Abbey Roadინგლისურ როკჯგუფ The Beatles-ის მეთერთმეტე სტუდიური ალბომი. გამოცემულია 1969 წლის 26 სექტემბერს. არის ჯგუფის მიერ ჩაწერილი უკანასკნელი ალბომი,[12] თუმცა უფრო ადრე ჩაწერილი Let It Be იყო The Beatles-ის დაშლამდე (1970 წლის აპრილში) დასრულებული ბოლო სტუდიური ჩანაწერი.[13] ალბომი ძირითადად იწერებოდა 1970 წლის აპრილში, ივლისსა და აგვისტოში. აშშ-ისა და ბრიტანეთის ჩარტებში მიაღწია პირველ ადგილს. ოქტომბერში გამოვიდა ორმაგ-A-მხრიანი სინგლი ამ ალბომიდან — „Something“ / „Come Together“, რომელიც ასევე მოხვდა აშშ-ის ჩარტების მოწინავე პოზიციებზე.

Abbey Road
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 26 სექტემბერი 1969
ჩაიწერა 22 თებერვალი 1969 – 20 აგვისტო 1969
სტუდია ები-როუდის სტუდიები, სტუდია Olympic და Trident
ჟანრი როკ-მუსიკა[1]
ხანგრძლივობა 47:03
ლეიბლი Apple
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
The Beatles — ქრონოლოგია
Yellow Submarine
(1969)
Abbey Road
(1969)
Let It Be
(1970)
სინგლები ალბომიდან Abbey Road
  1. „Something/Come Together“
    გამოცემის თარიღი: 6 ოქტომბერი, 1969
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[2]
The A.V. ClubA[3]
Consequence of SoundA+[4]
The Daily Telegraph5/5 stars[5]
Down Beat4/5 stars[6]
Encyclopedia of Popular Music5/5 stars[7]
MusicHound5/5 stars[8]
Paste100/100[9]
Pitchfork Media10/10[10]
The Rolling Stone Album Guide5/5 stars[11]

Abbey Road-ში ჟღერს როკის, პოპის, ბლუზის და პროგრესული როკის ელემენტების მქონე მუსიკა,[14] აქტიურად გამოიყენება როგორც მუგის სინთეზატორი, ისე Leslie-ს ხმოვან სისტემაში გატარებული გიტარის პარტიები. მის მეორე მხარეს წარმოდგენილია სიმღერების პოპური, რომლის საკუთარი ვერსიები ერთი სუტის სახით შემდგომში უამრავმა შემსრულებელმა წარმოადგინა. ფირფიტა იწერებოდა უფრო კოლეგიურ ატმოსფეროში, ვიდრე ეს მანამდე, Get Back-ის / Let It Be-ს სესიების დროს ხდებოდა, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის მაინც მოხდა მნიშვნელოვანი დაპირისპირებები — განსაკუთრებით, პოლ მაკ-კარტნის სიმღერაზე „Maxwell's Silver Hammer“. კამათი აისახა ჯონ ლენონის აქტიურობაზეც — საბოლოოდ, მას რამდენიმე სიმღერაში არც დაუკრავს. ალბომის გამოცემის დროისთვის ჯონმა ჯგუფი დატოვა, თუმცა ეს ყველასთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მომდევნო წელს მაკ-კარტნის წასვლის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომს თავდაპირველად მნიშვნელოვანი კომერციული წარმატება ჰქონდა, Abbey Road-ის შეფასებები არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, მისი მუსიკა არ იყო „ავთენტური“. კრიტიკა შეეხო დადგმის ხელოვნურ ეფექტებსაც. ამ შეფასებებთან კონტრასტშია თანამედროვე კრიტიკოსების მიერ Abbey Road-ის, როგორც The Beatles-ის საუკეთესო ალბომის, შეფასება და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად მიჩნევა. ალბომში შესული ჯორჯ ჰარისონის ორი სიმღერა, „Something“ და „Here Comes the Sun“, ითვლება მის მიერ ჯგუფისთვის დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერებად, ხოლო ალბომის გარეკანი, რომელზეც ჯგუფის წევრები გადადიან ები-როუდის სტუდიის ზებრა გადასასვლელზე, იქცა მუსიკალური ჩანაწერების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილად და შემდგომში სხვა მუსიკოსების მიერ ხშირად მიბაძულად.

წარმოშობა

რედაქტირება

ალბომის Get Back ჩაწერის დროს (მას ეწოდა Let It Be) ჯგუფში უამრავ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ მაკ-კარტნი უკმაყოფილო იყო და სურდა ისეთი ალბომის ჩაწერა, რომელიც ძველი The Beatles-ის სტილში იქნებოდა და ამ ალბომზე The Beatles იქნებოდა ისეთი, როგორიც ოდესღაც იყო.

Let It Be ნაწილობრივ დასრულებული იყო, როდესაც დაიწყო ახალი სესიები, სინგლის „Ballad of John and Yoko“/„Old Brown Shoe“ გამოცემის შემდეგ. ხმის ჩაწერის პროცესი გაგრძელდა 2 ივლისიდან 1 აგვისტომდე. ალბომის დასრულების შემდეგ ჯგუფი დაუბრუნდა პროექტს „Get Back“/„Let It Be“, მაგრამ საბოლოოდ გამოსცა Abbey Road.

ალბომის ერთი მხარე სტილისტურად განსხვავდება მეორე ნახევრისგან. პირველი არის ცალკეული სიმღერების კომპილაციური ალბომი, ხოლო მეორეზე სიმღერები ერთმანეთს უერთდება. გარკვეულწილად, აქ შესრულებულია კონკრეტული ამოცანა - ლენონსაც და მაკ-კარტნისაც ჰქონდათ საკუთარი სიმღერები, რომელთა შეერთება უფრო საინტერესო შედეგს იძლეოდა.

სიმღერების სია

რედაქტირება

ყველა სიმღერის ავტორი — ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებავოკალიხანგრძლივობა
1.„Come Together“ჯონ ლენონი4:20
2.„Something“ (ჯორჯ ჰარისონი)ჯორჯ ჰარისონი3:03
3.„Maxwell's Silver Hammer“პოლ მაკ-კარტნი3:27
4.„Oh! Darling“პოლ მაკ-კარტნი3:33
5.„Octopus's Garden“ (რინგო სტარი)რინგო სტარი2:51
6.„I Want You (She's So Heavy)“ჯონ ლენონი7:47
მხარე 2
#სახელწოდებავოკალიხანგრძლივობა
7.„Here Comes the Sun“ (ჯორჯ ჰარისონი)ჯორჯ ჰარისონი3:05
8.„Because“ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი2:45
9.„You Never Give Me Your Money“პოლ მაკ-კარტნი4:02
10.„Sun King“ჯონ ლენონი2:26
11.„Mean Mr. Mustard“ჯონ ლენონი1:06
12.„Polythene Pam“ჯონ ლენონი1:12
13.„She Came in Through the Bathroom Window“პოლ მაკ-კარტნი1:57
14.„Golden Slumbers“პოლ მაკ-კარტნი1:31
15.„Carry That Weight“ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი1:36
16.„The End“პოლ მაკ-კარტნი2:05
17.„Her Majesty“პოლ მაკ-კარტნი0:23
საერთო ხანგრძლივობა:47:23

ყოველკვირეული ჩარტები

რედაქტირება

სერტიფიცირებები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[46] ალმასი 500 000x
ავსტრალია (ARIA)[47] 3× პლატინა 210 000^
კანადა (Music Canada)[48] ალმასი 1 000 000^
საფრანგეთი (SNEP)[50] 2x ოქრო 729,800[49]
გერმანია (BVMI)[51] პლატინა 500 000^
იტალია (FIMI)[52] ოქრო 50 000*
იაპონია 655,000[18]
ახალი ზელანდია (RMNZ)[53] 5× პლატინა 75 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[54] 2× პლატინა 600 000^
აშშ (RIAA)[55] 12× პლატინა 12 000 000^

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

  BPI-ს სერტიფიცირება შეეხო მხოლოდ 1994 წლიდან გაყიდულ დისკებს.[56]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მეთიუზი, რექს დ. (2007). ისტორიის გრაფიკები მეთოდიზმის სტუდენტებისთვის. Abingdon Press, გვ. 224. ISBN 978-1426764592. 
  2. უნტერბერგერი, რიჩი. Abbey Road – The Beatles. AllMusic. Rovi Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი 2011.
  3. კლოსტერმანი, ჩაკ (8 სექტემბერი 2009). „Chuck Klosterman Repeats The Beatles“. The A.V. Club. ჩიკაგო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-26. ციტირების თარიღი: 26 მაისი 2013.
  4. Album Review: The Beatles – Abbey Road [Remastered] « Consequence of Sound დაარქივებული 21 April 2014 საიტზე Wayback Machine.
  5. მაკ-კორმიკი, ნილ (8 სექტემბერი 2009). „The Beatles – Abbey Road, review“. The Daily Telegraph. ლონდონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2012.
  6. „Review: Abbey Road“. Down Beat. ჩიკაგო. 22 იანვარი 1970. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-23. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2012.
  7. ლარკინი 2006, p. 489.
  8. გრაფი, გერი; დურცჰოლცი, დენიელ (რედ.) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide. ფარმინგტონ-ჰილზი, მიჩიგანი: Visible Ink Press, გვ. 87–88. ISBN 1-57859-061-2. 
  9. კემპი, მარკ (8 სექტემბერი 2009). „The Beatles: The Long and Winding Repertoire“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 6 იანვარი 2013. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  10. რიჩარდსონი, მარკ. (10 სექტემბერი 2009) The Beatles: Abbey Road. Pitchfork Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი 2013.
  11. The Beatles | Album Guide | Rolling Stone Music დაარქივებული 4 April 2014 საიტზე Wayback Machine.
  12. მაკდონალდი 1997, p. 300.
  13. მაკდონალდი 1997, p. 322.
  14. ჯეიმზ ე. პერონი. ალბომი: პოპ მუსიკის ყველაზე პროვოკაციული, გავლენიანი და მნიშვნელოვანი შემოქმედების გზამკვლევი, გვ. 215. 
  15. 15.0 15.1 15.2 კენტი, დევიდ (1993). Australian Chart Book 1970–1992. სენტ-აივზი, ახალი სამხრეთი უელსი: Australian Chart Book. ISBN 978-0-646-11917-5. 
  16. RPM – Library and Archives Canada. RPM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-13. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2012.
  17. dutchcharts.nl The Beatles – Abbey Road Dutch (ASP). Hung Medien, dutchcharts.nl. MegaCharts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2012.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 (2006) Oricon Album Chart Book: Complete Edition 1970–2005. Roppongi, Tokyo: Oricon Entertainment. ISBN 978-4-87131-077-2. 
  19. norwegiancharts.com The Beatles – Abbey Road (ASP). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2012.
  20. შვედეთის ჩარტები 1969–1972 შვედური (PDF). Hitsallertijden. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2012.
  21. სალავერი, ფერნანდო (სექტემბერი 2005). Sólo éxitos año a año, 1959–2002, პირველი, Spain: Fundación Autor-SGAE. ISBN 978-84-8048-639-2. 
  22. 22.0 22.1 The Beatles – Full official Chart History. ოფიციალური ჩარტები. ციტირების თარიღი: 13 მაისი 2016.
  23. The Beatles – Chart history. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-30. ციტირების თარიღი: 13 მაისი 2016.
  24. Album Search: The Beatles – Abbey Road German (ASP). Media Control. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2012.
  25. Chart Stats – The Beatles – Abbey Road (1987 version). UK Albums Chart. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  26. australian-charts.com The Beatles – Abbey Road (ASP). Australian Recording Industry Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2012.
  27. austriancharts.at The Beatles – Abbey Road გერმანულად (ASP). Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2012.
  28. ultratop.be The Beatles – Abbey Road Dutch (ASP). Hung Medien. Ultratop. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  29. ultratop.be The Beatles – Abbey Road Dutch (ASP). Hung Medien. Ultratop. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  30. danishcharts.com The Beatles – Abbey Road (ASP). danishcharts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  31. finnishcharts.com The Beatles – Abbey Road (ASP). Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  32. musicline.de chartverfolgung. hitparade.ch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2012.
  33. italiancharts.com The Beatles – Abbey Road (ASP). Hung Medien. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 13 ოქტომბერი 2012.
  34. All of the Beatles' "Remastered" Albums Enter the Top 100: Grossing 2,310 Million Yen in One Week Japanese. oricon.co.jp. Oricon Style. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი 2012.
  35. mexicancharts.com The Beatles – Abbey Road. mexicancharts.com. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.[მკვდარი ბმული]
  36. portuguesecharts.com The Beatles – Abbey Road (ASP). Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  37. The Beatles – Abbey Road (ASP). spanishcharts.com. Hung Medien. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  38. შვედურიcharts.com The Beatles – Abbey Road შვედური (ASP). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  39. The Beatles – Abbey Road – hitparade.ch გერმანულად (ASP). Hung Medien. Swiss Music Charts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 June 2007. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  40. charts.org.nz The Beatles – Abbey Road (ASP). Hung Medien. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  41. Caulfield, Keith. Beatles and Jay-Z Dominate Charts. Billboard.biz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  42. 42.0 42.1 The Official UK Charts Company : ALBUM CHART HISTORY. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 17 დეკემბერი 2007.
  43. 1970s Albums Chart Archive. everyhit.com. ოფიციალური ჩარტების კომპანია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  44. Billboard.BIZ – TOP POP ALBUMS OF 1970. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  45. Hit Parade Italia – Gli album più venduti del 2009 Italian. hitparadeitalia.it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2012.
  46. Premio Diamante: Los premiados Spanish. CAPIF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მარტი 2005. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი 2012.
  47. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2009 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  48. Canadian album certifications – The Beatles – Abbey Road. Music Canada.
  49. Les Meilleures Ventes de CD / Albums "Tout Temps" French. Infodisc.fr. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი 2017.
  50. French album certifications – The Beatles – Abbey Road ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
  51. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (The Beatles; 'Abbey Road') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  52. Italian album certifications – The Beatles – Abbey Road იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
  53. New Zealand album certifications – The Beatles – Abbey Road. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
  54. British album certifications – The Beatles – Abbey Road. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Abbey Road ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  55. American album certifications – The Beatles – Abbey Road. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
  56. „Beatles albums finally go platinum“. British Phonographic Industry. BBC News. 2 სექტემბერი 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-12. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Abbey_Road&oldid=4588788“-დან