ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები/არქივები/7

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

თარგი:დამუშავების პროცესშია რედაქტირება

თარგი:დამუშავების პროცესშია — ჩემი აზრით ისევე უნდა როგორც თარგი:მუშავდება ჩაიწეროს ერთი კვირა.--ცანგალა () 10:02, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე თუ მკითხავთ არც ახლაა საჭირო და მით უმეტეს მერე თუ იგივეს ჩავწერთ მანდაც. --JABA 1977 10:29, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე ვფიქრობ, რომ ამ თარგის არსებობა საერთოდ არ არის საჭირო, რადგან არსებობს თარგი:მუშავდება. მგონი, ადრეც დავწერე სხვაგან, მაგრამ არ მახსოვს სად. ადრეც ვთქვით, რომ ერთი კვირა საკმარისი უნდა იყოს სტატიის რედაქტირებისთვის, ხოლო თუ ეს უფრო მეტ დროს მოითხოვს, მაშინ მომხმარებელმა ან უნდა გამოიყენოს სავარჯიშო, ან გარე რედაქტორში დაწეროს ტექსტი და შემდეგ შემოიტანოს აქ. Nodar Kherkheulidze განხილვა 10:32, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ეს 1 კვირა ფორმალობისთვის ეთითება, თორემ, რეალურად, ადამიანი 2 კვირაც რომ ამუშავებდეს სტატიას, თარგს არავინ ამოიღებს და ხელს არ შეუშლის. ეგ იმისთვისაა, რომ თუ ადამიანს დაავიწყდა თარგის ამოღება, 1 კვირაში ამოიღონ. მაგ თარგის შემთხვევაში კი სხვასაც მშვენივრად შეუძლია სტატიის დამუშავება და თუ ნათელია, რომ ადამიანი აღარ მუშაობას სტატიაზე, მარტივად შეიძლება ამოღება. არ არის აუცილებელი რაღაც საზღვრებში მოქცევა. ნოდარ, 1 კვირა ყოველთვის არ არის საკმარისი, როცა დიდ სტატიაზე მუშაობ, გაცილებით მეტი დროა საჭირო. რატომ უნდა დავწერო სავარჯიშოში და შემდეგ გადავიტანო სტატიაში, როცა შემიძლია პირდაპირ სტატიაში ვიმუშაო? 2 კვირა რომ ვიმუშაო რამე დაშავდება ამით? მიზანს ვერ ვხვდები. ამ თარგის არსებობა კი საჭიროა, იმიტომ, რომ {{მუშავდება}}-ს დროს სხვას არ შეუძლია სტატიაში ცვლილების შეტანა, და ფაქტობრივად ამ პერიოდში შენს ხელთაა სტატია, მაგრამ {{დამუშავების პროცესშია}}-ს დროს სხვასაც შეუძლია სტატიის გავრცობაში მონაწილეობის მიღება და შეცდომების გასწორება. ორი სხვადასხვა თარგია--შოთა [UT] 10:37, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ორივე რეალურად ერთი და იგივე თარგია. {{დამუშავების პროცესშია}} — ეს უკვე დიდი ხანია აღარ გამოიყენება აქტიურად. რაც შეეხება ერთ კვირას, შოთა, ბევრი რამ შავდება! :). შოთა, გადახედე განხილვას ამ საკითხზე, იქ მრავალი არგუმენტია გამოთქმული, რომ ეს ერთი კვირა ფორმალობა სულაც არაა! ერთი და იმავე საკითხის განხილვა შვიდჯერ არაა კარგი. {{დამუშავების პროცესშია}} — ამ თარგის გაუქმებას ვემხრობი. Deu. 10:42, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
მაგალითად, მე დამრჩა ერთ კვირაზე მეტი და ჯაბამ ამოიღო თარგი. სხვა შემთხვევებიც მახსოვს. მაგის კონტროლი ადვილია, კატეგორია ემატება სტატიას, თანაც მუშაობას ბოლო ცვლილებებში ვხედავთ. Nodar Kherkheulidze განხილვა 10:53, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
თუ გაუქმებაა საჭირო, მაშინ გაუქმდეს და გადამისამართება გაკეთდეს {{მუშავდება}}-ზე. მაშინ კენჭისყრა გაკეთდეს.--ცანგალა () 11:25, 2 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

სტატიების სათაურებთან დაკავშირებით რედაქტირება

როგორც ჩემთვის აქამდე იყო ცნობილი ქართულ ვიკიპედიაში სტატიის სათურები გადაგვქონდა წყაროებზე დაყრდნობით. ანუ თუ არსებობდა დადასტურებული სათაური ამ შემთხვევაში უარს ვამბობდით სტანდარტიზაციაზე. ამის გამო შეიქმნა ძალიან ბევრი სტატია, რომელთაც დინასტია აქვს მითითებული სათაურში. ყველას ჩამოთვლას აქ არ შევუდგები, თუმცა, რომლებიც ამ ბოლო დროს ფიგურირებენ განხილვებში იმათ დავწერ, უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში ეს პიროვნებები დაფიქსირებულია სწორედ ამ სათაურებით: ფრიდრიხ II შტაუფენი (გვ. 362), ალექსი I კომნენოსი‎ (გვ. 28), მანუელ II პალეოლოგოსი (გვ. 222), მანუელ I კომნენოსი (გვ. 222), ნიკიფორე II ფოკა (გვ. 253). არსებობს ქართული წყარო, რომელიც გვიდასტურებს მათ სათაურში დინასტიის სახელწოდების მითითებას. რატომ უნდა შეეწიროს დოკუმენტურად დადასტურებული სათური სტანდარტიზაციას? მე მაქვს ასეთი ხედვა: ყველა ის სტატია, რომელიც არ დასტურდება ქართულ ლიეტერატურაში და გამოსავალი არ გვაქვს, დაექვემდებაროს სტანდარიზაციის წესებს, ხოლო ის, რომელიც დადასტურებულია, შესაბამის სათაურზე დარჩეს. ხოლო სტანდარტიზაციის პრინციპების დასაკმაყოფილებლად სტანდარტული სათაურიდან მოხდეს გადამისამართება, დოკუმენტურ სათაურზე. მაგალითად, მოხდეს ისე როგორც აქაა: ალექსი I (ბიზანტია) გადამისამართებულია ალექსი I კომნენოსი-ზე. გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი. --JABA 1977 13:48, 8 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ამასთან დაკავშირებით განხილვა მიდიოდა აქ. ჯაბას გარდა ვმონაწილეობდით მე, შოთა, თორნიკე და ცანგალა. განხილვიდან გამოიკვეთა ის აზრი, რომ ვიკიპედიაში არაა მართებული, რომ მონარქების სტატიის სათაურში ჩაიწეროს დინასტიაც, ამის შესახებ, რა თქმა უნდა, სტატიაში აღინიშნება. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ლიტერატურაში შეიძლება შეგვხვდეს მონარქის სახელი დინასტიასთან ერთად — ეს ჩვეულებრივია და არც შეცდომაა. უბრალოდ სტანდარტიზაციის საკითხია, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, ან ჩავწეროთ დინასტია, ან არა. სხვადასხვა ლიტერატურაში, რომლებიც საკმაოდ წონიანი და ავტორიტეტულია, შეიძლება შეგვხვდეს, მაგალითად, დავით აღმაშენებელი, დავით IV აღმაშენებელი, დავით IV, დავით IV ბაგრატიონი და ა. შ. რომელიმე ჩვენგანს შეუძლია თქვას, რომ რომელიმე ამ სახელწოდებთაგანი შეცდომაა? ქართული ენის ნორმების მიხედვით ყველა მათგანი სწორია, ალტერნატიული ფორმებია და საქმე არჩევანზე გვაქვს. იმის გამო, რომ რომელიმე ლიტერატურაში დავით აღმაშენებელი წერია და არა დავით IV აღმაშენებელი, ჩვენ ამ სტატიას ვერ გადავამისამართებთ, იმიტომ რომ გვაქვს სტანდარტიზაციის წესი. ეს წესი სულაც არ ეწინააღმდეგება ენის ნორმებს — ეს წესი არის ის, რომ ჩვენ ვირჩევთ ალტერნატიული სწორი რამდენიმე ფორმიდან ერთს და ყველა მონარქის შემთხვევაში ვიყენებთ ამ წესს: ან ყველას მიეთითოს დინასტია, ან არცერთს! ჩვენ გვაქვს წესი, რომლის მიხედვითაც მონარქების სახელებს სათაურებში ვწერთ ან მხოლოდ სახელითა და ნუმერაციით, ან სახელით, ნუმერაციითა და ზედწოდებით. დინასტიას, წესის მიხედვით, არ ვწერთ. წესის შეცვლის საფუძველი ვერ გახდება ის, რომ რომელიღაც (თუნდაც ძალიან წონიან) ლიტერატურაში დავით IV აღმაშენებელი მოხსენიებულია, როგორც დავით IV ბაგრატიონი. Deu. 19:16, 8 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ამ დავით აღმაშენებელს რას გადაეკიდე თან მის ხსენების დღეს? :) მარტივად რომ ვთქვათ სხვა ლიანდაგზე გადაგყავს განხილვა და ცდილობ შენი აზრი მოახვიო ვიკისაზოგადოებას. აქ არაა ქართველ მეფეებზე საუბარი, რომელთა შესახებაც უამრავი წყაროა. აქ საუბარია უცხო ქვეყნის მეფეებზე, სადაც წყაროთა შედარებით სიმცირეს განვიცდით. მინდა გაითვალისწინო, რომ რომელიღაც ლიტერატურა არაა უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი. როდესაც წერ რომ განხილვაში გადავწყვიტეთ არაა მართებული დინასტიის მითიტებაო ძალიან მაკვირვებ, რადგან შენამდე ჩემზე, შენზე, შოთაზე, თორნიკეზე და ცანგალაზე მეტად კომპეტენტურმა ადამიანებმა გადაწყვიტეს რომ დასაშვებია დინასტიის მითითება სახელწოდების ბოლოს და ახლა შენ რას გადაწყვეტ ნაკლებად მნიშვნელოვანია.როდესაც წესი მოგყავს კარგად ჩახედე მაგ წესს და შენიშვნა წაიკითხე: უცხოური საკუთარი სახელების გადმოქართულების ან მისი კომპონენტების რიგის დასადგენად იხელმძღვანელეთ წიგნით: „უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (გამოცემული საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ). კარგი ეს ათასჯერ გითხარი და ვერ გაიგე. ახლა კონკრეტულად გეტყვი, რა სახელწოდებაზე აპირებ გადაიტანო ალექსი I კომნენოსი? --JABA 1977 19:29, 8 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ორთოგრაფიული ლექსიკონი ადგენს ორთოგრაფიას, ე. ი. სიტყვის მართლწერას. ის არ ამბობს, რომ ალექსი I არის შეცდომა და მხოლოდ ალექსი I კომნენოსია სწორი. არ მეთანხმები იმაში, რომ ასეა? არ მეთანხმები, რომ უბრალოდ ალექსი I-ც სწორია? დავით აღმაშენებელს არ გადავეკიდე, კარგი მაგალითია უბრალოდ: ან ყველგან მივუთითოთ დინასტია (დავით IV ბაგრატიონი, გიორგი III ბაგრატიონი, ალექსი I კომნენოსი), ან არსად (დავით IV აღმაშენებელი, გიორგი III, ალექსი I). განსასხვავებლად, ისე როგორც აქამდე ვაკეთებდით, გამოვიყენებთ ქვეყნის დასახელებას. Deu. 19:46, 8 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

დავითობას გილოცავ დაგვიანებით. გიმეორებ საქართველოს მეფეებით ნუ აპელირებ. თუ სტანდარტიზაცია გინდა მაშინ დავით IV აღმაშენებელი გადაიტანე დავით IV (საქართველოს მეფე)-ზე, უმეტესობა ხომ ასეა ქართულ ვიკიპედიაში? გამონაკლისი შემთხვევები ყველაფერს აქვს და ვიკიპედიას ნუ გახდი მაინც ასეთ პრეცედენტს. ალექსი I კომნენოსი ალექსი I (რუსეთი), ალექსი I (ტრაპიზონი), ალექსი I (მოსკოვის პატრიარქი) არსებობს ეს პირები. კონკრეტულად ამ სტატიის გადატანით ალექსი I-ზე ვიკიპედიას კიდევ ერთი გვერდი დაემატება ფრჩხილებით ალექსი I (მრავალმნიშვნელოვანი) და რა გამოდის? თუ ამჟამად ორი ფრჩხილებიანი სტატია გვაქვს ალექსი I-ზე მერე მივიღებთ მესამესაც, რაც ჩვენს დადგენილებებს ეწინააღმდეგება (ციტატა დადგენილებიდან: გამონაკლისი შემთხვევები: თუკი კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს სათაურის ორი ალტერნატივა, ერთი ფრჩხილებით, ხოლო მეორე უფრჩხილოდ, უპირატესობა უფრჩხილოს მიენიჭება.). ასე რომ წინააღმდეგობაში მოდიხარ დავით. --JABA 1977 20:07, 8 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

დავით IV-ს ფრჩხილები არ სჭირდება იმიტომ, რომ სხვა დავით IV არ არსებობს, აღმაშენებელი კი ზედწოდებაა, რომელიც სტანდატის მიხედვით ყველა მეფეს დაერთვის (თუ აქვს). ალექსის რაც შეეხება, სათაურში კომნენოსის ჩაწერა მრავალმნიშვნელოვნობის დაძლევასაც კი ვერ ახერხებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ორივე ალექსი I კომნენოსი იყო.--Tornike 20:45, 8 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

თორნიკე სხვა დავით მეოთხე არსებობს დავით IV (კათოლიკოს-პატრიარქი), მაგრამ დავით IV აღმაშენებელი ძალიან სწორ სათაურზეა (სხვათაშორის ამ სათაურს თავის დროზე დეუ ეწინააღმდეგებოდა), რადგან ჩვენ ამით ავირიდეთ ფრჩხილები. რაც შეეხება ალექსი I-ს არ დაგავიწყდეს, რომ ერთი იყო კომნენოსი, მეორე კი დიდი კომნენოსი. ამას თავი დავანებოთ თუ ფრჩხილების დაძლევა ვერ ხერხდება, ფრჩხილებიანი სათაურის შემომატება აუცილებელი ხდება თუ ალექსი I კომნენოსს გადავიტანთ ალექსი I-ზე. მაშინ მრავალმნიშვნელობის გვერდს აუცილებლად ფრჩხილები უნდა. ვიმეორებ ჩვენს დადგენილებას: თუკი კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს სათაურის ორი ალტერნატივა, ერთი ფრჩხილებით, ხოლო მეორე უფრჩხილოდ, უპირატესობა უფრჩხილოს მიენიჭება. --JABA 1977 04:42, 9 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიკიმანია საქართველოში რედაქტირება

გამარჯობა, 1 მარტამდე გვაქვს საშუალება წამოვაყენოთ თბილისი ვიკიმანიის ჰოსტად. თქვენი აზრით, რამდენად კარგი აზრია ? :) --Melberg; 08:39, 14 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

იდეა კარგია, მაგრამ ვფიქრობ ამ ეტაპზე ცოტა ნაადრევია. ზოგადად ვიკიმანიის ჩატარების სეზონიდან გამომდინარე ბათუმის კანდიდატურა უკეთესი იქნება--დათო1010 09:20, 14 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ბათუმს არა აქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა (რუსთაველის უნივერსიტეტი არ პასუხობს კრიტერიუმებს, თან მე არ ვიცი, რამდენად მოხერხდება მათთან კოოპერაცია). თბილისის შემთხვევაში, მე შემიძლია ვეცადო დიღმის კამპუსის გამოყოფა, კრიტერიუმებსაც პასუხობს და თან მოგვარებადია.--Melberg; 09:24, 14 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
კარგია! ალბათ დიდი მომზადებაა საჭირო... 2015-სთვის რამდენად შევძლებთ ყველაფრის მოგვარებას? რამდენიმე ვიკიშეხვვედრის მოწყობა მოგვიწევს ამ თემასთან დაკავშირებით. ჯერ ისიც არ ვიცით რა არის საჭირო და რისი გამზადება დაგვჭირდება... — GIO→13 09:31, 14 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
უპირველეს ყოვლისა საჭიროა ადგილი :) დანარჩენი მოგვარებადია. თუ საზოგადოება არ იქნება წინააღმდეგი, მე შემიძლია ჩემ თავზე ავიღო მომზადების პირველი ეტაპი, ყოველ შემთხვეევაში იმას მაინც გავარკვევ, რამდენად დაინტერესებულია თავისუფალი ამგვარი ღონისძიებით.--Melberg; 09:38, 14 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

აფხაზეთის სოფლების მოსახლეობა რედაქტირება

მეგობრებო აფხაზეთის სოფლების მოსახლეობა მაქვს 1989 წლის მონაცემებით და როგორ ფიქრობთ ღირს ამ მონაცემების სტატიებში შეტანა?--დათო1010 10:07, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

არსებობს მაგაზე ახალი აღწერა? ალბათ კი, მაგრამ არაოფიციალური... — GIO→13 10:18, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
სოფლების მიხედვით არ არსებობს. ქალაქებზე, დაბებსა და სოფლის საბჭოებზეა--დათო1010 10:20, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ისე აღწერას ვის მიერაც არ უნდა იყოს ჩატარებული არაოფიციალურს ვერ დავარქმევთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აღირიცხება სახეზე მყოფი მოსახლეობა--დათო1010 10:21, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

კი, გეთანხმები. მაშ უახლესი რაც მოგვეპოვება ის ჩავწეროთ და მივუთითოთ წყაროც, როგორც სხვა სოფლებში ვაკეთებთ... :) — GIO→13 10:29, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაშინ სოფლებს 1989 წლისას ჩავუწერ და ქალაქებს და დაბებს შესაბამისად ყველაზე უახლესს--დათო1010 10:42, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
უნდა მიეთითოს თუ ვის მიერ ჩატარდა აღწერა, ვისი მონაცემებია (მაგ. ასე: აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის მიერ ჩატარებული აღწერის მონაცემებით, სოფლის მოსახლეობა შეადგენს XXX კაცს). ეს იმიტომ, რომ მართალია სახეზე მყოფ ხალხს აღწერენ, მაგრამ მაინც მკითხველს უნდა მივანდოთ არჩევანის უფლება, ენდოს თუ არა სეპარატისტების მონაცემებს: მე როგორც ვიცი, განგებ აყალბებენ მონაცემებს, აფხაზი ეროვნების მოსახლეობას გაცილებით მეტს უთითებენ ოქმებში, ვიდრე სახეზეა, რათა აფხაზეთის მოსახლეობაში პროცენტულად მეტი გამოჩდნენ. Deu. 11:01, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვფიქრობ, 1989 წლის მონაცემები არ იქნება სანდო. მარტივი მიზეზის გამო : აფხაზეთის ომმა მკვეთრად შეცვალა სიტუაცია, ბევრი დევნილი მივიღეთ, რომელიც მაგ (1989 წლის) მონაცემებში იქნება ჩაწერილი. სიტუაციაც მკვეთრადაა შეცვლილი ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირებით. ზემოთხსენებული აღწერა არ მგონია რუსების სასარგებლოდ იყოს წარმოებული, რუსების სასარგებლოდ (ვგულისხმობ მთელ რიგ სიცრუეებს, რომლებშიც შეცდომითაა ჩაწერილი ეთნოგრაფიაზე) შესაძლებელია ახალი მონაცემები იყოს დადებული. ანუ კარგია, 1989 წლის მონაცემები იმ მხრივ, რომ ქართული მხარის მიერაა წარმოებული ხოლო არ არის მისაღები იმ მხრივ, რომ მკვეთრადაა სიტუაცია შეცვლილი, მას შემდგომ. დამატებით, იხილეთ ეს მონაცემები.--ბექალაბაძე 11:15, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ქართული მხარე რა შუაშია, უბრალოდ სოფლების დონეზე 1989 წლის შემდეგ არ ჩატარებულა აღწერა არც სეპარატისტების მიერ. ჩატარდა მხოლოდ სოფლის საბჭოების დონეზე (ანუ ჩვენთან თემები რომაა) რომელიც რამდენიმე სოფელს მოიცავს. აქედან გამომდინარე სანამ ახალი აღწერა არ ჩატარდება (ვინც არ უნდა ჩაატაროს) სოფლების დონეზე, მანამდე 1989 წლის აღწერა იქნება უახლესი.---დათო1010 18:59, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
დავით 1989 წელს სეპარატისტების მიერ არ ჩატარებულა აღწერა, ეს აღწერა სსრკ-ში ჩატარდა--დათო1010 19:03, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვიცი, ვიცი. მე სეპარატისტების უახლეს აღწერაზე ვამბობ. მე მგონია, რომ 1989 წლის მონაცემები ძველია და ბევრი არაფრის მიმცემია მკითხველისათვის, სეპარატისტების ჩატარებული კი განგებ დამახინჯებული. ამიტომ, მგონია, რომ ორივე უნდა მიეთითოს და აღინიშნოს, თუ ვისი მონაცემებია. Deu. 19:29, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
როგორც უკვე ზევით აღვნიშნე 1989 წლის აღწერა სოფლებისთვის არის უახლესი! მაგის შემდეგ არც საქართველოს და არც სეპარატისტებს აფხაზეთის სოფლების აღწერა არ ჩაუტარებიათ (გამონაკლისია 2002 წლის აღწერა კოდორის ხეობის სოფლებში). სეპარატისტებმა ჩაატარეს მხოლოდ:ქალაქების, დაბებისა და სოფლის საბჭოების აღწერა--დათო1010 19:32, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰო, მაშინ მიეთითოს 1989 წლის აღწერა, ხოლო სადაც შესაძლებელია, 1989 წლის აღწერასთან ერთად სეპარატისტების აღწერაც. მკითხველისთვის ორივე საინტერესოა :). Deu. 19:35, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა სადაც რომელი იქნება უახლესი ის მიეთითება ინფოდაფაში, ხოლო რამდენიმე მონაცემის შემთხვევაში სტატიაში პატარა ცხრილს გავაკეთებ სადაც წლების მიხედვით იქნება მოცემული ყველა აღწერის მონაცემი და ვის მიერაა ჩატარებული--დათო1010 19:39, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
იმედია მიმიხვდი, არასეპარატისტული მხარე ვიგულისხმე. სეპარატისტების მიერ ჩატარებული, სიცრუებითაა აღსავსე. ამ შემთხვევაში ისევ 1989 წლის იქნება უკეთესი, მიუხედავად იმისა, რომ ძველია და სიტუაცია მკვეთრადაა შეცვლილი. იყოს 1989, იმედია უახლოეს მომავალში ხელთ გვეპყრება ჩვენ მიერ ჩატარებული აღწერის მონაცემები.--ბექალაბაძე 20:29, 15 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მეგობრებო, ვიკის გურებო! გერმანულ ვიკის ჰქონდა სტატიების წაკითხვის სტატისტიკა. ქართულშიც რომ გვქონებოდა, ცუდი იქნებოდა? --Pirts განხილვაწვლილი 15:23, 11 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

მთავარ გვერდზე წითელი ბმულები რედაქტირება

შეიძლება ახლას არაფერს ვამბობდე, მაგრამ მთავარ გვერდზე, რომ დაუწერელი სტატიის წითელი ბმულია ალბათ ყველას გვაღიზიანებს, თუ არ გვაღიზიანებს ქართული ვიკიპედიის არაპრესტიჟულობაზე მაინც მიუთითებს. ჩემი აზრით ვიკიპედიის მთავარ გვერდზე არ უნდა იყოს წითელი ბმულები. მოდით აქტიურმა ვიკიპედიელებმა (ვისთვისაც ვიკიპედია სულ ერთი არაა) ჩვენს ყოველდღიურ მოვალეობად მივიჩნიოთ მთავარ გვერდზე არსებული წითელი ბმულების „გალურჯება“. რას იტყვით? დამიდგებით მხარში? --JABA 1977 04:43, 12 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე, როცა მეცლება, ვეცდები, პირველ რიგში, სიახლეების განყოფილებას მივხედო.— G.G. 10:45, 12 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა თანადგომისათვის, იმედია სხვებიც გაამახვილებენ ყურადღებას! --JABA 1977 19:39, 12 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

იცით თუ არა, რომ... რედაქტირება

იცით თუ არა, რომ „იცით თუ არა, რომ...“ დაჭაობდა ? (წყარო) --g. balaxaZe 14:32, 29 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

კი, სამწუხაროდ ასეა. ადმინისტრატორებს ვთხოვ, გააახლონ, ან დაცვის დონე დასწიონ. — G.G. 20:42, 29 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
დავწიე დაცვის დონე. - ოთოჯი განხილვა 14:41, 1 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. გავაახლე თარგი. იმედია, ახლა „ჭაობის სუნი“ აღარ დგას იქ ვიკრიჭებიG.G. 08:31, 2 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа რედაქტირება

მინდა ამ თემის დაწერა. ანუ მხოლოდ სარჩევების ქართულ და რუსულ ენებზე დაწერა რომ მკვლევარმა მარტივად გაერკვეს ამ მასალებში რაები შეიძლება რომ მოიძიოს. დილემა ერთ რამეშია. არ ვიცი სათაური როგორ დავწერო. რუსულად ვერ დავწერ, ქართულად გადათარგმნაც ჩტოტო ნი ტოა. ხოდა აბა თქვენ მირჩიოთ რამე?--Surprizi განხილვაწვლილი 17:43, 9 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

სბორნიკ მატერიალოვ დლია ოპისანია მესტნოსტეი ი პლეიმიონ კავკაზა. უკვე გვაქვს და ქართულად ვთარგმნით ეგეთ სათაურებს, შემიძლია დავადასტურო, რომ რამდენიმე ეგეთი უცნაური სათაური გადავიტანეთ (მაგალითად, აღნიშნული). რატომ ვერ ვწერთ ქართულად და რატომ არის 'ნი ტო'? ლიტერატურული ნაწარმოებების რუსულენოვან სახელწოდებებს თუ ვთარგმნით, ამან რა დააშავა? :) --Henry McClean განხილვაწვლილი 17:46, 9 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

აეიფ! აგაშენათ ღმერთმან!!!!!!!!!--Surprizi განხილვაწვლილი 06:29, 10 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ეგ თემა მეც ძაან მაინტერესებს, მიგულეთ თქვენს თანმდგომად . --თერალი განხილვაწვლილი 07:10, 27 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

Please, translate article en:Putin_khuilo! to georgian. Thanks in advance. --Alex Blokha განხილვაწვლილი 18:48, 16 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

Добрый день. Несмотря на то, что на нескольких вики статью рассматривают, как неэнциклопедическую, источников, подтверждающих значимость хотя бы как интернет-мема вполне достаточно. Постараюсь составить хотя бы эскиз статьи. --Henry McClean განხილვაწვლილი 03:54, 18 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

სტატიები თვის რიცხვებზე რედაქტირება

კოლეგებო, პირადად მე, 366 სტატიაში ახლახან განცორციელებული ეს ცვლილებები სასტიკად არ მომწონს, აქამდე მშვენივრად იყო „ჩამოწიკწიკებული“. სტატიას უკარგავს იერსახეს, ართულებს აღქმას და ა. შ. მოკლედ, დაიკარგები ლათინური ციფრების კორიანტელში. — Mikheil მიწერა 15:42, 28 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ლათინური ციფრები არ არსებობს, მიხეილ. ვიღიმი არსებობს მხოლოდ არაბული და რომაული, ორივე უხვადაა აღნიშნულ სტატიაში, რაც არც მე მომწონს. საკითხი აქ სხვა რამეშია: არის კი ამის საჭიროება? — G.G. 16:50, 28 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ნამდვილად არაა მაგის საჭიროება. ჩემთვის პირადად ბევრად უფრო ართულებს ძიებას, ამიტომ მომხრე ვარ ეგ ყველაფერი წაიშალოს--დათო1010 16:57, 28 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ან მარტო წლების მონაკვეთები დავტოვოთ ან მარტო საუკუნეები ისიც ისინი რომელთა ქვესიაშიც მითითებულია მონაცემი. --g. balaxaZe 18:48, 28 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

თარგი:დღის მოვლენები რედაქტირება

ადრეც ვთქვი ამის შესახებ და ახლაც გავიმეორებ: არ არის სასურველი თარგში:დღის მოვლენები იყოს ამდენი მოვლენა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში - 18, ყურადღებით იხილეთ ბმული). მთავარ გვერდს ამახინჯებს საშინლად. მომხმარებელი: ‎Giorgi Balakhadze ამას „მოვლენათა სიის შევსებას“ უწოდებს, თუმცა სინამდვილეში, ეს მოვლენათა სიის გადატვირთვაა, ჩემი აზრით და მეტი არაფერი. პირადად ამ მომხმარებლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მის ამ საქციელს ახსნა არ მოეძებნება. ვნახოთ რას იტყვის საზოგადოება. — G.G. 19:58, 28 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

:D გულიც გამიხეთქე რა ოფიციალურობა გაუშვი, და იქნებ მაინც მოეძებნოს ახნა იმით, რომ საერთოდ არც კი მინახავს შენი კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით ? არაა პრობლემა მეც მესმის რომ ძალიან გაწელვა არასასურველია, რა არის ამაში საპანიკო, ჩემი ქმედებები კი ანუ მოვლენათა სიის შევსება ძირითადად იმ მოტივით იყო განპირობებული, რომ ახლო პერიოდის მოვლენებიც ასახულიყო (მაგ: 2010, 2011, 2012, 2013, 2014 წლების).--g. balaxaZe 20:34, 28 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

სამომავლოდ მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ ტიპის თარგებში ინფორმაცია მხოლოდ სტანდარტული ხასიათის უნდა იყოს, ვინაიდან უსაზღვროდ გრძელი კადასტრი მთავარ გვერდს „აფუჭებს“. თარგში შეტანილი ცვლილება კი გასაუქმებელია, ხოლო განსახილველი არც არაფერია. - ოთოჯი განხილვა 20:39, 28 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ოთოს ნებართვით, ერთი-ორ სიტყვას კიდევ ვიტყვი. ჩემი აზრით (და ალბათ, ვიკიპედიელების უმრავლესობის), თარგში ასახული უნდა იყოს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები თარიღის მიუხედავად. აქამდე თუ არ გინახავს ახლა ხომ ნახე განხილვა? როგორი იყო თარგი შენს რედაქტირებამდე და როგორი იყო მის შემდეგ. ამასთან, თითეულ მოვლენაში ის ბმული უნდა იყოს მუქად (შემისწორეთ, თუ არასწორს ვამბობ), რომელშიც ასახულია ეს მოვლენა. კონკრეტულად ამ შემთხვევაზე კიდევ ვიმეორებ: 18 მოვლენას არცერთი ვიკიპედია არ უჩვენებს მთავარ გვერდზე (ესპანურში სამიც კია), საშუალოდ კი 5-6-ია (სხვათაშორის იმ 18-დან მხოლოდ ორი იყო 2010-ის ზემოთ). თუ ოფიციალური ტონი დაინახე სადმე, მხოლოდ იმიტომ, რომ ხედავდი, შენს შემდეგ ჯაბამ ჩაასწორა ეგ თარგი, მაგრამ რეაგირება არ მოგიხდენია, კვლავ აგრძელებდი თარგებში მოვლენების ჩამატებას. თუ ესეც ვერ დაინახე? კიდევ ვიმეორებ, პირადად შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირადულში ნუ მიიღებ, აქ ყველას ვიკიპედიელი გვქვია და ვიკიპედიის სასიკეთოთ უნდა ვიზრუნოთ და არა პირიქით. თუმცაღა, გამონაკლის შემთხვევაში, დასაშვებად მიმაჩნია მოვლენათა სიის განახლება, უფრო მნიშვნელოვნებით ჩანაცვლება ძველებისა ან დამატება, ეგეც მხოლოდ ერთი-ორის და არა ასე მასიურად. მე, როგორც ინიციატორი და მკვეთრად გამოხატული ერთ-ერთი მხარე, მაგ თარგებს ხელს არ ვახლებ, მიკერძოებასა ან თვითნებობაში რომ არ ჩამომართვან. ვიღიმიG.G. 07:16, 29 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ბელეტრისტიკა აღარ უნდა, როცა შევამჩნიე შენი აღშფოთება და ვნახე მანამდე გაკეთებული აღნიშვნები, დავწერე კიდეც აქ ზემოთ და ავხსენი მიზეზები, თუ მანამდე სხვანაირად ვმოქმედებდი ესე იგი არ მქონდა ნანახი და რა არის აქ რთული გასაგები? გამოძიება და „თუ“-ები რა საჭიროა. აწინ უკეთესი იქნება შენიშვნები ან რამე განსახილველი თუ იქნება პირდაპირ ჩემი განხილვის გვერდზე დამიწერო, იქ ნამდვილად არ გამომრჩება --g. balaxaZe 23:23, 11 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
როგორც გენებოს. ვაპაჭუნებ ალბათ, მქონდა მიზეზი, რის გამოც პირდაპირ შენს განხილვაში არ დავწერე.— G.G. 09:04, 12 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მოთხოვნილი სტატიები რედაქტირება

მოთხოვნილი სტატიებში ძალიან ბევრი სტატია დაგროვდა და ძალიან გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ დაწერეთ. მე ამჟამად მარტო ისტორიის დარგში ვმუშაობ და ვერ ვახერხებ სხვა საკითხებზე სტატიების წერას. წინასწარ დიდი მადლობა !--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:56, 25 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

პატივცემულო ადმინებო გთხოვთ ჩაამატოთ ქარაგმის ნიშანი ქართული ასომთავრულ რიგში. თუნდაც ამ ფრჩხილებში ( ჱ ჲ ჳ ჴ ჵ ჶ ჷ ჸ ჹ ჺ ჻ ჼ ) ბოლოს. ქარაგმის დიზაინი თავად აარჩიეთ.--Surprizi განხილვაწვლილი 09:54, 28 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ქარაგმის ნიშანი ქართულ უნიკოდში არ არსებობს. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოიყენება ტილდა, ე. ი. ქ~ე შ~ე. Deu. 14:37, 28 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
Ⴕ~Ⴄ Ⴘ~Ⴄ--Surprizi განხილვაწვლილი 18:22, 29 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ინტერნეტში ასომთავრულით წერა არაა მიღებული, ვინაიდან ზოგიერთი OpenType ფონტში ასომთავრულის უნიკოდი გამოყენებულია მთავრული მხედრული ასოებისათვის; ამიტომ, როგორც წესი მხედრულს ვიყენებთ, ხოლო თუ ასომთავრული გვინდა — შრიფტის ნაცვლად, ფოტოებს. Deu. 20:06, 29 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ადმინისტრატორის არჩევა და სტატუსის მოხსნა რედაქტირება

კოლეგებო ალბათ უმეტესობა დამეთანხმება, რომ ადმინისტრატორის სტატუსი ჩვეულებრივი მომხმარებლისაგან იმით განსხვავდება, რომ ვიკიპედიელების ნდობის გამოცხადებით ადმინისტრატორს ევალება ბოლო ცვლილებების მონიტორინგი, ვანდალიზმის აღკვეთა, სტატიების დაცვა, ვანდალების დაბლოკვა და ა.შ.

დღეს არსებული სიტუაციით ვიკიპედიაში მხოლოდ 3-4 ადმინი ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო ამჟამად არსებული წესები კი ადმინისტრატორს უფლებას აძლევს 5 თვე დაისვენოს და შემდეგ ერთთვიანი მუშაობით კვლავ შეინარჩუნოს სტატუსი. მე ვფიქრობ ეს წესები ძალიან უსამართლოა. ადმინისტრატორის სტატუსი სიცოცხლის ბოლომდე არავის არ უნდა ენიჭებოდეს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე გთავაზობთ ცვლილებას ადმინისტრატორის არჩევისა და სტატუსის მოხსნის წესებში.

ადმინისტრატორის არჩევა რედაქტირება

 კანდიდატი დარეგისტრირებული უნდა იყოს არანაკლებ 1 წლის წინ.
კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს ვანდალიზმის ისტორია და უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2500 რედაქტირება.
კანდიდატის წამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც ხმის უფლება აქვს. უნდა იყოს კანდიდატის თანხმობა. 

ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნა რედაქტირება

 თუ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 40 ადმინისტრაციული რედაქტირება, მომხმარებელს მიეცეს გაფრთხილება უმოქმედობაზე და დაინიშნოს კენჭისყრა ადმინისტრატორისთვის სტატუსის მოხსნის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში საერთოდ არ ექნება წვლილი, კენჭისყრა გაიმართება გაფრთხილების გარეშე.
გადაყენებულ ადმინისტრატორს შეუძლია კვლავ მოიპოვოს ადმინისტრატორის სტატუსი ახალი არჩევნების გზით. 

გთხოვთ გამოთქვათ თქვენი მოსაზრება აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. საკითხის აქ განხილვის შემდეგ დაინიშნება კენჭისყრა--დათო1010 07:30, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

მგონი, არ იარსებებს ისეთი ადმინისტრატორი, რომელსაც 3 თვის განმავლობაში წვლილი არ ექნება. იმ უფლებას ჰგავს, რომელსაც ვერასოდეს გამოიყენებ. ხომ არ აჯობებს, სამ ან ორ წელიწადში ერთხელ იყოს არჩევნები და რამდენიმე ადმინისტრატორი ავირჩიოთ, ვთქვათ, ექვსი. ვადის გასვლის შემდეგ კიდევ ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ხალხი თვითონ მიხვდება, ვინ აქტიურობდა და ვინ არა და ამის მიხედვით მისცემს ხმას. --გუგასაქართველოს დროშა ნემსიწვერიძეინგლისის დროშა 1998 07:46, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
3 თვე კი არა ზოგიერთ ადმინს ბოლო 5 თვის განმავლობაში ნულოვანი წვლილი აქვს ასე, რომ ეს ვადები ნორმალურად მიმაჩნია. --დათო1010 07:59, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

დათო ეს საკმაოდ აქტუალური პრობლემაა ქართულ ვიკიპედიაში და ამაზე ჩემი დამოკიდებულება იცით. შენ ამბობ, რომ სიცოცხლის ბოლომდე არავის უნდა ენიჭებოდეს ეს უფლებაო. გეთანხმები. ფაქტობრივად იგივეს იმეორებს გუგაც და აყალიბებს ადმინისტრატორის არჩევის ახალ მიდგომას. ხომ არ აჯობებს 6 თვეში ერთხელ მოხდეს ადმინისტრატორების არჩევა? ადმინის უფლების მოპოვება კი განუსაზღვრელი ოდენობით შეეძლოთ? რაღაცაა შესაცვლელი და დასასრულებელია „ზარმაცი ადმინისტრატორების“ ერა ქართულ ვიკიპედიაში. როგორც ჩანს ქართულ ვიკიპედიას თავს 3-4 ადმინიც ართმევს და არაა საჭირო ამ რაოდენობის ადმინისტრატორებიც. --JABA 1977 08:10, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ხო მაგრამ ჯაბა ქართული ვიკიპედია ყოველ წელს გეგმიურად ორჯერ ახალ ადმინს ნამდვილად არ საჭიროებს. ჯობია არჩევნები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იმართებოდეს--დათო1010 08:15, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
„ზარმაცი ადმინისტრატორები“ ვის რას უშლიან? არიან თავისთვის წყნარად. ხუმრობა იქით იყოს და ვეთანხმები დათოს მოსაზრებას. თუ 6 თვეში ერთხელ ადმინების გადარჩევაზეა საუბარი, აქაც დათოს ვეთანხმები. სტატუსი მხოლოდ სტატუსისთვის არ უნდა მიენიჭოს ვინმეს. აგერ ვარ მე მაგალითი. ვიკრიჭები რომ დავატყე თავს, რომ ისე ვეღარ შევძლებდი, როგორც უწინ, საკუთარი ნებით დავტოვე სტატუსი. მე თუ ადმინი გავხდები კიდევ ოდესმე, ვიქნები ისეთი როგორიცაა ამჟამად ოთო და მიხეილი (არ დავივიწყოთ აქვე ჰენრი, უსტატუსო ადმინისტრატორივწუხვარ), მე სხვაგვარად არ შემიძლია. — G.G. 08:30, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ვერ მიმიხვდით მე მგონი. დავუშვათ ახლა საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ქართულ ვიკის უნდა ჰყავდეს 10 ადმინი და ავირჩიეთ ათი , 6 თვის მერე შეუწყდეს უფლება ყველას და მოხდეს მათი ან ხელახლა არჩევა ან კიდევ რამდენიმე ყოფილის და კიდევ ახალი ადმინის (ჯამში ისევ ათის) არჩევა. ყოველ ექსვს თვეში ახალი ადმინები აირჩიეთ-მეთქი არ მითქვამს. --JABA 1977 08:44, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

გიორგი შენი წასვლა არ იყო კარგი ვიკისთვის, ვინც წასასვლელები არიან ისინი ებღაუჭებიან ამ სტატუსს და ჩემი წინადადება სწორედ ასეთებს არ მოეწონებათ. --JABA 1977 08:46, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
თუკი ადმინისტრატორი არ არის აქტიური და მრავალი თვის განმავლობაში არ აქვს წვლილი, საჭიროა კი მისთვის გაფრთხილების მიცემა უმოქმედობაზე ?! იმ 1 თვეში მოაგროვეს წვლილს და დარჩენა ადმინიტრატორად; რა ასე არის არის ?! იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. მეორე საკითხია, ყველაზე ვრცელდება ეგ წესი ?!, ესეც საინტერესოა, რადგან 2013 წელს გამართულ „ადმინისტრატორისთვის სტატუსის მოხსნის“ შესახებ მომხმარებელ Island-ზე ეგ წესი არ გავრცელებულა, რატომ ?!. ეგრე არ გამოვა მეგობრებო, ეგ წესი ყველაზე უნდა გავრცელდეს. შესაბამისად მე ვთვლი, რომ არანაირი გაფრთხილება არ უნდა მიეცეს მომხმარებელს, არამედ პირდაპირ მოეხსნას ადმინისტრატორის სტატუსი (თუ გაჩნდა ამის საჭიროება) კენჭისყრის შედეგად. დროა წესები შეიცვალოს. - ოთოჯი განხილვა 09:03, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა ვიკიპედიის პოლიტიკიდან გამომდინარე ყოველ 6 თვეში მეტაზე ადმინისტრატორების სრული შემადგენლობის გადაყენების მოთხოვნა ვერ მოხერხდება. ოთო მეც ეგ მიწერია ზევით, რომ ადმინების უმეტესობა 5 თვე ისვენებს და მეექვსე თვის წვლილით კვლავ ინარჩუნებს ადგილს. ვფიქრობ შენი წინადადება სტატუსის კენჭისყრის გარეშე მოხსნასთან დაკავშირებით ჩემთვის სრულად მისაღებია--დათო1010 09:18, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

რად უნდა მაგას პოლიტიკა? ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარეობს ეს და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვტილება. ზემოთ რაც დავწერე სწორად დავწერე, ეს წინადადება ნაკლებად მისაღები იქნება უმეტესი ადმინებისათვის. ამიტომ მეც აღარ დავიჟინებ. ოთოს წინადადებას მეც ვემხრობი. --JABA 1977 09:26, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

აშკარაა, რომ გაფრთხილების შედეგად ადმინისტრატორი მიზანმიმართულად აგროვებს წვლილს, რათა შეინარჩუნოს სტატუსი. ამდენად აზრი ეკარგება წესებს. უნდა არსებობდეს კონკრეტული ვადა ანუ მე ვფიქრობ საჭიროა მხოლოდ ეს წესი: თუ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 40 ადმინისტრაციული რედაქტირება, იმთავითვე დაინიშნოს კენჭისყრა მისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. აღარ არის საჭირო დამატებითი ვადები და პერიოდები. ასეთია ჩემი აზრი. ამ წესების ძალაში შესვლამდე კი შევთანხმდეთ ყველაფერზე. კვლავ შევეხები მომხმარებელ Island-ის საკითხს, იცით, არასამართლიანია, რომ მას უნარჩუნდება სტატუსი და სხვას ეს სტატუსი ეკარგება, — არ არის ეს ლამაზი!. 2010 წლიდან ვარ ვიკიპედიაში და ამ ხნის განმავლობაში მე არ მახსოვს მნიშვნელოვანი რამ გაეკეთებინოს პროექტისთვის ამ მომხმარებელს. წარსულის წვლილით ნუ გამოვდივართ. ახლა სხვა დროა და მომავალზე უნდა ვიფიქროთ და არა წარსულზე. წესი ყველასათვის წესი უნდა იყოს!. მეც და სხვებსაც უნდა ჩამოერთვათ სტატუსი თუ დადგა ამის საჭიროება. მე გამოვდივარ წინადადებით ძალაში შევიდეს ჩემ მიერ მითითებული წესი ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ადრე სხვა აზრზე ვიყავი, ხოლო ამჟამად ჩვენ ადმინისტრატორები მომხმარებლებს იმედებს აშკარად ვუცრუებთ. - ოთოჯი განხილვა 10:01, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მქონდა პატივი, ეს პროექტი აქ გამოქვეყნებამდე მენახა, შესაბამისად, სრულიად ვიზიარებ. თუმცა, მე კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეც ვარ რედაქტირებების რაოდენობის საკითხში. დროა, დასრულდეს „მკვდარი“ ადმინების ხანა! ჩვენ სამაგალითონი უნდა ვიყოთ ყველასთვის, მაგრამ ახლა რა სიტუაცია გვაქვს? სამაგალითონი ვართ, მაგრამ არაფრის კეთებაში (რამდენიმე ადმინის გარდა). ასევე, ვიზიარებ ოთოს აზრს, არანაირი კენჭისყრა, პირდაპირ უნდა შეუწყდეს სტატუსი. — Mikheil მიწერა 10:11, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

მოდი ცოტა გავამკაცროთ და ადმინისტრატორის ქმედება 50-მდე ავწიოთ. ოთოს კი ისლანდთან მიმართებაში აბსოლუტურად დავეთანხმები. მისმა სტატუსის ჩამოურთმელობამ ვიკიპედია ამ დღემდე მიიყვანა. იმედია ეს ფაქტი ჭკუის სასწავლებელი იქნება ჩვენთვის და ჰო-ს და არა-ს ვიკიპედიის საჭიროებიდან გამომდინარე და არა პირადი შეხედულებებით (რითაც სავსეა ისლანდის კენჭისყრა) დავწერთ. --JABA 1977 10:27, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ვემხრობი ამ იდეას, რომელიღაც განხილვაში მქონდა კიდეც ამაზე საუბარი, მაგრამ უშედეგოდ. ისე, ვფიქრობ, ამის ამოღებაც შეიძლება: კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს ვანდალიზმის ისტორია. შეიძლება ახალმა მომხმარებელმა ვიკიში მოღვაწეობის პირველ დღეებში რაღაც შეცდომა დაუშვას და მიიღოს გაფრთხილება ({{ვანდალი}}). ამის გამო წლების შემდეგ, თუკი იგი გააგრძელებს ვიკიში რედაქტირებას და იქნება აქტიური, მან ვერ უნდა შეძლოს ადმინისტრატორად კენჭის ყრა? და საერთოდაც, ცოტა არ იყოს აზრს მოკლებულია ეს პუნქტი, ვინაიდან თუ მომხმარებელი აშკარად ვანდალიზმით არის ან იყო დაკავებული, კენჭისყრისას მას მომხამრებელთა უმრავლესობა უბრალოდ არ მისცემს დადებით ხმას.--შოთა [UT] 11:31, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ვანდალიზმის პუნქტის ამოღებასთან დაკავშირებით ვეთანხმები შოთას მოსაზრებას, სავსებით შესაძლებელია, ახალგაზრდა ვიკიპედიელმა პირველი ნაბიჯების გადადგმისას დაუშვა შეცდომა, მაგრამ მერე მოხდა მისი გამოსწორება და დღეს სამაგალითო ვიკიპედიელია. რაც შეეხება ადმინების არჩევას, ყოველ ექვს თვე შეიძლება ძალიან მოკლე დრო იყოს, ვერ მოხერხდეს ადმინისტრატორების სისტემატიურად, ყოველ ექვს თვეში სრული შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და მერე, დიდი ალბათობით, კვლავ აღდგენა. ამ საკითხთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრობის მოდელზე რას იტყვით? არჩევის შემდეგ ადმინისტრატორი ორი წელი დარჩება პოსტზე, ხოლო სრული შემადგენლობის ნახევარი განახლდება ყოველ ერთ წელიწადში, მომხმარებელი მიხვდება, (ვინც ადევნებს თვალყურს) რომელი კანდიდატი აქტიურობდა ყველაზე მეტად და ამის მიხედვით მისცემს ხმას. მერე შეიძლება განსაკუთრებული ღვაწლისთვის მუდმივი ადმინისტრატორიც დავნიშნოთ, ან რამე სხვა პრივილეგიაც მივანიჭოთ. --გუგასაქართველოს დროშა ნემსიწვერიძეინგლისის დროშა 1998 19:16, 23 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ადმინისტრატორების დროებითი სტატუსის წინააღმდეგი ვარ. ადმინისტრატორი უნდა ინიშნებოდეს უვადოდ, მაგრამ მას ასევე ეცოდინება, რომ თუ პასიური გახდება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოეხსნება სტატუსი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ვფიქრობ შენიშვნების უმეტესობის გათვალისწინებით ეს წესები უმრავლესობისთვის მისაღები უნდა იყოს:

ადმინისტრატორის არჩევა რედაქტირება

 კანდიდატი დარეგისტრირებული უნდა იყოს არანაკლებ 1 წლის წინ.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3500 რედაქტირება.
კანდიდატის წამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც ხმის უფლება აქვს. უნდა იყოს კანდიდატის თანხმობა. 

ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნა რედაქტირება

 თუ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება, მომხმარებელს ავტომატურად ჩამოერთვას ადმინისტრატორის სტატუსი.
გადაყენებულ ადმინისტრატორს შეუძლია კვლავ მოიპოვოს ადმინისტრატორის სტატუსი ახალი არჩევნების გზით. 

კიდევ რაიმე ხომ არ არის დასამატებელი?--დათო1010 06:04, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ხო კიდევ ერთი, ახალი წესები ამოქმედდება დამტკიცებისთანავე და არა შემდეგი სამი თვის მერე, ანუ დამტკიცებისთანავე გადაიხედება 3 თვიანი წვლილი და გადაწყდება ვის შეუწყდება სტატუსი--დათო1010 06:06, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ვფიქრობ, არაფერია დასამატებელი--შოთა [UT] 06:47, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
თუ შენიშვნები არ არის მაშინ დღეს საღამოს საკითხს კენჭისყრაზე გავიტან--დათო1010 09:00, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ადმინისტრატორთა რაოდენობა შეზღუდულია? --გუგასაქართველოს დროშა ნემსიწვერიძეინგლისის დროშა 1998 11:16, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედიას „მუდმივი ადმინისტრატორი“ არაფერში არ გამოადგება! მომხმარებელი გახდება ადმინისტრატორი თუ ის გაამართლებს საზოგადოების ნდობას და გაივლის აუცილებელ პროცესს სტატუსის მისაღებად (იხ. ზევით). როდესაც დაარღვევს პროცესს დაკარგავს სტატუსს. დათოს მიერ წამოყენებული წესი არის ვიკიპედიის პრაქტიკაში მყოფი წესი, თუმცა შეტანილი დაზუსტებებით. ეს წესი მისცემს ადმინისტრატორს იმის საშუალებას, რომ იგი აქტიური იყოს!. გუგა გთხოვ თავი შიეკავო იმ საკითხების განხილვით რა საკითხებიც სრულფასოვნად არ გესმის. აქ ჩვენ წესებს ახლიდან კი არ ვწერთ, არამედ ამ წესებში ცვლილებები შეგვაქვს, რადგან ეს წესები ადმინისტრატორებზე ცუდად მოქმედებს. ეს განხილვა აქ იმისთვის კი არ დაწყებულა ახალი წესები, რომ მივიღოთ, არამედ ამ წესებში შეტანილი ცვლილებები განვიხილოთ. ნუ გავცდებით ჩარჩოებს !. მეორე საკითხია, თუ კანდიდატი დარეგისტრირებული უნდა იყოს არანაკლებ 1 წლის წინ — 2500 რედაქტირება ცოტა არ არის ?. ხომ არ გავზარდოთ რედაქტირების რაოდენობა ?. პირადად მე 1 წელიწადში 2500 რედაქტირება მეცოტავება. - ოთოჯი განხილვა 11:38, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ოთო 1 წელიწადში 2500 რედაქტირება დღეში 6 რედაქტირებას უდრის და შეგვიძლია 3500-მდე გავხარდოთ (დღეში 9 რედაქტირება). ის ვინც ადმინობას აპირებს მისთვის რედაქტირებების ეს რაოდენობა რთული მოსაგროვებელი არ უნდა იყოს--დათო1010 11:42, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები დათო, დღეში 9 რედაქტირება რთული არ უნდა იყოს; მოდი შევიტანოთ ცვლილება წესში. სხვა შენიშვნები არ მაქვს. - ოთოჯი განხილვა 11:50, 24 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

მთელი ეს დრო თავში მიტრიალებს ეს კითხვა: წესებში შესატანი ცვლილების ამჟამინდელი რედაქცია გვამცნობს, რომ თუ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება, მომხმარებელს ავტომატურად ჩამოერთვას ადმინისტრატორის სტატუსი. ეს სიტყვა — „ავტომატურად“, არ მომწონს. ამით მავანთ ვაძლევთ ამ წესით მანიპულირების საშუალებას და ავხსნი რატომაც. ხომ შეიძლება ადმინისტრატორს, თუნდაც ერთი დღის განმავლობაში, აღარ ჰქონდეს 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება ბოლო 3 თვის განმავლობაში, ანუ მხოლოდ იმ ერთ დღეს იყოს ასე და 50-ის მაგივრად ჰქონდეს, ვთქვათ, 40 ადმინისტრაციული რედაქტირება. მეორე დღისით კვლავ ავიდეს 50-მდე და გადააჭარბოს კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი რედაქტირებები, შესაძლოა, 1000-2000 კი ჰქონდეს. რისთვის ვიძახი ამ ყველაფერს: ხომ შეიძლება, ვინმემ ეს წესი ბოროტად (თუმცა კანონიერად, რადგან წესია) გამოიყენოს და მეტაზე მოითხოვოს ამ ადმინის მოხსნა? ვერც ვერავინ მოედავება. გთავაზობთ ამ სიტყვის ამოღებას და კენჭისყრისყრის დანიშვნას (ანუ სიტყვას „ავტომატურად“ ჩაენაცვლოს სიტყვები „კენჭისყრის გზით“). ეს მოგვცემს მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებისა და ამ წესის სწორად გამოყენების საშუალებას. თუ ეს „ავტომატურად“ არასწორად მესმის, ისიც მითხარით. — G.G. 12:56, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რა წერია წესში, მაგრამ მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რატომ წერია ეს. 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება ავირჩიეთ იმიტომ, რომ ბოლო მოეღოს პასიურობას. თუკი ადმინისტრატორი 1000 ან 2000 რედაქტირებას მოაგროვებს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა არ ექნება 50 ადმინისტრაციული, ეს სულაც არ იქნება პასიურობა, შესაბამისად, წესის არსი და მიზანი არ დაირღვევა. გიჟი უნდა იყო, მასეთ შემთხვევაში სტატუსის ჩამორთმევა რომ მოითხოვო ვიკრიჭები თუმცა, თუკი ეს მომავალში მაინც შექმნის პრობლემებს, არ ვარ წინააღმდეგი მაგ ცვლილების.--შოთა [UT] 13:17, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
გიორგი შენ არასწორად გაიგე ეს 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება ყოველ დღე კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ 3 თვის განმავლობაში ჯამურად.--დათო1010 13:21, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ეგ სწორად გავიგე, დავით. :) მე ვგულისხმობდი სიტყვის „ავტომატურად“ მნიშვნელობას. — G.G. 13:25, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ავტომატურად ნიშნავს, რომ 3 კალენდარული თვის ბოლოს მოხდება წვლილის გადათვლა თუ ჯამში ადმინს არ ექნება 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება (ამ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ორივე პირობა 500-ც და 50-ც) მოხდება ამის ცნობება სტიუარდისათვის რომელიც ჩამოართმევს მას სტატუსს.--დათო1010 13:30, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
გიორგი ეხლა კარგად რომ დავუკვირდი შენ ნათქვამს და ვფიქრობ გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად უკეთესი ხომ არ იქნება ადმინის წვლილის დათვლა მოხდეს ყოველ 3 თვეში ერთხელ. მაგ. 1 სექტემბერს დაითვლება წვლილი, შემდეგ 1 დეკემბერს, 1 მარტს და ა.შ.--დათო1010 13:50, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ანუ წელიწადში ოთხჯერ ფიქსირებულ დროს? ეს ამ დროისთვის „ზარმაცი ადმინისტრატორების“ გააქტიურებას ხომ არ გამოიწვევს სტატუსის დაკარგვის შიშის გამო? ვაპაჭუნებG.G. 14:09, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ნუ მაშინ დარჩეს როგორცაა. ერთადერთი სიტყვა ავტომატურს ამოვიღებ ტექსტიდან--დათო1010 14:15, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
მაშინ თან უნდა მიეთითოს პროცედურა, რომლის თანახმადაც მოხდება სტატუსის ჩამორთმევა, თორემ ინდიფერენცირებული გამოდის. — G.G. 14:22, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
კიდევ, ახლა ჩვენ ორი-სამი მომხმარებელი რომ ვწყვეტთ აქ საქმეებს, იქნებ ისინი, მხარი ვინც დაუჭირა არსებულ რედაქციას, სულაც არ ფიქრობენ ჩვენსავით? ტექსტის დადგენის შემდეგ აუცილებლად უნდა ვაცნობოთ, თორემ გაყალბებაში დაგვდებენ ბრალს. ვიკრიჭებიG.G. 14:29, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
პროცედურა ყველაფერი იგივეა, მარტო ოთოს შემოთავაზებით კენჭისყრა გაუქმდა რასაც ყველამ დაუჭირა მხარი--დათო1010 14:46, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ვერ გავიგე რაღაც. მაინც ავტომატურად გამოდის მაშინ, ასე არაა? ვთქვათ, ადმინი პასიურობს და ვერ დააგროვა საკმარისი რაოდენობის რედაქტირებები, რა ხდება ამ მომენტიდან? დაწვრილებით, თუ შეიძლება.— G.G. 14:53, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
კი იგივე ავტომატური ქმედებაა, ანუ კენჭისყრა არ იმართება. თუ სამი თვეში ის წვლილი არ გექნა ეგ ნიშნავს, რომ ადმინი აღარ ხარ. ისე საერთოდ ვფიქრობ, რომ უკვე დაწყებულ კენჭისყრაზე ამეების განხილვას აზრი არ აქვს--დათო1010 15:01, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
თუკი 3 თვის განმავლობაში ადმინისტრატორი აცდა ძალაში შესულ წესებს მას შესაბამისად სტატუსი უნდა ჩამოერთვას! დამატებითი პროცედურები საჭირო არ არის! ვთქვათ, ადმინისტრატორმა დაარღვია წესი და შედეგად გაიმართა კენჭისყრა და ამ კენჭისყრაზე მას ხმათა შესაბამისად შეუნარჩუნდა სტატუსი, რა სტატუსს ვუნარჩუნებთ ?! ალოგიკურია. როდესაც დაარღვევს ამ წესს ადმინისტრატორი მას უნდა ჩამოერთვას დროშა. რა არის აქ უცნაური.. - ოთოჯი განხილვა 15:18, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ოთო: მაღლა რაც დავწერე, სწორედ ის შემთხვევა. დავით: რადგან არაფერს ცვლის, მაშ შეგიძლია მაგ სიტყვის ავტომატურად ჩამატება. — G.G. 17:41, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ის საკითხები, რომელთა განხილვაც ამჟამად მიმდინარეობს არის გლობალური ხასიათის. წესებში შეტანილი ყველა ცვლილება ვიკიპედიას მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება. ამას თითოეული ჩვენთაგანი უნდა აცნობიერებდეს. წესებში შეტანილი ცვლილებები მისცემს უკლებლივ ყველა ადმინისტრატორს იმის საშუალებას, რომ იყოს აქტიური. ნუ დაგვავიწყდება, რომ პასიური ადმინისტრატორის „მდგომარეობა“ ერთგვარად გადამდებია, მეორე მხრივ, ადმინისტრატორი ყველა ასპექტში სამაგალითო მომხმარებელი უნდა იყოს და საზოგადოების ნდობას უნდა ამართლებდეს. ჰენრის შენიშვნებიც სამართლიანია ხოლმე ჩვენთან მიმართებაში. დღევანდელი მდოგმარეობით ჩვენ, ადმინისტრატორები იმედებს ვეღარ ვამართლებთ და ამის გამოა, რომ ქართული ვიკიპედია სათანადოდ ვერ ვითარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში წესებში ცვლილებებს არ შევიტანდით. ადმინისტრატორებზე უფრო აქტიურები არიან „ჩვეულებრივი“ მომხმარებლები, რომლებიც გაცილებით უფრო პერსპეტიულები არიან როგორც ჩანს. თუმცა ესეც კანონზომიერებაა, როდესაც ერთ დროს აქტიური მომხმარებელი — „ადმინისტრატორი“ — ხდება პასიური. მშვენივრად მესმის, რომ დროის უქონლობის ფაქტორიცაა და სხვაც, მაგრამ ვიკიპედიას სჭირდება აქტიური და სამაგალითო ადმინისტრატორები. მახსენდება წინა წელს ჩატარებული კენჭისყრა მომხმარებელ ისლანდთან დაკავშირებით, რომელიც არასამართლიანად და ალოგიკურად დასრულდა სწორედ იმ უაზრო კენჭისყრის გამო რომელსაც დღეს მე ვგმობ. ეს არ უნდა იყოს აპრობირებული!. ჩვენი მიზანია, რომ არ დავუშვათ ვიკიპედიაში მუდმივი ადმინისტრატორის წესი! თუ ასეა ვიფიქროთ „საპატიო ადმინისტრატორის“ სტატუსზე, ეს ისე სამომამვლოდ და ხუმრობით.. გარდა ამისა, ვიკიპედიას ოჰ, როგორ სჭირდება ახალი სისხლი, იგივე ადმინისტრაციულ კორპუსში.. - ოთოჯი განხილვა 18:13, 26 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
სამი თვე მოკლე დრო ხომ არ არის?--ცანგალა () 10:47, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

- 1 ადმინისტრატორი რედაქტირება

ბიუროკრატებს: მომიხსენით ადმინისტრატორის სტატუსი. Deu. 09:07, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

ბიუროკრატს ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნის არც უფლება აქვს და არც საშუალება. ამისათვის, მეტაზე სტიუარდებს უნდა მიმართო. — Mikheil მიწერა 09:34, 29 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
სტატუსი მომიხსნეს. Deu. 11:22, 30 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]

მამის სახელი რედაქტირება

მეგობრებო გთხოვთ ქართველი პიროვნებების შესახებ სტატიებში მამის სახელების გამოყენებაზე გარკვეული წესზე შევთანხმდეთ (თუ მსგავსი უკვე არ არსებობს და მე არ ვიცი), ანუ საჭიროა თუ არა, და თუ საჭირო რა კონტექსტში და რა შემთხვევაში--GagaVaa 17:47, 16 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით, მხოლოდ საბჭოთა კავშირში მცხოვრები პიროვნებების სტატიებში უნდა გამოვიყენოთ--შოთა [UT] 08:32, 17 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
საბჭოთა კავშირში ცხოვრებაში რას გულისხმობ, ერთი დღე მაინც თუ ვინმემ იცხოვრა?? თუ რითი განვსაზღვროთ? და აუცილებელია სტატიის დასაწყისში მიეთითოს? თუ ინფოდაფაში მხოლოდ სადაც სრულ ან დაბადების სახელს ვუთითებთ?--GagaVaa 14:34, 17 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მამის სახელით მოხსენიება მოძველებული ტრადიციაა. ჩემი აზრით მხოლოდ საბჭოთა ხელოვანების და ფუნქციონერების სტატიებში უნდა დავწეროთ. მაგალითად, მერაბ კოსტავა და ირაკლი ჩარკვიანი კი ცხოვრობდნენ საბჭოთა ეპოქაში, მაგრამ ცოტა სასაცილო იქნება დისიდენტის და საბჭოთა კონტრკულტურისტის მამის სახელით მოხსენიება. მე მაგალითად ირაკლი გელაევიჩ ჩარკვიანის წაკითხვა ძალიან გამაცინებდა (მერე გამაღიზიანებდა). – BruTe () 14:48, 17 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაგალითად, გავრცელებული სახელ-გვარის კომბინაცია - ჯონ სმითი. ხომ არის ბევრი ჯონ სმითი და ხდება მათი ერთმანეთისგან გარჩევა მამის სახელის გარეშეც. პოსტსაბჭოთა სივრცესაც რა პრობლემა უნდა ჰქონდეს, ვერ ვხდები. მეორე მხრივ - მამის სახელის წერა მაინც სტანდარტი არის, არა? და მისი ასე ხელის მოსმით თუნდაც ვიკიში გაუქმება, ალბათ, არ გამოვა. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:58, 17 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვერ ხვდები სასაცილო რა არის ? თქვენ, რომ გვარ-სახელს მამის სახელიც დაურთოთ გაგაცინებდათ ეს ?. სხვა საკითხი დგას აქ. ადრე იყო ასეთი ტენდენცია გავრცელებული და ახლა სხვა სურათია. მამის სახელების ამოღება არ იქნება სწორი, ვიკიპედია საზოგადოებას ყოველმხრივ უნდა აწვდიდეს ინფორმაციას და რა დარწმუნებულები ხართ, რომ ზოგს არ დააინტერესებს თუნდაც რა ერქვა ჩარკვიანის მამას ?. ზოგს ეს აინტერესებს. ადრე მაგალითად, პროფესორებს და ასეთ ხალხს ყოველთვის მამის სახელით მოიხსენიებდნენ, რაც ერთგვარი პატივისცემა იყო. ავლიპი „დავიდოვიჩ“ (ავლიპი დავითის ძე ზურაბაშვილი) სრულიად ნორმალურია. დღეს ამ მხრივ ცოტა სხვა სურათია. მამის სახელი „მოდიდან“ გავიდა თითქოს... სტატიებიდან მამის სახელების ამოღებას არ ვემხრობი. - ოთოჯი განხილვა 15:18, 17 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მამის სახელის ცოდნა ჩემი აზრით არანაირი ინფორმაციის შემცველია საბჭოთა მოღვაწეებისათვისაც კი. ამგვარად მიმართვა სუფთა რუსული ტრადიცია, კიევის დიდი მთავრები მოიხსენიებოდნენ სწორედ ასე. მაგალითად სვიატოპოლკ ვლადიმირის ძე ან კიდევ სვიატოსლავ იგორის ძე. მე ვფიქრობ სათაურში კატეგორიულად არ უნდა იყოს, ხოლო რაც შეეხება ტექსტს: თუ მეფეა ან ლიდერი მამის სახელის მითითების საშუალებას ინფოდაფებიც გვაძლევს. ხოლო სხვა შემთხვევაში არაა საჭირო მამის სახელის გამოყენება ტექსტში. არაფერი ახლის დამკვიდრება და ხელის ერთი მოსმით გაუქმება არ გამოდის ეს. საქართველოს პირადობის მოწმობებშიც და პასპორტებშიც არაა მითითებული მამის სახელი და ჩვენც ნუ გამოვიყენებთ. --JABA 1977 15:50, 17 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ოთო, მე არ მითქვამს რომ უნდა ამოვიღოთ სტატიებიდან. მამის სახელები ძირითადად წერია საბჭოთა მოღვაწეების სტატიებში. საბჭოთა კავშირის დროს, ოფიციალურ დოკუმენტებში, გაზეთებში თუ ტელევიზიაში ისინი მართლაც მოიხსენიებოდნენ მამის სახელებით, ასე რომ ეს ასეც უნდა იყოს. იმის გამო რომ მკითხველმა მამის სახელი გაიგოს, თანამედროვე მოღვაწეებების სტატიებს ვერ დავიწყებთ ოფიციალური საბჭოთა სტილით, - სახელით, მამის სახელით და გვარით. სხვა საქმეა, პიროვნების მამის სახელს სხვა კონტექსტში თუ მოვიხსენიებთ. – BruTe () 16:11, 17 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

აბსოლუტურად ვეთანხმები ჯაბას. სათაურში კატეგორიულად არ უნდა იყოს, გარდა იმ ქვეყნების წარმომადგენლებისათვის, სადაც გვარები უბრალოდ არ არსებობს (თუ არ ვცდები, ისლანდია უნდა იყოს ასეთი) და მხოლოდ სახელითა და მამის სახელით მოიხსენიებენ. მათთვის, რა თქმა უნდა, ბუნებრივია და აუცილებელიც მამის სახელების გამოყენება. ზოგადად, მეეჭვება, ამ განხილვამ რამე შეცვალოს. — G.G. 17:27, 17 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

სანდრო, ბუნებრივია, დღეს მოღვაწეებზე მამის სახელების მიწერა უადგილოა. არც არავინ არ დაწერს ალბათ. მაგრამ საბჭოთა დროის ადამიანებზე მამის სახელების მიწერა ნორმალურია და მათი ამოშლა არასწორია. ამის თქმა მინდა. მეორე მხრივ, უშუალოდ სტატიაში სექციაში „ბიოგრაფია“ იქ, რომ ჩაიწეროს მამის სახელი თუნდაც თანამედროვე მოღვაწეზე უნდა ამოვშალოთ მამის სახელი ?. რა აზრი აქვს სად ჩაიწერება მამის სახელი დაფაში თუ უშუალოდ სტატიაში ?. ხომ იწერება მამის სახელი მაინც ? ხომ ეთითება... მე ეს საკითხი მაინტერესებს, რადგან საბჭოთა მოღვაწეებზე მრავალი სტატია მაქვს დაწერილი, მამის სახელებიანად. - ოთოჯი განხილვა 17:38, 17 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე, როგორც გავიგე, ეს თემა სათაურების შეცვლას საერთოდ არ ეხება, უბრალოდ იმას განვიხილავთ პირველ წინადადებაში მამის სახელი უნდა იყოს თუ არა (ხომ ასეა?). სანდროს ვეთანხმები, მხოლოდ იმ ადამიანებთან უნდა გამოვიყენოთ მამის სახელი, რომელთაც ასევე მოიხსენიებდნენ. ძირითადად ეს ეხება საბჭოთა კავშირს და თანამედროვე რუსეთს. პუტინისა და მედვედევის სტატიებში ჩვენ მაგალითად მამის სახელს არ ვუთითებთ, მაშინ როდესაც უცხოური ვიკიპედიები უთითებენ, გერმანულს საერთოდ სათაურშიც კი უწერია.--Tornike 17:54, 17 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰოდა მეც ეგ ვთქვი, თანამედროვე პიროვნებების სტატიებში სხვა კონტექსტში თუ დავწერთ მამის სახელზე, პრობლემა არაა-თქო... თუ გაგას სწორად მივუხვდი, ეს თემა სტატიის დასაწყისში (ვიღაცა ვიღაცაევიჩ ვიღაციშვილი) მამის სახელის დაწერა-არ დაწერის საკითხის გასარკვევად გახსნა. აშკარად ყველანი ერთ აზრზე ვართ და ჩვენი კამათი არაფერს არ შეცვლის, გიორგის არ იყოს. :) (რედ. კონფლიქტი) – BruTe () 18:03, 17 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

განვმარტავ: ვგულისხმობ სტატიის დასაწყისს. მოკლედ ისეთი ადამნიანების სტატიებში ვაწყდები, რომ უხერხულად მხვდება თვალში და ამოკლების სურვილი მიჩნდება, არადა ზოგ გაქანებულ რუსეთუმეს არ უწერია სტატიის დასაწყისში. რაღაც შეთანხმების მაგვარივით, რომ მივაღწიოთ რომ სტატიის დასაწყისში არ იყოს სავალდებულო (არ ვგულისხმობ, რომ შეცდომა იქნება როცა არის) და მიეთოს მხოლოდ ბიოგრაფიის სექციაში და ინფოდაფის შესაბამის გრაფაში (დაბადების სახელი ან სრული სახელი).--GagaVaa 07:42, 18 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

აქვე დავამატებ მეორე საკითხს: რუსების შემთხვევაში მამის სახელი ქართულ ფორმაში გადაგვყავს ჰო? ანუ ვლადიმერის ძე და არა ვლადიმიროვიჩ. და საერთოდ ეს რუსული სახელების თარგმნა რა უბედურებაა, ვერ მოვიცილებთ მაგას? ერთდაიგივე სახელის მქონე ხორვატი და რუსი როგორ არიან ქართულად ერთი ივან და მეორე ივანე, მაგარი უცნაური რამეა--GagaVaa 07:47, 18 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაგა: „რაღაც შეთანხმების მაგვარივით, რომ მივაღწიოთ რომ სტატიის დასაწყისში არ იყოს სავალდებულო (არ ვგულისხმობ, რომ შეცდომა იქნება როცა არის)“, ამას შეთანხმება არ სჭირდება, ეგ ისედაც მასეა. სავალდებულო არ არის, მაგრამ არც შეცდომაა მითითება. ვიკიპედიელებს ვთხოვ, შემისწორონ, თუ არასწორს ვამბობ. — G.G. 19:37, 18 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მამის სახელი, რუსული წესით, არის შვილის სრული სახელის შემადგენელი ნაწილი. ეს წესი ქართველებს არასდროს არ გვქონია საბჭოთა კავშირის პერიოდის გარდა, ამიტომ, ისევე როგორც სხვებისთვის, ჩემთვისაც მამის სახელის მითითება საბჭოურ ასოციაციებს იწვევს. მაგალითად, სტალინის შემთხვევაში, ვფიქრობ არა თუ არაფერი დაშავდება, არამედ საჭიროცაა, რომ მითითებული იყოს ბესარიონის ძე, თუმცა სხვა შემთხვევებში, უფრო ხშირად არ მომეწონება. ვეთანხმები სანდროს, საბჭოთა კავშირის მოღვაწეების სტატიებში პრობლემას არ ქმნის, ხოლო სხვაგან, ვფიქრობ, მხოლოდ სახელი და გვარი საკმარისია — ისე, როგორც თანამედროვე სტანდარტი მოითხოვს. ამავე დროს, მამის სახელი, რა თქმა უნდა დაფიქსირებული იქნება ბიოგრაფიაში, მაგრამ არა როგორც შვილის სრული სახელის შემადგენელი ნაწილი, არამედ როგორც მამის სახელი, პირდაპირი გაგებით. Deu. 05:31, 19 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა კოლეგებს, დაახლოებითი აზრი გავიგე. ნახევრად ხუმრობით, რომ ვთქვა, მაგალითად გურამ საღარაძეს არ მოუხდება მამის სახელი, ლავრენტი ბერიას მოუხდება, შევარდნაძეს კი ისე რა:)))

არ ვიცი რამდენად შესაძლებელია, მაგრამ უნდა ჩამოერთვას ანონიმურ ანგარიშებს სტატიების წერის უფლება. თუ ძალიან უნდათ სტატიის წერა დარეგისტრირდნენ. მემგონი ისიც საკმარისია, რომ შექმნილ სტატიებს ვანდალიზმით "ტენიან". --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 13:21, 5 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ეს ვიკიპედიის თავისუფლების პრინციპს ეწინააღმდეგება. Deu. 13:33, 5 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
იგივეს მოვაწერ ხელს (Deu-ს). ჩვენი საკუთრება რომ იყოს ვიკიპედია და კერძო პროექტი, მსგავს შეზღუდვას ალბათ შემოვიტანდით, მაგრამ ჩვენ საერთო პრინციპებს ვექვემდებარებით. ასე რომ არ იყოს, ინგლისურშიც და სხვებშიც შემოიტანდნენ ამ აკრძალვას, გიორგი. შეგიძლია გადახედო, რამდენი ვანდალიზმი ხდება იქ, თან ჩვენისთანა მცირე გუნდი რომ იჯდეს იქ, ვერც მოასწრებდნენ მათ კონტროლს, გაიხედავ-გამოიხედავ, წამებში ივსება უკანასკნელი ცვლილებების გვერდები. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:50, 5 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ინგლისურ ვიკიპედიაში ანონიმური მომხმარებელი სტატიას ვერ დაწერს. ეს ყოველივე ჯონ საიგენთალერის ცნობილ ინციდენტთან იყო დაკავშირებული და შედეგად აიკრძალა ანონიმებისთვის სტატიების წერა (ინგლისური ვიკიპედია, იქ მაშინ საშინელებები ჩაიწერა!). სწორედ ვანდალიზმის გამო აიკრძალა იქ არარეგისტრირებულებისთვის სტატიების წერა. ჩვენთან ასეთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა ჯერ და არც მინდა, რომ იყოს რიგი მიზეზების გამო. ფაშასთან მიზანშეწონილად აგვიტეხეს ამბავი ინტერნეტში და არც ეს არის სასიხარულო, თუმცა ამისგან დაზღვეულები ვერ ვიქნებით, ესეც უნდა გვესმოდეს. მეორე მხრივ, ქართულ ვიკიპედიაში ვანდალიზმის დონე ისეთი დიდი არ არის, რომ ანონიმებისთვის აიკრძალოს ქმედებები, იგივე სტატიების წერის თვალსაზრისით. საერთოდ, სიტყვა „აკრძალვა“ შეუფერებელია ვიკიპედიისთვის. ვიკიპედიას ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით — ყველანი. აგრეთვე დავამატებ, რომ ბლოკირების ვადაც მომხმარებლებისთვის მინიმალური უნდა იყოს ხოლმე (იდეაში), რასაც თავისი მიზეზები აქვს, თუმცა ეს უკვე სულ სხვა თემაა. - ოთოჯი განხილვა 16:35, 5 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვიზიარებ დათოს, ჰენრისა და ოთოს მოსაზრებებს. — G.G. 07:36, 6 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმებით, ამ ეტაპზე აკრძალვა ნადრევია. სამომავლოდ, სიტუაცია გვიჩვენებს. — Mikheil მიწერა 10:56, 6 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე ერთი მაინტერესებს - მაინცდამაინც საიგენტალერის მსგავსი სიტუაცია უნდა დატრიალდეს, რომ აიკრძალოს ანონიმების მიერ რედაქტირება? 3 დღეა საშინელი სიტუაციაა, ადმინისტრატორები გარკვეული პრობლემების გამო 24 საათი აქ ვერ სხედან და გადავსებულია ბოლო ცვლილებების ლოგი ანონიმების ვანდალიზმებით. გარდა ამისა, თავადაც ვეღარ ვბედავ მუშაობას. რატომ? იმიტომ, რომ მე რომ მივადგე და ავავსო ბოლო ცვლილებების სია, რომელიმე ადმინისტრატორი შემოიხედავს და იმის მეშინია, რომ ყველა ვანდალიზმს ვერ დაინახავს, ანუ ჩემს რედაქტირებებში დაიკარგება ვანდალიზმები, უკვე შიშები მაქვს. ასეთ რაღაცამდე არის მთელი სიტუაცია მისული. --Henry (მომწერეთ) 16:34, 9 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, გეთანხმები, საშინელება ტრიალებს, მაგრამ ცვლილებათა დატბორვის გამო არ დაბრკოლდე, პირადად მე, ბოლო ცვლილებების თვალყურის დევნებაში წყვეტა არ მაქვს, ვამოწმებ იქიდან, სადაც ბოლოს შევამოწმე, რაც არ უნდა ჩაძირული იყოს. — Mikheil მიწერა 16:40, 9 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. უბრალოდ ისეთ ნერვებზე ვარ უკვე, ლამისაა მეორედ წამოვაყენო თავი ადმინობაზე, მაინც მთელი დღე ჩართული მაქვს. თუ არ ვწერ, მონიტორინგს მაინც ვუტარებ. ამათი ბოგინი უკვე ყველა ზღვარს გასცდა, თავისი 'ნინიკო კარგი გოგოა' და 'გაუმჯობესდა სტატია'-თი :D --Henry (მომწერეთ) 16:48, 9 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
„ლამისაა მეორედ წამოვაყენო თავი ადმინობაზე,“ ამაზე უკეთესს, მერწმუნე, ვერაფერს იზავ. ვიღიმიG.G. 08:12, 10 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

და ისევ რუკები რედაქტირება

მოკლედ რუსულ ვიკიში დასახლებული პუნქტების სტატიების თავზე უკვე შეგიძლიათ ნახოთ კოორდინატები და მათ ქვემოთ წარწერა "Показать географическую карту". მაგალითისათვის ავიღოთ თბილისის რუსული ვარიანტი. კარგი ისაა რომ ადამიანს რუქაზე შეუძლია გადაადგილდეს იქ სადაც მას სურს და გახსნას გეოგრაფიული პუნქტის ის ვიკის თემა რომელიც მას აინტერსებს. დამეთანხმებით რომ სასარგებლო რამეა. ვინმემ ხომ არ იცით საიდან იდგმება ეს რუქა და ჩვენც ხომ ვერ შევსძლებდით მის შექმნას?--Surprizi განხილვაწვლილი 12:00, 7 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვერ ვქმნი ვიკიპედიაზე სააგენტოს საინფორმაციო გვერდს. იქნებ გაგვიწიოთ დახმარება წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Dadu-dadu (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა. სტატიის შესაქმნელად, საჭიროა გაეცნოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. — Mikheil მიწერა 15:44, 13 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]