Γεωργός
გამარჯობა, Γεωργός. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
ნაწყვეტები
რედაქტირებალიტ. ნაწარმოების ამხელა ნაწყვეტების გამოქვეყნება ვიკიპედიაში არ ხდება. ციტირება - კი ბატონო, მაგრამ ამხელა აბზაცებისთვის არსებობს საიტები და ბლოგები. --Henry (მომწერეთ) 12:31, 16 ნოემბერი 2014 (UTC)
ეს არის მთელი ტექსტები, რომლებიც არ იწერება ვიკიპედიაში - კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას. თუ რესურსებში ერთხელ არის მითითებული ყურანის ტექსტის ბმული (რესურსები ინტერნეტში), საკმარისია ესეც. იგივე ეხება ნებისმიერ სხვა წყაროს. ქრისტიანობასთან დაკავშირებული სტატიებიდანაც იქნა ამოშლილი აბზაცები და თუ ჯერ არ არის - ამოიშლება. ეს არის ზედმეტად დიდი აბზაცები. გარდა ამისა - ამხელა აბზაცები ნებადართულია ვიკიციტატებში. არსებობს ქართული ვიკიციტატაც. თუ ვცდები, კოლეგებმა შემისწორონ. მაგრამ რასაც ვწერ, ეფუძნება ჩვენს პრაქტიკას ვიკიპედიაში და არა საკუთარ მოთხოვნებს. --Henry (მომწერეთ) 12:52, 16 ნოემბერი 2014 (UTC)
გამარჯობა! მადლობელი ვარ თქვენი წვლილისთვის, თუმცა ისეთ პატარა სტატიაში როგორიცაა ფერეიდუნ-შაჰრი ბევრი სურათი არ ვარგა მაინცდამაინც. ვიკიპედია სურათების გალერეა არ არის. მესმის, რომ ეს სურათები ასახავს ქართულ რეალობას და მიხარია ასეთი წარწერების ხილვა, მაგრამ ვიკიპედიის სტატიები ამის გამო სურათების კრებული ვერ გახდება. 4-წინადადებიან სტატიებში ამდენი სურათი არ ვარგა. - OTOGI Messages 17:20, 22 ივნისი 2016 (UTC)
გამარჯობა.
კი ბატონო, მართალი ხართ, გეთანხმებით. სურათები ბევრია სტატიის ტექსტთან შედარებით. ამ სტატიის ვრცელად წერა შესაძლებელია, როგორც მისი სპარსული ვერსია.
ხელმოწერა
რედაქტირებაგამარჯობა, ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - . --Melberg მიწერა 12:43, 21 აგვისტო 2020 (UTC)
- გამარჯობა. კარგით.Γεωργός განხილვაწვლილი 15:01, 21 აგვისტო 2020 (UTC)
ტოპონიმების მართლწერა
რედაქტირებაგამარჯობა. ქართულ ენაში უცხოური ტოპონიმები, რომლებიც ორი ან მეტი ნაწილისაგან შედგებიან, იწერებიან დეფისით. ანუ მაგალითად, ნიუ-იორკი და არა ნიუ იორკი; დეფისი საჭირო არაა ისეთ ტოპონიმებში, რომლებიც ითარგმნება ან ქართულ „და“ კავშირს შეიცავს, მაგ., ანტიგუა და ბარბუდა (და არა „ანტიგუა-და-ბარბუდა“), ახალი ორლეანი (და არა „ახალი-ორლეანი“). ირანის შაჰრესტანებში ასეთი ხარვეზები გავასწორე. გიო ოქრო 14:11, 21 აგვისტო 2020 (UTC)
- გამარჯობა. კარგად, დიდი მადლობა.Γεωργός განხილვაწვლილი 15:01, 21 აგვისტო 2020 (UTC)
სპარსული ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები
რედაქტირებაგამარჯობა, ეს გამოგადგებათ - სპარსული ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები--Melberg მიწერა 15:39, 21 აგვისტო 2020 (UTC)
- გაგიმარჯოს. ძალიან დიდი მადლობა. კი სწორია იმის მიხედვით სახელები შევასწორე. სპარსულიც კარგად ვიცი. წინანდელ ვერსია ინგლისურის მიხედვით იყო დაწერილი და ძალიან ბევრი შეცდომა ჰქონდა.Γεωργός განხილვაწვლილი 15:50, 21 აგვისტო 2020 (UTC)