პინა ბაუში (შემოქმედებითი ფსევდონიმი — Pina Bausch, ნადვილი სახელი და გვარი Philippine Bausch — ფილიპინე ბაუში; დ. 27 ივლისი, 1940, ზოლინგენი, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია — გ. 30 ივნისი, 2009) — გერმანელი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მისივე სახელობის ქორეოგრაფიული თეატრის დირექტორი ქალაქ ვუპერტალში.

პინა ბაუში

პინა ბაუში (შუაში) თავის მოცეკვავეებთან ერთად 2009 წლის იანვარში ვიზენლანდის შოუს შემდეგ
დაბადების სახელი ფილიპინე ბაუში
დაბადების თარიღი 27 ივლისი, 1940
ზოლინგენი, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია, გერმანია
გარდაცვალების თარიღი 30 ივნისი, 2009
ვუპერტალი, გერმანია

პინა ბაუში იყო თანამედროვე მსოფლიო ქორეოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა.

ბიოგრაფია რედაქტირება

პინა ბაუშის მშობლები, ანიტა და აუგუსტ ბაუშები ზოლინგენში, ფოხერის ქუჩაზე ფლობდნენ ერთ პატარა ტრაქტირს სასტუმროთი, სადაც დაიბადა ცნობილი მოცეკვავე.

ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში შეუდგა საბალეტო ხელოვნების დაუფლებას. იგი გამოდიოდა საბავშვო სპექტაკლებსა და ოპერეტებში. 14 წლის ასაკში (1955 წ.) პინა ბაუში შევიდა ესენის ფოლკვანგშულეში სასწავლებლად, სადაც მისი მასწავლებელი, ქორეოგრაფიის განმაახლებლად ცნობილი კურტ იოოსი (Kurt Jooss) იყო. 1958 წელს სწავლა წარჩინებით დაასრულა სასცენო ქორეოგრაფიისა და ცეკვის პედაგოგიკის განხრით. 1959 წელს მან მიიღო დე-ა-ა-დეს (DAAD) სტიპენდია მიიღო, რითაც საშუალება მიეცა სწავლა გაეგრძელებინა ნიუ ორკი სახელგანთქმულ ჯულიარდის სკოლაში მისი პედაგოგები იყვნენ ხოსე ლაიმონი (José Limón) და ენტონი ტუდორი (Antony Tudor). მოგვიანებით პინა ბაუშმა პოლ სანასარდოსა და დონია ფოიერის კომპანიაში (The Company of Paul Sanasardo and Donya Feuer) გააგრძელა სწავლა. 1961 წელს პინა ბაუშმა როგორც „ნიუ ამერიკან ბალეტი“-ს წევრმა ანგაჟემენტი მიიღო ნიუ-იორკის მეტროპოლიტან ოპერაში. 1962 წელს იოოსის მიწვევით დაბრუნდა გერმანიაში. აქედან მოყოლებული იგი ფოლკვანგ-ბალეტში ცეკავდა როგორც სოლისტი და ასისტენტობას უწევდა იოოსს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: