გოა’ულდი (ვარსკვლავთკარიბჭე)
გოა'ულდები ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროს გამოგონილი არამიწიერ პარაზიტთა რასაა.
გოა'ულდთა მატლების წარმოშობა
რედაქტირებაგოა'ულდებს წარმოშობენ „გოა'ულდი დედოფლები“, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ჭიანჭველების დედოფლის შესატყვისი გოა'ულდთათვის. „გოა'ულდი დედოფლების“ ერთადერთი მიზანია გოა'ულდი მატლების წარმოქმნა და მათთვის თავიანთი ცოდნის გადაცემა გენეტიკური მეხსიერების წყალობით. გოა'ულდებს არ აქვთ სქესობრივი გამრავლების უნარი, დედოფლები თავად წარმოშობენ მატლებს და ამასთანავე, მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ გადასცენ თუ არა შთამომავლობას გენეტიკური მეხსიერება (მე-6 სეზონის მე-10 სერია: „დედოფალი“). გოა'ულდ დედოფლებს ნებისმიერი სხვა გოა'ულდივით შეუძლიათ სხვა არსების სხეულში შეძვრომა და პარაზიტირება (1-ელი სეზონის მე-13 სერია: „ჰათორი“). თავად გოა'ულდი დედოფლების წარმოშობა უცნობია.
გოა'ულდების მშობლიური პლანეტაა P3X-888 (მე-4 სეზონის მე-8 სერია: „პირველნი“)
გოა'ულდების საზოგადოება
რედაქტირებაგოა'ულდები და მასპინძლები
რედაქტირებაგოა'ულდებს ნორმალური არსებობისათვის სჭირდებათ ფიზიოლოგიურად უფრო განვითარებული ცხოველის სხეული, რომელშიც ისინი სახლდებიან, თავისი კონტროლის ქვეშ აქცევენ მასპინძლის უმაღლეს ნერვულ სისტემას, იქვემდებარებენ მის სხეულს, ანადგურებენ იმუნიტეტს და მას ანიჭებენ უფრო მეტ გამძლეობას საკუთარი იმუნური სისტემის ხარჯზე. პირველი მასპინძლები იყვნენ უნასები შემდეგ კი ჯერი ადამიანებზე მიდგა.
ვარსკვლვათკარიბჭის მნიშვნელოვანი გოა'ულდები
რედაქტირებაანუბისი
რედაქტირებაერთადერთი გოა'ულდი, რომელმაც ამაღლება შეძლო, იყო უსასტიკესი სისტემათა მბრძანებელი. ანუბისი თავისი სისასტიკის გამო გოა'ულდთა საბჭოს მიერ განდევნილ იქნა და მასზე ნადირობა გამოაცხადეს, მისი ხომალდი გაანადგურა იმპერატორმა იუმ, მაგრამ ანუბისმა ამაღლება შეძლო და ათასწლეულების შემდეგ დაბრუნდა, მან შეძლო ყველა რას თვალის მოპოვება და თავისი ახალი ხომალდი მასობრივი განადგურების იარაღად აქცია, რომლითაც შესაძლებელი იყო პლანეტების განადგურება, პლანეტა კელოუნაზე ანუბისის ხომალდი ბა'ალის ჰა'ტაკების ალყაში მოყვა და განადგურდა, მაგრამ თავად ანუბისმა გაქცევა მოასწრო და შატლით ჰიპერსივრცეში გაფრინდა.ამის შემდეგ ანუბისმა მეორე ისეთივე ხომალდი ააგო და სხვა სისტემათა ლორდების წინააღმდეგობის ჩახშობის შემდეგ ოცდაათი ჰა'ტაკით დედამიწას შემოარტყა ალყა, თუმცა SG-1-ის მიერ დროულად აღმოჩენილი ძველების ავანპოსტის წყალობით, რომელსაც ჯეკ ო'ნილი აკონტროლებდა, ტაუ'რიმ შეძლეს და ანუბისის ოცდაათივე ჰა'ტაკი მისივე ფლაგმანთან ერთად გაანადგურეს.
მაგრამ, ანუბისი ვერც ამით შეაჩერეს, სხეულის დამკარგავმა ანუბისმა ენერიის სახით დაიწყო არსებობა და ცოცხალ არსებაში ისწავლა შესახლება, მისი პირველი მსხვერპლი რუსი კოსმონავტი გახდა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებოდა, პლანეტაზე დაბრუნებული კი SGC-ში (ვარსკვლავთკარიბჭის სამეთაურო პუნქტი) შეიჭრა და ერთიმეორის მიყოლებით ჯერ რუსი ლეიტენანტი, შემდეგ სამანტა კარტერი და ბოლოს ჯეკ ო'ნილი დააინფიცირა (მსხვერპლს, თუ ანუბისი მასში დიდი ხნის განმავლობაში იქნებოდა, იმუნური სისტემის შეუქცევადი ნგრევა ეწყებოდა, ასე დაემართა რუს ლეიტენანტს). ჯეკ ო'ნილის სხეულში შესახლებულმა ვარსკვლავთკარიბჭით სხვა პლანეტაზე გაქცევა დააპირა, მაგრამ რუსმა ლეიტენანტმა, რომელიც სიკვდილის პირას იმყოფებოდა, მას საკუთარი სხეული შესთავაზა, სანამ ანუბისი არჩევანს აკეთებდა, სამანტა კარტერმა კოორდინატები ყინულოვან პლანეტაზე შეცვალა და ლეიტენანტში შესახლებული ანუბისი სწორედ იმ პლანეტაზე გადავიდა.
ანუბისი, ვერც ამ ხერხმა შეაჩერა, პლანეტიდან ანუბისი ენერგიის ფორმაში გადავიდა და იმ პლანეტაზე გადავიდა, რომელზეც ბა'ალი იმყოფებოდა, ბა'ალი ანუბისს დამორჩილდა და მისი მარჯვენა ხელი გახდა. რეპლიკატორების შემოსევის დროს, როდესაც მათმა წინამძღოლმა, რეპლიკარტერმა (სამანტა კარტერის ორეული რეპლიკატორი), თითქმის ყველა სისტემური ლორდი მოკლა კოსმოსურ სადგურ „ჰასარაზე“, ხოლო ბა'ალის ფლოტი რეპლიკატორების ფლოტის წინააღმდეგ იბრძოდა, მეამბოხე ჯაფაების არმიამ შეუტია დაკარას და იგი დიდი ბრძოლის გარეშე აიღო, ანუბისმა იცოდა დაკარას ზეიარაღის არსებობის შესახებ და ბა'ალს პლანეტის დაბრუნება უბრძანა, როდესაც ბა'ალის ფლოტმა ჯაფაებს შემოარტყა ალყა, იქვე გამოჩნდა ჰა'ტაკების მე-3 ფლოტი, რომლებსაც რეპლიკატორები ფლობდნენ, ბა'ალის და თავისუფალი ჯაფაების გაერთიანებული ფლოტი აუცილებლად დამარცხდებოდა, ბა'ალს SG–1-თან რომ არ ეთანამშრომლა და ამ უკანასკნლებს ზეიარაღი რომ არ აემოქმედებინათ და რეპლიკატორები არ გაენადგურებინათ. ბრძოლის შემდეგ ბა'ალის და რეპლიკატორების ჰა'ტაკები თავისუფალმა ჯაფაებმა აბორდაჟზე აიღეს. ხომალდების დაკარგვამ ანუბისი აიძულა თავის გეგმას (გალაქტიკაში ზეიარაღით მთელი სიცოცხლის განადგურება და შემდეგ მისი მორჩილების ცივილიზაციის შექმნა) სხვანაირად მიდგომოდა, მან ჯაფაების ფლოტი თავის კულ–მეომართა ლაბორატორიასთან შეაგროვა, თავად კი მთელი თავისი არმიით დაკარას შეუტია. პარალელურად ანუბისი იმ განზომილებაში იმყოფებოდა, სადაც ამაღლების პირას მყოფი დანიელიც იყო. დანიელმა, როდესაც ანუბისი ამოიცნო, ვერ შეძლო მისი შეჩერება (იქ იმყოფებოდნენ ძველებიც, მაგრამ ხელს არ ანძრევდნენ), ანუბისი შეაჩერა ომა დესალამ რომელმაც იგი საუკუნო ბრძოლაში ჩაითრია და, ამრიგად, მოკვდავთა განზომილებიდან გააქრო, უმბრძანებლოდ დარჩენილი ჯაფაები თავისუფალ თანამოძმეებს დანებდნენ.
აპოფისი
რედაქტირებაბა'ალი
რედაქტირებაეგერია
რედაქტირებაგოა'ულდი დედოფალი, ტოკ'რას დამაარსებელი.
თითქმის 2000 წლის წინ რას მბრძანებლობით უკმაყოფილი ეგერიამ დააარსა ტოკ'რას კლანი (გოა'ულდთა ენიდან „ტოკ'რა“ ითარგმნება, როგორც „რას წინააღმდეგ“), რომელიც სიმბიოტის და პატრონის თანაცხოვრების პრინციპებზე იყო დაფუძნებული. კლანის მიზანი თავდაპირველად რას დამხობა იყო, ხოლო შემდეგ, კლანის მიზანი ყველა სისტემური ლორდის და გოა'ულდთა იმპერიის დამხობა გახდა. დროთა განმავლობაში ტოკ'რა მძლავრ, გოა'ულდთა იმპერიის საწინააღმდეგო ორგანიზაციად იქცა, რომელსაც არაერთმა გოა'ულდმა მიაშურა.
ცნობილია, რომ ერთხელ ეგერია რამ შეიპყრო და გამოამწყვდია პლანეტა პანგარზე. ათასობით წლის შემდეგ, იგი აღმოაჩინეს ადგილობრივმა ადამიანებმა, რომლებმაც გოა'ულდებზე არაფერი იცოდნენ, და მისი გამოყენება გადაწყვიტეს პრეპარატ ტრეტონინის საწარმოებლად, რომელიც დაავადებებს კურნავდა, მაგრამ მომხმარებელს მასზე დამოკიდებულს ხდიდა. 2002 წელს იგი აღმოაჩინა SG–1-მა, რომლებმაც იგი გოა'ულდ დედოფლად მიიჩნიეს, მოგვიანებით, ჯონას კვინმა იმ ტაძარში, სადაც ეგერია პანგარელებმა იპოვეს, აღმოაჩინა, რომ სტაზისური კამერა, რომელშიც იგი იმყოფებოდა, განკუთვნილი იყო არა გოა'ულდი, არამედ ტოკ'რა დედოფლისთვის. ეგერია სიკვდილის წინ იმყოფებოდა და მის გადასარჩენად ტოკ'რა კელმაამ თავი გაწირა (თავის მატარებელში დედოფალი შეიყვანა, თავად კი დაიღუპა), მაგრამ სიცოცხლე ეგერიას ვერც ამან გაუხანგრძლივა, სიკვდილის წინ, ეგერიამ პანგარელებს ტრეტონინის ფორმულა დაუტოვა.
ჰათორი
რედაქტირებაიუ
რედაქტირებანირტი
რედაქტირებაოსირისი
რედაქტირებაკრონოსი
რედაქტირებარა
რედაქტირებარა უზენაესი გოა'ულდი იყო, მას ემორჩილებოდა ყველა სხვა სისტემათა მბრძანებელი.
რა პირველი იყო გადაშენების პირას მყოფ გოა'ულდთაგან, რომელმაც მოახდინა ადამიანის პარაზიტირება უნასის ნაცვლად. ეს ათასობით წლის წინ მოხდა, დედამიწაზე, ეგვიპტეში, მაშინ ადამიანები განვითარების ძალიან დაბალ დონეზე იყვნენ. მიუხედავად განვითარების დაბალი დონისა, ადამიანის გონებრივი შესაძლებლობა ბევრად უფრო დიდი აღმოჩნდა ვიდრე უნასისა, ამიტომაც რამ ადვილად შესძლო სხვა გოა'ულდების დამორჩილება. რას სხვა გოა'ულდებმაც მიჰბაძეს და მათაც მასპინძლებად ადამიანების აყვანა დაიწყეს.
რა მოკლე ხანში მთელი გალაქტიკის მბრძანებელი გახდა და დაიმონა კაცობრიობა: დაიწყო დედამიწელთა გადასახლება გოა'ულდთა მიერ კონტროლირებულ საცხოვრებლად ვარგის სხვა პლანეტებზე, სადაც ისინი გამოიყენებოდნენ როგორც მონური სამუშაო ძალა ნაკვადის მაღაროებში. იმავდროულად დაიწყეს ადამიანების გამოყენება საომარ ძალადაც; გოა'ულდებმა შექმნეს ჯაფაების რასა. ჯაფაები არიან ადამიანები, რომელთაც გარდატეხის ასაკში მუცლის ღრუში არსებული სასიმბიოტე ჩანთაში უთავსებენ პატარა გოა'ულდს, რათა მან შესძლოს სიმბიოტის შეფარება და ზრდასრულ ასაკამდე გამოზრდა, სიმბიოტი ჯაფას სიციცხლეს ასწლეულებით უხანგრძლივებს, მაგრამ მის გარეშე ჯაფა მოკვდება.
მაგრამ ტაუ'რები (დედამიწელი ადამიანები), უფრო სწორედ კი, ძველი ეგვიპტელები, რომლებიც გათანგულები იყვნენ მონური შრომითა და სხვა პლანეტებზე გადასახლებით. ჩვ. წ. ა-მდე მეოთხე–მესამე ათასწლეულების მიჯნაზე აუჯანყდნენ რას და აიძულეს დედამიწის დატოვება. ტაუ'რებმა ამოქოლეს ეგვიპტის ვარსკვლავთკარიბჭე, რითაც შეუძლებელი გახადეს მისი გამოყენება; რამ დედამიწა თავის უზარმაზარი პირამიდისებრი ხომალდით დატოვა.
მიუხედავად ამისა, რამ განაგრძო ბატონობა თითქმის მთელ ირმის ნახტომში. მის სამბრძანებლოში შედიოდა აგრეთვე პლანეტა აბიდოსი, სადაც იგი მოკლულ იქნა თავის დედა-ხომალდში ტაუ'რის თერმობირთვული ბომბის აფეთქების შედეგად, როდესაც იგი ცდილობდა თავი დაეღწია აჯანყებულ აბიდოსელთა რისხვისათვის. ამ აჯანყების მოთავენი თავად ტაუ'რი იყვნენ, რომელთაც შეაგულიანეს და შეაიარაღეს აბიდოსელები.