Maxwell's Silver Hammer
Maxwell's Silver Hammer — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა 1969 წლის ალბომიდან „Abbey Road“. ავტორი და სოლისტი — პოლ მაკ-კარტნი, თუმცა ოფიციალურ ავტორებად მოიხსენიებიან ლენონი და მაკ-კარტნი.[1]
„Maxwell's Silver Hammer“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — The Beatles | ||||
ალბომიდან Abbey Road | ||||
გამოსვლის თარიღი | 26 სექტემბერი 1969 | |||
ჩაიწერა | 9–11 ივლისი, 6 აგვისტო 1969 | |||
ჟანრი | პოპ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:27 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple Records | |||
ავტორ(ებ)ი | ლენონი და მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
Abbey Road – სიმღერები | ||||
|
წარმოშობა
რედაქტირებასიმღერა დაწერილია 1968 წლის ოქტომბერში და თავდაპირველად უნდა შესულიყო ალბომში The Beatles, თუმცა დროის უკმარისობის გამო ჩანაფიქრი არ განხორციელდა. 3 თვის შემდეგ, 1969 წლის იანვარში, ტვიკენჰემის სტუდიაში Get Back-ის სესიების დროს ხელახლად ჩატარდა ამ სიმღერის რეპეტიციები, თუმცა იგი შემდეგი 6 თვის მანძილზე არ ჩაწერილა.
ჩაწერა
რედაქტირებასიმღერის ჩაწერა დაიწყო 1969 წლის 9 ივლისს ები-როუდის სტუდიებში. ჯონ ლენონი, რომელიც 8 დღე იყო ჰოსპიტალიზირებული ავტოკატასტროფაში მოხვედრის გამო, დაუბრუნდა ჯგუფს თავის ცოლ იოკო ონოსთან ერთად, რომელიც უფრო მეტად დაზარალდა ავტოკატასტროფაში, ვიდრე თვით ლენონი. რითმული ჩანაწერის 16 ვერსია გაკეთდა, რომელთაც მოჰყვა გიტარის ჩანაწერების დაშრევების სერია. გამოუყენებელი მე-5 ვერსია შესულია ალბომში Anthology 3. მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა დაადეს ვოკალის, ფორტეპიანოს, ჰემონდის ორგანის, გრდემლისა და გიტარის ხმოვანებები. სიმღერის ჩაწერა დასრულდა 6 აგვისტოს, როდესაც მაკ-კარტნიმ ჩაიწერა სოლო მუგის სინთეზატორზე.
პერსონალი
რედაქტირება- პოლ მაკ-კარტნი – სოლო და ბეკ-ვოკალი, დაშრევებული გიტარა, ფორტეპიანო, Moog სინთეზატორი
- ჯორჯ ჰარისონი – ბეკ-ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა
- რინგო სტარი – დასარტყამი საკრავი, ბეკ-ვოკალი, გრდემლი
- ჯორჯ მარტინი – ორგანი
- მელ ევანზი – გრდემლი