ერნსტ კალტენბრუნერი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ერნსტ კალტენბრუნერი (გერმ. Ernst Kaltenbrunner) (დ. 4 ოქტომბერი, 1903, რიდი, ავსტრია — გ. 16 ოქტომბერი, 1946, ნიურნბერგი, გერმანია) — ნაცისტური გერმანიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.

ერნსტ კალტენბრუნერი
გერმ. Ernst Kaltenbrunner
დაბადების თარიღი 4 ოქტომბერი, 1903(1903-10-04)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი რიდ-ინ-იმკრაისი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 16 ოქტომბერი, 1946(1946-10-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] (43 წლის)
გარდაცვალების ადგილი Nuremberg Court Prison[7]
მოქალაქეობა  ავსტრია
 მესამე რაიხი
განათლება გრაცის უნივერსიტეტი, Q1502625? და Bundesrealgymnasium Linz Fadingerstraße
სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი
ჯილდოები German Cross in Silver, Blood Order, Knight's Cross of the War Merit Cross in Gold without Swords, War Merit Cross, Anschluss Medal, Sudetenland Medal, Memel Medal, NSDAP Long Service Award, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ოქროს პარტიული ნიშანი, სს-ის რაიხსფიურერი, Honour Chevron for the Old Guard და SS-Ehrenring
ერნსტ კალტენბრუნერი ცენტრში

ბიოგრაფია

რედაქტირება

კალტენბრუნერი დაიბადა 1903 წლის 4 ოქტომბერს, მოსამართლის ჰუგო კალტენბრუნერის და მისი მეუღლის, თერეზე უდვარდის ოჯახში. 1918 წელს სასწავლებლად გადავიდა ლინცის გიმნაზიაში, სადაც გაიცნო ადოლფ აიხმანი. 1921 წელს გიმნაზიის დამთავრების შემდეგ კალტენბრუნერი სწავლას აგრძელებს გრაცის ტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიის ფაკულტეტზე. 1923 წელს კალტენბრუნერი იცვლის ფაკულტეტს. ქიმიის ნაცვლად იგი ეუფლება სამართალმცოდნეობას. 1928 წელს ამთავრებს ინსტიტუტის და მუშაობას იწყებს ადვოკატად ლინცის საადვოკატო კანტორაში. 1930 წლის 18 ოქტომბერს კალტენბრუნერი ხდება ავსტრიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის წევრი. 1931 წლის 8 აგვისტოს კალტენბრუნერი სს-ის წევრი ხდება. 1932 წელს ისი სამუშაოდ გადადის მამამისის საადვოკატო კანტორაში და ამიერიდან უფასოდ ემსახურება ნაციონალ-სოციალისტებს. 1934 წელს კალტენბრუნერი ქორწინდება ელისაბეთ ედერზე (გერმ: Elisabeth Eder). იმავე წელს ნაციონალ-სოციალისტების მიერ ვენაში მოწყობილ პუტჩში მონაწილეობისათვის იგი დააპატიმრეს და 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კაიზერშტაინბრუხის ციხეში. სასამართლოს ძალით მას ჩამოერთვა ადვოკატის უფლებებიც. 1937 წლის იანვარიში ჰაინრიხ ჰიმლერის ბრძანებით იგი ინიშნება ავსტრიის სს-ის შეფად და ხდება ბრიგადენფიურერი. 1938 წლის 12 მარტს ავსტრიის ანშლუსის შემდეგ არტურ ზაის-ინკვარტის მთავრობაში იგი უშიშროების მთავარი მდივანი და რაიხსტაგის წევრი ხდება. ამავე წლის 11 სექტემბერს კალტენბრუნერი დააწინაურეს გრუპენფიურერად. 1938-1939 წლებში ორგანიზირებას უკეთებდა ავსტრიაში გესტაპოს აპარატის ჩამოყალიბებას. აქტიურად მოანაწილეობს საკონცენტრაციო ბანაკ მაუტჰაუზენის შექმნაში და კურირებს „ებრაულ საკითხს“. 1939 წელს კალტენბრუნერი ინიშნება ავსტრიის სს-ის და ვენის პოლიციის უფროსად. 1943 წლის 30 იანვარს, რაინჰარდ ჰაიდრიხის მკვლელობის შემდეგ, იგი „უშიშროების სამსახურის“ („SD“) და რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს შეფი ხდება. ამავე წლის 21 ივნისს ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით მას მიენიჭა ობერგრუპენფიურერის და პოლიციის გენერლის ჩინი. 1944 წელს ვილჰელმ კანარისის დათხოვნის შემდეგ „აბვერი“ კალტენბრუნერის კონტროლის ქვეშ ექცევა. 1945 წელს ომის მიწურულს მას შტაბი ავსტრიაში, შტაიერმარკში გადააქვს, სადაც ამერიკელების მიერ დაპატიმრებულ იქნა. ამავე წლის ნოემბერში სამხედრო ტრიბუნალზე კალტენბრუნერი მთავარ დამნაშავეთა სიაში მოხვდა. 1946 წლის [[1 ოქტომბერი|1 ოქტომბერს]' ტრიბუნალმა იგი დამნაშავედ ცნო სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 16 ოქტომბერს 01:30-ზე ერნსტ კალტენბრუნერი ნიურნბერგის ციხეში ჩამოხრჩობილ იქნა.

მისი ბოლო სიტყვები იყო: „მე ჩემ ხალხს და სამშობლოს წრფელი გულით ვემსახურე და სამშობლოს კანონების მიხედვით ჩემი ვალი მოვიხადე. მე ვწუხვარ რომ დანაშაული ჩადენილ იქნა, თუმც მე მასში წვლილი არ მიმიძღვის. მე ღირსეულად ვიბრძოდი. ბედნიერებას გისურვებ გერმანიავ! “ - (გერმ. „Ich habe meinem Volk und meinem Vaterland mit heißem Herz gedient. Ich habe nach den Gesetzen meines Vaterlands meine Pflicht getan. Ich bedaure, dass Verbrechen begangen worden sind, ich hatte keinen Anteil an ihnen, ich kämpfte ehrenhaft. Deutschland, Glück auf!“)

კალტენბრუნერის ფერფლი ამერიკელმა პილოტებმა ცაში მიმოაბნიეს.