ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება
უთანხმოება | ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება. |
---|---|
![]() უთანხმოება კონტროლი ეს გვერდი განკუთვნილია ნებისმიერი სახის უთანხმოების განსახილველად. |
ეს გვერდი განკუთვნილია ქართულენოვან ვიკიპედიაში წარმოქმნილი ინციდენტების განსახილველად, რომლებიც საჭიროებენ ადმინისტრატორებისა თუ გამოცდილი მომხმარებლების ჩარევას. ამ გვერდზე შეტყობინების დატოვება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.
|
მომხმარებელი:Nariman.58რედაქტირება
@David1010:, @MIKHEIL:, @Otogi: გთხოვთ, მომხმარებელი:Nariman.58-ს აუხსნათ აზერბაიჯანული გვარ-სახელები ნუ შემოაქვს რუსული კალკით. გადახედეთ მის განხილვის გვერდს. მე რამდენჯერმე გავასწორე და აგრეთვე მივმართე თხოვნით, რომ გაეცნოს დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#აზერბაიჯანული, მაგრამ დღესაც შემოიტანა Ağaxan Əli oğlu Salmanlı აგახან ალი ოღლი სალმანოვი, რომელიც უნდა იყოს „აღახან ალი ოღლუ სალმანლი“. გთხოვთ, ადმინისტრატორებს დახმარებას, რომ აუხსნათ ნუ ამკვიდრებს რუსულ კალკს ქართულ სალიტერატურო ენაში.--ცანგალა განხილვაწვლილი 15:29, 11 იანვარი 2022 (UTC)
გიორგი ფხაკაძერედაქტირება
გადავხედე ჩემი გვერდის “რედაქტირების” კომენტარებს და სამწუხაროდ კომენარები არის ტენდეციული, არა პროფესიონალური. ასევე არ ვეთანხმები იმ ნაწილს რომ მე არ შემიძლია ჩემი გვერდის კორექტირება. ვთვლი რომ ჩემს გარდა არავინ არ იცის უკეთ ჩემი ბიოგრაფიის შესახებ. მე ვეთანხმები რომ ლინკები უნდა გადამოწმდეს და შესაძლებელი მითი გასწორება. შეკითხვა მაქვს რის საფუძვრლზე ჩემი გვერდი იქნა წაშლილი და როგორ ხდრბა ამ საკითხის ნორმალური განხილვა— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 2a01:cb09:b05d:51e5:b80a:636:e837:9bda (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
ბიოგრაფიის წაშლარედაქტირება
გამარჯობა, გუშინ დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა დავასრულე თენგიზ გელოვანის ბიოგრაფიის წერა. აქვე მოგახსენებთ, რომ ინფორმაცია იყო მეტად გაშლილი, გამართული, ობიექტური და სრულიად შეესაბამებოდა სიმართლეს. თენგიზ გელოვანი გახლდათ თიანეთის კოლორიტი, მომღერალი, გამოჩენილი და თავის ცხოვრებაშივე დამსახურებებით მოღვაწე პიროვნება, რომლის სახელიც დღესაც უკვდავია არა მარტო თიანეთის მხარეში.
დღეს შუადღეს დაახლოებით 14:00-15:00 - მდე წაიშალა ჩემს მიერ დადებული ბიოგრაფია. ვერ მივიღე ზუსტი პასუხი რატომ. ვერც ვწერ თვითონ იმ პიროვნებას ვინც წამიშალა ინფორმაცია. რატომ უნდა მოხდეს ჩემს მიერ დადებული ინფორმაციის, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე წაშლა, ისე რომ არც კი ვიცოდე მიზეზი, როდესაც თვითონ ინფორმაცია არის დადასტურებული, არაა გადაჭარბებული, არის ობიექტური და არ არის ჭორის დონეზე არსებული?! აქ ხომ არაფერს არ ვიგონებ?! ეს ყველაფერი ამ ადამიანის სულის უკვდავსაყოფად გავაკეთე, რადგან მისმა შვილებმა, შვილიშვილებმა, ნათესავებმა, ახლობლებმა და ყველამ ვინც კი იცნობდა იამაყონ და უფრო ფართო ასპარეზზე გავიტანო მისი სახელი. ვაპირებ, რომ ინფორმაცია ხელახლა დავდო, დიდი იმედი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ახლა მაინც არ წაშლით და ამიხსნით რა მოხდა ან რატომ მოხდა ასე?! ნიკა გელოვანი (განხილვა/წვლილი) 15:04, 28 ივნისი 2022 (UTC)
- ვიკიპედიის წესებიდან გამომდინარე აღნიშნული პიროვნების ბიოგრაფიას ენციკლოპედიური მნიშვნელობა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე ასეთი სტატიები იშლება. DavidAs 16:10, 28 ივნისი 2022 (UTC)