Sun King (სიმღერა)

(გადამისამართდა გვერდიდან Sun King)

Sun King — სიმღერა, რომელიც თავდაპირველად დაწერა ჯონ ლენონმა, თუმცა ავტორობა ეკუთვნით ლენონსა და მაკ-კარტნის და ჩაწერილია The Beatles-ის მიერ მათი 1969 წლის ალბომისთვის Abbey Road.

„Sun King“
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან Abbey Road
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 26 სექტემბერი 1969
ჩაიწერა 24-25 ივლისი 1969, EMI-ს სტუდია, ლონდონი
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 2:26
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple Records
ავტორ(ებ)ი ლენონი / მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
Abbey Roadსიმღერები

კომპოზიცია

რედაქტირება

ისევე, როგორც ალბომში შემავალი სხვა სიმღერები (მაგ. „Because“), ესეც წარმოგვიდგება ლენონის, მაკ-კარნისა და ჰარისონის მრავალ-ბილიკიან ვოკალურ ჰარმონიად. სიმღერის თავდაპირველი სახელწოდება იყო „Here Comes the Sun King“, მაგრამ ჰარისონის სიმღერის „Here Comes the Sun“ სახელწოდების გამეორების თავიდან ასაცილებლად საბოლოო სახელად მიენიჭა უბრალოდ Sun King. სიმღერის ჟღერადობა თანადათანობით შემოდის წინა სიმღერის You Never Give Me Your Money დიმინუენდოს ფონზე, ხოლო სრულდება მოულოდნელად, რასაც მოჰყვება უკვე შემდეგი სიმღერა „Mean Mr. Mustard“ რინგოს დასარტყამი საკრავების უცაბედი შემოსვლით.

სიმღერის ბოლო სამ სტრიქონში ხდება რომანსულ ენათა ხელოვნური შერევა. 1969 წელს ლენონი ტექსტის შესახებ თავის ინტერვიუში ამბობს: „ჩვენ წამოვიწყეთ ხუმრობა, გახსოვთ ალბათ, „cuando para mucho“. ასე რომ, ჩვენ ის იყო შევქმენით... პოლს სკოლიდან ახსოვდა რამდენიმე ესპანური სიტყვა. მოკლედ ჩვენ გვჭირდებოდა რამდენიმე ესპანური სიტყვა, რომელიც ჟღერადობაში მოვიდოდა და ჩვენ მივიღეთ „chicka ferdy“. ეს არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის, მაგრამ ბავშვურ ენაზე არის: „ნა-ნა! ნა-ნა-ნა!“.“

შემსრულებლები

რედაქტირება