Tato Iakobidze
გამარჯობა, Tato Iakobidze. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
--Otogi განხილვაწვლილი 08:10, 14 სექტემბერი 2011 (UTC)
გაეცანით ვიკიპედიის წესებს! სტატიები მომხმარებლის განხილვის გვერდზე არ იქმნება. — მიხეილ (მომწერე) 11:39, 14 სექტემბერი 2011 (UTC)
თარგი:ვო პერსონაჟები
რედაქტირებათარგი:ვო პერსონაჟები - ამაში პლანეტებს ნუ ჩაწერთ, ეს არის მხოლოდ პერსონაჟების თარგი. პლანეტებისათვის ცალკე თარგი შეიქმნება მოგვიანებით. — Henry McLean განხილვაწვლილი 15:20, 25 სექტემბერი 2011 (UTC)
მადლობა თქვენი წვლილისათვის. დღეს დაგიმზადებთ ცალკე თარგს, სადაც პლანეტებიც იქნება შეტანილი. — Henry McLean განხილვაწვლილი 14:51, 26 სექტემბერი 2011 (UTC)
დავამატე ენათშორისო ბმულები. სტატია უვარგისია. იმედია ვიკიპედიის სტანდარტებამდე გააკეთებ.--ცანგალა (გ) 20:31, 15 დეკემბერი 2011 (UTC)
თარგი:ინფოდაფა ტელესერიალი - გამოიყენეთ აქ მოცემული კოდი, ვინაიდან თქვენ დაკოპირებული გქონდათ მოძველებული, რომელიც ყველა ველს არ ასახავდა. ჩავასწორე. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:46, 4 თებერვალი 2012 (UTC)
გამარჯობა, თქვენს მიერ შექმნილ სტატიას აკლია შესავალი, თავში დაწერეთ ერთი-ორი წინადადება (თუმდაც მეტიც).--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 12:45, 9 მარტი 2012 (UTC)
- აი მასე უკეთესია .--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 13:14, 9 მარტი 2012 (UTC)
გამარჯობა, კარგი სტატია გამოვიდა, დიდი, მაგრამ ზოგ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. წყარო არ აქვს, რაზე დაყრდნობით შექმენი სტატია?--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 09:11, 10 მარტი 2012 (UTC)
აი ეს სტატია ნახე, ბოლოში სექცია "რესურსები ინტერნეტში" როა, მასეთი შეგიძლია მიუთითო? ანუ ვარკვლავთ კარიბჭის შესახებ რამე ინტერნეტ რესურები.--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 12:58, 10 მარტი 2012 (UTC)
ხელმოწერა
რედაქტირებაგამარჯობა. გთხოვთ, განხილვის გვერდზე როდესაც დაწერთ რამეს, აუცილებლად მოაწერეთ ხელი (~~~~). Nodar Kherkheulidze განხილვა 12:03, 10 მარტი 2012 (UTC)
- „თქვენს რჩევას გავითვალისწინებ, გმადლობთ“ — ეს მომწერეთ, თუმდა ხელმოწერა ისევ დაგავიწყდათ . ხელმოსაწერად უბრალოდ დასვით ტექსტის ბოლოს ეს: ~~~~. პ.ს. განხილვა სადაც იწყება, იქვე მთავრდება, ანუ თქვენ უნდა მიპასუხოთ თქვენსავე განხილვის გვერდზე (აქვე), არ არის საჭირო, რომ მე მომწეროთ ჩემს განხილვის გვერდზე . Nodar Kherkheulidze განხილვა 12:11, 10 მარტი 2012 (UTC)
- ან და მორჩა (გააჩნია, რომელი სკინი გაქვთ ჩართული ვიკიპედიაში. რედაქტირების პანელშია ეს ღილაკი. სტატიისა და მომხმარებლის განხილვებში, ასევე ფორუმში ხელმოწერები უნდა დატოვოთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:00, 10 მარტი 2012 (UTC)
არტეფაქტები და ა.შ.
რედაქტირებასალამი. თუ შეიძლება, შევთანხმდეთ - თ-ს არ ვიყენებთ იქ, სადაც T არის ორიგინალში. თუ ორიგინალში გვაქვს TH - მაშინ ქართულად იწარმოება როგორც თ. --H.McC. (მომწერეთ) 10:28, 27 მაისი 2012 (UTC)
მაგალითი:თქვენ გეწერათ „ვინგილოთე“. ეს არასწორია, ვინაიდან ორიგინალში იგი არის Vingilote და არა Vingilothe. თუ ეს იქნებოდა VINGILOTHE, მაშინ დაწერდით - ვინგილოთე (TH გარდაიქმნება თ-დ). გამომდინარე იქიდან, რომ იგი არის Vingilote, რჩება როგორც იწერება - 'ვინგილოტე'. --H.McC. (მომწერეთ) 18:38, 27 მაისი 2012 (UTC)
მოდით, კიდევ ერთხელ (და თუ შეიძლება, ნუ მამეორებინებთ, ვინაიდან უკვე გარკვევით დავწერე). შუამიწეთის ენებში არის TH-ც და T-ც და ადაპტირებისას მათი დიფერენციაცია უნდა მოხდეს. არ შეიძლება, რომ TH-ც და T-ც იყოს თ.
TH ქართულად ადაპტირებისას გარდაქმნისას ყოველთვის არის თ (ან ზ, მაგრამ ეს ამ შემთხვევას არ ეხება). და ეს წესი გამყარებულია ჩვენთან ვიკიპედიაში და აქ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ არ მკითხველი არასოდეს დაიბნეს (თუმცა სინამდვილეში TH - და ეს კარგად ჩანს იგივე ჯ.რ.რ.-ს შემორჩენილი აუდიოჩანაწერებიდან - ჟღერს როგორც თ-ს და ს-ს ნაჯვარი).
განსხვავებები
- t - t - Túrin.
- th - θ - Ecthelion - Sindarin th is always pronounced th in English think, and never like th in English these—the latter sound is used for the separate Sindarin consonant.
მეორე - სხვა შემთხვევებში, როგორც ეს ხდება, ყველა დანარჩენი ბგერა იგივენაირად წარმოითქმის, მანდ უკვე არაფერია განსახილველი, ვინაიდან იკითხება ისევე როგორც იწერება. ეს არ არის ერთადერთი პრინციპი, რომელიც ითვალისწინება ბგერების გარდაქმნისას და ინტერნეტი სავსეა ბგერათა სიების (რომლებიც თავის მხრივ, კრისტოფერ ტოლკინს და ჯ.რ.რ.ს ეკუთვნის).
და ბოლოს, თუ შეიძლება - განხილვებში წერისას, ხელი მოაწერეთ საკუთარ გზავნილებს. ამისათვის არსებობს --H.McC. (მომწერეთ) 09:35, 28 მაისი 2012 (UTC)
შუაველი
რედაქტირებამოდი რა, ვინაიდან ტოლკინის თემაზე ორი კაცი წერს მხოლოდ, ელემენტარულად ვისაუბროთ თარგმანის პრობლემატიკაზე.
უნდა ვთქვა, რომ ოფიციალური ქართული თარგმანის ელემენტებს მე სტატიებში არ ვიყენებ. რატომ - ძირითადად ყველა სტატია, რომელიც ვიკიპედიაში ტოლკინთან დაკავშირებით წერია, მე მეკუთვნის და ვინაიდან ერთპიროვნულად ვმუშაობდი, გადავწყვიტე, რომ არ გამომეყენებინა ტერმინოლოგია, რომელიც შესაძლოა, სწორია, მაგრამ ცვალებადი იქნება, თუკი მომავალში რომანს ვიღაც სხვა თარგმნის.
ამიტომ ნ. სამუშიას თარგმანის ელემენტებს, როგორიც არის შუაველი არ ვიყენებ. ძალიან კარგი მაგალითი - ჰობიტის 2002 წლის თარგმანში 'ველვარდნილი' ეწოდება - კიდევ ერთი ხაზგასმა იმისი, თუ რატომ არ აქვს აზრი ვიკიპედიაში ამ თარგმანებში გამოყენებული სახელწოდებების გამოყენებას. ანუ რამდენი მთარგმნელიც თარგმნის, იმდენი ცვლილების შეტანა იქნება უადგილო.
მეორე მხრივ - თავად სტატიაში (ვთქვათ, რივენდელი) ვფიქრობ, უნდა იყოს მითითებული თარგმანებში გამოყენებული სახელებიც (დამატებით სექციაში). --H.McC. (მომწერეთ) 19:09, 3 ივნისი 2012 (UTC)
გაფრთხილება
რედაქტირებაგამარჯობა. როგორც ადმინისტრატორი, თავს უფელბას მივცემ მოგცეთ შენიშვნა, რომ ისეთი მიმართვები, როგორიც თქვენ ვიკიპედიის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ამ სფეროში ყველაზე მეტად გარკვეული მომხმარებლის მიმართ განახორციელეთ, უბრალოდ მიუღებელია, გთხოვთ, გამოიჩინოთ მეტი კოლეგიალურობა და გაითვალისწინოთ მისი შენიშვნები. --მიხეილ მიწერა 19:25, 3 ივნისი 2012 (UTC)
მადლობა მიხეილ. ამას ჭკუის სწავლება არ ჰქვია. ამას ჰქვია კოლაბორაციის შემოთავაზება და თუ თქვენ არ გსურთ ვიკიპედიის ამ პრინციპის გათვალისწინება, ეს მხოლოდ სამწუხაროა. გარდა ამისა, უცნობი მიზეზით, მკვახედ მიმართავთ უცნობ ადამიანს, რომელმაც მანამდე აბსოლუტურად მშვიდად შემოგთავაზათ კოორდინირებული მუშაობა. აი ეს არის გაუგებარი. --H.McC. (მომწერეთ) 19:27, 3 ივნისი 2012 (UTC)
- P.S. ამავე დროს, თქვენ ალბათ სათანადოდ არ იცნობთ ვიკიპედიის წესებს, აქ სტატია კონკრეტული მომხმარებლის საკუთრებას არ წარმოადგენს და მისი რედაქტირება-გაუმჯობესება ნებისმიერი მომხმარებლის ვალია! --მიხეილ მიწერა 19:29, 3 ივნისი 2012 (UTC)
ბოდიში მიღებულია. --H.McC. (მომწერეთ) 11:43, 4 ივნისი 2012 (UTC)
ციტატები
რედაქტირებასალამი. ფრაზების ციტირების სწორად ასახვა შეგიძლია ორი ვარიანტით:
- პირველი - blockquote (ციტატებში გამოიყენება)
<blockquote>აქ რამე ტექსტი</blockquote>
გაძლევს
აქ რამე ტექსტი
- მეორე
{{ციტატა|აქ რამე ტექსტი}}
გაძლევს
„აქ რამე ტექსტი“
|
სხვა შემთხვევაში, როდესაც ვიკიპედიაში აბზაცის თავში ადგილს ტოვებ, გამოდის
ასეთი რაღაც და გარდა ამისა, ტექსტი გრძელდება გვერდის შიგნით და მიდის ძალიან შორს, როგორც აი ამ შემთხვევაში. ამიტომ უბრალოდ, თუ გსურს სტრიქონი ტირეთი დაიწყო, დაიწყე, მაგრამ მის წინ ადგილს ნუ გამოტოვებ.
იმედია, გამოგადგება. --H.McC. (მომწერეთ) 10:37, 15 ივნისი 2012 (UTC)
- ეგ არაფერია, მაგისთვის ვართ აქ. ვიკიში ტექსტის ფორმატირება არც თუ რთულია, მაგრამ არის ბევრი ფუნქცია, რომელიც არ არის ახსნილი მეგზურშიც. სხვათა შორის, blockquote არ არის რედაქტირებების ქვედა პანელში. --H.McC. (მომწერეთ) 10:57, 15 ივნისი 2012 (UTC)
მადლობა
რედაქტირებამადლობა, რომ თარგი გაასწორე. გადაკეთება იმ წამსვე მსურდა, მაგრამ სულ გამომრჩა. სტატიების შემოწმების უფლება მაქვს ისე, ასე რომ ხოლმე შეტანილ ცვლილებებს ვადასტურებ. --H.McC. (მომწერეთ) 07:14, 27 ივნისი 2012 (UTC)
ჰო ეგ იყო, ინგლისურენოვანში ისეთი მნიშვნელობითაა, რომ მიგანიშნოს, რომ პერსონაჟთა ცალკე სიაა. ჩვენთან არც არის საჭირო. p.s.: ნესტარში ციტატის ბოლოს დახურვის blockquote გამოგრჩენია და გავასწორე. მაგის გამო ყველაფერი მარჯვნივ იყო გაქცეული. --H.McC. (მომწერეთ) 07:21, 27 ივნისი 2012 (UTC)
სტატიას რომ დაამთავრებ, ალბათ ნოლდორებისა და მსგავსი ბმულების გადამისამართებები უნდა ჩასწორდეს, ალბათ. [[შუამიწეთის არსებების სია|ნოლდორები]] ალბათ, არასწორია, [[შუამიწეთის ხალხთა სია|ნოლდორები]] უფრო იქნება. თანაც, ნოლდორები საერთოდ ცალკე კლანის ელფები იყვნენ და მათზე პირდაპირ ცალკე სტატიის შექმნა შეიძლება, მომავალში. იგივე ეხება სხვა სტატიებსაც.
სასწრაფო არ არის, უბრალოდ ჩანაცვლება შეიძლება. თუ სიტყვა მეორდება, Word-ის მსგავსი პროგრამებით შეიძლება განმეორებადის ჩანაცვლება და ბევრი შრომა შესაძლოა, არც დაგჭირდეს. --H.McC. (მომწერეთ) 08:06, 27 ივნისი 2012 (UTC)
ანუ როგორ „being“? კარგი აზრია, მაგრამ მაშინ უნდა გააკეთო ასე. თუ წერ ჯუჯებზე, გააკეთე [[შუამიწეთის არსებათა სია#ჯუჯები|ჯუჯები]] და მერე დაწკაპვით ავტომატურად გადავა ჯუჯების სექციაზე და არა ზოგადად სტატიაზე.
ისე კი ნოლდორებზე მეტად ბევრი წერია და ასეთ შემთხვევაში უკვე იქმნება ცალკე სტატია. ანუ ვთქვათ არტეფაქტების სიის სტატია მისაღებია, ვინაიდან თითო არტეფაქტზე ცალკე სტატია იქნება მხოლოდ ერთ აბზაციანი და ყველაფერი შეიძლება ერთ სტატიაში მოექცეს. მაგრამ თუ ინფორმაცია რამდენიმე დიდ აბზაცს მოიცავს და ამით თავად გვერდის ჩატვირთვაც ფერხდება, მაშინ ღირს ცალკე სტატიის შექმნაც. ამას უკვე ვიკის პრინციპებთან აქვს საქმე და არა ინდივიდუალურ არჩევანთან, ვინაიდან უნდა ვეცადოთ, გვერდი მაქსიმალურად იყოს განტვირთული
თუმცა, თავად სტატიაში „შუამიწეთის არსებათა სია“ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას სექცია, ვთქვათ, ნოლდორებზე, სადაც 2-3 წინადადებით შეიძლება ეწეროს ზოგადი ინფორმაცია, ხოლო მის თავზე ეწეროს ბმული ნოლდორების სტატიაზე. გიჩვენებ ახლა მაგალითს:
== ნოლდორები ==
{{მთავარი|ნოლდორები}}
აქ მოკლე ტექსტი ნოლდორებზე (4-5 წინადადება)
ეს გაძლევს შემდეგს:
ნოლდორები
რედაქტირებააქ მოკლე ტექსტი ნოლდორებზე (4-5 წინადადება)
________________________________________
ასეთ რაღაცეებს ალბათ შეამჩნევდი ზოგადად ინგლისურ ვიკიში და ვფიქრობ, გამოსაყენებელი იქნება, თუ ვრცელი ინფორმაცია ნოლდორებზე 1-2 დიდ აბზაცზე მეტს შეადგენს. --H.McC. (მომწერეთ) 09:52, 27 ივნისი 2012 (UTC)
ეპოქები
რედაქტირებასალამი. ახლა დავუფიქრდი და ვფიქრობ, არც გვჭირდება ასეთი რამ - „შუამიწეთის პირველი ეპოქა“. შეგვიძლია პირდაპირ გამოვიყენოთ 'პირველი ეპოქა', ვინაიდან სხვა პირველი ეპოქა არ არსებობს. ინგლისურენოვან ვიკიპედიაშიც ასეა და ზოგადად - პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ეპოქები მხოლოდ ტოლკინთან გვხვდება. დროსაც დაზოგავს და ენერგიასაც. --H.McC. (მომწერეთ) 21:26, 19 ივლისი 2012 (UTC)
კი, შევამოწმე. ინგლისურშიც კი არ აქვს პრეცედენტი, ანუ არ აქვთ First age Of Middle-Earth, პირდაპირ First age არის. საერთოდ, ვცდილობთ სახელებს ოპტიმიზაცია გავუკეთოთ. მაგალითად, უკვე არის სტატია გენდალფი. მაგრამ ვთქვათ, ვიღაცას რომ შეექმნა გენდალფი (ჯადოსანი), ის საერთო გადაწყვეტილებით, გენდალფზე გადამისამართდებოდა, ვინაიდან მთავარი გენდალფი ეგ არის. ვთქვათ, იგივე ვარსკვლავურ ომებში რომ ყოფილიყო ეგეთი ნუმერაცია ეპოქების, მაშინ უკვე გვექნებოდა ეს ვრცელი სახელები, მაგრამ იქ სხვა წელთაღრიცხვა არის.
ინგლისური გამოვიყენე მოდელად, ვინაიდან მაინტერესებდა, კიდევ რა 'პირველი ეპოქები' (ან 2-ე, 3-ე, 4-ე) არსებობს, შენ წარმოიდგინე და საერთოდ არ გამოიყენება ეგ ტერმინი რამესთან. სხვა ფენტეზიში და სამეცნიერო ფანტასტიკაშიც კი არ აქვთ ეგ ტერმინი, ეტყობა, ერიდებიან ტოლკინისგან ასე ღიად სესხებას.
ამიტომ პირდაპირ იყოს 'პირველი ეპოქა', 'მეორე ეპოქა', 'მესამე ეპოქა', 'მეოთხე ეპოქა' - საქმეს გაამარტივებს, ბოლოს და ბოლოს.
სხვათა შორის, Shelob-ის ეტიმოლოგიის შესახებ: The name Shelob means "female spider." The word lob is an archaic English term meaning "spider" derived from the Old English lobbe. Шелоб-ს საერთოდ რუსები წერენ, თუმცა ეს She- მდედრობითს აღნიშნავს და ზოგადად თუ მივუდგებით ინგლისურის გადმოსახედიდან, 'ში'-დ იკითხება ალბათ. --H.McC. (მომწერეთ) 08:49, 20 ივლისი 2012 (UTC)
ვალიერები
რედაქტირებასალამი. მაინტერესებს, რატომ „ვალიერები“?
ორიგინალში:
მხოლობითში - Vala
მრავლობითში Valar
და მაგ პრინციპით გამოვა, რომ მხოლობითში დაწერთ 'ვალიერი'? --H.McC. (მომწერეთ) 10:31, 25 ივლისი 2012 (UTC)
არაუშავს, მეგონა რაღაც პრინციპს მიჰყვებოდით, იმიტომ რომ ადრეც გეწერათ ეგ წარმატებებს გისურვებთ, კარგად მიგყავთ ეგ სტატია. --H.McC. (მომწერეთ) 10:39, 25 ივლისი 2012 (UTC)
საკვები და სასმელი
რედაქტირებავფიქრობ, არ იქნება ურიგო. ზოგადად, 4-5 აბზაცს იკავებს ალბათ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არტეფაქტებთან კავშირი ნაკლები აქვს ამ ყველაფერს, ამიტომ ცალკე სტატია შეუქმენით. ქვედა სანავიგაციო დაფაშიც დავამატებ მაგ სტატიას მერე.
ისე, ცნობისათვის - თუ მოკლე პასუხს მწერთ, აუცილებელი არ არის, ახალი სექცია გაუხსნათ, უბრალოდ იგივე სექცია დაარედაქტირეთ ჩემს განხილვაში და იქ დაწერეთ.
კიდევ გველეშაპებზე მაინტერესებდა - ნამდვილად ამ ტერმინის გამოყენებას აპირებთ? მცირე კვლევის მსგავსი რამ ჩავატარე მაგასთან დაკავშირებით.
გერმანულში მაგალითად, ორი სიტყვა არის - Drachen და Schlange. პირველი, რა თქმა უნდა, დრაკონია და მეორე გველს ნიშნავს (ანუ ჩვეულებრივ გველს, მაგრამ გამოდის, რომ გველეშაპადაც იყენებენ). წესით ქართულშიც უნდა იყოს დაშვებული როგორც დრაკონი, ასევე გველეშაპი, მაგრამ მათ შორის პრინციპული განსხვავებაც უნდა არსებობდეს.
სხვათა შორის, ოფიციალურ ქართულ გამოცემაში (2009), თრორის რუკაზე წერია 'გველეშაპები' და ინგლისურ ორიგინალს აწერია - 'Great Worms'. იგივე თარგმანი იყენებს ტერმინს 'დრაკონი'.
და ბოლოს იმასაც მივაწერ, რომ რუსებს აქვთ ru:Змей (мифология) და აქვთ ru:Дракон --H.McC. (მომწერეთ) 10:00, 27 ივლისი 2012 (UTC)
საინტერესოა, რომ მაგაშია ზუსტად საქმე - უბრალოდ სინონიმი კი არაა, ფუნქციურად სხვადასხვა არსებებია. აი ეს არის გველეშაპი (თითქოს), ხოლო დრაკონი არის ეს. Serpent-იც გველად ითარგმნება.
შესაძლოა, გასარკვევი იყოს ეს საკითხი. ვიკილექსიკონიც გვაქვს, ისე. --H.McC. (მომწერეთ) 11:00, 27 ივლისი 2012 (UTC)
მოკლედ, ჩვენმა ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა ჩემ მიერ დასმულ კიითხვაზე ძალიან ლოგიკური პასუხი მოძებნა. --H.McC. (მომწერეთ) 16:58, 27 ივლისი 2012 (UTC)
არდის არსებების სიაში თანმიმდევრობა და იერარქია ალბათ გადასახედი იქნება. --H.McC. (მომწერეთ) 18:52, 27 ივლისი 2012 (UTC)
სალამი. რაც არის მანდ რასები, კარგი იქნება, რომ სტატიის დასრულების შემდეგ ან მანამდე გადაიხედოს. ყოველი შემთხვევისათვის. მაგალითად - ჯერ მოდის ადამიანები, მერე აინურები, მერე არწივები და ა.შ. ანბანწყობის გამოა ასე თუ რაღაც გარკვეული იერარქიაა დაცული? --H.McC. (მომწერეთ) 09:37, 28 ივლისი 2012 (UTC)
გასაგებია და კარგია, რომ დაყოფილია. მაგრამ გაურკვეველია შემდეგი საკითხები:
- რა პრინციპით არიან ადამიანები პირველი სიაში, აინურებამდე და რატომ არიან მაიარები სადღაც სიის ბოლოს, როდესაც ისინი აინურებს ექვემდებარებოდნენ?
- ელფები საერთოდ პირველშობილები იყვნენ, აინურების შემდეგ. ამის შემდეგ მოდიოდნენ ადამიანები, ბოლოს - ჯუჯები (რომლებიც აულემ დიდი ხნით ადრე შექმნა და მერე დროებით დააძინა).
- გარდა ამისა - ჰუორნები ენტებისგან მოშორებით. რატომ, თუ ჰუორნებიც ფანგორნის ტყეში არსებობდნენ?
- აგრეთვე - 'ვამპირები'? საიდან? ვამპირები ტოლკინთან არ არსებობდნენ, ხოლო თუ საუბარია ღამურებზე, ისინი ღამურები იყვნენ (რომლებიც თუნდაც ხუთი ლაშქრის ბრძოლაში მონაწილეობდნენ). --H.McC. (მომწერეთ) 17:32, 28 ივლისი 2012 (UTC)
არდის არტეფაქტების სია
რედაქტირებასწორია და გადავიტანე. იქ ზოგადად არდა იყო, ამანი, ბელერიანდი, ნუმენორი და ა.შ. --H.McC. (მომწერეთ) 19:23, 1 აგვისტო 2012 (UTC)
სანდო მომხმარებელი
რედაქტირებასალამი. ორი რამ:
- ადმინისტრაცია 'სანდო მომხმარებლის' სტატუსი მოგანიჭათ, რაც სასიხარულოა. ამიერიდან თქვენი სტატიების შემოწმება სხვას არ მოუწევს (აქამდე მე ვამოწმებდი ხოლმე და ვადასტურებდი ცვლილებებს). ვინაიდან სტატიებს ხარისხიანად აკეთებთ, ეს ფუნქცია ჩაგერთოთ.
- ხოლმე, თუ რამე საკითხი გექნებათ განსახილველი, შეგიძლიათ არა მხოლოდ ჩემს განხილვაში გამოაქვეყნოთ, არამედ სტატიის განხილვის გვერდზე, სადაც გზავნილის ბოლოს ასევე ხელი უნდა მოაწეროთ. ვინაიდან მე პირადად ხშირად ვიხედები 'ბოლო ცვლილებებში', ამიტომ ვხედავ, ვინ სად რა დაწერა და განხილვებშიც ვიხედები. --H.McC. (მომწერეთ) 18:06, 5 აგვისტო 2012 (UTC)
ბმულები სექციაზე
რედაქტირებასალამი. შევამჩნიე, რომ ბევრგან (მაგალითად, 'დედალოსის' შემთხვევაში) გაქვთ მითითებული ბმული უბრალოდ სტატიაზე. შეიძლება პირდაპირ მითითება საჭირო სექციაზეც და თუ მომხმარებელი ამ ბმულს დააჭერს, გადავა ვთქვათ პირდაპირ დედალოსის სექციაზე (იგივე ტიპის გადამისამართებები უნდა გაკეთდეს არდის სიების სტატიებშიც).
მაგალითად, თუ გვინდა, რომ შევქმნათ ბმული პირდაპირ 'ვალოს კორზე' - ვაკეთებთ ასე
[[ვარსკვლავთკარიბჭის პლანეტები#ვალოს კორი|ვალოს კორი]]
და გამოვა
ამ ბმულზე დაწკაპვით გადავდივართ პირდაპირ ვალოს კორის სექციაზე. --H.McC. (მომწერეთ) 21:20, 7 აგვისტო 2012 (UTC)
ცალკე სტატიები
რედაქტირებაზოგი სტატია მთაზე (ადრე რაც დავწერე) მოკლეა, ვინაიდან ინფორმაცია ისედაც მწირეა ყველა წყაროში. ამიტომ გადამისამართებებია გასაკეთებელი ვრცელ სტატიებზე (სიებით რომ არის), უბრალოდ ვერ მოვიცალე. --H.McC. (მომწერეთ) 09:12, 11 აგვისტო 2012 (UTC)
სია
რედაქტირებასალამი. მაგალითად, ინგლისურში ცალკე სიაც არ აქვთ. ეს არის მანდ არსებული ყველა სია, რომელიც უკავშირდება შუამიწეთს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის აუცილებელი არ არის, ინგლისური მოდელი იყოს, გასათვალისწინებელი ისაა, რომ ვთქვათ, უტუმნოსა და ანგბანდზე 3 აბზაცზე მეტი ინფორმაცია არსებობს, ამიტომ მათზე ცალკე სტატიებიც არის.
თუმცა, თუ საუბარია მაინცდამაინც სიის შექმნაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგივე არდის ენციკლოპედიაში არის ცალკე კატეგორიები და ციხესიმაგრეები ქალაქებისგან ცალკეა. --H.McC. (მომწერეთ) 09:28, 17 აგვისტო 2012 (UTC)
პირველი ეპოქა რატომ ამოშალეთ და რატომ ჩაენაცვლა არდის ქრონოლოგია? ყველა ეპოქაზე თავისუფლად შეიძლება შეიქმნას ცალკე სტატია. რატომ არა? --H.McC. (მომწერეთ) 13:44, 17 აგვისტო 2012 (UTC)
მე პირიქით მიმაჩნია, ოღონდ რა თქმა უნდა, დასაბუთებული და უბრალო მიზეზით - ეს ინგლისურ ვიკიპედიაში არ არის ამდენი ინფორმაცია, სინამდვილეში კი ბევრად მეტია. ამ ეპოქებზე ბევრი რამ არის ცნობილი (გარდა მეოთხისა). en:Timeline of Arda კი გამოიყენება ოდნავ სხვა მიზნებით - იქ პირდაპირ თარიღებია ჩამოწერილი. სხვათა შორის, ეპოქებში ითვლება არა მხოლოდ ოთხი, არამედ პერიოდი, რომელიც წინ უსწრებდა - აინურთა მუსიკა, მნათობების წლები, ხეების წლები და მზის წლები. საგულისხმოა, რომ ყველა ეპოქა შეტანილია არდის ისტორიაში, მაგრამ აგრეთვე აქვს ბმული უფრო ვრცელ სტატიებზე. --H.McC. (მომწერეთ) 09:37, 18 აგვისტო 2012 (UTC)
მე ამ სტატიებს ვაკეთებ, ვინაიდან სტატიებს, როგორც ფაილებს ზომა აქვთ კილობაიტებში და თუ საერთო სტატიაში ყველაფერი შეივსება 10ობით და 20ობით აბზაცით, მაშინ სტატიაც ნელა გაიხსნება და გვერდს ჭედავს. ამისათვის კეთდება ცალკე სტატიები. --H.McC. (მომწერეთ) 14:28, 18 აგვისტო 2012 (UTC)
და გარდა ამისა, თხოვნა მექნება (სხვებსაც როდესაც მისწერთ განხილვებში, იგივე პრინციპია) - ყოველ ნაწერზე ახალ სექციას ნუ ქმნით. ოპტიმიზაცია ჩვენი ერთ-ერთი პრინციპია. --H.McC. (მომწერეთ) 14:44, 18 აგვისტო 2012 (UTC)
სახელები
რედაქტირებასალამი. პასუხებს ყოველთვის ჩემს გვერდზევე დავწერ. ახლაც იქ დავწერე. --H.McC. (მომწერეთ) 10:59, 21 აგვისტო 2012 (UTC)
ყოველი შემთხვევისათვის - დავადგინე, „რტოსხარტა“ არის ქართულ გამოცემაში Quickbeam. პრაქტიკულად, ეგაა, ვინაიდან beam ხეა (ძველ ინგლისურზე) --H.McC. (მომწერეთ) 12:43, 27 აგვისტო 2012 (UTC)
ისევ აქ მოგწერთ (მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან ვწერ ხოლმე) - კჰაზად-დუმი ქაზად-დუმია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი წყარო ასე არ წერს (ანუ 'კჰაზადად' წერს და თუ სადმე არის ეს შეცდომა ქართულ ვიკიპედიაში, უნდა ჩავასწოროთ) kh და დანარჩენი ბგერები ქუზდულიდან აქ არის ახსნილი (ცოტა ქვევით არის კველა ასო-ბგერის ჟღერადობა). მიუხედავად იმისა, რომ ch-ც 'ქ' არის, მაინც ასეა. ჯუჯების ქუზდული იმიტომ არის ძირითადი წყარო, რომ სახელწოდებაც ქუდზულზეა. შესაძლოა, სხვა ენა რომ ყოფილიყო, სხვა წარმოთქმა ექნებოდა. --H.McC. (მომწერეთ) 14:49, 27 აგვისტო 2012 (UTC)
ვიკიპედიაში და ქართულში ეგრე გადმოიტანება, მაგრამ ეგ პრინციპი ტოლკინთან არ გამოიყენება. მიზეზი ახსნილია აქ (იყო ამ ბგერების გადმოტანაზე დისკუსია) და ნუ გადაიტანთ. --H.McC. (მომწერეთ) 14:42, 9 სექტემბერი 2012 (UTC)
შეყვანის მეთოდი
რედაქტირებაიგივეა, რაც ქართული კლავიატურის ჩართვა გამორთვა. ერთხელ რომ გამორთოთ, აღარ ჩაირთვება. --H.McC. (მომწერეთ) 13:09, 11 სექტემბერი 2012 (UTC)
განხილვა
რედაქტირებასალამი. ამ წამს გავაკეთე - განხილვა:არდის ომები და ბრძოლები. ხოლმე რაღაც გასარჩევი საკითხი რომ იქნება, განხილვებში დავწერ. --H.McC. (მომწერეთ) 11:54, 23 სექტემბერი 2012 (UTC)
- განხილვაში დაწერეთ პირდაპირ --H.McC. (მომწერეთ) 11:58, 23 სექტემბერი 2012 (UTC)