ძველები (ვარსკვლავთკარიბჭე)
ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილ სამყაროში ძველები ოდესმე არსებულ ყველა რასათა შორის უფრო განვითარებული და წინწასული რასაა. მათი ისტორია მრავალ მილიონ წელს მოიცავს, ყველაზე მეტად ისინი ცნობილები არიან როგორც ვარსკვლათკარიბჭის მშენებლები
ირმის ნახტომში მათ ძველებს, პეგასის გალაქტიკაში მცხოვრები ადამიანები მათ წინაპრებს, ხოლო რეიფები ლანტეელებს ეძახიან. საკუთარ თავს ისინი ხანდახან ანკვიტასად ასახელებენ თავიანთ ენაზე.
ისტორია
რედაქტირებაძველები და ორაები
რედაქტირებამილიონობით წლის წინ, ადამიანთა პირველი ევოლუცია ალტერანები, რომლებიც შორეულ გალაქტიკაში ცხოვრობდნენ და რომელთაც განვლეს ევოლუციური გზა ამაღლებამდე, ორად გაიხლიჩა — ორაებად და ძველებად; მანამდე ეს ჯგუფები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებოდნენ და ერთიან საზოგადოებაში ცხოვრობდნენ. ალტერანების საზოგადოებაში მოგვიანებით ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივმა განსხვავებებმა იჩინეს თავი. ორაები სულ უფრო და უფრო მგზნებარე მორწმუნეები გახდნენ, ხოლო ძველებმა კი უპირატესობა მიანიჭეს სამყაროს სამეცნიერო-რაციონალურ ხედვას. ორ ჯგუფს შორის ბზარი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, რამაც ალტერანების ჯერ ორად გახლეჩა, შემდგომში კი ორაების მხრიდან ძველების ამოწყვეტის მცდელობა გამოიწვია. ორაების ძალმომრეობის წინააღმდეგ, ამელიუსად წოდებულმა ძველმა მოისურვა ჭეშმარიტების კიდობნის — სინამდვილის დამნახებელი ხელსაწყოს გამოყენება. ომის თავიდან ასაცილებლად ძველებმა მიატოვეს მშობლიური გალაქტიკა და ახალი სახლის ძებნას შეუდგნენ.
ათასობით წლის შემდეგ, ძველებმა აღმოაჩინეს ირმის ნახტომი, სადაც უზარმაზარი იმპერია შექმნეს. ძველებმა ააგეს ვარსკვლავთკარიბჭეები გალაქტიკის მრავალ პლანეტაზე, რომლებიც მათ აითვისეს. მათ მიერ ათვისებულ პლანეტათა რიცხვში შედიოდა დედამიწაც, რომელსაც ტერა უწოდეს. დედამიწის სტატუსი ძველთა იმპერიაში ბოლომდე ნათელი არ არის; ვინაიდან SG-1-ის მიერ გალაქტიკაში აღმოჩენილი დედამიწის თავდაპირველი ვარსკვლავთკარიბჭე ყველა ცნობილ ვარსკვლავთკარიბჭეზე უფრო ძველია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დედამიწა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა უნდა ყოფილიყო. დედამიწის მნიშვნელობაზე მიგვითითებს ისიც, რომ დედამიწაზე იმყოფებოდა მათი მფრინავი ქალაქი ატლანტიდა (ვარსკვლავთკარიბჭე) მის პეგასში გაფრენამდე და რომ რეიფებთან დამარცხების შემდეგ მათი შთამომავლობა დედამიწაზე დაბრუნდა. ირმის ნახტომში ძველების მიერ ათვისებული სხვა მნიშვნელოვანი პლანეტებია პროკლარუშ ტაონასი, ვალოს კორი და დაკარა.
მიუხედავად ძველების სხვა გალაქტიკაში გადახვეწისა, როგორც ჩანს, მათ მაინც შეინარჩუნეს კავშირი თავიანთ თანამოძმეებთან, ამას მოწმობს ორივე გალქტიკაში ნაპოვნი შორი კავშირგაბმულობის მოწყობილობა. უკვე ირმის ნახტომში მცხოვრებ ძველებს რამდენიმე მილიონი წლის წინ უცნობი სენი, ჟამი მოედოთ და მრავალი მათგანი დაიხოცა, ნაწილი კი ცოდნისა და სიბრძნის წყალობით ამაღლდა. ჟამის თავიდან ასაცილებლად, რომელმაც თითქმის მთლიანად გაანადგურა მათი ცივილიზაცია ირმის ნახტომში, ზოგიერთმა ძველმა, როგორც ჩანს, სცადა დროში უკუმოგზაურობა მაგრამ ამაოდ. ცოცხლად დარჩენილი ძველები თავიანთი მფრინავი ქალაქით ატლანტიდით პეგასის გალაქტიკაში გაერიდნენ სენს. ვინაიდან ამ სენის სიმპტომები ძალიან ჰგავს ქადაგთა მიერ ურწმუნოებში გავრცელებული ინფექციის სიმპტომებს, დანიელ ჯექსონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ძველები ორაებმა დაასნებოვნეს, რადგან ისინი ძველებს კვლავ მტრებად თვლიდნენ. ანუბისის თქმით, პეგასის გალაქტიკაში გადახვეწამდე ძველებმა სცადეს სიცოცხლის კვლავ აღმოცენება ჟამისაგან გაუკაცრიელებულ ირმის ნახტომში დაკარის ზეიარაღის გამოყენებით. კაცობრიობის თანამედროვე ევოლუცია ამ ცდის შედეგი უნდა იყოს.
ძველები პეგასის გალაქტიკაში
რედაქტირებარამდენიმე მილიონი წლის წინ ძველების ნაწილი თავისი მფრინავი ქალაქით ატლანტიდით პეგასის გალაქტიკაში გადაიხვეწა. ეს გამოწვეული უნდა ყოფილიყო დაავადება ჟამის თავიდან აცილების სურვილით, რომელიც იმ დროს ანადგურებდა მათ ცივილიზაციას ირმის ნახტომში. ანტარქტიკაში ნაპოვნი გაყინული ძველი აიიანა, რომელიც ძველებმა თან არ წაიყვანეს პეგასისის გალაქტიკაში და რომელიც ამ სენით დაავადებული აღმოჩნდა, ამყარებს დოქტიორ ჯექსონის ამ მოსაზრებას (მე-6 სეზონის მე-4 სერია: „გაყინული“).
პეგასის გალაქტიკაში მისვლის შემდეგ ძველები დასახლდნენ პლანეტაზე რომელსაც უწოდეს ლანტეა და თავის თავსაც ლანტეელები უწოდეს (ატლანტიდის ექსპედიციის მონაწილენი მათ ატლანტებსაც უწოდებენ; პეგასის გალაქტიკის მცხოვრებლები კი ატლანტებად ხშირად ატლანტიდის ექსპედიციის წევრებს მოიხსენებდნენ). პეგასის გალაქტიკა ძველებს გონიერი სიცოხლის გარეშე დახვდათ და ამიტომ მათ დაიწყეს გალაქტიკაში ადამიანთა განსახლება და ახლადათვისებულიპლანეტები ერთმანეთთან ვარსკვლავთკარიბჭეებით დააკავშირეს. ძველები იცავდნენ ახლადდასახლებულ პლანეტებს, და იშვიათ შემთხვევებში, თავადაც სახლდებოდნენ ამ პლანეტებზე თავიანთი წარმოშობის გაუმხელად. პეგასის გალაქტიკაში ძველების მიერ განთესილი ადამიანები მათ „წინაპრებს“ უწოდებენ. პეგასის გალაქტიკის ათვისებისას ერთ-ერთ პლანეტაზე ძველები წააწყდნენ ხოჭოს, რომელსაც „ირატუსი“ უწოდეს და რომელსაც გასაოცარი განკურნების უნარი და შთამბეჭდავი იმუნიტეტი ახასიათებდა. ადამიანებით კვებისას ამ ორგანიზმმა სავარაუდოდ შეითვისა ადამიანის გენეტიკური ინფორმაცია და რეიფებად განვითარდა, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია ამ განვითარების დეტალები, ძველები აღიარებდნენ თავის წილ პასუხისმგებლობას რეიფთა წარმოშობაში.
ირმის ნახტომში დაბრუნება
რედაქტირებაძველების ახალი ისტორია
რედაქტირებაენა და დამწერლობა
რედაქტირებაძველების ენა ლათინურის წინამორბედად წარმოგვიდგება ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროში. ლათინურსა და ძველების ენაში ბევრი მსგავსებაა, ლათინურის კარგად მცოდნეს, ვარჯიშისა და პრაქტიკის შემდეგ არ გაუჭირდებოდა ძველების ენის გაგება.
პეგასელი ატოზიელები ლოცვისას ძველების ენას იყენებენ. ძველების ენასა და დამწერლობას იყენებენ აგრეთვე ორაები და მათი მიმდევრები, ეს იმითაა განპირობებული, რომ ორაები და ძველები ერთი და იმავე ხალხის შთამომავალია. რეიფების ენა, რომლებიც ხოჭო ირატუსის მიერ ძველების დნმ-ის შთანთქმისა და შერწყმის შედეგად წარმოიშვნენ, ძველების ენიდან წარმოქმნილი უნდა იყოს, შესაბამისად, ძველების ენის მცოდნისათვის რეიფულის გაგება საკმაოდ ადვილია.
ძველების ენა იყენებს უნიკალურ დამწერლობას, რომელსაც დედამიწაზე ბადალი არ მოეპოვება. ალტერანული ასოები ოთხკუთხედებს მიაგვანან და ძირითადი მართი კუთხეებისაგან შედგებიან. ანბანი 25 ასოს და 10 ციფრს შეიცავს. ცნობილია აგრეთევე, რომ ძველები რვაობით სისტემასაც იყენებდნენ. დაზუსტებით არაა ცნობილი, თუ როგორ იყენებდენ ძველები ასო-ნიშნებს, თუმცაღა ცნობილია, რომ ზოგ სიმბოლოს შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს ზევიდან ქვევით კითხვისას. ძველების სიტყვების წარმოთქმა საგრძნობლად იცვლებოდა მისი გამოყენების ათასწლეულების მანძილზე.
ცნობილი სიტყვები
რედაქტირებაძველური სიტყვები
|
ცნობილი გამოთქმები
რედაქტირება- Clava thessara infinitas - უსასრული საუნჯის გასაღები (SG1: "Memento Mori")
- Ortis Mallum - ბოროტების დასაბამი (ჭეშმარიტების კიდობანი)
- Ameria Veriumas - ჭეშმარიტების კიდობანი (ჭეშმარიტების კიდობანი)
- No ani Anqueetas - ჩვენ ვართ ძველები (მეხუთე რასა)
- Hic Qua Videeum - ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილი/მდებარეობა (მეხუთე რასა)
- Ego deserdi asordo - დახმარება მჭირდება (მეხუთე რასა)
- Ex uno disce omnes - ყველა ისწავლის ერთისაგან (ისარი და სისხლი)
- Ego Indaeo Navo Locas - ახალი ადგილი მჭირდება (მეხუთე რასა)
- Perennial Adventus - უბედურების მოახლოება (ხელსაყრელი შემთხვევის სარკმელი)
- Vis Urban - დაკარგული ქალაქი (შინ დაბრუნება)
- Proclarush Taonas - ცეცხლში ჩანთქმული (დაკარგული ქალაქი, მე-2 ნაწილი)
- Terre Atlantus - ატლანტისის მხარე (დაკარგული ქალაქი, მე-2 ნაწილი)
- Subo Glaciuse - ყინულის ქვეშ (დაკარგული ქალაქი, მე-2 ნაწილი)
- Aveo, Amacose - ნახვამდის, მეგობრებო (დაკარგული ქალაქი, მე-2 ნაწილი)
ტექნოლოგია
რედაქტირებაძველების ტექნოლოგია ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროში ცნობილ ტექნოლგიებს შორის ყველაზე უფრო განვითარებულია და მას მხოლოდ ორაული ტექნოლოგია თუ უწევს მეტოქეობას. მათ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ვარსკვლავთკარიბჭე და ატლანტისი.
ძველების ტექნოლოგიებიდან ცნობილია აგრეთვე:
- ნულოვანი წერტილის მოდული;
- დნმ-ს განმშიფრავ-კვლავმწყობი;
- სამკურნალო დანადგარი;
- პლანეტარული თავდაცვის სისტემა;
- ცოდნის შენახვის და სხვის გონებაში გადამცემი მოწყობილობა;
- ენერგეტიკული ველისაგან შედგენილი ფარები;
- ჯამპერები;
- გამაუჩინარებელი ტექნოლოგია;
მრავალი ძველური მოწყობილობა ასამუშავებლად საჭიროებს ძტა-გენს (ძ – ძველური ტ – ტექნოლოგიის ა – აქტივაციის გენი), სხვებისათვის კი ასეთი გენი საჭიროა მხოლოდ გასააქტიურებლად და შემდეგ მისი გამოყენება ნებისმიერს შეუძლია.
ნულოვანი წერტილის მოდული
რედაქტირებანულოვანი წერტილის მოდული (შემოკლებით ნუწემი, ინგლ. Zero Point Module) გამოგონილი მოწყობილობაა ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროში. ნუწემი ენერგიის მძლავრი წყაროა და იგი ძველებმა შეჰქმნეს და, შესაბამისად, ფართოდ გამოიყენება ძველების სხვადასხვა მოწყობილობათა ენერგიით უზრუნველსაყოფად. ნუწემის მოქმედების პრინციპი ეფუძნება ნულოვან რხევებს — სხვა განზომილებათა ვაკუუმიდან ახდენს ენერგიის ამოწვლილვას (დოქტორმა როდნი მაკკეიმ ნუწეზე საუბრისას ერთხელ აღნიშნა, რომ იგი „შეიცავს მინიატურულ სამყაროს).
გამოყენება
რედაქტირებანულოვანი წერტილის მოდული გამოიყენება ძველების დიდი მოწყობილობებისათვის ენერგიის მისაწოდებლად. ნულოვანი წერტილის მოდული ერთადერთი საკმარისად მძლავრი კვების წყაროა, რომელსაც შეუძლია ენერგიით დააკმაყოფილოს ძველების საპლანეტო თავდაცვითი სისტემები, ძალური ველები (იხ. ატლანტისი) ან ვარსკვლავთკარიბჭე, როდესაც იგი სხვა გალაქტიკისაკენ ხსნის ჭიახვრელს.
ნუწემის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი აფეთქება. აფეთქების ძალა დამოკიდებულია ნუწემის დატენილობაზე. ბოლომდე დატენილი ნუწემის აფეთქებამ შეიძლება მთლიანად დაანგრიოს ვარსკვლავური სისტემა.