აბორდაჟი

ვიკიპედიის მრავალმნიშვნელობის გვერდი

აბორდაჟი (ფრანგ. abordage) — ხომალდების შეპყრობის ერთ-ერთი უძველესი წესი, რომელსაც მიმართავდნენ მეკობრეები უცხო ხომალდების შესაპყრობად. აბორდაჟი გამოიხატება უცხო ხომალდთან მიახლოებით და მის გემბანზე გვარლსმობმული სამკაპების გადასროლით, რომლის შედეგად ხომალდს უჭირს მოძრაობის გაგრძელება და უნებლიეთ, თავდამსხმელ-ხომალდზე მიბმული ხდება. აბორდაჟი ხორციელდება ელვისებური სისწრაფით და გამოირჩევა გადამჭრელი და გაბედული მოქმედებებით. თანამედროვე პირობებში აბორდაჟს იშვიათად, მაგრამ მაინც მიმართავენ ბრაკონიერების და მეკობრეების დასაკავებლად.

ლიტერატურა რედაქტირება