიწერა გერმანული როკ-ჯგუფ სკორპიონსის ვოკალისტმა კლაუს მაინემ. სიმღერა შევიდა ჯგუფის 1990 წლის ალბომში Crazy World. 1991 წელს ის გერმანიის ჩარტების სათავეში მოექცა, ხოლო შემდეგ, ევროპის 7 ქვეყნის ტოპ-ათეულში დიდი ხნის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო.

„Wind of Change“

სინგლის ბრიტანული გამოცემის გარეკანი
სინგლისკორპიონსი
ალბომიდან Crazy World
B-მხარე Tease Me Please Me
გამოსვლის თარიღი აპრილი 1991
ჩაიწერა 1990
ჟანრი გლემ მეტალი, მძიმე როკი, სოფტ-როკი
ხანგრძლივობა 5:10
ხმისჩამწერი ლეიბლი Mercury Records
ავტორ(ებ)ი კლაუს მაინე
პროდიუსერი კით ოლსენი
სკორპიონსი — სინგლების ქრონოლოგია
„Passion Rules the Game“
(1989)
Wind of Change
(1991)
„Send Me an Angel“
(1991)

სიმღერა ეძღვნება იმ სოციო-პოლიტიკურ ცვლილებებს, რომლებიც 1989-91 წლებში მიმდინარეობდა ევროპაში, როდესაც დაინგრა ბერლინის კედელი და გაერთიანდა გერმანია, დასრულდა ე.წ. ცივი ომი და კომუნიზმის ეპოქა.

ეს სიმღერა გახდა გერმანიის რეუნიფიკაციის არაოფიციალური ჰიმნი და გერმანელი ხალხის თავისუფლების სიმბოლო.

კომპოზიცია, რომელიც 5:10 წუთის ხანგრძლივობის არის, თავდაპირველად იწყება წყნარი, მელოდიური სტვენით და რითმ-გიტარის აკორდებით, ხოლო ტექსტის პირველი სტრიქონები ასეთია:

„I follow the Moskva,
Down to gorky park,
Listening to the wind of change.
An August summer night,
Soldiers passing by,
Listening to the wind of change...“

რაც ქართულად ასე ითარგმნება:

„მე მივყვები მდინარე მოსკოვს
გორკის პარკისაკენ,
და ვუსმენ ცვლილების ქარს.
აგვისტო, ზაფხულის ღამეა,
ჩაიარეს ჯარისკაცებმა,
და მე ვუსმენ ცვლილების ქარს...“

როგორც კლაუს მაინე ამბობს ინტერვიუში, მას ამ სიმღერის დაწერის იდეა მოუვიდა 1989 წელს, როდესაც ჯგუფი სკორპიონსი იმყოფებოდა მოსკოვში მოსკოვის მშვიდობის ფესტივალზე.

ვიკიციტატა
„ჩვენ, ყველა ჩავჯექით პატარა გემში და დავეშვით მდინარე მოსკოვზე, გორკის პარკის მიმართულებით. ჩვენთან ერთად იყვნენ ჯგუფი ბონ ჯოვი, Motley Crue, MTV-ს ჟურნალისტები და საბჭოთა ჯარისკაცები, ეს იყო 1989 წლის აგვისტო, სამი თვით ადრე, სანამ ბერლინის კედელი დაინგრეოდა. და ამ მომენტმა შთამაგონა დამეწერა სიმღერის ტექსტი, როდესაც ვნახე, რომ სამყარო ჩვენს თვალწინ იცვლებოდა, ეს იყო კომუნიზმის და ცივი ომის დასასრული (კლაუს მაინე)“

1991 წელს სიმღერა სინგლის სახით გამოიცა. საერთოდ ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით მისი 6 მილიონი ასლი გაიყიდა.

ასეთი პოპულარობის შემდეგ სკორპიონსმა ჩაწერა სიმღერის რუსული და ასევე ესპანური ვერსია.

სიმღერის საკონცერტო ვერსია შესულია სკორპიონსის 1995 წლის საკონცერტო ალბომში Live Bites. იგი ასევე შეტანილია ჯგუფის 2000 წლის ალბომში Moment of Glory, რომელიც არის სკორპიონსის და ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ერთობლივი კონცერტის ჩანაწერი.

2005 წელს სატელევიზიო ქსელის ZDF-ს მაყურებლების მიერ Wind of Change დასახელებულ იქნა, როგორც საუკუნის სიმღერა.

ასევე ის ითვლება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სინგლად გერმანიაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება