აჭარული ჩლეჩილი
აჭარული ჩლეჩილი — ყველის სახეობა, რომელიც მოხდილი რძისაგან დამზადებული ყველის აჭარული ადგილწარმოშობის სახეობას წარმოადგენს., დაპწნილი, დაგრეხილი ყველი, რომელიც სეფერატორში გამოწურული და ოდნავ შემჟავებული რძისაგან მზადდებოდა. იგი სახლეულის წევრთა ყოველდღიურ საკვებს წარმოადგენდა, ასევე, სასაჩუქროდ და სასტუმროდაც იყო განკუთვნილი. შემდგარი ყველი ქვაბიდან ციცხვით ამოყავდათ. ციცხვზე შემოხვეულ ყველს ხელით შეგრეხდნენ, დაწნავდნენ, ბრტყელ ფორმას მისცემდნენ (შდრ. „ლავაშს“) და გვარდაში შეინახავდნენ.[1]
დამზადების პროცესი
რედაქტირებარძეს აყოვნებენ მოსამწიფებლად 70-80°C-ზე. შემდეგ ვამატებთ იმავე რაოდენობის ახლად მოხდილ რძეს. მჟავიანობა ნარევ რძეში არ უნდა აღემატებოდეს 40-45°C. ამის შემდეგ რძეს ვათბობთ 38-40° ტემპერატურამდე. ემატება მცირე რაოდენობით კვეთი და ინტენსიურად ერევა. რძის შეთბობა გრძელდება 65-70° ტემპერატურამდე. როდესაც დელამო მთლიან გადაზელილ მასად იქცევა, იგი ხელით ინტენსიურად უნდა დაიზილოს და დაიწუროს შრატისაგან. საყველე მასა შუა ნაწილში ხელით ჩაიჭყლიტება და განიერდება, რათა მიიღოს მრგვალი ფორმა. შემდეგ იკეცება და იგივე პროცესი 2-3 ჯერ მეორდება. მიღებული წრიული ფორმა თავსა და ბოლოში იწელება და იგრიხება თოკის მსგავსად. თავი და ბოლო კვლავ ერთად მოექცევა და გადაიკეცება შუაზე, მიიღება 4 თოკისებრი ნაწნავი. ეწყობა სპეციალურ ყუთებში (კაბიწში) ერთ ფენად, იტკეპნება, რათა არ დარჩეს ცარიელი ადგილი. მასის შეგრილების შემდეგ დაამარილებენ და უმატებენ სხვა ფენებს. ინახება გრილ ადგილას. 1-2 თვის შემდეგ მზად არის სარეალიზაციოდ.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი nplg.gov.ge
- მედიკო შავაძე — მემთეური მაღალმთიანი აჭარიდან mtisambebi.ge
- ყველი „აჭარული ჩლეჩილი“ agronews.ge
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნ. მგელაძე. ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი - ა ჭ ა რ ა, თბ., „გამომცემლობა სამშობლო“, 2018, გვ. 520.
- ↑ დაცული ადგილწარმოშობის დასახელება „აჭარული ჩლეჩილი“