--ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 13:23, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

Mehman 97 19:18, 10 თებერვალი 2018 (UTC)პასუხი

რაჭული ლორი შეიძლება წაიშალოს

რედაქტირება
 

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „რაჭული ლორი“ დაწერაში. სამწუხაროდ, ამჟამად სტატია რაჭული ლორი შეიძლება წაიშალოს შემდეგი მიზეზით: არ აქვს წყარო. შესაძლო წაშლის მიზეზები უფრო დეტალურად შეიძლება იყოს ახსნილი გვერდ „რაჭული ლორი“ განხილვის გვერდზე.--გიო ოქრო 12:04, 22 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

საღამო მშვიდობისა გიო იხ. სტატია: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/news_and_events/265/ რაჭული ლორის კვლევის შესახებ ვმონაწილეობდი პირადად, ასევე იხ. მინიდოკუმენტური ფილმი: https://www.facebook.com/gastronomicassociationofgeorgia/videos/3274142975965767 --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 18:48, 1 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

კატეგორიები

რედაქტირება

გამარჯობა. ვიკიპედიაში, წესის საფუძველზე, სტატიებსა და კატეგორიებში ვიყენებთ მხოლოდ ქვედა დონის კატეგორიებს, ანუ იქ, სადაც მითითებულია „ქართული სამზარეულო“, საჭირო არ არის „კულინარია“ და „გასტრონომია“. გიო ოქრო 16:52, 22 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

გამარჯობა. დიდი მადლობა შენიშვნისთვის ახალი მომხმარებელი ვარ და კატეგორია გასტრონომია გახლავთ ჩემი ინტერესი. გახლავარ სპეციალისტი გასტრონომიული სფეროს და მნიშვნელოვანია კატეგორია სწორედ ავაწყოთ. გასტრონომიის ნაწილია "კულინარია" და "ქართული სამზარეულო" ამიტომ ვაპირებ ერთი ქუდის ქვეშ მოვუყარო თავი რომ შემდეგ რედაქტირება დავიწყოთ. რთულია ისე მოიძიო ყველა კერძი და სასმელი. ბოლოში გეტყვით რომ "გასტრონომია - არის მეცნიერება რომელიც იკვლევს კვების და სასმელების კულტურას" ასე რომ რაც იჭმება და რაც ისმება ყველაფერი გასტრონომია. --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 17:00, 22 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

კეთილი სურვილებით, ლევან ქოქიაშვილი

სწორად აღნიშნეთ, ახლა ასეა გაკეთებული კატეგორიები: „ქართული სამზარეულო“ → „ეროვნული სამზარეულოები“ → „კულინარია“ → „გასტრონომია“. გიო ოქრო 17:01, 22 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ანუ, თუკი კერძი გაერთიანებულია კატეგორიაში „ქართული სამზარეულო“, მაშინ იქ „კულინარია“ და „გასტრონომი“ არ არის საჭირო. გიო ოქრო 17:06, 22 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ვერ დაგეთანხმებით რომ არ არის საჭირო. „გასტრონომი“ა არის საჭირო ყველგან სადაც საკვებზე და სასმელზე დაიწერება. მაგალითად: მარსზე დაწერ თუ ვენერაზე ყველგან ხომ არის მითითებული „ასტრონომია“? აქაც იგივეა. გთხოვთ ამაში ნუ მედავებით ეს არის ორჯერ ორი რომ ოთხია ასეთი ჭეშმარიტება. --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 17:31, 22 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ორჯერ-ორი არ არის. წესი გვაქვს მიღებული (რასაც, მე პირადად, ვეწინააღმდეგებოდი). შეგიძლიათ გდახედოთ ჩვენს სტატიებს პლანეტებზე, არ მგონია ასტრონომია ეჯდეს ყველას. p.s. მომხმარებლის გვერდებზე ჩვეულებრივი კატეგორიები არ ემატება, მხოლოდ სპეციალურები. ამიტომ „გასტრონომიას“ თქვენი მომხმარებლის გვერდიდან ამოვიღებ. გიო ოქრო 17:45, 22 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მე სიმართლე გითხრათ ვერ ვერკვევი ჯერჯერობით რას ნიშნავს "„გასტრონომიას“ თქვენი მომხმარებლის გვერდიდან ამოვიღებ" ნელ-ნელა გავერკვევი და ყველაფერზე იქნება თავის პასუხი. თქვენი მხრიდან თუ რაიმე გინდათ ამიხსნათ ამას უნდა ქონდეს ახსნა კონკრეტული მაგალითებით და არა თქვენ მიერ უბრალო გადაწყვეტილებით. ამით თქვენ უკარგავთ ახალ წევრს ვიკიპედიაზე მუშაობის სურვილს და ეს ეწინაღმდეგება მორალურ საქმიანობას. ასე რომ მხოლოდ დროის ამბავია მასეთი "ამოღებები". --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 17:52, 22 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
აი ახლა კი მე ვერ გავიგე რა დაწერეთ :) გითხარით რომ კატეგორია:გასტრონომია განკუთვნილია მასში სტატიების და ქვეკატეგორიების მოსათავსებლად და არა მომხმარებლის გვერდებისა. ნუღარ დაამატებთ. გიო ოქრო 17:59, 22 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ვერც მე გავიგე რას იწერებით და ამიხსენით გასაგებად თუ შეიძლება. მე გეუბნებით რომ გასტრონომიის ქუდის ქვეშ უნდა იყოს ნებისმიერი კატეგორია რაც შეხება სასმელს და საკვებს. შეილება ჩაშლა იყოს შიგნით კიდევ, აი ის მომეწონა როგორც ჩასვით ქვეკატეგორიად კულინარია, თუ მაგას გულისხმობთ ეგრე სწორია! კიბატონო! --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 18:07, 22 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ეგ ვთქვი ზევითაც. მაგ., რაჭულ ლორს უნდა მიუთითოთ მხოლოდ ქართული სამზარეულო. თავის მხრივ, ეს კატეგორია (ქართული სამზარეულო) შედის „ეროვნული სამზარეულოები“-ში, ეს უკანასკნელი — „კულინარიაში“, ხოლო საბოლოოდ „კულინარია“ — „გასტრონომიაში“. ასეთია ვიკიპედიის კატეგორიზაციის სქემა. პირდაპირ გასტრონომიაში სტატიების ჩაყრა სწორი არ არის. გიო ოქრო 18:14, 22 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:გიო ოქრო , გასტრონომია იყენებს ისტორიულ, ანთროპოლოგიურ, კულინარულ, ეკონომიკურ, სოციალურ-კულტურულ და სამეცნიერო თეორიებსა და მეთოდოლოგიებს. ამიტომ სწორად უნდა შეიქმნას ყველა კატეგორია და მისი ქვკატეგორიები. მაგალითად "რესტორანი" ქვეკატეგორია უნდა იყოს "სტუმარ-მასპინძლობის სფერო"სი --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 04:39, 1 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

კატეგორია:სპირტიანი სასმელების მოხმარების დაწესებულებები

რედაქტირება

კატეგორია:სპირტიანი სასმელების მოხმარების დაწესებულებები — კატეგორია:გასტრონომია საჭიროა იჯდეს აქ. სასმელების მოხმარება გასტრონომიასთან კავშირშია. გიო ოქრო 09:36, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

მოგესალმებით, იტალიაში გასტრონომიულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის UNISG - Università degli Studi di Scienze Gastronomiche დიპლომით, გახლავართ პროფესით "გასტრო მკვლევარი" და "რესტორატორი". ჩემი მიზანია შევძლო განვავითარო ქართული ვიკიპედიის კატეგორია:გასტრონომია და ზუსტად ვიცი რაზეც ვწერ. ვეცდები აგიხსნათ კატეგორია:სპირტიანი სასმელების მოხმარების დაწესებულებები საერთოდ წასაშლელია და მაგის ადგილას უნდა ეწეროს "სასმელებისა და საკვების მენეჯმენტი" ინგლისურად "Food end Beverig Managment" რაც შემადგენელი ნაწილია კატეგორია: გასტრონომიის". რა არგიმენყტი გჭირდებათ კიდევ? გთხოვთ რამდენჯერ უნდა წამიშალოთ ერთი და იგივე განახლებული პოსტი?
რაც შეხება სტუმართთმოყვარეობას არასწორად არის ნათარგმნი და სწორია სტუმართ-მასპინძლობის სფერო 2018 წელს ვთარგმნეთ ინგლისური სიტყვა "Hospitality"-დან და გასტრონომიული პროფესიების ყველა სასწავლებეი იყენებს ამ ტერმინს. იხ. მაგალითი: https://propertygeorgia.ge/ge/news/stumarmaspindzlobis-lideri-skola-les-roches-sakartveloshi-programas-icqebs გთხოვთ ხელს ნუ მიშლით კატეგორია; გასტრონომის სწორედ განვითარებაში.
ეგ ხელის შეშლა არ არის :) უბრალოდ, ვერ გაიგეთ ვიკიპედიის კატეგორიზაციის არსი. ყველაფრის პირდაპირ „კატეგორია:გასტრონომია“-ში ჩაყრა ვერ გამოვა და საჭიროა სხვადასხვა კატეგორიის მეშვეობით საბოლოოდ მანდ მოხვედრა. კატეგორია:სპირტიანი სასმელების მოხმარების დაწესებულებები — აქვს სხვაენოვანი ანალოგები. ჩვენთან ვიკიპედიებს კატეგორიზაცია ერთნაირი აქვთ, ანუ „რაღაც წასაშლელია და ეს უნდა ეწეროს“ ვერ გამოვა. სტუმართთმოყვარეობას რაც შეეხება, ეგ კატეგორიის განხილვაში უნდა დაწეროთ და სათაურის გასწორება მოხდება. გიო ოქრო 13:06, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
შეგიძლიათ მასწავლოთ ბოლოს რაც დაწერეთ როგორ გავაკეთო?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ლევან ქოქიაშვილი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .
კატეგორია:სტუმართმოყვარეობის სფეროები — ზედა მხარეს აწერია: „განხილვა“, დააწკაპეთ და დაწერეთ თქვენი წინადადება. ასეთი აქვს ვიკიში ყველაფერს. გიო ოქრო 13:13, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
კატეგორია:სპირტიანი სასმელების მოხმარების დაწესებულებები — ამას რაც შეეხება, რატომ იღებთ კატეგორიას? იხ. ინგლ. ვარიანტი მაგალითად, სადაც უზის ეს კატეგორია. სასმელების დაწესებულებები გასტრონომიასთან კავშირშია, ამიტომ ნუღარ ამოიღებთ. გიო ოქრო 13:17, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
კატეგორია:ტურიზმი — აქ „სტუმარ-მასპინძლობის სფეროები“ არ უნდა, პირიქით ზის უკვე. გიო ოქრო 13:21, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
კატეგორია:სპირტიანი სასმელების მოხმარების დაწესებულებები — აქ რასაც აკეთებთ, მაგას ვანდალიზმი ჰქვია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნუ იღებთ კატეგორიას. გიო ოქრო 13:26, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მე ვფიქრობ თქვენი მხირდან უფროა ვანდალიზმი, ან ამიხსენით რატომ არ იღებთ ჩემს არგუმენტს და დაასაბუთეთ თქვენი არგუმენტი. ან ნუღარ შლით. გეუბნებით გასტრონომიაში არ ისწავლება არავითარი მსგავსი საგანი კატეგორია:სპირტიანი სასმელების მოხმარების დაწესებულებები გთხოვთ დამისაბუთოთ რატომ სვავთ ახლიდან და აღარ წავშლი. --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 13:31, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
უკვე გითხარით ზევით. ინგლ. ვიკის გადახედეთ. კატეგორია:გასტრონომია და საგანი გასტრონომია ერთმანეთში ნუ გეშლებათ :). კატეგორიზაცია გულისხმობს ერთმანეთთან კავშირში მყოფი თემების გაერთიენებას წვრილიდან დიდისკენ და არა პირიქით, ანდა იმის მიხედვით, რა ისწავლება და რა არა ამა თუ იმ მეცნიერებაში. მაგ., კატეგორია:ზოოლოგია — „ზოოლოგიის პორტალები“ ისწავლება ზოოლოგიაში? :) არა, თუმცა ვიკიპედიისათვის საჭიროა რომ ერთმანეთთან კავშირში მყოფი თემები დაკავშირებული იყოს კატეგორიების საშუალებით. ამიტომ, გთხოვთ ასეთ კატეგორიებს ნუღარ დაარედაქტირებთ წესების დარღვევით, დაიცავით ნორმები. აწყობილია საკმაოდ კარგად. გიო ოქრო 13:36, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
რა არის კარგად აწყობილი? კატეგორია:სპირტიანი სასმელების მოხმარების დაწესებულებები მნიშვნელობა რომ არ იცით? რაც მოიწერეთ სრულიად არ ვეთანხმები და გთხოვთ ასეთ დრო თუ ბრძანდებით ნამდვილი ვიკიპედიელი მასწავლოთ როგორ გადავჭრათ ასეთი საკითხი? ლიტერატურა განახოთ რითიც ისწავლება გასტრონომიული მეცნიერების ყველა სფერო? თუ რა უნდა გავაკეთო? --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 13:43, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
კატეგორია:გასტრონომია მეცნიერება გასტრონომიაში ნუ გეშლებათ, კიდევ ერთხელ გეუბნებით. გადახედეთ ინგლისურ ვარიანტს, სადაც გასტრონომია აგრეთვე მითითებულია. გიო ოქრო 13:47, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
აბსოლიტურად გაუგებრად მწერთ, "გასტრონომია" "მეცნიერება გასტრონომიაში" ნუ გეშლებათ რას გულისხმობთ? ერთიდა იგივეა და როგორ უნდა შემეშალოს? აშკარად არ გაქვთ ცოდნა ამ საკითხზე და გეთაყვა ნუ დაობთ. კიდევ ერთხელ გიკონკრეტებთ "გასტრონომია - არის მეცნიერება რომელიც იკვლევს კვების და სმის კულტურას" თქვენ ენაზე რომ აგიხსნათ სმა-ჭამას რაც ეხება ყველაფერი გასტრონომია. თქვნიდან ველოდები არგუმენტს და ასევე გთხოვთ მითხრათ რა იყო ჩემიდან ვანდალიზმი? ეგრე არ შეიძლება და თქვენი მხრიდან არის აბსოლიტური "ვანდალზიმი" და უცოდნრობა მეცნიერება "გასტრონომიაზე" --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 13:54, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ასევე აშკარად არ ერკვევით მეცნიერება გასტრონომიაში თორემ ამას როგორ დაწერდით, ვაკოპირებ თქვენს დაწერილს: კატეგორია:გასტრონომია მეცნიერება გასტრონომიაში ნუ გეშლებათ, კიდევ ერთხელ გეუბნებით. გადახედეთ ინგლისურ ვარიანტს, სადაც გასტრონომია აგრეთვე მითითებულია. გიო ოქრო 13:47, 23 აგვისტო 2020 (UTC) --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 13:57, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ აქ „მე სპეციალისტი“ ვარ — ასე არ ვსაუბრობთ და ეგ არაფერს ცვლის, ვეყრდნობით აკადემიურ წყაროებს. რაც შეეხება გასტრონომიას, თუკი გასტრონომია სმა-ჭამას იკვლევს, სმა-ჭამაში სასმელების დაწესებულებები არ შედის? თანაც აქ მეცნიერებების კატეგორიები ძალიან ზოგადია და არ მოიცავს მხოლოდ იმას, რასაც უმაღლეს დაწესებულებებში ასწავლიან. მაგალითი ზევითაც მოვიყვანე. ასე რომ, ნუ შეცვლით. გიო ოქრო 14:00, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
სამწუხაროდ აზრზე არ ხართ რას წერთ, ისევთ თქვენი სრულიად უაზროდ დასმული კითხვა მაძლევს ამის თქმის უფლებას. თქვენიდან სრულიად უარგუმენტოდ ჩემი ტექსტის წაშლის შემდეგ მომიწია ამეხსნა „მე სპეციალისტი“-ის ვარ გაჟღერება და იგივეს აგრძლელებთ. იქამდე ჩემთვის ვცდილობდი იმ შეცდომების გასწორებას რომელსაც ვხედავ, ვერ გამიგია რატომ მექიშპებით. გეუბნებით არასწორია და როდესაც იქნება შესაძლებელი დამერწმუნეთ იქნება ჩასწორებული ეს საკითხი. გეუბნებით ადამიანი რომელიც გახლავართ გასტრონომიული სფეროს წარმომადგენელი --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 14:07, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ცოტა მეტი ზრდილობაა მინიმუმ საჭირო. შეცდომებს კი არ ასწორებთ, წესის მითითების მიუხედავად აგრძელებთ კატეგორიების ერთმანეთში არევ-დარევას. სანამ მასეთ საქმეს შეუდგებოდეთ, უმჯობესია მცირე ხანი დაუთმოთ ვიკიპედიის წესების შესწავლად. იქიდან დაწყებული, რომ ვუთითებთ მხოლოდ წვრილ კატეგორიებს — ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში. გიო ოქრო 14:13, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ნამდვილად დიდი უზრდეოლობა იმის მტკიცება რაც არ იცით, ჩემი მხრიდან რა მიღეთ უზრდელობად? რომ გწერთ აზრზე არ ხართ რაზე საუბრობთ თქო? კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნებისმიერი ვიკიპედიელი როდესაც წაიკითხავს ჩვენ დიალოგს დაინახავს რომ აზრზე არ ხართ რას იწერებით და თქვენი პასუხები არის შაბლონური. ასევე ახალ მომხმარებელს რომელსაც აქეთ უნდა დაეხმაროთ და აუხსნათ როგორ იმუშაოს ვიკიპედიაში ცდილობთ დამწამოთ „ვანდალიზმი“. მე რაც წავიკითხე ვიკიპედის წესები თქვენ ნამდვილად არ შესაბამებით ვიკიპედიელის სტატუს. გისურვებთ წარმატებებს დამერწმუნეთ კიდევ ბევრჯერ გადავიკვეთებით.--ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 14:21, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
მომხმარებელი, რომელსაც მითითებებს აძლევ, უნდა ითვალისწინებდეს კიდეც. აი რასაც აკეთებთ, ეგ კარგი ნამდვილად არაა. მსგავსი კატეგორიზაცია აქვს სხვაენოვან ვიკიპედიებსაც (მაგ., ინგლიურს) და თუკი გადახედავთ, არ წააგებთ. გიო ოქრო 14:25, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
საერთოდ საიდან გადაწყვიტეთ რომ ყველაფერი სწორედა ინგლისურენოვან ვიკიპედიაში? დამერწმუნეთ იქაც ბევრი შეცდომა. აღარ ვაპირებ თქვენთან კამათს. ჯობია საქმემ აჩვენოს ყველაფერს. --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 15:43, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ინგლისურ ვიკიპედიაში კატეგორიზაცია საკმაოდ მაღალი სტანდარტისაა. ნელ-ნელა დარწმუნდებით თავადაც. გიო ოქრო 16:12, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
ინგლისურ ვიკიპედიაში ერთი წელიწადია ვმუშაობ და ჯერ თქვენირი ვეკიპედიელი არ შემხვედრია, ყოველთვის არგუმენტირებულია მათი პასუხი და ცილს არ გწამებს, ზუსტად მსგავსი კომპეტენცით გესაუბრებით "გასტრონომიულ" სფეროზე და სამწუხაროა თქვენი "დამსჯელი" მიდგომები. ქართულ ვიკიპედიაზე მხოლდო იმიტომ დავიწყე მუშაობა ვხედავ არავინ არის ვინც კომპეტენცით და ცოდნის შეძლებს ამ მიმართულების განვითარებას. მხოლოდ ვიკიპედიაში ტექნიკურად რომელი სიმბოლოთი რა უნდა ჩანაცვლო და რას როგორი წესი აქვს ამის ცოდნა არა საკმარისი. გთხოვთ ნუ მედავებით ამ საკითხზე ჩემი პროფესისთვის 18 წელი მაქვს მიძღვნილი და გაუგებრად მესაუბრებით. ადამიანი რომელიც იტყვის ფრაზას გასტრონომია და გასტრონომიული მეცნიერება არა ერთიდაიგივე რამო არ მაქვს არაფერი სალაპარაკო. გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში! დამერწმუნეთ მოგვიწევს კიდევ გადაკვეთა და გთხოვთ ღრმად აღარ შევტოპოთ საუბარში. კარგად ბრძანდებოდეთ. --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 07:32, 24 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

უკვე დავწერე, რომ აქ „მე პროფესიონალი ვარ“-ით სტატიები არ იწერება. ყველგან საჭიროა წყარო. კატეგორიების გადარქმევაზეც ლაპარაკობდით (სტუმარ-მასპინძლობას არ ვგულისხმობ) და კარგად გამოჩნდა, რომ ჯერ ბევრი გაქვთ სასწავლი ვიკიპედიის კატეგორიზაციაში. „გასტრონომია და გასტრონომიული მეცნიერება არა ერთიდაიგივე რამო არ მაქვს არაფერი სალაპარაკო“ — აქაც მშვენივრად ჩანს. ასე რომ, სწავლა, სწავლა და სწავლა. გიო ოქრო 07:37, 24 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

გეთანხმებით სწავლა საჭიროა და მოხარული ვარ გასტრონომიაზე ცოტა მეტი გაიგეთ ვიდრე ინგლისურენოვანი ვიკიპედიის გვერდია. თანამედროვე მეთოდებით არის საჭირო სწავლა და არა კომუნისტური ლოზუნგებით "სწავლა, სწავლა და სწავლა." მაგ კატეგორიზაციაზე უკვე დაიწყეს დახმარება რამოდენიმე საქართველოს ვიკიპედის მენეჯერებმა, აი მათი მიდგომა ნამდვიალად სწორი და გამართული იყო, ამიხსნეს შეცდომები და ჩამინიშნეს შეხვედრები მასტერკლასთან დაკავშირებით. მომავალში გაითვალისწინეთ არა მართებული თქვენი მიდგომა, იმიტომაცა ქართულ ვიკიპედიაში კრიზის და ძალიან ცოტა რედაქტორი, თუ ესე გამწარებთ ახალბედებს და დროს დახარჯავთ ჩემთან მიმოწერაში.... სხვა საქმე ვიღამ უნდა გაკეთოს? წარმატებები თქვენს საქმეში და დავასრულოთ საუბარი. მე როგორც მაქვს სასწავი ვიკიპედიის მართვის საკითხებში ზუსტად ისე გაქვთ სასწავლი გასტრონომია და ცოტა ლიტერატურაც წაიკითხეთ აქ ჯდომის მაგივრად. --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 07:54, 24 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი
რას წავიკითხავ თვითონ ავარჩევ. მე კატეგორიზაციაზე გედავებით და არა მეცნიერებაში. ძალიან კარგია, რომ აგიხსნეს და გაერკვიეთ. ჩემი მიდგომა პირველ კომენტარებშივე კარგად ჩანს, „კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო“. კარგად იყავით. გიო ოქრო 07:58, 24 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

თხოვნა

რედაქტირება

გთხოვთ განხილვის გვერდებზე ხელმოწერა ნუ გავიწყდებათ. ესეც ვიკიპედიის წესია.--ცანგალა 10:34, 30 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

ვცდილობთ --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 04:20, 1 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

მაწონი

რედაქტირება

სტატია მაწონი როგორც ჟიურის წევრს სტატიებში მონაწილეობის უფლება გაქვთ 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით? იხ. ვმ საქართველო/კონკურსები/2020/მსოფლიო სამზარეულო ვიკიპედიაში (ცოტა ორაზროვნათ წერია „ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.“). სტატიის განხილვის გვერდზე დავწერე და მითხრეს აქ დამეწერა, რადგან იქ არ იყო მისი ადგილი.--ცანგალა 07:01, 2 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

თხოვნა

რედაქტირება

აჭარული ჩლეჩილი 1. აუცილებლად იხმარე „—“ სტატიის დასაწყისში (ვიკიპედიის წესი). 2. ბმულები აუცილებლად გააკეთე (ვიკიპედიის წესი). იხ. ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში კატეგორია:აჭარული სამზარეულო უნდა იყოს, რომელიც ჩაჯდება კატეგორია:ქართულ სამზარეულოში. შეიძლება არ მოგწონს, მაგრამ ასე გადაწყვიტეს. შენ კი შეგვპირდი უკეთესს სტატიებს. ჯერჯერობით... 🙄😊 წარმატებები.--ცანგალა 20:05, 31 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

1.გეთანმხებით. 2 გეთანხმებით. 3. აჭარულ სამზარეულოსთან დაკავშირებით ვერ გეთანხმებით, ორივე უნდა იყოს მაგ შემთხვევაში კატეგორია:აჭარული სამზარეულო და კატეგორია:ქართული სამზარეულო. 4. გთხოვთ მომართოთ თქვენობით, არ გიცნობთ არ მიცნობთ, საიდან გადაწყვიტეთ რომ შეგიძლიათ შენობით მომართვა? გისურვებთ წარმატებებს. --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 04:24, 1 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
3. ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში — ვიკიპედიის გადაწყვეტილებაა, რაც წესია მისი და უნდა დაემორჩილოთ. „სტატიებს უნდა მიეთითოს მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია,“ (ასე წერია კენჭისყრის შედეგში) — გაეცანით კენჭისყრას და მის შედეგს. მე პირადად იმას დავუჭირე მხარი როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ წესი წესია და უნდა დავემორჩილოთ მას. ასე რომ მხოლოდ 4. გეთანხმებით. სმაილებით🙄 შემიძლია რომ მოგმართოთ?--ცანგალა 06:43, 1 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
ვნახავ და გამოვხატავ ჩემს მოსაზრებას, გმადლობთ. --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 09:12, 1 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
კენჭისყრა დახურულია და გადაწყვეტილება მიღებულია.--ცანგალა 18:50, 1 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
კეთილი. მადლობა ყურადღებისთვის --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 19:04, 1 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

მაწონი

რედაქტირება

სტატია მაწონის გვერდზე დავწერე, მაგრამ რადგანაც სტატიას არ შეეხებოდა წაშალეს და მითხრეს პირად გვერდზე დამეწერა. ე. ი. როგორც ჟიურის წევრს სტატიებში მონაწილეობის უფლება გაქვთ 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით? იხ. ვმ საქართველო/კონკურსები/2020/მსოფლიო სამზარეულო ვიკიპედიაში (ცოტა ორაზროვნათ წერია „ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.“) --ცანგალა 07:12, 2 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

რათქმაუნდა მე მაქვს უფლება, მაგრამ საპრიზო ადგილის გარეშე. პირიქით იქით დაწესა საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ პრიზი გამარჯვებულისთვის. --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 11:48, 2 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

ესპანური სამზარეულო

რედაქტირება

ესპანური სამზარეულოკატეგორია:ესპანური სამზარეულო ამოსაღები არ არის. უნდა ეჯდეს ფიფქით, როგორც მთავარი სტატია კატეგორიაში, ანუ ასე — [[კატეგორია:ესპანური სამზარეულო|*]]. გიო ოქრო 16:22, 3 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

ყველა სამზარეულო უნდა მოექცეს ერთ კატეგორიაში , ამისთვის იდესალურია: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 16:32, 3 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
ამისათვის, საჭიროა, რომ ყველა სტატიას, რაც მანდ არის, მიეთითოს კატეგორიაში თავისი თავი. ანუ, მაგალითად, ფილიპინური სამზარეულო — ამას კატეგორიაში ჩაუჯდება „კატეგორია:ფილიპინური სამზარეულო“. ხოლო „კატეგორია:ფილიპინური სამზარეულო“-ს ჩაუჯდება „კატეგორია:ეროვნული სამზარეულოები“. ამ გზით ყველა ეროვნული სამზარეულოს კატეგორია ქვეკატეგორიის სახით ჩაჯდება თქვენს მიერ ზევით აღნიშნულ კატეგორიაში, იმ სექციაში, რომელსაც აწერია „ქვეკატეგორიები“. გიო ოქრო 16:35, 3 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
გეთანხმებით ეგ სწორი მიდგომა --ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 16:40, 3 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
მაშინ, თქვენ დააბრუნეთ (როგორც ჟიურის წევრმა) ესპანური სამზარეულოში „კატეგორია:ესპანური სამზარეულო“, ფილიპინურში — ფილიპინური, ხოლო მე ამ კატეგორიებს მივხედავ (რაღაც-რაღაცეები აკლია). გიო ოქრო 16:46, 3 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
დავაბრუნე. აბა ნახეთ ხომ ყვველაფერი გასწორდა?--ლევან ქოქიაშვილი განხილვაწვლილი 16:49, 3 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
კატეგორიებში (±) ნიშანი რომაა მაგაზე რომ დააწკაპებთ, გრაფაში გამოტანილ „ესპანური სამზარეულო“-ს დაუმატეთ „|*“, ანუ მთლიანობაში „ესპანური სამზარეულო|*“ რომ მიიღოთ. ეს მოქმედება ამ სტატიას კატეგორიის თავში ჩააგდებს და არა ასო ე-ზე (როგორც ახლაა). ასევე, ასეთი სტატიებიდან „კატეგორია:ეროვნული სამზარეულოები“ უნდა ამოიღოთ და ამ სამზარეულოს შესაბამისი კატეგორია (ანუ თავისი თავი) ჩაუსვათ მხოლოდ. მერე ამ თავისი თავის კატეგორიას მივუთითოთ „ეროვნული სამზარეულოები“ და მასე ყველა ეროვნული სამზარეულო ერთად მოიყრის თავს. მარტივად რომ ავხსნა, აი მაგალითი: სტატიიდან ბოსნია და ჰერცეგოვინის სამზარეულო ამოვიღე კატეგორია:ეროვნული სამზარეულოები და ჩავუსვი თავისი თავი იმ ფიფქთან ერთად. მერე შევქმენი კატეგორია:ბოსნია და ჰერცეგოვინის სამზარეულო, სადაც მთავარი სტატია ჩაჯდა თავში, ხოლო კერძები (ამ შემთხვევაში მხოლოდ 1) ანბანის მიხედვით დაიწერა. გიო ოქრო 16:57, 3 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი

გილოცავთ

რედაქტირება

დღეს ლევანის დღეობაა, გამოვაცხვეთ ხაჭაპური. აი ამ სიმაღლის, აი ამ სიგანის (ჩემს დროს ვიცოდით). ვიკიპედიელების სახელით გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ წარმატებებს პირად ცხოვრებაში, ხოლო ქართულ ვიკიპედიას ვურჩევდი ისეთ ახალ მომხმარებელს, რომელიც ვიკიპედიის წესებს გაითავისებს, რაც აუცილებელია. საუკეთესო სურვილებით --ცანგალა 08:25, 19 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი