მომხმარებლის განხილვა:Henry McClean/არქივი 20

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Nemo bis თემაში Translating the interface in your language, we need your help

ადმინისტრატორი

რედაქტირება

ჰენრი, გილოცავ! დღეიდან ადმინისტრატორი ხარ! შეუდექი საქმიანობას და გისურვებ წარმატებას! მჯერა, ამ სტატუსით ქართულეონვან ვიკიპედიას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტან! — Mikheil მიწერა 09:39, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

დიდი იმედი მაქვს, მიხეილ. როგორც ცვლილებების სწრაფი გაუქმების ფუნქციამ და შემოწმებამ მომცა წვლილის შეტანის საშუალება, ახალი ფუნქციაც დამეხმარება ოპერატიულ მუშაობაში. იმედი მაქვს, გარკვეულ სიახლეებს შემოიტანს ჩემი ასეთი სახით მუშაობა. --Henry (მომწერეთ) 09:40, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

გილოცავ, ჰენრი. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ადმინობა მომხმარებლის დამსახურებაა მისი ერთგულებისთვის და არა რაღაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის დაკისრება მასზე, შესაბამისად ჩემი გადმოსახედიდან უაზრობა იმის კითხვა, თუ რას შემატებს ახალი ადმინი ვიკიპედიას. თუმცა, შენს შემთხვევაში, ვეთანხმები მიხეილს, მეც მჯერა, რომ ეს სტატუსი არა მარტო შენ მოგიტანს სარგებელს დამსახურებულად, არამედ ვიკიპედიასაც — შენზე ფხიზელი ვანდალთმმუსვრელი არ გვყავს და მიტომ! : )) Deu. 10:06, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი
მადლობა, დათო! :) --Henry (მომწერეთ) 10:08, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

ჰენრი, გულწრფელად გილოცავ, დარწმუნებული ვარ ქართულ ვიკიპედიას მხოლოდ კარგს მოუტანს შენი ადმინისტრატორობა. წარმატებები. --JABA 1977 14:24, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა ჯაბა. გახსოვს ერთხელ მოიწონე კიდეც, რომ უარი ვთქვი ადმინისტრატორის ფუნქციაზე. მაშინ სხვა მიზეზები მქონდა, უბრალოდ ახლა ვგრძნობ, რომ გამოვადგები ამ სახით ვიკიპედიას. :) --Henry (მომწერეთ) 14:34, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

მე შენს გადაწყვეტილებას პატივი ვეცი მაშინაც და ახლაც მითუმეტეს. :) --JABA 1977 14:51, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

P. S. ბირთვული ომის პერიოდი დადგა ჰენრი?   --JABA 1977 14:53, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

ხოლმე ისეთი დღეები არის, უსაქმურების ისეთი შემოსევაა, მაგას მირჩევნია, ბირთვული ამიფეთქონ ცხვირწინ :) --Henry (მომწერეთ) 14:55, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

გილოცავ, ჰენრი!  G.G. 18:02, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

გილოცავ ჰენრი. მიხარია შენი გაადმინება. :-) – BruTe () 19:03, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი
გილოცავ, წარმატებები ახალ პოსტზე! :) სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს  --შოთა [UT] 19:07, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი
ადმინ გილოცავ   ოღონდ ეხლა ახალი მომხმარებლები არ დამიჩაგრო  --დათო1010   19:38, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი
გილოცავ ჰენრი! იმედია ვიკიპედიას შენნაირი ბევრი ადმინი შემოემატება  --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 13:08, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა ყველას :) --Henry (მომწერეთ) 13:14, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობა ჰენრი დიდი ხნის შემდეგ! გილოცავ გაადმინებას! წარმატებას გისურვებ! - ოთოჯი განხილვა 16:41, 24 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

სტატისტიკა

რედაქტირება

ჰენრი თუ შეიძლება ეს გვერდი შექმენი რათა შენი ადმინის წვლილი დაფიქსირდეს სტატისტიკაში. მაგ გვერდზე არაფერი არ ჩაწერო უბრალოდ ცარიელი დაამახსოვრებინე--დათო1010   13:40, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

  გაკეთდა მადლობა! --Henry (მომწერეთ) 13:42, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

პირადი გვერდი

რედაქტირება

გამარჯობა, ჰენრი. ხომ არ ფიქრობ, რომ შენ პირად გვერდზე ამ ბმულზე უფრო კომპედენტური ეს ბმული იქნებოდა? ან საერთოდ რომ მოგეშორებინა, მგონი გარკვეულია ეგ საკითხი უკვე. :) — G.G. 15:08, 29 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

ეგ კი, გიორგი, უბრალოდ ვრცელი დისკუსიაც მინდოდა. უფრო სწორად, ალტერნატიული. --Henry (მომწერეთ) 15:17, 29 ოქტომბერი 2014 (UTC)პასუხი

თუ რედაქტირება არ მოგწონთ ისევე დეტალებში დაწერეთ თქვენ თვითონ ტექსტი როგორც ეს სხვა ენოვან სტატიებშია. ეს ტექსტი სრულყოფილი არ არის და კარიერაში გარდაცვალების დეტალებს რა ესაქმება ეს საერთოდ ვერ გავიგე. მე ვეცადე ყველაფერი მეთქვა და შესწორებებიც მქონდა ტექსტში. ასევე მინდა გითხრათ რომ ბოლო იფორმაციები არცერთ ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ წერია. მე თვითონ ვთარგმნე ესპანურენოვანი სტატიებიდან... წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Rezu.ka (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ენის სტილის თუ არ შეეფერებოდა თქვენ თვითონ გაგესწორებინათ. ბევრ ადამიანს უკითხავს მის შესახებ. რომლებიც იმფორმაციის სიმწირის გამო იწუნებენ სტატიას. აბა მე ვინმეს საწინააღმდეგო კიარ მაქვს რაიმე ან ჯიბრზე კიარ ვაკეთებ რამეს... წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Rezu.ka (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

The Voice

რედაქტირება

ჰენრი ახლა შევამჩნიე ერთი შეცდომა მაქვს. The Voice-ის მეორე სეზონის სტატიის სათაური შესაცვლელია. უნდა იყოს The Voice (აშშ, სეზონი 2) და არა The Voice (აშშ), სეზონი 2.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 13:08, 1 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

საავტორო უფლებები

რედაქტირება

სალამი, არ ვიცი ღირს თუ არა ამ თემის აქ გახსნა,მაგრამ მაინც, მაინტერესებს როგორ ავტვირთო ისტორიული რუქები და ა.შ.ფაილები (წიგნებიდან ან ინტერნეტ-რესურსებიდან) ისე, რომ არ დაირღვეს პროექტის წესები.MeMatiane განხილვაწვლილი 16:53, 3 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

ბლოკირება

რედაქტირება

ჰენრი, როცა სახელის გამო ბლოკავ მომხმარებელს, არ მონიშნო ხოლმე არც ერთი ველი, ანუ ნუ უბლოკავ აიპის და ანგარიშის ხელახლა შექმნას. — Mikheil მიწერა 11:56, 5 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

ჰო, სულ დამავიწყდა :( --Henry (მომწერეთ) 12:00, 5 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობა Juventus Club Georgia რატომ დაიბლოკა? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა იუვენტუსი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

სტატია

რედაქტირება

ვითომ სტილისტურად გასწორებული შენივე სტატია რატომ გამიუქმე Henry ?! ადმინს როგორ ეკადრება რამე შეუსწორონ (ამის მეტი კი არაფერი მისწავლია) ... უსამართლობაა ამდენი ვიწვალე შენი შეცდომების შესწორებაზე და ეს არც სცხვენია ისე შლის! ამ უსამართლობას ადმინი ჰყაავს?! ვინ მიხედავს ამ ყველაფერს ?????? --Natia24 განხილვაწვლილი 19:17, 7 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

Natia24, დავიწყოთ ამით - მე შენობით არ დამიწყია ჯერ თქვენთან საუბარი. შემდეგ - სტატიების რედაქტირების ხარისხის აღნიშვნამდე, ისწავლეთ, სად რა და როგორ იწერება მომხმარებლების განხილვებში - სადღაც შუა განხილვაში ნუ მიტოვებთ ნაწერებს, გეთაყვა.

თქვენს რედაქტირებაში სიტყვები -

  • რამდენჯერმე (ეს შეცდომაა - სწორია 'რამდენიმეჯერ');
  • გარშეომ (ვერ გაიგებ რა არის, არა და მანამდეც შეცდომა იყო - გარშეომი - შეცდომიდან შეცდომაზე გადაასწორეთ?)
  • სერიალისათვის (-სთვის იწერება და -სათვის გამოიყენება იშვიათად, ჟღერადობისთვის. აქ უკვე დიდი ხანია მსგავს დაბოლოებებს ვარედაქტირებთ, მეც და ჩემი კოლეგებიც).

გარდა ამისა, სრულიად უადგილო რედაქტირება - გადახედეთ თქვენს და ჩემს ვარიანტებს - შეგიძლიათ ერთი წამით წარმოიდგინოთ, რა ჟღერადობაა ეს იქს-ადამიანი-თა? საერთოდ რას ნიშნავს? ხომ ეწერა გარკვევით თქვენამდე 'იქს-ადამიანთა'?

და ამას უწოდებთ უსამართლობას? გარდა ამისა - მე იქ ყველაფერი არ გამიუქმებია. რაც სწორი იყო - დამოწმდა. მეტი ყურადღებით წერეთ და მაშინ ადმინისტრატორიც თუ უბრალო მომხმარებელიც აღარ გაგიუქმებთ ნაწერებს. --Henry (მომწერეთ) 19:43, 7 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

სტატია

რედაქტირება

გამარჯობათ, არ ვიცი ზუსტად აქ უნდა გთხოვოთ ეს თუ არა, მაგრამ შეგიძლიათ ეს გვერდი შეამოწმოთ? სტოკ სიტი ეხლახანს მოვრჩი ახალი რაღაცეების ჩასწორებას. მადლობთ წინასწარ --Basraako განხილვაწვლილი 12:43, 10 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

დამოწმდა, კოუტსის გვარის ჩასწორებით. --Henry (მომწერეთ) 12:53, 10 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

შესწორებები განხილვის გვერდზე

რედაქტირება

სალამი ჰენრი. მგონი ზედმეტია შენი ბოტით განხილვის გვერდებზე გრამატიკული შეცდომების გასწორება. სტატიების წერისგან განსხვავებით, განხილვის გვერდებზე არავინაა ვალდებული, უშეცდომოთ წეროს. :) ოფიციალური პოლიტიკაც ამას გვეუბნება. – BruTe () 13:44, 10 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

ვიცოდი, რომ ვიღაც მომწერდა. სამწუხაროდ, საკმაოდ რთული რამ არის ტექნიკურად. როდესაც შემიძლია, სიიდან ვშლი განხილვის გვერდებს (სხვათა შორის, ფაქტობრივად ყოველთვის), მაგრამ პრობლემაა, რომ როდესაც ეძებს ამ გვერდებს, ერთად არ აჯგუფებს, ამიტომ, სიტყვაზე, 500 გვერდიანის სიის ჩასკროლვა და ამოშლა ძალიან რთულია. საქმე ისიც არის, რომ მე მხოლოდ ერთ კატეგორიაში არ ვეძებ - სხვადასხვა თემატიკის გვერდებს ყრის. არც კი ვიცი, ეს როგორც გადაწყვიტო, თორემ განხილვის გვერდები ბლომად ამომიშლია task-ებიდან. --Henry (მომწერეთ) 13:56, 10 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

გასაგებია. AWB-ში მგონი შეიძლება მხოლოდ მითითებულ სახელთა სივრცეებში ეძებოს პროგრამამ. ვცდები? :) – BruTe () 14:07, 10 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი
აი თუ აქვს, ვნახავ, იმიტომ, რომ ადრე ვერ ვიპოვე და თუ აქვს, გამოვრიცხავ. მაგრამ ერთი პრობლემა მანდაც არის - wiki search აღარ მუშაობს (მერამდენე ვერსიაა უკვე). უნდა მივწერო მაგათ და ვკითხო, რატომ. ამის გამო AWB-ს შიდა google search-ით მიწევს კეთება. რა არ ვცადე და მაინც არ მოქმედებს, არ ვიცი, რატომ. 0 შედეგს მაძლევს, როდესა თავად ვიკიპედიაში ბლომად შედეგს ყრის. --Henry (მომწერეთ) 14:24, 10 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა

რედაქტირება

დიდი მადლობა. მე სანამ შევძლებ გავაგრძელებ. უბრალოდ მაინტერესებს. GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:17, 12 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

ნაწყვეტები

რედაქტირება

გამარჯობა ბატონო. მე ვიცი რომ ვიკიპედია არის ენციკლოპედია და არ არის ბლოგივით. მაგრამ ისინი რომ მე დავწერე ყურანის სტატიაში, არიან ყურანის ქართული თარგმანში და მათ აქვთ წყარო. გთხოვთ ნება მომეცით ის იყოს სტატიაში, ვპირობ რომ აღარ დავამატებ რამეს. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Γεωργός (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

კარგი.

მაშინ მე მხოლოდ იმის დასაწყისს დავამატებ გეთაყვა დაანებეთ იყოს. და სხვა წინადადებებს დავწერ ვიკიციტატაში.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Γεωργός (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

ვერსიის წაშლა

რედაქტირება

ჰენრი რაღაც მინდა გთხოვო. სტატიაში ვანდალური ცვლილების ვერსიას როცა მალავ მხოლოდ შეცვლილი ტექსტი წაშალე, ხოლო ავტორი დატოვე რადგან სურვილის შემთხვევაში ადმინისტრატორმა მისი ხილვა შეძლოს. თუ ასე არ გააკეთებ მერე ეგ ცვლილება საერთოდ იშლება და ნახვა შეუძლებელი ხდება--დათო1010   17:11, 16 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

კარგი, ეგრე გავაკეთებ, კარგი ქენი, რომ ამიხსენი ეგ ფუნქცია. --Henry (მომწერეთ) 17:21, 16 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

თარგი:ფარაონები

რედაქტირება

ჰენრი გამარჯობა. თარგ:ფარაონებში შენი ცვლილების შემდეგ სტატიებში თარგი აღარ იკეცება და ძალზედ არაესთეტიკურად ჩანს. მანამდე სტატიებში იკეცებოდა, ხოლო თარგის ხილვის დროს არ იკეცებოდა. ხომ არ აჯობებდა ძველ ვერსიაზე დაბრუნება? --JABA 1977 04:19, 17 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

ძველშია არაა საქმე. ოდნავ თარგების კეთებაში ჩაგრთავ - ჩაუწერე მდგომარეობის მნიშვნელობაში (ანუ ტოლობის ნიშნის შემდეგ) collapsed (დამატებითი სიმბოლოების გარეშე) და იქნება დაკეცილი. შეიძლება, ეგრევე არ აისახოს, მაგრამ მოგვიანებით გააკეთებს. :) state საერთოდ არ უნდა ეწეროს, ნათარგმნია ეგ პარამეტრი დიდი ხანია და გამოდის, რომ მაინც უფუნცქციოდ იყო თარგი - საქმეს არ აკეთებდა. საერთოდ, მე რაც ჩავუწერე, ეგ თავად განსაზღვრავს, დაკეცოს თუ გაშალოს, სტატიის სიგრძეს გააჩნია. მაგრამ თუ ასე მიგაჩნია სწორად, პრობლემა არ არის, ჩაუწერე რაც გიჩვენე. --Henry (მომწერეთ) 07:55, 17 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

ჰენრი სიმართლე გითხრა საქმეს ახლა არ აკეთებს ეგ თარგი. სანამ ცვლილებას შეიტანდი მანამდე იკეცებოდა სტატიებში, ხოლო უშუალოდ თარგის ხილვის დროს არ იკეცებოდა. ამჟამად არ იკეცება არც სტატიებში და არც თარგის ხილვისას. მე შენს კომპეტენციაში არ შემაქვს ეჭვი, პირიქით, შენაირები გვიმრავლოს ღმერთმა. მე უბრალოდ ის ფაქტი არ მომეწონა, რომ სტატიებში არ იკეცება. --JABA 1977 13:33, 17 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

მგონი, ამუშავდა. ყველა სტატიაში ავტომატურად დაკეცილი უნდა იყოს. აბა ნახე.--Henry (მომწერეთ) 17:28, 17 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

ჰენრი, |state = collapsed-სა და |state = <includeonly>collapsed</includeonly>-ს შორის ერთი სხვაობაა: პირველის დროს თარგი ყოველთვის დაკეცილია, მეორეს შემთხვევაში კი უშუალოდ თარგის გვერდზე ღიაა (რაც კომფორტულია სამუშაოდ), ხოლო სტატიებში — დაკეცილი. როგორც მივხვდი, ჯაბას სწორედ ეს სურს.--შოთა [UT] 17:34, 17 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

კი შოთა სწორედ ეგ მინდა, მაგრამ ახლა უკვე თარგის ხილვის დროსაც აკეცილია. :( --JABA 1977 17:36, 17 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

ცოტა კუსტარულად გამომივიდა, მაგრამ მგონი გავაკეთე. დეფოლტის შეცვლის უკეთესი მეთოდიც იარსებებს ალბათ--Tornike   19:27, 17 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

5-ლარიანი

რედაქტირება

ჰენრი, გამარჯობა. ეს ცვლილება ჩემი იყო, უბრალოდ არ ვიყავი შემოსული. თუ კუთვნილებითი კომპოზიტის პირველი ნაწილი რიცხვითი სახელია, რომელიც ციფრით ან რაიმე სიმბოლოთი არის წარმოდგენილი, მომდევნო სახელს იგი დეფისით დაუკავშირდება: 5-ადგილიანი, X-უცნობიანი, 20-თეთრიანი და ა.შ.Nodar Kherkheulidze განხილვა 10:23, 22 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

მზადაა. სულ დამავიწყდა ეგ პრინციპიც. მადლობა შეხსენებისთვის, ნოდარ. --Henry (მომწერეთ) 10:29, 22 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

არაფრის  Nodar Kherkheulidze განხილვა 10:31, 22 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

რედაქტირება

ჰენრი, გამარჯობა! ალბათ შეცდომით წაგეშალა ? აღვადგინე მაინც. - ოთოჯი განხილვა 21:40, 25 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

აშკარად. მაგრამ როგორ ნეტა, კაი ერთხელ დამეჭირა სიტყვაზე, მაგრამ მერე შეტყობინება ხომ ამომიხტებოდა და მკითხავდა, მართლა მინდა თუ არა წაშლა...როდის წავშალე ზუსტად? --Henry (მომწერეთ) 21:47, 25 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

ახლა გამახსენდა, რა იყო...მოთხოვნილი გვერდი იყო და შეცდომით წავშალე რეალური გვერდი, იმის მაგივრად, გადამისამართება გამეკეთებინა...ეს როგორ მომივიდა :( --Henry (მომწერეთ) 21:49, 25 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

ეგ არაფერი, ხდება ხოლმე. შემთხვევით წავაწყდი, როდესაც გაწყვეტილ გადამისამართებას ვშლიდი :). ახლა რიგზეა ყველაფერი. - ოთოჯი განხილვა 07:50, 26 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

Underlinked

რედაქტირება

ჰენრი ეს Underlinked რა თარგია ამ სტატიაში რომ ჩაგისვამს?--დათო1010   18:24, 29 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

ბოტმა დაასკანერა და თავისით დატაგა. რას აკეთებს, ზუსტად არ ვიცი. უფრო ამის გამო გავაკეთე - კატეგორიის განხილვა:Pages using duplicate arguments in template calls. ანუ გადაუარა და მცირე ცვლილება შეიტანა, რის გამოც ავტომატურად განხილვაში წამოჭრილი პრობლემა გადაწყდა. საერთოდ კი, ეგ თარგი აღნიშნავს, რომ სტატიას ესაჭიროება მეტი ბმული სხვა სტატიებზე. --Henry (მომწერეთ) 18:27, 29 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

  გაკეთდა ამოღებულია ყველა სტატიიდან --Henry (მომწერეთ) 18:40, 29 ნოემბერი 2014 (UTC)პასუხი

დამირეკე

რედაქტირება

599 322 771 პაატა. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:07, 21 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

მე მგონია, ვხვდები, რას ეხება. მე ვერ ვისაუბრებ პრესასთან, ვინაიდან საერთოდ არაფერზე არასოდეს ვესაუბრები პრესას. --Henry (მომწერეთ) 16:15, 21 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

OK --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:11, 22 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი
@პაატა შ:, როგორ მოგვარდა ეს ამბავი? ხომ არ იცი, რა აინტერესებდა ჟურნალისტს? — Mikheil მიწერა 16:44, 22 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი
@Mikheil ვერანაირად, სამწუხაროდ არავინ იყო რომ დალაპარაკებოდა. კვირის პალიტრის ჰოლდინგი ჟურნალისტია შეეძლო დაეტრიალებინა ინფორმაცია მნიშვნელოვან გამოცემებში. ამით მინდოდა გვეპასუხა ბოლო დროს მომრავლებულ პრობლემებსა და უაზრო ბრალდებებზე. თუ შენ სეგიძლია დაელაპარაკო მომწერე შენი ნომერი და მივცემ. კიდევ როდის იქნება შესაძლებლობა არ ვიცი მრა ქონდეს მაინც. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:19, 23 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი
მე უკვე მიცემული მაქვს „კვირის პალიტრისთვის“ ინტერვიუ, რომელიც ვიკის დაბადების დღისთვის, 15 იანვრისკენ გამოქვეყნდება. — Mikheil მიწერა 11:03, 24 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა

რედაქტირება

დიდი მადლობა შენიშვნებისთვის და რჩევებისთვის. პატივისცემით --მრბოლელი განხილვაწვლილი 13:45, 31 დეკემბერი 2014 (UTC)მრბოლელიპასუხი

@მრბოლელი: არაფრის. ვიკიპედიის მომხმარებლები ყველაფერში დაგეხმარებიან. ტექსტის მარტივი ფორმატირების მაგალითები იხილეთ ამ გვერდზე - დახმარება:ტექსტის რედაქტირება (მარტივი). --Henry (მომწერეთ) 13:49, 31 დეკემბერი 2014 (UTC)პასუხი

ინფოდაფა

რედაქტირება

ჰენრი, გამარჯობა! მსახიობებთან მსახიობის ინფოდაფას პიროვნების ინფოდაფით რატომ ანაცვლებ ?. - OTOGI Messages 18:52, 3 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

პრინციპულ განსხვავებას ვერ ვხედავ და იმიტომ, ოთო (რასთან, ცოტა ქვემოთ წერია). ვაღიარებ, რომ ამით ინგლისურენოვანი სტატიებს პრინციპს ვიცავ, მაგრამ ეს ერთ-ერთია იმ დაფებიდან, რომელთაც ალტერნატივა აქვთ. მოკლედ - გიორგის (აიტიშნიკს) გავაკეთებინე დიდი ხნის წინ პიროვნების ინფოდაფაში ველები (7 დამატებითი არჩევითი ველი) .მაგალითად, ემა ბანტონი არა მხოლოდ მომღერალია. იგივე ეხება მადონას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ვრცელი, პიროვნების ინფოდაფის გამოყენება. ერთადერთი რაც მსახიობის და პიროვნების ინფოდაფებს განასხვავებს, ისაა, რომ არის ჯილდოების უკვე გამზადებული ველები. სხვა მხრივ პიროვნების ინფოდაფა იძლევა ბევრ სხვა ფუნქციას - თუნდაც დამატებითი ველების გამოყენების (მაგ. ალმა-მატერი, რელიგია და ა.შ.). მსახიობის ინფოდაფის გამოყენების მიზეზს, მას შემდეგ, რაც პიროვნების ინფოდაფამ შეითავსა ბევრი ფუნქცია, მე პირადად ვერ ვხედავ - გარდა განსხვავებული დიზაინისა. --Henry (მომწერეთ) 19:00, 3 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

კეთილი :). ფაქტია, რომ პიროვნების ინფოდაფა უფრო მრავლისმომცველია. ვიკითხე, რადგან მაინტრესებდა მსახიობის ინფოდაფის დანიშნულება. მაშინ პიროვნების ინფოდაფა გამოვიყენოთ ხოლმე. - OTOGI Messages 19:07, 3 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
ჰო, ყოველ შემთხვევაში, ბევრ სტატიაშია უკვეა. ბრიტანელი მსახიობების კატეგორია და ქართველების მთლიანად დავამუშავე, აგრეთვე კიდევ რამდენიმე - მაგალითები არის. საერთოდ, ჯილდოებისთვის არსებობს სექცია თავად სტატიებში, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, წინასწარ გავიმზადე ასეთი შაბლონიც - მომხმარებელი:Henry McClean/მსახიობი. ამიტომ პირდაპირ ვაკოპირებ. რაც შეეხება უკვე არსებულ სტატიებს - ვთქვათ, გვაქვს:
| აკადემიის ჯილდოები= [[ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის|საუკეთესო მსახიობი კაცი]]<br/>
1987 — ''[[უოლ სტრიტი (1987 წლის ფილმი)|უოლ სტრიტი]]''

მოვნიშნავ

| აკადემიის ჯილდოები=

და ჩავსვამ მის მაგივრად:

| სახელი1  =[[ოსკარი]]
| მოდული1 =

ან

| სახელი1  =[[ოსკარი|აკადემიის ჯილდო]]
| მოდული1 =

დაახლოებით ასე :) --Henry (მომწერეთ) 19:11, 3 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

გასაგებია, ჰენრი. მადლობა :). - OTOGI Messages 19:40, 3 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ვიკიშეხვედრა

რედაქტირება

Henry McClean გამარჯობა, კოლეგები-მეგობრები-ამხანაგები-ნაცნობების და ა. შ. გაცნობის სურვილი არ გაქვს? -ცანგალა () 14:12, 8 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ჰენრი, მეც ვფიქრობ, რომ დროა გაგვეცნო  Mikheil მიწერა 14:15, 8 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

მესმის თქვენი სურვილის, მაგრამ ვიკიპედიაში ხომ ყველას მუშაობის ინდივიდუალური პრინციპი მაქვს. თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზით, ყოველგვარი განმარტების გარეშე, არ მაქვს შეხვედრისკენ მისწრაფებები (თუ ასეთი მექნება, შემდეგი ან რომელიმე სხვა შეხვედრისას ნათლად განვაცხადებ, რომ გიერთდებით). ალბათ ის, რომ მშვიდად ვუზივარ და ვაკეთებ ჩემს საქმეს - ჩემი ინდივიდუალური სტილია (და იმედია, კონკრეტულად ვიკიპედიას არავის ვუშავებ იმით, რომ თბილისში მცხოვრები, არ მივისწრაფი კონკრეტული ფიზიკური შეხვედრებისკენ). --Henry (მომწერეთ) 14:20, 8 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ადმინის უცნაური პასუხია, მაგრამ პასუხისთვის მადლობა.--ცანგალა () 14:23, 8 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

მომხმარებელთა ჯგუფი „ვიკიმედია საქართველო“

რედაქტირება

გამარჯობა ჰენრი, მომავალში ხომ არ ფიქრობ ამ პროცესში ჩართვას? იმედია ფიქრობ და თუ ასეა, მოაწერე ხელი. :) – BruTe () 18:55, 14 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

მადლობა, თუ რაღაცნაირად მივხვდები, რომ შემიძლია მანდ ჩამოთვლილი ვალდებულებები საკუთარ თავზე ავიღო, ეგრევე ჩავემატები. Henry McClean განხილვაწვლილი 12:35, 15 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

თარგი:Orphan

რედაქტირება

ჰენრი, სალამი :) ახლა ვაპირებდი ამ თარგის სტატიებიდან ამოღებას (იხ. განხილვა) და აღმოვაჩინე, რომ ბოტით ჩაგისვამს რამდენიმე სტატიაში. არ არის ეს თარგი წასაშლელი?--SHOTHA [UT] 15:36, 24 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

მაგის წაშლის საკითხი ბოლომდე არ გარკვეულა. p.s. ბოტმა ჩასვა თავისით, ავტომატური ტეგების ფუნქცია ჰქონდა გააქტიურებული. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:44, 24 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

განხილვა უკვე რახანია გაჩერებულია, ახალს არავინ არაფერს წერს, ამიტომ სტატიებიდან ამოღება გადავწყვიტე. თუ თვლი, რომ საჭირო თარგია, ჩაერთე განხილვაში :)--SHOTHA [UT] 16:49, 24 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ამოვაშლევინე ბოტს ყველა სტატიიდან. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:14, 24 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

შენ გაიხარე :D--SHOTHA [UT] 17:17, 24 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

კითხვა

რედაქტირება

გამარჯობა. ახალშექმნილი გვერდი იგივე დასახელების სტატიებთან, სხვა ენებზე, როგორ მივაბა? ანუ ენების ჩამონათვალში ქართულიც რომ ჩანდეს. იქნებ მასწავლო ან დამეხმარო. --Ji sung 27 განხილვაწვლილი 18:42, 26 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

Статья იაროსლავ ევდოკიმოვი Шановний Henry McClean! ДЯКУЮ Вам за збереження моєї статті! (Спасибо Вам огромное за сохранение моей статьи!) Із великою щирою повагою до Вас, --Svitulja განხილვაწვლილი 15:42, 3 თებერვალი 2015 (UTC). (С уважением к Вам, --Svitulja განხილვაწვლილი 15:42, 3 თებერვალი 2015 (UTC)).პასუხი

რაიონი - სოფელი

რედაქტირება

ჰენრი გამარჯობა. ამ ბოლო დროს მე და მიშამ შევქმენით სტატიები ლორეს პროვინციის სოფლებზე, პატარა შეცდომა გაგვეპარა და იქნებ ბოტს ჩაასწორებინო. ინფოდაფის თავში ზის სიტყვა რაიონი, უნდა იყოს სოფელი. წინასწარ მადლობა. --JABA 1977 19:40, 3 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

  გაკეთდა - სადაც თავში ტოლობის შემდეგ ეწერა რაიონი, ჩაენაცვლა სოფელი. კონკრეტულად მაგ კატეგორიაში. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:47, 3 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა ჰენრი, ეგ მინდოდა მეც ზუსტად. --JABA 1977 19:53, 3 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

არაფრის. სწორედ ეს ბოლო საათია, ვამუშავებდი გრამატიკული შეცდომების კორექტირებაზე. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 20:00, 3 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

ვლად ცეპეში

რედაქტირება

ჰენრი გვაცალე რა, ადრეც ვისაუბრეთ ამ საკითხზე, ვასწავლი. --JABA 1977 19:09, 5 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

დავიწყოთ იქიდან, ჯაბა, რომ მე არ ვიცი, რომ ასწავლი, ვინაიდან შენს კომპიუტერში არ ვზივარ :) გარდა ამისა - სტატია მისი შექმნილი არ არის. ანუ ამ წამს შექმნილი რომ ყოფილიყო, დავაცდიდი დიდი ხანი. დღის განმავლობაში შემოიტანა სხვა სახელით და რამდენიმეჯერ წავუშალე. ახლა ჩაამატა იქ, სადაც საჭიროა და უბრალოდ გავასწორე სტრიქონები და სექციების სახელები. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:12, 5 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

უბრალოდ სანამ გაგაფრთხილეთ რომ ვასწავლი რედაქტირების კონფლიქტში მოვყევი. ახლა იცით და იმედია დამაცდით :) --JABA 1977 19:20, 5 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი
წარმატებები, ჯაბა. მისი კონტენტი ფრიად ხარისხიანია, ამიტომ, თუ აუხსნი პრინციპებს, კარგ საქმეს გააკეთებ. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:23, 5 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

მადლობა ჰენრი, არაფერი გეწყინოს. :)--JABA 1977 19:25, 5 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი


სად ხარ?

რედაქტირება

ჰენრი? — Mikheil მიწერა 15:54, 18 მარტი 2015 (UTC)პასუხი

Translating the interface in your language, we need your help

რედაქტირება
Hello Henry McClean, thanks for working on this wiki in your language. We updated the list of priority translations and I write you to let you know. The language used by this wiki (or by you in your preferences) needs about 100 translations or less in the priority list. You're almost done!
 
თარგმანების ყველა ვიკიში დასამატებლად ან შესაცვლელად, გთხოვთ გამოიყენოთ მედიავიკების ლოკალიზაციის პროექტი translatewiki.net.

Please register on translatewiki.net if you didn't yet and then help complete priority translations (make sure to select your language in the language selector). With a couple hours' work or less, you can make sure that nearly all visitors see the wiki interface fully translated. Nemo 14:07, 26 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

Henry McClean/არქივი 20-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.