ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები
წინადადებები | ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება. | |
---|---|---|
ფორუმი კონტროლი |
მოგესალმებით!
ვიკიპედია არის თქვენნაირი ადამიანების მიერ შექმნილი პროექტი. ჩვენ ვაფასებთ ყველა ადამიანს, რომელსაც სურს მონაწილეობის მიღება პროექტის გაუმჯობესებაში. ამიტომაც ჩვენ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვისმენთ თქვენ წინადადებებს. იყავით გაბედული ნებისმიერი სახის წინადადების წამოყენებაში — ვიკიპედიის საზოგადოება მას დიდი ყურადღებითა და გულისყურით განიხილავს.
|
1, 2, 3, 4, 5, 6,7,8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15,16. |
რატომ ხუჭავთ თვალს, როდესაც მიღებული წესი ირღვევა
რედაქტირებაუკვე მერამდენჯერ კითხვას ვსვამ ჩემს განხილვის გვერდზე. ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში თქვენს მიერ მიღებულ წესს რატომ არღვევთ? ხმათა უმრავლესობით, კანონის სახე მიეცა პირველ პოზიციას, ანუ, სტატიებს უნდა მიეთითოს მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია, რადგან ეს კატეგორიები მაინც თავს იყრის უფრო მსხვილ, ზედა დონის კატეგორიაში. მაგალითისათვის შეგიძლიათ იხილოთ ეს და ეს კატეგორია. გადაწყვეტილება ვრცელდება როგორც ძველ, ისე ახალ სტატიებზე. შედეგს ხელს აწერს მომხმარებელი:MIKHEIL. ქართული ვიკიპედია მომხმარებელი:Jaba1977 საკუთრება არ არის. როცა სურს კენჭისყრაში მის ბავშვებს ხმას მიაცემინებს ისე როგორც მას სურს (ეს ხომ ყველა ადმინმა იცის, ვიკიპედიის ბიუროკრატებმა, აქტიურმა ვიკიპედიელებმა და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭომ). მაგ.სოლომონ ქურდიანის გასასვლელი კატეგორია:ახალი კუკიის ქუჩები ქვედა დონის კატეგორიაა, ვიდრე კატეგორია:ჩუღურეთის რაიონის ქუჩები. რატომ ვარღვევთ მიღებულ წესს? რატომ ხუჭავთ თვალს?--ცანგალა განხილვაწვლილი 20:04, 28 დეკემბერი 2021 (UTC)
- გამარჯობა. ქვედა დონის კატეგორია არ ნიშნავს უაზრო, თითიდან გამოწოვილი კატეგორიების მოგონებას. ბარემ ყველა ქუჩის ნომრები შექმნენი კატეგორიად და შიგნით ამ მისამართზე არსებული შენობები მოაქციე.— Mikheil მიწერა 20:08, 28 დეკემბერი 2021 (UTC)
- ბ-ნებო, ქვედა კატეგორია — ქვედა კატეგორიაა. წესში არ გიწერიათ თითით გამოწოვილია, თუ არა. ხოლო რაც შეეხება ახალ კუკიას თითი გამოწოვილი არ არის. ეს არის თბილისის ერთ-ერთი უბანი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ რაიონში შედის. პატივი უნდა ვცეთ ქართული ვიკიპედიის მომხმარებლების მიერ მიღებულ წესს. ზუსტად, რომ „თითიდან გამოწოვილ კატეგორიებს“ დაუჭირეს მხარი და ეს იყო ბ-ნი მომხმარებელი:Jaba1977. ხოლო მე და თქვენ, ბ-ნო მომხმარებელი:MIKHEIL „თითიდან გამოწოვილ კატეგორიებისთვის“ მხარი არ დაგვიჭირავს. --ცანგალა განხილვაწვლილი 20:26, 28 დეკემბერი 2021 (UTC)
- კოლეგებო, დამავიწყდა დამეწერა, იმედია თემს, რომელიც 1998-2006 წლებში თემი საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნავდა თვითმმართველ ერთეულს — მუნიციპალიტეტს, ხოლო 2006-2014 წლებში აღნიშნავდა მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებულ ტერიტორიულ ერთეულს. 2014 წლიდან კვლავ — თვითმმართველი ერთეული მუნიციპალიტეტია, არ თვლით როგორც ბ-ნმა მომხმარებელი:MIKHEIL-მა აღნიშნა „თითიდან გამოწოვილ კატეგორიას“, იხ. [1], სადაც კატეგორია:ჩხიკვთის თემის სოფლები შეიცვალა კატეგორია:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები. --ცანგალა განხილვაწვლილი 21:26, 28 დეკემბერი 2021 (UTC)
- ბ-ნებო, ქვედა კატეგორია — ქვედა კატეგორიაა. წესში არ გიწერიათ თითით გამოწოვილია, თუ არა. ხოლო რაც შეეხება ახალ კუკიას თითი გამოწოვილი არ არის. ეს არის თბილისის ერთ-ერთი უბანი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ რაიონში შედის. პატივი უნდა ვცეთ ქართული ვიკიპედიის მომხმარებლების მიერ მიღებულ წესს. ზუსტად, რომ „თითიდან გამოწოვილ კატეგორიებს“ დაუჭირეს მხარი და ეს იყო ბ-ნი მომხმარებელი:Jaba1977. ხოლო მე და თქვენ, ბ-ნო მომხმარებელი:MIKHEIL „თითიდან გამოწოვილ კატეგორიებისთვის“ მხარი არ დაგვიჭირავს. --ცანგალა განხილვაწვლილი 20:26, 28 დეკემბერი 2021 (UTC)
განხილვა:ლეონიდასი
რედაქტირებაგანხილვა:ლეონიდასი „სხვა რაიმე ქართული წყარო განსხვავებულს წერს?“ იხ. თვით სტატიაში ქართული წყარო.--ცანგალა განხილვაწვლილი 18:01, 31 დეკემბერი 2021 (UTC)
- ეგ წყარო 1983 წლისაა და ორივე ფორმა წერია. ორთოგრაფიული უფრო ახალია. გიო ოქრო 18:13, 31 დეკემბერი 2021 (UTC)
- გასაგებია. რომელი წლისაა?--ცანგალა განხილვაწვლილი 18:21, 31 დეკემბერი 2021 (UTC)
- უცხოური პირთა სახელების (1989) გიო ოქრო 18:26, 31 დეკემბერი 2021 (UTC)
- გასაგებია. რომელი წლისაა?--ცანგალა განხილვაწვლილი 18:21, 31 დეკემბერი 2021 (UTC)
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
რედაქტირებამგონი დროა, ეს ლექსიკონი აღარ ჩავთვალოთ ავტორიტეტულად და იმის საბაბად, რომ ვიკიშიც შესაძლებელი იყოს იქ შეტანილ პიროვნებაზე სტატიის არსებობა. ამის მაგალითია თუნდაც ეს სტატია, რომელსაც ბიოგრაფიულ ლექსიკონში რაღაც გაურკვეველი წყარო აქვს მითითებული. — Mikheil მიწერა 19:15, 20 თებერვალი 2022 (UTC)
- (მომხრე) თუკი თვითონ ლექსიკონში არ არის მითითებული რაიმე სანდო წყარო, მარტო ლექსიკონი ვერ უნდა ადასტურებდეს ცნობადობას. გიო ოქრო 19:27, 20 თებერვალი 2022 (UTC)
- (მომხრე) გაურკვეველი წყაროებით ბიოგრაფიულ ლექსიკონში შექმნილ სტატიებს ნუ შემოვიტანთ, რაც ბუნებრივია ყველაზე არ გავრცელდება. --Wiki - ჯაბა 19:32, 20 თებერვალი 2022 (UTC)
- (მომხრე) ნამდვილად. ლექსიკონში მოცემული ყველა პირი არ არის ენციკლოპედიური. --— Mehman 97 23:48, 20 თებერვალი 2022 (UTC)
- (მომხრე) სწორი მიდგომაა, რომ ქართული ვიკიპედიის სტატიებისთვის წყაროების ხარისხის სტანდარტი უნდა გაიზარდოს. — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 03:07, 21 თებერვალი 2022 (UTC)
- (მომხრე) --იაკობ მახარაძე განხილვაწვლილი 06:30, 21 თებერვალი 2022 (UTC)
- (მომხრე) თუ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონის გვერდზე წყაროდ მითითებულია ნაბეჭდი ინფორმაცია მაგ. აკაკი ვასაძე და სერგი ჟღენტი რჩება ქართულ ვიკიპედიაში სტატია. უკვე შექმნილი სტატიები გაურკვეველი წყაროს მითითებით უნდა წაიშალოს ქართულ ვიკიპედიაში მაგ. დავით ოსეფაშვილი. ქართულმა ვიკიპედიამ უნდა მიხედოს აგრეთვე უცხო ენებზე შემოტანილ წყაროებსაც, რომლებიც მხოლოდ დაკოპირებით არის გადმოტანილი ქართულ ვიკიპედიაში. --ცანგალა განხილვაწვლილი 08:08, 21 თებერვალი 2022 (UTC)
- (მომხრე) გაურკვეველი წყაროებით სარგებლობა ჩემი აზრით სასარგებლო არ იქნებაGiorgiXIII განხილვაწვლილი 08:25, 21 თებერვალი 2022 (UTC)
@MIKHEIL: ამ სტატიაში მითითებული წყარო „ქართული სპორტი“ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონზე ავტორიტეტულია? მასაც ხომ არავითარი წყარო არ აქვს მითითებული ისევე როგოც თქვენს მიერ მითითებულ სტატიაში? რა უპირატესობა აქვს მას? გთხოვთ, განმიმარტოთ, რომ მომავალში თარგი:წყარო აღარ ჩავსვა. იმედია თქვენს მხრიდან მიკერძოებას არ აქვს ადგილი.--ცანგალა განხილვაწვლილი 11:16, 23 თებერვალი 2022 (UTC)
- მითითებული საიტი წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურის ოფიციალურ რესურს და გადის სერიოზულ ფილტრაციას, ეყრდნობა ოფიციალურ მონაცემებს. ამავე დროს, ზემოთ მოხსენებული ლექსიკონი არ ეყრდნობა რაიმე სანდო წყაროებს და მასში წარმოდგენილი ინფორმაცია არ გადის ფილტრაციას. — Mehman 97 11:59, 23 თებერვალი 2022 (UTC)
- გასაგებია. სახელმწიფო სტრუქტურის (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) ოფიციალურმა რესურმა ისე გაიარა სერიოზული ფილტრაციას და დაეყრდნო ოფიციალურ მონაცემებს, რომ ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულის (2019) (დ. უცნობია) არ იციან. სამწუხაროდ, ასეთია მრავალი გვერდი ქართულ ვიკიპედიაში. --ცანგალა განხილვაწვლილი 13:07, 23 თებერვალი 2022 (UTC)
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონს არ აქვს პრეტენზია, რომ იქ მაინცდამაინც საზოგადოებისთვის ცნობილ პირებზე იყოს ინფორმაცია, მეცნიერებზე, პოლიტიკოსებზე და ა.შ. ამჟამად იქ არის ინფორმაცია რამდენიმე ჩვენგანზეც (ვიკიპედიელებს ვგულისხმობ) და კიდევ ბევრ ადამიანზე. ჩვენი ოჯახის წევრები, ნაცნობები და მეგობრებიც შეიძლება მოხვდნონ იქ, რადგან ესაა ვებ-გვერდი ადამიანების ბიოგრაფიაზე. ჩვენ თუ რომელიმე სტატიას მივუთითებთ ეს არ უნდა იქნას აკრძალული, უბრალოდ მივყვეთ ვიკიპედიის ცნობადობის კრიტერიუმებს და თუ პიროვნება კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, შემდეგ ბიოგრაფიული ლექსიკონის დართვითაც არაფერი დაშავდება. აქვე არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ როგორც ვიკიპედიაზე, ასევე ბიოგრაფიულ ლექსიკონში ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ინფორმაციის შეტანა და მცირე დროის შემდეგ ეს ინფორმაცია გამოჩნდება კიდეც. ვერც ჰო-ს დავწერ და ვერც არა-ს უბრალოდ არ არის ამის საჭიროება. მაგ პიროვნებაზე სტატია ნამდვილად არაა საჭირო ვიკიპედიაზე და ბიოგრაფიულ ლექსიკონში რატომაც არა, საქართველოს მოქალაქეა, ცხოვრობს ან უცხოვრია და იყოს, არაფერი შავდება, მაგრამ ვიკიპედიის კრიტერიუმს ცხადია ვერ აკმაყოფილებს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 23:39, 23 თებერვალი 2022 (UTC)
- (მომხრე) აუცილებლად გასაფილტრია ბიოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით შემოტანილი სტატიები. მხოლოდ მაგ ლექსიკონზე დაყრდნობით, ერთადერთი წყაროთი შექმნილი სტატიების დაახლოებით 90% წასაშლელია.--DavidAs 06:35, 24 თებერვალი 2022 (UTC)
- დავით თარხან-მოურავი მართალია საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონს არ ეხება, ცნობადი სახეა, მაგრამ მასში მოყვანილი წყაროები რამდენად შეიძლება რომ ჩაითვალოს ავტორიტეტულად (თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია)?--ცანგალა განხილვაწვლილი 07:07, 24 თებერვალი 2022 (UTC)
შედეგი
რედაქტირებაკონსენსუსი სახეზეა - მხოლოდ ბიოგრაფიული ლექსიკონი ენციკლოპედიური მნიშვნელობის დამადასტურებლად ვერ ჩაითვლება. ახლადშემუშავებულ წესში ვპ:ბიო სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა.--Melberg მიწერა 20:20, 18 მარტი 2022 (UTC)
უკრაინული ტოპონიმები
რედაქტირებაჩემი აზრით, ტოპონიმთა შეცვლის პროცესი ნაჩქარევად დაიწყო და ბევრი ხარვეზიც აქვს, თუმცა ამაზე არ ვწერ აქ. ვფიქრობ, რომ საზოგადოდ ცნობილ ტოპონიმებს მეორე, ალტერნატიულ სახელად უნდა ჰქონდეს მითითებული აქამდე არსებული და დამკვიდრებული სახელი. მაგ., ხარკოვი, ხარკივი; ლვივი, ლვოვი; მიკოლაივი, ნიკოლაევი და ა.შ. როდესაც მკითხველი შედის გვერდზე, უნდა ხვდებოდეს, რას ეხება სტატია. გიო ოქრო 18:01, 28 თებერვალი 2022 (UTC)
- ეგეთ სტატიებში მაგის ჩაწერის ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ხოლო იმ ტოპონიმებზე რომლებიც ქართულში საერთოდ არ გამოიყენებოდა აუცილებლად მხოლოდ უკრაინული სახელწოდება უნდა დაიწეროს.--DavidAs 04:56, 1 მარტი 2022 (UTC)
- მეც ასე ვფიქრობ. ძირითად დიდ ქალაქებზე ალტერნატივებად მივუთითოთ, შეცვლილ ტოპონიმებზე ან ნაკლებად ცნობილებზე არ გვჭირდება. გიო ოქრო 15:50, 1 მარტი 2022 (UTC)
Getting a book from Georgia
რედაქტირებაLooking for a specific Georgian book, an historical atlas, which not available outside Georgia, I tried to buy it in Georgian online shops, but they do not ship to abroad. Could someone assist me with that issue? If yes, please write me an eMail...--Antemister განხილვაწვლილი 14:06, 6 მარტი 2022 (UTC)
- განხილვის პერიოდი: 25 მარტი, 23:59 საათამდე.
სალამი, როგორც იცით, პერმანენტულად გვაქვს პრობლემა, როდესაც ვიკიპედიაში გვთხოვენ ან ცდილობენ ისეთი ბიოგრაფიების განთავსებას, რომლებიც არაენციკლოპედიურია. ეს მუდმივად იყო (და ნაწილობრივ - არის) კონფლიქტებისა და გაუგებრობების მიზეზი. იმისთვის, რომ მომავალში ვიყოთ დაცულები, გთავაზობთ ახალი წესის დამტკიცებას ვიკიპედია:ბიოგრაფიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა. შემდეგი რამდენიმე დღე დავუთმოთ მის განხილვას, გაფართოებასა და ჩასწორებას, შემდეგ კი ვუყაროთ კენჭი და მივიღოთ. დრაფტის ვერსია გავამზადეთ - ახლა უკვე ყველამ ერთად გადავხედოთ და ჩავასწოროთ. Melberg მიწერა 20:11, 18 მარტი 2022 (UTC)
- „სხვადასხვა“-ში მითითებულია ინგლისური ვიკიპედიის სტატიების შესახებ. აქ შეიძლება გაუგებრობა წარმოიქმნას. მაგალითად, თუკი სტატია ახალი დამატებულია ინგლისურში (თუნდაც 1 თვის), შესაძლოა იგი არ აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს, თუმცა პატრულირების სირთულეებიდან გამომდინარე ჯერ არ იყოს წასაშლელად ან სხვა ტიპის სტატიად მონიშნული. გიო ოქრო 20:42, 18 მარტი 2022 (UTC)
- დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (არანაკლებ 3 თვე) არსებობს დამოწმებული სტატია - ამ ფორმულირებით გადავაკეთე ეს პუნქტი.--Melberg მიწერა 04:43, 19 მარტი 2022 (UTC)
- ასევე, რომელიმე სექციაში, მაგალითად „სხვადასხვაში“ ასევე ჩაემატოს, რომ პიროვნება ცნობადად ანუ ენციკლოპედიურად მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს, თუკი იგი შეტანილია ეროვნულ ან ზოგად ენციკლოპედიურ გამოცემაში, მ.შ. ენციკლოპედიურ ლექსიკონში. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია ისეთი დონის გამოცემების მხედველობაში მოყვანა, როგორიცაა „ვინ ვინ არის საქართველოში“ და მისთანანი, ზოგადად არ არის მაღალი დონის გამოცემა (რასაც ამტკიცებენ მისი რედაქტორების მისამართით, ალბათ ვიცით და აქ აღარ დავწერ). გიო ოქრო 20:47, 18 მარტი 2022 (UTC)
- პრინციპში საწინააღმდეგო არ მაქვს, უბრალოდ მეც მაქვს „ვინ ვინ არის საქართველოში“-ს ხარისხთან დაკავშირებული კითხვები. თუ ბიოგრაფიული ლექსიკონი არ არის ჩვენთვის სანდო წყარო, „ვინ ვინ არის საქართველოში“-ც არ უნდა იყოს. რაც შეეხება უცხოურ მსგავს გამოცემებს, სხვადასხვას 1 პუნქტში (ინგლისურ ვიკიში სტატიის არსებობა) გადის ნებისმიერი ბიოგრაფია.--Melberg მიწერა 04:43, 19 მარტი 2022 (UTC)
- „სამხედროები“-ში ჩავამატოთ ზოგიერთი შემთხვევა. მაგალითად, ცნობილ სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა, სახელმწიფო ჯილდოების მიღება, გარკვეული სამხედრო წოდებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოხვედრა და ა.შ. ეს პარამეტრები შესაძლოა სავალდებულო იყოს ერთობლიობაში (რამდენიმე ან ყველა).გიო ოქრო 20:51, 18 მარტი 2022 (UTC)
- სამხედროები მემგონი უკეთესი იქნება, თუ ანრი დაწერს. უფრო კარგად იცის სპეციფიკა.--Melberg მიწერა 04:43, 19 მარტი 2022 (UTC)
- დაემატა ვპ:ბიო/აკადემია.--Melberg მიწერა 05:38, 19 მარტი 2022 (UTC)
- დაემატა ვპ:ბიო/მილ.--Melberg მიწერა 13:44, 19 მარტი 2022 (UTC)
- მუნიციპალიტეტების პირველი პირები — დავაზუსტოთ, აქ იგულისხმება არჩეული მერი თუ დეპუტატების მიერ არჩეული საკრებულოს თავმჯდომარეც. აქამდე არ ვაკეთებდით საკრებულოების თავმჯდომარეებზე. — Mikheil მიწერა 19:20, 20 მარტი 2022 (UTC)
- ამაზე პასუხი არ მაქვს - ვიმსჯელოთ. მემგონი მერი საკმარისია, ხოლო დანარჩენი თანამდებობის პირები - ზოგადი კრიტერიუმით. Melberg მიწერა 06:21, 21 მარტი 2022 (UTC)
- საკრებულოს თავჯდომარეები ზედმეტი მგონია, რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეთ მათ, რომ სტატია დაიწეროს. საკმარისია მერი. — Mehman 97 22:39, 21 მარტი 2022 (UTC)
- @Mehman97: @MIKHEIL: ჩავწერე, რომ უშუალოდ მერებს ეხება.--Melberg მიწერა 11:38, 22 მარტი 2022 (UTC)
- ამაზე პასუხი არ მაქვს - ვიმსჯელოთ. მემგონი მერი საკმარისია, ხოლო დანარჩენი თანამდებობის პირები - ზოგადი კრიტერიუმით. Melberg მიწერა 06:21, 21 მარტი 2022 (UTC)
- „პარლამენტის, უზენაესი/საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები“ — მაინტერესებს, აქ იგულისხმება მხოლოდ საქართველო თუ ზოგადად? ასევე, შედის თუ არა აქ წარსული დროის პარლამენტები? — დამფუძნებელი კრება და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო. ჩემი აზრით, ორივე უნდა შედიოდეს. გიო ოქრო 19:41, 20 მარტი 2022 (UTC)
- @გიო ოქრო უფრო მეტი აქცენტი საქართველოზეა, ზოგადად ან ვპ:ბიო/სხვ ან ვპ:ბიო/ზოგადი. Melberg მიწერა 06:22, 21 მარტი 2022 (UTC)
- და კი, ორივე შედის, რა თქმა უნდა. Melberg მიწერა 06:23, 21 მარტი 2022 (UTC)
- კატეგორია:უკრაინის მე-9 მოწვევის უმაღლესი რადის წევრები — ასეთებზე მაქვს ლაპარაკი. იგულისხმებიან თუ არა? თუკი პიროვნება სხვა კრიტერიუმით გახდა ენციკლოპედიური კი ბატონო, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა პარლამენტის დეპუტატია, ვწერთ თუ არა? უნდა ჩანდეს წესში ეს. იგივეა, მაგალითად, აშშ-ის სენატის ან სხვა უწყებათა წევრები, გუბერნატორები და მისთ. გიო ოქრო 11:49, 22 მარტი 2022 (UTC)
- მე ვფიქრობ ყველა ქვეყნის პარლამენტის წევრებზე უნდა გავრცელდეს, ხოლო რაც შეეხება სასამართლოებს, მანდ ალბათ საქართველოზე შეიძლება ბევრად უფროს სიღრმისეულად და სხვა ქვეყნებზე მხოლოდ მაღალ თანამდებობებზე.--DavidAs 12:06, 22 მარტი 2022 (UTC)
- ვეთანხმები დავითს, ყველა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრებზე უნდა გავრცელდეს. პ.ს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მათზე არსებობს შესაბამისი სანდო და გადამოწმებადი წყარო. — Mehman 97 14:22, 22 მარტი 2022 (UTC)
- სანდო და გადამოწმებადი წყარო წყარო თუ არ არსებობს, ნებისმიერი სტატია ისედაც წასაშლელია. გიო ოქრო 12:15, 23 მარტი 2022 (UTC)
- ვეთანხმები დავითს, ყველა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრებზე უნდა გავრცელდეს. პ.ს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მათზე არსებობს შესაბამისი სანდო და გადამოწმებადი წყარო. — Mehman 97 14:22, 22 მარტი 2022 (UTC)
- მე ვფიქრობ ყველა ქვეყნის პარლამენტის წევრებზე უნდა გავრცელდეს, ხოლო რაც შეეხება სასამართლოებს, მანდ ალბათ საქართველოზე შეიძლება ბევრად უფროს სიღრმისეულად და სხვა ქვეყნებზე მხოლოდ მაღალ თანამდებობებზე.--DavidAs 12:06, 22 მარტი 2022 (UTC)
- კატეგორია:უკრაინის მე-9 მოწვევის უმაღლესი რადის წევრები — ასეთებზე მაქვს ლაპარაკი. იგულისხმებიან თუ არა? თუკი პიროვნება სხვა კრიტერიუმით გახდა ენციკლოპედიური კი ბატონო, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა პარლამენტის დეპუტატია, ვწერთ თუ არა? უნდა ჩანდეს წესში ეს. იგივეა, მაგალითად, აშშ-ის სენატის ან სხვა უწყებათა წევრები, გუბერნატორები და მისთ. გიო ოქრო 11:49, 22 მარტი 2022 (UTC)
ინგლისური ვიკიპედიის ჩანაწერს მე პირადად არ ვეთანხმები. მაგას ჯობია ინგლისური წესების ის ნაწილი გადმოვიტანოთ, რაც მოგვწონს და ჯერ არ არის წარმოდგენილი პროექტში. en:David Osepashvili — ასეთი სტატიები შეიძლება 3 თვეც და მეტიც დარჩეს ინგლისურ ვიკიში (და სხვა ვიკიპედიებშიც). ინგლისურ ვიკიპედიაში პატრულირება არ არის მყისიერი სახის. --გიო ოქრო 15:11, 23 მარტი 2022 (UTC)
- შეგვიძლია დაზუსტება, რომ ინგლისური წესი არ მოქმედებს ქართველების ბიოგრაფიებზე. ეს წესი უფრო shortcut-ია, რომ ენერგია არ დავხარჯოთ ტრივიალურ ქეისებზე, როდესაც ადამიანის ბიოგრაფია ისედაც გასაგებია, რომ უნდა იყოს.--Melberg მიწერა 07:55, 24 მარტი 2022 (UTC)
- კიბატონო, მასეთი ფორმულირებით მისაღები იქნება. გიო ოქრო 08:44, 24 მარტი 2022 (UTC)
- პრინციპში, ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია. რამე ხომ არ გამომრჩა? @გიო ოქრო:, @Jaba1977:.--Melberg მიწერა 10:58, 25 მარტი 2022 (UTC)
- მგონი არა. შემდგომში თუკი იქნება რაიმე საკითხები, ჩასწორებების მიზნით გავიტანოთ ფორუმებზე. გიო ოქრო 11:44, 25 მარტი 2022 (UTC)
- ვფიქრობ. ასე უკეთესია. თუმცა პრაქტიკაში რა იქნება, ამას დრო გვიჩვენებს. Wiki - ჯაბა 15:54, 25 მარტი 2022 (UTC)
შედეგი
რედაქტირება- მადლობა ყველას შენიშვნებისთვის. გადავინაცვლოთ კენჭისყრის გვერდზე.--Melberg მიწერა 04:51, 26 მარტი 2022 (UTC)
- ვიკიპედია:კენჭისყრა/ვპ:ბიო სალამი, ვპ:ბიოს წესად მიღებასთან დაკავშირებით კენჭისყრა სრულდება დღს, 29 მარტს, თბილისის დროით 21:45 საათზე. ჯერ-ჯერობით საკენჭისყრო აქტივობა ნამეტანი დაბალია) Melberg მიწერა 05:38, 29 მარტი 2022 (UTC)
მუნიციპალიტეტები აფხაზეთში
რედაქტირებავეხმიანები ადრე დაწყებულ კამათს აფხაზეთში რა ვუყოთ ადმინისტრაციულ დაყოფას. მე სიახლეებს თვალყურს ვერ ვადევნებ, ამიტომ მინდა დავსვა კითხვა, რამე ხომ არ შეცვლილა ადმინისტრაციულ დაყოფაზე? საჯარო რეესტრმა ახალი რუკა გამოაქვეყნა (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები > დასახლებების საზღვრები), სადაც ეთითება რომ აფხაზეთი დღესდღეობით მუნიციპალიტეტებადაა დაყოფილი და ამასთანავე არსებობს აჟარის მუნიციპალიტეტიც. თუ საჯარო რეესტრი სიცრუეში ცხოვრობს, ჩვენც ხომ არ გაგვერისკა და გვევლო მათ მიერ გაკაფულ გზაზე? Surprizi (განხილვა/წვლილი) 10:53, 22 აგვისტო 2022 (UTC)
- ჩვენ ხომ ისედაც დიდი ხანია მუნიციპალიტეტები გვიწერია და ჯობია ასევე გავაგრძელოთ კიდეც. DavidAs 15:14, 22 აგვისტო 2022 (UTC)
- ანუ შენ გინდა მითხრა, რომ ადრე რომ გთხოვე აფხაზეთის რუკის ადმინისტრაციული დაყოფა, გამიკეთებ საჯარო რეესტრის მიხედვით? ესეიგი რამე საკანონმდებლო დონეზე არაფერი არ შეცვლილა, რადგანაც ახალს არაფერს ვამბობთ. ოკ გასაგებია. Surprizi (განხილვა/წვლილი) 06:48, 23 აგვისტო 2022 (UTC)
წერტილი მძიმის მაგივრად
რედაქტირებამოკლედ რაღაც პერიოდი მათემატიკური რიცხვების წერისას მთელინაწილის მეათედი, მეასედი, მეათასედის და ა. შ. გამოსაყოფად ვიყენებდი „მძიმეს“ (,). ზოგადად არსებობს ორი სტანდარტი ან მძიმე ან წერტილი. როგორც ჩანს მძიმეს უფრო რუსული სკოლა იყენებს, ხოლო წერტილს დასავლური. ვთვლი რომ ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხსაც სჭირდება დარეგულირება ქართულ ვიკიპედიაში. ცუდი არ იქნება თუ ჩვენც ორიენტაციას წერტილს ავიღებთ მძიმის მაგივრად. დავუშვათ 3.14 და არა 3,14. ის სკოლა რომელიც წერტილს გამყოფ ნიშნად იყენებს „მძიმეს“ (,) დიდი რიცხვის გამოსაყოფად სვამს ხოლმე. ზოგჯერ ათასების გამოსაყოფად „მძიმის“ მაგივრად სფეისი ისმება ხოლმე (მაგალითად 3,567,432.12 ან 3 567 432.12. შეგვიძლია პირდაპირ გადაბმულიც ვწეროთ 3567432.12). რავიცი უბრალოდ რამე ერთიანი სქემა გვქონდეს ურიგო არ იქნება, თორე არეული, ზოგან წერტილი იყოს გამყოფი, ზოგან მძიმე მინიმუმ ულამაზოა, არაენციკლოპედიურობაზე არაფერს ვამბობ. Surprizi (განხილვა/წვლილი) 06:51, 19 სექტემბერი 2022 (UTC)
The Vector 2022 skin as the default in two weeks?
რედაქტირებაHello. I'm writing on behalf of the Wikimedia Foundation Web team. In two weeks, we would like to make the Vector 2022 skin the default on this wiki.
We have been working on it for the past three years. So far, it has been the default on more than 30 wikis, including sister projects, all accounting for more than 1 billion pageviews per month. On average 87% of active logged-in users of those wikis use Vector 2022.
It would become the default for all logged-out users, and also all logged-in users who currently use Vector legacy. Logged-in users can at any time switch to any other skins. No changes are expected for users of these skins.
About the skin
რედაქტირება[Why is a change necessary] The current default skin meets the needs of the readers and editors as these were 13 years ago. Since then, new users have begun using Wikimedia projects. The old Vector doesn't meet their needs.
[Objective] The objective for the new skin is to make the interface more welcoming and comfortable for readers and useful for advanced users. It draws inspiration from previous requests, the Community Wishlist Surveys, and gadgets and scripts. The work helped our code follow the standards and improve all other skins. We reduced PHP code in Wikimedia deployed skins by 75%. The project has also focused on making it easier to support gadgets and use APIs.
[Changes and test results] The skin introduces a series of changes that improve readability and usability. The new skin does not remove any functionality currently available on the Vector skin.
- The sticky header makes it easier to find tools that editors use often. It decreases scrolling to the top of the page by 16%.
- The new table of contents makes it easier to navigate to different sections. Readers and editors jumped to different sections of the page 50% more than with the old table of contents. It also looks a bit different on talk pages.
- The new search bar is easier to find and makes it easier to find the correct search result from the list. This increased the amount of searches started by 30% on the wikis we tested on.
- The skin does not negatively affect pageviews, edit rates, or account creation. There is evidence of increases in pageviews and account creation across partner communities.
[Try it out] Try out the new skin by going to the appearance tab in your preferences and selecting Vector 2022 from the list of skins.
How can editors change and customize this skin?
რედაქტირებაIt's possible to configure and personalize our changes. We support volunteers who create new gadgets and user scripts. Check out our repository for a list of currently available customizations, or add your own.
Our plan
რედაქტირებაIf no large concerns are raised, we plan on deploying in the week of October 3, 2022. If your community would like to request more time to discuss the changes, hit the button and write to us. We can adjust the calendar.
Also, if you'd like ask our team anything, if you have questions, concerns, or additional thoughts, please ping me here or write on the talk page of the project. We will also gladly answer! See our FAQ. Thank you! SGrabarczuk (WMF) (განხილვა/წვლილი) 03:13, 22 სექტემბერი 2022 (UTC)
ლეონიდები = ანჩაბაძეები?
რედაქტირებააფხაზეთის მმართველთა სიაში, კერძოდ "დინასტიის" სექციაში "ლეონიდებს" ფრჩხილებში უწერია ачба/ანჩაბაძე. ანჩაბაძეები არ არიან ლეონიდები. თვით შალვა ინალ-იფაც (მეცნიერი, რომელიც კატეგორიულად უარყოფდა ქართველური ტომების ავტოქტონობას აფხაზეთის ტერიტორიაზე) კი აღიარებდა, რომ აჩბა-ანჩაბაძეები იმიერკავკასიიდან ფსხუს გავლით შემოვიდნენ აფხაზეთში. თანაც ანჩაბაძეები წყაროებში მოიხსენიებიან მხოლოდ XV საუკუნიდან. რაც წერია ფრჩხილები - წასაშლელია. ქრისტეფორე (განხილვა/წვლილი) 09:44, 14 მაისი 2023 (UTC)
კოსმოსური ხომალდები
რედაქტირებამოგესალმებით! მინდა ერთი მეტად უმნიშვნელო ნიუანსის შეთანხმება. კოსმოსური აპარატები და მათთან დაკავშირებული მოდულები როგორ დავასათაუროთ — სფეისით თუ ტირეთი? გვაქვს: აპოლო 11, ლუნა-5... როგორ მოვიქცეთ ყველა გავასფეისოთ თუ გავატიროთ, თუ შერეული გავაკეთოთ მაგალითად რუსულებისთვის/საბჭოთა ტირე, ხოლო სხვა დანარჩენები — სფეისი. მაგალითისათვის ინგლისურში ყველაფერი სფეისითაა გადაწყვეტილი, ხოლო რუსულშ ყველა ტირეთი. Surprizi (განხილვა/წვლილი) 08:06, 2 დეკემბერი 2023 (UTC)
- ჩემი აზრით, თუკი ორიგინალში ერქვა Луна-5, აქ დეფისი უნდა შევინარჩუნოთ, ხოლო თუკი ერქვა Apollo 11, იქ დეფისი საჭირო არ არის. საინტერესოა თუ არსებობს რამე ორთოგრაფიული ნორმა ან ნორმალური ლიტერატურა ამაზე. გიო ოქრო 13:30, 2 დეკემბერი 2023 (UTC)
- სიმართლე გითხრა მეც მასე მგონია, რომ უკეთესია. კავიკიში დავამკვიდროთ შერეული ისე როგორიც ორიგინალშია. სპეციალური ლიტერატურა ეჭვი მეპარება დღეს რამე გვქონდეს. თუ რამეა საბჭოთა იქნება და ისიც ქსედან აღებული.--Surprizi (განხილვა/წვლილი) 09:32, 3 დეკემბერი 2023 (UTC)
- ტირეთი წერას რუსულის გრამატიკა განსაზღვრავს, თუ ქართულის გრამატიკაში ასეთი წესი არ გვაქვს, მაშინ საჭიროც არაა ტირეთი წერას. ჩემი აზრით, როგორც ინგლისურშია, ისე დავწეროთ აქაც. — Mehman 14:00, 3 დეკემბერი 2023 (UTC)
- მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს ისეთ შემთხვევას, როდესაც დეფისი თავად ორიგინალში აქვს. გიო ოქრო 14:04, 3 დეკემბერი 2023 (UTC)
- საინტერესოა ინგლისური ან რუსული რატომ არ ითვალისწინებს ორიგინალს, როგორც ამოსავალს?!--Surprizi (განხილვა/წვლილი) 09:02, 16 დეკემბერი 2023 (UTC)
- მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს ისეთ შემთხვევას, როდესაც დეფისი თავად ორიგინალში აქვს. გიო ოქრო 14:04, 3 დეკემბერი 2023 (UTC)
- ტირეთი წერას რუსულის გრამატიკა განსაზღვრავს, თუ ქართულის გრამატიკაში ასეთი წესი არ გვაქვს, მაშინ საჭიროც არაა ტირეთი წერას. ჩემი აზრით, როგორც ინგლისურშია, ისე დავწეროთ აქაც. — Mehman 14:00, 3 დეკემბერი 2023 (UTC)
- სიმართლე გითხრა მეც მასე მგონია, რომ უკეთესია. კავიკიში დავამკვიდროთ შერეული ისე როგორიც ორიგინალშია. სპეციალური ლიტერატურა ეჭვი მეპარება დღეს რამე გვქონდეს. თუ რამეა საბჭოთა იქნება და ისიც ქსედან აღებული.--Surprizi (განხილვა/წვლილი) 09:32, 3 დეკემბერი 2023 (UTC)
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
რედაქტირებასალამი! მინდა რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს თარგი დავსვა თავზე როგორც ეს გაგრის მაგალითზეა. თქვენ რა აზრის ხართ? მზად ვარ მოვისმინო თქვენი მოსაზრებები. Surprizi (განხილვა/წვლილი) 09:42, 1 აპრილი 2024 (UTC)
- თარგი ჩავიტანე შესავალი ტექსტის ქვეშ.--Surprizi (განხილვა/წვლილი) 11:56, 1 აპრილი 2024 (UTC)
მითრიდატე IV/მირდატ II
რედაქტირებაქსე-ში მოხსენიებული მითრიდატე IV იგივე მირდატ II-ა.
ტექსტში ვკითხულობთ: ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის დასასრულს ან IV ს-ის დასაწყისში. „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით ბაკურ I-ის შვილი. (მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი „საქართველოს მეფეები“, გვ. 30.).
მირდატ II უნდა იძებნებოდეს და მისამართდებოდეს მითრიდატე IV-ზე.--Coregency (განხილვა/წვლილი) 14:25, 23 ივნისი 2024 (UTC)
წინადადებები BY william cecil
რედაქტირებამე არ ვიცი გვერდების შექმნა პიროვნებებზე, ამიტომაც გეუბნებით სახელსა და გვარს: მალხაზ მაცაბერიძე (თსუს პროფესორია, "ვინ ვინ არის საქართველოში" მანდ ვნახე. შექმენით გვერდი, მცირე ინფო ჩაყარეთ და დანარჩენს მე ავაწყობ თქვენის ნებართვით. პატარაზე წამეხმარეთ თქვენც. William Cecil (განხილვა/წვლილი) 16:54, 17 აგვისტო 2024 (UTC)