ბენედიქტე XVI
ბენედიქტე XVI (ლათ. Benedictus Sextus Decimus), ერისკაცობაში იოზეფ ალოიზ რატცინგერი (გერმ. Joseph Alois Ratzinger) (დ. 16 აპრილი 1927, მარკტლ-ამ-ინი, ბავარია, გერმანია — გ. 31 დეკემბერი, 2022) — რომის პაპი 2005 წლის 19 აპრილიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე, კათოლიკე თეოლოგი.
უწმიდესი რომის პაპი ბენედიქტე XVI | |||
| |||
---|---|---|---|
24 აპრილი, 2005-დან — 28 თებერვალი, 2013-მდე | |||
არჩევა: | 19 აპრილი, 2005 | ||
ინტრონიზაცია: | 24 აპრილი, 2005 | ||
ეკლესია: | რომის კათოლიკური ეკლესია | ||
წინამორბედი: | იოანე პავლე II | ||
მემკვიდრე: | ფრანცისკე | ||
გადადგომა: | 28 თებერვალი, 2013 | ||
დაბადების სახელი: | იოზეფ ალოიზ რატცინგერი | ||
დაბადება: | 16 აპრილი, 1927 მარკტლ-ამ-ინი, ბავარია, ვაიმარის რესპუბლიკა, (დღ. გერმანია) | ||
გარდაცვალება: | 31 დეკემბერი, 2022 (95 წლის) | ||
კარდინალი: | 27 ივნისი, 1977 | ||
ხელმოწერა: | |||
ბიოგრაფია
რედაქტირებამღვდლად ეკურთხა 1951 წელს. უკვე 31 წლის ასაკში გახდა ფრაიზინგის ფილოსოფიურ-თეოლოგიური უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი. იყო დოგმატიკის პროფესორი ბონის, მიუნსტერის, ტიუბინგენისა და რეგენსბურგის უნივერსიტეტებში. ვატიკანის II მსოფლიო კრების დროს რატცინგერი იყო კიოლნის კარდინალის იოზეფ ფრინგსის მრჩეველი. მისი შედგენილი ტექსტებით, რომელსაც იგი კარდინალის მოხსენებებისთვის ადგენდა, გაითქვა მსოფლიო კრებაზე სახელი. 1977 წელს პავლე VI-ს დანიშნულ იქნა მიუნხენისა და ფრაინზინგის არქიეპისკოპოსად და იმავე წელს მიენიჭა კარდინალის წოდება. 1981 წლიდან პაპად არჩევამდე იყო რწმენის კონგრეგაციის ხელმღვანელი.
2013 წლის 11 თებერვალს პაპმა ბენედიქტე XVI-მ განაცხადა, რომ 28 თებერვალს ტახტიდან გადადგება „გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო“. 2013 წლის 28 თებერვალს, 20:00 ბენედიქტე XVI გადადგა. 28 თებერვლიდან 13 მარტამდე, ახალი პაპის - ფრანცისკე I-ის - არჩევამდე ვატიკანი იმყოფებოდა ე.წ. „სედე ვაკანტეს“ მდგომარეობაში.[1][2]
გარდაიცვალა 2022 წლის 31 დეკემბერს, 95 წლის ასაკში.[3]საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-ემ რომის კათოლიკური ეკლესიის პაპ ფრანცისკეს ემერიტუსი პაპის ბენედიქტე XVI-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.[4]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვატიკანი წმინდა ეპარქია - ოფიციალური საიტი
- წმინდა ეპარქია – წმინდა მამა – ბენედიქტე XVI - ვატიკაის ოფიციალური საიტი
ქართული თარგმანები
რედაქტირება- გამგები გული: რეფლექსია სამართლის საფუძვლებზე, მარიამ გაგოშიძის თარგმანი
- რეგენსბურგის მიმართვა, გერმანულიდან თარგმნა ვაჟა ვარდიძემ
- ევროპა და მისი უკმაყოფილებანი დაარქივებული 2022-12-31 საიტზე Wayback Machine. , თარგმნა ირაკლი ჯავახიშვილმა
- შესავალი ქრისტიანობაში, თარგმნა ვაჟა ვარდიძემ
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Pope Benedict surprises world, steps down citing frailty დაარქივებული 2013-02-12 საიტზე Wayback Machine. . „Reuters“.
- ↑ რომის პაპი აპირებს უარი თქვას წმინდა საყდარზე. „რადიო თავისუფლება“. 11.02.2013.
- ↑ Horowitz, Jason; Povoledo, Elisabetta (31 დეკემბერი, 2022). „Pope Benedict XVI: Updates: Pope Benedict XVI Dies“. The New York Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ catholic.ge
წინამორბედი: იოანე-პავლე II |
რომის პაპი 2005-2013 |
შემდეგი: ფრანცისკე |