განხილვა:მიხეილ ერისთავი

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala

არსებობს სხვა მიხეილ ერისთავიც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გადავიტანოთ მიხეილ ერისთავი (მემამულე)-ზე, ან რაიმე მსგავსზე. გიო ოქრო 16:54, 6 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

კი ბატონო, გადაიტანე --M. განხილვაწვლილი 18:46, 6 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

მოიცა და რომ არ არსებობს მეორე მსგავსი სტატია? --Wiki - ჯაბა 19:03, 6 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

უნდა შემოვიტანო :) გიო ოქრო 12:01, 7 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

ეს წინასწარ განხილვები ახალი მოდაა? :))) --Wiki - ჯაბა 15:56, 7 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

ხუმრობა იქით იყოს და ის ვინაა პროფესიით? --Wiki - ჯაბა 16:01, 7 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ახალი მოდა არ არის. ვაპირებდი შემოტანას და ამიტომ ვიკითხე. მიხეილ ერისთავი (გენერალ-მაიორი). გიო ოქრო 17:25, 7 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

იყოს ეს მემამულე მაშინ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. --Wiki - ჯაბა 19:39, 7 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

მიხეილ ერისთავი — ფრჩხილების გარეშე მხოლოდ ეს არის. და რატომ უნდა გადავიდეს ფრჩხილებზე მაინც არ მესმის.--ცანგალა 07:08, 8 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
მეორე მიხეილ ერისთავის სტატია შემოვიტანე. იმას აქვს ფრჩხილები. ესეც ფრჩხილებიანზე უნდა გადავიდეს (რადგან მეტად ცნობადი და მისთ. არ არის). ხოლო უფრჩხილო გვერდზე შეიქმნება მრავალმნიშვნელოვანი. გიო ოქრო 09:45, 8 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ჩვენ ადრე შევთახმდით, რომ {{მმ|}} იწერება (მრავალმნიშვნელოვანი), აქედან გამომდინარე ერთი იწერება ფრჩილების გარეშე და მეორე ფრჩხილებით. არ მაქექინო, ახლა ის რომ (მრავალმნიშვნელოვანი) შევთახმდით.--ცანგალა 10:40, 8 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
და რის მიხედვით წყდება რომელს უნდა და რომელს არა? მასე არ გამოვა. გიო ოქრო 10:47, 8 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ამაზე მგონი არ იყო საუბარი (ზუსტად არ მახსოვს). მმ — მახსოვს, რადგან სტატიების გადატანა დაიწყო ქართულ ვიკიპედიაში. მიხეილ (მიხა) ქაიხოსროს ძე ერისთავი (დ. 1817 — გ. 1870) — თავადი. ქართველი მემამულე, ჩაის კულტივირების პიონერი საქართველოში. რადგანაც არ ვიცით ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცნობადი არ არის და მნიშვნელოვანი პიროვნება არ არის საქართველოსთვის.--ცანგალა 10:52, 8 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ხოდა ამიტომ ორივეს უნდა ფრჩხილი. ფრჩხილების გარეშე სტატიაში კი გაკეთდება მმ, როგორც მაგალითად აქ არის — პეტრე. გიო ოქრო 10:55, 8 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ცუდი მაგალითი მოიყვანე. ორივეს ფრჩხილი რატომ სჭირდება ამას ვერ ვხვდები.--ცანგალა 12:19, 8 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

ადრე ვისაუბრეთ სადღაც, მართალი ხარ ცანგალა. თუ ზუსტად მახსოვს ფრჩხილების აცილების მიზნით იმას არ ვუწერდით ფრჩხილებს ვინც მეტად ცნობილი იყო. მაგრამ ამ შემთხვევაში გიორგი მართალი მგონია. ცნობადობის პრინციპი აქ არ მოქმედებს. --Wiki - ჯაბა 13:47, 8 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

და ე.ი. ორივეს ფრჩიხელბი უნდა ჰქონდეს? გავითვალესწინებ მომავალში და არ შევქმნი ნოდარ გიორგაძე (მრავალმნიშვნელოვანი) — ორივეს ექნება ფრჩხილები და სათაური ექნება [[:ნოდარ გიორგაძე]].. ეხლავე გავასწორებ. და მომავალში სხვებსაც გავასწორებ და ახალსაც ისევე შევქმნი როგორც მიხეილ ერისთავი შეიქმნება. ოღონდ ესეც უნდა ჩაიწეროს რეესტრში. და შემდეგ დაიწყება დისკუსია ეს მომხმარებელი ცნობადია და ფრჩილები არ უნდა და ის მომხმარებელი ცნობადია არ არის და ფრჩხილები უნდა. ჩემთვის პირადად ყველანი ერთნი არიან. ამიტომ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სათაურში (მრავალმნიშვნელოვანი) არ ვწერთ. რაც ადრე ისედაც გვქონდა. ცნობადობა რითი განისაზღვრება? რადგანაც ჩვენ არ ვიცნობთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცნობადი არ არის. მე მაგ. გივი ბაქრაძე, თამარ ყუფუნიას ვიცნობ და ისინი ჩემთვის ცნობადია. მაგ. დავით ბაქრაძე (მრავალმნიშვნელოვანი) ჩემთვის გმირი უფრო დავით ბაქრაძე (გმირი) — ცნობადია, ვიდრე დავით ბაქრაძე. ამ დროს გმირს ფრჩხილები აქვს და ჩვეულებრივ პოლიტიკურ მოღვაწეს არა. ე. ი. ეს მრავალმნიშვნელოვანი წავშალოთ და ორივეს დავუწეროთ ფრჩხილები. 70 წლის შემდეგ დღევანდელ პოლიტიკურ მოღვაწეს არავინ იცნობს, როგორც ოდესღაც ირაკლი წერეთელს ვიცნობდით და რომელზედაც სტატიაც კი არ არის. ერთსა და სამუდამოდ ქართული ვიკიპედია ამ საკითხში უნდა ჩამოყალიბდეს. მხოლოდ მიხეილ ერისთავზე კი არ უნდა ჩამოვყალიბდეთ, არამედ ზოგადად. მეტად ცნობადი რას ნიშნავს? ენციკლოპედიაში ვინც ხვდება ყველა ცნობადი სახეა.ცანგალა 14:25, 8 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ნოდარ გიორგაძეზე (პოლიტიკოსზე) ქე-ში სტატია არ არის, უროლოგზე არის. ანუ ეს უფრო ცნობილია. დავით ბაქრაძე ახლანდელ დროში ცნობილი უფრო პოლიტიკოსია, ვიდრე გმირი და ა. შ. ამ შემთხვევაში უფრო ცნობილს ვერ გამოვყოფდი, ამიტომ ორივეს უნდა ფრჩხილი (ერთს არა და მეორეს — კი, რა კრიტერიუმით?). ასე მგონია. გიო ოქრო 14:30, 8 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

ცანგალა მეც მაგას ვიძახი. ენციკლოპედიაში რომ მოხვდება ცნობადია და ამიტომ არ მოქმედებს ცნობადობის პრინციპი პიროვნებებზე. შენ გერევა ასეთ მაგალითში: სტატია თბილისის დაწერის დროს ყველაზე ცნობადი ბუნებრივია დედაქალაქია და თბილისს ფრჩხილები არ სჭირდება, ხოლო თბილისი (ცთომილი)-ს სჭირდება. ჩვენს შემთხვვაში საუბარია ორ პიროვნებაზე, სადაც ცნობადობის პრინციპი არ მოქმედებს. ამიტომ ორივეს ფრჩხილები და გვერდი მარვალმნიშვნელოვანზე. ესაა ჩემი აზრიც და საბოლოო პასუხიც. --Wiki - ჯაბა 15:17, 8 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

გიო ოქრო, ვერ დაგეთანხმები, რომ ნოდარ გიორგაძე უროლოგი უფრო ცნობადია, ვიდრე პოლიტიკოსი. უბრალოდ ქე ისეთ დროს გამოიცა, როდესაც პოლიტიკოსი არ პოლიტიკოსობდა. იხ. საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევის დეპუტატები. ქე კი როდის მომზადდა და გამოიცა?(მე ვერ ვამოწმებ, არ მაქვს). ახლა დავით ბაქრაძეს. რა შუაშია დღევანდელობა. იმ გმირის ბიოგრაფიას, რომ გადახედო ის უფრო ცნობადია ჩემთვის და გმირი, ვიდრე დღევანდელი პოლიტიკოსი. ჯაბა, მოდი თბილისს და მისთანებს ამჟამად თავი დავაბენოთ. ვისაუბროთ გვარ-სახელებზე. „ჩვენს შემთხვვაში საუბარია ორ პიროვნებაზე, სადაც ცნობადობის პრინციპი არ მოქმედებს.“ ცნობადობის პრინციპი თუ არ მოქმედებს, პირველად შემოიტანა სტატია მომხმარებელი:Kober-მა ჩაამატა ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი), რადგანაც ამ შემთხვევაში მომხმარებელი:გიო ოქრო ახალი სტატია შექმნა, ამიტომ პირველი დარჩევა კვლავ ფრჩილის გარეშე, ხოლო მეორე მოგვიანებით შექმნილი ფრჩხილით. ჯაბა, ე. ი. ნოდარ გიორგაძე (მრავალმნიშვნელოვანი) — შევცვალო [[:ნოდარ გიორგაძე]] და ორივეს ფრჩილი ექნება. აკაკი ბაქრაძე (მრავალმნიშვნელოვანი) — მე რომ მკითხო, სამივე თავის საქმეში ცნობადია. დავით ლორთქიფანიძე (მრავალმნიშვნელოვანი) — აქ არქეოლოგს რატომ ვანიჭებთ უპირატესობას. მეცნიერი პედაგოგიკის დარგში, სსრ კავშირის პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი — ნაკლები ცნობადობაა? რადგანაც გარდაცვლილია ფრჩხილებში უნდა დაიწეროს?--ცანგალა 15:59, 8 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
გიორგაძე არის მეორე ტომში, წ. 2012 და არ შეუყვანიათ, ესეიგი არ არის მეტად ცნობილი. ბაქრაძეზე კი შეგიძლია გუგლში აკრიფო და რომელს უფრო მეტს ამოყრის ცნობადიც ის იქნება (ნახევრად ხუმრობით). დღეს პოლიტიკოსი უფრო ცნობილია საზოგადოებაში (შესაძლოა ერთეული გამონაკლისები იყოს). და პირველი ვინ შემოიტანა, მაგაზე დამოკიდებულება ძალიან უცნაურია ჩემთვის. გიო ოქრო 16:03, 8 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
ძალიან ცუდი, რომ არ შეუყვანიათ. რამდენი კანონი მიიღო მან ბსაქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევის სხდომებზე. ხოლო ბაქრაძე არქეოლოგი თავისთავად ცოცხალია და აქტიურია გუგლში, რომ გარდაიცვლება ასი წლის შემდეგ იმასაც ისევე მოძებნი როგორც ამჟამად მეორეს. მეორეს დროს კი გუგლი არ არსებობდა.

@Jaba1977: სტატია საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები შენი შემოტანილია თავისი სიით. ირაკლი ჩხეიძე-ზე გადავყევართ. რომელია ცნობადი დრევანდელი ძალოსანი, თუ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი ირაკლი პოლიტიკოსი? როგორ ჩაემატოს ჩხეიძე-ში. პოლიტიკოსი მივიწყებულია და ძალოსანზე კი გუგლი ამოგვიგდებს. --ცანგალა 16:30, 8 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

შენ არ ამბობ ენციკლოპედიაში თუ მოხვდა ცნობადიაო, ხოდა იმოქმედე ისე, როგორც აქ გეუბნებიან. --Wiki - ჯაბა 05:40, 9 აპრილი 2020 (UTC)პასუხი

მე ვსაუბრობ, რომ ენციკლოპედიებში მოხვედრილები ყველა ცნობადია. ამჟამად ქსე-ში არც ერთი არ არის, ხოლო ქე — ჯერ არ არის შექმნილი. ჩემი პრინციპით რადგანაც ფეხბურთელი პირველი შეიქმნა რჩება ფრჩხილების გარეშე, ხოლო მეორე პოლიტიკოსი ფრჩხილებით. --ცანგალა 07:04, 9 აპრილი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „მიხეილ ერისთავი“-ზე დაბრუნება.