გიორგი ლაცაბიძე
გიორგი ლაცო (ნამდვილი სახელი და გვარი — გიორგი ლაცაბიძე; დ. 15 აპრილი, 1978, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველ-ამერიკელი ვირტუოზი [1][2][3][4], პიანისტი, კომპოზიტორი, და მუსიკალური ხელოვნების დოქტორი. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. Guide-U-ს 2017-ის გამოკითხვის თანახმად, გიორგი ლაცაბიძე საზღვარგარეთ მოღვაწე 10 საუკეთესო ქართველ ცნობილ ხელოვანთა შორისაა მოქცეული.[5][6]
გიორგი ლაცო | |
---|---|
გიორგი ლაცო | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | გიორგი ლაცაბიძე |
დაბ. თარიღი |
15 აპრილი, 1978 თბილისი |
დაბ. ადგილი | თბილისი |
წარმოშობა | ქართველი |
ჟანრ(ებ)ი |
ფორტეპიანო კომპოზიცია კლასიკა შერეული ჟანრები |
საქმიანობა |
პიანისტი კომპოზიტორი დოქტორი პროფესორი |
აქტიური | 1998 — დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
Stereo Classics GLI Naxos The Latsos |
საიტი |
giorgilatso.com thelatsos.com |
გიორგი ლაცაბიძე ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირება3 წლისამ გამოავლინა ინტერესი ფორტეპიანოს მიმართ. მისი პირველი საფორტეპიანო მინიატურული კომპოზიციები შეიქმნა მაშინ, როცა იგი იყო 6 წლის. მისი შესრულება გამოირჩევა მაღალი მუსიკალური კულტურით, ფრაზირების რელიეფურობით და პოეტურობით, ვირტუოზული ტექნიკითა და ქარიზმატული არტისტიზმით. მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. 1999 წლიდან კონცერტებს მართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტეინში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, რუსეთში, აზიის ქვეყნებში, კანადაში და აშშ-ში.
განსაკუთრებული ადგილი მის რეპერტუარში უჭირავს ფრედერიკ შოპენის, ფერენც ლისტის და კლოდ დებიუსის ნაწარმოებებს, რომელთა ინტერპრეტაციაში ნათლად იკვეთება მისი პიანისტის არტისტული ბუნების თავისებურება.
ლაცო ერთ-ერთი ახალგაზრდა პიანისტთაგანია, რომელმაც ცოცხლად შეასრულა და ჩაწერა ფრედერიკ შოპენის ყველა (24) ეტიუდი, ასევე როგორც 24 პრელუდია (თხზ: 28), ყველა სკერცო, ფრანც ლისტის ყველა (12) ტრანცენდენტული ეტიუდი და კლოდ დებიუსის 12 პრელუდია (II ტომი).
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კოსერვატორიის დამთავრების შემდეგ (2002) ლაცაბიძე იმაღლებს საშემსრულებლო დონეს ჰანოვერის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში გერმანია, (2003) და მოგვიანებით კი ზალცბურგში, ავსტრია, (2005). ლაცაბიძე ლოს-ანჯელესი-ში (აშშ) მიემგზავრება 2005 წელს, სადაც ტორტონის მუსიკალურ სკოლაში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში სადოქტოროზე განაგრძობს მუშაობას და პარალელურად ეწევა პედაგოგიურ და საკონცერტო მოღვაწეობას. ამ დროის განმავლობაში ლაცაბიძის პედაგოგები იყვენენ პროფესორები: რუსუდან ხოჯავა, (საქართველო); გერიტ ციტერბარტი, (გერმანია); კლაუს კაუფმანი, (ავსტრია); ლაზარ ბერმანი, (იტალია); და სტუარტ გორდონი, (აშშ).
მოღვაწეობა
რედაქტირება5 წლის ასაკში თხზავდა საფორტეპიანო მინიატიურებს. 10 წლის ასაკში მან გაიმარჯვა თბილისის საქალაქო კონკურსზე რომელსაც მოჰყვა კონცერტები სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად, სადაც მან შეასრულა ედვარდ გრიგის და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტები. ლაცაბიძე მჭიდროდ თანამშრომლობდა მაესტრო ჯანსუღ კახიძესთან და იყო თბილისის მუსიკალური ცენტრის სოლისტი, სადაც გამართული აქვს არაერთი კონცერტი 2001 წლის 9 მარტს კახიძის დირიჟორობით (თბილისის სიმფონიური ორკესტრი ) შეასრულა რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი. აღსანიშნავია შოპენის 24 ეტიუდი (Op. 10, 25) გამართული თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში 2002 წლის 20 მარტს. ასევე ბეთჰოვენის მეხუთე საფორტეპიანო ცონცერტი, რომელიც ავსტრიის გუბერნატორ ფრანც ვოვესის პირადი პატრონაჟის ქვეშ ჩატარდა. 2008 წლის ივნისში ლაცაბიძემ შეასრულა ფერენც ლისტის ყველა ტრანცენდენტული ეტიუდი ჰავაის კონფერენც-ცენტრში (ჰონოლულუ) და ცოტა მოგვიანებით იგივე პროგრამით წარდგა ნიცაში. ამავე წელს მან გამართა კონცერტი ლოს-ანჯელესში რასაც მოჰყვა დოკუმენტური ფილმი გიორგი ლაცაბიძის შესახებ გადაღებული და ტირაჟირებული ჰოლივუდში (2008). 2009 ნოემბერში ჩაწერა ახალი ალბომი (CD/DVD) კლოდ დებიუსის 12 პრელუდიის (წიგნი II). მისი ბეთჰოვენის მეხუთე კონცერტის შესრულება ავსტრიის პრესამ დაახასიათა როგორც „...ტექნიკურად ბრწყინვალე პიანისტი შერწყმული პოეტური ლირიზმით და ჭეშმარიტი სიღრმით“.[7] ინგლისის „Rhinegold Classical Magazine“ მის დებიუსის პრელუდიების ალბომზე წერს, „...არაჩვეულებრივი მუსიკალური ფანტაზიის უნარი და ბგერა იშვიათად მოსმენილი“.[8]
2010 წელს შესდგა მისი სადებიუტო გამოსვლა ევროპის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო საკონცერტო დარბაზში უიგმორ-ჰოლში (ინგლ. Wigmore Hall) ლონდონში, სადაც ის მსოფლიო პრემიერა წარდგა მისი ახალი კომპოზიციით, რომელიც დაიწერა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, და შეკვეთილი იქნა განსაკუთრებით ამ კონცერტისთვის.[9] მისი შესრულება ტრანსლირებული იქნა რადიო-ტელევიზიის ეთერში როგორც აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.
2011 წელს ლაცომ შვეიცარიაში მისცა კონცერტები რომელიც მისი უდიდებულესობის პრინცესა მარია ვინსკი ტანტაუ ლიხტენშტეინის პატრონაჟით გაიმართა. მისდამი შერულებულ შოპენის 24 პრელუდია, თხზ. 28 და რ. შუმანის 's Kreisleriana, თხზ. 16. Volksblatt პრესა წერდა: ...„რომანტიკული რეპერტუარის ფარგლებში სავსებით მართებული იქნება რომ მას უწოდო უზადო ტექნიკური მონაცემების მქონე გრანდიოზი პიანისტი“.[10]
ლაცო მასტერკლასებს მართავს[11] ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკის და შეერთებული შტატების მასშტაბით. მისი მუსიკალური კარიერა მოიცავს ყოფნას როგორც კონცერტ-პიანისტი და კომპოზიტორი, ასევე პროფესორი და საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი. 2007-2010 წლებში ეკავა პრეზიდენტის თანამდებობა MTNA USC Chapter, Thornton School of Music ლოს-ანჯელესში. 2010 წელს, ლაცო იყო ტაივანის საერთაშორისო საფორტეპიანო გამოცდების კომიტეტის თავმჯდომარე (ჩინეთის რესპუბლიკა). 2011 წლიდან არის მუსიკის ხელოვნების დოქტორი. იგი ასწავლიდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, აზუსის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტსა და გლენდეილის კოლეჯის საფორტეპიანო ფაკულტეტებზე.
ლაცო (ლაცაბიძე) არის შეყვანილი 65 წლის გამოცემაში „Who is Who in America“, და ვინ არის ვინ ამერიკის ხელოვნება-ში 2011.[12] 2011 წლიდან არის წევრი ამერიკის საპატიო საზოგადოებისა „Pi Kappa Lambda“, რომელიც აღიარებულია მთელ მსოფლიოში.
პიანისტზე გადაღებულია რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, მათ შორის ავსტრიის ტელევიზიის გადაღებული ფილმი: (Auf den Spuren von Wolfgang Amadeus Mozart) „პორტრეტი: ლაცაბიძე ზალცბურგში“.[13]
2010 წელს ლონდონში ჩაწერა CD მთელი საფორტეპიანო-სავიოლინო რეპერტუარი პოლონელ-გერმანულ-ებრაული კომპოზიტორის იგნაც ვაგჰალტერის, ლონდონის სამეფო ფილარმონიული ორკესტრთან, ირმინა ტრინკოსთან, და ალექსანდრე ვოლკერთან ფირმა „Naxos“-ისთვის.[14] მისი ბოლო ჩანაწერი განხორციელდა მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ, ლონდონის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან (The Royal Philharmonic Orchestra) გამოსვლის დროს სენტ-ჯონს-სმითის სკვერის საკონცერტო დარბაზში, რომლის ტრანსლირება ცოცხალი ეთერით BBC-მ განახორციელა.[13] 2012 წლის დეკემბერში ლუქსემბურგის კლასიკური მუსიკის ჟურნალმა „Pizzicato“ ეს ჩანაწერი დააჯილდოვა და წლის ნომინაციაში შეიყვანა.[15]
2012 წლის ივნისს რომის პაპმა ბენედიქტ XVI-ის მის რეზიდენციაში ქართველი პიანისტი ვატიკანში მიიწვია ვენის სიმფონიურ ორკესტრთან მოცარტის კონცერტის (K. 467) შესასრულებლად სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში.[16] ამავე წელს წარდგა სადებიუტო კონცერტით მსოფლიოში აღიარებულ ბერლინის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში.[17]
მისი დებიუტი ასევე ერთ-ერთ სახელგანთქმულ ციურიხის ტონჰალეში (ინგლ. The Tonhalle Zürich) შესდგა 2014 წლის მარტში. 2013 წლის იანვრიდან გიორგი ლაცო არის სტენვეი-სონის ოფიციალური არტისტი.[18]
2013 წლიდან არის ვენის მუსიკალური და დრამატურგიული ხელოვნების კონსერვატორიის დოქტორი და პროფესორი ავსტრიაში.[19] 2015 წლიდან რეგულარულად კითხულობს ლექციებს რომანტიკული, იმპრესიონისტული თუ თანამედროვე კლასიკური მუსიკის შესახებ Conservatori Superior de Música del Liceu ბარსელონაში.
გიორგი ლაცო მართავს მასტერკლასებს მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში, [20][21][22]მათ შორის, ჩაიკოვსკის მოსკოვის კონსერვატორიაში, ჰონგ-კონგის სამხატვრო აკადემია, ზალცბურგის მოცარტეუმის უნივერსიტეტში, ვენის კონსერვატორიაში, ბარსელონის უმაღლეს კონსერვატორიაში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, სან-ფრანცისკოს კონსერვატორიაში, ობერლინის კონსერვატორიაში, ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტში და ა.შ. ბევრი მისი სტუდენტი საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების პრიზიორია.
2013 წელს გიორგი ლაცომ საფორტეპიანო დუო The Latsos მის მეუღლე ანა ფედოროვა-ლაცოსთან ჩამოაყალიბა [23] მას შემდეგ, ისინი დუეტში ასრულებენ კონცერტებს სხვადასხვა მუსიკალურ ცენტრებსა და ფესტივალებში,[24][25] აძლევენ მასტერკლასებს და იღებენ მონაწილეობას სამეცნიერო კონფერენციებში ევროპაში, რუსეთში, ამერიკასა და აზიაში. [26] [27][28] დუეტმა შეასრულა და ჩაწერა ყველა შუბერტის ნაწარმოებები ოთხი ხელისთვის,[29] ასევე რიგი უჩვეულო და მივიწყებული ნამუშევრები დუეტ-ფორტეპიანო რეპერტუარისგან. მათი ბოლოდროინდელი კონცერტის პრეზენტაცია, რომელიც ისტორიულ Doheny Estate & Gardens Beverly Hills-ში შედგა, გადაიღო ბევერლი-ჰილზის Warner Cable ტელევიზიამ და BHTV10 Channel- ზე პირდაპირ ეთერში გადაიცა. დოკუმენტური ფილმი The Latsos Piano Duo კალიფორნიის Doheny Estate & Gardens-ის არქივში ინახება[30]
საქართველოს ეროვნული სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობით ერთად მან 2019 წელს ავსტრიაში ჩააატარა საქველმოქმედო კონცერტი, რომლის შემოსული თანხა მოხმარდა საქართველოში ონკოლოგიური ავადმყოფობით დაავადებით და 22 წლის ქვემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. [31] [32]
ბოგოტაში 2020 წელს პიანისტმა კოლუმბიის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან საქველმოქმედო კონცერტი გამართა. საღამომ „Teatro Colón“-ის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სრული ანშლაგით ჩაიარა. „...მისი თაობის ერთ – ერთი საუკეთესო მუსიკოსი - წერდა ადგილობრივი პრესა „El Tiempo“.[33][34] 2021 წლის აპრილში გიორგი ლაცო ლოს-ანჯელესის ფილარმონიის საერთაშორისო კომიტეტის საპატიო წევრად დასახელდა. [35]
გიორგი ლაცომ 2021 წელს დიდი წვლილი შეიტანა მოლაპარაკებებში რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელთან “სტეინვეი ენდ სანს“ (STEINWAY & SONS) განხორციელდა. 2022 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა რამდენიმეწლიანი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას ჯამში გადაეცემა 78 როიალი. [36][37][38]
2022 წელს მალაიზიაში, აზიის წყნარი ოკეანის საერთაშორისო კონკურსის დახურვის ცერემონიალზე დაჯილდოებული იქნა ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო ჟიურის წევრობისთვის. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს კალიფორნიაში ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებაკონკურსები
რედაქტირება- 1998: ენიო პორინოს პიანისთა საერთაშორისო კონკურსი კალიარიში
- 1999: რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო კონკურსი პარიზიში
- 2005: ეგუდი მენუჰინის საერთაშორისო კონკურსი ზალცბურგიში
- 2006: ახალგაზდრა პიანისტების საერთაშორისო კონკურსი ლოს-ანჯელესიში.
გრანტები, სტიპენდიები
რედაქტირება- 2001-2002: საქართველოს პრეზიდენტის
- 2001: ვლადიმერ სპივაკოვის, მოსკოვი
- 2003: გერმანელი გრაფინია მარიონ დანჰოფის, გერმანია
- 2004: DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის), გერმანია
- 2005: დოქტ. დოქტ. პროფ. ჰერბერტ ბატლინერის, ავსტრია
- 2007: MTNA აკადემიური მიღწევებისთვის, ა.შ.შ.
- 2008: ფილანტროპისტ-მედსენატის კაროლ ჰოგელის, დიდი ბრიტანეთი - ა.შ.შ.
- 2011: მისი უდიდებულესობა პრინცესა მარია ვინსკი ტანტაუ ლიხტენშტეინის, ლიხტენშტეინი
სპეციალური პრიზები
რედაქტირება- 2011: წლის გაზაფხულზე სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის Thornton School of Music-ის საფორტეპიანო დეპარტამენტის გადაწყვეტილების თანახმად გიორგი ლაცაბიძე დაჯილდოვდა საპატიო დიპლომით მისი მიღწეული წარმატებებისათვის და ფორტეპიანოს ფაკულტეტზე შემდგომი თანამშრომლობისთვის, ა.შ.შ.
- 2011: წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი, ა.შ.შ.
- 2013: წლის იანვრიდან არის სტენვეი-სონის (Steinway & Sons, New York) ოფიციალური არტისტი, ა.შ.შ.
- 2021: ლოს-ანჯელესის ფილარმონიის საერთაშორისო კომიტეტის საპატიო წევრი[39]
- 2022: 2022 წლის ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო ჟიურის წევრი, კუალა-ლუმპური,მალაიზია.[40]
რეპერტუარი
რედაქტირებამის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია: სკარლატის, ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, შუმანის, შუბერტის, შოპენის, ლისტის, ბრამსის, ჩაიკოვსკის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, დებიუსის, ნაწარმოებებს.
მუსიკა ფილმებისათვის
რედაქტირება- „წყაროს წყალი“ (2000 წ.)
- „ვალს ფანტაზია“ (2001 წ.) დაჯილდოვდა ბოლონიის (იტალია, 2002) საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა“ [13]
- Twilight's Grace (2006 წ.) ნაჩვენები იქნა 12-ზე მეტ საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე, მათ შორის Santa Monica Film Festival 2007, Sun Dances With Films 2007, Moondance International Film Festival 2007, Palm Springs International Film Festival 2007.
დისკოგრაფია
რედაქტირება- 2005: DVD დოკუმენტური ფილმი: გიორგი ლაცაბიძე ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ნაკვალევზე — (Auf den Spuren von Wolfgang Amadeus Mozart ), გადაღებული ზალცბურგში ავსტრიული ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხის მიერ K-TV Austria. ფილმის დირექტორი: კლაუს ფრუსტორფერი, ოპერატორი: ფრანც განგი.
- 2009: DVD/CD დოკუმენტური ფილმი: ლაცაბიძე — კონცერტზე (Latsabidze: The Recital ) ჩაწერილი ალფრედ ნიუმანის სახელობის საკონცერტო დარბაზში (ლოს ანჯელესი) ცოცხალი შესრულებით. ფილმის მთავარი პროდიუსერი: ვეინ ადამსი; დირექტორი: ჯერემი ვეივერი. Onward Entertainment, LLC, 2008. ფილმი DVD სახით გამოშვებული იქნა 2009 წლის 26 თებერვალს და მისი CD-ის soundtrack-ი ადვილად არის მისაწვდომი amazon.com-ზე.
- 2008: CD: Johannes Brahms: Piano Quintet (Brahms) The Piano Quintet in F minor, Op.34. Hurb Production Studio
- 2009: CD: Schumann: Frauenliebe und -leben; Debussy: Ariettes oubliées. IG Initiatives LLC
- 2010: CD: Chamber Music by Ignatz Waghalter. Recorded at Naxos Records, UK.
- 2010: DVD/CD კლოდ დებიუსი:12 პრელუდია (II რვეული), ჩაწერილი ცოცხალი შესრულებით (ლოს ანჯელესი, 2009), Onward Ent., LLC.
- 2010: DVD The IG-Duo performs works by Szymanowski, Brahms, Bizet-Waxman, Latsabidze. — Wigmore Hall, London. Red Piranha Films LLC.
- 2011: CD/DVD: Frédéric Chopin: 24 Preludes, Op.28; Robert Schumann: Kreisleriana, Op.16. Goyette Records Co.
- 2012: CD: WAGHALTER, I.: Violin Concerto / Rhapsody / Violin Sonata (Royal Philharmonic Orchestra, Trynkos, Latsabidze, A. Walker). Naxos Records[41]
- 2013: DVD/CD დოკუმენტური ფილმი: PIANO FOR PIGGIES — General Films Cambridge, NY; დირექტორი ჯონ კარლსონი; ფილმის მთავარი პროდიუსერი: ბრაიან პეტერსი.[42]
- 2019: დოკუმენტური ფილმი: The Latsos Piano Duo ჩაწერილი Doheny Estate & Gardens Beverly Hills-ში, გადაღებული ბევერლი-ჰილზის Warner Cable ტელეარხის მიერ.
მედია
რედაქტირება12 პრელუდია (II რვეული, 1913)
რედაქტირება- Transcendental Etude No. 8 in C minor "Wilde Jagd" (ინფორმაცია ფაილზე)
- Transcendental Etude No. 9 in A-flat, "Ricordanza" (Remembrance) (ინფორმაცია ფაილზე)
- Transcendental Etude No. 10 in F minor, "Allegro agitato molto" (ინფორმაცია ფაილზე)
- Debussy: Préludes, Book 2: II. Feuilles Mortes. Giorgi Latsabidze, piano (ინფორმაცია ფაილზე)
- Debussy: Préludes, Book 2: V. Bruyères. Giorgi Latsabidze, piano (ინფორმაცია ფაილზე)
- Debussy: Préludes, Book 2: VI. 'General Lavine' — Excentric. Giorgi Latsabidze, piano (ინფორმაცია ფაილზე)
- Debussy: Préludes, Book 2: VII. La Terrasse Des Audiences Du Clair De Lune. Giorgi Latsabidze, piano (ინფორმაცია ფაილზე)
- Debussy: Préludes, Book 2: XII. Feux D'Artifice. Giorgi Latsabidze, piano (ინფორმაცია ფაილზე)
- ფერენც ლისტი:ტრანცენდენტული ეტიუდი N8; ჩაწერილი ალფრედ ნიუმანის სახელობის საკონცერტო დარბაზში (ლოს ანჯელესი) ცოცხალი შესრულებით (2008) (ინფორმაცია ფაილზე)
- ბიზე-ჰოროვიცი: „კარმენ-ფანტაზია“; ჩაწერილი ალფრედ ნიუმანის სახელობის საკონცერტო დარბაზში (ლოს ანჯელესი) ცოცხალი შესრულებით (2008) (ინფორმაცია ფაილზე)
ლიტერატურა
რედაქტირება- Prishvin, Sasha., On the trail of Wolfgang Amadeus Mozart (2009წ), გვ.108., Le Beau Monde, January Edition., ISSN 1987-510X
- ადამსი ვ., ლაცაბიძე კემბრიჯში, ნიუ-იორკი. 1 ივნისი, 2008 წ.
- ჰელერი ჰ., Osttiroler Bote, გვ.19, 21 ივნისი, 2007 წ.
- Peter, Cosse., Impression and spontaneity (2007), p.31., Salzburger Nachrichten, Salzburg.
- არუთინოვი-ჯინჭარაძე დ., რეზონანსი, გვ.197, 3-9 აგვისტო, 2003 წ.
- თორაძე გ., Вечерний Тбилиси, გვ.16, 29 მარტი 2002 წ.
- თორაძე გ., საქართველოს რესპუბლიკა, გვ.83-84. 8 აპრილი, 2001 წ.
- ქამუშაძე მარიამ, 24 საათი, ქართველი ვირტუოზი — გიორგი ლაცაბიძე, 30 ოქტომბერი, 2012
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი ლაცაბიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ლაცაბიძის ოფიციალური საიტი
- სტენვეი-სონის ოფიციალური არტისტი
- Naxos Records
- ქართველი ვირტუოზი — გიორგი ლაცაბიძე დაარქივებული 2012-10-30 საიტზე Wayback Machine. 24 საათი
- www.tbiliselebi.ge
- „ლაცაბიძე — კონცერტზე,“ ტრეილერი
- „გიორგი ლაცაბიძე — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ნაკვალევზე“ ტრეილერი
- კაროლ ჰოგელის ჯილდოს ცერემონიალი
- ინტერვიუ გიორგი ლაცაბიძესთან
- გიორგი ლაცაბიძე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 24 hours. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-30. ციტირების თარიღი: 2012-10-30.
- ↑ Korac, Elma (9 ივნისი, 2011 წ.). „Begeisterndes Klavierrezital“ (Newspaper) (გერმანული). LIECHTENSTEIN: LIECHTENSTEINER VATERLAND. p. 25. ციტატა: „...Virtuos und technisch perfekt war dabei sein Spiel“ მითითებულია ერთზე მეტი
|author=
და|last=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ Piechocki, Wieslaw (9 ივნისი, 2011 წ.). „Innige Stimmungsperlen"“ (გერმანული). TRIESEN: Volksblatt. p. 37. დაარქივებულია ორიგინალიდან (Newspaper) — 2011-10-02. ციტირების თარიღი: 2011-07-01. ციტატა: „Virtuosität Der mit vielen hochkarätigen Preisen geehrte junge Georgier Giorgi Latsabidze spielte...“ მითითებულია ერთზე მეტი
|author=
და|last=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება) - ↑ USC Thornton School of Music, press release, USC THORNTON SCHOOL OF MUSIC CELEBRATES 125th ANNIVERSARY (September 10, 2009), p.5 http://www.usc.edu/schools/music/private/features/Press_Release_updated_after_final.pdf დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. )
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-06. ციტირების თარიღი: 2017-10-05.
- ↑ Pantheon World. The Most Famous Musicians From Georgian. ციტირების თარიღი: 2023-05-31
- ↑ Borchhardt-Birbaumer, Gustav., ’’Verdrängte Erinnerungen’’ (2006 წელი), გ. 49., Wienner Zeitung, ვენა.
- ↑ Rhinegold Publishing Ltd Classical Music Magazine, ტომი. 34, ნ. 2, გ. 183., ნოემბერი 2010 წელი, ლონდონი.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-15. ციტირების თარიღი: 2012-10-14.
- ↑ Piechocki, Wieslaw., Innige Stimmungsperlen, გ. 37, ლიხტენშტაინი, Volksblatt, 6.9. 2011 წ. Volksblatt.com დაარქივებული 2011-10-02 საიტზე Wayback Machine.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-27. ციტირების თარიღი: 2011-01-14.
- ↑ Marquis Who's Who in America, 2011 (65th Edition)
- ↑ 13.0 13.1 13.2 ქამუშაძე მარიამ, 24 საათი, ქართველი ვირტუოზი — გიორგი ლაცაბიძე, 30 ოქტომბერი, 2012 [1] დაარქივებული 2012-11-01 საიტზე Wayback Machine.
- ↑ http://www.naxos.com/catalogue/item.asp?item_code=8.572809
- ↑ Remy Franck, Pizzicato Magazine http://www.pizzicato.lu/ 3 დეკემბერი, 2012
- ↑ მანანა გაბრიჩიძე, ქართველები უცხოეთში. მსოფლიო ტოპპიანისტების სიაში შესული ქართველი პიანისტი რომის პაპმა ვატიკანში მიიწვია, თბილისი, კვირის პალიტრა, 02-02-2012 წ. © გაზეთი კვირის პალიტრა — 2009
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-16. ციტირების თარიღი: 2012-10-12.
- ↑ http://www.steinway.com/artists/solo/l სტენვეის ოფიციალური საიტი. 22 იანვარი, 2013
- ↑ http://www.konservatorium-prayner.at/ Prayner Konservatorium für Musik und dramatische Kunst
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-05. ციტირების თარიღი: 2021-12-05.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 2021-12-05.
- ↑ https://www.conservatoriliceu.es/noticies/auditori/entrevista-giorgi-latso-barcelona-clasica/
- ↑ https://www.thelatsos.com.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-31. ციტირების თარიღი: 2019-03-31.
- ↑ http://lovebeverlyhills.com/events/view/music-in-the-mansion-march-2019
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-31. ციტირების თარიღი: 2019-03-31.
- ↑ https://easyreadernews.com/event/the-interludes-concert-series-presents-the-latsos-piano-duo/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-13. ციტირების თარიღი: 2019-03-31.
- ↑ https://www.laopus.com/2019/03/four-hands-play-schubert-and-others.html
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-29. ციტირების თარიღი: 2019-03-30.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-15. ციტირების თარიღი: 2019-05-15.
- ↑ http://www.solidaroba.ge/News/View/653?cId=1[მკვდარი ბმული]
- ↑ https://sinfonica.com.co/beethoven-concierto-para-piano-no-5-emperador/ დაარქივებული 2020-03-03 საიტზე Wayback Machine. , 2020
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-03. ციტირების თარიღი: 2020-03-08.
- ↑ The International Committee Of The LA Phil. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-30. ციტირების თარიღი: 2021-04-30
- ↑ კულტურის მინისტრი ჰამბურგში სამუშაო ვიზიტისას როიალების მწარმოებელ კომპანია „სტეინვეი ენდ სანსს“ ეწვია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-26. ციტირების თარიღი: 2022-11-26.
- ↑ კულტურის სამინისტრომ კონსერვატორიისთვის რამდენიმე როიალი შეიძინა. ციტირების თარიღი: 2022-11-26.
- ↑ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ციტირების თარიღი: 2022-11-26.
- ↑ The International Committee Of The LA Phil. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-30. ციტირების თარიღი: 2021-04-30
- ↑ Asia Intenrational Arts Festival. ციტირების თარიღი: 2022-07-18
- ↑ Waghalter, I.: Violin Concerto / Rhapsody / Violin Sonata (Trynkos, Latsabidze, A. Walker) publisher= Naxos Records (Physical Release: 10/2012). ციტირების თარიღი: 2012-09-23.
- ↑ http://www.troyrecord.com/articles/2013/05/22/entertainment/doc519d5cc7bfae4706052248.txt[მკვდარი ბმული]