ახალი შეტყობინების დასატოვებლად დააწკაპუნეთ ამ სიმბოლოზე - +.



სურათის ლინკი

რედაქტირება

ერთხელ გამაფრთხილე და მერე თავიდან ამომივარდა. ამის შემდეგ, ამ შეცდომას აღარ დავუშვებ. თუ რამეს არასწორად გავაკეთებ, შემატყობინე და გავითვალისწინებ. უბრალოდ იშვიათად ვნახულობ მესიჯებს.. ამის შემდეგ ყურადღებით ვიქნები. P.S ხომ არ იცი ინგლისურ ვიკიში ლიცენზია როგორ გავუკეთო პოსტერებს? რამდენჯერაც ავტვირთე წამიშალეს.მრავალი წაშლის შემდეგ დამბლოკეს. ამის გამო პროფილიც შევიცვალე(LUKAPAD ვიყავი). მაგ: ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძის 1925 წლის გამოცემა ავტვირთე და მივუთითე, რომ საზოგადოებრივი საკუთრებაა. ასე გავაკეთე სხვა მრავალ პოსტერზეც, მაგრამ თითქმის ყველა წამიშალეს. ვერც ფილმის პოსტერებს ვტვირთავ. თუ იცი როგორ გავუკეთო ლიცენზია, მომწერე. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Artman16 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

იქ ვიკიში ადგილობრივად ატვირთე თუ commons-ზე? მარტო ლიცენზიაში არ არის საქმე, ჩვენგან განსხვავებით, იქ ძალიან დეტალურად უნდა აღწერო, საიდან აიღე, ვინ არის უფლების მფლობელი და ა.შ. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:52, 13 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

საერთოდ - მესმის, რომ კაი საქმის გაკეთება გინდა, მაგრამ ვიკიპედიაში მაინცდამაინც ყველაფრის ილუსტრირება არ ხდება. მით უმეტეს, იქ ძალიან მკაცრად უდგებიან ლიცენზიის საკითხს. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:54, 13 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ქომონზში ვაკეთებდი. ხო მაგრამ სხვები ხომ აკეთებენ და რანაირად ვერ ვიგებ. ერთი–ორჯერ ჩემით გადავუღე ძველ გამოცემებს, ავტვირთე და მაინც წამიშალეს. ქართული ფილმების პოსტერებს(ცოტაა, მაგრამ რამდენიმე არის), მგონი ძირითადად ქართველები ტვირთავენ. მგონი ადმინისტრაციას უნდა გაუგზავნო და იმათ უნდა დაამტკიცონ თუ რაღაც. იმდენი ვეწვალე უკვე მუღამი დავუკარგე ინგლისურ ვიკიპედიას. არადა აშკარად საჭიროა ინგლისური და რუსული სტატიები, რომ იყოს ქართულზე. ძირითადად ამ ენებიდან თარგმნიან უცხოელები. --Artman16 განხილვაწვლილი 14 დეკემბერი 2015 (UTC)

ალბათ, იმაზე გქონდა გათვლა, რომ დრო იყო გასული და საზოგადოებრივ საკუთრებაში გადავიდა ესა თუ ის სურათი. უნდა დაგეზღვია თავი და აგეტვირთა უბრალოდ იქაურ ვიკიში, არათავისუფალი ფაილების სრული ლიცენზიით. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:38, 15 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

შიდა სექცია

რედაქტირება

ასეთი რამის გაკეთება შეიძლება რო მაგალითად ერთ სექციაში შევქმნა მეორე სექცია,ანუ ერთი სექცია მეორეში? CONTROLLER2 განხილვაწვლილი 12:17, 15 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

@CONTROLLER2: - ვიკიპედია:ცნობარი, რომელიც მოგეცით, განმარტავს ამ ყველაფერს (იხ. სათაურები და დონეების განმარტებები იქვე, გვერდის შუა ნაწილშია) --Henry McClean განხილვაწვლილი 12:22, 15 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ეგ ვიცი მაგრამ ერთ სექციაში მინდა მეორეს ჩადგმა,მხოლოდ შრიფტის ზომა კი არა,სექცია მინდა ჩავდგა ერთი მეორეში. CONTROLLER2 განხილვაწვლილი 12:28, 15 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

@CONTROLLER2: მაგაზე მიგითითეთ, ეგ არის ზუსტად ახსნილი, ყურადღებით შეხედეთ - ზედა დონე კეთდება ასე

== სათაური ==

მისი ქვედა არის

===ქვედონე 1===

===ქვედონე 2===

====ქვედონე 2-ის ქვედონე====

იწყება ორი ტოლობის ნიშნით ორივე მხრიდან და იზრდება ქვედონეების მიხედვით.

გარდა ამისა - თქვენი სტატია იქნება რადიკალურად შესაცვლელი, კიდევ ერთხელ ვწერ ამას - არავიკიპედიური თხრობის სტილია, როგორც სახელმძღვანელოში (თითქოს მკითხველს მიმართავთ, სინამდვილეში უნდა იყოს დაწერილი ნეიტრალური კუთხით, ანუ არა "იმისთვის, რომ ასეთი და ასეთი რაღაც მიიღოთ", არამედ "ასეთი რამის მისაღებად". სხვა სტილის თხრობისთვის გვაქვს ვიკიწიგნების ქართული განყოფილება, სადაც ქვეყნდება ტუტორიალები. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:34, 15 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

@CONTROLLER2: მგონი ხშირად არ გამომიყენებია მსგავსი სტილი,ახლახანს შევასწორე ერთგან და თუ კიდევ შევნიშნავ მაგ შეცდომას გავასწორებ აუცილებლად :) მადლობთ მითითებისთვის :) გავითვალისწინებ წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა CONTROLLER2 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

არაფრის, უბრალოდ მკითხველს არ მიმართოთ და ყველაფერი სწორად იქნება.  :) --Henry McClean განხილვაწვლილი 12:57, 15 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

რედაქტირება

I see and you're right: Steve Wilson himself explain that Transience is a limited vinyl only compilation. But I think it should be mentioned on Wikipedia because it's a regular album (although it's a limited release). --SuperVirtual განხილვაწვლილი 19:40, 19 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

Ops, it is mentioned on his page discography. --SuperVirtual განხილვაწვლილი 19:41, 19 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

@SuperVirtual: It is in the bottom navbox, there will be an article on it (though there is still none on the eng-wiki). But since it's still a release and a canonical one (though being limited), I'll add that back to the navigation in the infobox. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:43, 19 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ვერეს ბაღი

რედაქტირება

Уважаемый коллега! Посмотрите, пожалуйста, русский вариант статьи о парке --Bogdanov-62 განხილვაწვლილი 00:04, 23 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

@Bogdanov-62: Всё верно, только ваше сообщение я перенёс сюда. Ведь когда пишите в архиве, сообщение о том, что кто-то написал в личку, не приходит, а я мог и не заметить в списке новых правок. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 06:44, 23 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

Спасибо!--Bogdanov-62 განხილვაწვლილი 08:02, 23 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

Еще одна просьба

რედაქტირება

Могли бы достать и вывесить фотографию писательницы Мревлишвили? Bogdanov-62 განხილვაწვლილი 07:22, 18 დეკემბერი 2015 (UTC)

Увы, не уверен, да и картинок нормального качества в сети не нашёл. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:09, 23 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

Хе-хе, я в сети не нашёл вообще никаких фотографий. Может быть фото есть у Вас в библиотеках и можно сделать скан?Bogdanov-62 განხილვაწვლილი 10:42, 23 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

Может и можно, архивов много, но я не пользуюсь ими. Возможно, кто-нибудь другой и сможет. --Henry McClean განხილვაწვლილი 04:04, 24 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ვარსკვლავური ომები: ძალა იღვიძებს

რედაქტირება

ჰენრი, გამარჯობა! მე ვფიქრობ, რომ ეს სტატია რჩეულობის კანდიდატურაზე უნდა წარვადგინოთ. შენ რას ფიქრობ ?. - OTOGI Messages 17:02, 25 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

მეც მინდოდა გატანა, ოთო, თან ასეთი სახით ფილმის გამოსვლის აღნიშვნაც შეიძლება (ჩვენებურად), მაგრამ რაღაცები მინდა დავამატო :) ერთი-ერთზე ასლია ინგლისურის და მინდა კიდევ დავქექო მასალები და ჩავამატო + წითელი ბმულები გავალურჯო. ახლა მოვედი ფილმიდან და ვნახე, რომ, მაგალითად, ინგლისურ სტატიაში სულ არ არის ნახსენები, რომ ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი წარმოთქვამს თავად იმ ფრაზას, რომელიც ფილმის სახელწოდების ნაწილია. ეს და სხვა ნიუანსები მინდა ამოვავსო. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:18, 25 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

თან აქტუალური თემაა. ჯერ კიდევ გადის კინოთეატრებში :). თან ამ ტიპის რჩეული სტატიები თითქმის არ გვაქვს, ერთი ჯანგოა ჯერ. მაშ დაასრულე ნიუანსები და მერმე გავიტანოთ კანდიდატურაზე. თუ რაიმე დახმარება დაგჭირდეს მითხარი :). - OTOGI Messages 17:25, 25 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა, ოთო! --Henry McClean განხილვაწვლილი 17:29, 25 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

წლის მომხმარებელი 2015

რედაქტირება

ჰენრი! წლის მომხმარებელი 2015-ში წესები შეცვლილია და თითოეულ ნომინაციაში წარმოდგენილი კანდიდატებიდან მხოლოდ მხოლოდ ერთისთვის არის ხმის მიცემა შესაძლებელი. ეს ყოველივე იმისთვის კეთდება, რომ არ მოხდეს იგივე რაც წინა წლებში ხდებოდა, როცა ყველა ყველას აძლევდა ხმას რათა სხვისთვის გული არ დაეწყვიტა. გთხოვ რომელ ნომინაციაშიც რამდენიმე კანდიდატისთვის გაქვს ხმა მიცემული შეასწორო და მხოლოდ თითო დატოვო.--დათო1010 18:05, 27 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

მე მგონია, მოვაშორე წეღან ყველას :) თუ რამე გამომრჩა, ამოშალე. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:02, 27 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

RE: Songs

რედაქტირება

Every version of Wikipedia worls differently, not just "copy" the English Wikipedia, you know. I decided to remove those wikilinks because the only relevant informations are their chart positions (they should be wrote here, but it's a red link and obviously I can't create the page because I don't understand Georgian language :/) --SuperVirtual განხილვაწვლილი 21:14, 29 დეკემბერი 2015

Just see: excellent! --SuperVirtual განხილვაწვლილი 20:26, 30 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ოთარ ჭილაძე

რედაქტირება

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინფორმაცია გადმომაქვს წიგნიდან "ქართველ მწერალთა ცხოვრება და შემოქმედება. წიგნი 2" – ავტორი გივი ბაჯგუა. ჩემი ხელით ვწერ ამ წიგნიდან და ვცდილობ რაღაც–რაღაცები შევცვალო(მაგ: წინადადების სტრუქტურა და პირველი პირი). ასევე ყველანაირად ვცდილობ დავიცვა ნეიტრალურობის პოლიტიკა. უბრალოდ იმდენად დიდი ინფორმაცია, რომ ზოგჯერ გამომჩება ხოლმე. ოთარ ჭილაძის შემთხვევაში ჯერ არ დავასრულებ. ვიძიებ ინფორმაციებს და მინდა კარგი სტატია დავწერო. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Artman16 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

მაშინ ჩასვი ბრჭყალებში, რომ ჩანდეს, როგორც ციტატა. მარტივი გამოსავალია. ამ შემთხვევაში აღარ იქნება ეჭვი იმაზე, რომ ორიგინალური კვლევა და საკუთარი შთაბეჭდილებაა. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:38, 30 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ან გამოიყენე ციტატის თარგი -

{{ციტატა|ტექსტი აქ}}

--Henry McClean განხილვაწვლილი 11:39, 30 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

თარგი:უკატეგორიო

რედაქტირება

ჰენრი სტატიის შექმნიდან 9 წუთში არაა მიზანშეწონილი რაიმე თარგის დამატება. ვაცალოთ მომხმარებელს. შენი ცვლილების შემდეგ დადასტურდა კიდეც, რომ მომხმარებელი ამუშავებს ამ სტატიას ისევ.--ჯაბა 1977 13:32, 30 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

მესმის კარგად, მაგრამ ეს სტატია ნახევრად ავტომატურ რეჟიმშია ნათარგმნი და ჩავთვალე, რომ იგივე კატეგორიიდან არის, რაც ბოლო დროს შემოყრილი (და წაშლილი) ნახევრად ავტომატურ რეჟიმში დაწერილი სტატიები. არ ვთვლი, რომ რამე არასწორად გავაკეთე, ვინაიდან სავსებით შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო რიგითი გაურკვეველი სტატია. 9 წუთი მით უმეტეს არაა 1 წუთი. სავსებით შეიძლებოდა, დაეწერა და გასულიყო. მით უმეტეს, წარსულში უკვე ჰქონდა უცნაური ენით ნათარგმნი სტატიები. სწორედ ამ მომხმარებელს. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:39, 30 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ჰენრი, მისი წარსული არ ნიშნავს იმას, რომ ახლაც ასე დაწერდა, თუ ასე უხმოდ ჩავუსვით თარგები და არ ვასწავლეთ ისევ ასე გააგრძელებს. ზუსტადაც მგონია, რომ არასწორად მოიქეცი, ვინაიდან აქ დაუწერელი წესივითაა, რომ სხვის დაწერილ სტატიებს 15 წუთი ხელს არავინ არ კიდებს. უბრალოდ არაა ლამაზი. ზუსტადაც ვიცი, რომ ერთ-ერთი კარგი მასწავლებელი შენ ხარ და ზუსტადაც ვიცი, რომ ამ ადამიანს თუ დაჭირდა კარგ ვიკიპედიელს დააყენებ მისგან. --ჯაბა 1977 13:47, 30 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ჰქონდა ეგეთი რამდენიმე სტატია (რომელიც წაიშალა) და იმიტომ მქონდა ეგ ეჭვი, ეგ არის და ეგ. ვისაც აქვს სურვილი, იმან ასწავლოს, მე მიჭირს 100-ჯერ ერთი და იგივეს დაწერა. მით უმეტეს, მისი განხილვა მოწმობს იმაზე, რომ არასწორ რედაქტირებებს აკეთებდა. და კიდევ - ეს თარჯიმნები ცალკე თავის სატკივარს გვიჩენენ, ვინაიდან სულ რომ სწორად თარგმნონ, რაღაც უაზრო ნაგავს ქმნიან, div-ების და br-ების სახით. მნიშვნელოვანია, რომ ამასაც მიექცეს ყურადღება, თორემ მომხმარებელი თავად ვერ მიხვდება, რომ ეგენი ზედმეტია (html კოდია, რომელიც საერთოდ არ სჭირდება ასეთ სტატიებს კონკრეტულად ასეთ ადგილებში - აბსოლუტურად ცარიელი ადგილია) --Henry McClean განხილვაწვლილი 13:58, 30 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

სრულად მესმის შენი, ავიყვანე ეს ადამიანი სწავლებაზე. :) --ჯაბა 1977 14:18, 30 დეკემბერი 2015 (UTC)პასუხი

ქვეყნის სახელწოდება

რედაქტირება

Henry! რაღაც ამ ქვეყნის შემოკლებით სახელწოდებებში ვერ გავერკვიე! მაგალითად, სინგაპური როგორ უნდა დაიწეროს შემოკლებით, ტაივანი და ა.შ. რამე სახელმძღვანელო არ არსებობს?--Gobrona 09:40, 4 იანვარი 2016 (UTC)

@Gobrona: სად უნდა დაწერო ეგ შემოკლებები, აბა დამანახე მაგალითი. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:50, 4 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

აი მაგალითად ინფოდაფაში, გამოსვლის თარიღში (Release date) რომ წერია შემოკლებით. ეს ნახე:en:Xbox_One--Gobrona 09:57, 4 იანვარი 2016 (UTC)

@Gobrona: მანდ ცოტა დომხალი გვაქვს - როგორც გვინდა, ისე ვწერთ. მაგალითად, არის ავსტრალია და ავსტრია. ავსტრალიას მე პირადად ვწერ, როგორც ავს-ს, ხოლო ავსტრია - ავსტრ (მხოლოდ მე). ჩააგდე ჯერ, როგორც არის, ოდესმე გავარკვევთ მაგასაც და მაგის ბევრ სტატიაში შესაცვლელად გვყავს საკუთარი რობოტები, რომლებიც ასობით სტატიაში ანაცვლებენ სიტყვებს, თუ ეს საჭირო გახდება. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:47, 4 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

კატეგორია

რედაქტირება

Henry მიმაჩნია, რომ კატეგორია:ვიდეო თამაშები წასაშლელია, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე არის მსგავსი კატეგორია კომპიუტერული თამაშები,სადც გაცილებით მეტი ინფორმაცია ინახება ვიდრე ვიდეო თამაშებში და ორი ერთნაირი დატვირთვის მქონე კატეგორია არ უნდა არსებობდეს! თან გაურკვევლობას იწვევს ბევრ შემთხვევაში:კატეგორიების შექმნის დროს და მიბმის დროს! რას ფიქრობ?--Gobrona 19:07, 5 იანვარი 2016 (UTC)

@Gobrona: რაღაც არ მგონია, ეგრე. აბა ინგლისურში ნახე - იქ რატომ არ იწვევს გაურკვევლობას? :) PC თამაშები ერთია და ვიდეოთამაშები სხვაა. ვიდეოთამაშებში შედის აი ის თამაშებიც, გასართობ ცენტრებში რომ დგას და რომ ეთამაშები, ასე არ არის? და მაგათ კომპიუტერებს არ უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ ეგეთი მუშაობის პრინციპი აქვთ. ნახე - Category:PC games შედის კატეგორიაში Video games by platform კი შედის კატეგორიაში Video games - სულ მარტივია. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:11, 5 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

ერთია, რომ ინგლისურში კატეგორია:კომპიუტერული თამაშები საერთოდ არ არსებობს, იქ მხოლოდ კატეგორია ვიდეო თამაში არის, მაგრამ მეორე არის ის,რომ კატეგორია:კომპიუტერულ თამაშებს უნდა გადაერქვას სახელი და დაექვას ვიდეო თამაშები და ის ძველი კატეგორია:ვიდეო თამაშები უნდა წაიშალოს, რავიცი მე ასე ვფიქრობ! შენთვითონაც მოძებნე და თუ ნახავ ინგლისურში მსგავს რამეს!--Gobrona 19:17, 5 იანვარი 2016 (UTC)

@Gobrona: აბა ეს რა არის? en:Category:PC games :) არის ვარიანტი კატეგორიის - კატეგორია:პერსონალური კომპიუტერის თამაშები. მოკლედ, ნახე რა გავაკეთე ჯერჯერობით - Category:Video games-ის ინტერვიკიში შევცვალე და ჩავწერე კატეგორია:ვიდეო თამაშები. შემდეგ გავარკვევთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:30, 5 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

კი ბატონო მაგაში გეთანხმები უნდა ერქვას კატეგორია:პერსონალური თამაშები. მაშინ ამ შემთხვევაში ბევრი კატეგორია არასწორად არის განთავსებული კატეგორია:კომპიუტერულ თამაშებში,მაგალითად, ვიდეო თამაშების ჟანრები,მექნიზმები, მწარმოებლები,დიზაინერები და ა.შ. მაგ კატეგორიაში, მხოლოდ თამაშები უნდა იყოს. მაგან შემიყვანა შეცდომაში--Gobrona 19:41, 5 იანვარი 2016 (UTC)

@Gobrona: ჰო ეგ შემორჩენილი შეცდომის ბრალია. გასწორდება, პრობლემა არ არის. შედიხარ კატეგორიაში "კომპიუტერის თამაშები" და შიგნით მოთავსებულ ყველა კატეგორიაში ასწორებ კატეგორიას, მეტი არაფერია. "კატეგორია:პერსონალური თამაშები" არა, "კატეგორია:პერსონალური კომპიუტერის თამაშები". თუ ვერ რისკავ, მე გავაკეთებ ხვალ. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:46, 5 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

კი გავრისკავ, მაგრამ არ ვიცი სახელი, როგორ უნდა გადავარქვა კატეგორიას :)) დანარჩენს რაც შეეხება ყველაფერს დავალაგებ მის ადგილზე!--Gobrona 19:49, 5 იანვარი 2016 (UTC)

@Gobrona: - მოკლედ, ნახე - კატეგორია:კომპიუტერული თამაშები. აქ ძალიან ბევრი სტატიაა ახლა და ბევრი კატეგორიაც. რომ არ იწვალო - ხვალ პირველ რიგში, რობოტს გავუშვებ, ყველაფერს ავტომატურ რეჟიმში შეუცვლის კატეგორიებს, ისე, რომ ყველაფერი, რასაც მანდ ხედავ, კატეგორია:კომპიუტერული თამაშები-ს მაგივრად, აღმოჩნდება კატეგორია:პერსონალური კომპიუტერის თამაშები (ვინაიდან ამ ფორმატის თამაშებზეა საუბარი). ინტერვიკისაც შევუცვლი, მაგაზეც არ იდარდო. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:53, 5 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

წვალებით არ ვიწვალებდი, უბრალოდ კატეგორიის სახელის შეცვლა რომ ვიცოდე ყველაფერს დამოუკიდებლად ვიზამდი!--Gobrona 19:59, 5 იანვარი 2016 (UTC)

@Gobrona:   გაკეთდა ყველაფერი ამიერიდან არის კატეგორიაში კატეგორია:პერსონალური კომპიუტერული თამაშები. მიეთითა ინტერვიკიც. ცარიელი კატეგორიები წაიშლება. ამასთან - არსებობს თარგი:ესკიზი-ვიდეო თამაში. ადრე მანამდე ეს თარგი იყო უბრალოდ "ესკიზი თამაში". თარგი ჩასმულია როგორც ზოგადად ვიდეო, ასევე პერს. კომპ. თამაშების სტატიებში.

ჰო კიდევ, რატომ კატეგორია:პერსონალური კომპიუტერული თამაშები? იმიტომ, რომ გვაქვს პერსონალური კომპიუტერული თამაში. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:02, 6 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

კაი ბატონო, ეს კარგია, მაგრამ ეს თითქმის ყველა კატეგორია რაც არის მასში უადგილოა და ამოსაღებია და კიდევ ბევრ კატეგორიას არასწორად აქვს მითიტებული სახელები, მაგალითად კომპიუტერული თამაშების პერსონაჟები - მწარმოებლები, ჟანრები, როცა უნდა იყოს ვიდეო თამაშების მწარმოებლები, ვიდეო თამაშის პერსონაჟები და ა.შ.--Gobrona 10:07, 6 იანვარი 2016 (UTC)

@Gobrona: მივხედავ მაგას. ჯერ ასე მოვაქციე, დანარჩენს მივაყოლებ. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:09, 6 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

გასაგებია. ისე მე თუ მაქვს უფლება არასწორად დასათაურებულ კატეგორიებს სახელები შევუცვალო?--Gobrona 10:12, 6 იანვარი 2016 (UTC)

@Gobrona: უფლება ისეთივე გაქვს, როგორც ნებისმიერი სხვა სტატიის შექმნის, ამაზე როგორ დაფიქრდი საერთოდ? :) ძალიან მარტივად გაკეთდა ეგ ყველაფერი.

მაგალითად, მაქვს კატეგორია "კატეგორია:ზაზას ნივთები". უეცრად დადგინდა, რომ ნივთები ზურასია და ზაზას ნივთებში მოქცეული სტატიების კატეგორიები უნდა გადასწორდეს. შევდივარ თითო სტატიაში ან ქვეკატეგორიაში, რომელიც მოთავსებულია "ზაზას ნივთებში" და "კატეგორია:ზაზას ნივთების" მაგივრად ვუწერ "კატეგორია:ზურას ნივთები". მერე შევდივარ ინტერვიკიში (Wikidata-ში), ვასწორებ ინტერვიკის "ზაზას ნივთებიდან" "ზურას ნივთებზე". თითქმის მზად არის.

ვუბრუნდები ზაზას ნივთების კატეგორიას და რეფრეშის შემდეგ ვხედავ, რომ კატეგორია უკვე ცარიელია. ამიტომ ვარედაქტირებ მას და ვუწერ {{წასაშლელი|ცარიელია}}. რედაქტირების ფანჯრის ქვედა არეში კი ვხედავ, რომ წერია - "ვიკიფიცირება, გაფორმება, სტილი" და ა.შ. - ცისფერი ღილაკები. ვაჭერ ღილაკს "წასაშლელი" და რეზიუმეს ველში (იხ. ვიკიპედია:რეზიუმე) ჩნდება "გვერდი წასაშლელია". მორჩა. ვინახავ კატეგორიას და ჩემს საქმეს მივხედავ. ადმინისტრატორი ნახავს ცარიელ კატეგორიას და წაშლის.

დააკვირდი, რომ კატეგორიების გადარქმევა არ ხდება, ტექნიკურად ეს არ გამოდის. ხდება მხოლოდ მათი ჩანაცვლება სხვა კატეგორიებით. ხოლო სტატიები/თარგები შეგვიძლია გადავიტანოთ სხვა სახელზე. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:19, 6 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

ალუდა ქეთელაური

რედაქტირება

სალამი, უღრმესი მადლობა სტატიაში შეცდომის გასწორებისათვის. მინდა გითხრა რომ რედაქტირებსი კონფლიქტში მოვყევი შენს ცვლილებასთან. სჯობს სხვა დროს გაითვალისწინო და იმავე წუთე სტატიას ნუ დამირედაქტირებ, ერთი ასოს ჩასამატებლად {{subst:L}}-ს ნუ ჩამასმევინებ. მადლობა კიდევ ერთხელ შესწორებისათვის. --ჯაბა 1977 18:30, 7 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

AWB

რედაქტირება

ჰენრი, სალამი. ხომ არ იცი AWB-ს საშუალებით თარგები როგორ წავშალო კონკრეტულ სტატიაში?--George.G განხილვაწვლილი 09:30, 9 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

შეხვედრა

რედაქტირება

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები — ვიცი არ მოხვალ, მაგრამ მაინც. ცდა ბედის მონახევრეაო.--ცანგალა () 17:33, 24 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

showrunner

რედაქტირება

ჰეი, მერე დამავიწყდება, ამიტომ ახლავე გკითხავ. შემთხვევით სიტყვა showrunner ხომ არ გითარგმნია რომელიმე სტატიისთვის? რუსებს პირდაპირ Шоураннер აქვთ აღებული, ქართულადაც არაფერი მსგავსი არ მაფიქრდება.--Tornike   20:33, 31 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

ukacravad posti saertod ar midevs da raze laparakobt?

Винный подъём

რედაქტირება

Доброго дня! Просьба посмотреть статью в Русской Вики - Винный подъём. Есть ли материал в Грузинской Вики?--Bogdanov-62 განხილვაწვლილი 01:47, 22 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

Мост Метехи

რედაქტირება

Доброго дня! Не есть ли статья ვირის ხიდი как раз рассказом о мосте Метехи?--Bogdanov-62 განხილვაწვლილი 10:44, 22 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

ეს მასალა მომზადებულია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში და გადმოკოპირებული არაა, პირიქით თუ სადმე შეგხვდათ შეიძლება ჩვენი ყოფილი გვერდიდან (folკ.ge)იყოს აღებული, რომელიც სამწუხაროდ აღარ არსებობს.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნანაკა (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

Грузинским языком не владею :-( --Bogdanov-62 განხილვაწვლილი 22:12, 26 მარტი 2016 (UTC)პასუხი

Category:Photographs by Annemarie Schwarzenbach - Georgia

რედაქტირება

Hi Henry, could you help with categorizing some of the photos in this category beside the churches? Would be nice to get some help of the locals. --Arnd განხილვაწვლილი 10:57, 3 ნოემბერი 2017 (UTC)პასუხი

გთხოვთ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ

რედაქტირება

მოგესალმებით,

გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია თემაში განხილვა:იბერიის სამეფო.

დიდი მადლობა.

ru:Главы краев Грузии (Governors regions of Georgia)

რედაქტირება
Добрый день! Можете написать в Грузинской Википедии такую статью? Также прошу помочь в заполнение списка.
Good morning! Could you write article about List of governors regions of Georgia in Georgian wikipedia? And add information to the same article in Russian wikipedia?--Kaiyr განხილვაწვლილი 07:29, 18 მაისი 2018 (UTC)პასუხი

Privet mzad var vitamasho

გთხოვთ შეამოწმოთ

რედაქტირება

კროსვორდი

--ჯეო განხილვაწვლილი 16:04, 21 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია

რედაქტირება

https://ka.wikipedia.org/wiki/ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#გამოკითხვა --ჯეო განხილვაწვლილი 13:28, 10 თებერვალი 2019 (UTC)პასუხი

მილიგრამი (ჯგუფი) ჩემი პირველი სტატიაა რაიმე მუსიკალური ჯგუფის შესახებ, თქვენი აზრი მაინტერესებს, შემიფასეთ--მიხეილი-ჯეო განხილვაწვლილი 11:53, 23 მარტი 2019 (UTC)პასუხი

განხილვა გაწევრიანებასთან დაკავშირებით

რედაქტირება

როგორ უნდა მოვიპოვო ანკეტა რომ სევძლო გაწევრიანებაწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.43.224.250 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .