ვარსკვლავთკარიბჭე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარსკვლავთკარიბჭე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვარსკვლავთკარიბჭე“ (ინგლ. Stargate) — ფიქციური სამყარო, რომელიც მოიცავს:


ვარსკვლავთკარიბჭის სამყარო

რედაქტირება
 

ვარსკვლავთკარიბჭის ფიქციური ქარგა ეფუძნება ვარკვლავთკარიბჭეთა ქსელით მოცულ პლანეტებზე მოგზაურობას.

გალაქტიკის კვლევაზე დაფუძნებულ სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის სხვა ფილმებისა და სერიალების უმრავლესობისაგან განსხვავებით, ვარსკვლავთკარიბჭის მოქმედება ხდება აწმყოში და არა მომავალში და შესაბამისად, ვარკვლავთკარიბჭის არსებობა დედამიწელთა დიდი უმრავლესობისათვის უცნობია.

ისტორია იწყება 1928 წელს, გიზაში უზარმაზარი ლითონის რგოლის აღმოჩენით. 80-იანი წლების ბოლოს ეს რგოლი, რომლის დანიშნულება და გამოყენების წესები კვლავ უცნობია, ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების (ინგლ. United States Air Force) ხელშია. კეტრინ ლენგფორდი, ამ რგოლის აღმომჩენის ქალიშვილი, რომელიც მის შესწავლას ხელმძღვანელობს, დახმარებისათვის მიმართავს ექსტრავაგანტური იდეებით ცნობილ ბრწყინვალე არქეოლოგს (ეგვიპტოლოგს), დანიელ ჯექსონს, რომელიც უარყოფილ იქნა აკადემიური წრეების მიერ თავისი შეხედულებების გამო, რომელთა თანახმადაც ეგვიპტური პირამიდები უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდების დასაშვები ადგილები იყო.

დოქტორმა ჯექსონმა შესძლო ლითონის ამ რგოლის საიდუმლოების ამოცნობა. ეს რგოლი, როგორც აღმოჩნდა, არის „ვარკვლავთკარიბჭე“, მოწყობილობა რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა პლანეტაზე მდებარე მსგავს მოწყობილობასთან ჰიპერგვირაბის დამყარება და მისი გამოყენებით მეყსეული გადაადგილება.

დანიელ ჯექსონმა შესძლო ერთი მისამართის გაშიფვრა და ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა გადაწყვეტს სამხედრო რაზმის გაგზავნას ამ მისამართზე, რათა შეაფასონ ამ მისამართიდან მომდინარე შესაძლებელი საშიშროება დედამიწისათვის და საჭიროების შემთხვევაში გაანადგურონ კარიბჭე, რათა თავიდან იქნეს აცილებული საფრთხე.

დანიელ ჯექსონი და სამხედრო რაზმი პოლკოვნიკი ჯეკ ო'ნილის მეთაურობით ამ კარიბჭისს გავლისას მოხვდებიან უდაბურ პლანეტა აბიდოსზე. პლანეტაზე ცხოვრობს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც, როგორც ამას გაარკვევს დანიელ ჯექსონი, ძველეგვიპტურზე ლაპარაკობენ და წარმოშობით დედამიწიდან არიან. აბიდოსელთა მბრძანებელია რა, მზის ღვთაება, სინამდვილეში კი უცხოპლანეტელი, რომელიც თავს ღმერთად ასაღებს, რათა აბიდოსელები მონობაში ჰყავდეს.

გუნდი გაარკვევს, რომ ძველ ეგვიპტეში მომხდარი დიდი აჯანყების შედეგად რა იძულებული გამხდარა დედამიწიდან გამოქცეულიყო და თავი პლანეტა აბიდოსისათვის შეეფარებინა. რას დაბრუნებისათვის ხელის შესაშლელად დედამიწელთ დაუმარხავთ ვარსკვლავთკარიბჭე, რამაც შეუძლებელი გახადა პლანეტათშორისი მოგაზურობა მისი გამოყენებით. დანიელი და ო'ნილი წააქეზებენ აბიდოსელთ რას დასამხობად და მის მოკვლასაც კი შესძლებენ. ფილმის გმირები ჩათვლიან, რომ რას სიკვდილით დედამიწისათვის ყოველგვარი საფრთხე თავიდან აცილებულია და ამიტომ აბიდოსის ვარსკვლავთკარიბჭეს არ გაანადგურებენ და დაბრუნდებიან დედამიწაზე.

დანიელ ჯექსონი აბიდოსზე დარჩება, რადგან ცოლად მოიყვანს აბიდოსელთა ბელადის ასულს შა'რეს.

რას განადგურებით გულდამშვიდებული ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა „ვარსკვლავთკარიბჭის“ პროექტის ინტერესს ჰკარგავს, მაგრამ უეცრად ვითარება იცვლება. დედამიწაზე მდებარე ვარსკვლავთკარიბჭეს უცხოპლანეტელები გადმოლახავენ, რომელთაც წინ უძღვის რას მსგავსი არსება და გაიტაცებენ კარიბჭის ერთ-ერთ მცველს.

ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა დაიწყებს გამოკვლევას და ვითარების შემდგომი განვითარება მოგვცემს ათასობით სხვა პლანეტის მისამართს. გადაწყდა „ვარსკვლავთკარიბჭის“ პროექტის გააქტიურება. ყალიბდება მოგზაურთა მუდმივმოქმედი რამდენიმე რაზმი, რომელთა შორის გამოირჩევა მოწინავე SG-1 პოლკოვნიკ ჯეკ ო'ნილის, დოქტორ დანიელ ჯექსონისა და კაპიტან სამანტა კარტერის შემადგენლობით, შემდგომში მათ დაემატება ტილ'კი. რაზმის შემადგენლობა უცვლელი იქნება მთელი რვა წლის მანძილზე (გარდა ერთი გამონაკლისისა, მე-6 სეზონში დოქტორ ჯექსონის ადგილს იკავებს კელოუნელი ჯონას კვინი.

გმირები, რომლებიც ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების შემადგენლობაში შედიან, დედამიწაზე გიზაში 1928 წელს აღმოჩენილი ვარკვლავთკარიბჭის საშუალებით იკვლევენ ჩვენს გალაქტიკასირმის ნახტომს, შემდგომში მოქმედება ვრცელდება მეზობელ გალაქტიკებშიც.

გმირები ხვდებიან უცხო ცივილიზაციებს, მტრულსა და მეგობრულს, დედამიწის განვითარების დონის მქონეთ ან მასზე უფრო მეტად ან ნაკლებად განვითარებულთ. ხშირ შემთხვევებში ეს შეხვედრები საშუალებას იძლევა ახლებურად დავინახოთ დედამიწის ისტორია, ლეგენდები და მითოლოგია.


მოქმედი პირები

რედაქტირება

პლანეტები

რედაქტირება

ვარსკვლავთკარიბჭის ცივილიზაციები

რედაქტირება


დედამიწელთა ანუ ტაუ'რის გარდა ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროში მრავლად გვხვდება არამიწიერი ცივილიზაციები, რომლებიც განვითარების დონით მეტ-ნაკლებად აღემატებიან დედამიწელთ ან ჩამოუვარდებიან. ზოგიერთი ცივილიზაცია მხოლოდ ერთ სერიაში ჩნდება და, შესაბამისად, მათ შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. სხვა ცივილიზაციები კი ხშირად ჩანან, მაგ.: ასგარდები, გოა'ულდები, ტოკ'რა, ტოლანები, ორაები, რეიფები, ათოსიელები, ჯენაები და სხვა. ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროში თითქმის ყველა ცივილიზაცია დაკავშირებულია დედამიწასთან, რაც განპირობებულია იმით, რომ გოა'ულდებმა დედამიწიდან გადაასახლეს მათი წინაპრები ირმის ნახტომის სხვა პლანეტებზე, ხოლო პეგასის გალაქტიკაში კი ძველებმა სოცოცხლე შექმნეს ირმის ნახტომში ჟამამდე არსებული სიცოცხლის დარად.

ფრაქციები

რედაქტირება

ტექნოლოგიები

რედაქტირება