გივი ბაქრაძე
გივი ბაქრაძე (დ. 23 მაისი, 1928, თბილისი — გ. 2020) — ქართველი გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ღირსების ორდენის კავალერი (1997).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1928 წლის 23 მაისს ქალაქ თბილისში. 1951 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1951–1954 წლებში მუშაობდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, პატოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტად. 1955–1958 წლებში — ქალაქის I საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ორდინატორი; 1958 წლიდან იყო № 2 სამშობიარო სახლის ორდინატორი, ობსერვაციული განყოფილების გამგე, მთავარი ექიმის მოადგილე, მთავარი ექიმი. 1975 წლიდან — ამიერკავკასიის რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახურის მთავარი გინეკოლოგი; 1996 წლიდან — რკინიგზის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი. აქვს 31 სამეცნიერო ნაშრომი.