მომხმარებლის განხილვა:Henry McClean/არქივი 8

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Beneto9 თემაში multiple image

რა არის ვანდალიზმი

რედაქტირება

გამარჯობა, ჰენრი. გთხოვ, გაეცნო რა არის და რა არ არის ვანდალიზმი. ტესტირება არ უნდა ავურიოთ ვანდალიზმში. Deu. 17:41, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მოდი, დავით, არ გეწყინოს, მაგრამ ზედმეტად პანიკობ. მე აქ გუშინ არ მოვსულვარ. მე ყოველ ეგეთ აქტზე ვანდალს არ ვუწერ ადამიანს და ალბათ არ უნდა ავტეხოთ საქვეყნო ამბავი - მარტო იმის გამო, თუ შემეშლება და ამ აბდაუბდა Edittools-ში „ტესტის“ მაგივრად „სხვა რამეს“ დავაჭერ და არც მივაქცევ ყურადღებას თუ რა გავაკეთე. --H.McC. (მომწერეთ) 17:47, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ასეთი სათაურით სტატიის დამწერს ღიმილი და მადლობა ეკუთვნის? რაღაც არ ჩანდა, რომ ეგ ტესტს ატარებდა. --მიხეილ მიწერა 17:51, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
რა შუაშია პანიკა? უბრალოდ ეს არ იყო ვანდალიზმი. ეს იყო ან ტესტირება, ცდა: გამოვიდოდა თუ არა რამე. თუკი მაგ მომხმარებლის მიზნები უფრო შორს მიდის ვანდალიზმისაკენ, ამას გვიჩვენებს დროს და ვანდალის თარგის არ დააყოვნებს, ჯერ-ჯერობით კი ეს არ იყო ვანდალიზმი და ტყუილად რატომ მივწეროთ მასე და დავაშინოთ? ჯობია ჯერ წესებზე მივუთითოთ. Deu. 18:04, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ჰენრი, შენ თუ შეგეშალა, ძალიან ცუდი: ამ შეცდომების გამო მომხმარებელი არ უნდა გავაღიზიანოთ. ჩემგან პატარა შეხსენება, მაშინ როცა მე არ ვიცი შენ შეგეშალა თუ არა, რატომ უნდა აღიქვა პანიკად, ეს ვერ გავიგე და არ მომწონს   Deu. 18:07, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ჩვენში დარჩეს და რომელ გაღიზიანებაზეა საუბარი, ზოგი მომხმარებელი გაფრთხილებებსაც არ კითხულობს ხოლმე. პრაქტიკიდან გამომდინარე ვსაუბრობ. პანიკას რაც შეეხება - მე პანიკად იმის გამო აღვიქვი შენი ნაწერი, რომ კარგად იცი და გითქვამს, როდის და რა უნდა ჩავუსვათ. ბევრჯერ. ამიტომ ეს ყველაფერი ორჯერ ორია ჩვენთვის. არ ვიცი, შენ საერთოდ ხედავ ამას თუ არა, მაგრამ სწორედ ტესტის თარგს ვუგდებ ხოლმე, როდესაც ეგეთ რამეს აკეთებს - რა მოხდა, ამ ერთხელ სხვაგან მოვახვედრე კურსორი. რამე ისეთი რომ ყოფილიყო, რაზეც არასოდეს მსმენია, კიდევ ჰო, მაგრამ ვიცი ეს დარიგებები დიდი ხანია. --H.McC. (მომწერეთ) 18:12, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ხო, მოდი ნუ გავაიგივებთ ყველას, ზოგი კითხულობს :). ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი ვცადოთ. კარგი, გასაგებია. მაგრამ მე რა ვიცოდი, რომ შენ შეგეშალა :). პანიკა არაფერ შუაშია მაინც, მაგრამ კარგი, თუ გინდა დავარქვათ ამას პანიკა :). Deu. 18:16, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ჩასაფრებული ნამდვილად არ ვარ შენზე, რომ ვიცოდე რომელ აი-პის რომელ თარგს უსვამ ხოლმე, ასე რომ, თუ ესაა ჩემი დანაშაული, მაშინ იმედია მაპატიებ :)) Deu. 18:18, 5 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა

რედაქტირება

სალამი ჰენრი. ბოტს ხომ ამუშავებ? როცა მოიცლი, იქნებ ეს ჩაასწორო — [[ფლორა (მცენარეები)|ფლორა]] → [[ფლორა]]. წინასწარ მადლობა. --მიხეილ მიწერა 10:14, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ამ წამს ვამუშავებდი. და რომელ სტატიებში ჩავასწორო? ანუ რომელ კატეგორიაში. --H.McC. (მომწერეთ) 10:15, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ეგ სულ გამომრჩა, რომ კატეგორიის მიხედვით უნდა. კარგი მაშინ იყოს, ხელით ჩავასწორებ თანდათან, გაბნეულია სხვადასხვა კატეგორიის სტატიეში. --მიხეილ მიწერა 10:19, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
თეორიულად შეიძლება. უბრალოდ awb დიდ ხანს მოუნდება ფიქრს. :) შეიძლება სადღაც 1 საათი დასჭირდეს, რომ იპოვოს ყველა სტატია. პროგრამა გაიჭედება თუ არა, ეგეც საკითხავია. ცდა ბედის მონახევრეა ისე, მაგრამ თუ შედარებით ცოტა სტატიაშია, იქნებ ხელით ნახო. --H.McC. (მომწერეთ) 10:20, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
კაი, გაიხარე. ხელით ვიზამ მერე. --მიხეილ მიწერა 10:27, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
მიშა თუ წინააღმდეგი არ იქნები მე გავაკეტებ მაგას awb-თი--დათო1010   10:34, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

გაიხარე დათო! --მიხეილ მიწერა 11:15, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

იხილეთ

რედაქტირება

განხილვა:ნინო ვლადიმერის ასული ალექსი-მესხიშვილი. :) --ჯაბა ლაბაძე 15:26, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი


MDO

რედაქტირება

ალბათ გაგეცინება და შენს სფეროში შემოვიჭერი   თუ დრო გაქვს, იქნებ გადახედო და ინფოდაფასა და კატეგორიაში დამეხმარო. --მიხეილ მიწერა 19:15, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მე მგონია, გავაკეთე. თუ ცალკე სექციად შემადგენლობას დაწერ, ინფოდაფიდან დაილინკება ყოფილი წევრების სია :) --H.McC. (მომწერეთ) 19:22, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

უღრმესი მადლობა, გაიხარე. მგონი ეგ სექცია აღარაა საჭირო. --მიხეილ მიწერა 19:25, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
არაფრის. ჰო, დამეზარა უბრალოდ ყოფილი წევრების სახელ-გვარების ჩამოწერა. --H.McC. (მომწერეთ) 19:36, 8 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ბოტის შექმნა

რედაქტირება

გამარჯობა ჰენრი, ბოტის შექმნა მინდა და ხომ არ იცი რამე დამხმარე გვერდი ვიკიპედიაზე? (თუმდაც უცხოენოვანი). ბოდიში თუ გაწუხებ.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 21:43, 12 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ნიკა, რთული პროცესია ეგ საშინლად. მე მხოლოდ იმიტომ მომცეს რომ დიდი ხნის სტაჟი მაქვს და თან მასობრივ ოპერაციებს ვასრულებ. რაც შეეხება გზამკვლევს, არაფერი ეგეთი არ წამიკითხავს. უბრალოდ ვიცი რა სიტყვები რით ჩავანაცვლო და ეგაა. --H.McC. (მომწერეთ) 21:45, 12 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

კარგი, ბოდიში  .--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 21:48, 12 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
არა, რის ბოდიში :) ისე თუ სადმე მასობრივი ჩანაცვლება დასჭირდება რამეს, მომწერე. გააჩნია მასშტაბსაც, თუ ერთ კატეგორიაში იქნება, უკეთესი იქნება, იმიტომ რომ სანამ ბოტი მთელ ვიკიპედიას დაასკანირებს, ძალიან დიდი დრო გავა. --H.McC. (მომწერეთ) 21:49, 12 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
რაღაცა მასალები ვიპოვე და რომ ვეცადო და გამომივიდეს ბოტის ყოლის უფლება მააქვს? (ჯერ ტესტ ვიკიპედიაზე რომ გამოიცადოს და მერე სტატუსის მიღბაზე რომ უნდა განვაცხადო ვიცი).--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 21:55, 12 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ჰკითხე რომელიმე ადმინისტრატორს. მიხეილს მაგალითად. --H.McC. (მომწერეთ) 22:00, 12 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ბოტი

რედაქტირება

გამარჯობა ჰენრი, გთხოვ შენი ბოტი შეამოწმე, როგორც ჩანს რაღაც გაგეპარა. Too Much Monkey Business, Watching Rainbows, What You're Doing, What's the New Mary Jane – ესენი ვნახე და ალბათ სხვაგანაც იქნება გაპარული. – BruTe () 08:25, 13 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა

რედაქტირება

ჰენრი გამარჯობა. შენთან ერთი თხოვნა მაქვს. შეგიძლია ამიხსნა AWB-თი ახალი სტატიების შექმნა როგორ უნდა?--დათო1010   08:05, 24 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

სალამი, დათო. ვცდი აგიხსნა.

დალოგინებულზე ბოტს მიეცი 0 წამი (ალბათ, ეგრე დაგჭირდება ან თუ გინდა, ნუ მისცემ საერთოდ, რომ ყოველ სტატიაზე დამოწმება გაუკეთო).

გვერდზე სვეტში, სადაც სტატიების სიას აჩენს, ჩასვი შენი, წინასწარ შედგენილი სია - თითო ხაზზე თითო სტატიის სათაური, რა თქმა უნდა.

SKIP განყოფილებაში მიუთითე Exists.

MORE-ში ჩართე Prepend text და ჩაუწერე სტატიის შაბლონი, თავისი კატეგორიებით და ყველაფრით, რაც გინდა, რომ ჰქონდეს (ჩვეულებრივი ვიკიკოდით ვწერთ).

ძირითადად ეს არის, მაგრამ სხვათა შორის, Melberg-მა თავის დროზე ეგრე შექმნა ჭიანჭველების სტატიები (კარგად მახსოვს ის საღამო, აჭრელდა ვიკი   ). იქნებ მაგანაც გირჩიოს რამე. მე მერე ხელით მომიწია ბითლზის სიმღერებში რაღაცეების შეცვლა ან თუ 10-12 სიმღერა იყო ალბომში, AWB-თი სიტყვების ჩანაცვლება შესაბამისი სიტყვებით (ალბომის სახელწოდება, წელი). --H.McC. (მომწერეთ) 09:29, 24 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა ჯერ საცდელად გავაკეთებ რა გამოვა. ჩემი შედგენილი სია ტექსტურ ფაილად უნდა გავაკეთო ხო?--დათო1010   09:49, 24 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

სხვათა შორის, არის რაღაც მოდულები, რომლითაც შეგაქვს ტექსტური ფაილი და ისინი გეხმარებიანსავით, მაგრამ ნერვები არ მქონდა იმაში გარკვევის. აი აქ კი არ გჭირდება ტექსტური ფაილი - გვერდით რომ სიაა, იქ შეგიძლია ნებისმიერი ტექსტის ჩაკოპირება, ამიტომ უბრალოდ არსებული სია დააკოპირე და ჩასვი. --H.McC. (მომწერეთ) 09:57, 24 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უკვე მივხვდი და გავაკეთე კიდეც  . ერთადერთი რიცხვების გასწორება იქნება საჭირო--დათო1010   10:02, 24 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ჰო, ეგრეა. არაფრის   --H.McC. (მომწერეთ) 10:03, 24 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
დამავიწყდა დამემატებინა - მანდ Start-ში Summary-ში ჩაუწერე რამე სხვა, იმიტომ რომ ამჟამად აჩვენებს, რომ Clean up გაკეთდა (შექმნისას). არ ვიცი, ეგ უკვე შენ როგორც ისურვებ, უბრალოდ მახსოვს, რომ შექმნისას უნდა იწერებოდეს, რომ შეიქმნა, არა? --H.McC. (მომწერეთ) 10:19, 24 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ხო მართალი ხარ ეგ დამავიწყდა--დათო1010   10:33, 24 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ალო?

რედაქტირება

ე, ალო? ამდენი ნაშრომი, სანსკრიტიდან ქართულად ნათარგმნი მთელი პირველი თავი გიტასი აი ასე უბრალოდ გააუქმე აქ? ეგ რა ამბავში? თავისუფალი ენციკლოპედიაა თუ როგორ? ვინ ხარ? ვინმე დიქტატორი ან ქრისტიანი ხომ არა? --გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 23:47, 2 მაისი 2012 (UTC)პასუხი

პირველი - საუბრის ტონი გმართებთ გამართულად (მით უმეტეს, უცნობ ადამიანთან). მე მგონია, ბავშვები არ ვართ. მეორე - ენციკლოპედია ლიტერატურული ნაწარმოებების კრებული არ არის. იხ. მაგ სტატიის განხილვა და გარდა ამისა, რა არ არის ვიკიპედია --H.McC. (მომწერეთ) 23:50, 2 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ეს ბოლო დღეა ჩემი თქვენ "ვიკიპედიაში"

რედაქტირება

მე არ ვიცი, შენ რა ენებს ფლობ (ალბათ) ინგლისურის გარდა, რა ენებზე კითხულობ სტატიებს აქ და როგორ გესმის ვიკიპედიის - მე ბევრ ენაზე ბევრი ორიგინალური ტექსტი ან ტექსტიდან ამონაწერები წამიკითხავს სხვა ენებზე ვიკიპედიაში. სრული ტექსტები, პროგრამები, მთლიანი წიგნები, ცნობარები, ვიკიპედიელების მიერ განათლების, ინფორმირების მიზნით დადებული. არაფერი დაუშავდებოდა ქართულ ვიკიპედიას, ბჰაგავადგიტას პირველი თავი მაინც რომ ჰქონოდა მკითხველისთვის ამ უძველესი სიბრძნის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად. შემდგომი თავების თარგმანს და დადებასაც ვგეგმავდი. დღეს გადავიკითხე ჩემი ნაშრომი, ერთი ასო შევცვალე, არასწორად მეწერა. თქვენ, ახალბედა "ვიკიპედიელებმა", შეამჩნიეთ ეს და საერთოდ ამოიღეთ და მოსპეთ ჩემი ნაშრომი, რომელიც წლების განმავლობაში აქ იდო და, შესაძლებელია, ვინმე დააინტერესა, ინფორმაცია, ბიძგი მისცა. კარგი, თქვენი სიმართლე იყოს. გააგრძელეთ ასე. მოსპეთ სტალინივით და ჰიტლერივით, რაც თქვენ არ შეგიქმნიათ და თქვენ წარმოდგენებს ვერ შეესაფერება. --გ.ბრაუნ განხილვაწვლილი 00:45, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი

არ შემიძლია არ ჩავერთა თქვენს საუბარში. სწორი შენიშვნა მოგცეს ბრაუნ, ვიკიპედია ურთიერთთანამშრომლობაზეა აგებული, რასაც უპირველესად ისეთი მიმართვები აფუჭებს, როგორიც თქვენ ზემოთ გააკეთეთ. უპრობლემოდ შემეძლო დამებლოკეთ კიდეც, რადგან რელიგიური შეურაცხყოფა მიაყენეთ ადამიანს. ერთი პრობლემა გაქვთ — მეტიჩრობას ამჟღავნებთ, გგონიათ კარგს აკეთებთ, ამ დროს კი არ გინდათ გადახედოთ ელემენტარულ, რამდენიმეწინადადებიან განმარტებას, თუ რა არ არის ვიკიპედია. მეორეც, აშკარად მისამართი შეგეშალათ — „მე ბევრ ენაზე ბევრი ორიგინალური ტექსტი ან ტექსტიდან ამონაწერები წამიკითხავს სხვა ენებზე ვიკიპედიაში. სრული ტექსტები, პროგრამები, მთლიანი წიგნები, ცნობარები, ვიკიპედიელების მიერ განათლების, ინფორმირების მიზნით დადებული.“ — ეს მეგობარო ვიკიმედიის სხვა პროექტებია, ვიკიწიგნები, ვიკივერსიტეტი და ა. შ. --მიხეილ მიწერა 08:30, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ლანა დელ რეი

რედაქტირება

Henry McClean - სტატიაში ლანა დელ რეი თქვენს გააუქმეთ ტექსტს რომელიც ქონდა დამატებული მომხმარებელს : --92.51.75.179, კომენტარში გიწერიათ რომ საშინელი ენით ეწერა, რაშიც ვერ დაგეთანხმებით. ვფიქრობ რომ ტექსტი არ იყო წასაშლელი და სრულად აკმაყოფილებდა ვიკიპედიის სტანდარტებს. პატივისცემით, პაატა. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:27, 3 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ფილმოგრაფიის შესახებ

რედაქტირება

გაუ, ფეისბუქით შევიტყვე, რომ ეროვნული ფილმოგრაფია ვებ-გვერდი დახურვა სურთ. ამიტომ თუ სადმე გვაქვს მითითებული გვერდი გაუქმების შემდეგ ყურადღებით უნდა ვიყოთ და სტატიებიდან ამოღება მოგვიწევს.--ცანგალა () 16:53, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ჰო ცანგალა, მეც გავიგე ეგ. საიტზეც უწერიათ. ძალიან სამწუხარო ამბავია. ან მომავალში რით უნდა იარსებო. თუმცა დროის მანქანაც გვაქვს. მოკლედ, თუ გათიშავენ, მერე ხელით დავუვლი. --H.McC. (მომწერეთ) 17:06, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი

საშინელება ის არის, რომ როგორც სქოლიო ისე არის მითითებული. და სტატიები გაფუჭდება ალბათ.--ცანგალა () 17:18, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ანუ გამოდის, რომ ამოსაღები იქნება ref-ებიც. თავად სქოლიოს სექციები რომ დავტოვოთ? თუ მოიძიება რაღაც, ჩასმული იქნება წყაროს სახით და სქოლიოშიც გამოჩნდება. --H.McC. (მომწერეთ) 17:32, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ვიკიორდენი

რედაქტირება
  ადმინისტრატორის ვიკიორდენი
მინდა დავუშვა ყველანაირი, ალბათ ნებისმიერ ვიკიპედიაში გამონაკლისი შემთხვევა და ეს ორდენი მოგანიჭო. შენ ფაქტიურად უსტატუსო ადმინისტრატორი ხარ! სხვათა შორის, რაზეც ძალიან მწყდება გული. — მიხეილ მიწერა 21:45, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი

  რა უნდა ვთქვა აბა. უბრალოდ როდესაც შენთვის ვიკიპედია ხდება ვირტუალურად სამუშაო ადგილი, გრძნობ რომ ისეთი ადგილია, რომელიც არ უნდა დანაგვიანდეს და ცდილობ ამას ხელი შეუწყო. ალბათ ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი მადლობა, მიხეილ.   არ ვიცი სხვები ამას როგორ შეხედავენ, მაგრამ დავაკოპირებ ამ ორდენს მაინც, სადაც საჭიროა.   --H.McC. (მომწერეთ) 21:59, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მესმის შენი, ვერ წარმოიდგენ ისე კარგად   ვიცი რას ნიშნავს როცა სისხლსა და ხორცში გაქვს გამჯდარი ვიკის სიყვარული და რაც მთავარია, იდეა. სხვების აზრზე მეც ბევრი ვიფიქრე, მაგრამ მოდი ჩავთვალოთ, რომ ჩემი ბიუროკრატიული „უფლება“ გამოვიყენე   --მიხეილ მიწერა 22:04, 7 მაისი 2012 (UTC)პასუხი
რა თქმა უნდა, ეს ორდენი დამსახურებულია! Так держать, Henry!  G.G. 06:47, 8 მაისი 2012 (UTC)პასუხი

დალიდა

რედაქტირება

თუ გცალია, გადახედე რა   ამ სოლუნასტრას კი აღარ ვიცი რა მოვუხერხო... --მიხეილ მიწერა 16:58, 8 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მიხეილ, მე მგონია, რომ დასაბლოკია. მაგრამ არა 3 არამედ ნაკლები პერიოდით. ვთქვათ 2 დღით. რომ წაიკითხოს გასაგებად ყველაფერი. უბრალოდ ყველაფერს შეუძლებელია კუდში სდიო. არ ესმის ამ ხალხს, რომ კატეგორიების არჩასმა იგივეა რაც ბიბლიოთეკაში წიგნი მიიტანო და დააგდო სადღაც მაგიდაზე და არა თაროზე, ანბანის მიხედვით.

მეორე - ამ დაკოპირებულმა სტატიებმა უკვე დაგვღალა მგონია. თავისია თუ ვისია?--H.McC. (მომწერეთ) 17:00, 8 მაისი 2012 (UTC)პასუხი

არა, დალიდა მე დავწერე   რაღაც გაუგებრობა მოხდა, მე რედაქტირებაში ვიყავი შესული და შენც ამ დროს მიგიწერია. --მიხეილ მიწერა 17:02, 8 მაისი 2012 (UTC)პასუხი

იმასთან? :) ჰო, ჩემის ზევით დაიწერა მერე. --H.McC. (მომწერეთ) 17:03, 8 მაისი 2012 (UTC)პასუხი

დალიდა ნორმალურია, არაფერი სჭირს   --H.McC. (მომწერეთ) 17:03, 8 მაისი 2012 (UTC)პასუხი

გაიხარე. რახამც ასე მოხდა, კიდევ ერთი მსგავსი რედაქტირება და მერე მივხედავ. --მიხეილ მიწერა 17:05, 8 მაისი 2012 (UTC)პასუხი
პირდაპირ გადამრევს ეს კაცი! უხეში ნათქვამია, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი მახსენდება. არ მახსოვს მე ასეთი რამ. --მიხეილ მიწერა 21:03, 10 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ვიღაც ბავშვი რომ იყოს, კიდევ ჰო...არ გამიკვირდებოდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ უმცროსებისგან უფრო მეტი აქტიურობაა, ეს კი ასე საკუთარ თავთან არის ჩაკეტილი (ვირტუალურად), არ აქვს სხვებთან მუშაობის სურვილი... გეგონება ბიტლზი მაგის გარდა არავის მოსწონს და არ სურს დაეხმაროს. --H.McC. (მომწერეთ) 21:05, 10 მაისი 2012 (UTC)პასუხი

არ ვიცი რა, ცოტასაც ვუყურებ და თუ ისევ ისეთებში გადავიდა, ცოტა მეტ ხანს გამოვუწერ   --მიხეილ მიწერა 21:06, 10 მაისი 2012 (UTC)პასუხი

46 წლის კაცი (ახლა დავითვალე). ნეტავი როდის შეაწუხებს, რომ ასე ყოველგვარი კოლაბორაციონიზმის გარეშე ცდილობს საქმის გაკეთებას? --H.McC. (მომწერეთ) 21:08, 10 მაისი 2012 (UTC)პასუხი

შეიძლება არ იცის როგორ მოგვწეროს? მაგრამ მე ჩემს გვერდზე გარკვევით მიწერია „მომწერეთ ფოსტაზე“, როგორც წესი, ძალიან ბევრი მწერს ხოლმე, მაგრამ მას იქაც კი არ მოუწერია, ასე რომ, არ სურს, კაცია და გუნება. --მიხეილ მიწერა 21:11, 10 მაისი 2012 (UTC)პასუხი

შესაბამისად აისახება მისივე ვიკიპედიურ შემოქმედებაზე. რა ვქნათ, ეგრეა. --H.McC. (მომწერეთ) 21:13, 10 მაისი 2012 (UTC)პასუხი

რა დავარღვიე ვერ გავიგე და იქნებ ამიხსნათ რომ მომავალში გავითვალისწინო. მადლობა წინასწარ

პირადი გვერდი

რედაქტირება

ჰენრი, მე პირადად ასეთ გვერდებს აღარ წავშლი. როგორც ჩანს, მომხმარებელი იმას დაიწერს, რაც უნდა   --მიხეილ მიწერა 18:38, 15 მაისი 2012 (UTC)პასუხი

გიორგი ლაცაბიძე

რედაქტირება

Hello Dear Henry McClean: Would you be so kind to confirm a change for გიორგი ლაცაბიძე's page please? I have added a new photo today him with the President of Georgia Saakashvili. It would be nice if you don't mind helping me in confirming? Thanks a lot in advance! Sausa11 განხილვაწვლილი 20:22, 24 მაისი 2012 (UTC)პასუხი

Done and dusted.   --H.McC. (მომწერეთ) 20:33, 24 მაისი 2012 (UTC)პასუხი

THANKS SO MUCH!!!!   184.179.79.151 00:04, 25 მაისი 2012 (UTC)პასუხი

შუამიწეთის არტეფაქტების სია

რედაქტირება

ვერ მივხვდი თქვენი მინიშნების არსს. (Tato Iakobidze განხილვაწვლილი 17:11, 27 მაისი 2012 (UTC))პასუხი

შუამიწეთის არტეფაქტები

რედაქტირება

მე თუ მკითხავთ, „ვინგილოთე“ უფრო „ელფურად“ ჟღერს და მელოდიურია, ვიდრე „ვინგილოტე“.

aphrodisiacs sxva mnishvnelobac aqvs da roca dzebnashi miscem marto aphrodisiacs sxva rames amoagdebs unda ganarvhie ertmanetisgan sityva da ubralod smigera :)))) inglisurs wikipediaze masea calkea sityva romelsca tvaisi mnishvneloba a da calke simgera rokmelsac mitiebulia qvs rom es aris simgera da ara is stiyva.

Madman (სიმღერა)

რედაქტირება

ნახე რა გამოვიდა   Deu. 05:05, 3 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

უი დათო მადლობა, მეგონა, ყველას გადავხედე. ბითლზის სიმღერების სია რომ არის, მანდ თითქოს ყველა იყო ჩამოწერილი. ეტყობა, ეს გამომჩა. მოკლედ, გამოდის რომ ბითლზის სიმღერაა და კიდევ როლინგ სტოუნზის ალბომი მისახედი, ყველას ვაკეთებ ამჟამად   --H.McC. (მომწერეთ) 09:05, 3 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

შუამიწეთის არტეფაქტების სია

რედაქტირება

ჭკუას ნუ მასწავლით!!! თქვენ თავში არ მოგსვლიათ იმ სტატიის შექმნა, რომელსაც ახლა მე ვქმნი. ასე რომ, სტატიის რედაქტორი მე ვარ და იგი მე მეკუთვნის. რაც შეეხება თქვენს მიერ მოცემულ შენიშვნას, თარგმანი როგორიც არ უნდა დავწერო, სტატიის სათაური (რივენდელი) ვიცი და დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს თავად შეამოწმოს, ვინაიდან მე ყოველთვის ასე ვწერ „შუაველი“.

:D

რედაქტირება

სექციები შეგნებულად ავურიე, ახლა შენ შემოგიჩნდა ეს მომხმარებელი (მიხვდები რომელიც), გაძლებას გისურვებ   --მიხეილ მიწერა 12:18, 13 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

გაძლების რა მოგახსენო, მთავარია ყველაფერი გაითვალისწინოს, უფროს პიროვნებასთან ურთიერთობას რა ჯობია.   ისე ორი უკიდურესობაა ხოლმე - თუ უმცროსი თაობაა, ამბიციები აქვთ და არ ითვალისწინებენ რაღაც შენიშვნებს (მაგალითად, გაუმართავი ენით წერენ), აი უფროსებთან კი ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ უკიდურესობა ისაა, რომ ტექნიკურ საკითხებში უფრო დიდ ხანს გარკვევა დასჭირდებათ.   --H.McC. (მომწერეთ) 12:28, 13 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

გეთანხმები, წუხელ მე ის მიდგომა არ მომეწონა ამ მომხმარებლის მხრიდან — ვერ ვერკვევი დეტალებში, მე დავწერ და შემდეგ შენ ჩამისწორე ხოლმეო  მიხეილ მიწერა 12:37, 13 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
აი ამას ვიძახდი მეც   --მიხეილ მიწერა 20:09, 13 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

რაის კვადრატულები, ღმერთო...ხომ უთხრეს, როგორ უთითებენ წყაროებს. --H.McC. (მომწერეთ) 20:10, 13 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

შუამიწეთის არტეფაქტების სია

რედაქტირება

ბოდიშს ვიხდი ჩემი სიტყვებისათვის Tato Iakobidze განხილვაწვლილი 11:02, 4 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

Article

რედაქტირება

Would you please tell me what is the problem with the language usage in the article. I do not see mistakes enough to delete it all. Why do not you help it improve? If there is a problem, it can be solved, right? I am also Georgian but not a native speaker of the Georgian language. Oh, I have just realised that you told to ask local wikipedians, so would you mind creating the article? The English version of it would be quite adequate to do so. Thanks in advance. Have a nice day! — 78.167.37.48 18:49, 4 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

კერძები

რედაქტირება

რა ვუყოთ ასეთ სტატიებს? იქნებ მხოლოდ ინგრედიენტების ჩამონათვალი დაგვეტოვა? თორემ, ასეთი სახით წასაშლელია. --მიხეილ მიწერა 15:43, 7 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

პასუხი ცინიზმზე

რედაქტირება

ბატონო H.McC., როდესაც იძახით რომ უაზრო სტატიებს ვწერ, ჯერ ჩემი ყველა სტატია განიხილეთ. გადაავლეთ თვალი "ბითლზის" სიმღერებისადმი მიძღვნილ სტატიებს: ვიღაცას ჩამოუმწკრივებია ყველა სიმღერაზე მხოლოდ ორიოდე სიტყვა, რომ ესა და ეს სიმღერა შედის ამა და ამ ალბომის შემადგენლობაში და მორჩა. თუ ალბომ Abbey Road-ის სიმღერებს სათითაოდ გადაათვალიერებთ, ნახავთ, რომ მხოლოდ ჩემს მიერ შექმნილი სტატიებია მათგან საუკეთესო და სრულყოფილი (Because, Golden Slumbers, Maxwell's Silver Hammer, Sun King, Carry That Weight). ან იქნებ 9 Newcastle Road, ჯეფ ლინი და ბითლზი, თომას დეკერი ან ჯონ ლენონის დედის, ჯულია ლენონისადმი მიძღვნილი სტატიებია უაზრობა?!! საინტერესოა რას იტყვის ინგლისელი მკითხველი, რომელიც ნახავს, რომ "251 Menlove avenue" სტატია მხოლოდ 5 ენაზეა დაწერილი და ამათგან ქართული ვერსია საუკეთესოა (თვით ინგლისურზეც კი). თქვენ კი ამას უაზრობას ეძახით? ვაღიარებ, რომ შეცდომებს ვუშვებ (უშეცდომო არავინაა), მაგრამ თქვენ იმისთვის ხართ, რომ გამოასწოროთ ეს შეცდომები და არა იმისთვის, რომ ცინიკურად მოიხსენიოთ. მე ვიკიპედიაზე იმიტომ ვწერ სტატიებს, რომ 1) მინდა ჩემი წვლილი შევიტანო, 2) მიყვარს ”ბითლზი”, 3) მინდა რომ ქართული ენა ასცდეს 100 000-ს და შევიდეს ლიდერთა შორის. ვფიქრობ, რომ ერთად უნდა ვაკეთოთ საქმე ქართული ვიკიპედიის აღზევებისათვის. გისურვებთ წარმატებებს!

ძალიან კარგი! მაშ ვაკეთოთ საერთო საქმე საერთო ინტერესებიდან გამომდინარე და მეტი "აგური" დავდოთ ქართული "ვიკი-სახლის" ასაშენებლად. ყველაფერი წინაა და იმედია მეტ საერთოს გამოვნახავთ, ვიდრე განსამიჯნავს.

შუამიწეთის არტეფაქტების სია

რედაქტირება

მადლობას გიხდით დახმარებისთვის. ციტატების წერის წესი არ ვიცოდი. Tato Iakobidze განხილვაწვლილი 10:55, 15 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

xashurski

რედაქტირება

ჰენრი ამ მომხმარებელთან დაკავშირებული ჩემი ცვლილებები არ გეწყინოს. ვიკიპედიის სისხლი მე გადავუსხი :) აქამდე რაც გააკეთა ჩემი დახმარებით. ახლა თავისით გამოთქვა ინიციატივა და მოვიდა ვიკიპედიამდე. ნიჭიერი ადამიანია. გთხოვ მაცადო, ამ საღამოს მე მგონი გამომივლის და ჩავასწორებინებ თავადვე, თავის ცვლილებებს. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდი. იმედია სწორად გამიგებ. --ჯაბა ლაბაძე 15:34, 16 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ეგ არაფერია, მივხვდი (ბოლო ცვლილებებს ყოველთვის ვკითხულობ). უბრალოდ პირად გვერდზე სტატიებს არ ვწერთ და ამის გამო ვწერდი (სტატიის სტილზე და ვიკიპედიურობაზე არ მქონდა საუბარი). იმედია, აუხსნი ამას. --H.McC. (მომწერეთ) 15:41, 16 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა. ეჭვიც არ შემპარვია რომ წესები დაარღვია, სწორედ მაგას ავუხსნი და მისივე ხელით შეიქმნება ერთი ახალი, ენციკლოპედიური სტატია, მთავარია მოვიდეს ჩემამდე. :) მადლობა, გაიხარე. --ჯაბა ლაბაძე 15:44, 16 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

multiple image

რედაქტირება

ბევრი სურათის ჩასმა მსურს ერთდროულად. რამოდენიმე სტატია, რომელსაც მე ვთარგმნი შემხვდა და ვერ ჩავსვი და არის ეს თარგი ჯერ ეს მაინტერესებს? როგორც ვიცი და თუ არ ვცდები რუსულადაა ეს თარგი ჩვენთან --Beneto9 განხილვაწვლილი 12:18, 19 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

კვლავ აქტუალურად და ასევე მოთხოვნ საკითხად დავტოვებ ამ საქმეს --Beneto9 განხილვაწვლილი 18:27, 21 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

იქნება, ვნახავ რისი გაკეთება შეიძლება. --H.McC. (მომწერეთ) 18:31, 21 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

დაააა გავიდა გარკვეული პერიოდი და იგივე მოთხოვნით მოვადექი იგივე პიროვნებას : ) --Beneto9 განხილვაწვლილი 22:04, 14 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ეგ თხოვნა ჩემთან აღარ არის. მე ვერაფერი მოვუხერხე და ვითხოვე, რომ ეცადათ გაკეთება, მგონი ვიღაც ცდილობდა სავარჯიშოში, არ მახსოვს. სამწუხაროდ, ყველა თარგს ვერ ვაკეთებ. --H.McC. (მომწერეთ) 22:16, 14 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

კარგი ვინც ცდილობდა ვიცი და ისევ მას მივწერ... --Beneto9 განხილვაწვლილი 22:18, 14 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

სტატია

რედაქტირება

სტატიას ლეგოზე დავამატე ინფო და გვერდის შენახვას სანამ დავაჭერდი კომპიუტერმა გაჭედა და ბრაუზერი გაითიშა. უკვე თითქმის დამთავრებული იყო. დაბრუნების შანსი თუ არის? თუ არა ახლიდან დავწერ --LEGO განხილვაწვლილი 17:08, 19 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

სტატია

რედაქტირება

--LEGO განხილვაწვლილი 21:03, 19 ივნისი 2012 (UTC) გავითვალისწინებ ინფოდაფის საკითხსპასუხი

ხელმოწერა

რედაქტირება

გასაგებია. Jeg vil gjøre det --LEGO განხილვაწვლილი 21:21, 19 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

იქნებ ვადროვოთ

რედაქტირება

გამარჯობა ჰენრი, ამ ბოლო დროს ვამჩნევ რომ ახლად შექმნილ სტატიებს ქორივით დააცხრები ხოლმე. ეს ცუდი არაა, დიდად ვაფასებ შენს წვლილს, მაგრამ ამ შემთხვევაში კი ზედმეტი მოგივიდა, ერთი წუთის შემდეგ სტატიას როგორც წესი ხელი არ უნდა დავაკაროთ, ჯერ ხომ რედაქტირება დამთავრებული არ აქვს არცერთ მომხმარებელს და მით უმეტეს დამწყებსაც კი. მოდი ვადროვოთ და ვასწავლოთ. ახალი დამწყები მომხმარებელია და რედაქტირების კონფლიქტში მოყვა, რაც აბნევს ახლებს. იმედია სწორად გამიგებ. --ჯაბა ლაბაძე 15:03, 22 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ჯაბა, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მარტო მე კი არ ვაცხრები ქორივით, არამედ ნებისმიერი აქტიური რედაქტორი, რომელიც იმ წამს ვიკიპედიაშია და სურვილი აქვს, არედაქტიროს. მაინცდამაინც მე რა შუაში ვარ, როდესაც ეს ხშირი მოვლენაა?

მეორე - სუფტა ტექნიკური საკითხი - ვიკიპედიაში რომ ყოფილიყო ინდიკატორი იმისა, რომ მომხმარებელი ამ დროს ონლაინშია და სტატიას არედაქტირებს (როგორც ეს ფორუმებზე ხდება), ამაზე საუბარი დასაშვები იქნებოდა. მაგრამ მე ხომ არ ვიცი, ის იმ წამს ონლაინში იმყოფება თუ 1 კვირით წავიდა ვიკიპედიიდან?

გარდა ამისა - ვერ ვხედავ წინაღობას, რატომ არ უნდა შევიდე და ცვლილება შევიტანო. ვინმეს ჩვენთან უნდა ენიჭებოდეს პრივილეგია (გარდა იმისა, რომ უბრალოდ რბილად უნდა მოვექცეთ ახალ იუზერებს)? ანუ გამომდინარე იქიდან, რომ ახალი, მის სტატიას საერთოდ არ უნდა შევეხოთ? და რა კრიტერიუმით და სადამდე ვაცადოთ? ანუ 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, 1 თვე, 1 წელი თუ როგორ? ხომ უნდა ვიცოდეთ.

და ბოლოს - მე მგონია, ახლა მივხვდი, ვინ არის. ლოგიკურია, რომ მე (თუ სხვა) არ ვართ ვალდებული, ვიცნობდეთ მას ნიკით (თუკი ის შენი ქვეშევრდომია და რამდენიმე გყავს ასეთი ან ერთი). თანაც ეს სტატია შექმნა სულ სხვა ნიკით და არა იმ ნიკით, რომლითაც წერს. ეს ხაშურელი და Xashurski სხვადასხვა ხალხია? --H.McC. (მომწერეთ) 15:15, 22 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ჰენრი მართალი ხარ ქორივით მარტო შენ არ აცხრები და იმედია ამას სხვა ქორებიც წაიკითხავენ. :) აუცილებლად უნდა აცადო, შენ ერთ წუთში ჩაასწორე სტატია და მე მგონი ამას დიდი მკითხაობა არ უნდოდა, რომ მომხმარებელი ისევ ონლაინში იქნებოდა.

იმიტომ არ უნდა შეხვიდე და ცვლილება იმიტომ არ უნდა შეიტანო, რომ ახალ მომხმარებელს უნდა მისწერო და თავად მან ჩაასწოროს. ამით ის სწავლობს ვიკისაქმიანობას. მე ამ მხრივ ცანგალას გამოვყოფდი, რომელმაც სწორედ მასე მასწავლა ვიკიპედია.

და ბოლო კითხვამ გამაცინა მაგრად ხაშურსკი ლაბაძე მიხეილია, ხოლო ხაშურელი თორნიკე ივაშენკო, ორივე შეგიძლია ნახო ჩემს ფეისბუქზე. ასე რომ ვერაფერსაც ვერ მიხვედრილხარ. დადგება დრო გაიცნობ ორივეს თუ რა თქმა უნდა გვეწვიე ვიკიშეხვედრებზე და მერე შეგრცხვება ამ ბრალდებისა. :) მოკლედ ბოლო კითხვა არ უნდა დაგესვა. ამ კითხვამ გაგცა, გაბრაზებულხარ. მე კი ეს კითხვა სასაცილოდ არ მყოფნის. :D --ჯაბა ლაბაძე 15:29, 22 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ღმერთმანი, სულ არ მიფიქრია მაგაზე (დროც კი არ მქონდა მაგისი). მე იმას ვამბობ, რომ Xashurski რომ ყოფილიყო, საერთოდ არ შევეხებოდი იმ წამსვე ან 1 საათის შემდეგაც მაგ სტატიას და მე რა ვიცი, „ხაშურელი“ ვინაა, ხომ არაა აუცილებელი, მარტო შენიანი ხალხი იყოს. მე რომ ხაშურელი ვიყო, მაგრამ თბილისში ვცხოვრობდე და სულ არ გიცნობდე და ვიკიპედიაში დარეგისტრირება მინდოდეს, ავდგები და ავიღებ ნიკს, ვთქვათ, Xashuri956796396. ეს არის და ეს. ან ბოლო ბოლო, კაი მე ეს ყველაფერი ამიხსენი და სხვამ რა ქნას, ყველამ ხომ არ იხედება ჩემს განხილვაში და ყველამ ხომ არ იცის, რომ შენს ნაცნობებს უნდა ვაცადოთ   როგორ აპირებ, აუხსნა?   --H.McC. (მომწერეთ) 15:36, 22 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ჰენრი ჩემს ნაცნობებს კი არ უნდა აცადო ადამიანო, ყველას უნდა აცადო. ყველას. :D --ჯაბა ლაბაძე 15:44, 22 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

გასაგებია. ისე კი მინახავს მაგალითები, როდესაც კაცი 1 წუთით შემოსულა და გასულა, ხდება ეგეთებიც. --H.McC. (მომწერეთ) 15:52, 22 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

კი ჩემო კარგო, მასე მეც გამიკეთებია, მაგრამ მოდი ჩემი თხოვნა იქნება, ვიკიპედია ვასწავლოთ სხვებსაც, რა მნიშვნელობა აქვს ამას ეს ხაშურელია, ზესტაფონელი თუ სამტრედიელი. ჩვენს მერე წარღვნა ხომ არაა შე კაცო? :D --ჯაბა ლაბაძე 15:57, 22 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

თარგი:შუამიწეთი

რედაქტირება

არაფრის, უბრალოდ, არაბუნებრივად ჩანდა სიტყვა „ცალკე“ და შევასწორე. Tato Iakobidze განხილვაწვლილი 07:18, 27 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ნოლდორები

რედაქტირება

„შუამიწეთის არტეფაქტების სიის“ დასრულების შემდეგ ვაპირებ „არდის არსებების სიის“ შექმნას, სადაც ნოლდორების ელფების ქვერასად წარმოდგენა მაქვს განზრახული, ამგვარად იმიტომ მაქვს დაწერილი. Tato Iakobidze განხილვაწვლილი 09:10, 27 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

კი მაგრამ, ამ ერთწინადადებიან სტატიას მარტო მე ხომ არ ვიყენებ? იგივე ხდება ვიკის ინგლისურენოვან გვერდებზეც. ვიკის სტანდარტებში ამომწურავად რომ გაერკვე, ცალკე ფილოლოგი უნდა იყო და ცალკე – დროის 80% მაინც უნდა გამოჰყო მისთვის. რაც შეეხება სხვა შენიშვნებს, შემდგომში გავითვალისწინებ და ასეთნაირად შევეცდები მეტად დავხვეწო სტატიების წერა.

--Solunastra მიწერა 19:02, 7 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ემინემი

რედაქტირება

სალამი ჰენრი. თუ დრო გაქვს, იქნებ ეს ნახო და გაარკვიო რა უნდა ამ ადამიანს. — მიხეილ მიწერა 20:57, 10 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ემინემზეა საუბარი? --H.McC. (მომწერეთ) 20:58, 10 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ხო, ისტორიას გადახედე და მიხვდები. --მიხეილ მიწერა 21:02, 10 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

ალბომის სტატიაში სიმართლე ჩაწერა, მარშალ მაზერსი ემინემის ნამდვილი სახელია, უბრალოდ ტყუილებს რას უწოდებს, ვერ გავიგე.   --H.McC. (მომწერეთ) 21:03, 10 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

მხოლოდ კითხვა მაქვს

რედაქტირება

ჰენრი საიდან დაადგინე რომ სტატიები მიხო მოსულიშვილი, მინდია ხითარიშვილი და გიორგი ლაცაბიძე შექმნილია თავად ამ პიროვნებების მიერ? როგორც მიხო მოსულიშვილის და გიორგი ლაცაბიძის სტატიების ისტორია გვეუბნება ეს სტატიები შექმნილია პირველი ცანგალას მიერ, ხოლო მეორე ვინმე Dabitur09-ის მიერ. ხოლო სტატია მინდია ხითარიშვილი შექმნილია Mindia72-ს მიერ. დარწმუნებული ხარ Mindia72 - მინდია ხითარიშვილია? ან კიდევ Dabitur09 - გიორგი ლაცაბიძეა? --ჯაბა ლაბაძე 16:20, 13 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

უი ჰო გამახსენდა. მიხო მოსულიშვილი თავად შემოდის და აქტიურად არედაქტირებს ამ სტატიას, მაგი უვლის. ლაცაბიძეზე უკვე ვეღარ გეტყვი, მაგრამ აი მინდია კი ნაღდად მინდია ხითარიშვილია. აბა საიდან უნდა ჰქონდეს ამდენი მასალა მინდიას შესახებ, თანაც არაერთი ფოტო პირადი არქივიდან და ასეთი დაწვრილებითი ინფორმაცია? --H.McC. (მომწერეთ) 17:18, 13 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

გმადლობ ჰენრი. გაიხარე. --ჯაბა ლაბაძე 17:20, 13 ივლისი 2012 (UTC)პასუხი
Henry McClean/არქივი 8-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.