ვარსკვლავთკარიბჭის პლანეტები

აბიდოსი
  • აბიდოსი პატარა, უდაბნოთი დაფარული პლანეტაა, მას ორი ბუნებრივი თანამგზავრი ახლავს. იგი ჯეკ ო'ნილის რაზმმა აღმოაჩინა 1994 წელს. აბიდოსი დასახლებულია ძველი ეგვიპტელების შთამომავალი ნახევრად მომთაბარე ადამიანებით, რომლებიც ძველეგვიპტურზე ლაპარაკობენ.
  • ათასწლეულების მანძილზე აბიდოსი რას ეკუთვნოდა. ჯეკ ო'ნილის რაზმის წაქეზებითა და დახმარებით აბიდოსელებმა შესძლეს რას წინააღმდეგ აჯანყება და მისი დამხობა. რას მოკვლის შემდეგ დანიელ ჯექსონი, რომელიც პოლკოვნიკ ჯეკ ო'ნილის რაზმში შედიოდა და რომელმაც გაშიფრა აბიდოსის მისამართი, აბიდოსზე დარჩა და იქ იპოვა ვარსკვლავთკარიბჭეთა მისამართები ერთ-ერთ მიტოვებულ ტაძარში. ამ მისამართებზე დაყრდნობამ შესაძლებელი გახადა მათი ახალი მისამართების გამოთვლა და პროექტ „ვარსკვლავთკარიბჭის“ დაფუძნება. თავად აბიდოსის მისამართს გადაანგარიშება არ დასჭირვებია, რამეთუ აბიდოსი დედამიწასთან შედარებით ახლოს მდებარეობს და ამიტომ სამყაროს გაფართოებით გამოწვეული ციური სხეულების ურთიერთმდებარეობის ცვლილება უმნიშვნელოდ მცირეა.
  • 2002 წელს აბიდოსს ანუბისმა შეუტია რას თვალის, დიდი სიმძლავრის იარაღის მოსაპოვებლად. რას თვალი SG-1–ის წევრებმა იპოვეს და ანუბისს გადასცეს იმ პირობით, რომ იგი აბიოდსელთ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, მაგრამ ანუბისმა სიტყვა გატეხა და თავისი ფლაგმანის მთავარი კალიბრით მთელი პლანეტა ააფეთქა, ხოლო ომა დესალას დახმარებით აბიდოსელები ამაღლდნენ.


მისამართი:

მისამართი:

დაკარის ტაძარი

დაკარა ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილი სამყაროს ერთ-ერთი პლანეტაა.

  • დაკარა ირმის ნახტომში მდებარეობს და მილიონობით წლის წინ იგი ძველების ბაზა იყო. ძველებმა მასზე ააგეს სიცოცხლის აღმოსაცენებელი მოწყობილობა, რომელიც ზემოქმედებს ნივთიერებაში ნაწილაკთა შეჭიდულობის ძალებზე და ძალუძს მათი გაძლიერება, დასუსტება ან გაქრობა. ამ თვისების გამო ზემოთ აღწერილ მოწყობილობას შეუძლია ნებისმიერი არსების მოკვლა ან საგნის დეზინტეგრაცია, სწორედ ამის გამოა რომ მას ზეიარაღსაც უწოდებენ. ზეიარაღის სიხშირეთა მორგებით შესაძლებელია აგრეთვე მხოლოდ ერთი სახეობის საგნების ან არსებების განადგურებაც. ზეიარაღი შემდგომში დაკარის ტაძრად ცნობილ ნაგებობაში დამალეს.


  • ათასობით წლის წინ დაკარა გოა’ულდებმა დაიპყრეს და დაკარის ტაძარი მათი სარწმუნოების უწმინდეს ადგილად იქცა. დაკარაზე მოხდა პირველი პრიმტა — ცერემონია, რომლის დროსაც ადამიანის მუცლის ღრუში ათავსებენ სიმბიოტს (გოა’ულდის წიწილს) — და ამგავარად შეიქმნა პირველი ჯაფა, რამაც განაპირობა დაკარის გადაქცევა მონობისა და გოა’ულდთაგან ჯაფაებზე ბატონობის სიმბოლოდ. დაკარაზევე აღსდგა მკვდრეთით ანუბისი. დაკარა მდებარეობს თითქმის შეუღწევად მზის სისტემაში, რომელსაც გამალებით იცავს მისი მფლობელი ბა'ალი.


  • 2004 წელს, როდესაც რეპლიკატორთა შემოსევამ ირმის ნახტომში თავის პიკს მიაღწია,  ბრა'ტაკმა და ტილ'კმა გადაწყვიტეს დაკარის ტაძრის აღება, რომ დაემტკიცათ ჯაფებისთვის, რომ  გოა’ულდები ღმერთები არ იყვნენ. ვინაიდან პირველი ჯაფა იქ შეიქმნა და მათზე ბატონობასაც იქვე დაედო სათავე, დაკარის აღებას ძალიან დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. იმის გამო რომ ბა’ალის ჯარის უდიდესი ნაწილი გალაქტიკის სხვა მხარეს იყო რეპლიკატორებთან ბრძოლაში ჩართული, დაკარის აღება საკმაოდ ადვილი გამოდგა. ამ ამბავს ძალიან დიდი გამოძახილი მოჰყვა ჯაფებში და მათ მასიურად დაიწყეს გოა’ულდების მორჩილებაზე უარის თქმა. ბა’ალმა რომელიც იმჟამად ანუბისს ჰყავდა მორჩილებაში, ამ უკანასკნელისაგან შეიტყო ზეიარაღის შესახებ და ანუბისის გეგმები მასთან დაკავშირებით. რადგან ანუბისი ამაღლებული არსება იყო და, შესაბამისად, ზეიარაღი მას ვერ გაანადგურებდა, ანუბისს განზრახული ჰქონდა ზეიარაღის გამოყენებით სიცოცხლის განადგურება მთელს ირმის ნახტომში, რათა შემდგომში აღმოეცენებინა ახალი, მისი მოთაყვანე არსებები. ბა’ალმა, რომელსაც არ სურდა ანუბისის ამბიციების მსხვერპლი გამხდარიყო, დედამიწაზე SGC-ს დაუკავშირდა და სთხოვა ამ იარაღის პოვნა და განადგურება სანამ მის გამოყენებას ანუბისი შესძლებდა. მაგრამ სამანტა კარტერი მიხვდა, რომ ეს ერთადერთი იარღი იყო, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა რეპლიკატორთა განადგურება. რეპლიკატორებმაც გაიგეს ზეიარაღის არსებობა და საკუთარი განადგურების თავიდან ასაცილებლად მისი განადგურება გადაწყვიტეს. დაკარის მზის სისტემაში მოხდა უზარმაზარი შეტაკება რეპლიკატორებსა და გოა’ულდებისა და ჯაფების გარეთიანებულ ძალებს შორს. ეს ბრძოლა გალაქტიკის ისტორიაში შევიდა დაკარის ბრძოლის სახელით. ამასობაში სამანტა კარტერმა, სელმაკმა და ბა’ალმა შესძლეს ზეიარაღის მომართვა რეპლიკატორების ნანონაწილაკების შეჭიდულობის ველის სიხშირეზე და აამოქმედეს კიდეც წარმატებით. რეპლიკატორებსი განადგურების შემდეგ ჯაფათა უმრავლესობა აუჯანყდა გოა’ულდებს და მათი იმპერია დაემხო. დაკარა ჯაფათა ახალი ერის დედაქალაქად გამოცხადდა.


  • დაკარა გაცამტვერებულ იქნა ორაების ირმის ნახტომში ერთ–ერთი პირველი შემოტევის დროს 2006 წელს (მე-10 სეზონის მე-7 სერია: უკუშეტევა). კრეისერს, რომელმაც ზეიარაღი გაანადგურა, ორაების მხედართმთავარი, თავად ორაისი, ადრია, მართავდა.

მისამართი:

დედამიწა

რედაქტირება
დედამიწა, ტაუ'რი, ტერა

მისამართი:

მისამართი ატლანტისიდან:

დედამიწა (ტერა ძველთა ენაზე, ტაუ'რი გოა'ულდთა ენაზე), ტაუ'რის სამშობლო და ყველა ადამიანთა ცივილიზაციების წყარო ირმის ნახტომში და პეგასში. დედამიწა — რომლის მოსახლეობა 7 მილიარდ ადამიანს აღემატება, გალაქტიკაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პლანეტაა, რომლის მიზეზი ათასწლოვანი იზოლაციის და უცხოპლანეტელთა წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლების შედეგია.

დედამიწაზე პირველი დასახლება შექმნეს ალტერანებმა, როდესაც თავიანთი გალაქტიკიდან გადმოხვეწილებმა, თავიანთი იმპერიის დაწყება ამ პლანეტიდან გადაწყვიტეს, მათ პლანეტას ტერა უწოდეს და თავიანთი ახალგაზრდა იმპერიის მთავარ პლანეტად აქციეს. მილიონობით წლების შემდეგ, როდესაც გალაქტიკაში ჟამის ეპიდემია დაიწყო, დედამიწა უკანასკნელი პლანეტა იყო, რომელიც ძველებმა მიატოვეს (ვინაიდან ატლანტიდა სწორედ იქიდან გაფრინდა). მათი წასვლიდან მილიონობით წლების შემდეგ, დედამიწაზე დაიწყო ახალი, გოა'ულდთა იმპერიის აღმოცენება. პლანეტა, რომელსაც გოა'ულდებმა ტაუ'რი (პირველი), პირველად რას ემორჩილებოდა. დაახლოებით, ამ პერიოდში უნდა მოსულიყვნენ ასგარდებიც, რომლებმაც ჩრდილოეთიდან რამდენიმე ტომი თავიანთ მიერ დაცულ პლანეტებზე გადაიყვანეს. ქრ. შ.-მდე 2000 წლებში ეგვიპტის მოსახლეობა რას წინააღმდეგ აჯანყდა და ამით დასრულდა დედამიწაზე უცხოპლანეტელთა მმართველობა.

ვალოს კორი

რედაქტირება

საჰალი ანუ ვალოს კორი (ძველების ენაზე) ძველების მიერ ოდესღაც ათვისებული პლანეტაა ირმის ნახტომში. იგი იმ სამ პლანეტათაგან ერთ-ერთია, რომელიც მოინახულეს მეფე არტურმა და მრგვალი მაგიდის რაინდებმა წმინდა გრაალის ძებნაში. მოგვიანებით SG-1-მა მასზე იპოვეს 40 000 წლისწინანდელ ნანგრევები, მაგრამ წმინდა გრაალის კვალს ვერ წააწყდნენ.

მისამართი:

პლანეტა პეგასის გალაქტიკაში, რომელზეც დასადგურებული იყო ძველების ქალაქი ატლანტიდა. პლანეტა უმეტესწილად დაფარულია ოკეანით და მასზე მხოლოდ ერთი კონტინენტია. ლანტეაზე პერიოდულად მძვინვარებს ძალიან ძლიერი ქარიშხლები, მასზე არსებობს მეორე პერიოდული საფრთხეც, კერძოდ კი, ლანტეის მზიდან პერიოდულად ხდება გვირგვინული ამოფრქვევები, რომლებსაც პლანეტის მაგნიტური ველი ვერ უმკლავდება და, შესაბამისად, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს პლანეტაზე.

მისამართი დედამიწიდან:

მისამართი:

პროკლარუშ ტაონასი

რედაქტირება

მისამართი:

მისამართი:

მისამართი:

მისამართი:

მისამართი: