ფერეიდუნ-შაჰრი ან მარტყოფი (სპარს. فریدون‌شهر) — ქალაქი ირანში, ისპაჰანის ოსტანის დასავლეთ ნაწილში. ფერეიდუნ-შაჰრის რაიონის ცენტრი. მდებარეობს ზაგროსის ქედთან. ქალაქი არის ეთნიკური ქართველების (ფერეიდნელების) ერთ-ერთი დიდი სამოსახლო ფერეიდანში. მოსახლეობა საუბრობს ქართული ენის ფერეიდნულ კილოზე, ანუ ქართულ-სპარსულ დიალექტზე სპარსულთან ერთად.

ქალაქი
ფერეიდუნ-შაჰრი
فریدون‌شهر

ფერეიდუნ-შაჰრის ხედი თათაშვილის გორაკიდან
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
მუნიციპალიტეტი ისპაჰანის ოსტანი
კოორდინატები 32°56′16″ ჩ. გ. 50°07′00″ ა. გ. / 32.93778° ჩ. გ. 50.11667° ა. გ. / 32.93778; 50.11667
ცენტრის სიმაღლე 2,490[1]
ოფიციალური ენა სპარსული ენა
მოსახლეობა 13,475 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+3:30
სატელეფონო კოდი 0372
ოფიციალური საიტი http://www.fereydoonshahr.gov.ir
ფერეიდუნ-შაჰრი — ირანი
ფერეიდუნ-შაჰრი
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: