ადაპა
ადაპა — შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში — პირველი ადამიანი (ბიბლიური ადამის პროტოტიპი), ნახევრად ღმერთი და შუმერული პანთეონის უზენაესი ტრიადის მესამე წევრის — ენქის ძე. ცხოვრობდა სამხრეთ შუამდინარეთის უძველეს ქალაქ ერიდუში, რომლის მთავარი ღვთაებაც, სწორედ ენქი იყო. ადაპა ერთ-ერთია იმ შვიდ აბგალს შორის, რომელთაც მიეწერება შუმერულ ქალაქთა დაარსება.
მითი დაკარგულ უკვდავებაზე
რედაქტირებაღვთაება ენქისადმი მთავარ შესაწირად ითვლებოდა თევზი. ამიტომაც ადაპას ყოველდღე უწევდა ნავით ზღვაში შესვლა და სამსხვერპლო თევზის დაჭერა. ერთხელაც, ზღვაში შესულს მოუსწრო ქარიშხალმა და მისი ნავი ამოატრიალა. ამის გამო განაწყენებულმა ადაპამ სამხრეთის ქარს ფრთები დაუმტვრია, რის გამოც ერთი კვირა არ ქროდა ქარი. ამ საქციელზე პასუხის გასაცემად ღვთაება ანუმ ზეცაში დაიბარა ის. წასვლამდე ენქიმ გააფრთხილა, პირი არ დაეკარებინა იმ საჭმელ-სასმელისათვის, რასაც მას ანუ შესთავაზებდა, რათა არ მოეწამლა. მაგრამ მოხდა საპირისპიროდ და ანუმ ადაპას შესთავაზა უკვდავების საკვები და სასმელი. ახსოვდა რა ადაპას მამის დარიგება, უარი თქვა შეთავაზებაზე. ასე დაკარგა ადაპამ უკვდავების მინიჭების შანსი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Jean Bottero, Everyday Life In Ancient Mesopotamia
- Donald A. Mackenzie, Myths of Babylonia and Assyria
- Stephanie Dalley, "Myths from Mesopotamia" p. 326