მომხმარებლის განხილვა:ITshnik/არქივი 3

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან დამატებით სურათების ატვირთვის შესახებ, და არამარტო

გიორგი, გამარჯობათ! პირველ რიგში, მადლობა კიდევ ერთი რამის – სურათების ატვირთვის სწავლებისათვის. მეორედ: ვიცი, გაგიკვირდებათ, რომ სურათების ატვირთვის დროს ისევ შეცდომდები დავუშვი, მაგრამ ეს საბოლოოა: ნუგზარ გუჩმანიძის ფოტო ამდენჯერ იმიტომ მომიწია, რომ მხედველობიდან მეპარებოდა ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი: ფაილის სახელი პრაბელის გარეშე უნდა დამეწერა. ახლა სხვა საკითხზე: მგონი, როგორც გავიგე, ვიდეო ფაილის ატვირთვა ვიკიპედიაში შეუძლებელია. ჩვენი კლიპები არის Youtube–ში. როგორ შემიძლია ამ კლიპებძე გადამისამართება ან მითითება? რას მირჩევდით? გარდა ამისა, მინდა პრესაში და ინტერნეტში არსებულ ჯგუფის რეცენზიებზე რაიმე დაფიქსირება ან მინიშნება (თქვენ უკეთ იცით, როგორ ჰქვია) გავაკეთო. ამით, ვფიქრობ, საკამრისი იქნება და სტატიას ბოლო სახე მიეცემა, ინფოდაფას გადავხედავ დღესვე. (ახლა ესპანეთში ღამის 00.48 საათია, ასე რომ, თქვენი პასუხის მერე მოვახერხებ). უღრმესი მადლობით და პატივისცემით, ჯუმბერ ბოლქვაძე.— Dudukedeli9 22:49, 6 სექტემბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ!

  1. ვიდეო ფაილის ატვირთვა ვიკიპედიაში შეუძლებელი არ არის, მაგრამ მაინც რეკომენდირებული არაა. ჯობს შექმნათ სექცია == რესურსები ინტერნეტში == და იქ მიუთითოთ ბმულები, იქნება ეს იუთუბზე თუ სხვა საიტზე.
  2. ინფოდაფაში პუნქტში "ასოციაციები" უნდა მიუთითოთ არა ის შემსრულებლები, რომელთა შემოქმედებასთანაც თქვენი მუსიკა ახლოსაა უფრო, არამედ ის ჯგუფები და მუსიკოსები, რომელთანაც კონტაქტი გქონიათ, ვთქვათ, თუნდაც ერთ-ერთმა წევრმა ჯგუფიდან წასვლის შემდეგ შექმნა საკუთარი ჯგუფი. თუნდაც იგივე ბეთლემის წინამორბედი კარაველა, თუნდაც იგივე ბასისტი ალექსანდრე კუტიკოვი მაშინა ვრემენიდან...
  3. პრესაში და ინტერნეტში არსებულ ჯგუფის რეცენზიებზე რაიმე დაფიქსირება ან მინიშნება ხდება ტექსტშივე, (ანუ რა წყაროებზე დაყრდნობთ წერთ კონკრეტულად "ამას") შესაბამისი გაფორმებით და კოდებში <ref> და </ref> მოქცევით, ხოლო ბოლოში (== რესურსები ინტერნეტში ==-ს ზემოთ) კეთდება სექცია == სქოლიო ==, ხოლო მის ქვეშ იწერება ასეთი კონსტრუქცია: {{სქოლიო}}, რაც ავტომატურად განათავსებს <ref> და </ref> მოქცეულს თანამიმდევრობით. სხვაგვარად ამას წყაროსაც უწოდებენ, რომელიც ისევე აუცილებელია კარგი სტატიისთვის, როგორც შიდა ბმულები. დაწვრილებითი ინფოსთვის იხილეთ წყაროს მითითება, ასევე თარგი {{Cite web}} ინტერნეტში არსებული გვერდებისთვის.
  4. გარდა ამისა, ინფოდაფას რომ გამართავთ, გაუკეთეთ სტატიას ერთ-ორ აბზაციანი შესავალი, ეს ყველა კარგ სტატიას უნდა ჰქონდეს. შესავალში უნდა აღწეროთ თითქმის იგივე, რაც ისტორიაში, მაგრამ მოკლედ, მხოლოდ მთავარი მოვლენები. შეგიძლიათ იხილოთ ბითლზი, პინკ ფლოიდი ან მეტალიკა, მაგალითისთვის.

პატივისცემით, --გიორგი განხილვაწვლილი 08:50, 7 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ჰემეტის სახელის შესახებ

ესე იგი რუსულ ვიკიპედიაში თუ ჰემეტი წერია ზნაჩიტ ჰემეტია?— Taro-Gabunia განხილვაწვლილი 09:05, 7 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მხოლოდ მაგიტომ არა, მასეც გამოითქმის. მეტალიკის დიდი ხნის ფანი ვარ, ამ ჯგუფის თითქმის ყველა ვიდეო თუ ფილმი მაქვს ნანახი და ვიცი. ამას გარდა, რუსულ ვიკიპედიაში ქართულზე გაცილებით მეტი მომხმარებელია, რუსული ვიკიპედია ვიკიპედიების ათეულში შედის სტატიების რაოდენობით, (შდრ.: ქართული ვიკი მხოლოდ 51-ზე თუ 53-ზეა) და ამ, მსუბუქად რომ ვთქვათ, ბევრი მომხმარებლიდან ერთ-ერთი მაინც შეამჩნევდა და გაასწორებდა არასწორი რომ იყოს.--გიორგი განხილვაწვლილი 09:21, 7 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ტყვია

  გაკეთდაჯაბა ლაბაძე () 14:30, 7 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

დიდი მადლობა  --გიორგი განხილვაწვლილი 14:34, 7 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მადლობა

მადლობა მხარდაჭერისთვის (თემაზე მარხვა)— niamore 17:58, 7 სექტემბერი 2010 (UTC)niamore
არაფრის :) მე ღიმილი მომგვარა იმ ტექსტმა :) განსაკუთრებით დროებით კასტრაციაზე  . პ.ს. ხელმოწერა მართლაც გასასწორებელი გაქვს.--გიორგი განხილვაწვლილი 18:02, 7 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

თხოვნა

პირველ რიგში გააკეთე სტატიის გადატანა, რომ სტატიის ისტორია არ შეიცვალოს.--ცანგალა () 18:19, 7 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

სიმართლე გითხრა, ვერ მივხვდი, რას გულისხმობ.--გიორგი განხილვაწვლილი 19:01, 7 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

გამოუსწორებადი არაფერია, სულ მარტივად შეუძლია ამის გამოსწორება. — ჯაბა ლაბაძე () 19:19, 7 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მომხმარებელი:Taro-Gabunia

გამარჯობა გიორგი. მოკლედ კარგი იქნებოდა მომხმარებელ Taro-Gabunia-ს "წვლილისთვის" გადაგვეხედა, მას იმდენი გადამისამართება აქვს განხორციელებული რომ უკვე აღარ ვიცი რომელია სწორი და რომელი კიდევ არასწორი. ყველაზე საშინელ მდგომარეობაში მაინც პოლ მაკ-კარტნია :).— ნიკა () 16:03, 8 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობა, ნიკა. სწორედ ახლა ვაპირებდი მოწერას (გწერდი კიდეც უკვე:)). ეს მომხმარებელი მოქმედებს პრინციპით "მე გამიგია" და "მე ასეთი რამ არ გამიგია!", სხვას, კერძოდ კი ქართული ენის ნორმებსა და უკვე დადგენილ წესებს, ყურადღებას არ აქცევს, და რომ ასე არ ივარგებდა, მე გავაფრთხილე მის განხილვის გვერდზე. თუმცა მან მაინც გააგრძელა ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისად, თავიც დასაბლოკი გაიხადა (რაც, ალბათ, დიდადაც არ ანაღვლებს) და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ, ვიკიპედიის დანარჩენ მომხმარებლებსაც, თავსატეხი გამოგვიჩინა. იმ დღეს მხოლოდ მეტალიკის და მისი წევრების სახელების გასწორებასა და განმარტებაში გავატარე ორ საათზე მეტი. გადავხედოთ ამ მომხმარებლის წვლილს და სხვებიც მოვიშველიოთ, თუ რაიმე საკითხში არაკომპედენტურნი აღმოვჩნდებით. თავად ეს მომხმარებელი კი დასაბლოკია, სხვაგვარად არ შეწყვეტს ასეთ ვანდალურ (მე სხვა სიყვას ვერ ვუძებნი) ქმედებებს.--გიორგი განხილვაწვლილი 16:19, 8 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან, ბეთლემის სტატია

გამარჯობათ, გიორგი! ვფიქრობ, ჩემი სტატია უკვე დამთავრებულად უნდა ჩავთვალო. თქვენი უშუალო დახმარებით (და მოთმინებითაც!!!), როგორც იქნა, მიზანი მიღწეულია. ვფიქრობ, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, დასამატებელი. გარკვეული სტატიების მინიშნების გარდა, მაგრამ ამას ჯერ ვერ შევძლებ. მე გავუგზავნე ამ სტატიის ლინკი ბევრ ჩემს მეგობარს საქართველოში და ყველა ერთხმად მეუბნება, რომ ასეთი ამომწურავი, შთამბეჭდავი სტატია ბეთლემის შესახე ჯერ არ დაწერილა. მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ! ბედნიერი ვარ ამ შედეგით. იმედია, კვლავაც გავაგრძელებთ მეგობრულ თანამშრომლობას. სულ მალე მინდა დავიწყო სტატია ინგვი მალმსტინის შესახებ. ერთი თხოვნა მაქვს მაქვს: გთხოვთ, ჩემი სტატია დამთავრებულ სტატიების კატეგორიაში გადამიყვანოთ და გამომიგზავნოთ სტატიის ვებ მისამართი. ღმერთმა დაგლოცოთ! ღრმა პატვისცემით, ჯუმბერ ბოლქვაძე— Dudukedeli9 08:50, 9 სექტემბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ. პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ასეთი გულისხმიერებისათვის. მცირეოდენი ცვლილებები შევიტანე სტატიაში, ისტორიის სექცია გამოვყავი მემკვიდრეობისგან და გავაერთიანე. როგორც ვხვდები, მინიშნებებს პრესის კორესპონდენციებსა და ინტერნეტის ბმულებზე შემდეგისთვის გადავდებთ. სტატიის ვებ მისამართს რაც შეეხება, იგივეა, რაც იყო, ანუ http://ka.wikipedia.org/wiki/ბეთლემი_(ჯგუფი) რათქმაუნდა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას. მეც როცა აქ მოვედი (7 თვისა და 18 დღის წინ  ), მაშინ პირველად გავხსენი ეს საიტი, დავრწმუნდი რაა, რომ სასარგებლო პროექტია, დავრეგისტრირდი და ბევრი რამე არ ვიცოდი, რაშიც სხვა, უფრო "სტაჟიანმა" მომხმარებლებმა გამარკვიეს (თუმცა, უნდა ვაღიარო და ალბათ სხვებიც დამეთანხმებიან, მალე ავითვისე ყველაფერი, რაც, ალბათ, გარკვეულწილად ჩემი IT მენეჯერად მუშაობის სამწლიანი გამოცდილების დამსახურებაცაა).

ველი სტატიას ინგვი მალმსტინის შესახებ :) ღრმა პატივისცემით, --გიორგი განხილვაწვლილი 10:55, 9 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგი, კიდევ ერთხელ გამარჯობათ! დიდი მადლობა გულთბილის სიტყებისათვის! მინდა დაგარწმუნოთ, რომ სიტყვას შევასრულებ: მა კვირის ბოლოს უკვე დავიწყებ სტატიას ინგვი მალმსტინის შესახებ, შენდეგ კი სხვა თემებს როკ მუსიკის (და არა მარტო) შესახებ. თუ არსებობს რაიმე ტემა ესპანეთის სფეროდან, შემიძლია გავაკეთო უპრობლემოდ: შესანიშნავად ვფლობ ესპანურს, ნათარგმნი მაქვს ერთი წიგნის - მიგელ რუისის "La maesrtia del amor" - დიდი ნაწილი. თუ არსებობს რაიმე თემა, რომელიც ფიქრობთ რომ საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისათვის, არავითარი პრობლემა! პატივისცემით, ჯუმბერ ბოლქვაძე. P.S. ჩემი 2 ვაჟიშვილი თბილისის უნივერსიტეტებში სწავლობენ. ამ საახალწლოდ ვფიქრობ მათ მონახულებას. დიდი სიამოვნებით შგეხვდებოდით ერთ დღეს ერთ ფინჯან ყავაზე! — Dudukedeli9 13:59, 9 სექტემბერი 2010 (UTC)

დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის! მაგრამ მე თელავში ვცხოვრობ და თბილისში მხოლოდ ექიმებთან დავდივარ, კონსულტაციებზე. ორი ურთულესი ოპერაცია მაქვს გადატანილი (გლანდების (თუ როგორც ჰქვია) და პოლიპების ოპერაციებს არ ვთვლი) 2 წლის წინ და დღემდე რეაბილიტაციის კურს გავდივარ. ესპანურს რადგან ასე კარგად ფლობთ, შეგიძლიათ სტატიები ესპანური ვიკიდან თარგმნოთ. ისე, ინგლისურიდანაც შეიძლება და უფრო სასურველია. პატივისცემით, --გიორგი განხილვაწვლილი 14:11, 9 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

თხოვნა

დროებით სტატიებს ნუ გქმნი. ამას ჯობია სავარჯიშო გვერდები შექმნა. როგორც მაგალითად ამჟამად ჯაბა აკეთებს.--ცანგალა () 11:05, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

და კიდევ სტატიის ისტორია რომ არ დაიკარგოს და გსურს სათაურის შეცვლა პირველ რიგში გადამისამართება (ალბათ იცი რომ არსებობს გადამისამართების ორი ვარიანტი - ეს აუცილებლად არის გასათვალისწინებელი რომელი) გააკეთე და შემდეგ შეცვალე ტექსტი.--ცანგალა () 11:07, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
ბოლოს რა დაწერე, კარგად ვერ გავიგე... რატომ უნდა მინდოდეს ნიკელის სათაურის შეცვლა?— გიორგი განხილვაწვლილი 11:13, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
ნიკელს არ ვგულისხმობ. ამას წინათ ვნახე (ელემენტი) გქონდა დამატებული სათაურში და ამჟამად გამახსენდა.--ცანგალა () 11:28, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
ალბათ კალა (ელემენტი) ამას გულისხმობ. აქ მე არ დამიმატებია, თვითონ იყო თავიდანვე, იმიტომ რომ კალა-ზე მრავალმნიშვნელობის გვერდია— გიორგი განხილვაწვლილი 12:08, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
ყველაფერი სწორედ არის გაკეთებული. ამას დღეს მივხვდი და ეს შენი დამსახურებაა. მადლობა.--ცანგალა () 12:20, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ მე არაფერი დამიშავებია.  ესე იგი, წაიშალოს ნიკელი?— გიორგი განხილვაწვლილი 12:25, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

თარგის შესახებ

ისე თარგის შესახებ რას იტყვი? სტატიაში ჩასვამ?--ცანგალა () 12:32, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ამჟამად მე მხოლოდ სტატიების გადარჩენაზე ვმუშაობ, რომ მოვრჩები, მერე ჩავსვამ. გამართულობის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ზოგადი განათლება მიღებული მაქვს ამ სფეროში (სკოლაში ქიმიას ვამხეცებდი  ), მაგრამ მაინც მე ქიმია ისეთ დონეზე არ ვიცი (არ მახსოვს), რომ შევაფასო, რამდენად გამართულია ეგ თარგი. ვგულისხმობ ტერმინების გამართულობას. მგონი, კიდევ შემომრჩა ქიმიის სახელმძღვანელოები, რომ მოვიცლი მაგისთვის, და თუ სურვილიც მექნება, გადავხედავ. — გიორგი განხილვაწვლილი 12:42, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

გასაგებია.--ცანგალა () 12:44, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

შენი სავარჯიშო

გიორგი გამარჯობა. ცანგალამ გითხრა ამის შესახებ და მინდა კიდევ გაგიმეორო. შენს მიერ შექმნილი დროებითი სტატიები არღვევს სტატიის ისტორიას, ამიტომ გთხოვა დროებით სტატიებს ნუ შექმნი და ისე გააკეთე როგორც ჯაბა აკეთებსო. მეც გირჩევ ამას. აი როგორ გამოვა შენი სავარჯიშო : სავარჯიშო1, სავარჯიშო2 და ა. შ. რასაც ამ სავარჯიშოში დაწერ ვერავინ ვერ შეეხება შენი ნებართვის გარეშე და რაც მთავარია აქ შესრულებულ დავალებას დააკოპირებ და მთლიანად ჩასვამ სასურველ სტატიაში თან სტატიის ისტორიაც არ დაირღვევა. (შეიხედე ჩემს გვერდზე როგორ მაქვს დალაგებული სავარჯიშოები). გმადლობ. — ჯაბა ლაბაძე () 05:42, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ვფიქრობ, ბოლომდე არ წაგიკითხავთ, რაც ცანგალამ მომწერა, კონკრეტულად კი ეს: "ყველაფერი სწორედ არის გაკეთებული. ამას დღეს მივხვდი და ეს შენი დამსახურებაა. მადლობა.--ცანგალა (გ) 12:20, 10 სექტემბერი 2010 (UTC)". დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ განხილვა:ნიკელიგიორგი განხილვაწვლილი 05:47, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

პლატინა სადაა ამ სტატიის ისტორია? როგორც აქედან ირკვევა სტატია შექმნილია გიგას მიერ 11:23, 28 სექტემბერი 2007 აბა ახლა შედი ამ სტატიაში და ნახე ისტორია სტატიის ავტორად შენ ითვლები. ასე რომ მე ვფიქრობ შენ და ცანგალა ცდებით. — ჯაბა ლაბაძე () 06:01, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მანდ ვერ შევედი (აკრძალული მოქმედება. მოთხოვნილი მოქმედების შესრულება შეუძლიათ ადმინისტრატორები ჯგუფებიდან ერთ-ერთში მყოფ მომხმარებლებს). სხვაგვარად წესების დარღვევა გამოდის. ვაკოპირებ განხილვა:ნიკელიდან ტექსტს:

":დავიწყე სტატია ნიკელი/დროებითი. ცანგალა, როგორ ვქნათ, რომ ძირითად სტატიას ისტორია არ დაეკარგოს?— გიორგი განხილვაწვლილი 10:48, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

შენი ტექსტი პირდაპირ სტატიაში ჩასვი და ისტორია არ დაიკარგება. თარგი:ქიმიური ელემენტი ცუდი არ იქნება ამ თარგსაც თუ გამოიყენებ. შეიძლება თარგი დასახვეწია. შენ თვითონ შეაფასე.--ცანგალა () 11:04, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
კი მაგრამ, სტატიაში დიდი ასოებით წერია:
 
თუ აპირებთ ახალი სტატიის დაწერას, გთხოვთ მიჰყვეთ ამ ბმულს დროებით გვერდზე. შენიშვნა: საავტორო უფლებებით დაცული ტექსტის სახეცვლა არ არის საკმარისი საავტორო უფლებების დარღვევისგან თავის ასარიდებლად — სასურველია სტატია ხელახლა დაიწეროს. თქვენს ახალ სტატიას საკუთარ ადგილას ადმინისტრატორი გადაიტანს როგორც კი თავდაპირველ შემადგენლობაზე სტატუსის საკითხი გადაწყდება. 1. გთხოვთ ნუ შეცვლით ამ გვერდს. ... 4. თუ ამასობაში გსურთ იმუშაოთ ამ მასალაზე, დაწერეთ ახალი სტატია დროებით ქვეგვერდზე, და მიუთითეთ ამის შესახებ ამ გვერდის განხილვაში.“

წესებთან წინააღმდეგობაში ხომ არ მოვდივართ?— გიორგი განხილვაწვლილი 11:40, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მართალი ხარ. ყველაფერს სწორედ აკეთებ. ე. ი. თუ სწორედ მივხვდი ამ სტატიის ისტორია უნდა დაიკარგოს და სტატია დაიწყება შენი ავტორობით.--ცანგალა () 11:51, 10 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, დაიწყება თუ არა ჩემი ავტორობით, უბრალოდ წესები არ მინდა დავარღვიო, და თუ წესების დარღვევის გარეშე შესაძლებელი იქნება სტატიის ისტორიის შენარჩუნება, მე პრეტენზია არ მაქვს.— გიორგი განხილვაწვლილი 12:12, 10 სექტემბერი 2010 (UTC)"პასუხი

ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია. — გიორგი განხილვაწვლილი 06:10, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მე ვფიქრობ რომ სწორედ მანდ შეცდით. უბრალოდ ხმას არ ვიღებდი რადგან მეგონა ცანგალა გამოასწორებდა ამ შეცდომას მაგრამ დღეს ოქროს დროებითი სტატია, რომ ვნახე თავს უფლება ვერ მივეცი არ მეთქვა. შენ ახალ სტატიას არ ქმნიდი (როგორც აქ გაქვს ციტატა) არამედ ახდენდი მის რედაქტირებას. ერთი რამ ცხადია ისტორია არ უნდა დაიკარგოს.ჯაბა ლაბაძე () 06:17, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

1. გთხოვთ ნუ შეცვლით ამ გვერდს... 4...დაწერეთ ახალი სტატია დროებით ქვეგვერდზე

ამათზე რას იტყვი, დავარღვიოთ? (ისე, თუ ზუსტად მახსოვს, ტყვია თქვენ წაშალეთ.) კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, დაიწყება თუ არა ჩემი ავტორობით, უბრალოდ წესები არ მინდა დავარღვიო, და თუ წესების დარღვევის გარეშე შესაძლებელი იქნება სტატიის ისტორიის შენარჩუნება, მე პრეტენზია არ მაქვს.— გიორგი განხილვაწვლილი 06:25, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

პატარა სტატიები

პასუხი დავწერე ცანგალას განხილვის გვერდზე.— ნიკა () 07:08, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

გაფრთხილება

გაფრთხილებ კიდევ ერთხელ (მეორედ) ნუ თავხედობ და ნერვებზე ნუ თამაშობ. ისე კი უნდა იცოდე რომ სტატიების განხილვის გვერდებზე არ ვწერთ ვინ მშიშარაა და ვინ არა. — ჯაბა ლაბაძე () 12:46, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

არავის ნერვებზე არ მითამაშია და მითუმეტეს არ მითავხედია ცხოვრებაში. უბრალოდ თქვენი საუბარი და ქმედებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ესაა და ეს. ველი კონსტრუქციულ პასუხს ყავახანაში დაწერილ კომენტარზე.— გიორგი განხილვაწვლილი 12:52, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ადმინისტრატორის უფლებები რომ შემახსენე ძალიან კარგია. შენ ასეთი გამოხტომების შემდეგ კიდევ ერთხელ გაგაფრთხილებ თუ არა და დაიბლოკები აი ამ წესების მეოთხე მუხლის მიხედვით. რაც ნამდვილად არ არის უფლებების გადამეტება. გმადლობ. — ჯაბა ლაბაძე () 12:53, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

იცი შენ რა ქვია ადამიანს ვისი საუბარი და ქმედება ერთმანეთს არ ემთხვევა? (ამისმთქმელი კიდევ იმას მეუბნებიუ არ მითავხედიაო?), რომ თავხედობ აი აქ შეიხედე და მიხვდები. (ეს უკვე მესამე, ბოლო გაფრთხილებაა). — ჯაბა ლაბაძე () 12:59, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. მხოლოდ ერთი სიტყვა გამომრჩა მანდ: "ზოგჯერ". დაბლოკვით ნუ მემუქრებით კიდევ, ძალიან გთხოვთ. მე არაფერი დამიშავებია, მხოლოდ წესების დაცვას ვითხოვდი, და თუ ამ პროცესში თავი შეურაცყოფილად იგრძენით, მე ბოდიში ნამდვილად არ მაქვს მოსახდელი. მე თქვენ ყოველთვის პატივს გცემდით, როგორც კოლეგა-ვიკიპედიელს თანხმობისა თუ უთანხმოების მიუხედავად; არ მიხმარია არც ერთი სიტყვა, რომლის გააზრებაც შესაძლებელი იქნებოდა შეურაცმყოფელად, რაიმე კონტექსტში მაინც; სიმშვიდის ზღვარს არ გადავსულვარ არასდროს; ვმოქმედებდი კეთილი მიზნით და ვთვლიდი, რომ სხვებსაც იგივე მიზანი ამოძრავებს. ვიყავი გახსნილი და მოყვარე ყველას მიმართ. თუ ჩემი დაბლოკვა გსურთ (მე როგორი შთაბეჭდილებაც მრჩება), ცოტა უფრო მყარი არგუმენტები დაგჭირდებათ, რადგან ის, რაც მოიყვანეთ, სრულიად უსაფუძვლოა. და კიდევ, ჩემი მადლიერი უნდა იყოთ, რომ ვიკიპედიაში დაუზარელად შემომაქვს ჩემი მოკრძალებული წვლილი და კი არ უნდა მდევნიდეთ, მემუქრებოდეთ და თან ითვლიდეთ, "რამდენჯერ გამაფრთხილეთ", რომ დაბლოკვისას თქვათ, სამჯერ გავაფრთხილე და მაინც თავისას არ იშლიდაო. მე ჩემს სიმართლეში ეჭვი არ მეპარება. ადმინისტრატორი ბრძანდებით და აქ მხოლოდ შეგახსენეთ თქვენი უფლებები (თქვენივე სიტყვებია), და თუ ძალაუფლებას გადააჭარბებთ, ამას სხვებიც დაინახავენ. პატივისცემით (ჯერ კიდევ), — გიორგი განხილვაწვლილი 13:30, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ამ ნაბოვარის კომენტარი ჩემი საქმე არაა. დღეს დაისვენე. დღევანდელი დაბლოკვა ჭკუას გასწავლის. — ჯაბა ლაბაძე () 13:42, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

.

ცანგალამ ამ დიდმა დიპლომატმა   მაზოლზე დამაჭირა ფეხი. იმედია ჩემს ნერვებს აღარ შეეხები. და კონსტრუქციულად იმუშავებ. წარმატებები. — ჯაბა ლაბაძე () 17:17, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ მადლობა, ყველას (მათ შორის თქვენც, ჯაბა). მაგრამ მე არ "გამირტყამს", უბრალოდ ფაქტი დავაფიქსირე. იმას მაინც არ ვაღიარებ რაც არ ჩამიდენია, რომ განგებ გიწოდეთ ადამიანი რომლის საუბარი და ქმედებები ერთმანეთს არ ემთხვევა და აქ არანაირი სიტყვა არ გამომრჩენია. ვიმეორებ, გამომრჩა ზოგჯერ, (რადგან ძირითადში ემთხვევა), და უბრალოდ ფაქტი დავაფიქსირე. იმას როგორ ახსნით, რომ თქვენ მანამდე უკვე ორჯერ დამემუქრეთ დაბლოკვით, ვიდრე მაგას დავწერდი, ასე რომ სხვა არგუმენტიც გჭირდებათ, "ვიდრე მე ჩემი მაგ სიტყვებით გადაგადმევინეთ თქვენი საბოლოო ნაბიჯი".
პ.ს. რედაქტირებას მაინც ვერ ვახერხებ საკუთარი ანგარიშით. - გიორგი

ცოტა მოცდა მოგიწევს. ტექნიკური საქმეა. — ჯაბა ლაბაძე () 17:30, 11 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ჯუმბერ ბოლქვაძისაგან – სტატია ინგვი მალმსტინის შესახებ

გიორგის გაუმარჯოს კიდევ ერთხელ! იმედია კარგადა ხართ. ჯანმრთელობა ნუ მოგიშალოთ ღმერთმა და ბუნების ძალამ! გიორგი, დავიწყე სტატიის წერა ინგვი მალმსტინის შესახებ. მგონი, არასწორ ადგილას – "განხილვაში", ისევ თქვენი დახმარება მჭირდება მისი სწორ კალაპოტში ჩასასმელად. ერთი რამ კიდევ მინდა შეგეკითხოთ: ბეთლემის სტატიის შემდეგ, ვფიქრობ, ჩემი სახელ–გვარითაც შემიძლია დავაფიქსირო ახალი სტატიები (ბეთლემის შემთხვევაში, ჩემი ნიკით მინდა დარჩეს, ასე ჯობია "ეთიკური თვალსაზრისით"). თქვენ რას მირჩევდით? თუ თქვენც ასე ფიქრობთ, ახალი, სხვა ნიკი უნდა შევქმნა? ველი თქვენს პასუხს და შეხედულებას მალმსტინის შესავლის შესახებ. ჯუმბერ ბოლქვაძე— Dudukedeli9 19:25, 11 სექტემბერი 2010 (UTC)

მოგესალმებით!
მადლობა, არამიშავს, როცა არ ვიტვირთები ფიზიკურად და არ ვნერვიულობ, კარგად ვარ . ვერ წარმოიდგენთ, ახლა საიდან გწერთ... ესპანეთიდან!  რეალურად კი სახლში ვარ ისევ, მაგრამ ესპანეთის პროქსი-სერვერს ვიყენებ ჩემი IP-ის ბლოკირების გამო. (ანუ უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ესპანეთის ერთ-ერთი სერვერის (კომპიუტერის) გავლით ვარ შემოსული). იმედია, საღამომდე ყველაფერი მოგვარდება. ჯერ თქვენს კითხვაზე: თუ სწორად გავიგე, თქვენი ნიკის შეცვლა გსურთ, ამისათვის ახალი ანგარიშის გაკეთება არაა აუცილებელი, უნდა მიმართოთ ჩვენს ბიუროკრატს, მომხმარებელი:Ventusa-ს და სთხოვოთ, სახელი გადაგარქვათ (ახალი სახელის მითითებით). სულ ესაა. ახალი სახელი თქვენი ნიკი გახდება. არის მეორე გზაც: თუ უბრალოდ გსურთ ხელმოწერაში ჩანდეს თქვენი ნამდვილი სახელი (რაც ცოტა მეეჭვება, იმიტომ რომ ახალი სტატიები კვლავ ნიკით შეიქმნება), კონფიგურაციაში უნდა გაასწოროთ ხელმოწერა (როგორც უმრავლესობას აქვს აქ: მაგალითად ჩემი ნიკი არის "ITshnik", ხოლო ხელმოწერაში "გიორგი" ჩანს). თუ ასეა, მითხარით და მოგწერთ როგორც უნდა გააკეთოთ ეს.

ახლა სტატიის შესახებ:

  1. როგორც ვხედავ, სხვა მომხმარებლები დაგეხმარნენ უკვე და სტატია თავის ადგილას ჩასვეს;
  2. ვიკისაწყობის ფაილების შესახებ: ვიკიპედიას აქვს ვიკისაწყობი, რომლის მისამართია ინტერნეტში http://commons.wikimedia.org/ აქ განლაგებულია ფაილები თავისუფალი ლიცენზიით, რომელთა ატვირთვა ვიკიპედიაში საჭირო აღარაა: უბრალოდ სტატიაში ჩასვამთ ფაილის სახელს (როგორც ეს Floydgeo-მ გააკეთა ინგვი მალმსტინის სტატიაში (კერძოდ, ინფოდაფაში)). ასეთ ცნობილ პიროვნებაზე როცა წერთ სტატიას, გადახედეთ ვიკისაწყობს, შესაძლოა იქ უკვე არის ატვირთული ფაილი, რომელსაც გამოიყენებთ. თქვენს შემთხვევაში, მალმსტინის სურათები არის ამ მისამართზე: http://commons.wikimedia.org/wiki/Category:Yngwie_Malmsteen როცა არის საწყობში სურათი თავისუფალი ლიცენზიით, რომელიც აკმაყოფილებს ილუსტრირების მოთხოვნებს, არათავისუფალი ფაილის გამოყენება დანაშაულიცაა. რომ გადახედავთ, იქ არის მხოლოდ ზრდასრული ინგვის სურათები, ხოლო პატარა ინგვის სურათი შეგიძლიათ გამოიყენოთ სტატიაში (ვგულისხმობ: ფაილი:Yngwie Malmsteen Child.jpg.), რომელიც არათავისუფალი ლიცენზიით არის ატვირთული. ვფიქრობ, პრინციპს მიხვდით.
  3. თქვენს მიერ ატვირთული ფაილების შესახებ: იყო იქ რამდენიმე შეცდომა. "ავტორი ან საავტორო უფლებების მფლობელი" არ შეიძლება იყოს "საზოგადო". ამას ჯობია, თუ არ იცით ვინაა, დაწეროთ "უცნობია". ასევე "გამოყენების მიზანში" ერთგან გეწერათ "გამოყენების მიზანი" "კომპოზიციის ილუსტრაცია სტატიაში". ეს, ალბათ, მექანიკური შეცდომა იყო. ეს ყველაფერი გამოვასწორე. ასევე სასურველია (შეიძლება ითქვას, აუცილებელიც) "წყაროში" მიუთითოთ საიტის სრული მისამართი (როგორც ეს ფაილი:YngwieMalsmteenTheBest1.jpg-ში გააკეთეთ), და არა უბრალოდ "Google" (ფაილი:Yngwie Malmsteen Child.jpg). ამის ჩასწორებას თქვენ მოგანდობთ, რადგან მე უბრალოც არ ვიცი, რომელი საიტიდან არის აღებული.

ეს რაც შეეხებოდა ტექნიკურ მხარეს, სტატიის შინაარსსა და გამართულობაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ.— გიორგი განხილვაწვლილი 09:19, 12 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

ისევ გაგიმარჯოს, გიორგი! წერილზე, რომელიც შენ მოგწერე, მოულოდნელად სხვები გამომეპასუხნენ, მეთქი, რამე ხომ არ მოუვიდა გიორგის. მადლობა ღმერთს, მხოლოდ ტენქიკური პრობლემა გქონია. მე ისევ ძველ მეგობრებს ვარჩევ, თუმცა, თუ ვინმე კარგ საქმეს გაგიკეთებს, მაინც მადლიერი უნდა იყო კაცი. გიორგი, იგვის შესახებ ჩემს მიერ მოძეულ მასალებში პიროვებების სახელები მეტწილად ინგლისურ ენაზე წერია. ასევე დავტოვო თუ ქართული წარმოთქმის წესების ანუ ტრანსკრიპციით ვწერო? დანარჩენ საკითხებზე შიგა და შიგ ვისაუბრებთ. ჯუმბერი — Dudukedeli9 14:00, 12 სექტემბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ კიდევ ერთხელ!
ტექნიკური ხარვეზები მოგვარდა, ასე რომ ახლა "პირდაპირ სახლიდან გწერთ" . პასუხი თქვენს შეკითხვაზე: პიროვნებების სახელები აუცილებლად ქართულად, ქართული წარმოთქმის წესების მიხედვით, ანუ ტრანსკრიპციით. ამასთან ნუ დაიზარებთ, ამასაც გადახედოთ: ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში. მრავალ შემთხვევაში სწორედ ეს გვშველის ხოლმე.
პ.ს. არაა აუცილებელი ყოველი მოწერისას ახალი ქვესათაურის გახსნა. აი აქ მაგალითად, რომ წერია "გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან" გვერდზევე აქვს ბმული "რედაქტირება" პატარა ასოებით. შეგიძლიათ ამ თემის გარშემო რაც იქნება აქვე, ამ სექციაშივე მომწეროთ. დიდი ხანია, მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობდი, თავისით მიხვდება ან საწყენად არ მიიღოს-მეთქი. პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 14:30, 12 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

სპილენძი

გიორგი სპილენძი/დროებითი ამ სტატიას რომ მორჩები, მომწერე და ყავახანაში განხილული სქემის მიხედვით ვიმოქმედოთ. ოკ? — ჯაბა ლაბაძე () 11:46, 13 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ოკ.— გიორგი განხილვაწვლილი 11:48, 13 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

  გაკეთდაჯაბა ლაბაძე () 13:22, 13 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ვიკიპედიის გამოყენება

მიტხარი რა ცჰემს მიერ შექმნილ ან დამატებულ სტატიას გადამოწმებადი წყარო სად მივუწერო?სცოლიოშიო წავიკითხე და სქოლიო სადაა?და რომ არ მივუწერო არ დაამატებთ?--გიორგი ბუხრიკიძე განხილვაწვლილი 10:02, 18 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ბოლო კითხვიდან დავიწყებ: რომ არ მიუწერო, შეიძლება, ვისაც გული შესტკივა მოცემულ სტატიაზე, იმან ჩაუწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩასმული აქვს თარგი {{წყარო}}, შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ წაიშალოს. სასურველია, თუ ამას თავად გააკეთებ. ახლა პირველი კითხვა: სქოლიო. სტატიაში ტექსტშივე, ამათუიმ ფაქტის დასადასტურებლად, ამატებთ წყაროს <ref> და </ref> კოდებს შორის მოქცევით, ხოლო ბოლოში გააკეთებთ სექციას == სქოლიო == , რომლის ქვეშაც ჩასვამთ თარგს {{სქოლიო}}. ეს ავტომატურად შექმნის თქვენს მიერ მითითებული წყაროების ჩამონათვალს თანმიმდევრობით. გადახედეთ დახმარების გვერდებს, თქვენს მრავალ შეკითხვაზე (ალბათ) შესაძლოა პასუხი ნახოთ. თუ რაიმეს ვერ გაიგებთ, არ მოგერიდოთ. — გიორგი განხილვაწვლილი 10:16, 18 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ჩემი წვლილიდან უსარგებლო ფაილი როგორ წავშალო?--გიორგი ბუხრიკიძე განხილვაწვლილი 11:51, 18 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

კითხვა კარგად ვერ გავიგე... რას ნიშნავს "წვლილიდან წაშალოთ"? — გიორგი განხილვაწვლილი 12:08, 18 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მომხმარებლის მენიუში ხომაა გრაფა–ჩემი წვლილი,სადაც იწერება თუ როგორ შეიცვალა შენს მიერ შექმნილი ან გადაკეთებული სტატია ან შენ თვითონ რა შექმენი.ხოდა როცა ვვარჯიშობდი გვერდის შექმნაში ეს გვერდი გამოჩნდა ჩემს წვლილში და როგორ წავშალო?--გიორგი ბუხრიკიძე განხილვაწვლილი 12:37, 18 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

როგორც ვხვდები, სავარჯიშოზე ამბობთ. წვლილიდან ვერაფერს ვერ ამოშლით (რამდენადაც მე ვიცი), თავად სავარჯიშო კი (სურვილის შემთხვევაში) შეიძლება წაიშალოს, ამისათვის გვერდის თავში უნდა ჩასვათ თარგი {{წასაშლელი}} და ადმინისტრატორები მიხედავენ. თუმცა, რაში უნდა დაგჭირდეთ ამის გაკეთება? აქ თითქმის ყველა მომხმარებელს (მათ შორის, ძველ მომხმარებლებსაც) აქვს სავარჯიშოები, სადაც ვარჯიშობენ ხოლმე. მეც მაქვს მასეთი ორი. ზოგს კი 12 აქვს.  და ყველაფერი ეს აისახება მათ წვლილში. ასე რომ, მემგონი, სულ ტყუილად იწვალებთ თავს. გიორგი განხილვაწვლილი 13:08, 18 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მადლობა

მადლობა გიორგი მოლოცვისათვის. იმედი მაქვს შენც მალე მოგილოცავ.  ჯაბა ლაბაძე () 14:05, 18 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ორ-სამ წელიწადში ალბათ. გიორგი განხილვაწვლილი 14:24, 18 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

კლიფ ბარტონი

გაუ, კლიფ ბარტონი Clifford Lee "Cliff" Burton (February 10, 1962 – September 27, 1986), გთხოვ დ. და გ. ჩაწერო. ეს ვიკის სტილია.--ცანგალა () 11:33, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ოკ. ეხლავე.— გიორგი განხილვაწვლილი 11:34, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

  • ბარტონის სიკვდილმა მეტალიკის არსებობა კითხვის ნიშნიშ ქვეშ დააყენა. (რაღაცა არ მომ წომნს, მაგრამ რა?)
  • კლიფი მეტალიკას 1982 წელს შეუერთდა და ჯგუფის პირველი სამი ალბომის (Kill 'Em All, Ride the Lightning და Master of Puppets) ჩაწერაში მონაწილეობს. (შეუერთდა და მონაწილეობს თუ უერთდება და მონაწილეობს ან შეუერთდა და მონაწილეობა მიიღო).
  • დღეს დ. და გ. გთხოვ ადგილიც მიუთითო. მე მეგონა, რომ ცნობილი არ იყო. კიდევ კარგად გადახედე სტატიას. როდესაც დიდი პაუზის შემდეგ წაიკითხავ კვლავ შეცდომებს დაინახავ. წარმატებები.--ცანგალა () 19:28, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მეორე და მესამე პუნქტს ეშველება, აი პირველი... "ბარტონის სიკვდილმა მეტალიკას არსებობა სათუო გახადა."? ხვალ გადავიკითხავ კიდევ. — გიორგი განხილვაწვლილი 19:39, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

პ.ს. გააჩნია ვისთვისაა ცნობილი. ჯასტინ ბიებერის მსმენელმა შესაძლოა არც კი იცოდეს საერთოდ ჯგუფ მეტალიკის არსებობის შესახებ. მეტალ სამყაროში საკმაოდ ცნობილია და ხშირად სახელდება №1 ბასისტად. ასევე მეტალიკის სული და გული იყო, როგორც ბასისტი - ექსტრაორდინალური, როგორც კომპოზიტორი - იდეებით სავსე: მრავალი სიმღერა პირველ სამ ალბომში მის იდეებზეა აგებული. ახლა ცოცხალი რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, მეტალიკა გაცილებით უფრო მაღალ დონეზე იქნებოდა... იმასაც იძახიან, შავი ალბომიც კლიფის დაწუნებულ იდეებზე იყოო დაწერილი... მე პირადად უდიდეს პატივს ვცემ ამ ადამიანს.
პ.პ.ს. არც კი გაიფიქრო, რომ ამ ჩემი სიტყვებით ვინმეს რაიმე სახის შეურაცყოფას ვაყენებ, როგორც იტყვიან ხოლმე, "გემოვნებაზე არ დაობენ" (სიმართლე გითხრა, მე არ მჯერა ამის )— გიორგი განხილვაწვლილი 20:21, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

სგ

მადლობა, რომ შეამჩნიე. :)— გიორგი, 11:41, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

არაფერს :)— გიორგი განხილვაწვლილი 11:42, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ალბომების ყდების ზომა

რომ იცოდე - ინფოდაფაში გავზარდე 220 პიქსელამდე (20 პიქსელით მეტი). როგორც პრინციპში, ინგლისურ ვიკიში. ოდნავ კარგად შეავსებს ცარიელ სივრცეს თავის ირგვლივ. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 17:43, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ეგ კი კარგი, მაგრამ ამ და ამ პრობლემას მაგით ვერ ეშველა გიორგი განხილვაწვლილი 17:48, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

შესაძლოა, სადმე მედიავიკიშია სულაც გასასწორებელი და ტყუილად "ეჩალიჩები" თარგებს... — გიორგი განხილვაწვლილი 18:00, 30 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

თხოვნა

ახალს მომხმარებელს მისალმების თარგი ჩაუსვი ხოლმე. მადლობა.--ცანგალა () 11:53, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

აუცილებლად, არაფერს.— გიორგი განხილვაწვლილი 11:57, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)ამ ბოლო დროს სხვა საქმეებით ვარ ხოლმე დაკავებული და ვერპასუხი

წაშლას არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემი ატვირთული სურათი ვიკისაწყობში წამიშალეს იმ მიზეზით რომ პოლიტიკური იყო და როცა ვთხოვე კონკრეტული მიზეზის დაწერა რადგან ბევრი მსგავსი პოლიტიკური შინაარსის სურათების ვიკიში პასუხიც არ გამცეს. როგორც ჩანს რუსული სპეცსამსახურები ყველგან მუშაობენ--ვასკო და გამა   11:40, 3 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

გასაგებია. ეს სპეცსამსახურებზე მაგარი იყო   ისე, ქართულ ვიკიში რომ ავტვირთოთ, არ გამოვა? თუმცა ღირს კი ამდენ ხლაფორთად...  გიორგი განხილვაწვლილი 11:52, 3 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ვნახოთ ჯერ რას გადაწყვეტავენ კიდევ რაღაცეები მივწერე და მერე იქნებ ჩვენთან ავტვირთოთ და თარგიც აღვადგინოთ--ვასკო და გამა   11:54, 3 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგი, გამარჯობა, იმედია კარგადა ხარ. სულ მალე ვამთავრებ სტატიას ინგვი მალმსტინის შესახებ. ერთი შეკითხვა მაქვს: მინდა ამ სტატიის დამატებითი ინფორმაციისათვის საინფორმაციო სტატიის შექმნა "შრედი-ს" სტილის შესახებ. ესპანურ ვიკივერსიაში არის სტატია ამ ტემაზე საკმაოდ კარგად გაშუქებული. შემიძლია მისი თარგმნა ქართულად უპრობლემოდ ზოგიერთი დამატებითი ინფორმაციით. ეს დასაშვებია თუ არა? პატივისცემით, ჯუმბერი— Dudukedeli9 09:38, 7 ოქტომბერი 2010 (UTC)

მოგესალმებით!
კარგად ვარ, შეძლებისდაგვარად, მადლობა.
რათქმაუნდა, დასაშვებია. ყველაენოვან ვიკიპედიაში ზოგადი პრინციპები საერთოა.  პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 12:19, 7 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ჯუმბერ ბოლქვაძისაგან— Dudukedeli9 13:14, 10 ოქტომბერი 2010 (UTC)

გიორგის გაუმარჯოს! სტატია შრედის შესახებ დასრულებულია. მივამაგრე შესაბამისი ვებ გვერდები. მივიღე შეტყობინება, რომ სტატიას არ ჰქონდა კატეგორია და დავუმატე. სწორად გავაკეთე, მგონი. თუ არა – ხელი შემაშველეთ, გთხოვთ, და საერთოდ, როდესაც სტატიას ამთავრებს კაცი, რა გზით ხდება მისი საბოლოო გააქტიურება ვიკიპედიაში? ხელის მოწერის სიმბოლოთი, მგონი, მაგრამ რატომღაც ვერ ვპოულობ მას. კიდევ ერთხელ თქვენი იმედითა და სალამით და პატივისცემით, ჯუმბერ ბოლქვაძე— Dudukedeli9 13:14, 10 ოქტომბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ!
"გააქტიურება" - როგორც ტერმინი, არ არსებობს ვიკიპედიაში,  და არც ხელი უნდა მოაწეროთ სადმე. საკმარისია, დაუმატოთ სტატიას კატეგორიები, ენათშორისი ბმულები და მოხსნათ თარგი {{მუშავდება}} (ან {{subst:L}}) სტატიის თავში. თქვენს სტატიაში კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები შევიტანე და კატეგორიები გავასწორე. ინტერვიკები (ენათშორისი ბმულები) დათომ ჩაამატა. შემდგომში კიდევ გადავხედავ და ჩავასწორებ რაღაც-რაღაცეებს, იმედია არ მიწყენთ.  
პატივისცემით,— გიორგი განხილვაწვლილი 13:38, 10 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგის გაუმარჯოს კიდევ ერთხელ! გმადლობთ თანადგომისათვის და ყურადღებისათვის.

სტატიის სათაურად "შრედინგი–ს" არჩევა, მართალი გითხრათ, უფრო მართებულია, რადგან უფრო მეტად გამოხატავს გიტარაზე დაკვრის სტილისტურ ტექნიკის პროცესს, შრედი კი უფრო ზოგადი განმარტებაა, თუმცა უფრო ხშირად შრედს იყენებენ კომპაქტურობის გამო. შეიძლება ორივეს გამოყენება ამ თვალსაზრისითაც, მაგრამ შრედინგზე შევჩერდები მაინც. ეხლა ვცადე მისი შეცვლა და ვერ შევძელი შეცვლა, რადგან როდესაც კლიკი გავაკეთე "რედაქტირება"–ზე, სტატიის სათაურის ქვემოთა ტექსტზე ცვლილებების საშუალება მომეცა მხოლოდ. იქნებ თქვენ დამეხმაროთ?

კიდე რამოდენიმე საკითხი: ინგვი მალმსტინის სტატიას ეს ესაა დავამატე მისი სტილისა და ტექნიკის შესახებ ერთი პატარა თავი (ან განყოფილება) და გავაკეთე ბმული ჩემს სტატიაზე "შრედი (სტილი)" (რის გამოც შევქმენი ეს სტატია), მაგრამ რატომღაც არ გაკეთდა, წითელ ფერში დარჩა. ვერ შევძელი ბმულის გაკეთება ნეო–კლასიკურ მეტალზეც. რომელიც არსებობს ქართულ ვიკიპედიაში (თუმცა, მართალი გითხრათ, ძალზედ მწირი და "მშრალი" მეჩვენება ეს სტატია). რატომ, სად მაქვს შეცდომსა?

ვერ ვიპოვე გიორგის მიერ სტატიის ენობრივი ბმულები ვიკიპედიის ამავე სტატიის სხვაენოვან ვერსიებზე. ამაში გარკვევა მნიშვნელოვანია ჩემთვის, მითხარით, თუ შეიძლება, ზუსტად სადაა ეს ბმულები?

პატივისცემით, ჯუმბერი— Dudukedeli9 16:15, 10 ოქტომბერი 2010 (UTC)

  • სტატიის შრედი (სტილი)-დან შრედინგი-ზე გადასატანად სტატიის რედაქტირება არაა საჭირო, მაღლა მარჯვენა მხარეს ზუსტად "ძიების" წინ არის პატარა ქვემოთ დახრილი სამკუთხედი ("კითხვა", "რედაქტირება", "ისტორია", შემდეგ ვარსკვლავის ნიშანია და მაგის მერეა), მაგ სამკუთხედზე რომ მიიყვანთ ისარს, ქვეშ გამოჩნდება ბმული "გადატანა", იმას დააწკაპუნებთ და მერე ადვილად მიხვდებით. თუ გაგიჭირდებათ, მე გადავიტან.
  • ინგვი მალმსტინის სტატიაში ბმული გაქვთ გაკეთებული ასე: [[შრედი]] (სტატიაზე, რომელიც არ არსებობს), უნდა იყოს ასე: [[შრედი (სტილი)|შრედი]]. ასე თუ გააკეთებთ, გამოჩნდება ასე: შრედი. თუმცა სტატიის გადატანას თუ აპირებთ, ასე ჯობს: [[შრედინგი|შრედი]]. მოკლედ იდეა იმაშია, რომ სტატიის სახელწოდება უნდა იყოს | ამ ხაზის წინ ისეთი ფრომით, როგორც სტატიას ქვია, ხოლო | ამის შემდეგ - ტექსტი, რომლის გამოჩენაც გსურთ. თუ ეს ტექსტები ერთმანეთს ემთხვევა, ორჯერ დაწერა არაა აუცილებელი.
  • ნეო-კლასიკური მეტალი, მგონი გრძელი დეფიზი უნდა გქონდეთ "ნეო"-სა და "კლასიკურს" შუა.  უბრალოდ "მინუსი" აკრიფეთ (სხვათაშორის, რაც კი რამეა მეტალზე და მის მიმდინარეობებზე ესკიზები (ზოგიერთი როკშიც), ჩემი შექმნილია ერთი-ორის გარდა, თუ გაავრცობთ, კარგი იქნება )
  • ენათშორისი ბმულები მოთავსებულია სტატიის ბოლოს ერთმანეთის ქვეშ ფორმატით:

[[de:Shredding]] [[en:Shred guitar]] [[es:Shred]] [[fr:Shred]] [[he:שרדינג]] [[ja:速弾き]] [[pt:Shred]] [[ru:Шред]] [[fi:Tilutus]]

(ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა სტატიებს შესაბამისი ინტერვიკები აქვთ), თუმცა თუ ინტერვიკებს აკოპირებთ ესპანურიდან, იქ ესპანურის ინტერვიკი არ იქნება და სასურველია თუ თქვენ ჩასვამთ [[es:"სტატიის სახელწოდება ესპანურად"]], თუ არა, ბოტები გააკეთებენ ამ საქმეს, მთავარია დანარჩენი ენათშორისი ბმულები გადმოაკოპიროთ.
პატივისცემით,— გიორგი განხილვაწვლილი 16:49, 10 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგის გაუმარჯოს! გუშინ ყველაფერი გავაკეთე ისე როგორც მითხარი ბმულებისა და სატაურის შესახებ. ყველაფერ ოკ! შენგან ბევრი რამე ვისწაველ, დიდ მადლობა! ხელწერა სად მაქვს არასწორი და როგორ უნა გავასწორო? ჯუმბერი— Dudukedeli9 11:46, 11 ოქტომბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ!
ხელმოწერა უნდა იძლეოდეს ბმულს მინიმუმ მომხმარებლის განხილვის გვერდზე (ან თვითონ მომხმარებელზე). შედიხართ ბმულზე "ჩემი კონფიგურაცია" (სულ მაღლაა, მარჯვენა მხარეს: ..."ჩემი განხილვა", "ჩემი კონფიგურაცია", "ჩემი კონტროლის სია"...), ან აწკაპებთ აქ: სპეციალური:კონფიგურაცია, წესით იგივე შედეგი უნდა მიიღოთ. ამის მერე, მოძებნით სექციას "ხელმოწერა" პირველივე ჩანართში; შემდეგ ველში "მეტსახელი:" აკოპირებთ ტექსტს: [[მომხმარებელი:Dudukedeli9|ჯუმბერი]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Dudukedeli9|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Dudukedeli9|წვლილი]]</sub>, (ჩემი ხელმოწერის მაგალითი) რის შემდეგაც მონიშნავთ "ხელმოწერის საკუთარი ვიკი-კოდი (ავტომატური ბმულის გარეშე)" (უბრალოდ "პწიჩკას" ჩასვამთ წინ) და ბოლოში დააჭერთ შენახვის ღილაკს. შემდგომ ყოველთვის როცა აკრეფთ ოთხ ტილდას ან დააჭერთ ღილაკზე  , შედეგად მიიღებთ ასეთ ხელმოწერას: ჯუმბერი განხილვაწვლილი

პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 15:12, 11 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ჯუმბერი ინგვი მალმსტინის სტატიის შესახებ

გიორგის გაუმარჯოს! იმედია კარგადა ხარ, ბუნების ძალამ ნუ მოგიშალოს ჯანი და იღბალი! ვფიქრობ, დამთავრებულად შემიძლია ჩავთვალო ჩემი სტატია ინგვი მალმსტინის შესახებ. ვერ ვიტყვი, ვიკიპედიის ტექნიკური და სტილობრივი გადასხედით როგორი გამომივიდა, ერთი კი ცხადია, რომ მასში მთელი ჩემი სიმპატია და საკმაოდ დიდი ენერგია დავახარჯე. შენ როგორ ხედავ? ნუ მოგერიდება, ყოველთვის სასარგებლოა სხვისი აზრი, ასე უფრო მეტს სწავლობს ადამიანი. ველოდები შენს გამოხმაურებას ჯუმბერი--ჯუმბერი განხილვაწვლილი 12:18, 12 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობათ! მადლობა თბილი სიტყვებისთვის, ათმაგად დაგბრუნებოდეთ! მალმსტინს მოგვიანებით გადავხედავ აუცილებლად, ახლა დრო არ მაქვს, და თუ რამე შენიშვნა მექნება, თქვენს განხილვის გვერდზე მოგწერთ.— გიორგი განხილვაწვლილი 16:19, 12 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ITshnik/არქივი 3-ის მომხმარებლის გვერდზე დაბრუნება.