მომხმარებლის განხილვა:M./არქივი 4
შობის ტაძარი
რედაქტირებაგამარჯობა, შობის ეკლესია თუ ბეთლემის ქრისტეშობის ტაძარი? შენი ცვლილებები კი ჩავასწორე, მაგრამ რარაც დავეჭვდი, მე მგონი შენი ვარიანტი უფრო სწორია... --ჯაბა ლაბაძე 07:48, 30 ივნისი 2012 (UTC)
- ნამდვილად არ ვიცი. პორტალში რასაც ვამატებ სიახლედ, ვცდილობ წითელ ბმულებზე სტატიებიც შევქმნა, თუმცა მაგაზე არაფერი გავაკეთე სწორედ სახელის გამო. „მაცხოვრის შობის ტაძარი" ან „მაცხოვრის შობის ეკლესია" ალბათ ყველას ჯობს. --M. განხილვაწვლილი 10:20, 30 ივნისი 2012 (UTC)
აბა ეს იხილე და დააფიქსირე შენი აზრი იქაც. --ჯაბა ლაბაძე 13:11, 30 ივნისი 2012 (UTC)
ბაგრატის ტაძარი
რედაქტირებამე მაინტერესებს სად წერია რომ ბაგრატის ტაძარი დატოვეს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში. იცი რომ აქტიურად ვადევნებ თვალს იუნესკოს სესიებს და მასეთი რამ ან ვერ წავიკიტხე ან არ დაწერილა. --ჯაბა ლაბაძე 13:11, 30 ივნისი 2012 (UTC)
- ლოგიკურია. აქამდე მაგ სიაში იყო. გადაწყვეტილება არ მიიღეს ნიშნავს იმას, რომ დარჩა იგივე მდგომარეობა, რაც იყო. ამასთან ოფიც. საიტზე იმავე სიაში რჩება. --M. განხილვაწვლილი 13:18, 30 ივნისი 2012 (UTC)
- ლოგიკურობა არაფერ შუაშია, ვიკიპედია ლოგიკაზე არ მუშაობს. ჩვენ წყარო გვჭირდება. მე მაინტერესებს საიდან აიღო წყარო მაგ ჟურნალმა. --ჯაბა ლაბაძე 13:28, 30 ივნისი 2012 (UTC)
- იუნესკოს საიტის ლინკი არაა წყარო? --M. განხილვაწვლილი 13:30, 30 ივნისი 2012 (UTC)
- ლოგიკურობა არაფერ შუაშია, ვიკიპედია ლოგიკაზე არ მუშაობს. ჩვენ წყარო გვჭირდება. მე მაინტერესებს საიდან აიღო წყარო მაგ ჟურნალმა. --ჯაბა ლაბაძე 13:28, 30 ივნისი 2012 (UTC)
მერე სად წერია რომ დატოვეს და განიხილავენ 2013 წელს? თუ ლოგიკურია რომ არაფერი წერია, რატომ 2013 და არა 2015? სად წერია აღნიშნული მტკიცებულების შესახებ ესაა საინტერესო, თორემ მაგ შიაში რომაა 2010 წლიდან ვიცი. --ჯაბა ლაბაძე 13:35, 30 ივნისი 2012 (UTC)
- ბოდიში ჩარევისთვის. გრიგოლს ვეთანხმები, სატიზე ისევ სიაში წერია და ყოველ წელს რომ განიხილავენ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიას, ეს მგონი ისედაც ვიცით. — მიხეილ მიწერა 13:38, 30 ივნისი 2012 (UTC)
დაეთანხმე რა პრობლემაა, მაგრამ მე როგორც მომხმარებელი ვითხოვ წყაროს სად წერია რომ 2013 წელს განიხილავენ? იქნებ 2013 წელსაც არ განიხილონ? არც 2014 წელს? ასე დაკონკრეტება ლოგიკის საფუძველზე მიუღებელია. --ჯაბა ლაბაძე 13:41, 30 ივნისი 2012 (UTC)
- ჯაბა, ყოველწლიურ სხდომაზე, ხომ განიხილავენ ყველა ასეთ ძეგლს? მისი ამოღება არამოღების საკითხს? — მიხეილ მიწერა 13:43, 30 ივნისი 2012 (UTC)
არ მინდა ზეპირი ლოგიკური მტკიცებები, გთხოვთ წყაროს სადაც წერია სტატიაში მოცემული ტექსტი, ჟურნალ ტაბულას ლინკი კი საერთოდ ამოსაგდებია. --ჯაბა ლაბაძე 13:46, 30 ივნისი 2012 (UTC)
ე.ი. თუ სწორად გავიგე სიაში რომ დარჩა არ ვდაობთ ხომ? რაც შეეხება იმას რომ 2013 ში განიხილება, ტაბულაში წერია და სტატიის სქოლიოში მივუთითე, აქაც წერია და ვიდეოც არის და მეტი წყარო რა უნდა იყოს? --M. განხილვაწვლილი 13:49, 30 ივნისი 2012 (UTC)
სიაში რომ არის ეს ნამდვილად მასეა, მაგრამ სტატიაში რომ წერია რომ 24 ივნისს მიიღეს ეს გადაწყვეტილებაო. ამის დაკონკრეტებას ვეწინააღმდეგები. ეს არის საშინელი მტკიცებულება. იუნესკოს ნამდვილად არ ეცალა საიუბილეო სხდომის გახსნის დღეს ემსჯელა ბაგრატის ტაძარზე, გადახედეთ სიახლეების არქივს და ნახავთ რა როდის ამოიღეს და როდის ჩაამატეს. იქნებ 25 ამოიღეს ხალხო ვკითხულობ, მაინტერესებს, დამიმტკიცეთ. --ჯაბა ლაბაძე 13:53, 30 ივნისი 2012 (UTC)
- სხვა საკითხზე გადახვედი. შენ კითხულობდი, სად წერია რომ 2013-ში განიხილავენო. ორი ლინკი დევს აქ და ვიდეოც. სტატიის ისტორია რაღა შუაშია? --M. განხილვაწვლილი 13:55, 30 ივნისი 2012 (UTC)
მე მაინტერესებს ეს ეწეროს იუნესკოს საიტზე ნეტგაზეტი და ტაბულა მეორადი წყაროებია. არასწორი ინფორმაცია რომ ჩაამატეთ მაგას ვდავობ ზუსტად და სხვადასხვა საკითხი ნამდვილად არაა. მიმითიტეთ პირველადი ბმული და მორჩა ვამთავრებ იქ. --ჯაბა ლაბაძე 13:56, 30 ივნისი 2012 (UTC)
- პრესა და მედია ზოგადად არის წყარო (ყვითელ პრესას და ტაბლოიდებს არ ვგულისხმობ) სქოლიოებში მხოლოდ ოქმებს ვერ მივუთითებთ. ოქმები ადამიანებისთვის ძნელი გასაგებია, ბევრმა მომხმარებელმა უცხო ენა არ იცის და სხვა უამრავი მიზეზის გამო. ვიდეო ნახე. მეტი წყარო რაღა გინდა, სხდომის ჩანაწერია. ორ სხვადასხვა გამოცემაში წერია. თარიღის საკითხში გეთანხმები, შესაძლებელია არ იყო 24-ში და იყო 25-ში ან 26-ში, მაგრამ ეს მარტივი მოსაგვარებელია. --M. განხილვაწვლილი 14:03, 30 ივნისი 2012 (UTC)
წყარო შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. თუ ოქმის ჩანაწერს ვერ წაიკითხავს ადამიანი იმის გამო რომ ინგლისური არ იცის, მაგ ვიდეოს ყურებისას ინგლისური ეცოდინება? მე ვეძებ მტელი ეს დღეებია მაგ ინფორმაციის ოფიციალურ ჩანაწერს, მაგრამ არც 24 (ტაბულიას მიხედვით) და არც 26 (ნეტგაზეთის მიხედვით) ივნისის ჩანაწერებში მე ვერსად ვნახე. ჯობს ჩამოვაყალიბოთ ისე რომ სიმართლეს შეეფერებოდეს და დაკონკრეტებისგან ტავიშ ევიკავოთ ნურც 24 ივნისს (ან 26-ს) დავწერთ და ნურც 2013 წელს. მე დავამთავრე. --ჯაბა ლაბაძე 14:07, 30 ივნისი 2012 (UTC)
გამარჯობა. ამ სტატიაში ჩასვი თარგი {{წასაშლელი}}. თუ შეიძლება, მიუთითე თარგში მიზეზი, რომ ადმინისტრატორებს გაგვიადვილდეს მიზეზებში გარკვევა. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:22, 15 ივლისი 2012 (UTC)
- მივაგენი შენს აზრს განხილვის გვერდზე და დაგეთანხმე. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:33, 15 ივლისი 2012 (UTC)
- პ.ს. თხოვნა მექნება, რომ როდესაც სტატიაში ჩასვამ თარგს {{წასაშლელი}}, რეზიუმეში მიუთითე, რომ სტატია წასაშლელია — ეს გაგვიადვილებს ადმინისტრატორებს წასაშლელი სტატიის ბოლო ცვლილებებში დანახვას. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:34, 15 ივლისი 2012 (UTC)
- კარგი, გავითვალისწინებ --M. განხილვაწვლილი 18:05, 15 ივლისი 2012 (UTC)
- პ.ს. თხოვნა მექნება, რომ როდესაც სტატიაში ჩასვამ თარგს {{წასაშლელი}}, რეზიუმეში მიუთითე, რომ სტატია წასაშლელია — ეს გაგვიადვილებს ადმინისტრატორებს წასაშლელი სტატიის ბოლო ცვლილებებში დანახვას. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:34, 15 ივლისი 2012 (UTC)
პატივცემულო M., გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ქართული ვიკიპედიის ეთიკური ნორმების განმსაზღვრელი წესის შემუშავებასა და მიღებაში. პატივისცემით, DelieveryBot 08:33, 30 ივლისი 2012 (UTC)
არჩევნები (2012)
რედაქტირებაგამარჯობა, ერთი შეკითხვა მაქვს რუკასთან დაკავშირებით - ფაილი:Georgien_-_Karte_der_Wahlkreise.svg ოლქები 1, 42 და 43 რუკაზე სწორადაა დატანილი? უბრალოდ ტაბულას ოლქებისგან განსხვავდება, თან 2008 წლის მოვლენების გათვალისწინებით ეს ოლქები ისევ ჩათვლილია?--Melberg; 15:45, 23 აგვისტო 2012 (UTC)
P.S. ასევე 34-ე რეგიონი საერთოდ არ გვაქვს, თუ? ტაბულაში არაა უბრალოდ.--Melberg; 16:09, 23 აგვისტო 2012 (UTC)
P.P.S. აი ეს გვერდი არმოვაჩინე, მაგრამ დიდუბე და ისანი აკლია. ეს ასე უნდა იყოს?--Melberg; 16:34, 23 აგვისტო 2012 (UTC)
- ფაილი:Georgien_-_Karte_der_Wahlkreise.svg ეს რუკა 2008 წლის მდგომარეობას ასახავს და არა წლევანდელს. ზემო აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში წელს არჩევნები არ იმართება, ისევე როგორც 2010-ში არ გამართულა. შენ რაც ჩასვი, ის რუკა უკეთესია, თუმცა შენს რუკაზე თბილისი ძველ საზღვრებშია ნაჩვენები. 34 ოლქი, ისევე როგორც 31, 42, 71-78 ოლქები არ არსებობს, ოკუპირებულია. რაც შეეხება ისანს და დიდუბეს, ოქლები ნამდვილად არსებობს, მაგ სიაში, სავარაუდოდ იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ამ ოლქებში შემავალი უბნების საზღვრები ჯერ კიდევ არ დადგენილა. --M. განხილვაწვლილი 10:40, 24 აგვისტო 2012 (UTC)
- გასაგებია, როდესაც ეს სია აღოვაჩინე ოკუპირებულ რეგიონებზე მივხვდი. თბილისს რაც შეეხება, ახალი რუკა გვაქვს სადმე? ფაილი:Tbilisi_Admin_Map.jpg ეს რუკა აღმონვაჩინე, მაგრამ რამდენად შეესაბამება რეალობას, არ ვიცი. :)--Melberg; 10:45, 24 აგვისტო 2012 (UTC)
- რუკით ვერ გაიგებ, საზღვრების დოკუმენტით უნდა იხელმძღვანელო. კიკეთი, ტაბახმელა და კოჯორი მთაწმინდის ოლქშია, წყნეთი ვაკის, ლილო სამგორის, მაგრამ მაინც რთული გასაკეთებელია, მაგ. ნუცუბიძის ქუჩა და პლატო ვაკის ოლქს ეკუთვნის და არა საბურთალოს. შეიძლება მოგვიანებით ან ცესკომ გააკეთოს რუკა, ან ტაბულამ ან civil.ge-მ --M. განხილვაწვლილი 10:54, 24 აგვისტო 2012 (UTC)
- გასაგებია, მადლობა, მაშინ დაველოდოთ. თუ გააკეთეს, მერე მეც გადავხატავ რუკას. --Melberg; 10:56, 24 აგვისტო 2012 (UTC)
- რუკით ვერ გაიგებ, საზღვრების დოკუმენტით უნდა იხელმძღვანელო. კიკეთი, ტაბახმელა და კოჯორი მთაწმინდის ოლქშია, წყნეთი ვაკის, ლილო სამგორის, მაგრამ მაინც რთული გასაკეთებელია, მაგ. ნუცუბიძის ქუჩა და პლატო ვაკის ოლქს ეკუთვნის და არა საბურთალოს. შეიძლება მოგვიანებით ან ცესკომ გააკეთოს რუკა, ან ტაბულამ ან civil.ge-მ --M. განხილვაწვლილი 10:54, 24 აგვისტო 2012 (UTC)
- გასაგებია, როდესაც ეს სია აღოვაჩინე ოკუპირებულ რეგიონებზე მივხვდი. თბილისს რაც შეეხება, ახალი რუკა გვაქვს სადმე? ფაილი:Tbilisi_Admin_Map.jpg ეს რუკა აღმონვაჩინე, მაგრამ რამდენად შეესაბამება რეალობას, არ ვიცი. :)--Melberg; 10:45, 24 აგვისტო 2012 (UTC)
აი, თბილისის ოლქების რუკა [1] --M. განხილვაწვლილი 10:20, 27 აგვისტო 2012 (UTC)
გამარჯობა
რედაქტირებაგამარჯობა M., შეგიძლია დამიკავშირდე სკაიპით? :) Deu. 14:32, 27 აგვისტო 2012 (UTC)
- კი შემიძლია, როგორმე მომაწოდე შენი სკაიპ-მისამართი და დაგიმატებ --M. განხილვაწვლილი 14:44, 27 აგვისტო 2012 (UTC)
- ფაქტობრივად მოგაწოდე Deu. 14:51, 27 აგვისტო 2012 (UTC)
ვიკიშეხვედრა
რედაქტირებაგთხოვ(თ), მიიღოთ მონაწილეობა სექტემბრის ვიკიშეხვედრასთან დაკავშირებით განხილვაში. მადლობა, Deu. 09:56, 29 აგვისტო 2012 (UTC)
გამარჯობა, M.
ვიკიპედიის ფორუმში მიდის განხილვა ეთიკის ნორმების პროექტისა, რომელიც მე სისხლის სამართლის კოდექსს მაგონებს.
მემგონი შენი აზრი ძალიან საინტერესო იქნება, როგორც იურისტისა. Deu. 15:35, 2 სექტემბერი 2012 (UTC)
სკაიპი, თუ შეგიძლია. Deu. 15:04, 4 სექტემბერი 2012 (UTC)
სპორტსმენები
რედაქტირებაგაუმარჯოს გრიგოლ. როდესაც გაპოლიტიკოსებულ სპორტსმენებზე წერ, იქნებ სტატიაში ორი წინადადება მაინც ჩაგვერთა მათი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ. --მიხეილ მიწერა 21:52, 21 სექტემბერი 2012 (UTC)
V ნიშნავს ვენდეტას
რედაქტირებასალამი. რადგან ეკრანიზაციაა, მოდი ცალკე გაკეთდეს V ნიშნავს ვენდეტას (ფილმი) და ამჟამინდელი სტატია კომიქსის სტატიად გადაკეთდეს, ხომ უკეთესი იქნება? --H.McC. (მომწერეთ) 17:34, 28 სექტემბერი 2012 (UTC)
- მე ვიფიქრე, რომ რახან რეალურად ფილმი უფრო პოპულარული და ცნობილია, პირიქით ხომ არ იყოს მეთქი? --M. განხილვაწვლილი 04:29, 29 სექტემბერი 2012 (UTC)
- ფილმი ჩვენთანაა პოპულარული, თორემ იგივე ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში კომიქსმა საკულტო სტატუსი შეიძინა. ძირითადი ნაწარმოები რაც არის, როგორც წესი (ანუ ლიტერატურული საძირკველი), იქიდან ვიწყებთ და შემდგომ სტატიებს უკვე ემატება ფრჩხილები და ა.შ. ვთქვათ, კომიქსის სათაური რომ ყოფილიყო V for Vendetta და ფილმის V for Vendetta 1, მაშინ არც დასჭირდებოდა ფრჩხილები, შეიქმნებოდა სტატია ფილმის შესახებ V for Vendetta 1 --H.McC. (მომწერეთ) 09:19, 29 სექტემბერი 2012 (UTC)
- კიდევ მოგიყვან მაგალითს - სპაიდერმენის კომიქსი. მაგალითად, მაგას ჩვენთან ძალიან ბევრი მკითხველი ჰყავს, მაგრამ ფილმი ხომ უფრო იციან? მიუხედავად ამისა, პირველწყაროა კომიქსი, ამიტომ ძირითადი სტატიები ვიკიპედიაში კომიქსებზე და მათ პერსონაჟებზე, ხოლო შემდეგ ემატება (ფილმი) და ასე შემდეგ. --H.McC. (მომწერეთ) 09:39, 29 სექტემბერი 2012 (UTC)
- კარგი, გასაგებია :) ახლა მე შევქმნი იმავე შინაარსით სტატიას V ნიშნავს ვენდეტას (ფილმი), ხოლო არსებულზე თუ შეგიძლია მცირე ესკიზი შექმენი, ან გადამისამარტება გავაკეთოთ დროებით, ან წავშალოთ --M. განხილვაწვლილი 09:52, 29 სექტემბერი 2012 (UTC)
- კიდევ მოგიყვან მაგალითს - სპაიდერმენის კომიქსი. მაგალითად, მაგას ჩვენთან ძალიან ბევრი მკითხველი ჰყავს, მაგრამ ფილმი ხომ უფრო იციან? მიუხედავად ამისა, პირველწყაროა კომიქსი, ამიტომ ძირითადი სტატიები ვიკიპედიაში კომიქსებზე და მათ პერსონაჟებზე, ხოლო შემდეგ ემატება (ფილმი) და ასე შემდეგ. --H.McC. (მომწერეთ) 09:39, 29 სექტემბერი 2012 (UTC)
- არ უნდა გადამისამართება, არსებულს კომიქსის სტატიად გადავაკეთებ. :) --H.McC. (მომწერეთ) 10:03, 29 სექტემბერი 2012 (UTC)
საპარლამენტო არჩევნების თარგი
რედაქტირებაგამარჯობა, ამაზე რას იტყვი ივარგებს რომ ჩავსვა სტატიაში? მონაცემების შეტანის შემდეგ შეივსება უფრო. --ჯაბა ლაბაძე 13:44, 29 სექტემბერი 2012 (UTC)
- კი, კარგია, ჩემი აზრით. უფრო ინფორმატიულია, ვიდრე ის, რაც ახლა არის. შექმნილია თარგი:ინფოდაფა არჩევნები მაგრამ იმაში თითქმის არანაირი ინფორმაცია არ ჩანს. მე თარგის დამუშავება არ შემიძლია, კარგი იქნებოდა თუ იმ ინფოდაფას ასეთნაირად დაამუშავებდი. გარდა ამისა, ერთი წინადადება მაქვს: არჩეული პრემიერის ნაცვლად არჩეული პარტია მივუთითოთ --M. განხილვაწვლილი 14:07, 29 სექტემბერი 2012 (UTC)
კარგი, მაშინ ჩავსვამ სტატიაში და შენს წინადადებასაც გავითვალისწინებ, რადგან ჩვენ პარტიას ვირჩევთ პრემიერს ხომ არა. --ჯაბა ლაბაძე 14:25, 29 სექტემბერი 2012 (UTC)
თარგის შესახებ
რედაქტირებასალამი. ხელვაჩაურის თარგი განახლდა?--ოთოჯი / მომწერე 17:26, 6 ოქტომბერი 2012 (UTC)
მადლობა.--ოთოჯი / მომწერე 17:44, 6 ოქტომბერი 2012 (UTC)
- არაფრის :) --M. განხილვაწვლილი 17:47, 6 ოქტომბერი 2012 (UTC)
კვლავ თარგი
რედაქტირებაგამარჯობა, ამაზე რას იტყვი?. ვარგა? --ჯაბა ლაბაძე 05:32, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)
- ეს ყველაზე კარგია, მათ შორის, რაც აქამდე იყო ჩემი აზრით, თუმცა რამდენიმე წინადადება მაქვს: (1) პარტია/კოალიცია ასე დავწეროთ, (2) წინა არჩევნები ჩემი აზრით ზედმეტია საქართველოს პირობებში --M. განხილვაწვლილი 09:06, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)
გთხოვ მიიღო მონაწილეობა
რედაქტირებამოდით ერთხელ გადავწყვიტოთ -გთხოვ მიიღო მონაწილეობა.--ცანგალა (გ) 17:02, 16 დეკემბერი 2012 (UTC)
ვიკიშეხვედრა
რედაქტირებასალამი გრიგოლ. რას იტყვი? --მიხეილ მიწერა 12:22, 12 იანვარი 2013 (UTC)
- სამწუხაროდ ვერ მოვახერხებ, ვერ ჩამოვალ. --M. განხილვაწვლილი 13:26, 12 იანვარი 2013 (UTC)
თხოვნა
რედაქტირებაგრიგოლ, მომხმარებელი რომ ვანდალიზმს ჩაიდენს, იქნებ {{ვანდალი}}-იც ჩაუსვა ხოლმე — მიხეილ მიწერა 09:56, 20 იანვარი 2013 (UTC)
- მომხმარებლის გვერდზე? --M. განხილვაწვლილი 09:59, 20 იანვარი 2013 (UTC)
- არა, იმ მომხმარებლის ან IP მისამართის განხილვის გვერდზე. --მიხეილ მიწერა 10:02, 20 იანვარი 2013 (UTC)
- ოკ. გასაგებია --M. განხილვაწვლილი 10:04, 20 იანვარი 2013 (UTC)
- არა, იმ მომხმარებლის ან IP მისამართის განხილვის გვერდზე. --მიხეილ მიწერა 10:02, 20 იანვარი 2013 (UTC)
პოსტერები
რედაქტირებასალამი. შეიძლება, არც ტვირთავდე პოსტერებს, მაინც გეტყვი - შეამჩნევდი ალბათ, რომ ინგლისურ ვიკიში ბევრი პოსტერი ასეთი ტიპის არის. ახლა დავადგინე - საქმე ეხება ბრიტანულ ფილმებს (ანუ როდესაც ძირითადად ბრიტანულ ფილმად ითვლება) და ბრიტანეთში კინოთეატრებზე ასეთი მასშტაბის პოსტერები გამოიყენება. --H.McC. (მომწერეთ) 11:45, 21 იანვარი 2013 (UTC)
- სიმართლე რომ გითხრა, ფაილებს მარტო ვიკისაწყობიდან ვიღებ, იქ კიდე პოსტერები არაა ხოლმე. პირდაპირ ინგლისურიდან როგორ გადმოდის (თუ გადმოდის) არ ვიცი და ატვირთვის თავი არ მაქვს --M. განხილვაწვლილი 12:51, 21 იანვარი 2013 (UTC)
- კეთილი. პირდაპირ ინგლისურიდან არაფერი გადმოდის. უბრალოდ ამიერიდან, თუ ინგლისურში ვნახავ ეგეთ პოსტერს, ეგეთს დავდებ, ეტყობა რაღაც ახალი პრინციპია. --H.McC. (მომწერეთ) 12:56, 21 იანვარი 2013 (UTC)
ინფოდაფა
რედაქტირებაინფოდაფა მე შევცვალე გუშინ, ვინაიდან სულ მაწუხებდა სივრცე. ჩემს ეკრანზე მაგ ინფოდაფა ძალიან გაწელილი იყო. პოსტერი ინფოდაფის ოდნავ შიგნით იყო და გვერდებზე ცარიელი სივრცე რჩებოდა, რის გამოც სტატიის სივრცეც ტყუილად იხარჯებოდა. ამიტომ 0-დან დავაკოპირე ყველაფერი და ახლა მაქსიმალურად ვიწროა. რა თქმა უნდა, იგივე დარჩა ყველა ველი, უბრალოდ სურათის წარწერას 'ტიტრი' ეწოდება და ბოტს შევაცვლევინე კინოფილმების ყველა სტატიაში. --H.McC. (მომწერეთ) 09:59, 26 იანვარი 2013 (UTC)
- შევამჩნიე, ეს ჯობია, ჩემტანაც უკეთესად გამოიყურება --M. განხილვაწვლილი 10:01, 26 იანვარი 2013 (UTC)
კი. და სიმართლე გითხრა, ის ლურჯი ფერიც ყელში მქონდა, დღემდე ვერ ვხვდები, რა პრინციპით იქნა არჩეული. აბსოლუტურად ნეიტრალურად ზის ამჟამად და არ იჭრება თვალებში. --H.McC. (მომწერეთ) 10:04, 26 იანვარი 2013 (UTC)
კინოორდენი
რედაქტირებაგანსაკუთრებული წვლილისათვის კინოს სტატიებში | ||
არ შემიძლია, არ ავღნიშნო წვლილი ყველა სხვა კატეგორიის სტატიაში, მაგრამ კინოსთან დაკავშირებულ სტატიებში შეტანილი წვლილისათვის და ბევრი კარგი სტატიისათვის, რომელიც შეგიქმნია და კვლავ შექმნი, სიმბოლურად ამ ვიკიორდენით ჯილდოვდები. მიუხედავად იმისა, რომ თავად დრო და დრო ვწერ კინოზე, შენ გთვლი ერთადერთ პიროვნებად ქართულ ვიკიში, რომელიც ამ საკითხზე ზედმიწევნით და მუდმივად ზრუნავს. ასე გაარძელე. --H.McC. (მომწერეთ) 13:41, 10 თებერვალი 2013 (UTC) |
- დიდი მადლობა ჰენრი.--M. განხილვაწვლილი 16:35, 10 თებერვალი 2013 (UTC)
ინტერვიკი
რედაქტირებაგაუმარჯოს გრიგოლ. ინტერვიკების წესი შეიცვალა. ნუ ჩასვამ მას უშუალოდ სტატიაში, საკმარისია მხოლოდ აქ ჩასვა ქართულის, რომ რამდენიმე წუთში ყველა ენაში დატრიალდება. — მიხეილ მიწერა 04:53, 10 მარტი 2013 (UTC)
- შენ გაიხარე, ვწვალობდი ამაზე --M. განხილვაწვლილი 16:42, 10 მარტი 2013 (UTC)
- შენიშვნა - ეს სტატიებს ეხება. კატეგორიებში არ არის. --H.McC. განხილვაწვლილი 16:49, 10 მარტი 2013 (UTC)
888
რედაქტირებამშრომელი კაცის ვიკიორდენი | ||
გრიგოლ, ქართულ ვიკიპედიაში უკვე 888 სტატიის დაწერისთვის განიჭებ ამ ვიკიორდენს.--გიორგი-09 (✉) 08:10, 9 ივნისი 2013 (UTC) |
- მადლობა, გიორგი --M. განხილვაწვლილი 11:53, 9 ივნისი 2013 (UTC)
ზედა კატეგორია
რედაქტირებასალამი. საერთოდ, ძველი წესია და პრინციპიც, უბრალოდ ისე ხდებოდა, რომ სულ არასწორად ვაკეთებდით. ზედა დონის კატეგორიაში ვცდილობთ, არ შევყაროთ პიროვნებები. იხ. კატეგორიის განხილვა:ამერიკელები. მაქსიმალურად ვათავისუფლებთ. დალაგებასაც შევუდექით ამას წინათ და იგივე ეხება სხვა კატეგორიებსაც და ზოგადად ზედა დონის კატეგორიებს. მინდოდა დროულად მომეწერა შენთვის მაშინ და დამავიწყდა. :) საერთოდ, კატეგორიათა იერარქია ერთ-ერთი მოსაწესრიგებელი საკითხია და მოევლება, ჯერ-ჯერობით კი ვცდილობთ, ქვედა დონის კატეგორიები გამოვიყენოთ (საკმარისია, ვთქვათ, 'ამერიკელი მსახიობები', 'დაბადებული ამა და ამ წელს' და ა.შ.). --Henry McClean განხილვაწვლილი 20:34, 9 ივნისი 2013 (UTC)
- კი ბატონო. ასეც უნდა იყოს. სხვა თემებში ასეც ვიქცეოდი, უბრალოდ აქ ყოველთვის ერთად მხვდებოდა უკვე შექმნილ სტატიებში 'ამერიკელები'ც და 'ამერიკელი მსახიობები'ც. შექმნის დროსაც მივაქცევ ყურადღებასაც და სადაც შემხვდება, იქაც --M. განხილვაწვლილი 05:25, 10 ივნისი 2013 (UTC)
- ჰო, ვხვდები, რომ მაგიტომ აკეთებდი, რასაც სხვაგან ხედავდი, იგივეს იმეორებდი და საერთოდ, ყველა ასე ვაკეთებდით. ბოლო 2-3 კვირაა ამ ამბავს მივხედეთ :) მაგ ქვეკატეგორიის ზედა კატეგორია კი არის 'ამერიკელები საქმიანობის მიხედვით'. შესაბამისად, სხვა ეროვნებებზეც იგივე პრინციპია. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 05:32, 10 ივნისი 2013 (UTC)
რედაქტირება
რედაქტირებაშენი ქმედებები ხშირად უცნაური და ალოგიკურია. სტივ ბუშემის შემთხვევაც საკმარისია. (როდესაც ჩემი რედაქტირება გააუქმე) სტატია დაუბრუნდა შენს ვერსიას (ილუსტრირების გარეშე). რაშია საქმე ?. შენი ცვლილება აღნიშნულ სტატიაში გავაუქმე. - ოთოჯი განხილვა 10:48, 9 ივლისი 2013 (UTC)
მეც მაინტერესებდა - არარსებული ფაილის ბმულები იყო, M. და რისთვის აკეთებ ამას? --Henry McClean განხილვაწვლილი 10:53, 9 ივლისი 2013 (UTC)
- არაფერი, შემეშალა. სულ ორი იყო: ბუშემი და კოტიარი. „ხშირად“ ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი. --M. განხილვაწვლილი 13:11, 9 ივლისი 2013 (UTC)
მახინჯაური
რედაქტირებაგამარჯობა, მწვანე კონცხზე ბმული შეგნებულად არ გავაკეთე, რადგან სტატია — მწვანე კონცხი (ბათუმი) — ეხება ისეთივე დონის დასახლებას როგორიც მახინჯაურია, ხოლო სტატიაში — მახინჯაური — ნაგულისხმევია მწვანე კონცხის უბანი, რომელიც ბათუმის საკრებულოს მიერ შექმნილი სტატისტიკურ–ადმინისტრაციული ერთეულია და ზემოთ დასახელებული ე.წ. დასახლებები: მწვანე კონცხი, მახინჯაური და სხვა ტერიტორიები არიან გაერთიანებული.--GagaVaa განხილვაწვლილი 12:22, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
- წმინდა სამართლებრივ-ადმინისტრაციული კუთხით მართალი ხარ. მაგრამ ვიკიფიცირება ხომ იმიტომ არსებობს, რომ მომხმარებელი მარტივად გადავიდეს სტატიიდან სტატიაზე და არა ადმინისტრაციული მოწყობის აღსაწერად. --M. განხილვაწვლილი 12:31, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
- წყაროები არ არის საკმარისი რაოდენობით თორემ ბათუმის სტატისტიკურ–ადმინისტრაციულ ერთეულებზე ცალკე სტატიებს გავაკეთებდი და შესაბამის სტატიაზე გადავამისამართებდი. ამ შემთხვევაში ვერ დავტოვებთ გადამისამართებას მომხმარებელი იფიქრებს რომ მახინჯაურის დასახლება მწვანე კონცხის დასახლების ნაწილია, არადა ეს ასე არ არის.--GagaVaa განხილვაწვლილი 17:40, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
- საერთოდ არ არის აუცილებელი ჩემი აზრით მაგ ტექსტის დატოვება, თუ რომელ უაბნშია. იდეაში არც მათზე სტატიებს ვემხრობი შემდეგი მიზეზების გამო (ბათუმის გარდა იგივე ეხება ფოთს, ქუთაისს, რუსთავს) ჯერ ერთი, როგორც შენ თქვი, წყაროები არაა. მეორე, ამ სტატიებში საზღვრების გარდა არაფერი გვექნება ჩასაწერი. ბათუმის სამრეწველო უბანი რა უნდა დაიწეროს ამ სტატიაში? მესამე ძალიან უმნიშვნელო ერთეულებია, უისტორიო, არ ემთხვევა მოსახლეობის ცნობიერებაში არსებულ ტრადიციულ უბნებს (ბენზე და სხვა) გარდა ამისა, ძალიან მყიფე რამეა. შეიძლება ძალიან მალე ან ძალიან ხშირად შეიცვალოს. თბილისის შემტხვევა ცოტა სხვაა, თბილისის შიდა რაიონები დიდი ხანია არსებობს და ასე თუ ისე ტრადიციულ უბნებს ემთხვევა --M. განხილვაწვლილი 18:47, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
სუფსა
რედაქტირებაგაიხსენე ძველი დრო, როდესაც სტატიაში სუფსა გააკეთე ჩანაწერი გურიის ქედით გამოყოფილია მდინარე რიონის ხეობისაგან, ხოლო ნასაკირალის სერით მდინარე ნატანების ხეობისაგან. სუფსის ნაპირზე მდებარეობს დაბა ჩოხატაური. მე მაინტერესებს შემთხვევით გურიის სერი ხომ არ უნდა იყოს გურიის ქედის მაგივრად?--ცანგალა (გ) 08:54, 26 ოქტომბერი 2013 (UTC)
- გურიის სერი უნდა იყოს, არამხოლოდ ამ სტატიაში, არამედ სხვა სტატიებშიც. --M. განხილვაწვლილი 12:12, 26 ოქტომბერი 2013 (UTC)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
რედაქტირებაგამარჯობა M. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ შენნაირი გაწონასწორებული მომხმარებლისგან ძალიან მიკვირს, ასე ერთი ხელის მოსმით აბუჩად რომ აიგდე ჩემი რედაქტირებები . ახლა, რაც შეეხება სიტუაციას, სიმართლე გითხრა ვერ ვხვდები რატომ არ უნდა იყოს სახელმწიფო მინისტრების ჩამონათვალი სტატიაში, სადაც მთავრობის უმაღლესი პირების ჩამონათვალს ვპოულობთ სხვადასხვა დასახელებებით. იურისპუდენცია ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და რაიმენაირად გამარკვიე, რა ასეთი ძირეული სხვაობაა ამ თანამდებობასა და სხვა ჩამოთვლილ თანამდებობებს შორის. ჩემი ინფორმაციით და საზოგადოებაში გავრცელებული აზრითაც სახელმწიფო მინისტრი საქართველოში 2003 წლამდე არსებული ფორმით, არ იყო სახელმწიფო მინისტრი, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, და მთავრობის ყველაზე გავლენიან პერსონას წარმოადგენდა, რომელიც ახდენდა მინისტრთა კაბინეტის შეკრებას და გარკვეული გადაწყვეტილებების პრეზიდენტთან და პარლამენტთან მიწოდებას. ძალიან გთხოვ ზედმეტად იურისპუდენციულად არ მიუდგე აღნიშნულ საკითხს და რეალურად ჩამოვაყალიბოთ საკითხი. დავამატებ, რომ მე ვერ ვიპოვე ვერანაირი მიღებული გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მინისტრები არ უნდა იყვნენ სტატიაში, განხილვის გვერდზე რამოდენიმე მომხმარებლის გამოთქმულ მოსაზრებებს თუ არ ჩავთვლით.--GagaVaa განხილვაწვლილი 14:37, 29 ნოემბერი 2013 (UTC)
- გაგიმარჯოს გაგა.სტატიის ტექსტიშივეა ახსნილი ეგ, მართალია თარგი წყარო უზის, მაგრამ სწორიად წერია. არფერი საერთო მაშინდელ სახელმწიფო მინისტრებს პრემიერ-მინისტრობის იდეასთანაც კი არ ჰქონდათ. ეს იყო კანცელარიის მეთაურის მსგავსი თანამდებობა. რეალურად და არა მხოლოდ სამართლებრივად. „ჩემი ინფორმაციით და საზოგადოებაში გავრცელებული აზრითაც სახელმწიფო მინისტრი საქართველოში 2003 წლამდე არსებული ფორმით, არ იყო სახელმწიფო მინისტრი, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, და მთავრობის ყველაზე გავლენიან პერსონას წარმოადგენდა, რომელიც ახდენდა მინისტრთა კაბინეტის შეკრებას და გარკვეული გადაწყვეტილებების პრეზიდენტთან და პარლამენტთან მიწოდებას“ მცდარია ეგ აზრი. არ ჰქონდათ სახ. მინისტრებს სხვა მინისტრზე მეტი გავლენა, არ ახდენდნენ კოორდინირებას და შეკრებას, ამას აკეთებდა პრეზიდენტი უშუალოდ. სტატიაში ამ ინფორმაციის ჩასმამ შესაძლოა დააბნიოს მკითხველი და აფიქრებინოს, რომ ეს თანამდებობა მუდმივად არსებობდა საქართველოს ისტორიის მანძილზე და უბრალოდ სხვადასხვა სახელი ერქვა. სულ სხვა სისტემა იყო 2004-მდე და სულ სხვა სისტემაა 2004-ის მერე --M. განხილვაწვლილი 19:34, 29 ნოემბერი 2013 (UTC)
- ჩემი აზრით ფუნდამენტურ რაღაცაში არის განსხვავება რაზეც მე და შენ ვლაპარაკობთ, თუ ნებას მომცემ აგიხსნი რაზეც მაქვს ლაპარაკი: ესეიგი სტატიას ქვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად ეხება 2004 წელს შექმნილ თანამდებობას, რომელიც მანამდე არ არსებობდა საქართველოში. თუ სტატიაში ასევე მოყვანილია ის თანამდებობები რომლის სამართალ მემკვიდრეც არის დღევანდელი პრემიერის თანამდებობა მაშინ სხვა თანამდებობებთან ერთად უნდა იყოს ასევე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. რატომ? იმიტომ, რომ სხვა თანამდებობები ასევე განსხვავებული იყო აზრობრივად, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მოვიხსენიებთ, მაგალითად 1918 წლის მთავრობის მეთაურის და პრემიერის ერთმანეთზე შედარება აბსოლიტურად უაზროდ მიმაჩნია, როგორ შეიძლება ერთ ჭრილში განვიხილოთ პრეზიდენტის მიერ დანიშნული პრემიერი და პრეზიდენტის საერთოდ არ არსებობის პირობებში მთავრობის მიერ არჩეული მეთაური ერთდაიგივე თანამდებობად? ან საქართველოს სსრ (საერთოდ სხვა სახელმწიფოს, უფრო სწორად მოკავშირე რესპუბლიკის) სახალხო კომისარიის საბჭოს თავჯდომარეს რა საერთო აქვს საქართველოს პრემიერ მინისტრთან? თუნდაც საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1995 წლამდე თანამდებობა) იგივეა? კონსტიტუციაში არანაკლები სხვაობა იქნება მაგ ორი თანამდებობის უფლებებში ვიდრე პრემიერსა და სახელმწიფო მინისტრს შორის. ანუ აქ ჩამოთვლილი არცერთი თანამდებობა არ არის ერთიდაიგივე და მათ შორის ძირეული სხვაობებია. შესაბამისად სტატიაში მოყვანილია მხოლოდ იმის გამო, რომ მომხმარებლისთვის მოსაპოვებელი იყოს ადვილად და არ იყოს ბევრ სტატიებად გადანაწილებული. ერთადერთი რის გამოც ეს თანამდებობები მოყვანილია ამ სტატიაში, არის სამართალმემკვიდრეობის პრინციპი, ანუ ერთი თანამდებობა იცვლებოდა მეორეთი და დაწყებული გვაქვს ათვლის წერტილიდან, ხოლო სახელმწიფო მინისტრები ამოწყვეტილი რგოლია ჯაჭვიდან. აქვე დავამატებ, რომ რათქმაუნდა შენ გაცილებით მეტი უფლება გაქვს ვიკიში თვითშემოქმედების და ენა არ მომიბრუნდება ნამდვილად უამრავი საქმე გაქვს გაკეთებული და აუცილებლად უნდა დაგითმო თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ამიტომ მინდა დაგისვა შეკითხვა: საკმარისი იქნება რაიმე სახის წყარო ან კომპეტენტური პირის დასკვნა იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრი ნამდვილად არის სახელმწიფო მინისტრის სამართალ მემკვიდრე და სწორედ ამ თანამდებობის სახელ და სახეცვლილებით შეიქმნა? --GagaVaa განხილვაწვლილი 15:39, 30 ნოემბერი 2013 (UTC)
1. ვერ დაგეთანხმები, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობდა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის სამართალმემკვიდრეა. 2. გეთანხმები საბჭოთა პერიოდთან მიმართებაში და მიმაჩნია რომ ამოსაღებია ისინიც (1921-1991 წლების მონაკვეთ) 3. არანაირად არ ვიღებ და არ მინდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას 4. თუ არსებობს რაიმე დასკვნა პრემიერ-მინისტრი ნამდვილად არის სახელმწიფო მინისტრის სამართალ მემკვიდრე უნდა გავითვალისწონოთ ოღონდ თუ ეს აზრი არის რამდენიმე სანდო წყაროში და არა რომელიმე ერთ ცალკე აღებულში. --M. განხილვაწვლილი 15:53, 30 ნოემბერი 2013 (UTC) სტატიის განხილვის გვერდზეც დავწერე. ჩაერთონ სხვებიც. მე კი ჩემს პოზიციაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ შესაძლოა უმრავლესობა შენს აზრს იზიარებდეს ამიტომ იქ განვარგძოთ მსჯელობა --M. განხილვაწვლილი 15:57, 30 ნოემბერი 2013 (UTC)