ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება/არქივი/8

განხილვა:მარტვილის მუნიციპალიტეტის დროშა

რედაქტირება

განხილვა:მარტვილის მუნიციპალიტეტის დროშა — გთხოვთ, უყურადღებოთ ნუ დატოვებთ. შეურაცხყოფას ვერავისგან ვერ ავიტან. მიღებულ ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში, სადაც მომხმარებელი:Jaba1977 დაინტერესებული იყო, რომ მიგვეღო I პოზიცია (ამისათვის მომხმარებელი:Jaba1977 როგორ მოიქცა — ვიკი საზოგადოებამ კარგად იცის), სადაც ნათლივ წერია „სტატიებს უნდა მიეთითოს მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია, რადგან ეს კატეგორიები მაინც თავს იყრის უფრო მსხვილ, ზედა დონის კატეგორიაში.“ „მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია, “ — როგორ უნდა გავიგო?

მე ვექვემდებარები და პატივს ვცემ ვიკი საზოგადოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მაწყობს იგი თუ არა. მე პირადად ვემხრობოდი II პოზიციას — „გარკვეულ სტატიებში, წვრილ, ქვედა დონის კატეგორიასთან ერთად, დასაშვებია ერთი რომელიმე მსხვილი, ზედა დონის კატეგორიის მითითებაც, რადგან ის წვრილი კატეგორიების გარდა, ერთად მოუყრის თავს მსგავს სტატიებსაც და მკითხველისათვის უფრო თვალსაჩინოდ სანახავი იქნება.“ სამწუხაროდ II პოზიცია ვიკი-საზოგადოებამ არ მიიღო. --ცანგალა 09:33, 28 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

Zangala-ს შესახებ

რედაქტირება

მეგობრებო. მომხმარებელ Zangala-ს უკვე ვერ ვითვლი მერამდენედ ვუთხარი რომ არ უნდა დაარედაქტიროს საკონკურსო სტატიები, ბუნებრივია მას ეს არ ესმის და განგებ აკეთებს ცვლილებებს მოირიგი პროვოკაციისათვის. მე მაქვს კონკრეტული მიდგომა საკონკურსო სტატიების მიმართ. თითოეულ კონკურსის მონაწილეს აქვს ვადა 8 თებერვლიდან 8 მარტამდე. ისიანი ამ პერიოდში უნდა სტატიებს დაწერენ და უნდათ უკვე დაწერილებს განავრცობენ. ამის გამო მათ ხელი არ უნდა შევუშალოთ. მომხმარებლებს რომ ხელი არ შეეშალოთ და ჟიურის წევრებსაც მარტივად შესაფასებელი გაუხდეს სტატიები ამისათვის საჭიროა კონკურსის ვადის გასვლამდე მათ ხელი არ მოვკიდოთ. საკმაოდ უცნაურ ფენომენთანნ გვავქვს საქმე. თან გვეძახიან რომ ჟიურის წევრებმა გაასწორეთ მერე ეგ სტატიებიო, თან კიდევ თავად ასწორებენ, რაც ჩემთვის ცოტა გაურკვეველია. გთხოვთ მიაქციოთ ამ მოხმარებელს ყურადღება და დაანახოთ რამდენად საჭიროა ამ სტატიების ხელუხლებლად შენარჩუნება კონკურსის შეფასებამდე. --Wiki - ჯაბა 13:28, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ, მე არ ვარ ჩართული ამ პროექტის დაგეგმარებაში და ნაკლებად ვიცნობ მის სპეციფიკას. კონფლიქტისა და გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია პროექტის წეს-წყობილებაში გაიწეროს პუნქტი სტატიების რედაქტირების გარკვეული დროით შეზღუდვასთან (შემოსაზღვრასთან) დაკავშირებით. მე, პირადად, თავისუფალ ენციკლოპედიაში მსგავსი იდეები არ მომწონს, მაგრამ კონფლიქტებისა და გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად და აგრეთვე ვიკიპედიის გარემოების სტაბილურობის შესანარჩუნებლად სრულიად შესაძლებელია მსგავსი დროებითი მექანიზმის ამოქმედება. უნდა გვესმოდეს, რომ ვიკიპედიელების გარკვეული ჯგუფი ყოველთვის იქნება არაკოლეგიალური და მტრულად დაგეშილი ერთმანეთის მიმართ. ეს ადამიანური ხარისხია. - OTOGI Messages 15:49, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ოთო. სტატია როცა საკონკურსოა და კონკურსანტი ფასდება, ეს თავისთავად მოიცავს იმას რაც ზემოთ დავწერე. ვფიქრობ ამის შესახებ წესის დაწერა დიდი ბიუროკრატიაა. გეთანხმები, რომ მასე გაუგებრობას თავიდან ავიცილებთ, რადგან დაგეშილი ადამიანები არსებობენ. მე მგონი მე და ცანგალა ამის დაწერის შემდეგ შევთანხმდით მოქმედების მარტივ მეთოდზე. აი აქ. --Wiki - ჯაბა 16:00, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მესმის ყველაფერი, მაგრამ როდესაც გამოსავალი არ არსებობს საჭიროა მოქმედება და ზოგჯერ წითელი ხაზის გადაკვეთა. თუკი არსებობს ზეპირი შეთანხმება მთლად უკეთესი. მე, ვფიქრობ, ხელოვნურად არის ატეხილი ამხელა ამბავი, იმისათვის, რომ წარმოიქმნას მორიგი კონფლიქტი. - OTOGI Messages 16:06, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები. ვფიქრობ ეს საკონფლიქტო არ გახდება, გამომდინარე მითითებულ გვერდზე არსებული შეთანხმებიდან. --Wiki - ჯაბა 16:11, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირებაზე აკრძალვას არ ვეთანხმები. სტატიის დახვეწა ცუდი არ არის. ჟიურის წევრების მიერ გასწორების ცუდი გამოცდილების გამო ვასწორებთ :) არანაირი კონფლიქტი და გაურკვევლობა არ იქნება. შეფასებით კი შეაფასებთ იმ სახით, როგორიც იქნება. სტატიაში გასწორების თარგის ჩასმა ან სხვა სახის რედაქტირება ხელს არაფერს უშლის. გიო ოქრო 17:21, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
[მხოლოდ] თეორიის დონეზე: საკონკურსო სტატიები შეიძლება შეიქმნას ვიკიპედია:კონკურსი/კონკურსის სახელი/სტატიის სახელი სახელთა სივრცეში, რომელშიც დარჩება კონკურსის დასრულებამდე. კონკურსის დასრულებისთანავე კი გადავიტანოთ სახელთა ძირითად სივრცეში.--Melberg მიწერა 17:51, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

გიო ოქრო შეკითხვა მაქვს. კატეგორიას რო ჩაამატებ და ეს ფასდება ჟურის მიერ, სწორია? არ უნდა აცალო საკონკურსო პერიოდში მომხმარებელს? შენ ხომ ამით მომხმარებელს გზას უჭრი კონკურსში გამარჯვებისკენ? ეს გაიაზრე რომ ეთანხმები დარედაქტირებას? --Wiki - ჯაბა 18:05, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

Melberg, მე მგონი ასე რთული იქნება, ჯერ ერთი რომ ახალ მომხმარებლებს დავაბნევთ და მეორეც საქმე მოგვემატება და ჩვენ არ გვაქვს ის რესურსი რომ ამ ოდენობის სტატიები გადაიტანოს სახელთა სივრცეში. ნუ ეს ჩემი აზრია. --Wiki - ჯაბა 18:09, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ახლა ვნახე, იხ. მომხმარებლის განხილვა:Luka shenko1994, სადაც კონკურსანტს მივუთითე დაიცვას ქართული ვიკიპედიის სტანდარტები, მაგრამ სამწუხაროდ... მომხმარებელი:Jaba1977-მა სტატიის განხილვის გვერდზე შენიშვნის წერის უფლება მომცა. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ კონკურსანტები ქმნიან სტატიებს, სადაც წითლად ტოვებენ კატეგორიებს (რაც არ არის მისასალმებელი, საინტერესოა თქვენი აზრი). ახალი კატეგორია მათ უნდა შექმნან და არა ჩვენ დაგვიტოვონ სამუშაოდ. ერთ სტატიაში ჩავასწორე წითელი ბმული და ჯაბამ უკან დააბრუნა. იხ. ლიანა კალმახელიძე. კატეგორიებიც ჟიურის წევრებმა გაალურჯონ. სამწუხარო ის არის, რომ ჩამოუყალიბელია კონკურსის წესი. მასში უნდა ჩაიდოს, რომ შესწორების უფლება არ გვაქვს, მაშინ პრობლემა არ შეიქმნებოდა. პრობლემას თქვენ ქმნით და არა ცანგალა. აქაც გავიმეორებ „დემოკრატიაა, სადაც ყველაფრის უფლება აქვს მოქალაქეს რისი აკრძალვაც არ არის“. --ცანგალა 18:18, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

იქააც აგიხსენი, აქაც გეუბნები. კატეგორიების შექმნა თუ გინდა შექმენი, ეგ სტატიაზე არ აისახება და არც შეფასების კრიტერიუმებშია გაწერილი და თავისთავად არც შეფასებაზე მოქმედებს. მაგრამ ის საკითხები რაც ფასდება თქვენ არ უნდა დაარედაქტიროთ. ეს გზას უჭრის მომხმარებელს გამარჯვებისაკენ მიმავალ გზაზე. მას სრული უფლება აქვს კონკურსის პერიოდში დაუბრუნდეს სტატიას და დაარედაქტიროს. ამას წესი კი არა გააზრება სჭირდება. არც შენ და არც შენი მეგობრები კი არ იაზრებთ რას გწერთ და ისე წერთ პასუხებს. --Wiki - ჯაბა 18:22, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

დავიჯერო დაკოპირებული სტატიები „გზას უჭრის მომხმარებელს გამარჯვებისაკენ მიმავალ გზაზე“? წარმატებები კონკურსს, კონკურსანტებს და ჟიურის წევრებს. --ცანგალა 18:48, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა სტატიის დარედაქტირების უფლება აქვს 8 მარტამდე და უნდა ვაცალოთ არ დაარედაქტირებს, არ შეფასდება. --Wiki - ჯაბა 18:54, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ვეთანხმები მომხმარებელი:Melberg-ს. პრობლემაც მოიხსნება. ასე, რომ მომავალში ასე ჩატარდეს კონკურსები.--ცანგალა 19:24, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მსგავსი პრაქტიკა იყო და აბდაუბდა ქმნიდნენ სტატიებს ახალი მომხმარებლები. --Wiki - ჯაბა 19:34, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია:ვიკიპედია:ნატახტარი:საკონკურსო სტატიები აგერ იხილეთ ზუსტად 9 წელია ველოდებით ამ სტატიების გადატანას სახელთა სივრცეში. ფაქტია მაგ მიდგომამ არ გაამართლა. ზემოთაც ვახსენე არაა საკმარისი რესურსები მსგავსი დამატებითი აქტივობებისთვის. და კიდევ ერთი კონკურსი როგორ ჩატარდება ამას კონკურსის ჩამტარებლები გადაწყვეტენ. --Wiki - ჯაბა 19:40, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვუაი, ვიკის პირველი კონკურსი <3 რა კაი რაღაცა გამახსენე. ამ სტატიების დიდი ნაწილი არც იმსახურებს გადატანას ძირითად სივრცეში :D მაშინ გაცილებით დაბალი მოთხოვნები გვქონდა.--Melberg მიწერა 19:52, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე მგონია ეგენი სუყველა წასაშლელია. თუმცა ფაქტია 9 წელი შემოგვრჩა. :) განხილვაც ნახე. :) --Wiki - ჯაბა 19:54, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
9 წლის შემდეგ ჩვენც გავიზარდეთ და საქართველოს ახალგაზრდებიც და შეძლებენ ვიკიპედია:კონკურსი/კონკურსის სახელი/სტატიის სახელი სახელთა სივრცეში სტატიების ჩაწერას. მე პრობლემას ვერ ვხედავ. სირთულეებს უნდა გამკლავება. „კიდევ ერთი კონკურსი როგორ ჩატარდება ამას კონკურსის ჩამტარებლები გადაწყვეტენ. “ — ისე უნდა გადაწყვიტონ კონკურსის ჩამტარებლებმა, რომ ქართულ ვიკიპედიას პრობლემა არ შეექმნას როგორც დღეს (ეს განხილვაც ამას ეძღვნება). ასე, რომ მომხმარებელი:Melberg-ის შემოთავაზება ცუდი არ არის. მით უმეტეს პრაქტიკა ქართულ ვიკიპედიაში გვქონია. --ცანგალა 20:10, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

აქ რა პრობლემები იქმნება და რატომაც იქმნება ყველასთვის ცხადია. ამაში განხილვა:ჯუდით კოლინზი აი ამითაც დავრწმუნდი. ხელოვნური პრობლემების შექმნა გეხერხება შენც და შენს მეგობრებსაც. მოკლედ არ ინერვიულო იმაზე კონკურსს როგორ ჩავატარებთ. მთავარია ხელოვნური პრობლემები არ შექმნათ. --Wiki - ჯაბა 20:22, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელთა ნაწილს აქვს სრული აუტანლობა, მიუღებლობა ახალი მომხმარებლების მოზიდვის, მათი გამოჩენისა და ამისათვის ჩატარებული კონკურსების მიმართ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ფონდ ვიკიმედიის და მისი პროექტების პოლიტიკას, ამ დროს, არც გამოსავალს გვთავაზობენ, მხოლოდ კონფლიქტები, უხეშობა, ისტერიკა. წერტილი. ასე გაგრძელება არ შეიძლება! — Mikheil მიწერა 20:25, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
მომხმარებელი:MIKHEIL-მა სტატია ნინო არაზაშვილის გასწორების შემდეგ შეამჩნია, რომ სტატია საკონკურსოა და დააბრუნა უკან თავისი ნამუშევარი (ყოჩაღ). აი, რატომ არის კარგი მომხმარებელი:Melberg-ის შემოთავაზება. მაგრამ თქვენ გეზარებათ მუშაობა და აბრალებთ ახალი მომხმარებელი ვერ შეძლებსო. როდესაც კონკურსანტი დაინტერესებულია ის ყველაფერს შეძლებს. ხომ ხედავთ 9 წლის წინანდელი უვარგისი სტატიებიც კი არ წაგიშლიათ და წარმომიდგენია რა დაემართება იმ უვარგის სტატიებს, რომლებიც პირდაპირ ქართულ ვიკიპედიაში მოხვდა მიმდინარე კონკურსისა და სხვა კონკურსების შედაგად. მიხეილ, აი რა არის სრული აუტანლობა, ჯაბა, აი რა არის ხელოვნური პრობლემების შექმნა. MIKHEIL და ჯაბა, ოდესღაც თქვენც იყავით ახალი მომხმარებელი, გქონდათ რამე პრობლემა ცანგალასგან? ვიკიშეხვედრები ვინ დაარსა — ცანგალამ. ერთი წლის განმავლობაში აქტიურ ახალ მომხმარებელს ვინ ურიგებდა საკუთარი ხარჯებით ჭიქებს ვიკიპედიის ლოგოს გამოსახულებით — ცანგალა. ზუსტად რომ ახალი მომხმარებლებს ხვდებოდათ ეს საჩუქარი. ასე, რომ ნუ მაბრალებ MIKHEIL, „რომ სრული აუტანლობა, მიუღებლობა ახალი მომხმარებლების მოზიდვის, მათი გამოჩენისა“. ეს ყველაფერი ფაქტებია და არა ცანგალას მოგონილი.--ცანგალა 21:13, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ადრე როგორი იყავი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ახლა როგორი ხარ, როგორც რედაქტორი ახალ მომხმარებელთა მიმართ, ფაქტი კი სახეზეა. თანაც, როდის იყო, ვიკიშეხვედრებს ახალი მომხმარებლები მოჰყავდა? კარგად ჩაიხედე საკუთარ თავში და გააანალიზე. ჩვენ როცა მოვედით, სხვა დრო იყო, მას შემდეგ 10 და 15 წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა. რამდენი აქტიური მომხმარებელი მოდის წელიწადში თავის ნებით, როგორც ჩვენ? იქნებ გაიხსენო? — Mikheil მიწერა 21:17, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
„ადრე როგორი იყავი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“ — საინტერესოა როგორ მოგწონს შენი ნათქვამი. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც. ცანგალა არც 10-15 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ვიკიშეხვედრებს ახალი მომხმარებელი კი არ მოჰყავდა, არამედ მომხმარებლები, რომლებიც მხოლოდ ეკრანის იქით ვსაუბრობდით (მე გერმანიიდან, ალსანდრო — ნიუ-ირკიდან, ისლანდი — იაპონიიდან, თქვენ — საქართველოდან) მათი შეხვედრა-გაცნობა ხდებოდა. 10-15 წლის წინ უფრო ძლიერი გუნდი მოხვედით, ვიდრე ახლა ძალით შემოყვანილები. აი ეს არის სხვაობა. MIKHEIL, ნებით ხარ მოსული. „მთავარია, ახლა როგორი ხარ, როგორც რედაქტორი ახალ მომხმარებელთა მიმართ, ფაქტი კი სახეზეა.“ — ახლაც იგივე ვარ. უბრალოდ ახალი მომხმარებლები შენნაირი არ არიან. „რამდენი აქტიური მომხმარებელი მოდის წელიწადში თავის ნებით, როგორც ჩვენ? იქნებ გაიხსენო?“ — ცუდის შემოყვანას ჯობია სულ არ იყოს. ახალ მომხმარებლებს ქართული ვიკიპედია არ აინტერესებთ. ჩემი წარსული ვიკიპედიაში იმიტომ დავწერე, რომ ახალ მომხმარებლებს ჩემ თავს ისე აცნობ როგორც არაადამიანურ პიროვნებას. ეს კი მასე არ არის. და ეს შენც ძალიან კარგად იცი. --ცანგალა 21:48, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
აქვე დამავატებდი საღი მოაზროვნე მომხმარებლები არ მოგწონთ. ეს თქვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება. თუნდაც ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში შეგახსენებ. როგორ ჩატარდა ეს კენჭისყრა ორივემ ვიცით.--ცანგალა 21:54, 27 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად რომ სწორად აღნიშნა მიხეილმა, ადრე რა იყავი მნიშვნელობა არ აქვს, ახლა კი შეგცვალა ვიკიპედიაში ხელმძღვანელი ჯგუფის ჩამოყალიბებამ და მასში შენმა არ ყოფნამ (იბოღმები ვიღაცის ხელმძღვანელობაზე და ამას სააშკარაოზე წერ და ახალი მომხმარებლები კარგად ხედავენ რაც ხარ და ვინც ხარ, ჩვენ არავის არ წარმოვაჩენთ ცუდად, ყველაფერს საკუთარ თავს შენ უკეთებ). ახლა სხვანაირი ხარ: ადრე ამას არ წერდი, ახლა წერ. ფაქტია შეიცვალე. ყველა წესს არღვევ ოღონდ ახალ მომხმარებელზე (რომლებიც ჩვენი მოყვანილია) ცუდი თქვა. აგერ შენი ზემო მესიჯიც ამის დასტურია. --Wiki - ჯაბა 03:45, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

აქვე დავამატებ: ცხრა წლის წინ შენც ადმინი იყავი და ეგ სტატიები არც შენ წაშალე. სხვისკენ ხელს ნუ იშვერ. საკუთარი ხარჯებით ჭიქებს არიგებდი და მაგისათვის პატივისცემას ითხოვ? როცა საკუთარი ხარჯებით ვიკიპედიის პოპულარიზაციისათვის საქართველოს ყველა რეგიონის 30 სკოლა მოვიარე და შენ ფეისბუკზე თუ აქ როგორ მლანძღავ ხომ არ დაგავიწყდა? რა ცილი არ დამწამე, რეები არ იძახი, ჩემს პირადს შეეხე, მერე მეჰმანის ლანძღვაც დაიწყე ეროვნების თუ კუთხურობის ნიშნით, შენის დაწერილ პოსტებს ფეისბუკზე უკვე შლიან... აღარაფერს ვამბობ იმაზე მე რომ ხაშურელი ვარ რას წერდი... და კიდევ ჩვენ გიქმნით ცუდ იმიჯს? სანამ ასე გააგრძელებ არაფერი გამოგივა. მომხარებლებს თავად წარმოუჩენ საკუთარ თავს ციდად და ვერ გიშველის ვერც ჭიქების დარიგებაზე საუბარი და ვერც იმ ისტორიების მოყოლა ერთ-ერთ სკოლაში როგორ მოგპარეს საათი და მასწავლებლებთან რომ არ ჩაუშვი. და ბოლოს აქ როგორც გჩვევია გაცდი სასაუბრო თემას და მეც შესაბამისად გიპასუხე. წარმატებებს ვერ გისურვებ ამ გზაზე, მაგრამ დროა გონს მოეგო. სხვის წარმატება სანამ გაგაბოროტებს წარმატებას ვერ მიაღწევ. მე ასეთი ცანგალა არ მომწონს. მე ისეთი ცანგალა მომწონს რომელიც ვიკიპედიაზე და მის განვითარებაზე ზრუნავდა. დაუბრუნდი ძველ საქმიანობას. --Wiki - ჯაბა 04:58, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL:, @David1010: აქ გაიჟღერა ორმა წინადადებამ ამ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. ჩემი აზრით, ამდენი ლაპარაკი ამ საქმეს ართულებს. ვინც ეწინააღმდეგება კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობას და სიმშვიდეს ვიკიპედიაში იმ მომხმარებლების მიმართ სამართლიანად უნდა გატარდეს ადმინისტრაციული ზომები. ზოგიერთი რეპლიკა საერთოდ არ არის კავშირში ამ პრობლემასთან. ვიკიპედიას ნუ დაამსგავსებთ სოციალურ ქსელს. დღითი დღე ვრწმუნდები სოციალური ქსელების საზიზღრობაში და ბედნიერი ვარ, რომ არასდროს მისარგებლია მსგავსი ქმნილებებით. თუმცა, ამ ტალახის სროლებით და მსგავსი რეპლიკებით ვემსგავსებით სოციალურ ქსელებს. გესმოდეთ! ვიკიპედია თავისუფალი, არაკომერციული პროექტია, არც ადმინისტრატორს, არც ბიუროკრატს, არც რედაქტორს (თუმცა ისინიც რედაქტორები არიან) ვიკიპედიაში არაფერი არ ევალებათ, საერთოდ არაფერი. ვიკიპედია კრაუდსორსინგის ტექნოლოგიით გაეშვა და ის მხოლოდ და მხოლოდ მოხალისეებისაგან შედგება. როდესაც ადამიანი საპირისპიროს გიმტკიცებს და ცდილობს ჩაგითრიოს კონფლიქტში, ის არის პროექტის ჩვეულებრივი მტერი. მე, მოვუწოდებ ადმინისტრატორებს მიაქციონ ამას ყურადღება. @Jaba1977: ნუ აყვები პროვოკაციას. ჭორ-ბიუროს დაემსგავსა უკვე ვიკიპედია და დროა ბოლო მოეღოს ამ ყოველივეს. - OTOGI Messages 07:30, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

დისკუსია სულ სხვა მიმართულებით წავიდა. ჯერ ჩემს მიმართ დასმულ კითხვებს გავცემ პასუხს
1) კატეგორიას რო ჩაამატებ და ეს ფასდება ჟურის მიერ, სწორია? — ჟიური ხედავს ვინ რა გააკეთა, თანაც მომხმარებლები, რომლებიც წერენ და არ იციან ვიკის ზოგიერთი „წესი“, უფრო მეტს იგებენ. მე, ჩვეულებრივ, შეცდომებს განხილვის გვერდებზეც ვუთითებ.
2) არ უნდა აცალო საკონკურსო პერიოდში მომხმარებელს? — მომხმარებელს ვაცდი. ვსვავ შესწორების თარგებს, რომლითაც ავტორი ხელმძღვანელობს რედაქტირებისას.
3) შენ ხომ ამით მომხმარებელს გზას უჭრი კონკურსში გამარჯვებისკენ? — არა. მაგალითად, არის გამოცდილება, რომ სტატიაში, სადაც ადრინდელი კონკურსის დროს შესწორება არავინ შეიტანა და არც თარგი განათავსა, ჟიურიმ ჩვეულებრივ შეაფასა, თვითონ სტატიაში კი რეები წერია ღმერთმა იცის. დასკვნა: ჟიური ხშირად არ ეცნობა ტექსტს სრულყოფილად.
4) ეს გაიაზრე რომ ეთანხმები დარედაქტირებას? — დიახ, შესაბამისი არგუმენტები დავწერე.
ახლა, პირადად ვეთანხმები Melberg-ის წინადადებას (ცოტა განსხვავებული ვარიანტი მომივიდა თავში ადრე, მაგრამ ესეც კარგია). არავის აქვს უფლება თავისუფალ ენციკლოპედიაში რაიმე აკრძალვები დააწესოს (სტატიებს ეხება) თუნდაც დროებით (გამონაკლისია მუშაობის პერიოდში განთავსებული თარგით აკრძალვა). გიო ოქრო 07:55, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა, ახალი მომხმარებლებს კი არ უჭერ მხარს, არამედ შენს მოსწავლეებს, რომლებით ქულებს იწერ, როგორც პედაგოგი და არა როგორც ვიკიპედიელი. უბრალოდ ვიკიპედიას იყენებ ქულების დასაწერად პადაგოგიურ მოღვაწეობისთვის. აი, ეს არის უბედურება და აქ საუბრობ, რომ ვიკიპედიისთვის ზრუნავ? ამას, ყველა ხედავს. ის შენი მოსწავლეებიც. თუ საქართველოს ყველა რეგიონის 30 სკოლა მოიარე ძალიანაც კარგი — საქართველო გინახავს. ძალიან კარგია საქართველოს ყოველი კუთხე (მეც მოვლილი მაქვს , ფეხით ხევსურეთიდან თუშეთში ვარ გადასული). ახლა კი შეგცვალა ვიკიპედიაში ხელმძღვანელი ჯგუფის ჩამოყალიბებამ და მასში შენმა არ ყოფნამ (იბოღმები ვიღაცის ხელმძღვანელობაზე და ამას სააშკარაოზე წერ და ახალი მომხმარებლები კარგად ხედავენ რაც ხარ და ვინც ხარ, ჩვენ არავის არ წარმოვაჩენთ ცუდად, ყველაფერს საკუთარ თავს შენ უკეთებ). — ამაში ვერ დაგეთანხმები. იცი რატომ? ზუსტადაც მიხეილმა შემომთავაზა კვლავ ადმინობა (ერთ-ერთ შეხვედრაზე), რაზეც უარი ვუთხარი. და ჩემი სახლის მისამართი უნდა ყოფილიყო ვიკიმედიის მისამართი. იცოდი? ამ უკანასკნელზე უარი არ მითქვამს (შეგიძლია ჰკითხო მათ), მაგრამ ვიკიპედია განხილვა:1918 და მომხმარებელი:Deu დაბლოკვამ, რომელსაც მუდმივი ბლოკი მიიღო და კიდევ მრავალმა განხილვებმა ფორუმზე (რატომღაც ვერ მივაგენი), და მე მათ წინააღმდეგი ვიყავი, რასაკვირველია მისამართზე აღარ უთხოვიათ ჩემთვის. ასე, რომ ცდები, რომ ხელმძღვანელობა მსურს და მშურს, სასაცილოა. ახლა რაც შეეხება საათის მოპარვას. საათის არა გეშლება კარტის. და როდის მოხდა ესეც უნდა დაგეწერა. ეს მოხდა 1989 წელს 9 აპრილის ტრაგედიის დღეებამდე, როდესაც ხაშურიდან 7-8 ჩემთვის უცნობი მოსწავლეები რუსთაველის გამზირზე მიტინგზე იყვნენ ჩამოსულები, რომლებსაც ღამის გასათევი არ ჰქონდათ, სახლში წავიყვანე და ღამე გავათევინე და მათ მომპარეს კარტი, რომელიც ვათხოვე, რომ არ მოეწყინათ. დავარეკინე მშობელთან ხაშურში, რომ მათ არ ენერვიულად, დავაპურე და ლოგინი გავუშლე. აი ეს ფაქტი იყო და არა მხოლოდ საათის მოპარვა, როგორც შენ მოკლედ აღნიშნე. ჯაბა, ესეც გაიხსენე მომხმარებლის განხილვა:ITshnik/არქივი 3#გაფრთხილება, (სადაც წერ, ცანგალამ ამ დიდმა დიპლომატმა მაზოლზე დამაჭირა ფეხი. იმედია ჩემს ნერვებს აღარ შეეხები. და კონსტრუქციულად იმუშავებ. წარმატებები.) — ცხონებულმა გიორგიმ ელ. ფოსტით მომწერა, რომ ავად არის და ჯაბა უხეშად მწერსო. მერე ისე კარგად იმუშავა, რომ ადმინიც გახდა. შენ იმდენი უხეშობა გქონდა, რომ ადმინობის მოხსნის კანდიდატი იყავი და რომ იგრძენი საკუთარი თხოვნით დაწერე განცხადება და მოიხსენი ადმინობა. მე რომ უფროსობა მდომოდა ჩემს დროს 14 აქტიური ადმინისტრატორი იყო. კვლავ დემოკრატია იყო. ახლა? --ცანგალა 08:14, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: კონფლიქტი მოგვარებულია, მე პირადად საკონკურსო სტატიებს არ ვეხები. სხვას რას გულისხმობ? როცა გლანძღავენ ხმა არ ამოვიღოთ?--ცანგალა 08:15, 28 თებერვალი 2020 (UTC) და აქვე დავამატებ Otogi, კარგად დაწერე „მოხალისეებისაგან შედგება.“ და არა ძალით მოყვანილებით. --ცანგალა 08:25, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა ამხელა დისერტაციების წერას საქმეს მიხედო არ გინდა? მე სხვა რაღაცეებიც მოგწერე, მაგრამ რატომღაც არ უპასუხე (არ გაწყობს და ხალხი შეცდომაში შეგყავს სხვა საკითხზე ყურადღების გადატანით). აქედან დასკვნა: შენთან ლაპარაკი არ შეიძლება. შენთან ყველაზე კარგი ვარიანტია დუმილი, რაც არ გსიამოვნებს. აბა ჰე ახლა და კიდევ ერთხელ გირჩევ რაზეც შევთანხმდით ის საქმე აკეთე, ჩვენც წაგვადგები და კონკურსანტებსაც. საბედნიეროდ დღეს ყველაფერი კარგადაა, ისეა შენ რომ არ გაგიხარდება. --Wiki - ჯაბა 12:42, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე ყველაფერზე შემიძლია პასუხის გაცემა. გადახედე ადმინისტრატორობის სტატისტიკას. ჯაბა, შეგახსენე. ვიკიპედია:ადმინისტრატორები/ადმინები (ნახე შენი ადმინობის წვლილი, რომ მოკურცხლე სასწრაფოდ). შეცდომაში მე არავინ შემყავს სხვა საკითხების მეშვეობით. დღესაც ისეა როგორც მე გამეხარდება, ცდები. მე შენთან არაფერზე ვარ შეთანხმებილი, კიდევ ერთხელ გიმეორებ მე შენი მოსწავლე არ ვარ. როგორც Otogi-მ აღნიშნა ქართული ვიკიპედია „მოხალისეებისაგან შედგება.“ და ყველა იმას აკეთებს რასაც თვლის საჭიროდ, ჯაბას ჭკუაზე ცანგალა არ დადის. -ცანგალა 12:53, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჯერ სტატიის წერის კონკურსები რა უბედურებაა ვიკიპედიაში, ეს არის საკითხავი. ნება მიბოძეთ ეჭვი შემეპაროს მერკანტილური ზრახვებით სტატიების copy/paste-ერებისგან ისეთი მოხალისე ვიკიპედიელის დადგომაში, რომელიც მომავალში უანგაროდ რამეს გააკეთებს ვიკიში. კაი ჯანდაბას კონკურსები, მარა თემები რატომ არის ასეთი უსარგებლო და კონკურსი მხოლოდ კონკურსისთვის, რომელსაც არაფერი სასარგებლო არ მოაქვს არც ვიკისთვის და არც ქართულენოვანი ადამიანის, ახალგარზდა თაობის განვითარებისთვის? ვიღაც ქალი-ტორიადორების და მსახიობების შესახებ სტატიები ვის რაში სჭირდება, ზოგ მაგ პირს ალბათ ოჯახშიც არ იცონობენ კარგად, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ეს არის რესურსების, მათ შორის ვიკიმედიის რესურსების ფუჭი ხარჯვა. ამდენი აქტიუალური, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც სტატიების რაოდენობა და მათი მოცულობა მინიმალურია ან საერთოდ არ არის. მეორეც, არასწორად მიმაჩნია ძირითადი გვერდების საკონკურსოდ და საცდელ ლაბორატორიად გამოყენება. მელბერგის შეთავაზება, განსხვავებულ სახელთა სივრცეში სტატიის შექმნის შესახებ, სრულად ესადაგება მსგავსი კონკურსების ჩატარების ფორმატს. რამდენად გაერკვევა კონკურსანტი ეს უკვე თვითონ კონკურსანტის და ორგანიზატორ-კურატორების პრობლემაა და არა რიგითი იუზერის ან ვიკიპედიის. -- OpusDEI 13:21, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

Zangala, სიტყვები შეარჩიე. არსად არ „მომიკურცხლავს“, ამ ბედნიერებას შენ ვერ მოგანიჭებდი აქ ვარ და ასე გავაგრძელებ მუშაობას. შენ ერთი მომხარებლის (ჰენრის) გაგდებას ხომ ტრაბახობ? ჩემზე ამას ვერ გააკეთებ დამიჯერე. მე მგონი უკვე ზედმეტებში გადახვედი და სჯობს დაასტოპო. შემდეგი მსგავსი მესიჯი და გაფრთხილებას მიიღებ. --Wiki - ჯაბა 14:07, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა, მე არავინ არ გამიგდია (ჰენრის ვგულისხმობ) და აქედან გამომდინარე არც ვტრაბახობ. რამდენჯერ წავიდა და ახალი სახელით დარეგისტრდა. რაც შეეხება სიტყვებს „მოგიკურცხლავს“ ადმინობიდან ვგულისხმობ. შენი გაგდების სურვილი არც მაქვს. მოვიწყენ 😁 და ამას მე არ დავუშვებ. ხომ ხედავ რამდენი მომხმარებელია კონკურსით უკმაყოფილო OpusDEI, Otogi, გიო ოქრო, Melberg — სხვა ფორმატს გთავაზობს, რომელსაც ვემხრობით. თუ გრძნობ, თუ რას დაამსგავსე ქართული ვიკიპედია. როგორც Otogi-მ აღნიშნა ქართული ვიკიპედია „მოხალისეებისაგან შედგება“ . სამწუხაროდ ეს უკვე ასე არ არის. მე შენთან დავასრულე საუბარი. რაც გინდა ის დაწერე. შენს პროვოკაციებს არ წამოვეგები.--ცანგალა 14:43, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

საბედნიეროდ არსებობს ბევრი მოწმე ვისთანაც იტრაბახე ჰენრის გაგდება. პოპულისტობას შეეშვი, აქ პროვოკაციას მხოლოდ შენ აწყობ, რადგან ზემოთ დამიწერეს არ აჰყვეო (ე. ი. შენ აწყობ და მე მითხრეს არ აჰყვეო). ვიკიპედია სწორედ შენ დაამსგავსე საშინელ დაწესებულებას შენივე ბიუროკრატიული მეთოდებით, საბედნიეროდ ვიკიპედიის მართვა აღარ გამოგდის და ამის გამო ვიკიპედიას აზარალებ შენც და ისინიც ვინც აიყოლიე. კონკურსი როგორ ჩატარდება შენ ვერ გადაწყვეტ, ამას გადაწყვეტს ვიკიპედიის ბორდი და როგორც გადაწყვეტს მეც იმას დავეთანხმები. შენ კი გიმეორებ ხელოვნურ, სამარცხვინო პრობლემებს ნუ ქმნი, აი ასეთებს. --Wiki - ჯაბა 15:23, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

პატარა ჩართვა: მე არ ვარ უკმაყოფილო კონკურსით - პირიქით, ძალიან კმაყოფილი ვარ. ზემოთ კომპრომისული ვარიანტი დავწერე, ისიც თეორიულად განსახილველი.--Melberg მიწერა 15:25, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ცნობისთვის, ვიკიპედიას ბორდი არ ჰყავს (როგორც ამას წლების განმავლობაში ავრცელებდით 😂). გიო ოქრო 15:27, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

და იმასაც ვერავინ გადაწყვეტს, მე რომელ სტატიას ვერ დავარედაქტირებ. თუკი განთავსდება მელბერგის მიერ შემოთავაზებულ სახელთა სივრცეში, კიბატონო, ხელს არ ვახლებ, მაგრამ როდესაც ძირითად სახელთა სივრცეშია, შეზღუდვის მიზეზი და გამართლება (წესის საფუძველზე) არ არსებობს. გიო ოქრო 15:32, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

Melberg, მადლობა რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდე საზოგადოებას და ცანგალას პოპულიზმი კიდევ ერთელ დაგვანახე ნათლად. --Wiki - ჯაბა 15:34, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ხოლო Melberg, სხვა ფორმატს გვთავაზობს, როგორიცაა ვიკიპედია:კონკურსი/კონკურსის სახელი/სტატიის სახელი სახელთა სივრცეში სტატიების ჩაწერას — ასე სწორია? თავისთავად კონკურსის მომხრე ხარ, რადგან ჟიურის წევრი ხარ. სიტყვა „ხოლო“ უნდა დამეწერა და გაურკვევლობას ადგილი არ ექნებოდა. --ცანგალა 15:36, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე არ გავუსვამდი ხაზს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ჟიურის წევრობასა და კონკურსის მხარდაჭერას შორის) პირიქით, არ მოგატყუებ და ეს ჟიურის წევრობა-ღა მაკლდა, რომ თავი ჩამოვიხრჩო საქმეების გამო :)--Melberg მიწერა 15:38, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მელბერგ, სტატიების შეფასებამდე არაფერი გაბედო. :))--Wiki - ჯაბა 15:42, 28 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

Lasha-george და Georgiano

რედაქტირება

მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანია ვაკვირდები ორ მომხმარებელს, Lasha-george და Georgiano-ს აღმოვაჩინე, რომ ზუსტად ერთნაირი რამეები ახასიათებთ:

  1. სექციების რიგითობას ვერ ფლობენ: 1 და 2.
  2. ერთნაირად არასწორად ჩასვეს სქოლიო ლიტერატურის მითითების გარეშე. 1 და 2
  3. ერთი ინტერესები (აფხაზეთის ისტორია, თუმანოვის წყაროები...)
  4. საუბრის ერთნაირი სტილი

მეტს არ გავაგრძელებ. მე ვფიქრობ ჩეკიუზერმა უნდა გადაამოწმოს. --Wiki - ჯაბა 08:14, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებლის განხილვა:Georgiano/არქივი 1 (H.McC. (მომწერეთ) 14:14, 14 ივლისი 2012 წლიდან), ხოლო მომხმარებლის განხილვა:Lasha-george/არქივი 1 (ILIA განხილვა 18:14, 1 თებერვალი 2016 წლიდან). საკუთარ თავს წერს (ვგულისხმობ განხილვის გვერდს)? მომხმარებლის განხილვა:Georgiano/არქივი 1#სანდო მომხმარებელი მიანიჭა მომხმარებელი:Otogi-მ. თუ სანდო მომხმარებლის სტატუსი აქვს, პრობლემის გარეშე შეუძლია Lasha-george სტატიების დამოწმება. აკეთებს ამას? თუ არა მაშინ ეს ორი მომხმარებელი სხვადასხვაა. შეიძლება ვცდები.--ცანგალა 08:51, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, კარგია მეც ვცდებოდე. ამიტომ სჯობს ჩეკიუზერმა შეამოწმოს. --Wiki - ჯაბა 09:00, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ისე მე ვთვლი სანდო მომხმარებლის სტატუსი ჩამოსართმევი აქვს. --Wiki - ჯაბა 09:02, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

უი, შემეშალა. სანდო მომხმარებელი — ეს შემმოწმებელი არ არის.--ცანგალა 09:11, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
თუ არსებობს საეჭვო ვითარება, შევამოწმოთ მაშ. --Mehman 97 12:16, 11 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
ნამდვილად არ მგონია რომ ერთი და იგივე მომხმარებელია, მაგრამ სანდოს სტატუსის ჩამორთმევაზე მეც მსგავსი შეხედულება მაქვს. გიო ოქრო 17:45, 12 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
ჩეკიუზერმა დაადასტურა, რომ ტექნიკურად კავშირში არ არიანო. --Wiki - ჯაბა 19:47, 12 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
Lasha-george@ka.wikipedia პასუხიც უნდა დაწეროს მაშ.--ცანგალა 14:06, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
მოგესალმებით ყველას, ერთი და იგივე არ ვართ მე და Georgiano ნამდვილად, არც სტატიებში ვბაძავ და არც აქამდე ვიცნობდი (ალბათ დაემთხვა ჩვენი "ერთნაირი სტილი"). უბრალოდ ჩემი სტატიების ცვლილებებს აკეთებს, როგორც შემმოწმებელი ცვლის მათ, არადა თუ არ ვცდები არ არის შემმოწმებელი. მაგალითად ძველი ქართლის სამეფოს გვერდი, რომლის ინფოდაფა შესაბამისობაში მოვიყვანე, მან გადააკეთა და ამბობს, რომ ამჟამად განთავსებული, პოლიტიკური სტატუსიდან (რომელიც ინფოდაფაშია განთავსებული დაკლიკებით უნდა გადახვიდე დაბლა რედაქტირების თარგებთა და არა ინფოდაფაში დაასრულო აზრი, ამბობს რომ ძალიან გაბერილი ინფოდაფა გამოდის.) (იხ. განხილვა:ქართლის სამეფო (ძველი) და თქვენი აზრი დააფიქსირეთ). წინასწარ მადლობა.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:45, 15 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:ალექსი ანტონოვი

რედაქტირება

გთხოვთ, დაგვეხმაროთ საკითხის გადაწყვეტაში. იხ. განხილვა:ალექსი ანტონოვი მადლობა.--ცანგალა 05:42, 3 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:მიხეილ ერისთავი

რედაქტირება

განხილვა:მიხეილ ერისთავი — ვერ ვთახმდებით და ერთად გადავწყვიტოდ.--ცანგალა 12:21, 8 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:ყველა წმინდანის დღე

რედაქტირება

განხილვა:ყველა წმინდანის დღე — განვიხილოთ ერთად Copyright. ჩემი აზრით წაშლის კანდიდატია.--ცანგალა 18:33, 9 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

როგორ ეძებ უთანხმოებებს და როგორ გინდა უთანხმოება იყოს. ყველა განხილვა აქ რომ გადმოგაქვს ხვდები უკვე რომ სასაცილოა? --Wiki - ჯაბა 18:38, 9 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
აქ მაშინ გადმოვიტანე, როდესაც შენ სტატიიდან {{წაშლის კანდიდატი|}} თარგი ამოიღე.--ცანგალა 18:52, 9 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

და ზედა ორი განხილვა რისთვის გადმოიტანე? --Wiki - ჯაბა 19:52, 9 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატიის განხილვის გვერდი არ გეყო და ახლა ფორუმზე გსურს დისკუსია. წინა ორი სტატია ამ დისკუსიას არ ეხება. ცალკე გახსენი თემა და გიპასუხებ. გთხოვ, ჩემს პირად განხილვის გვერდს ნუ გამოიყენებ.--ცანგალა 19:56, 9 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჩემი შენ გითხარიო. :) ვის რა სურს ვიკი-საზოგადოებამ კარგად იცის. ფორუმზე ახალ-ახალ სექციებს შენ ხსნი საერთოდ უადგილოდ. უკაცრავად, მაგრამ ახალი სექციის გახსნით ბედნიერს ვერ გაგხდი. შენი საქმე ხომ დავა და კამათია ქართულ ვიკიპედიაში. ხოდა წერე, გახსენი ახალი სექციები და იკამათე. უბრალოდ მე მართლა ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც წინა ორ სექციაში დაგაიგნორეს. --Wiki - ჯაბა 05:25, 10 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

რომელ დაიგნორიბას გულისხმობ? აქ არც უნდა დაეწერათ. მაგდენიც კი არ გესმის. სტატიის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს და ერთ განხილვაში საკითხი გადაწყდა. მეორეში მხოლოდ სამნი ვიღებთ მონაწილეობას, ხოლო მესამეში განხილვა:ყველა წმინდანის დღე , საინტერესოა რომელი ადმინი (@David1010:, @MIKHEIL:, @Otogi:) იტყვის, რომ Copyright არ არის. და რომელი ადმინი იტყვის, რომ {{წაშლის კანდიდატი|}} ამოღება წესის დარღვევა არ არის. საინტერესოა @Mehman97:-ის აზრი, რომელიც „წესების დამცველია“. @Melberg: და @Beqabai: მათი აზრი მაინტერესებს. ყველა წმინდანის დღე 1. აკმაყოფილებს თუ არა ენციკლოპედიურ მნიშვნელობის კრიტერიუმს, 2. არის თუ არა Copyright. 3. {{წაშლის კანდიდატი|}} ამოღება არის თუ არა წესის დარღვევა. -ცანგალა 06:57, 10 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
საავტორო უფლებები სტატიაში არ ირღვევა: წმინდანთა ჩამონათვალი ვერ ჩაითვლება ავტორისეული შექმნის, ან ინტერპრეტაციის, ან გადამუშავების, ან საავტორო უფლებების წარმოშობის გამომწვევი სხვა ქმედების აღმძვრელად. თუმცა, მე მაქვს კითხვები ამ სტატიის ინტერვიკებთან. --Melberg მიწერა 07:09, 10 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
ამ სტატიაში სუბარია მხოლოდ „ყველა წმინდანის დღე – დღე როდესაც მოიხსენიება საქართველოში წამებული“ —ალბათ სათაურიც უნდა შეიცვალოს, რადგან საქართველოს შესახებ არის და არა ყველა წმინდანზე. — ამას ვწერ განხილვის გვერდზე. იხ.განხილვა:ყველა წმინდანის დღე --ცანგალა 07:25, 10 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

უაზრო განხილვა?!

რედაქტირება
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

რა წესზე დაყრდნობით იქნა გადატანილი არნოლდ შენბერგი და მით უფრო დაბლოკილი განხილვა:არნოლდ შონბერგი, გარდა ადმინის სუბიექტური შეფასებისა: „უაზრო განხილვა დასრულებულია, სტატია გადატანილია და გადატანა დაცულია მხოლოდ ადმინისტრატორებზე. გმადლობთ! — Mikheil მიწერა 10:15, 22 მაისი 2020 (UTC)“. მე ვერც კონსესუსი ვიპოვე და ვერც უტყუარი არგუმენტი, დამავალებთ თუ ამიხსნით და მეტს თავს არ შეგაწყენთ. --Rastrelli F 10:48, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ეს არის თვითნებობა. ერთპიროვნულად დაბლოკვა მიუღებელია. მომავალში ასეთ საკითხებში ჩაერევა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომლებიც უმტკივნეულოდ გადაწყვეტენ პრობლემებს ქართული სალიტერატურო ენის ნორმებთან დაკავშირებით.--ცანგალა 14:23, 22 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
მივმართავ ვიკიკოლეგებს: იყავით ფრთხილად! Mikheil-მა მადლობა გადამიხადა ამ თემის გახსნისთვის ნაცვლად იმისა, რომ აეხსნა თავისი სადავო საქციელი, თუმცა ყველასთვის ცხადია ადამიანი როდესაც თვითნებობს, ის არც ახსნა-განმარტებებს იძლევა. ჰა ჰა „წარმატება“ გვისურვოს ბოლოში. შესაბამისად, ვიფიქრე სხვა ადმინებს მოვნიშნავ-თქო რეაგირებისთვის, მარა ამასობაში მეორე ადმინი ცენზურას ამკვიდრებს თურმე! ბოლშევიზმი სხვა არაფერი იყო, გარდა განსხვავებული აზრის დევნისა, თანაც ძალადობრივი გზით. ეს მათთვის, ვისაც საბჭოეთი ელანდება სახელთა ტრანსკრიფციის ძველ წესებში და განსხვავებული აზრის გამო ვიკიპედიის უმთავრესი რესურსის — მონაწილეების დევნაზე, რეაქცია არ აქვს. გულწრფელად - ძალიან გულდასაწყვეტი სიტუაციაა! "God help and breed you all." — John Lennon. 16:37, 23 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

მოეხსენით უაზრო ბლოკი ცანგალას!

რედაქტირება
  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ეს თემა შემადგენელია წინა თემისა, რომელიც მოყვა შ(ე/ო)ნბერგის განხილვას. არ მინდა თავი მოგაბეზროთ და პათეთიკური გამოვიდე, შეგნებულად არ შევალ ქსე-ს შეფასებაში და იმის მტკიცებაში ენის ახალი ნორმა რა არის და სად წერია ამჟამად, ან საერთოდ გვაქვს თუ არა, მაგრამ უაზრო ბლოკზე რეაგირება აუცილებელია - ეს ყველას (შე)გვეხება!@Kober:, @Alsandro:, @OpusDEI:, @Henry McClean:, @M.:, @გიო ოქრო:, @Surprizi:, @პაატა შ:, @BRUTE:, @Vano3333:, @Lasha-george:, @Ventusa:, @Gaga.vaa:, @Giorgi Balakhadze:, და სხვებს, ვინც წინასწარსჯული დამოკიდებულება არ აქვს ამ საკითხისადმი.
ზემოხსენებული განხილვა ერთპიროვნულად უაზროდ მიიჩნია ადმინმა მიხეილმა და თვითნებურად, ყოველგვარი კონსესუსი გარეშე და იმ ერთადერთი არგუმენტით, რომ თავად ქსე-ს არ აღიარებს (და მას ცანგალას გაჯიუტებას უწოდებს), დაბლოკა განხილვა და გადაიტანა „შნბერგი“ „შნბერგზე“.
ამის დარად, გაგრძელდა მსჯელობა დოსტოევსკის სახელის გარშემო, რომელიც 2008-2014 წწ მიმდინარეობდა. ისევ, წყაროების გარეშე, მხოლოდ სუბიექტური და წინმსწრებადსჯული მოსაზრებებით („თანამედროვე“, „ყველა ასე წერს“ და მსგავსი, ქსე-ს მოძველებულობაზე მითითება, ირიბად ცანგალას მისამართით შეურაცხყოფა - „ქსე-ს გაფეტიშებაზე“ მითითება) და ბოლოს, ცანგალას სრულებით ლეგიტიმურ კონტრ-არგუმენტის წაყრუებით (რომ თუ „ფიოდორი“ არ უნდა ითარგმნოს „თედორედ“, მაშინ არც „მიხაილოვიჩი“ უნდა ითარგმნოს „მიხეილს ძედ“!) — გადატანა შესრულდა და გვერდიც დაიბლოკა (საშური ერთსულოვნებით, თუმც „მიხაილი“ დარჩა „მეხეილად“)!
ამ პრეცენდენტის შესაბამისად, მომხმარებელმა ცანგალამ მსგავსი გამოწვევის წინაშე მყოფ რამდენიმე სტატიაში დააფიქსირა, რომ ამ განხილვის მიხედვით ეს უნდა იყოს: .. მაგ.:[1], [2], [3] და სხვები. — სწორედ ეს საქციელი ჩაუთვალეს ცანგალას „რესურსის არამიზნობრივი გამოყენებად“ და ადმინმა დავითმა დაუბლოკა განხილვის გერდების რედაქტირების უფლება! სიტყვები არ მყოფნის ამის შესაფასებლად!
მადლობა ვიკიკოლეგებს საღი აზრის დაფიქსირებისთვის ცანგალას განხილვის გვერდზევე. ვფიქრობ აუცილებელია და გადაუდებელია ამ ყოვლად უაზრო ბლოკის მოხსნა! მივმართავ ადმინებს ეყოთ გონიერება და იმოქმედონ ადეკვატურად! --Rastrelli F 08:18, 24 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

თარგის განხილვა:ინფოდაფა პიროვნება

რედაქტირება

თარგის განხილვა:ინფოდაფა პიროვნება — დაიბლოკა და აზრის გამოთქმის საშუალება არ აქვს მომხმარებლებს. მაგ. თარგში არ ჩანს დაბ. ადგილი და გარდ. ადგილი. იხ. თარგი:ინფოდაფა პოლიტიკოსი--ცანგალა 19:06, 19 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:ემზარ აბუაშვილი

რედაქტირება

მომხმარებელი:Dimitrijavelidze2020-მა თავის განხილვის გვერდზე დაწერა „სანამ დადგინდება დაბადების თარიღები ყველას ერთნაირი თარიღი მივუთითე“ იხ. მომხმარებლის განხილვა:Dimitrijavelidze2020 აქედან გამომდინარე მოგონილი თარიღი იხ. კატეგორია:დაბადებული 9 ოქტომბერი შევცვალე სიტყვა „უცნობია“ და ჩავსვი კატეგორია:პიროვნებები გაურკვეველი დაბადების თარიღით . User:Mehman97-მა უკან დააბრუნა ჩემი ცვლილება და ჩასვა თარგი:ფაქტიჩა, რომელიც მაქსიმუმ 15 დღე ჩერდება. იხ. განხილვა:ემზარ აბუაშვილი @David1010:, @MIKHEIL:, @Otogi:, @გიო ოქრო:, @Melberg: , @Jaba1977:, @Island:, @M.:, @Kober:, @იაკობ მახარაძე:, @Surprizi:. საინტერესოა თქვენი აზრი რამდენად მართებულია მოგონილი თარიღის სტატიაში დაბრუნება. იყო თუ არა შეცდომა, როდესაც ის შევცვალე სიტყვა „უცნობია“.--ცანგალა 19:01, 26 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]

როდესაც პირდაპირ ავტორივე აფიქსირებს, რომ გამოგონილი თარიღი მიუთითა, ლოგიკასთან საერთოდ ახლოსაც არაა ფაქტიჩას ჩასმა (გამოგონოლ თარიღს, რომელიც 100%-ით ვიცით რომ გამოგონილია რად უნდა ფაქტის თარგი?!). ამიტომ, ეგ რედაქტირებები უკანაა დასაბრუნებელი. Mehman-ს კი ვურჩევ, სანამ მსგავსს დააპირებს, უმჯობესია მცირე კონტაქტი მაინც სხვა რედაქტორებთან. გიო ოქრო 19:10, 26 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
თარგის განხილვა:ფაქტი#კატეგორია, სადაც მომხმარებელი:Melberg წერს: „დღე) წესით 15 დღის შემდეგ დაუდასტურებელი ცნობა ამოსაღებია.“ Mehman-მა ეს წესი უნდა ისწავლოს და არ უნდა დააბრუნოს უკან მოგონილი თარიღი, რომელსაც მომხმარებელი აღიარებს. იმდენი შრომა ჩამიყარა წყალში.--ცანგალა 19:22, 26 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
აქ რა არის განსახილველი? ფაქტიჩა უნდა მიეთითოს საეჭვო ფაქტს, მაგრამ გამოგონილი თარიღი უნდა იქნას ამოღებული --M. განხილვაწვლილი 06:04, 27 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
რა „პიროვნებები გაურკვეველი დაბადების თარიღით“? ხუმრობთ? ფაქტიჩას დანიშნულება იცით? დიახ, ეს თარგი უნდა იჯდეს იქამდე, ვიდრე ინფორმაცია გამყარდება წყაროთი და არა რაღაც სისულელე, თითიდან გამოწოვილი კატეგორია. — Mikheil მიწერა 07:35, 27 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
კონკრეტულად ამ შემთხვევაში, სჯობს საერთოდ ამოვიღოთ დაბადების თარიღი და არა რაღაც სასაცილო კატეგორია ჩავუსვათ. — Mikheil მიწერა 07:37, 27 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ფაქტი 15 დღის შემდეგ სვავს კატეგორიას, რომ ინფორმაცია ამოსაღებია. სამუდამო არ არის და მუდმივად ვერ იჯდება. გაურკვეველი დაბადების კატეგორიის არსი არის ის, რომ ყველა ასეთი სტატია ერთად იყოს თავმოყრილი და ჩვეულებრივ ვიყენებთ. შესავალში (დ. უცნობია)-ს ამოღება შეიძლება, თუმცა კატეგორია საჭიროა. გიო ოქრო 08:23, 27 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]

არანაირად არ არის საჭირო. ზემოთ ხსენებული თარგის ერთად უყრის თავს ასეთ სტატიებს. — Mikheil მიწერა 08:27, 27 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
MIKHEIL, მიკერძოებული ნუ ხარ. კატეგორია:პიროვნებები გაურკვეველი დაბადების თარიღით , რომელიც 2018 წლიდან არსებობს და დღეს შეამჩნიე — ამოვიღოთ. (დ. უცნობია) — ამოვიღოთ (ესეც მრავალ სტატიაშია), მაგრამ ფაქტიჩას თარგს, რომ ემხრობი ეს უკვე მიკერძოებაა. იცი რატომ, ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ ეს გამოგონილი დაბადების თარიღია, რასაც სტატიის შემქმნელი აღიარებს და არ უნდა რჩებოდეს სტატიაში სიყალბე (ქართული ვიკიპედიის ხარისხი თუ გსურს). და თარგი ფაქტიჩათი კიდევ ორი კვირა უნდა იყოს გამოგონილი თარიღი. მე, რომ მკითხო ეს არის მომხმარებლის მიერ შეგნებულად ჩადენილი ვანდალიზმი. ხოლო ფაქტიჩის თარგის ყოფნით თუნდაც ორი კვირით ამ ვანდალიზმს უწყობთ ხელს. გამოგონილი თარიღი მომხმარებელი:გიო ოქრო-მ შეამჩნია — მადლობა. საინტერესოა სხვების აზრიც.--ცანგალა 09:01, 27 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ზემოთ ხსენებული თარგი დაუდასტურებელ ფაქტებს უყის თავს ერთად და იმათაც მაქსიმუმ 15 დღე ვაჩერებთ (წესით). 15 დღის მერე მაინც ამოსაღებია, ეგ კატეგორია კი ხანგრძლივად შეიძლება იჯდეს, სანამ არ დადგინდება. და ძალიან სასაცილოა იმ თარიღზე ფაქტის ჩასმა, რომელიც ნამდვილად ვიცით რომ არასწორია და უბრალოდ ტყუილს წერთ :) გიო ოქრო 13:04, 27 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
იხ. en:Category:Year of birth unknown ინგლისური ვიკიპედია კატეგორია:პიროვნებები გაურკვეველი დაბადების თარიღით „რაღაც სასაცილო კატეგორიად“ არ თვლის. --ცანგალა 13:57, 27 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კატეგორია ინგლისურში დამალულ კატეგორიად იხმარება (ანუ სტატიის ბოლოს ჩვეულებრივ არ ჩანს, თუმცა კატეგორიათა სისტემაში იგი აუცილებლად გამოჩნდება, რაც საჭიროცაა). ჩვენც იგივედ შეგვიძლია შევცვალოთ, მაგრამ სტატიის კოდში მისი მითითება აუცილებელია. გიო ოქრო 14:35, 27 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
დ. უცნობია და მისთ. ჩასმა არ მგონია სწორი. არასწორი დაბადების თარიღი შესაძებელია უბრალოდ ამოვიღოთ. არც კატეგორიის ჩასმას ვემხრობი - არასწორი მგონია, რომ XXI საუკუნის სპორტსმენები იმ ადამიანების გვერდით მოხვდებიან, ვისი დაბადების თარიღი ნამდვილად უცნობია.--Melberg მიწერა 04:00, 30 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Melberg: და თარგი:ფაქტიჩა-ის ჩასმა სწორად მიგაჩნია, როდესაც ვიცით რომ გამოგონილი თარიღია?--ცანგალა 06:20, 30 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ამისათვის ინგლისურში არსებობს ცალე კატეგორია. კატეგორია:პიროვნებები გაურკვეველი დაბადების თარიღით (XXI საუკუნე) — რაიმე მსგავსი დამალული კატეგორია შეიძლება გაკეთდეს. გიო ოქრო 12:15, 30 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]
იხ. სტატია en:Mohammed-Sani Abdulai დამალული კატეგორიით en:Category:Year of birth missing (living people) XXI საუკუნეა. --ცანგალა 12:58, 30 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]

რაჭული ლორი

რედაქტირება

მოგესალმებით,

მქონდა მცდელობა შემექმნა რაჭული ლორის გვერდი, რომელიც შეჩერდა საავტორო უფლებების გამო, რედაქტორმა ჩემივე ფეისბუქის სტატია მოიტანა დოკუმენტად. გთხოვთ დამეხმაროთ ამ საკითხის გადაჭრაში წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ლევან ქოქიაშვილი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  . --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 18:13, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

თარგი:მსოფლიო სამზარეულო ვიკიში 2020

რედაქტირება

ჟიურის წევრი User:ლევან ქოქიაშვილი, რომელიც რეგისტრირებულია 2018 წლიდან და 2020 წლის 31 აგვისტოს საკუთარ თავს უწოდებს ახალბედას (იხ. განხილვა:თუშური გუდა) იმავე დღეს ჟიურის წევრად აირჩიეს. ჟიურის წევრი, რომელმაც ვიკიპედიის წესები არ იცის და ხელმოწერას ამჟამად სწავლობს. ყოჩაღ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს (იხ. ვმ საქართველო/კონკურსები/2020/მსოფლიო სამზარეულო ვიკიპედიაში --ცანგალა 17:06, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად ყოჩაღ, ამდენი წარმატებისთვის, ახალი სტატიისთვის, ახალი რედაქტორის მოზიდვისთვის, ამდენი ადამიანის დაბოღმვისთვის და ამ კონკურსის ჟიურიში საკითხის პროფესიონალის ჩართვისთვის. — Mikheil მიწერა 17:19, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა! სიმართლე გითხრათ მოულოდნელი იყო ჩემთვის და გამიხარდა ძალიან! ცანგალა მოგეხსენებათ ვიკიპედიაზე მუშაობა დავიწყე ჩემი პროფესიდან გამომდინარე, საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ ხშირად ვარ ჟიურიში და ეს მხოლოდ ჩემი მონდომების და გამოცდილების დამსახურება. გეთანხმებით ვიკიპედიის ტექნიკურად ვერ ვერკვევი, მაგრამ ვფიქრობვ ჟიურის სხვა წევრები შეაფასებენ მაგ ნაწილს, ასევე მეც ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად ავითვისო. თქვენ პირადად ჩემთან რამე პრეტენზია გაქვთ? --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 18:22, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
პირადად თქვენთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს. სამართალმცოდნე ხართ და უნდა გესმოდეთ ყველაფერი. თვით ფაქტი 2020 წლის 31 აგვისტოს დაიწყეთ აქტიურობა ვიკიპედიაში და იმავე დღეს ჟიურის წევრობა — მგონი გასაკვირია (საფრანგეთში ასე არ მოხდებოდა). და რაც მომხმარებლის განხილვა:Zangala#გაფრთხილება სიძულვილის ენის გამოყენების თაობაზე პირად განხილვის გვერდზე დამიწერა, ამას როგორ შეაფასებთ როგორც სამართალმცოდნე. ევროპა ასე არ ცხოვრობს — იმიტომაც აშენდა. --ცანგალა 18:31, 1 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ევროპა ტყუილებით ცხოვრობს? ფაქტის განგებ დამახინჯებას რომ ახდენ ეს ევროპული სტილია? თვით ფაქტი 2020 წლის 31 აგვისტოს დაიწყეთ აქტიურობა ვიკიპედიაში აი ეს არის დიდი ტყუილი და დიდი სირცხვილი. უბრალოდ გადახედე მის წვლილს და მიხვდები აქტიურობა როდის დაიწყო. თუმცა ვთვლი, რომ მართლა 31 აგვისტოს რომ დაეწყო აქტიურობა, ლევანი თავის საქმის იმდენად პროფესიონალია, არც ეს უნდა ყოფილიყო გასაკვირი. შეეშვი ტყუილებს! უკვე საკმარისია! --Wiki - ჯაბა 05:39, 2 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა, აქაც შეგეკითხები, იმედია გახსოვს ადმინობიდან შენი გადადგომის მიზეზი და თანაც საკუთარი სურვილით? (მე ძალიან კარგად მახსოვს) მეორე იხ. განხილვა:თუშური გუდა, სადაც 2020 წლის 31 აგვისტოს User:ლევან ქოქიაშვილი თვითონ წერს, რომ ახალბედაა („მოგესალმებით ყველას, გამომდინარე იქიდან რომ ახალბედა ვარ და ვცდილობ გავიზრო ვიკიპდეიის წესები ბოლომდე,...“ — ეს არის მისი სიტყვები მითითებულ განხილვის გვერდზე). როგორც შენ მითხარი მის წვლილს გადავხედე და მერე იმასაც გადავხედე რა ინტერვალებით. ისე პასუხი რომ არ დაგეწერა არც ვაპირებდი შეკითხვას, მაგრამ ახლა გეკითხებით User:ლევან ქოქიაშვილი შემმოწმებლის სტატუსი თუ აქვს ან სანდო მომხმარებელი თუ არის და თანაც საინტერესოა როდიდან? User:ლევან ქოქიაშვილი სამართალმცოდნეა და ესმის ეს ყველაფერი. ევროპა ტყუილებით არ ცხოვრობს ვგულისხმობ გერმანიას. სიმართლეს პირში ეუბნებიან.--ცანგალა 07:28, 2 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

არაფერ შუაშია ეს საკითხი, ეს უბრალოდ დევნაა მომხარებლის, მაგრამ მაინც გიპასუხებ. ჩემი ვიკიპედიის ადმინისტრატორობიდან წასვლის შემდეგ ვიკიპედიაში ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთე. შენი წასვლის მიზეზიც გვახსოვს და იმასაც ვხედავთ იმის მერე ბოღმა როგორ გახრჩობს და პროექტს როგორ აფერხებ. პასუხი შენი განხილვის გვერდზეც დაგხვდება სიურპრიზად. იმედია ადმინისტრაცია საკადრის პასუხს გაგცემს. --Wiki - ჯაბა 08:50, 2 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

აქ მარტო ერთ რამეს დავწერ: ვინ იქნება ან არ იქნება კონკურსის ჟიური, რომელსაც ატარებს მომხმარებელთა ჯგუფი, არის „ვმ საქართველოს“ გადასაწყვეტი და არა ცანგალასი. იმედია ამას გაიაზრებ, მეტი საქმე არ მაქვს თითქოს, რომ შენ შეგეკითხო აზრი — ადამიანს, რომელიც დევნის, ავიწროებს, უსაფუძვლოდ ბრალდებებს უყენებს სხვა მომხმარებელს და დემაგოგობს ვიკიპედიაში. --Mehman 97 09:30, 2 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები მეჰმან. ბუნებრივია ეს ჩვენი საქმეა და ჩვენ გადავწყვეტთ. დროა ყველამ თავის საქმე მიხედოს. დემაგოგების ადგილი არაა ვიკიპედიაში!!!--Wiki - ჯაბა 09:33, 2 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ჩინური სახელებისა და ტოპონიმების ქართულად ტრანსკრიფცია

რედაქტირება

გამარჯობა, ჩინეთთან დაკავშირებულ სტატიათა უმეტესობაში ჩინური ტერმინები არ არის გადმოცემული სათანადოდ: ისინი ორგანიზებული სისტემის შესაბამისად არ არის ჩაწერილი, რაც მრავალ ხარვეზს წარმოქმნის. ჩემი აზრით, საჭიროა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ დაწესებული ორთოგრაფიული წესებით ხელმძღვანელობა, რათა ფონოლოგიური სიზუსტე არსებობდეს. ჩინურის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩინურ სახელთა ნაწილი არასისტემატური თარგმანისას ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად: 四川 (Sichuan) და 淅川 (Xichuan) არასისტემატური თარგმანისას ერთნაირად იკითხება-სიჩუანი. მაგრამ თუკი გამოვიყენებთ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ სტანდარტებს მივიღებთ სჩუანსა და სიჩუანს, რითაც შესაძლებელი ხდება მათი განსხვავება. ჩინურის გარდა, არსებობს სხვა ენებისათვის შემუშავებული წესებიც. ჩემი აზრით, რადგანაც ამ საიტს უამრავი ადამიანი ეყრდნობა ინფორმაციის მოძიებისათვის, აუცილებელია მათ ინფორმაცია რაც შეიძლება ზუსტად მივაწოდოთ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია ამ სისტემის გამოყენება მნიშვნელოვნად. ამ ლინკზეა მოცემული სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შექმნილი ბიულეტენი, რომელშიც სიტყვათა სწორი ტრანსლიტერაციის წესებია ჩამოყალიბებული: http://www.enadep.gov.ge/uploads/Bulletin_II_2019-2020.pdf?fbclid=IwAR2QUTMmm2I5_C5ZkLprfK8FnqL7a1AFSN_lBoCQ7A3HAPuLKXoekbSfwR8 --Tedo Menabde

მომხმარებელი ჯეოს წვლილი

რედაქტირება

გთხოვთ ყურადღებით დააკვირდეთ მომხმარებელ ჯეოს წვლილს, მის მიერ ბოლო დროს შემოტანილ სტატიებს, რომელებიც ძირითადად ეყრდნობა მხოლოდ ერთ წყაროს, კერძოდ რადიო „Fortuna“-ს, რაც ყვეთელი პრესაა. თვით პირები ან სუბიექტები, რომლებზეც იქმნება სტატიები, საერთოდ ენციკლოპედიურს არ წარმოადგენენ. მაგ. იხილეთ ნუგზარ კვაშალი, ხვიჩა მაღლაკელიძე, მაკა ზამბახიძე, რეზო და ბავშვები. --Mehman 97 16:13, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Mehman97: ნებისმიერი ჩვენი დონის ვიკიპედია ასეთი ტიპის სტატიებს დაიტოვებს და განავრცობს კიდეც, რასაც მომავალში ვაპირებ კიდც (თუ დამცალდა)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 16:16, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
არ ვაპირებ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები ვისროლო და განხილვები მოვაწყო, ადმინისტრატორებმა გადაწყვიტონ თუ უნდათ წაშალონ, თუ უნდათ დატოვონ, უბრალოდ ამ სტატიების ერთი ხელის მოსმით წაშლა არასწორად მიმაჩნია----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 16:19, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე უკვე მოგწერე ერთხელ, ჩვენ ნებისმიერი სხვა ვიკიპედია არ ვართ. ვართ ქართულენოვანი ვიკიპედია, სხვა ვიკიპედიებისთვის შედარებას თავი დაანებე. თუ ისინი დაიტოვებენ, დაწერე იქ. Mehman 97 16:21, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: წაშლა/არწაშლა ჩემთვის პრობლემა არ არის, უბრალოდ ასეთი მიდგომაა ჩემთვის პრობლემა, თუ ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორები და აქტიური მომხმარებლები იტყვიან რომ არ სურთ ასეთი ტიპის სტატიები კიბატონო შევეშვები წერას, ჩემთვის უბრალოდ არასწორია ასეთი ტიპის სტატიების ერთი ხელის მოსმით წაშლა დამუშავების ნაცვლად----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 16:22, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ხოდა, უნდა დაამუშავო ხოლმე. როსტომ ჩხეიძე — ასეთის შემოსვლას, საერთოდ არ ეწეროს ჯობია. სტატია მარტო შექმნა არ არის. გიო ოქრო 16:28, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: კიბატონო მაგ სტატიზე გეთანხმები და აუცილებლად მივხედავ, უბრალოდ თავისუფალი დრო არ მქონდა, შემაჯამებლები დაემთხვა და ვერ გამოვნახე დრო. დღევანდელ სტატიებს რაც შეეხება როგორ დავამუშავო თუ იმავე დღეს წასაშლელის თარგი ჩამისვეს? :)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 16:32, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
და რა აუცილებელია ასე შემოყრა სტატიების? დაიწყე და მიიყვანე იმ დონეზე, როგორც სასურველია რომ იყოს. გიო ოქრო 16:33, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: წასაშლელის თარგია უკვე ჩასმული არა ხარისხის არამედ არაენციკლოპედიურობის გამო :), კიბატონო დავამუშავებ მაგარამ არაენციკლოპედიურიაო და რა ვქნა :)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 16:34, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მეც გამოვთქვამ ჩემ აზრს: სწორედ ამ მომხმარებელს ანალოგიურ თემაზე მივწერე ორჯერ. იხილეთ მისი განხილვის ბოლო ორი სექცია. როდესაც მის ბოლო ცვლილებებს ვადევნებ თვალს მრჩება შთაბეჭდილება რომ ასწრებს სტატიების შექმნას ვიღაცას და მუშაობს საკუთარ წვლილზე და არა ვიკიპედიაზე. სრულად ვიზიარებ ჩემი კოლეგების აზრს. --Wiki - ჯაბა 17:46, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

დიდი ხანია, ვაკვირდები და კარგია, რომ ამ საკითხს უკვე აქ მოჰყვა გამოხმაურება. კატეგორიულად მიუღებელია ასე გაგრძელება და თქვენის ნებართვით, აქვე მივმართავ ჯეოს, რომ მიიღოს ერთ-ერთი ადმინისტრატორის მხრიდან გაფრთხილებად. თუ რატომ, ზემოთ კარგად აუხსნეს სხვა ვიკიპედიელებმა. — Mikheil მიწერა 18:08, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მეჰმან, საერთოდ არ ვიცნობ ამ მომხმარებელს და არც მის დამცველად გამოვდგები, მაგრამ ცოტა უცნაური შერჩევითი დამოკიდებულება ხომ არაა პერსონების მიმართ? ,,თვით პირები ან სუბიექტები, რომლებზეც იქმნება სტატიები, საერთოდ ენციკლოპედიურს არ წარმოადგენენ. მაგ. იხილეთ ნუგზარ კვაშალი, ხვიჩა მაღლაკელიძე, მაკა ზამბახიძე” - ამათგან რომელი არაა ცნობილი, რომელი არ იგუგლება, რომლებს არ ცნობს საზოგადოება? ეს მაშინ, როცა ვიკიპედიაში არსებობს სტატია მერსი სულხანიშვილი, რომელიც თავად ამავე სახელით დარეგისტრირებულმა პირმა შემოიტანა და მისი სტატიის დატოვებას არაერთგზის დაეთანხმეთ, შეგახსენებთ თქვენივე ტექსტს სულხანიშვილის განხილვიდან - ,,უცხოურ ვიკიპედიებში ამაზე ნაკლებად პოპულარულ პირებზე სტატიები არსებობს და რატომ არ უნდა იყოს აქ? პლიუს სტატიაც გასწორებულია. ასე რომ, მე წაშლის აუცილებლობას ვერ ვხედავ და ამიტომ”. მასთან სხვა შენიშვნა თუ გაქვს ეს ნამდვილად არ ვიცი, მე იმ შენიშვნას მივცემდი, რომ ვიდრე რჩეულის კანდიდატებს სხმას მისცემდა, უბრალოდ კარგი იქნებოდა რომ წაეკითხა, რადგან რამდენიმე სტატიაა, რომელიც აბსოლიტურად გაუმართავია და მისი ხმაა დაფიქსირებული. სხვა არ ვიცი. არ მინდა ვინმესთან პირად კონფლიქტში შესვლა, მაგრამ ასეთი შერჩევითი დამოკიდებულება არ ღირს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:06, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გიო ოქროს შენიშვნას რაც შეეხება, გეთანხმები რომ როსტომ ჩხეიძეზე ასე ორი სიტყვით სტატია არ უნდა იყოს, თან პოლიტიკური მოღვაწეო... როსტომ ჩხეიძეს იცნობს მთელი სამეცნიერო საზოგადოება, როგორც ერთ-ერთი აქტიური და გამორჩეული მწერალი და მეცნიერი, პარტიული სიით რომ პარლამენტში მოხვდა დანარჩენი კი არ უნდა გამოვტოვოთ, რაც უკეთებია. მისი მონაგრაფიების რაოდენობა, შესაბამისად ბიბლიოგრაფია ძალიან დიდია, ამიტომ აუცილებელია სასწრაფოდ დაემატოს ინფორმაცია ან ასე ორი სიტყვით არ უნდა იყოს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:11, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
აი დამავიწყდა ვიღაცას აზრი, რომ ვკითხო სადმე ხმის მიცემის დროს :) ბოლო ორი კომენტარი საერთოდ აზრს მოკლებულია და არის ჩემი და გიო ოქროს მიმართ პირადი სახის შეტევა. პ.ს. არ ვაპირებ ამ მომხმარებელთან პოლემიკაში შესვლას. კარგად. Mehman 97 19:21, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გიო ოქროს დავეთანხმე მის შენიშვნაში და რანაირი შეტევაა, საინტერესოა.:)) გავიაზროთ ერთმანეთის ნაწერი და მერე ვთქვათ რა არის აზრს მოკლებული და რა არა.:) სად რას დაწერთ თქვენი საქმეა, მაგრამ ორმაგი სტანდარტებით წერა და შერჩევითი სამართლით სტატიების წაშლა/დატოვების მოთხოვნა, ეგ საერთო პრობლემაა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:29, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ერთია მისცე შენიშვნა მომხმარებელს და მეორეა დააბრალო მომხმარებელს წვლილზე მუშაობა :) მოკლედ ვიტყვი, თუ გქონდათ კონკრეტული შენიშვნები არ იყო საჭირო ამხელა განხილვის დაწყება, ჩემი აზრით ეს უბრალოდ დროის ფლანგვაა :) არ ვიცი საიდან დაგროვდა ამხელა აგრესია, უბრალოდ უაზრობაა ამხელა განხილვა მოაწყო რამოდენიმე სტატიის გამო, მითუმეტეს როდესაც შესაძლებელია მათი დამუშავება და განვრცობა. გინდათ წაშალეთ, გინდათ დატოვეთ, წ-ე-რ-ტ-ი-ლ-ი.----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 21:25, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ახლა წავიკითხე ბოლომდე განხილვა და ძალიან საინტერესო რაღაცას წავაყდი :) თურმე დასწრებაზე ვმუშაობ :) ძალიან ბევრი ახალი რაიმე გავიგე ჩემს თავზე :)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 21:28, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
იმედი მაქვს ასეთი არაფრისმომცემი განხილვა მეტჯერ აღარ იქნება, უბრალოდ შეიძლებოდა განხილვის გვერდზე მოწერა :)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 21:30, 19 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

არაფრის მომცემი რატომაა ეს განხილვა? როგორც ვხედავთ ბოლო ცვლილებებში რაღაცა მაინც გააკეთე. :) ცოტა კორექტულობას გირჩევდი და ეთიკურ საუბარს კოლეგებთან. ერთდროულად ათეულობით სტატიას რომ ჩაუსვამ თარგ:მუშავდებას ყოველგვარი სიტყვის და ტექსტის გარეშე აბა ეს რა არის? თუ კარგად დაუფიქრდები საკუთარ საქციელს კიდევ ბევრ რამეს გაიგებ. აი თუნდაც იმას დაუკვირდი წერტილი რომ დასვი მერე რამდენი კომენტარი დაწერე და რას ნიშნავს ეს. --Wiki - ჯაბა 05:39, 20 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

პ. ს. განხილვაში რომ მოგწერე 9 და 13 დეკემბერს და 16 დეკემბერს მაინც ქმნი ასეთ სტატიებს, სწორედ მაგან (და კიდევ უამრავმა) გამოიწვია მსგავსი განხილვის დაწყება. --Wiki - ჯაბა 05:44, 20 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Jaba1977: არ ინერვიულოთ ეთიკის ნორმები კარგად მახსოვს :), უბრალოდ შესაძლებელი იყო პირად განხილვის გვერდზე მოწერა და არა ამხელა განხილვის დაწყება----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 08:28, 20 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
განხილვის გვერდზე მოწერები არ ამართლებს, როგორც ჩანს. გიო ოქრო 08:30, 20 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გიორგი მადლობა პასუხისთვის. პრინციპში ეს არის ჩემი პასუხიც. --Wiki - ჯაბა 09:56, 20 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ადმინისტრატორების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

რედაქტირება

მოგესალმებით. მიმაჩნია, რომ ქართულენოვან ვიკიპედიაში ადმინისტრატორები ბოროტად იყენებენ უფლებამოსილებას, ვიკი საქმიანობას და სიტყვის თავისუფლებას, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც,უარყოფითად აისახება ვიკისაზოგადოების ერთიანობაზე და და მთელ პროექტზე, ბლოკავენ არასასურველ მომხმარებლებს (მაგალითები: მე, Zangala, Deu, რომელიც დაბლოკილია მუდმივად). არ არსებობს ქართულ ვიკიპედიაში ადმინისტრატორთა გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი.

აღნიშნული პრობლემის შესახე ჩემ მიერ მეტაზე გახსნილია შესაბამისი განხილვა. წესების მიხედვით, ფორუმის მეშვეობით ვტოვებ შეტყობინებას, რათა ამ განხილვის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ არამხოლოდ ადმინისტრატორები, ასევე ქართული ვიკიპედიის სხვა მომხმარებლებიც --M. განხილვაწვლილი 12:43, 9 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

მართალი ბრძანდებით. არანაირი საშუალება არ არსებობს, რომ ადმინს უფლებამოსილება შეუჩერდეს. ნემისმიერი დავისთვის, რომლისთვისაც პირადად გადამიხედავს, მასში ჩართული პიროვნებების საუბრის მანერები იდენტურია, უბრალოდ ერთი ადმინია მეორე კი ჩვეულებრივი რედაქტორი. გადაწყვეტილებებიც არასწორად წყდება ჩემი აზრით. აქტიური რედაქტორები, რომლებიც მართლაც ზრუნავენ ვიკიპედიაზე ერთხმათ აძლევენ ხმას რაღაცას, მეორე მხარეს კი ასევე აქტიური რედაქტორების მცირე გამოყოფილი, ადმინებთან დაახლოებული პიროვნებები და პლუს ადამიანები, რომლებიც კონკურსიდან კონკურსამდე ერთ წერტილს არ სვამენ და რომც მიწერო არაფერს მოგწერენ. მაგრამ მე მესმის,რომ ეს მათი ნებაა და ვერავინ აიძულებს მათ რამეს, როდესაც მოუნდებათ იმ წერტილს დასვამენ, ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ მე ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს მომხმარებლები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს, რადგან რასაც ხმას აძლევენ თვითონ არ იცავენ იმ წესებს, თუ ვინმე დაინტერესებულია მაგალითებს მოვუყვან. და ელემენტარული მაგ ხალხის ხმები, რომ მოვაკლოთ იმ განხილვას სადაც მიხეილის ადმინობა წყდებოდა. დღეს ის ადმინი აღარ იქნებოდა. ეგ საკითხიც გასარკვევია. მე ჯერ არ დავბლოკილვარ, თუმცა ჩემს რიგს ვერ დაველოდები. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს გვერდით მიგულეთ.Vano 3333 14:41, 10 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ეგ მომხმარებლები თუ რეალურად არსებობენ ეგეც საკითხავია -- OpusDEI 20:03, 10 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მე რასაც ვაკვირდები ყველაფერი საკითხავია მეგობარო. იმედია რეალურები არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი (ვიკი)მასწავლებელი ჰყავთ ასედაც და ისედაც. ეგ საკმაოდ ჩასაძიებელი თემაა, რადგან თუ ვინმე მსგავს მანიპულაციებს ანხორციელებს, მაშინ არა ერთი და ორი საკითხი წყდება კონკრეტულ ფორუმზე, არამედ ვიკიპედიის ბედი. მე ვერ ვხვდები, რატომ არავინ აკვირდება ამას. საეჭვოა, რომ ერთი მათგანი გამოჩნდება და ქუდზე კაცი მიყვება მაგ ხალხიდან. თანაც ყველა ერთ აზრზეა? ყველა ერთიდაიგივე პროექტებში და რაღაცავიკისკოლებშია ჩართული? რასაც ერთი აძლევს ხმას ყველა უკლებლივ იქაა. ერთი მძიმე, რომ ჰქონდეს წვლილად ადამიანს ისიც პატივსაცებია, მაგრამ ბევრი მათგანი, არც იცნობს საკითხს. ელემენტარული წვრილ კატეგორიებს, რომ აძლევ ხმას შენ მაინც ხომ უნდა დაიცვა ეგ? რახან არ დავუბლოკივარ არავის ხომ არ გავიყუჩები. წარმოიდგინეთ რამდენი სტატია დაიკარგა მაგ დაბლოკვების გამო. ალბათ წლებთან ერთად ჟინი ნელდება და მიზანი იცვლება. რაღაც ფორუმებზე უფრო შეკრულია ხალხი. სირცხვილი! Vano 3333 20:31, 10 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის ლოგო

რედაქტირება

მოგესალმებით ვიკისაზოგადოებას. თუ ჯერ კიდევ ასე მოვიხსენიებით და თუ ჩვენი ისედაც მცირე რაოდენობა თქვენთვის ოდნავ მაინც მნიშვნელოვანია. რატომ არ თანხმდება ჩვენთან ისეთი საკითხები, როგორიც ვიკიპედიის მთავარ გვერზე ლოგოს ცვლილებაა, მითუმეტეს ისეთი გაურკვეველი ნამუშევრით, როგორიც ეს ჭრელი, გამდნარი ტორტია. ვინ წარადგინა, სად წარადგინა და ვინ დაადასტურა რომ მსგავსი უხეში ცვლილება და ვიკიპედიის ძირითადი ლოგოს (თუნდაც დროებით) ჩანაცვლება ჩვენთვის, უმრავლესობისთვის, ვიკისაზოგადოებისთვის მისაღებია. მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ენოვან ვიკიპედიაში ვერ ნახავთ მსგავს რამეს, თუ ნახავთ და ასე შეუთანხმებლად ვინმე სადმე ცვლის ბოდიშსაც მოვიხდი. ვიმედოვნებ ადმინისტრატორები რაიმე ზომას მიიღებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. გმადლობთ!.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:16, 13 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

  თან ორღობის შრიფტით რო დააწერეს ვიკი-ლოგოს და ზოგადად ენციკლოპედიური სტილის დარღვევით -- OpusDEI 04:14, 16 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მე ვერ ვიგებ ეს რატომაა ჩვენთვის რეკომენდებული და ინგლისურს რატომ აქვს ასეთი დახვეწილი ლოგო. რაღა პენჯაბურს ვბაძავთ. ერთი ლოგო კაი თუ არის და მეორე ცუდი კაი ხომ უნდა გინდოდეს. ვფიცავ ასეთი რომელიმე ჩვენგანს რომ გაეკეთებინა და შეეთავაზებინა ადგილობრივი მაღალჩინოსნებისთვის, მაგრად დაგვცინებდნენ. Vano 3333 07:55, 16 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
განხილვის გარეშე ლოგოს შეცვლა იმას მიუთითებს, რასაც დიდი ხანია ვიძახი(თ). გიო ოქრო 09:08, 16 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

წარმოებული შეცდომა

რედაქტირება

რა საშინელებაა, წარმოებული შეცდომებითაა განსაზღვრული ქართულ ვიკიპედიაში,.....შეიძლება ის სტატია მთლიანად ცავანაცვლო ახალით და კარგით?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა SulkhanMukhigulashvili (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

@SulkhanMukhigulashvili: რა თქმა უნდა, შეიძლება.--Melberg მიწერა 06:36, 18 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

ძარის ტრაგედიის უცხოენოვან ვიკიში არის პირდაპირი ცილისწამება, სადაც გაუხსნელ ქეისს აწერენ ქართულ ჯარს და ზვიად გამსახურდიას ფლანგს, რაც თავშივე ცილისმწამებლურია, რადგან 90-იანების დასაწყისში ანტიქართული ისტერიის და ხელის შეშლის ფონზე არ მიუშვეს გამოძიება სეპარატისტულ ცხინვალში და "ქართული ჯარი" ჩავანაცვლე უცნობი შეიარაღებული ბანდფორმირებით. ერთხელ ჩავასწორე და დავუფიქსირე იქვე, რო აღნიშნული სტატია ცილისწამებაზეა აგებული და რუსულ პროპაგანდას ნუ უწევენ დახმარებას, რაზეც იგნორი მივიღე და მაინც ისე დატოვეს, როგორც იყო. მეორედაც ჩავასწორე და ამჯერად უფრო უკმეხად დავაფიქსირე პოზიცია, რაზეც ვიღაც სტატიების ავტორების მცველმა აქეთ შემომიტია, თავაზიანობა გამოიჩინე მწერლების მიმართო და ჩემი ჩასწორებული (წაშლილი წყაროები) სტატია ისევ წაიშალა. იქვე წყაროებში ქართული ლინკები აქვთ, მაგრამ საერთოდ არ ადასტურებს ქართული მხარის დანაშაულს. მოგიწოდებთ ქართული ვიკიპედიის ადმინისტრაციას, რო მიხედოთ აღნიშნულ სტატიას და გაასწოროთ ცრუ ინფორმაცია.

წესით უცხოურ ვიკიპედიაში დაწყებულ კონფლიქტებში ჩარევა არ არის ქართული ვიკიპედიის მოვალეობა, მაგრამ მე ინდივიდუალურად ჩავერიე ამ საკითხში, უმჯობესი იქნება ვიკიპედიაში დარეგისტრირდეთ----ჯეო2007განხილვაწვლილი 10:18, 2 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები ჯეოს. ქართული ვიკი ვერ ჩაერევა უცხოენოვანი ვიკის შიგთავსში. ხოლო ცალკე აღებულ თითოეულ მომხმარებელს შეუძლია თავისმხრივ ჩაერთოს უცხოენოვან ვიკიშიც და წვლილი შეიტანოს მშვიდი, დასაბუთებული არგუმენტაციითა და მსჯელობით. რაც შეეხება ძარის ტრაგედიას, სამწუხაროდ ეს კიდევ ერთი საკითხია, სადაც საქართველოს სახელმწიფოს აბსურდული პოზიცია უკავია და იმის მაგივრად რომ ამ ტრაგედიას ყოველწლიურად იხსენებდეს როგორც გრუ-ს ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი ცივსისხლიანი ოპერაცია საქართველოს ერთიანობისა და ამიერკავკასიის ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი, ამის ნაცვლად სრულიად იგნორირებულია ეს თემა და მიგდებულია იმავე მხარის ხელში საინფორმაციო იარაღად გამოსაყენებლად, ვინც ეს სასაკლაო მოაწყო. -- OpusDEI 12:06, 6 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]