ვიკიპედია:ყავახანა/შეხვედრები

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ITshnik თემაში ვიკიშეხვედრა 14.08.2011, მთაწმინდის პარკი




2011 წლის აგვისტო

გამარჯობათ, თუ გაქვთ ხალისი და დრო აგვისტოს ერთ-ერთ ცხელ დღეს შეხვედრის სურვილი? --ცანგალა () 16:15, 22 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

კარგი აზრია მე მთელი აგვისტო თავისუფალი ვარ--David   17:09, 22 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

  (მომხრე)— მიხეილ (მომწერე) 18:55, 22 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

მშვენიერია და მგონი საჭიროც. ველი სხვების აზრსაც და ნელ-ნელა ჩამოყალიბებასაც. :) GIO→13 () 20:10, 22 ივლისი 2011 (UTC)პასუხი
 დავით პასუხი 05:18, 23 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

დიდი სიამოვნებით შეგხვდებოდით მეც --M. განხილვაწვლილი 06:05, 24 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

ისე მემგონი დროა თარიღზეც შევთანხმდეთ. ჯერ ცანგალამ შემოგვთავაზოს ვარიანტი, როგორც ინიციატორმა:)--David   17:58, 26 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

უნდა იყოს უქმე დღე, მგონი ყველას უხერხდება კვირა დღე (წინა შეხვედრებიდან გამომდინარე), აგვისტოს კვირა დღეებია: 7; 14; 21; 28 აქედან ყველაზე უკეთესია, - 14 (შეიძლება 21). ვის რომელი რიცხვი გვაწყობს? GIO→13 () 18:21, 26 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

მე 14 რიცხვი მაწყობს. თუ შეიძლება ამის შესახებ მოგვიანებით შემოგიერთდებით.--ცანგალა () 14:58, 30 ივლისი 2011 (UTC)პასუხი
14 აგვისტო მეც მაწყობს. დანარჩენებიც, თუ თანახმა იქნებიან მაშინ 14-ზე შევთანხმდეთ, თუ არადა სხვა დღე ავირჩიოთ--David   09:01, 2 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
14 აგვისტო - 99%-ით შემიძლია. დრო და ადგილზე ხომ არ შევთახმდეთ. ზოგი მომხმარებელი რეგიონებიდან ჩამოდიან მათ უფრო დღის საათები აწყობთ. ეს გავითვალისწინოთ.--ცანგალა () 18:40, 3 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ერთ-ერთი ასეთი მე ვარ და დღის საათები უკეთესი იქნება. ადგილს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. — მიხეილ (მომწერე) 18:51, 3 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ზაფხულის წინა შეხვედრები ვერის ბაღში იყო. ახლა არ ვიცი რამდენად ცხელა . იყოს მაგ. 12 საათი. ვინმეს სხვა წინადადება ხომ არ აქვს?--ცანგალა () 19:38, 3 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
მე ვფიქრობ მთაწმინდის პარკი უკეთესი იქნება--David   05:57, 4 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ოკ. იქაც შევხვდით მგონი დევებთან. 12 საათი კარგია?--ცანგალა () 06:56, 4 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ჯერ მთლად დანამდვილებითაც ვერ ვიტყვი, მაგრამ 80% მჯერა, რომ ვერც ამ შეხვედრაზე მოვახერხებ მოსვლას. სამწუხაროდ.—G.G. 06:57, 4 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ჩემთვის დროს მნიშვნელობა არ აქვს ყველა მაწყობს. მთავარია ვინც რეგიონებიდან ჩამოდის იმათ აწყობდეთ--David   07:21, 4 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
საინტერესოა ვინ მოდის. თუ მხოლოდ მხოლოდ სამი მომხმარებელი ვიქნებით ალბათ მთაწმინდაზე ასვლა არ ღირს.  . გიორგი (80%), სხვათაშორის დათო დოიჩლანდი კახეთში ისვენებს და 80%-ით უფრო ჩამოვა.--ცანგალა () 07:47, 4 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
დათომ კი თვითონ უკეთესად იცის, მაგრამ მეც მასე მჯერა, რომ 80%-ით უფრო ჩამოვა :)—G.G. 08:27, 4 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
მეც კახეთიდან მოვდივარ 100%-ით და მაწყობს 12 სთ-იც და ადგილიც :) — მიხეილ (მომწერე) 11:21, 4 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ბარემ აქ პატარა კენჭისყრასავით ჩავატაროთ, რომ ვიცოდეთ რამდენნი ვიქნებით:

14 აგვისტო, 12:00 სთ, მთაწმინდის პარკი

*  (მომხრე) — მეც მიკვირს, მაგრამ იმ 20 პროცენტში მოხვდა  —G.G. 15:17, 4 აგვისტო 2011 (UTC) ნაადრევად მომივიდა სიხარული. პრობლემები შემექმნა კვლავ.—G.G. 05:51, 10 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ცუდი აზრი არ არის. მომავალში გავითვალისწინოთ.--ცანგალა () 15:36, 8 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ნამდვილად კარგი იქნება, თან თუ ტრადიციის სახეს მივცემთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ამავე დროს ვიკიპედიისთვის შევაგროვებთ ფოტომასალასაც. — მიხეილ (მომწერე) 09:46, 9 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

როგორც ჩანს მეტი მსურველი აღარ გამოჩნდება :) ე.ი 14 აგვისტო 12:00 სთ. მთაწმინდის პარკი. P.S. პარკში რა ადგილას ვხვდებით? --David   14:32, 9 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ეგრე გამოდის...მოკლედ 14-ში 2 საათზე. შეხვედრის ადგილს რაც შეეხება, მგონი დევებთანო, ხო? ცანგალას როგორც უწერია ზევით. — Nodar Kherkheulidze განხილვა 07:43, 11 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ნოდარ 2-ზე, თუ 12-ზე?--David   07:47, 11 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ერთიანი გამომრჩა ორის წინ  Nodar Kherkheulidze განხილვა 08:24, 11 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი


შეხვედრის ადგილი
14 აგვისტო, 12:00 სთ, მთაწმინდის პარკის შესასვლელი ბომბორასთან

ვიკიშეხვედრა 14.08.2011, მთაწმინდის პარკი

მოგეხსენებათ, რომ გუშინ, 2011 წლის 14 აგვისტოს, როგორც დაგეგმილი იყო, ჩატარდა ვიკიშეხვედრა (Zangala, David1010, Mikheil88, Dawid Deutschland, Nodar Kherkheulidze, Giorgi13, Rastrelli F, Unmerklich, M.). შეხვედრა, ძირითადად, გაცნობითი ხასიათის იყო. მომხმარებლება პირადად გავიცანით ერთმანეთი. განხვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, სტატიების სახელწოდებები და მომხმარებლების უფლებების გადასინჯვა. საბოლოო ჯამში, ვიკიშეხვედრა ნაყოფიერი იყო — მომხმარებლების პირადად გაცნობა ხელს შეუწყობს ჩვენ შორის ურთიერთობისა და ერთად მუშაობის ხარისხის ამაღლებას. — Nodar Kherkheulidze განხილვა 10:49, 15 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

რაზეც შევთანხმდით

მართალია, ვიკიშეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა, თუმცა, თავისთავად, მომხმარებლები რამდენიმე საკითხზე შევთანხდით. საკითხები, ძირითადად, ეხებოდა სტატიის სათაურებს, მომხმარებელთა უფლებებსა და სხვადასხვა საკითხებს.

სტატიის სათაურებთან დაკავშირებით, ვთქვით, რომ უკეთესი იქნება, თუ ნაკებად გამოვიყენებთ ბრჩხილებს, ასევე ფრჩხილებში „მუნიციპალიტეტის“, „სოფლის“ და სხვა მსგავსი რამის ჩაწერა. ბოლოთქმულთან დაკავშირებით მიმართეთ M.-ს, რადგან იგი უკეთ არის გარკვეული ამ საკითხებში და აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამის განხილვის დროს.

რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებებს, შევთანხმდით, რომ გადასასინჯია შემმოწმებელთა და ადმინისტრატორთა სია, განსაკუთრებით კი უკანასკნელის, რადგან მათ რიგში შეიმჩნევა ერთი-ორი არააქტიური ადმინისტრატორი. ითქვა ის, რომ ექვს თვეში ერთხელ შემოსვლა და ერთი რედაქტირების გაკეთება არ არის საკმარისი ადმინისტრატორობისთვის. გადასასინჯია ასევე შემმოწმებელთა სია. შემმოწმებლის დროშა ჩამოერთმევა ყველა იმ მომხმარებელს, ვინც არ იყენებს თავის უფლებას (პრინციპი „თუ არ იყენებ, ე.ი. არ გჭირდება“).

გადაწყდა, რომ AWB-ის გამოყენება დაიშვას საღამოს საათებში (ზუსტი დრო შესათანხმებელია). გარდა ამისა, აქტიურ მომხმარებლებს მიენიჭათ IP ბლოკირების გამონაკლისის უფლება. — Nodar Kherkheulidze განხილვა 17:34, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ვადასტურებ ყოველივეს და მზად ვარ განხილვისთვის. — მიხეილ (მომწერე) 17:45, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
მეც მზად ვარ განხილვისთვის. — Nodar Kherkheulidze განხილვა 17:49, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
  1. შემმოწმებელთა და ადმინისტრატორთა სიის გადამოწმებას როდისთვის ვგეგმავთ? ორი კვირა გავიდა უკვე ამ შეხვედრიდან.
  2. კარგი იქნება, თუ AWB-ის გამოყენების საათებზეც შევთანხმდებით.—G.G. 17:52, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

პირველი რეგიონული შეხვედრა, 20.08.2011, თელავი, ძველ ბაღში

 
ჯაბა, გიორგი, ნოდარი, მიხეილი და დათო (მარცხნიდან მარჯვნივ)

მოგეხსენებათ, ზემოთ იყო იდეა რეგიონული ვიკიშეხვედრების ჩატარებისა. პირველი ასეთი ვიკიშეხვედრა შედგა თელავში, 2011 წლის 20 აგვისტოს. ვიკიპედიელებიდან შეხვედრაზე ვიყავით დათო, მიხეილი, ნოდარი, ჯაბა და მე. ძირითადად, შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს. ვიკიპედიელებმა გადაიღეს თელავის ღირსშესანიშნეობები ციფრული ფოტოაპარატებით, ნოდარმა გადაიღო პანორამებიც. ვისაუბრეთ ასევე ქართულ ინტერვიკებზე უცხოურ ვიკებში, თარგების თავისებურებებზე, მომხმარებლების უფლებებზე (ძირითადად, სანდო მომხმარებლის სტატუსზე), ვიკიპედიის ლოგოზე და ვიკიპედიის სხვა საჭირბოროტო საკითხებზე. საბოლოოდ, შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. ერთმანეთის გაცნობა დაგვეხმარება მომავალში ვიკიურთიერთობების უკეთ აწყობაში.—G.G. 14:00, 20 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ძალიან კარგია. იმედია რეგიონული ვიკიშეხვედრები მომავალშიც შედგება, და არა მარტო კახეთში. :) – BruTe () 14:51, 20 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვიკიპედიელთა პირადად გაცნობა და ურთიერთობა ვიკიპედიას მხოლოდ წაადგება და გაზრდის შრომის ნაყოფიერებას. ამავე დროს, იმედი მაქვს საფუძველი ჩაეყარა რეგიონულ ვიკიშეხვედრებს. — მიხეილ (მომწერე) 15:49, 20 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
გეთანხმები, მიხეილ, ნამდვილად კარგი იყო და ასეთი შეხვედრა ხელს შეუწყობს ჩვენს თანამშრომლობასაც და დამეგობრებასაც  Nodar Kherkheulidze განხილვა 17:13, 20 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
შეხვედრა მართლაც ნაყოფიერი იყო. კიდევ უფრო ნაყოფიერი წინა ორი დღე, არ მეთანხმებით მიშა და ნოდარ? — ჯაბა ლაბა 08:58, 21 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
რა თქმა უნდა, გეთანხმები  Nodar Kherkheulidze განხილვა 10:30, 21 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ნამდვილად. ეს ყველაფერი მალე commons-ზე აისახება :) — მიხეილ (მომწერე) 17:43, 21 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონალურ შეხვედრების ციკლში მე ბოლო დღეს ჩავერთე, მაინც ძალიან სასიამოვნო დღე იყო  . რეგიონალური შეხვერდების იდეა მშვენიერია, მემგონი რომ ბევრად უფრო ნაყოფიერია, ვიდრე თბილისში (აქ შეგროვებულ ფოტომასალასაც ვგულისხმობ, რა თქმა უნდა)  . მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად. — დავით პასუხი 04:43, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
და მგონი ყველაზე დიდი მადლობა ამ შეხვედრისათვის მიხეილს ეკუთვნის  დავით პასუხი 04:44, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი