ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარსკვლავთკარიბჭე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო (ინგლ. Stargate: Universe) — სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ამერიკულ–კანადური ტელესერიალი იქნება. მის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. სერიალის შემქმნელები არიან ბრედ რაიტი და რობერტ კუპერი და იგი ვარსკვლავთკარიბჭე SG-1-ის განშტოება იქნება. ეთერში მისი გასვლა დაგეგმილია 2009 წლის გაზაფხულში.

ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
ავტორი ბრედ რაიტი, რობერტ კუპერი
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: კანადა კანადა
სეზონი 2
ეპიზოდი 40 (ეპიზოდი)
34 (ვებიზოდი) (ეპიზოდების სია)
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ბრედ რაიტი, რობერტ კუპერი
ხანგრძლივობა 43 წთ.
კომპანია MGM Television
დისტრიბუტორი Sony Pictures Television
ეთერი
ორიგინალური არხი Syfy
ჩვენების ფორმატი 16:9 1080i (HDTV)
ეთერში 2 ოქტომბერი, 2009 (2009-10-02) — 9 მაისი, 2011 (2011-05-09)
რესურსები ინტერნეტში
საიტი

ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო ვარსკვლავთკარიბჭე: ატლანტისისა და ვარსკვლავთკარიბჭე SG-1-ის დარად ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილი სამყაროს განუყოფელი ნაწილია.

კონცეფცია

რედაქტირება

რობერტ კუპერის სიტყვებით ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო „შეინარჩუნებს ვარსკვლავთკარიბჭის სულისკვეთებას, მაგრამ სრულიად ახალ „სამყაროს“ წარმოგვიდგენს“, რომელიც არის „ცალკე, მთლიანად დამოუკიდებელი სინამდვილე“. ჯოზეფ მალოზის ცნობით „ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო არა მხოლოდ მოხიბლავს ძველ ფანატებს, არამედ მოიზიდავს კიდეც ახალთ და მათთვის სავალდებულო არ იქნება, რომ შესძლონ ალტერანის გარჩევა ასურანისაგან“, იგი „მრავალი კუთხით […] ფრენჩაიზის ბევრად უფრო ინტელექტუალური და დაღვინებული ნაშიერია. ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო მყარად ეფუძნება ვარსკვლავთკარიბჭის მითოლოგიას და მკაფიოდ ჰბადებს ახალ და აღმტყინებელ მიმართულებას“.

ვარსკვლავთკარიბჭე: სამყაროს მოქმედება ძველების ხომალდზე მიმდინარეობს. მილიონობით წლის წინ ძველები ამ ხომალდზე ატარებდნენ ცდებს, რომელთა მიზანი იყო ხომალდის გაგზავნა უცნობის გალაქტიკების საზღვრებამდე და შემდეგ ხომალდთან კავშირის დამყარება ვარსკვლავთკარიბჭის მეცხრე შევრონის მეოხებით. ამგვარად, სერიალში დიდი მნიშვნელობა აქვს მეცხრე შევრონის გამოყენების საკითხს.

ძველებმა ვერ შესძლეს ამ ცდის დასრულება, რამეთუ მთელი თავისი დრო ამაღლებას მიუძღვნეს.

სერიალი დაიწყო მილიონობით წლის წინ (პეგასის გალაქტიკაში მათ გადახვეწამდე ბევრად უფრო ადრე) ძველების მიერ ორი ხომალდის გაშვების ჩვენებით. ამ ხომალდათაგან ერთის დანიშნულებაა ვარსკვლავთკარიბჭეების დაყენება სხვადასხვა პლანეტებზე, ხოლო მეორესი კი — ვარსკვლავთკარიბჭეთა კვალზე სვლა და თან სამყაროს შესწავლა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება