ისევ წესები

რედაქტირება

ვწუხვარ, რომ კვლავ წესების შეხსენება მიწევს. ამ განხილვის საფუძველზე და ქართული ენის ნორმების შესაბამისად, თავის დროზე სტატია გადატანილ იქნა სწორ სათაურზე, თქვენ კი მას ხელახლა ქმნით მცდარი სათაურით. --მიხეილ მიწერა 21:01, 10 მაისი 2012 (UTC)პასუხი

თხოვნა

რედაქტირება

Z3 - დავამატე ენათშორისო ბმულები (შენც შეგიძლია შემოიტანო). კატეგორია თუ არ იცი სხვა ენიდან თარგმნე და შემოიტანე, ხოლო რაც შეეხება წყაროს, თუ ლიტერატურის მითიტება არ შეგიძლია, მაშინ რესურსები ინტერნეტიდან ჩასვი. წარმატებები.--ცანგალა () 20:01, 12 მაისი 2012 (UTC)პასუხი

კატეგორიები გამოიყენეთ იგივე, რაც სხვაენოვან ვიკიპედიებშია. ზედა დონის კატეგორიები 'მეცნიერება' და 'კომპიუტერი' არის უადგილო. --H.McC. (მომწერეთ) 14:25, 13 მაისი 2012 (UTC)პასუხი

სიმღერების ინფოდაფა

რედაქტირება

თხოვნა იქნება - ნუ იგონებთ საკუთარ ინფოდაფას. არსებობს მოქმედი თარგი:ინფოდაფა სიმღერა. --H.McC. (მომწერეთ) 15:57, 13 მაისი 2012 (UTC)პასუხი

შენიშვნები

რედაქტირება

კიდევ ერთხელ

  • ნუ იყენებთ ზედა დონის კატეგორიებს. 'მითოლოგია' არის ზოგადი კატეგორია. ესა თუ ის სტატია, თუ პერსონაჟზეა, უნდა შედიოდეს შესაბამის კატეგორიაში, მაგ. კელტური მითოლოგია.
  • გამოიყენეთ იგივე კატეგორიები, რაც წერია უცხოენოვან სტატიაში.
  • 'ბმულები'-ს მაგივრად სექციას უნდა ერქვას 'რესურსები ინტერნეტში'. ამ ტერმინს ვიყენებთ აქ. --H.McC. (მომწერეთ) 20:10, 13 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ოლღა ბარამიშვილი

რედაქტირება

გთხოვ მიუთითო ლიტერატურა, დაბ. თვე, რიცხვი, სად დაიბადა იგივე გარდაცვალებაზე, სად გარდაიცვალა.--ცანგალა () 17:35, 17 მაისი 2012 (UTC)პასუხი

მადლობა თხოვნის შესრულებისთვის. გთხოვ ნახო კვლავ სტატია და ნახავ თვე, რიცხვი დაბ.- გარ. ადგილი სად დავამატე. სტატიის თავში სახელი გვარის შემდეგ. გთხოვ მომავლისთვის გაითვალისწინო და ასევე გააკეთო. და კიდევ როდესც წყაროს მიუთითებ შეგიძლია თარგი ამოიღო სტატიიდან. --ცანგალა () 12:00, 18 მაისი 2012 (UTC)პასუხი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ინგლისური სტატია საუნდტრეკის შესახებ რესურსი ინტერნეტში არ არის. --H.McC. (მომწერეთ) 19:41, 27 მაისი 2012 (UTC)პასუხი

იცით თუ არა, რომ

რედაქტირება

ეს ახლანდელი მთავარი გვერდიდან რომ შემოიტანეთ, ეს რას ნიშნავს, კარუსელი დავატრიალოთ? :)). ეს საიდანაა, თუ შეიძლება მითხარით. Deu. 17:05, 29 მაისი 2012 (UTC)პასუხი

ახალ სექციებს იცით თუ არა-ში ნუ ქმნით, თუკი თემატურად თქვენი წვლილი ამა თუ იმ არსებულ სექციას შეესაბამება. გეოგრაფიის სექცია ხომ არის უკვე? --H.McC. (მომწერეთ) 12:23, 3 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

  უკაცრავად და წითლად ხომ არ უნდა დაგიწეროთ, რომ ნუ შექმნით ახალ სექციებს იცით თუ არა რომ-ში, როდესაც უკვე არსებობს სხვა სექციები? ჯორდანო ბრუნო ისტორიას არ ეკუთვნის? .

--H.McC. (მომწერეთ) 13:09, 3 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

ლენონი

რედაქტირება

თქვენთვის ეს სტატია მოდელად არ კმარა??? Imagine (ალბომი). რატომ აკეთებთ ასეთ უაზრო სტატიებს? შეიძლება ლენონის ალბომის სტატიას კატეგორიაში ბითლზი ეწეროს? ან შეიძლება ეწეროს „ალბომში შემავალი სიმღერები“????? სხვა სტატიებში სადმე ასეთი რამ გინახავთ? გამოიყენეთ შაბლონის სახით სხვა სტატიები მომავალში, ვინაიდან ასე იქმნება დომხალი. --H.McC. (მომწერეთ) 21:17, 5 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

მოკლედ

რედაქტირება

გამარჯობა.

პირველ რიგში - მე უბრალოდ გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოდელი, უბრალოდ ის, რაც უკვე წერია. თქვენივე დაწერილია სტატიები, სადაც ზემოთ აღნიშნულ შეცდომებს ადგილი არ ჰქონია, ამიტომ გამიკვირდა, რომ გეწერათ ისეთი რაღაცეები, თითქოს პირველად წერდით.

რაც შეეხება სიმღერების სტატიებს - ისინი შექმნა ავტომატურმა სისტემამ (ანუ ჩათვალეთ, რობოტმა) პირადად ჩემი ზედამხედველობით, ანუ შაბლონებით შექმნა სიმღერების სტატიების ესკიზები და ეს ყველაფერი ნელ-ნელა სწორდება. სამწუხაროდ, ტექნიკურად შეუძლებელი იყო, რომ რობოტს მასობრივად შეექმნა სტატიები, სადაც 2 წინადადებაზე მეტი ეწერებოდა, ვინაიდან სიმღერების შესახებ სტატიათა ტექსტები განსხვავდება. ამიტომ ჩემმა რობოტმა შექმნა სტატია ჯგუფის ყველა ნაცნობი სიმღერის შესახებ. შევქმენი, ვინაიდან ვხედავდი, რომ ასე საქმეს წინ წავიგდებდით. როგორც თქვენ, ასევე მეც მაღელვებს ამ სტატიების ბედი, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ თქვენზე უმცროსი ვარ ასაკით, ჯგუფის მუსიკას 3 წლის ასაკიდან ვეზიარე და ჩემთვის ისეთივე უკვდავი თემაა, როგორც თქვენთვის. გამომდინარე აქედან, ბუნებრივად მსურს, რომ ეს საქმე წინ ერთად წავიგდოთ და ამიტომ არის, რომ თქვენი მხრიდან შენიშვნების უპასუხოდ დატოვება, ასე ვთქვათ, უცნაურად ჩანს.

მესმის, რომ ალბათ დაკავებული ადამიანი ბრძანდებით და ყოველთვის არ გცალიათ, რომ პასუხი გასცეთ ნაწერს (და სამწუხაროა, რომ მხოლოდ ახლა მიპასუხეთ, როდესაც ამდენი ხანია, რამდენიმე ადამიანი გთხოვთ, რაღაც რეაქცია იქონიოთ მცირე მითითებებზე), მაგრამ ვიკიპედიაში კოლაბორაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, მით უმეტეს, მათთან, ვინც იგივე თემატიკის სტატიებზე მუშაობს - და მერწმუნეთ, ქართულ ვიკიპედიაში და კერძოდ, მუსიკის განხრით ჩემთვის პირადად სამი პრიორიტეტული და საინტერესო დასამუშავებელი თემა არსებობს და ბიტლზი მათ შორის უპირველეს ადგილს იკავებს. მე პირიქით, მჭირდება, რომ პიროვნებამ, რომელიც იგივე თემებზე იმუშავებს, გაითვალისწინოს სულ მცირე, ზოგადი მითითებები ვიკიპედიური თხრობის სტილზე, ტექსტის გაფორმებაზე, წყაროების მითითებაზე და ა.შ. (გააჩნია, სად დაუშვებს იგი შეცდომას). დანარჩენი უკვე განხილვას ნაკლებად ექვემდებარება, ვინაიდან სტატიებს თქვენ აბსოლუტურად უნაკლოდ თარგმნით.

ამიტომ შემიძლია პირდაპირ ვთქვა - მე ჩემი მხრიდან, რაზეც შემიძლია მიგითითოთ ვიკიპედიაში მუშაობასთან დაკავშირებით, ყველაფერი შემიძლია გავაკეთო, ვინაიდან მე ეს ყველაფერი უკვე გამოვიარე (აქ პრაქტიკულად 2006 წლის დასაწყისიდან ვწერ). ყველაფერი, რაც დაგაინტერესებთ, შემიძლია გიჩვენოთ. ცინიზმი და მსგავსი რამ პირადად ჩემ ინტერესებში არ შედის, მაგრამ როდესაც ადამიანს უთითებ და არ გპასუხობს თვეების მანძილზე (და არა უბრალოდ 2-3 დღის), ირონიით ან ცინიზმით ნათქვამი სიტყვა ხოლმე ბუნებრივად იბადება - ადამიანები ვართ და არა რობოტები. თუ ჩემმა სიტყვებმა რამე წყენა დაგიტოვათ, ჩათვალეთ, რომ ბოდიშს ვითხოვ ამისათვის. და კიდევ ერთხელ - მზად ვარ ყველაფერი დაგეხმაროთ, ვინაიდან ვიკიპედიაში მუსიკის შესახებ სტატიების სტანდარტი უნდა დაცული იქნას - ისევ და ისევ მომავლისათვის. ხოლო გამოცდილების გაზიარება ისეთივე ბუნებრივი პროცესია, როგორც ზოგადად სტატიების რედაქტირებისადმი ინტერესი.   --H.McC. (მომწერეთ) 20:53, 14 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

მივესალმებით თქვენს მოწადინებას და კარგია, რომ ამდენი თვის შემდეგ ხმა ამოიღეთ. ვიკიპედიის მთავარი პრინციპია ურთიერთთანამშრომლობა, მის გარეშე, ისეთ ენციკლოპედიას ვერ შევქმნით, როგორზეც თქვენ ოცნებობთ და ჩვენ, აგერ უკვე წლებია ვცდილობთ ეს ოცნება რეალობად ვაქციოთ. ასევე, ალბათ დროა უკვე, ცოტა მეტი ისწავლოთ ვიკიპედიაში მუშაობის შესახებ, თუნდაც ის, რომ განხილვებში მონაწილეობისას ხელი უნდა მოაწეროთ. გქონდეთ ჩვენი დახმარების იმედი. --მიხეილ მიწერა 21:38, 14 ივნისი 2012 (UTC)პასუხი

Time For Lovers

რედაქტირება
  • Time For Lovers — წყაროები, კატეგორიები და მინიმუმ 3 გამართული წინადადება. სიმღერების სია წინადადებად არ ითვლება.
  • გარდა ამისა, დიდი ხანია შემოვიდა ახალი სტანდარტი სიმღერებისა და ალბომების სტატიებში (და სხვაგანაც)

ვწერთ

„Golden Slumbers — ჯგუფ ბითლზის სიმღერა“

და არა

„Golden Slumbers არის ჯგუფ ბითლზის სიმღერა“

ანუ იგივე ეხება სხვა სტატიებსაც. ნუ იყენებთ ამ „არის“-ს. ეს არღვევს არსებულ სტანდარტებს.

სალამი. ინგლისურენოვანშიც რატომღაც მხოლოდ 1 წინადადება აქვს. თუკი ხელი მიგიწვდებათ ინფორმაციაზე, შეადგინეთ თუნდაც 3 წინადადებიანი და შექმენით სტატია თავიდან. ძველ სტატიებს ჯერ კიდევ ესაჭიროება განვრცობა, მაგრამ ვცდილობთ, ახლების შექმნისას გავითვალისწინოთ. --H.McC. (მომწერეთ) 18:34, 7 ივლისი 2012 (UTC)პასუხი

მითითება

რედაქტირება
  • კატეგორიები არასწორად გაქვთ მითითებული. ნახეთ, რა არის ინგლისურში:

Torah monarchs

Hebrew Bible people

Articles about multiple people

თქვენ კი გაქვთ ზედა დონის კატეგორიები - ბიბლია, რელიგია და ა.შ. ეს არასწორია.

  • როდესაც ამატებთ საერთაშორისო ბმულებს, დაამატეთ სხვაენოვან ვიკიპედიაშიც (1 საკმარისია) [[ka:სტატიის სახელი ქართულად]]. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოძებნიან ქართულენოვან სტატიას. --H.McC. (მომწერეთ) 18:57, 21 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

გარდა ამისა, ნუ იყენებთ ტერმინს 'გარე ბმულები'. სექციას ეწოდება „რესურსები ინტერნეტში“ - ეს ჩვენი სტანდარტია! --H.McC. (მომწერეთ) 18:58, 21 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ამის შესახებ უკვე ერთხელ დაგიწერეთ --H.McC. (მომწერეთ) 19:06, 21 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

მე მოგიყვანეთ მოდელი. ზედა დონის კატეგორიები ჩვენთან არ გამოიყენება ასეთ სტატიებზე. დახარისხების, სისტემის საკითხია ეს ყველაფერი. მაგალითად, თუ ალბომი 1970 წლისაა და ჯაზის ჟანრის, კატეგორიებში ვწერთ 'ჯაზური ალბომები' და '1970 წლის ალბომები' და არა 'ალბომები' და 'მუსიკა'. იგივეა აქაც - ბიბლია არის ზედა დონის კატეგორია. ბიბლიის რაღაც საკითხს ხომ მიეკუთვნება ეს პერსონაჟი? ის რომ თორა როგორც კატეგორია, ქართულში არაა, გადამწყვეტი არ არის. აუცილებელი არაა, კატეგორია უკვე არსებობდეს, შეიძლება დამატება და თუ ოდესმე შეიქმნება, შესაბამისად, საქმეც გაკეთდება. გარდა ამისა, კატეგორიას სტატიის ინგლისურ ვერსიაში Torah monarchs ეწოდება და არა უბრალოდ 'თორა'. რუსულში მაგალითად არის, კატეგორიები Библейские персонажи და Филистимляне - არც თუ ცუდია. ბიბლიური პერსონაჟებისათვის საკუთარი კატეგორია არის და ასე უფრო დალაგებულია. --H.McC. (მომწერეთ) 20:15, 21 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

ადაპა

რედაქტირება
 

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „ადაპა“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი.

--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 11:23, 8 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

მაინტერესებს, რატომ არ კითხულობთ გზავნილებს ან რატომ არ ითვალისწინებთ შენიშვნებსა და თხოვნებს? მომხმარებელმა ზევით რამდენიმე დღის წინ დაგიწერათ, რომ წყაროები მიგეთითებინათ სტატიაში. დავიჯერო, არ წაგიკითხავთ? ან რატომ ქმნით აქამდე ყველა სხვა სტატიას რესურსები ინტერნეტში-ს გარეშეც კი (1 ბმულიც არ გაქვთ მითითებული)? არ შეიძლება ასე. პრივილეგიას ვერ მოგანიჭებთ მხოლოდ იმის გამო, რომ არ გცალიათ და თვეში 1-ხელ იხედებით აქ. --H.McC. განხილვაწვლილი 21:50, 29 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

რატი თორდია

რედაქტირება
 

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „რატი თორდია“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი.

--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 19:48, 6 ივნისი 2013 (UTC)პასუხი

რატი თორდია

რედაქტირება

გამარჯობა სტატიიდან რატი თორდია კატეგორიების ამოღების მიზეზი რა იყო? მე ეს ცვლილება გავაუქმე და დავაბრუნე სტატიაში კატეგორიები. პატივისცემით, --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:08, 1 აპრილი 2015 (UTC)პასუხი

არჩილ მესხიძე

რედაქტირება

იხ. [1], სადაც დაბ. 1913 წელია. --ცანგალა 20:08, 28 დეკემბერი 2019 (UTC)პასუხი