რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო
„რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო“ („რსჰა“) (გერმ.: Reichssicherheitshauptamt - RSHA) დაარსდა 1939 წლის 27 სექტემბერს „სს“-ის რაიხსფიურერის ჰაინრიხ ჰიმლერის განკარგულებით. სამმართველომ გააერთიანა „უშიშროების პოლიცია“ („ზიპო“) და „უშიშროების სამსახური“ („სდ“) და ამიერიდან სამმართველო მთელი მესამე რაიხის უშიშროებისა და საპოლიციო სამსახურის ცენტრალურ ორგანოს წარმოადგენდა.
„რსჰა“-ს ცენტრალური ბიურო განთავსებული იყო ბერლინში, პრინც-ალბრეხტ-შტრასე 8-ში (დღეს: ნიედერკირხნერშტრასე, ბერლინ-კროიცბერგი).
სტრუქტურა
რედაქტირება„რსჰა“-ს ადმინისტრაციული სტრუქტურა 1941 წლის მიხედვით:
„ზიპო“-სა და „სდ“-ს შეფი: ობერგრუპენფიურერი რაინჰარდ ჰაიდრიხი.
- I სამმართველო (კადრები): შეფი შტანდარტენფიურერი ბრუნო შტრეკენბახი.
- I-A (საკადრო განყოფილება): შტანდარტენფიურერი დოქტ. ვალტერ ბლუმე.
- I-B (აღზრდა, განათლება და კვალიფიცირება): შტურმბანფიურერი ერვინ შულცი.
- II სამმართველო (ორგანიზება, მართვა, სამართალი): შეფი შტანდარტენფიურერი დოქტ. ჰანს ნოკემანი.
- II-A (ორგანიზება/სამართალი): შტურმბანფიურერი დოქტ. რუდოლფ ბილფინგერი.
- II-A-1 (ორგანიზება): ჰაუპტშტურმფიურერი დოქტ. შვედერი.
- II-A-2 (საკანონმდებლო): შტურმბანფიურერი დოქტ. ნაიფელდი.
- II-A-3 (იუსტიცია): შტურმბანფიურერი ზური.
- II-A-4 (რაიხის თავდაცვა): შტურმბანფიურერი რენკენი.
- II-A-5 (ყადაღა): შტურმბანფიურერი რიხტერი.
- II-B (საპასპორტო): სამინისტროს მრჩეველი კრაუზე.
- II-C (საბიუჯეტო)
- II-C-1 (საბიუჯეტო - ზიპო): შტანდარტენფიურერი დოქტ. ზიგერტი.
- II-C-2 (საბიუჯეტო - სდ): ობერშტურმბანფიურერი ბროკე.
- II-D (ტექნიკური კითხვები): ობერშტურმბანფიურერი ვალტერ რაუფი.
- II-A (ორგანიზება/სამართალი): შტურმბანფიურერი დოქტ. რუდოლფ ბილფინგერი.
- III სამმართველო (სდ-შინაგანი): შეფი შტანდარტენფიურერი ოტო ოლენდორფი.
- III-A (სამართლებრივი წესრიგი): ობერშტურმბანფიურერი დოქტ. გენგენბახი.
- III-B (ფოლკსშტურმი): შტანდარტენფიურერი დოქტ. ერლიხი.
- III-C (კულტურა): შტურმბანფიურერი დოქტ. შპენგლერი.
- III-D (სამეურნეო): შტურმბანფიურერი ზაიბერტი.
- IV სამმართველო (გესტაპო): შეფი გრუპენფიურერი ჰაინრიხ მიულერი („გესტაპო-მიულერი“) - მოადგილე: შტანდარტენფიურერი კრიხბაუმი.
- IV-A (მოწინააღმდეგესთან ბრძოლა): ობერშტურმბანფიურერი პანცინგერი.
- IV-A-1 (კომუნიზმი): შტურმბანფიურერი ფოგტი.
- IV-A-2 (საბოტაჟთან ბრძოლა): ჰაუპტშტურმფიურერი ჰორსტ კოპკო.
- IV-A-3 (ლიბერალიზმი): შტურმბანფიურერი ლიცენბერგი.
- IV-A-4 (ტერაქტები): შტურმბანფიურერი შულცი.
- IV-B (სექტები): შტურმბანფიურერი ჰარტლი.
- IV-B-1 (კათოლიციზმი):შტურმბანფიურერი ერიხ როთი.
- IV-B-2 (პროტესტანტიზმი):შტურმბანფიურერი ერიხ როთი.
- IV-B-3 (მასონები): ვაკანტური დარჩა.
- IV-B-4 (ებრაელები): ობერშტურმბანფიურერი ადოლფ აიხმანი.
- IV-C (კარტოთეკა): ობერშტურმბანფიურერი დოქტ. რანგი.
- IV-D (დაპყრობილი მიწები): ობერშტურმბანფიურერი დოქტ. ერვინ ვაინმანი.
- IV-E (აბვერი): შტურმბანფიურერი ვალტერ შელენბერგი.
- IV-E-1 (სამშობლოს ღალატი): ჰაუპტშტურმფიურერი ლინდო.
- IV-A (მოწინააღმდეგესთან ბრძოლა): ობერშტურმბანფიურერი პანცინგერი.
- V სამმართველო (კრიმინალური პოლიცია - კრიპო): შეფი ბრიგადენფიურერი ართურ ნებე.
- V-A (კრიმინალური პოლიტიკა): შტანდარტენფიურერი ვერნერი.
- V-B (სპეცრაზმები): გალცო
- V-C (გამოძიება): ბერგერი
- V-D (კრიმინალური ინსტიტუტი): შტურმბანფიურერი დოქტ. ჰეესი.
- VI სამმართველო (სდ-საზღვარგარეთი): შეფი ბრიგადენფიურერი ჰაინც იოსტი.
- VI-A (ზოგადი საკითხები): ობერშტურმბანფიურერი ფილბერტი.
- VI-B ვაკანტური 1943 წლამდე, 1943 წლიდან ოიგენ შტაიმლე
- VI-C ვაკანტური დარჩა.
- VI-D ვაკანტური დარჩა.
- VI-E (გამოძიება): შტურმბანფიურერი დოქტ. ჰელმუტ კნოხენი.
- VI-F (ტექნიკური დახმარება): ობერშტურმბანფიურერი ვალტერ რაუფი.
- VII სამმართველო (მსოფლმხედველობა): შეფი შტანდარტენფიურერი პროფ. დოქტ. ფრანც სიქსი.