Her Majesty (სიმღერა)
„Her Majesty“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Abbey Road, რომელიც გამოვიდა 1969 წელს. პოლ მაკ-კარტნის მიერ დაწერილი ამ სიმღერების ავტორებად მითითებული არიან ლენონი–მაკ-კარტნი. ეს არის ირონიული ხასიათის მიუზიკ-ჰოლის ჟანრის სიმღერა.[1] მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოიცა ჯგუფის სახელით, მისი ერთადერთი შემსრულებელია თავად პოლი. „Her Majesty“ არის ალბომის უკანასკნელი სიმღერა, რომელიც იწყება „The End“-ის დასრულებიდან 14 წამის შემდეგ, მაგრამ ორიგინალური გამოცემის გარეკანზე მითითებული არ არის.
„Her Majesty“ | |
---|---|
სიმღერა — The Beatles | |
ალბომიდან Abbey Road | |
გამოსვლის თარიღი | 26 სექტემბერი, 1969 |
ჩაიწერა | 2 ივლისი, 1969, EMI, ლონდონი |
ჟანრი | მიუზიკ-ჰოლი,[1] ხალხური მუსიკა[2] |
ხანგრძლივობა | 0:23 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple |
ავტორ(ებ)ი | ლენონი–მაკ-კარტნი |
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი |
სიმღერაში ავტორი და შემსრულებელი ხუმრობით საუბრობს დედოფალზე, გამოხატავს რა სურვილს: „ოდესმე ის ჩემი გახდება“.
პერსონალი
რედაქტირება- პოლ მაკ-კარტნი – წამყვანი ვოკალი, აკუსტიკური გიტარა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ევერეტი 1999, p. 271.
- ↑ Allmusic-ის მიმოხილვა, „ოდნავ თავხედური ხალხური სიმღერა“