ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება/არქივი/6

სტატია-დუბლიკატები

მოგესალმებით, მინდა მოგახსენოთ, რომ ვიპოვე საერთო თემებზე დაწერილი სტატიები. მაგია და მაგია (პარანორმალური მოვლენები), ფასკუნჯი (მითოლოგია) და ფასკუნჯი (პერსონაჟი). არ ვიცი, რამდენად მოუსმენთ ანონიმს, მაგრამ მაინც შემოგთავაზებდით, რომ რადგანაც სტატია მაგია ძალზე არასანდო ტექსტს შეიცავს, იგი ჩანაცვლდეს მაგია (პარანორმალური მოვლენები)-ის ტექსტით, ხოლო მეორე სტატია წაიშალოს ანდა გადამისამართდეს (გრძელი სახელის გამო). ხოლო მეორე შემთხვევაში წაიშალოს სტატია ფასკუნჯი (პერსონაჟი). 80.241.251.138 11:55, 10 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

MIKHEIL — არალეგიტიმური და უღირსი ადმინისტრატორი

ვიკიპედიელებო, Wikimedia Community User Group Georgia-ს სამმა წევრმა (Jaba1977, MIKHEIL და Mehman97) ფონდი ვიკიმედიის დაფინანსებით ჩაატარა საქართველოს რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონკურსი. ორმოცამდე საკონკურსო სტატიის ერთთვიანი შემოწმების შემდეგ იმავე სამი მომხმარებლით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები. მეორე ადგილზე დასახელდა სწრაფად წასაშლელი სტატია, რომელიც პირდაპირ ყოველგვარი ცვლილების გარეშე იყო გადმოკოპირებული ინტერნეტიდან მომხმარებელი:Nina1009-ის მიერ და არღვევდა საავტორო უფლებებს, ამ სტატიის რეალური ავტორი კი ცნობილი ისტორიკოსი ჯაბა სამუშია გახლავთ. მას შემდეგ, რაც მე შედეგები გავასაჩივრე, ჟიურის წევრებმა ადამიანური შეცდომის აღიარების ნაცვლად თავის გამართლება დაიწყეს წარმოუდგენელი არგუმენტებით: გრძელი სტატია, თუნდაც პლაგიატური და სწრაფად წასაშლელი, თურმე უფრო ღირებულია პატარა, მაგრამ გამართულ სტატიებზე. ჟიურის წევრმა Jaba1977-მა თითქოს ავტორის მითითებით სტატიის გამოქვეყნების ნებართვა აიღო ჯაბა სამუშიასაგან. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჯაბა სამუშია არ ყოფილა ინფორმირებული, რომ ვიკიპედიაში არ ხდება ორიგინალური კვლევების გამოქვეყნება ჟურნალ-გაზეთებიდან, მით უმეტეს უცვლელი სახით და თანაც ერთადერთი თავდაპირველი ავტორის მითითებით. ამ ვითომდა თანხმობის პარალელურად ჟიურის სამივე წევრი ეთანხმება შემაშფოთებელ აზრს, რომ ჯაბა სამუშიას სტატიაზე საავტორო უფლებები არ ვრცელდება, რადგან იგი „არ წარმოადგენს უნიკალურ ნაწარმოებს და არის ისტორიული პროცესის აღმწერი სტატია.“ ბატონ ჯაბა სამუშიას საავტორო უფლებების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას რა ჰქვია, არ ვიცი, თქვენ მოუძებნეთ სახელი.
საბედნიეროდ, MIKHEIL-ის გარდა ორივე ადმინისტრატორმა და განხილვაში მონაწილე სხვა მომხმარებლებმა სწორად შეაფასეს სიტუაცია და პლაგიატური სტატია წაიშალა. მაგრამ პრობლემად რჩება ის, რომ ჟიურის წევრებმა კონკურსის შედეგებს არ გადახედეს. ე.ი. ფონდი ვიკიმედიისაგან მიღებული თანხა ჟიურის წევრებმა ან გადასცეს Nina1009-ს აწ უკვე წაშლილი პლაგიატური სტატიისათვის, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ან უბრალოდ თავად გაინაწილეს. ჩემს რამდენიმეჯერ გამეორებულ კითხვაზე, გადაიხედება თუ არა კონკურსის შედეგები, ჟიურის წევრები დუმილს არჩევენ. უსამართლობაა ის, რომ კონკურსში მონაწილე სხვა ავტორები დაიჩაგრნენ: მათგან ერთ-ერთს, გიორგი ჩუბინიძეს კონკრეტული კითხვებიც აქვს, რომელზედაც პასუხად იგი მხოლოდ MIKHEIL-ის ცინიზმს იღებს: „საწყენი ის არის, რომ ფაქტია, მომხმარებელი ჩუბინიძე უზომოდ გაღიზიანა იმან, რომ კონკურსში არ ერგო საპრიზო ადგილი.“ განსაკუთრებით შემაშფოთებელია MIKHEIL-ის გაუგებარი ულტიმატუმური მუქარა, რომ საავტორო უფლების დამრღვევი სტატიის წაშლის შემთხვევაში ვიკიპედიის ათასობით სტატიას „დაერევა“. შესაბამისად, ჩვენი ბიუროკრატი და ადმინისტრატორი MIKHEIL-ი ფონდის გრანტს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიკიპედიის საზიანოდ იყენებს, ახალისებს პლაგიატს, ქადაგებს ვიკიპედიის წესების დარღვევას და პასუხის გაცემაც არ უნდა. გარდა ამისა, მისი ქმედება საქართველოს კანონმდებლობასაც არღვევს, მათ შორის საავტორო უფლებების შესახებ კანონს და სამოქალაქო კოდექსის მიერ დაწესებულ ნორმებს კონკურსის შესახებ (იხ. 755-762 მუხლები). დავეთანხმებოდი პაატას ლმობიერ მიდგომას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ MIKHEIL-ი და ჟიურის სხვა წევრები შეცდომას აღიარებდნენ. სხვა შემთხვევაში უბრალოდ მათ „ვაპრავებთ“ და ვახალისებთ. არა მარტო ვიკიპედიაში, ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში ასეთი უღირსი ქმედების შემდეგ ადმინისტრატორს პასუხსაც მოსთხოვდნენ და პასუხისმგებლობასაც.
MIKHEIL-ის უღირსი დამოკიდებულება ვიკიპედიის და ვიკიპედიელების მიმართ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. როგორც გაირკვა, მიხეილი სულ მცირე იანვრიდან მოყოლებული ვერც ერთი სამი თვის განმავლობაში ვერ აღწევს თავის დროზე მის მიერვე აქტიურად მხარდაჭერილი წესით განსაზღვრულ 500 ზოგადი რედაქტირების ზღვარს (იხ. მისი აქტიურობა სამთვიან შუალედებში: იანვარი-მარტი, თებერვალი-აპრილი, მარტი-მაისი, აპრილი-ივნისი, ასევე 17 აპრილიდან 17 ივნისამდე). არააქტიურობა ჩვეულებრივი ამბავია, არაფერი დასაზრახი. მაგრამ უღირსობაა ის, რომ ჩემს მითითებაზე, შესრულდეს წესი, ჩვენი ადმინი იწყებს თავის დაცვას გრამატიკის ნორმათა თავდაყირა დაყენებით, შემდეგ კი ერთი საათის ინტერვალში აკეთებს ყოვლად უაზრო ცვლილებებს თარიღების სტატიებში. ამ ცვლილებებს გადახედეთ, MIKHEIL-მა სტატიებიდან ამოშალა თავის დროზე Zangala-ს მიერ გაკეთებული საუკუნეებად დაყოფა, MIKHEIL აქაც დესტრუქციულია. ამის შემდეგ კი იგი წერს, რომ 18 ივლისის მდგომარეობით მას 500 რედაქტირებაზე მეტი აქვს და ვერ ჩამოვართმევთ გამტკბარ სტატუსს. და თუმრე მნიშვნელობა არ აქვს, რომ მთელი ნახევარი წელი ზღვარი არაა გადალახული, მათ შორის 17 ივლისის მდგომარეობით. ბატონი ადმინისტრატორი გვეუბნება, რომ ჩვენ ის უნდა გამოვიჭიროთ და რადგან მთელი ნახევარი წელი ვერ გამოვიჭირეთ, ახლა ვეღარაფერს დავაკლებთ. მეგობრებო, ეს დაახლოებით იგივეა, სახელმწიფოს მეთაური რომ თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდეს ნახევარი წელი, შემდეგ ვიღაცამ მოსთხოვოს პასუხისმგებლობა და მან თავი დაიცვას: აქამდე სად იყავითო, კონკრეტულად დღეს ხომ არაფერს ვაკეთებო.   ე.ი. MIKHEIL-ი გვეუბნება, რომ წესი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე „გამოიჭერს“, სხვა შემთხვევაში წესის დარღვევა პრობლემა არაა. სამწუხაროა, რომ ამ ნარატივს ეთანხმება სწორედ წესის ავტორი ადმინისტრატორი David1010-ც. გახსოვთ მათი განსხვავებული რიტორიკა ალბათ თავის დროზე, როცა პასიური ადმინისტრატორები ლამის ვიკიპედიის მტრებად გამოაცხადეს. ვინც ამ წესს ხმა მიეცით თავის დროზე, გაიხსენეთ, ეს იყო თქვენი მიზანი?
შეგნებულად არაფერს ვამბობ პირად შეურაცხყოფებზე და გამუდმებულ დისკრედიტაციაზე, ფეისბუკზე ახალ მომხმარებლებთან ჭორაობებზე, გაუგებარ მუქარებზე, როცა მე მხოლოდ წესის დაცვაზე მივუთითებ.
შეგახსენებთ, რომ MIKHEIL არის არა მარტო ადმინისტრატორი, არამედ ბიუროკრატიც. ბიუროკრატობა კი ადმინისტრატორობაზე მაღალი პასუხისმგებლობაა და აქ გარკვევით წერია: ბიუროკრატის სტატუსი ენიჭება ნდობით აღჭურვილ რედაქტორებს, რომლებიც იცნობენ ვიკიპედიის კანონებს. ბიუროკრატები ეთიკის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდნენ, ვინაიდან ისინი აღიქმებიან როგორც ვიკიპედიის „ოფიციალური წარმომადგენელი“.
ვიკიპედიის აქტიურო, ნაკლებად აქტიურო და არააქტიურო რედაქტორებო, ვისთვისაც ვიკიპედია რაიმე სიკეთეს წარმოადგენს, თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად ღირსეულია MIKHEIL-ი ადმინისტრატორისა და ბიუროკრატის თანამდებობებზე, როცა იგი 1. ვიკიმედიის ფონდისაგან მიღებულ გრანტებს სხვებთან ერთად იყენებს ვიკიპედიის საზიანოდ, ახალისებს პლაგიატს და აჯილდოვებს მომხმარებელს წასაშლელი სტატიის შემოტანისათვის; 2. არ მიაჩნია თავისი ქმედება შეცდომად და აქეთ ქადაგებს ვიკიპედიის წესების დარღვევას; 3. არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ვიკიპედიის წინააღმდეგ; 5. თავს ვიკიპედიელებზე მაღლა აყენებს და კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას არ კადრულობს; 6. კრიტიკულ განხილვებში მუდმივად არის დაინტერესებული მხარე (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ენთუზიაზმზე აღარაა მისი აქტიურობა დამყარებული) და არა ნეიტრალური, რაც შეუთავსებელია ბიუროკრატის ინსტიტუტთან; 7. თავისივე მხარდაჭერილი წესის დაცვაზე უარს ამბობს და უღირსი ქმედებებით ცდილობს სტატუსის შენარჩუნებას.
@Otogi: @Zangala: @Giorgi13: @M.: @Surprizi: @BRUTE: @SHOTHA: @Gaga.vaa: @პაატა შ: @GiorgiXIII: @Gobrona: @Leovizza: @გიო ოქრო: @Beqabai: @Arkaitz1974: @Woodmana: @Nina1009: @Nina1009: @NaswKai: @გიორგი ჩუბინიძე: @გიორგი ფეიქრიშვილი: @Gala: @იაკობ: @Abandoner: @Fiqriasidamonize: @Odabade90: @ILIA: @Melberg: — პირადად მე პირობას ვდებ, რომ ვიკიპედიის წესების დარღვევას თუ აღმოვაჩენ სადმე, არ გავჩერდები. თქვენ კი გადაწყვიტეთ, გინდათ ასეთი „მმართველი“ ვიკიპედიაში? ვისთვისაც ვიკიპედია იმდენად ხელწამოსაკრავია, რომ ამ უღირსობის პირდაპირ გამართლებას დაიწყებს, ჩემს წინააღმდეგ, ვიკიპედიის წესების წინააღმდეგ და საქართველოს კანონმდებლობის წინააღმდეგ მოუწევს დადგომა, რადგან ჩემთვის ქართული ვიკიპედია ძალიან ძვირფასია და არ ვაპირებ შევუშინდე ჩემი ღირსების დისკრედიტაციასაც კი. მადლობა. Deu. 11:44, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ე.ი. ფონდი ვიკიმედიისაგან მიღებული თანხა ჟიურის წევრებმა ან გადასცეს Nina1009-ს აწ უკვე წაშლილი პლაგიატური სტატიისათვის, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ან უბრალოდ თავად გაინაწილეს. — ეს სიტყვები არის პირდაპირ ცილისწამება!!! არც მე და არც სხვა წევრი ჩვენი ჯგუფისა არასოდეს თავისთვის არაფერს იღებს, ჩვენ ყოველი პროექტის ბოლოს ვწერთ რეპორტს და ვაგზავნით ფონდში, თუ ვინმეს რაიმე სახის პრეტენზია გააჩნია ამასთან დაკავშირებით, შეუძლია გამოითხოვოს ყველა საბუთი ფონდიდან. არც ეს კონკურსია გამონაკლისი, როდესაც დაჯამდება კონკურსის შედეგი, დაიწერება რეპორტი და ფონდი გადახედავს. მე პირადად ვალდებული არ ვარ, რომ პირადად შენ რაიმე ანგარიში ჩაგაბარო, მე ანგარიშს ვაბარებ ყველას საჯაროდ მეტაზე და ნებისმიერს შეუძლია მას გაეცნოს. რაც შეეხება შენს ცილისწამებლურ განცხადებას, სასწრაფოდ მოვითხოვ ადმინებისგან @MIKHEIL:, @Otogi:, @David1010: მყისიერ რეაგირებას და წესების პირველ და მეორე მუხლის თანახმად ამ მომხმარებლის ბლოკირებას. --Mehman 97 12:22, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ყელში ამოვიდა ამ მომხმარწბლის ცილისწამება და პირადი თავდასხმები. პასუხს არ ვაპირებ მხოლოდ ერთს ვიტყვი მომხმარებელთა ჯგუფი ვალდებული არაა ვიკიპედიაში ანგარიში აბაროს ვინმეს. აქვე მეორეს დავამატებ რომ ეს მომხმარებელი ზღვარს გასცდა და დასაბლოკია.--ჯაბა 1977 12:38, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

აქამდე მეგონა ეს ყველაფერი ასეთ სახეს არ მიიღებდა. ერთ-ერთი ყოფილი ვიკიპედიელი პირდაპირ ცილისწამებაზე გადავიდა და დაუსაბუთებლად შეურაცხყოფას აყენებს იმ ხალხს ვინც წლების განმავლობაში ემსახურება ვიკიპედიას. არ ვიცი რა შეიძლება ამას ვუწოდო თუ არა თავხედური და უზნეო ქმედება რომელიც სულ მცირე დაბლოკვას იმსახურებს.--დათო1010 12:43, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
უტიფრობა, ცილისწამება, შეურაცხყოფა, ბოღმისა და აბსურდის კორიანტელი. არ ვიცი, რა ვუწოდო ამ ტექსტს. რა ნამუსით ლაპარაკობს ვიკიპედიაზე ადამიანი, რომლის წვლილიც ბოლო წლებში მხოლოდ მსგავს ინტრიგნულ განხილვებს ითვლის? დიახ, აშკარაა, რომ ეს მომხმარებელი გასცდა ყოველგვარ ზღვარს, ადგილი აქვს ვიკიპედიის რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას, ატმოსფეროს გაუარესებას, ვიკიპედიელების ერთმანეთთან დაპირისპირების მცდელობას და ა. შ. რაც პირდაპირ აისახება ვიკიპედიის ფუნქციონირებაზე. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! იძულებული ვარ, გადავდგა უკანასკნელი, ყველაზე მკაცრი ნაბიჯი, ისევ იმ ვიკიპედიის სასარგებლოდ, რომლის მითვისებასა და დაზიანებაშიც გვწამებს ცილს მომხმარებელი Deu. სულ მცირე, ადგილი აქვს ბლოკირების შესახებ არსებული წესების პირველი და მეორე პუნქტების დარღვევას და შესაბამისად, ეს მომხმარებელი დაიბლოკება. — Mikheil მიწერა 12:59, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
მოგესალმებით! ქრონოლოგიურად ცოტა უკან წავალ თქვენის ნებართვით... რამდენიმე წლის წინ დაწყებული ცხარე დისკუსია ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით გამოწვეული იყო რიგი საკვანძო საკითხის გამო, რომელთაგან უპირველესი იყო უმოქმედობა, რაზედაც მე პირადად არაერთხელ მისაუბრია. ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად უცვლელია. დეტალებზე აღარ შევჩერდები. მესმის, რომ იყო განსხვავებული აზრები და იმასაც ვაცნობიერებ, რომ ბევრი მომხმარებელი უსამართლობის გრძნობამაც შეიპყრო, მაგრამ მერწმუნეთ ეს არ იყო გამოწვეული რაიმე პირადული გარემოებებიდან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან. ეს წესი შემუშავდა მხოლოდ ქართული ვიკიპედიის სასიკეთოდ და იმისთვისაც, რომ სამომავლოდ მომხმარებლებს გაეაზრებინათ ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რასაც ადმინისტრატორობა ჰქვია. ამჟამად... საერთოდ, ვიკიპედიაში არ არის სასურველი იყო მხარე. როდესაც ადამიანი არის მხარე, იგი ამ დროს რეალობის შეფასების უნარს კარგავს, ამიტომ ვიკიპედიაში, ისევე როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ სივრცეში უნდა არსებობდეს ჯანსაღი, არგუმენტირებული და ობიექტური აზრი. ამ ყველაფერს ახალი მომხმარებლების საყურადღებოდ ვწერ. რაც შეეხება მიხეილს, დავით, ასეთი დასათაურება დამეთანხმები, გადაჭარბებულია. არ არის სასურველი ასეთი სათაურების შექმნა. რომელიმე ვიკიპედიელი რომც აღმოჩნდეს უღირსი ჩვენ მას მაინც თავაზიანად უნდა მივმართოდ, მათ შორის ვანდალებსაც. ასე გვასწავლის ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკა. მე, პირადად მიშასთან ერთად 8 წელია ვმუშაობ და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ იგი უღირსი მომხმარებელია. არ არის ეს სიმართლე. გარდა ამისა, დავით, სერიოზული ბრალდებები მოითხოვს სერიოზულ მტკიცებულებებს — ამ ცნებიდან გამოსვლა კი ვპ:პშდ-ს არღვევს (არ ჩანს diffs და links). P. S. გთხოვ, დავით, სამომავლოდ, დაკვირვებით გადახედო ვიკიპედიის ამ წესს. - OTOGI Messages 13:21, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

რადგან მკითხეს ვუპასუხებ და მეც გამოვხატავ პირად პოზიციას. სამწუხაროა რომ ეს პროცესი აქამდე მივიდა. პირადად მე აქ მიმდინარე დამოკიდებულებებმა არაერთხელ დამაკარგვინა სურვილი ქართულ ვიკიპედიაზე მემუშავა. ერთ-ერთი ბოლო ფაქტი იყო უპასუხისმგებლო და ცინიკური მიდგომა ჩემი საკითხისადმი, რომელიც კონკურსის საკითხს ეხებოდა. უკვე ამ თემაზე არაერთხელ დავწერე და პასუხისმგებელი პირებისგან ცინიკური პასუხების გარდა არაფერი მიმიღია. დღემდე ველი ადეკვატურ პასუხს. ვიკიპედიის ბიუროკრატებს რაც შეეხება მათთან პირად ურთიერთობაში არ მქონია რაიმე ხარვეზი, აქამდე პატივს ვცემდი და მინდა კვლავ გაგრძელდეს მსგავსი ურთიერთობა, მაგრამ ჩემს მიმართ მიხეილის ბოლო შეფასება იყო ძალიან საწყენი და არაადეკვატური. მე გამარჯვებას ველოდი თუ დამარცხებას ეს ჩემი საქმეა და ჩემი უფლებაა გამოვხატო პროტესტი და დავსვა კითხვები. ვიკიპედიაზე რომ მომხმარებელთა ნაწილი მხარედ იქცა ამაზე ორ აზრს ვერ ვხედავ. ჩემთვის, როგორც რიგითი მომხმარებლისთვის @Otogi: არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ადმინისტრატორი. რეალური არბიტრი, ფაქტების ადეკვატურად მიმღები და შემფასებელი, აზრის გამომტანი. აქ არსებულ პრობლემატიკაშიც მის იმედს ვიქონიებ, როგორც ადმინისტრატორისას. კატეგორიულად არ ვეთანხმები აზრს, რომ მომხმარებელი @Deu: უნდა დაიბლოკოს. თუ ეს მოხდა მეც დავტოვებ ვიკიპედიას, იმიტომ, რომ ეს იქნება უსამართლო და უაზრო გადაწყვეტილება, რადგან იგი ფაქტებით საუბრობს და თუ რამ გადაცდომა აქვს შეგიძლიათ ადეკვატური პასუხითვე არგუმენტირებულად უპასუხოთ. თუ თვლით რომ ნაკლებად აქტიურ მომხმარებელს ვიკიპედიაზე აზრის გამოხატვის უფლება არ აქვს, ძალიან შემცდარხართ, ვინაიდან აქ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:02, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ერთმანეთს ვუპირისპირდებით. დაპირისპირება ვიკიპედიაში არის დამანგრეველი. მომხმარებელ: @Deu:-ს ბლოკირების საკითხს რაც შეეხება, საერთოდ, ვიკიპედიაში აუცილებელი პირობაა, რომ მომხმარებელს განხილვის გვერდზე გაუგზავნო ჯერ გაფრთხილება დაბლოკვასთან დაკავშირებით. ბლოკის მომთხოვი ჯერ გაფრთხილებას უნდა აძლევდეს მომხმარებელს, უნდა მიუთითებდეს მის შეცდომებზე, ხოლო განმეორების შემთხვევაში უნდა დაიწყოს ბლოკირების პროცესი. მომხმარებელ Deu-ს განხილვის გვერდზე არ მისვლია მსგავსი შეტყობინება. გარდა ამისა, @MIKHEIL: ვიკიპედიის წესების თანახმად, თუ ადმინისტრატორი კონფლიქტურ სიტუაციაშია მომხმარებელთან ან წარმოადგენს მუქარის, შეურაწყოფისა და სხვა საზიანო მოქმედების ადრესატს, მან თავი უნდა შეიკავოს ბლოკირებისგან და მიმართოს სხვა ადმინისტრატორებს. გამონაკლისს წარმოადგენს სიტუაციები, როდესაც მომხმარებლის დესტრუქციული ქმედება აშკარა და უდავოა (ვანდალიზმის, თანამედროვეთა ბიოგრაფიების წესების დარღვევისა და გაუქმების სამი წესის შემთხვევაში), ასევე სიტუაციები, როდესაც მონაწილე სისტემატიურად ახდენს კონფლიქტების პროვოცირებას სხვადასხვა ადმინისტრატორებთან (დესტრუქციაში იგულისხმება ვანდალიზმი სტატიებში). ვანდალი, რომ არ არის Deu ეგ ფაქტია, ამიტომ გამონაკლისი აქ არარსებობდა. ამ კომენტარით არ იფიქროთ კონფლიქტის წამოწყება მინდოდეს, უბრალოდ შეგახსენეთ ვიკიპედიის წესები. მადლობა. - OTOGI Messages 15:21, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
@Otogi: ზემოთ მოცემულ პასკვილში ცილს მწამებს არა მხოლოდ მე, არამედ ვიკიპედიის სხვა მომხმარებლებსაც. ბლოკირება მოითხოვა რამდენიმე შეურაცხყოფილმა მომხმარებელმა, მათ შორის კიდევ ერთმა ადმინისტრატორ-ბიუროკრატმა. შესაბამისად, თავი მოვალედ ჩავთვალე, ჩემს თავზე ამეღო ქმედება, რომელიც ამ უმსგავსო საქციელს და მის კიდევ უფრო შორს წასვლას აღკვეთდა. — Mikheil მიწერა 17:15, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

თვალს ვადევნებდი ბოლო დროს მიმდინარე განხილვებს. ვფიქრობ, ჩემი აზრიც უნდა დავაფიქსირო მათთან მიმართებით.

  1. პირველ ყოვლისა, არ ვიზიარებ დეუს პათოსსა და მის მიერ წარმოთქმულ ეპითეტებს, თუმცა ფაქტები და დასკვნები, რაც მან დაწერა, ჭეშმარიტია.
  2. არსად წერია, რომ აზრის გამოთქმის და კითხვების დასმის უფლება მხოლოდ აქტიურ მომხმარებლებს აქვთ, ამიტომ პასიურობის საბაბით ვინმესთვის პასუხის არგაცემა ან მისი აზრის არად ჩაგდება დაუშვებელია, განსაკუთრებით ადმინისტრაციის მხრიდან.
  3. კონკურსს რაც შეეხება, იყო აშკარა დარღვევა. მიხარია, რომ უცვლელად გადმოკოპირებული სტატია წაიშალა, თუმცა დასანანი და არასწორია, რომ ჟიურიმ დავითის მრავალი კითხვა უპასუხოდ დატოვა. არ მგონია, რომ გრანტის ერთმანეთში გადანაწილება ან რამე მსგავსი მომხდარიყო, მაგრამ კონკურსის შედეგების გადახედვა, თუნდაც შეცდომის აღიარება და მომხმარებელთა კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია. რობოტები არ ვართ და მოგვდის შეცდომები, ამაში უცნაური არაფერია. მათი აღიარება (რაც ჯერ კიდევ არ არის გვიანი) ჩემს და, ალბათ, სხვა მომხამრებლების თქვენდამი პატივისცემას მხოლოდ გაზრდიდა.
  4. ნებისმიერი სტატია, რომელიც უცვლელადაა გადმოკოპირებული რაიმე წყაროდან (რომელზეც დღემდე ვრცელდება საავტორო უფლებები), წაშლის კანდიდატია, მათ შორის ქსე-დან გადმოკოპირებული ის ათასობით სტატია. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით სტატიების რაოდენობას და გვავიწყდებოდა ხარისხი. ვიკიპედიისთვის არ იქნება სასარგებლო ყველა ამ სტატიის წაშლა, მაგრამ არც ისაა სასარგებლო, რომ ისინი წესის დარღვევითაა შემოტანილი. მათი უმეტესობა მცირე ზომისაა და, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ მათ შეცვლაზე ვიზრუნებთ და ამგვარად გავზრდით ვიკიპედიის ხარისხს.
  5. ვიკიპედიის ამჟამინდელი წესებით, მიხეილს აქამდეც უნდა ჩამორთმეოდა ადმინისტრატორობა და თუ წესების დაცვაზე გვაქვს პრეტენზია, ესეც უნდა შესრულდეს. თუმცა, ჩემი აზრით, ამ წესს არავითარი სარგებელი არ მოაქვს ვიკიპედიისთვის. ადმინისტრატორი არის გამოცდილი და მცოდნე მომხმარებელი, გამოცდილებას და ცოდნას კი არც დრო აქარწყლებს და არც პასიურობა (რაც მხოლოდ ადმინისტრატორებზე არ ვრცელდება), ამიტომ უმჯობესი იქნება, საერთოდ თუ გავაუქმებთ ამ წესს. ნებისმიერ შემთხვევაში, ან ერთი უნდა მოხდეს ან მეორე. აქვე, ერთმანეთის გამოჭერაზე ყოფნა სისულელე და საზიანოა.
  6. დავითის „პირად თავდასხმებს“ არაერთხელ გაესვა ხაზი, მაგრამ, ფაქტია, რომ ყველაზე ხშირად სწორედ მისი ასეთი გამორჩევა ხდება ხოლმე სხვათა მხრიდან. დავითმა თუ რამე დაწერა, აპრიორი ინტრიგაა და მისი აზრი არ განიხილება, არც მისი კითხვები იმსახურებს პასუხს. რას ნიშნავს ეს? აქამდე თუ ვინმე მართლა ცდილობდა ფაქტებზე დამყარებულ დავასა და კონსენსუსამდე მისვლას, ეს დავითია. არსაიდან და უმიზეზოდ როდის რა დაუწერია? აღმოაჩენს შეცდომას, წესების დარღვევას — იწყებს განხილვას და ითხოვს ამ შეცდომების აღმოფხვრასა და წესების დაცვას. ამაში ინტრიგნული რა არის?
  7. ალბათ, სწორედ ამის გამოა, რომ დავითის შენიშვნები ამჯერადაც უგულებელყოფილი იქნა. მან ბევრი საკითხი წამოჭრა და ბევრი კითხვა დასვა, მაგრამ მომხმარებელთა ერთადერთი გამოხმაურება მის მიერ გახსნილ თემაზე ისაა, რომ დავითი შეურაცხყოფაზე გადავიდა. ამდენჯერ რომ შენს ნათქვამს ერთი ყურში შეუშვებენ და მეორე ყურიდან გამოუშვებენ, ბუნებრივია, ემოციებს აყვები. არ ვამართლებ მისი კომენტარის ემოციურ ნაწილს და, როგორც უკვე აღვნიშნე, არ ვიზიარებ, თუმცა მისი დაბლოკვა ყოვლად დაუშვებელია. ამაზე ოთომაც დაწერა ზემოთ და აღარ გავიმეორებ იმავეს. დავითს დაუყოვნებლივ უნდა მოეხსნას ბლოკი.
  8. მიხეილს, როგორც პიროვნებასა და როგორც ვიკიპედიელს, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისი, როგორც ადმინისტრატორისა და ბიუროკრატის, ქმედებები გაუმართლებელია. ამაზე დავითს უწერია ბოლოს შეჯამების სახით და ამ შეჯამებაში მოყვანილ რამდენიმე საკითხზე ვიტყვი ერთ-ორს სიტყვას კიდევ. პლაგიატი დაფიქსირდა, მაგრამ კონკურსის შედეგები არ შეცვლილა, რაც დაუშვებელია. მიხეილმა ეს პრობლემად არ მიიჩნია, რაც დაუშვებელია (განსაკუთრებით ბიუროკრატისთვის). მიხეილი პრობლემურ კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს, რაც დაუშვებელია (განსაკუთრებით ბიუროკრატისთვის). მიხეილი განხილვებში არ არის ნეიტრალური და არ ცდილობს კონსენსუსის მიღწევას, რაც დაუშვებელია ბიუროკრატისთვის. ფაქტია, ეს შეცდომები არსებობს, ბიუროკრატს კი არ უნდა მოსდიოდეს ასეთი შეცდომები. მათ გამოა, რომ ამ უთანხმოებამდე მივიდა საქმე. არ ვითხოვ მიხეილისთვის დაუყოვნებლივ ბიუროკრატის სტატუსის ჩამორთმევას, თუმცა თუ ზემოხსენებული ვითარება არ შეიცვალა, მაშინ დაუშვებელია, რომ მიხეილი ბიუროკრატი იყოს.
  9. იმედი მაქვს, ვინმე არ დაწერს, რომ ამხელა ტექსტების კითხვა ეზარება და ამიტომ პასუხის გაცემას არ აპირებს  --შოთა (განხილვა) 17:40, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად @Deu:-ს მიერ აღწერილი უსამართლობებისა და ორმაგი მიგდომების გამო შევეშვი (გაურკვეველი დროით) ქართულ ვიკიპედიაზე წვლილის აქტიურ შეტანას, მე პირად საუბრებშიც მითქვამს და აქაც დავაფიქსირებ, რომ ქართული ვიკიპედიის რედაქტორთა „ზედა წრეში“ არის კლანური დაყოფა და ბრძოლები, „ის ყოველთვის ამის ქომაგია, ეს იმას არასდროს არ შეეწინააღმდეგება (ან პირიქით იმ ვინმეს ყოველთვის შეეწინააღმდეგება) და ა.შ. ასევე, ამ ვიკიპედიაში არის მყარი დიქტატი და საპირისპირო ან კრიტიკულ აზრს უბრალოდ ვერ იტანენ!, ასეთ დროს კი მარტივ გამოსავლად ყოველთვის დაბლოკვას ან ამით მუქარას იყენებენ, საქმის რეალურ არსს და არგუმენტირებას კი როგორც წესი გაურბიან (ზემოთ, ზუსტად ამის ნათელი მაგალითია). რაც შეეხება დავითის (Deu)-ს არგუმენტებს, დეტალურად წავიკითხე მისი კომენტარი და ვერ ვიპოვნე ისეთი მონაკვეთი, როგორც ზემოთ დაფიქსირებული კვარტეტი ამბობს „ცილისწამება“ ყოფილიყოს. ა) თუ მიხეილმა მართლაც დაარღვია მისივე მხარდაჭერილი წესი (და წესები უზენაესია ყველასთვის), მაშინ რატომ უდნა ჰქონდეს მას ისეთი პრივილეგია, როგორიც არ ჰქონდათ სხვა ყოფილ ადმინებს რომლებმაც ადმინობა სწორედ ამ წესის გამო დაკარგეს? მათაც არანაკლები წვლილი ჰქონდათ შეტანილი ამ ვიკის განვითარებისთვის, მაგრამ პატივი სცეს კონსენსუსს და დაემორჩილნენ წესს. ბ) კონკურსს რაც ეხება, მემგონი აქ ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილშია პრობლემა, რადგან დეუმ ვარაუდის გარდა ე.ი. ფონდი ვიკიმედიისაგან მიღებული თანხა ჟიურის წევრებმა ან გადასცეს Nina1009-ს აწ უკვე წაშლილი პლაგიატური სტატიისათვის, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ან უბრალოდ თავად გაინაწილეს. სხვა არაფერი გამოხატა, ვერც გაამტყუნდება რადგან გარკვეული პასუხი ამის თაობაზე მან ვერავისგან მოისმინა.

დასკვნის სახით კი ვიტყვი, რომ აგერ ოთოჯი-ს კომენტარიდანაც ჩანს თუ რამდენად არამართებულად ხდება აქ „საქმეთა მართვა“, და მომხმარებლის არგუმენტირებული და ფაქტებით გამყარებული მოთხოვნის შემდეგ მისი დაჩაგვრა და პრივილეგირებული სტატუსების ამართებულად (პირადი ინტერესებისვის) გამოყენება. მე ჩემი მხრიდან მოვითხოვ ასეთი უმსგავსო ქმედებების აღკვეთას და მისი ბლოკის მოხსნას. გახსოვდეთ ქართული ვიკი ცალკე პლანეტა არაა და ვიკიმედიის ნაწილია!--g. balaxaZe 17:50, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

არ მსურს ამ სჯა-ბაასში ჩართვა, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ქსე-დან ამოღებული სტატიების გადაკეთება და მითუმეტეს წაშლა სრული სისულელეა. ქსე უნივერსალური ქართული ენციკლოპედიაა და იქ თითოეული წინადადება მაქსიმალური ენციკლოპედიური სიზუსტითაა შექმნილი. იმედია ეჭვი არავის გეპარებათ, რომ ქსე-ს ავტორებიდან ან/და საავტორო უფლებებია მფლობელებიდან არავინ არ მოითხოვს რაიმე სახის „უფლებათა დაცვას“. მე პირადად მაქსიმალურად ვცდილობ ახალი სტატიები (ჩემი შექმნილი) მაქსიმალურად დავამსგავსო ქსე-სას. ხშირ შემთხვევაში მაგალითები სწორედ ქსე-დან მოგვყავს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი უნდა შეწყდეს. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ შეძლებისდაგვარად ლიტერატურაში ავტორებიც ეთითება. გიო ოქრო 18:18, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა მეჰმანსა და ჟიურის სხვა წევრებს კონკურსის შედეგების გადახედვისთვის. მიხარია, რომ რაღაც მაინც შეიცვალა უკეთესობისკენ და თურმე არც დეუს მიერ კონკურსთან დაკავშირებით დაწყებული განხილვა ყოფილა ინტრიგნული და უსაფუძვლო. ქსე-ს რაც შეეხება, გადაკეთება რატომაა სისულელე? გადაკეთებაში პერიფრაზირება იგულისხმება და პერიფრაზირებით ტექსტის არსი და მასში არსებული ინფორმაცია არ იცვლება. სტილისტიკა და ტექსტის სილამაზე წესის დარღვევის მიზეზი ვერ გახდება და არც ისაა არგუმენტი, რომ საავტორო უფლების მფლობელები პასუხს არ მოგვთხოვენ. არასწორი ქმედება ამით ნაკლებად არასწორი არ ხდება. თუმცა აქ ახლა სხვა რამეს განვიხილავთ და მაგაზე არ ღირს დავის გაგრძელება. ეგ თემა აქტუალურია და ცალკე იქნება მაგის განხილვა.--შოთა (განხილვა) 18:51, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო! ორი დღეა თბილისში არ ვყოფილვარ, სულ რამდენიმე წუთია სახლში რაც შემოვედი, კომპიუტერი ჩავრთე და ამ ერთმანეთში ჩხუბს ვკითხულობ. არადა რაც ვიკიპედიაში ვმუშაობ პირველ რიგში ის მიხარია, რომ აქ მომუშავეთა დიდი უმრავლესობა ახალგაზრდობაა, რომლებიც კარგ (ძალიან კარგ) ქართულ საქმეს აკეთებენ. მეგობრებო მთელ მსოფლიოში და მითუმეტეს ჩვენთან საქართველოში საზოგადოებაში ხდება გარკვეული უთანხმოებები, მაგრამ ეს საკითხი ჯობია გადავჭრათ ცივილიზებული მეთოდებით და არა ერთმანეთის ლანძღვით. ორივე მხარეს გიცნობთ და თქვენ, დიდი უმრავლესობა, ხართ კარგი, სერიოზული და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის მკეთებლები. ნუ მიწყენთ და მე, როგორც ასაკით უფროსი, გთხოვთ შევხვდეთ სადმე და იქ წყნარ სიტუაციაში, ყოველგვარი ჩხუბისა და ლანძღვის გარეშე მოვაგვაროთ ყველა საკითხი. არა მგონია ვინმეს დაბლოკვა, გაბუტვა და ერთმანეთის ლანძღვა სიკეთეს მოუტანს ქართულ ვიკიპედიას და მის საქმიანობას. ყველა ადამიანები ვართ და ბუნებრივია შეიძლება რაღაცა შეგვეშალოს, მაგრამ ამის გამო გთხოვთ ერთმანეთს წიხლს ნუ დავაჭერთ. ვინც რაიმე (ან ვინმეს) მიზეზით შეწყვიტა მუშაობა, მასაც ვთხოვ განაახლოს საქმიანობა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არა მარტო მისი პირადი საქმეა, არამედ ჩემი აზრით საქვეყნო საქმეცაა. თუ ამ ჩემი ემოციურობის გამო ვინმეს შეურაწყოფა მივაყენე გულწრფელ ბოდიშს ვიხდი, მერწმუნეთ განზრახ ეს არ მინდოდა. კიდევ ერთხელ გთხოვთ შევრიგდეთ!GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:39, 19 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL:, @David1010:, @Otogi:, პირველ რიგში გთხოვთ მომხმარებელი:Deu ბლოკი მოუხსნად. დაბლოკვით საქმე არ გაკეთდება. --ცანგალა 07:08, 20 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ ვიტყვი, მომეწონა @Otogi:-ისა, @Giorgi Balakhadze:-ის გამოთქმული. ნუ ის არ ვიცი ვინ როგორ განკარგა ვიკიმედიისგან მიღებული თანხა, მაგრამ 95%-ით ვეთანხმები @Deu:-ს. და არ მომეწონა ის რომ რამდენიმე მომხმარებელი თავგანწირული პათოსით გაიძახოდა, დასაბლოკია, დასაბლოკიიიიი!!! ასე მოკლედ და ლაკონურად! Gobrona განხილვაწვლილი 09:54, 20 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით. დავაფიქსირებ ჩემ აზრს და გეტყვით, რომ @Deu:-ს დაბლოკვა გამოსავალი არ არის. გთხოვთ მოხსნათ ბლოკი და გაგრძელდეს კამათი, რომელიც პრობლემის აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული და არა ერთმანეთის დამცირებისკენ. სრულიად ვეთანხმები @Otogi:-ს. გთხოვთ დაუბრუნდეთ კონკრეტულ საკითხებზე ცივილური განხილვის პროცესს. ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ კარგ შედეგებს არ მოუტანს ვიკიპედიას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ყველასთვის. @MIKHEIL:-ის წვლილი ზოგადად ძალიან დიდია ვიკიპედიაში და ამის დავიწყება უბრალოდ არასამართლიანია. წესს რაც შეეხება, ამ წესის თანახმად ვიკიპედიის ადმინის სტატუსი ერთბაშად რამდენიმე ადამიანს ჩამოერთვა. თუ წესი „მოძველდა“, მაშინ განვაახლოთ და თუ დავტოვებთ, უნდა დავემორჩილოთ. მადლობა. — GIO→13  13:12, 20 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედია:კენჭისყრა/ადმინისტრატორის არჩევისა და სტატუსის მოხსნის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ —ამ წესს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და როგორ მოვიქცეთ ახლა? წესი შევცვალოთ? სამწუხაროდ პასუირობის მიზეზს არასოდეს არ ვკითხულობთ (იქნებ რა უჭირს მომხმარებელს). მე პირადად ყველა მომხმარებელს პატივს ვცემ. უბრალოდ მეტი პასუხისმგებლობა გვჭირდება ყველას. ზოგჯერ მომხმარებელს ჰგონია, თუ არ არის აქტიური, ვიკიპედიაში არ შემოდის. აღარ გავიგო ყოფილი ვიკიპედიელი. ზოგი ყოფილია, ზოგი ახალი და ვინ გვრჩება ისედაც ცოტანი ვართ.--ცანგალა 13:33, 20 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

დეუს მიერ წამოწეულ თემის ირგვლივ მაქვს შემდეგი მოსაზრება: ის რომ დაკოპირებული სტატია წაიშალა ეს ნიშნავს იმას რომ სტატია წასაშლელი იყო იმიტომ რომ არაფერი საერთო არ ჰქონდა კონკრეტულად შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებასთან. ის რომ დეუმ ეს თემა წამოწია ვფიქრობ ეს კაია მარტო იმიტომ რომ მისი პოზიცია სტატიის წაშლით დასრულდა. ანუ მე ამ შემთხვევაში არ ვარ ორიგინალური. ანუ რადგანაც ადმინი დათანხმდა სტატიის წაშლას ესეიგი ეს გაკეთდა არა თავი დაგვანებოს ამან და წავშალოთო არამედ იმიტომ რომ მასში იყო საღი აზრი. რაც შეეხება შემდგომ მოვლენების განვითარებას, ის გამოიყურება შემდეგნაირად: "ადმინისტრატორი მიხეილი ცუდია". მოდით ეს წინადადება ორი მიმართულებით განვავითაროთ: ის რომ ვიკიში არსებობს კრიტიკა (ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ეს ვის მოსწონს და ვის არა) ეს მხოლოდ და მხოლოდ ვიკის დემოკრატიულობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ვფიქრობ რომ ჩვენ არ უნდა დავიწყოთ ბატონ ვლადიმერ პუტინის სიტყვების გამეორება რომ დამისვით ისეთი შეკითხვები როგორებიც მე მომწონს. რაც შეეხება დეუს განხილვას "MIKHEIL — არალეგიტიმური და უღირსი ადმინისტრატორი" - ვფიქრობ რომ დეუ ცდება, თან ღმად!!! თუ რატომ ვფიქრობ ეს აქ ჩატაობით ვერ მოგვარდება!დასკვნა: მე წინააღმდეგი ვარ დეუს დაბლოკვის!!! მან უნდა ილაპარაკოს და წეროს!!! თუ რამეა მის სიტყვებში პირადული შეურაცხყოფა ვფიქრობ ის ადგილზე პირისპირ შეხვედრისას უნდა გაიასნდეს. აქ ვიკიში ჩატაობით შედეგს ვერ მივაღწევთ. ყველაფერი გაგრძელდება მიპასუხე-გიპასუხეთი უსასრულოდ.Surprizi განხილვაწვლილი 16:36, 20 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მაინტერესებს ესეთი რამე. ვეხმიანები მეხმანს, შენ რომ მიუთითე წესების დარღვევაზე და ცილისწამებაზე მუხლები, იქ არაა არაფერი კონკრეტიკა. ზოგადად დეუსაგან ესეთი თავში წამორტყმები მეც მიგემია და შეგიძლიათ ამიხსნას ვინმემ, ვიკიში ესე უპრაგონოთ ან "ჩუმად მისცეს ან თვითონ გაინაწილეს..." ამიხსენით დედამიწის ზურგზე ვინმემ, რატომ უნდა აძლევდეს ვინმე სულიერი ჩემი ან სხვისი შეურაცხყოფას? იმიტომ რომ კანონებში ეს დაკონკრეტებული არაა? ეგება და დავაკონკრეტოთ, იმიტომ რომ რასაც მე გადავხედე იქ ცილისწამებაზე არაფერი წერია უფრო ზოგადი საუბრებია. მე კი მინდა რომ როგორც კე გავიზარდე და ვცდილობ რამე არ შემეშალოს ასევე უნდა იყოს მავანისთვის "თავს კონტროლი გაუწიეს" პონტი!!! მახსოვს ჰუჯაბზე გვქონდა საუბრები და ის იქედან კაიფობდა რომ ეგება და საზღვარს კვეთ მოგზაურობის დროს... ეს კბილის ვერ დაჭირება თუ ვინმეს უჭირს ვფიქრობ კანონები უნდა ეხმარებოდეს იუზერს ან პროსტო ტაკ ქურდობა, საზღვრის დარღვევა და ხვალ კიდე რა დაგიძახოს. ეს ცუდია ძაან, ძაან, ძაან ცუდი!!! და ეს უნდა დასრულდეს!!! შევიტანოთ ცილისწამებაზე დამატება ვიკიწესებში. ეს წესები რომ ყოფილიყო დეუ ილაპარაკებდა მხოლოდ საქმეზე, რაც ვიკის სჭირდება. აქ კი ეგება და იქურდესო...Surprizi განხილვაწვლილი 17:13, 20 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ჩემო სიურპრიზ, როდესაც გადანაშაულებენ იმაში, რაც შენ არ გაგიკეთებია, მითუმეტეს ფულის მითვისებაში, დიახ, ეს ცილისწამებაა. თუ დარწმუნებულია, რომ ჩვენ მივითვისეთ რაიმე ფული, წარმოადგინოს მაშინ მტკიცებულება ამის. შენთვის შეიძლება ეს არ იყოს შეურაცხყოფა, ჩემთვის ნამდვილად არის! მე თავში წამოსარტყამი არაფერი მაქვს და შესაბამისად თავში წამორტყმები მე არ მჭირდება და არც ვინმეს ვაპატიებ ამას! რაც შეეხება: მახსოვს ჰუჯაბზე გვქონდა საუბრები და ის იქედან კაიფობდა რომ ეგება და საზღვარს კვეთ მოგზაურობის დროს... ეს კბილის ვერ დაჭირება თუ ვინმეს უჭირს ვფიქრობ კანონები უნდა ეხმარებოდეს იუზერს ან პროსტო ტაკ ქურდობა, საზღვრის დარღვევა და ხვალ კიდე რა დაგიძახოს — შენი ამ წინადადებიდან სამწუხაროდ ვერაფერი ვერ გავიგე, ვინ რაზე კაიფობდა და საერთოდ ამ ნაწერის შინაარსი, ეგებ არაჟარგონულად დამიწერო და გავიგო რას მედავები. --Mehman 97 17:43, 20 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
@Surprizi: დაგეთანხმები და დიახ! ცილისწამებაზე, შეურაცხყოფაზე და დაუსაბუთებლად მომხმარებლის დადანაშაულობაზე წესი უნდა შევქმნათ აუცილებად. --Mehman 97 18:04, 20 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ჰუჯაბის განხილვაში ნახე ჩემი და დეუს საუბარი. შენ არაფერ შუაში ხარ. მეც მოვყევი თავის დროზე დაბრალების ჩექმის ქვეშ. მაგი დავწერე მარტო. პროსტო ეს მიმართვა დეუს ეკუთვნოდა უკვე და არა შენ. :)-Surprizi განხილვაწვლილი 18:22, 20 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
@Surprizi: მე ბოდიში, სამწუხაროდ შენი ნაწერი ბოლომდე, რომ ვერ გავიგე, შესაბამისად ჩავთვალე, რომ მე მეკუთვნოდა. გამიკვირდა მე ჰუჯაბთან რა მაკავშირებს. :) --Mehman 97 19:15, 20 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ერთი რამ ვერ გავიგე. ე.ი. ფონდი ვიკიმედიისაგან მიღებული თანხა ჟიურის წევრებმა ან გადასცეს Nina1009-ს აწ უკვე წაშლილი პლაგიატური სტატიისათვის, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ან უბრალოდ თავად გაინაწილეს — ამ ნაწერს არ ჰქონია მტკიცებითი ფორმა და რატომ ამბობთ ყველა, რომ, არიქა, ამას ქურდები ვგონივართო? ვარაუდია ეს მხოლოდ, დაშვება, სიტუაციის შესაძლო ახსნა და არა რაიმეს მტკიცება. გიორგიმაც იგივე დაწერა ზემოთ.--შოთა (განხილვა) 00:14, 21 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ანუ დღეს უკვე შესაძლებელია ვინმე ქუჩაში გააჩერო და უპრობლემოდ უთხრა შემდეგი: "ლოგიკურად დასაშვებია რომ დედაშენი სუსტი ყოფაქცევისაა ან არა". და იქვე დაამატოს " მეგობარო გულთან ნურაფერს მიიტან, ეს ხომ მტკიცებულებით ფორმას არ ატარებს. მე არ ვიძახი რომ დედაშენი მართლა სუსტი ყოფაქ ევისაა, უბრალოდ მომინდა რომ ამ თემაზე მესაუბრა, რამეთუ მსიამოვნებს ესეთი საუბრები"? მგონი დროა ვიკიში წესების გამკაცრება!!! წინააღმდეგ შემთხვევაში ვინც თანახმაა რომ ამ ტიპის საუბარი ნორმაა, მე ასეთ პიროვნებებთან სალამის ნაცვლად და ზოგადად საუბრის ნაცვლად ესეთ არაპირდაპირ დამამცირებელ სხვადასხვა წინადადებებით მივმართავ!!!-Surprizi განხილვაწვლილი 03:49, 21 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ზოგადად ესე ირიბად მოსაუბრე ადამიანების პრობლემა ისაა რომ ცხოვრობენ რაღაცა ეთიკური ნორმებით მოხელმძღვანელე საზოგადოებაში. იციან საზოგადოების ეს ეთიკური ნორმები, იციან რომ სხვები არ იკადრებენ ასეთ რამეს რამეთუ მათთვის ეს დაუწერელი კანონია, ამიტომ ესეთი ადამიანები ყოველთვის ესეთ არაპირდაპირ დამცირებით მიმართავენ. რამოხდა გეხუმრეს პონტში. ყოველთვის მზარავდა ესეთი ადამიანები, ხუმრობა ხუმრობით რო გაჯდებიან თავს!!!! ვიკიში ესეთი რამე არ მოხდება! ვინც რამე მავნე ჩვევასაა მიჩვეული, დროა გადაეჩვიოს! ვიკიპედია ესაა ჯანსაღი აზრის გამოხატვის ასპარეზი და არა ალბათობით სხვაზე ჩირქის მოდების ადგილი. ამის გარდა ვიკიპედია ესაა ერთმანეთის კონტროლის თავისუფალი საშუალება. დაუშვათ უნდა დეუს ადმინები გააკონტროლოს? დაწერს თავის აზრს. უნდა სიურპრიზს დეუ გააკრიტიკოს - დაწერს თავის აზრს.-Surprizi განხილვაწვლილი 03:58, 21 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები გიორგის და შოთას,დავითის (Deu-ს) წინადადებებში არსადაა მტკიცებითი ფორმა, რომ ვინმემ ფული აუცილებლად გაინაწილა. ისიც დუშვებელია, როცა მომხმარებელი დაბლოკილია და პასუხების დაწერის შესაძლებლობო გამქრალი აქვს. ამდენი მომხმარებლის მოთხოვნა, რომ ბლოკი მოეხსნას უგულვებელყოფილია. ეს სამწუხაროდ ვიკის შიდა სივრცეში დიქტატის ნიშნებია და ყველას მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად Deu-ს ზოგიერთ პოზიციას ამყარებს და ცალკე შეფასებას საჭიროებს.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 09:14, 21 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

სრული მარაზმია რაც აქ ხდება და ქრცხვენოდეთ კამათში ჩართულ ორი მხარეს! მომხმარებელი რომელით თავდაუზოგავად შრომობდა ვიკიპედიისთვის დაბლოკეთ და ესაა გამოსავალი? ამაშია პრობლემა? რომელიმე პრობლემა რაშია იმაზე ფიქრობთ საერთოდ? ადრეც მინახავს ვიკიპედიაში ერთმანეთს წაკიდებული ადამიანები მარა ასე არა. დავიჯერო რაღაც კაპიკების გამოჩენამ განაპირობა ეს ყველაფერი? აქ განხილვით არც არაფერი გაირკვევა და არც არაფერი გადაწყდება. ამას შეხვედრა ჭირდება და დაგროვილი პრობლემების განხილვა. ყველა ვიკიპედიელის ან იმ ადამიანის ვისაც ამაზე პრეტენზია აქვს, და გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღება. და არა აქ ერთმანეთისთვის ქვების სროლით.

რაც არ მომწონს არის ის, რომ:

  • ის სამი ადამიანი რეალურად ვისაც შესაძლებლობა აქვს დაბლოკოს ნებისმიერი მომხმარებელი, ბლოკავს მას ვისაც მათ აკრიტიკებს. შეიძლება კრიტიკის ფორმა არაა მისაღები და შეიძლება ვინმე ცილისმწამებლობადაც მიიჩნევს მარა დაბლოკო ხმა ჩააკმენდინო და მხოლოდ შენი პოზიცია აფიქსირო ეს მეგობრებო არაა დემოკრატია. ეს თურქეთია ან რუსეთი.
  • მოვითხოვ მოუხსნათ ბლოკი - ამის უფლება არ გაქვთ და შემდეგ განვიხილოთ პირისპირ მშვიდად პრობლემები, რომლებიც მართლა დაგტოვდა.
  • და მევიტყოდი ყველაზე დიდი პრობლემა ნაკლები კომუნიკაცია და "რიგითი" ვიკიპედიელების წინაშე ბიუროკრატების მიერ ნაკლები ანგარიშეგება. ვშიშობ ვიკიპედიის მიმართ ჩემიას შეგრძნება არ გაგიჩნდეთ მეგობრებო.

გადახედეთ ჩემს მოღვაწეობას, ბევრ თქვენთაგანზე დიდი სტაჟი მაქვს. ბევრი მინახავს ვიკიპედიაში და ბევრიც ვიცი. არცერთხელ მსურვებია რამე ბიუროკრატიული პოზიციის ქონა, ჩემთვის საინტერესო მხოლოდ ვიკიპედიის იდეაა და მონაწილეობასაც მხოლოდ იდეისთვის ვიღებ ხოლმე. ამ ამოსავლიდან მიუდექით საქმეს ვინც ასე არ უყურებთ მაშინ თქვეი ადგილი აქ არ ყოფილა.პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 17:34, 21 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

——————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

დიდი ხანი ვიკავებდი თავს, გამომეთქვა ჩემი პოზიცია ამ საკითხზე და თუმცა ვეცნობოდი, ვცდილობდი არ ჩავრეულიყავი და ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ნამდვილად არანაირი სურვილი არ მაქვს არაადეკვატურ ადამიანებთან კამათის, რომლებსაც არ გააჩნიათ თანამედროვე მსოფლიოს მოქალაქისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და საერთოდაც ცხოვრებაში ვცდილობ მოვერიდო არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ ადამიანებს, რომლებთანაც ურთიერთობა ჩემთვის ძალიან დამღლელია, მითუმეტეს, რომ მე ცალსახად არაფერი მაქვს მათთვის დასამტკიცებელი.

პირდაპირ ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვიყავი ჩართული კონკურსის მიმდინარეობაში და ვერ ვიქნები კომპეტენტური ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ მაქვს გარკვეული საღი აზრი და მინდა დავაფიქსირო, რომ, როგორც მინიმუმ Deu-ს მსჯელობა არაა უსაფუძვლო და ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ეს ადამიანი რაღაც აბსურდულ საკითხებს მიედ-მოედება. მინდა აქვე დავამატო, რომ წარმოდგენა არ მაქვს არსებობს თუ არა რაიმე სახის დაჯგუფებები თუ ბანდები ქართულ ვიკიპედიაში, რადგან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს ვიკიპედიის არცერთ რედაქტორთან ვიკიპედიის გარეთ, გამომდინარე იქედან, რომ სოციალურ ქსელებს საერთოდ არ ვიყენებ და ვიკიშეხვედრაზეც ოდენ ერთხელ ვიყავი, ისიც ძალიან მცირე ხნით. შესაბამისად ნამდვილად არ ვიცი არის თუ არა ეს რაიმე დაჯგუფებებს შორის ომი, უბრალოდ ჩემი გულწრფელი აზრი მინდა დავაფიქსირო და ვეცდები ჩემი პირადი დამოკიდებულებები უკანა პლანზე გადავდო. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ქართული ვიკიპედიის ყველა ღვაწლმოსილ რედაქტორს და მინდა მაინც განსაკუთრებით გამოვყო Zangala, David1010, Deu, Jaba1977, ვფიქრობ ამ მომხმარებლებს და მათთან ერთად კიდევ რამდენიმეს ნამდვილად ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვით ქართული ვიკიპედიის განვითარებაში, მიუხედავად ჩემი მათდამი დამოკიდებულებისა და მიუხედავად იმისა თუ რამდენად დადებით შეფასებას ვაძლევ მე მათ მუშაობას.

ახლა პრინციპში გადავალ ძირითად საკითხზე, ჩემი აზრით Deu ნამდვილად არის ერთ-ერთი ის ვიკიპედიელი, რომელიც აწესებდა ქართულ ვიკიპედიაში მაღალ სტანდარტს და ვფიქრობ იმის შემდეგ რაც მოხდა ეს გაუგონარი ფაქტი, ვგულისმობ რათქმაუნდა მის დაბლოკვას, ეს სტანდარტი ვიკიპედიაში მომენტალურად დაეცა ძალიან დაბლა. რათქმაუნდა დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ არათუ აღუდგეს სტატუსი Deu-ს, არამედ მოვითხოვ მათ დასჯასაც ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და საერთოდაც ვფიქრობ აქ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფი, მიუხედავად მათი უდიდესი დამსახურებისა, ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს ვიკიპედიის სტანდარტებს, მორალის სტანდარტებს და მართლა ძალიან აფერხებს თანამედროვე აზროვნების განვითარებას ვიკიში, რომლის როლიც ქვეყნის მომავალი თაობის განვითარებაშიც დღითიდღე იზრდება.

ვფიქრობ საკმაოდ თავშეკავებული კომენტარი გამომივიდა, თან ვეცადე, რომ ადრესატებიც არ გამომეკვეთა, თუმცა მემგონი სავსებით გასაგებია რისი თქმაც მინდოდა. პრობლემა ერთადერთია, დიდი ალბათობით ჩემი კომენტარის მთავარი ადრესატები საერთოდ არ კითხულობენ მათ საწინააღმდეგო მოსაზრებებს და უბრალოდ აიგნორებენ, როგორც დაბალი ფენის მოსაზრებების სტანდარტულ პროცენტულ მაჩვენებელს, მათი მხარდამჭერების კომენტარების ზღვაში --GagaVaa 20:43, 21 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, ხალხო. რადგან მკითხეთ, ვიტყვი - მიმაჩნია, რომ

1. თუ დემოკრატები ვართ, ავიტანოთ განსხვავებული აზრი. არ ვეთანხმები ამის გამო ვინმეს დაბლოკვას.

2. პირველ რიგში უნდა მეთქვა, გული მწყდება, რომ საქმის კეთების ნაცვლად აქაც ერთმანეთის დაჭმაზე ვკარგავთ დროს.

3. პატივცემულო Deu, სანამ ვინმეს ბრალს დასდებთ, მანამდე ასე სახალხოდ (როგორიც ბრალდება იყო) მოითხოვეთ ახსნა-განმარტების წარმოდგენა.

4. პატივცემულო ადმინისტრატორებო, თქვენ კი გირჩევთ - ყველაფერი საჯაროდ აკეთოთ. არაფერი დაშავდება იმით, თუ დაინტერესებულ მხარეს წარმოუდგენთ, საჯაროდ ანგარიშს. საუბარი, რომ "ვალდებული არ ვართ ვინმეს ანგარიში წარვუდგინოთ", არასწორია. საკუთარი თავის და საკუთარი სინდისის წინაშე უნდა იყოს ადამიანი, პირველ რიგში, ვალდებული. თანამდებობის პირები, სახელმწიფოს მმართველები აბარებენ წელიწადში ერთხელ მაინც საკუთარ ხალხს, ამომრჩეველს ანგარიშს. მაპატიეთ, თუ გინდა გეწყინოთ მაგრამ, თქვენ ვინ ხართ?!?? ....--Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 22:39, 21 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთხელ მოგესალმებით! სამწუხაროდ, ამ განხილვამ გარკვეულ წილად, დისონანსური ხასიათი მიიღო. მოდით შევწყვიტოთ ერთმანეთისკენ თითის გაშვერა. მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ მონოპოლია ვიკიპედიაზე არავის აქვს. მით უმეტეს რაიმე ბანდებზე და დაჯგუფებებზე საუბარი ღიმილისმომგვრელია. ნუ შეეცდებით ვიკიპედიისა და ვიკიპედიელთა დისკრედიტაციას. როდესაც დაჯგუფებაზე საუბრობთ ამით მთლიანად ვიკიპედიის დისკრედიტაციას ახდენთ, გამომდინარე აქედან, თავი უნდა შეიკავოთ მსგავსი ირაციონალური გამონათქვამებისაგან, რომელიც დაუსაბუთებელია და არის ჩვეულებრივი უსაფუძვლო აზრი. ვიკიპედიის სივრცე თავის თავში მხოლოდ პარიტეტს ქადაგებს მომხმარებელთა შორის, ასე რომ მოდით შევწყვიტოთ საკითხების უტრირება. ყველაფერთან ერთად ვიკიპედიაში ხშირად იქმნება გარკვეულ დროში მოცემული ფორსმაჟორული სიტუაციები, რომლის დროსაც მომხმარებელთა ინტერესები ხშირად დაუკმაყოფილებელი რჩება. მაგრამ ჩვენ გვაქვს საშუალება იმისთვის, რომ ერთმანეთს დაველაპარაკოთ და საკითხი მშვიდობიან გარემოში გადავწყვიტოთ. მაგრამ ისეთი რეპლიკები, როგორიცაა „ბანდა“, „დაჯგუფება“, „მარაზმი“, „თქვენ ვინ ხართ“, „დასჯა“ და სხვა სამომავლოდ მხოლოდ კონფრონტაციას შეუწყობს ხელს. დაბალი ტონია ასეთი საუბრის სტილი მეგობრებო. საწინააღმდეგო აზრსა და კრიტიკას რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ ისინი ვიკიპედიში მხოლოდ ობიექტური უნდა იყოს, კარგად დასაბუთებული და მომზადებული. მინდა ყველა მომხმარებელს შევახსენო, რომ ვიკიპედიაში ჩვენ ყველანი უნდა ვიმყოფებოდეთ ვიკიპედიის წესების ქვეშ. რაც შეეხება დეუს, მას ბლოკი მოვუხსენი. მაქვს იმედი, რომ ამ განხილვას ისევ დაპირისპირებისკენ არ წავიყვანთ. გისურვებთ ვიკიპედიისთვის სასიკეთო რედაქტირებას !. მადლობა!. - OTOGI Messages 19:53, 22 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
მადლობა ოთოჯის ბლოკის მოხსნისთვის და ყველას, ვინც მოითხოვა ბლოკის მოხსნა. მადლობა ასევე მეჰმანს, რომელმაც საბოლოოდ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და ჩემი 8 ივლისს დაწყებული დაჟინებული მოთხოვნა საბოლოოდ შესრულდა, კონკურსის შედეგები გადაისინჯა და შეიცვალა.
კონკურსის საკითხი ამით დახურულია. უბრალოდ უნდა გაგაცნოთ ფონდ ვიკიმედიასთან მიმოწერა მათივე ნებით, რადგან ეს მთელ ვიკისაზოგადოებას ეხება. ქართველი ორგანიზატორებისაგან რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ მე მივმართე ფონდ ვიკიმედიას და მათაც, როგორც კონკურსის თანაორგანიზატორებს, საკმაოდ მკაცრად მოვთხოვე თავიანთი წილი პასუხისმგებლობა კონკურსის გადასინჯვაში. ვიკიმედიის ფონდის ნდობისა და უსაფრთხოების სპეციალისტის კარენ ბრაუნისაგან მივიღე შემდეგი პასუხი: [1] ფონდი მადლობას უხდის ქართული ვიკიპედიის საზოგადოებას, რომ განახორციელა შესაბამისი ღონისძიებები და წაშალა პლაგიატური სტატია; [2] ფონდი ბოდიშს უხდის ვიკისაზოგადოებას იმისთვის, რომ მის მიერ გაცემულმა გრანტმა გამოიწვია ეს პრობლემა ფონდის უნებლიედ; [3] ფონდმა დაავალა კონკურსის ქართველ ორგანიზატორებს, რომ კონკურსიდან ამოიღონ პლაგიატური სტატიები; [4] ფონდმა დაავალა კონკურსის ქართველ ორგანიზატორებს, რომ ბოდიში მოუხადონ ქართული ვიკიპედიის საზოგადოებას თავიანთი შეცდომისათვის.
ასე თუ ისე, კონკურსის შედეგები გადაისინჯა, ამიტომ ეს თემა დახურულად მიმაჩნია.
რაც შეეხება MIKHEIL-ისთვის ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნას, ამას მოითხოვს ვიკიპედიის წესი. იგი მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში, ექვს თვეზე მეტი, ვერ სცდებოდა სამ თვეში 500 ზოგადი რედაქტირების ზღვარს (იხ. მისი აქტიურობა სამთვიან შუალედებში: იანვარი-მარტი, თებერვალი-აპრილი, მარტი-მაისი, აპრილი-ივნისი, ასევე 17 აპრილიდან 17 ივნისამდე). ბიუროკრატები უარს ამბობენ სტატუსის ჩამორთმევაზე იმის გამო, რომ MIKHEIL-მა ექვსთვიანი პასიურობის შემდეგ [ერთ დღეში განახორციელა სამასამდე ცვლილება. ბიუროკრატების აზრით, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ მანამდე ადმინისტრატორი ვერ ასრულებდა ზღვარს. არადა ამ კენჭისყრით ეს წესი მიღებულ იქნა იმისათვის, რომ, როგორც თავად David1010 წერდა, იმჟამად „არსებული წესები კი ადმინისტრატორს უფლებას აძლევს 5 თვე დაისვენოს და შემდეგ ერთთვიანი მუშაობით კვლავ შეინარჩუნოს სტატუსი“. თავად David1010 ასევე ამბობდა, რომ „თუ სამი თვეში ის წვლილი არ გექნა ეგ ნიშნავს, რომ ადმინი აღარ ხარ“. კენჭისყრაში მონაწილე მომხრეებიც ვფიქრობ იმიტომ აძლევდნენ ამ წესს მხარს, რომ შეცვლილიყო ის პრაქტიკა, როცა ადმინისტრატორი გაფრთხილების შემდეგ აქტიურდებოდა და ინარჩუნებდა სტატუსს. თუ ასე არაა, მაშინ გაუგებარია, რატომ მოხდა ახალი წესის მიღება. აგრეთვე, ამ წესის მიხედვით ოთხ ადმინისტრატორს ჩამოერთვა სტატუსი. ეს ადმინებიც არანაკლებ პატივსაცემნი და დასაფასებელნი იყვნენ MIKHEIL-ზე. მე ამ წესის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ პირობა დავდე, რომ კენჭისყრაში მონაწილე მომხრეთა ხმებს ყოველთვის პატივს ვცემდი. ასე რომ, წესი ყველაზე თანაბრად უნდა გავრცელდეს და MIKHEIL-ს უნდა ჩამოერთვას სტატუსი, შემდეგ კი მას შეუძლია ხელახლა წამოაყენოს თავი, როგორც ამას წესები ითვალისწინებს. მადლობა. Deu. 07:00, 24 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ისევ დუმილი?
@Otogi: @Zangala: @Giorgi13: @M.: @Surprizi: @BRUTE: @SHOTHA: @Gaga.vaa: @პაატა შ: @GiorgiXIII: @Gobrona: @Leovizza: @გიო ოქრო: @Beqabai: @Arkaitz1974: @Woodmana: @Nina1009: @Nina1009: @NaswKai: @გიორგი ჩუბინიძე: @გიორგი ფეიქრიშვილი: @Gala: @იაკობ: @Abandoner: @Fiqriasidamonize: @Odabade90: @ILIA: @Melberg: და თქვენთვის მისაღებია, რომ ამ წესის მიღების შემდეგ მის საფუძველზე ოთხ ადმინისტრატორს ჩამოერთვა სტატუსი, ახლა კი წესი რატომღაც არ მოქმედებს? მისაღებია ასეთი შერჩევითი მოქმედება წესისა? Deu. 04:48, 27 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
თუ რომელიმე ადმინისტრატორი ვერ ჯდება დღევანდელი კანონის ფარგლებში, მისი უფლებები ამ კანონის საფუძველზე უნდა ანულირდეს. ეს როგორც ორჯერ ორი ოთხია. აქვე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო რომ მე პირადად მზად ვარ უახლოეს არჩევნებზე მიხეილს დავუჭირო მხარი! დავგეგმოთ არჩევნები, დეუ მართალია!--Surprizi განხილვაწვლილი 05:52, 27 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
როგორც მახსოვს ამ წესის განხილვისას ვიკიპედიელი არ ვიყავი ან/და იმდენად პატარა ვიკიპედიელი რომ მონაწილეობა არ მიმიღია, არ ვიცი მაშინ დავეთანხმებოდი თუ არა,მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. რადგან დემოკრატიულმა დიქტატურამ, ანუ უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მას და წესი ლეგიტიმური, ის უნდა აღსრულდე. პირადად მე, არ მსურს მიხეილმა ადმინისტრატორობა დატოვოს მაგრამ აქ მე არ ვარ მგონი მთავარი. განხილვის დანარჩენ ნაწილზე კომენტარს არ ვაკეთებ. ფაქტობრივად, სრულად ვიზიარებ Surprizi-ს პოზიციას. — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 07:51, 27 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Deu: მე არასდროს არ ვდუმვარ! აქ ვარ თანამოძმენნო ჩემნო! გადავხედე სტატისტიკას და ნამდვილად ეგრეა, როგორც ღრმადპატივცემული დეუ ბრძანებს, წესი წესია, ვინც ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას ყველამ დატოვოს „პოსტი“! მადლობა გადაუხადოთ წვლილისთვის, ვიკიპედიელები არ დავივიწყებთ მის ღვაწლს! Gobrona განხილვაწვლილი 09:49, 27 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გარდა დავითის მიერ მოყვანილი ფაქტებისა და მოთხოვნების სისწორის სრული გაზიარებისა (სხვა მრავალი რედაქტორის მსგავსად). მე აქ ასევე დავამატებ ერთ ფაქტს რომელიც ვიკი პლატფორმაზე არ მოხდა, მაგრამ მის ფეისბუკ გვერდზე განხორციელდა და ასევე ხაზს უსვამს ზემოხსენბული ადმინის ქმედებების სუბიექტურობაზე და პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაზე. 2017 წელს მას შემდეგ რაც მე მიხეილი ფბ მეგობრებიდან ამოვშალე (რადგან რეალური მეგობრობაც დამთავრდა), მან ყოველგვარი ახსნისა ან მიზეზის გარეშე ერთპიროვნულად, „დასჯის“ თუ „შურისძიების“ მიზნით ქართული ვიკიპედიის ოფიციალური გვერდის „რედაქტორობიდან“ მომხსნა (ფაქტი). დავძენ რომ აქ ვერანაირად ვერ გამოდგება ისეთი არგუმენტები თითქოს მე არააქტიური ვიყავი, რადგან იმ დროისთვის (ჩემი თვალით ვხედავდი) და ალბათ ახლაც, მანდ ისევ აქვთ ეს სტატუსი რიგ მომხმარებლებს ვინც წლებია საერთოდ არაფერს აკეთებენ მაგ გვერდზე (მე კი ასეთი შემთხვევაც არ ვიყავი).
აქ საკითხი იმაში არაა, რომ თითქოს „გვერდის რედაქტორობიდან მოხსნამ გამანაწყენა“, არანაირად. აქ მე ის ფაქტი მიქმნის პროტესტის გრძნობას, რომ მხოლოდ პირადი უთანხმოებისა და არმოწონების გამო ასე თვითნებურად ხსნიან ხალხს, არანაირი გაფრთხილების ან საქმის კურსში ჩაყენების გარეშე (იგივე გამეორდა დეუს დაბლოკვაზეც). იმ ნაწილშიც ვერავინ შემედავება რომ „ადმინებთან ძმაკაცობისა და ფბ მეგობრობის“ გარეშეც უნდა ხდებოდეს ვიკიპედიისთვის სასიკეთო საქმიანობების წარმართვა. და თუ რომელიმე პირს უჭირს საქმიანი და პირადი ურთიერთობების განსხვავება, ან ვიკი წესების დაცვა, მაშინ ჯობია დათმოს პრივილეგირებული სტატუსები და ეს ვინმე ისეთს გადააბაროს ვინც უფრო აქტიური, მიუკერძოებელი და ობიექტურია.--g. balaxaZe 09:15, 28 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
@Giorgi Balakhadze: ქართული ვიკიპედიის ფეისბუკის გვერდის რედაქტორებიდან მეც მომხსნეს ახლა ზუსტად 18 ივლისს. მე ფეისბუკის გვერდზე აქტიური არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ დიდად არ დავინტერესებულვარ ამით. თუმცა „დასჯის“ მოტივი ჩემს შემთხვევაშიც ცხადია :). Deu. 12:03, 28 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
უბრალოდ სამარცხვინოა ასეთ დონემდე დაცემა! -_- --g. balaxaZe 12:06, 28 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით ყველას! მიხარია, რომ მსგავსი დისკუსიით ერთგვარად გამოღვიძების პროცესი მიდის და ბიუროკრატებს, ადმინისტრატორებსა და მომხმარებლებს მოდუნების შესაძლებლობა არ ეძლევათ. სწორედ ესაა დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პროცესი. ამავე დემოკრატიულობისთვის უნდა აღინიშნოს ხარვეზები და მეც მზად ვარ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. მე გამოვდივარ მხოლოდ ვიკიპროცესებიდან და პირად ურთიერთობებს, პირად ნაცნობობას და აქ მიმდინარე საკითხებს არ ავურევ ერთმანეთში. მიხეილის მხრიდან აქ ჩემს მიმართ კონკურსთან დაკავშირებით არ იყო სათანადო შეფასებები და ამას ვაღიარებ, თუმცა ეს მის მიმართ არ მინდა იყოს სუბიექტური დამოკიდებულების მიზეზი. მე მხარს ვუჭერ ვიკიპედიის საზოგადოების უმრავლესობის მიერ დადგენილ შიდა წესრიგს, შესაბამის ვიკიკონსტიტუციას და ვიზიარებ მომხმარებელ დეუს (დავითის) და სხვათა პოზიციებს. ვიკიპედიის წესების დამრღვევის საკითხი ვიკის წესებითვე უნდა გაირჩეს და არა ნაცნობობით, მეგობრობით, წვლილის გათვალისწინებით და ა.შ. მთავარი აქ ხარისხია და არა რაოდენობა. ხარისხი კი წესრიგის დაცვასაც ითვალისწინებს და სამწუხაროდ მიხეილს უჭირს აქ ობიექტური ლავირება მთელ რიგ პროცესებში. მისდამი პირადი პატივისცემის მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი ქმედებანი არაა მისი პოზიციისთვის შესაფერისი. პატივისცემით გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:20, 29 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიელებების მიერ მიღებულ წესს უნდა დავემორჩილეოთ. --ცანგალა 13:26, 30 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ჰო, ნუ, უკვე დავწერე მე ზემოთ, რომ ორი ვარიანტიდან — მიხეილისთვის ადმინისტრატორის სტატუსი ჩამორთმევა ან ადმინისტრატორის სტატუსი შენარჩუნების წესის შეცვლა — ერთ-ერთი უნდა მოხდეს. წესის შეცვლას, ვგონებ, ახლა არავინ აპირებს. თან უმრავლეობამ დავუჭირეთ მაშინ მხარი. ამიტომ ამ ეტაპზე უნდა მოეხსნას მიხეილს სტატუსი, თუმცა, ცხადია, შეეძლება კვლავ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა--შოთა (განხილვა) 14:37, 30 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ვემხრობი წესების დაცვას და ხელახალ არჩევნებს. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 14:56, 30 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

არ ვიყავი აქ ერთი კვირა. აქ საკამათოც არაფერია მიხეილს უნდა შეუჩერდეს სტატუსი და ახალი არჩევნები ჩატარდეს. ვისაც ეს პროცედურა ევალება ის სადარის? რას ელოდება? პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 19:07, 30 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ერთი რაღაც კი აუცილებლად უნდა ვთქვა, ახლა დავუფიქრდი ძალიან ბევრ ასპექტს და ამ წესის მრავალგავრად ინტერპრეტირებაა შესაძლებელი. არ არის დაკონკრეტებული მიმართვის მომენტი იგულისხმება წესის ამოქმედების საბაბად თუ არა. წესი აშკარად არაა ჩარჩოებში მოქცეული და აშკარად არ მუშაობს. რადგან ეს ასეა, ვფიქრობ ჯერ წესებს უნდა გადავხედოთ და შემდეგ დავიწყოთ ამ პროცედურებზე საუბარი. სტატუსის მოხსნა/არ მოხსნა კი წესისამდელი მეთოდით, ანუ კენჭისყრით მოხდეს. ზემოთ ვახსენე რომ წესია და უნდა ვემორჩილებოდეთ, მაგრამ დაფიქრების შემდეგ მივხვდი, რომ ჯერ წესია გადასახედი.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 17:40, 31 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ბექა, წესი მოქმედებს, ამ წესის საფუძველზე 4 ადმინისტრატორს ჩამოერთვა სტატუსი. წესში მიმართვაზე საუბარი არაა იმიტომ, რომ როგორც მის მიღების დროს იყო საუბარი, ადმინისტრატორის სტატუსი ავტომატურად შეწყვეტილად ითვლება 3 თვიანი პასიურობის შემდეგ: „თუ სამი თვეში ის წვლილი არ გექნა ეგ ნიშნავს, რომ ადმინი აღარ ხარ“ — ამას ამბობდა წესის ავტორი და წესი მიღებულ იქნა იმიტომ, რომ როგორც ავტორები ამბობდნენ, იმჟამად „არსებული წესები ადმინისტრატორს უფლებას აძლევდა 5 თვე დაესვენა და შემდეგ ერთთვიანი მუშაობით კვლავ შეენარჩუნებინა სტატუსი“. ასე რომ, გასარკვევი აქ არაფერია და თუ 4 ადმინზე ვრცელდება წესი, ის სხვაზედაც უნდა გავრცელდეს. Deu. 19:01, 31 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით, ცოტა დაგვიანებით მეც დავაფიქსირებ ჩემს აზრს. ძალიან სამწუხაროა შექმნილი მდგომარეობა, ალბათ ყველა ჩვენგანის წვლილი პასუხისმგებლობაა რომ აქამდე მოვედით. ვინაიდან პირველი საკითხი ასე თუ ისე ამოწურულია, ჯობს აღარ შევეხო, ასე რომ მხოლოდ მიხეილის სტატუსის შესახებ დავწერ. მიშამ კარგად იცის ჩემი მისდამი დამოკიდებულება (თუმცა ალბათ ჩემი დეუსადმი დამოკიდებულებაც იცის) და ის მართლაც ბრწყინვალე რედაქტორია, თუმცა მას სტატუსი აუცილებლად უნდა ჩამოერთვას და ეს იქნება „ფასი“ იმ სიმახინჯისთვის, რაც 4 წლის უკან მივიღეთ. რატომღაც 2014 წელს უმრავლესობამ ვერ გაიაზრა ერთი ჭეშმარიტება: ვიკიპედიის რედაქტორები, ისევე როგორც ადმინისტრატორები თუ ბიუროკრატები, არ უნდა იყვნენ ერთმანეთის კონკურენტები, უბრალოდ არ შექმნილა ეს პროექტი ამისთვის. მაშინ მიღებულმა წესებმა, მკაცრად განსაზღვრულმა რედაქტირებების რაოდენობამ და ვადებმა, ავტომატურად ჩააყენა ადმინისტრატორები ერთმანეთის კონკურენციაში. სტატუსის ჩამორთმევის რისკი არსებობს ასე თუ ისე აქტიური ადმინისტრატორისთვისაც და ეს რისკი იზრდება ადმინისტრატორების რაოდენობის მატებასთან ერთად (სხვა უარყოფით მხარეებზე აღარ შევჩერდები). ისეთი სპეციფიკის მქონე საზოგადოებაში როგორიც ვიკი-საზოგადოებაა, ამან ბოლოსდაბოლოს ცუდად შეგვახსენა თავი. ასე რომ, ხანდახან უმრავლესობაც ცდება და იმედია ვისწავლით ამ გაკვეთილს. სტატუსი მოსახსნელია და წესი შესაცვლელი. – BruTe () 21:44, 31 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

რადგან ქართულ ვიკიპედიაში ბიუროკრატებს არ აქვთ უფლება ადმინის სტატუსის ჩამორთმევისა, მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს მეტაზე. გავაგზავნე მოთხოვნა მეტაზე წესზე მითითებით და ამ დისკუსიაზე მითითებით, სადაც დემოკრატიული კონსენსუსი აშკარაა. სტიუარტები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. პ.ს. სამწუხაროა, რომ მეჰმანი აქ, ქართულ ვიკიპედიაში არ იღებს მონაწილეობას დისკუსიაში, მეტაზე კი ჩემს მოთხოვნას გამოეხმაურა და წერს, რომ მხოლოდ მე არ უნდა ვწყვეტდე ამ პრობლემას — ცხადია, ეს არაა სწორი, აქ ყველა 12 მომხმარებელი, რომელიც სტატუსის თემას შეეხო, ერთ აზრზეა: მოქმედი წესით სტატუსი უნდა ჩამოერთვას მიხეილს. Deu. 05:44, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
ვათანხმები ბექას. წესი ორაზროვანია, კი ბატონო, წერია, რომ ადმინისტრატორის სტატუსი უნდა მოიხსნას თუ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება, მომხმარებელს კენჭისყრის გარეშე ჩამოერთვას ადმინისტრატორის სტატუსი., მაგრამ არაა დაკონკრეტებული უნდა შეუწყდეს მას თუ არა სტატუსი მაშინ, თუ ამჟამად აქტიურია და წინათ არა, ანუ ბიუროკრატის მიმართვის მომენტში უნდა იყოს არა აქტიური თუ მანამდე. როგორც მეტაზეც დავწერე, ამ წესით ადმინის სტატუსის ჩამორთვევის წინააღმდეგი ვარ, უნდა შევცვალოთ წესი (რაც მართლა საჭიროა), ხოლო მანამდე სტატუსის ჩამორთმევა მარტო კენჭისყრის გზით უნდა მოხდეს. ასევე, 2014 წელს ადმინებს სტატუსი ჩამოერთვა იმიტომ, რომ ისინი ელემენტალურად არ იყვნენ აქტიურები იმ მომენტისთვის, ეს დეუ-ს, ცანგალას, ისლანდის და Nodar Kherkheulidze-ს მაგალითზე მტკიცდება. ბოლოს და ბოლოს თუ აქ აფიქსირებთ თქვენს პოზიციას, წესით კენჭისყრაში მონაწილეობაც არ უნდა იყოს თქვენთვის პრობლემა, ასე რომ, დემოკრატიულად გავმართოდ კენჭისყრა იქ, სადაც დაიწყო ამ საკითხზე განხილვა --Mehman 97 06:55, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
კენჭისყრა რაზე უნდა გაიმართოს? არსებული წესი კენჭისყრას საერთოდ არ ითვალისწინებს, „მომხმარებელს კენჭისყრის გარეშე ჩამოერთვას ადმინისტრატორის სტატუსი.“ - მივიღეთ ასეთი ფორმულირება? მაშინ არაფერია ჩემი აზრით სადავო. იმავე გვერდზე თუ ყურადღებით წაიკითხავთ, წერია „...თუ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება...“ და არა „თუ ადმინისტრატორს ბოლო 3 თვის განმავლობაში არ ექნება“, ასე რომ აქ ბიუროკრატისადმი მიმართვიანობაც არაფერ შუაშია. – BruTe () 07:22, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
და რომელი სამი თვის განმავლობაში? წინა წლის? ამ წლის თუ? მაშინ ჩაგეწერათ წესებში, რომ ან ბოლო სამი თვის განმავლობაში ან ნებისმიერი სამი თვის განმავლობაში, და ახლა არ გვექნებოდა სადავო საკითხი. --Mehman 97 07:28, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
მეჰმან, სამი თვე ნიშნავს ნებისმიერ სამ მიმდევრობით თვეს. ამაზე დავა არ ღირს. წესის შესახებ განხილვა როცა მიდიოდა, მაშინ ცხადი იყო, რომ იგულისხმებოდა კენჭისყრის გარეშე ჩამორთმევა სტატუსისა ავტომატურად და ყოველგვარი მიმართვების გარეშე. ახლა ამაზე დავა არ ღირს. ასევე, შეგახსენებ, რომ მე და ნოდარ ხერხეულიძეზე წესი არ გავრცელებულა, რადგან ჩვენი ნებით ვთქვით უარი ადმინის სტატუსზე. წესი გავრცელდა ცანგალაზე, ისლანდზე, ბრუტეზე და გიორგი13-ზე. ამ თემაზე სპეკულაცია არ ღირს. რაც შეეხება კენჭისყრას, კენჭისყრით სტატუსის ჩამორთმევა წესის მიხედვით არ ხდება. დაევემორჩილოთ მოქმედ წესს. Deu. 07:44, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
თუ ნებისმიერ სამთვიან პერიოდს ეხება, მაშინ რატომ არ ჩაწერეთ წესში? ამ წესის მიღებაში შენც მონაწილეობდი (ჩემგან განსხვავეთ) და რატომ არ მიანიშნე ამ ხარვეზზე? დიდად, რა თქმა უნდა, მოქმედი წესები არც მე მომწონს, მაგრამ რაკი არის — ვემორჩილები. ამიტომ, მე ისევ ვიმეორებ, ამ წესით კენჭისყრის გარეშე სტატუსის ჩამორთვება არაა მიზანშეწონილი, გავმართოდ კენჭისყრა, რადგან კონსესუსიც არსებობს სტატუსის ჩამორთვების შესახებ, წესით არ უნდა იყოს ეს პრობლემა. --Mehman 97 07:50, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
წესს რანაირად ემორჩილები, იქ წერია, რომ კენჭისყრის გარეშე უნდა მოხდეს ჩამორთმევა. ნებისმიერ სამთვიან პერიოდს რომ გულისხმობს, ეს ყველასთვის ცხადია და იმიტომ არ ჩაიწერა. კიდევ ერთხელ: მიხეილისათვის სტატუსის შენარჩუნება ეწინააღმდეგება წესს. კენჭისყრის ჩატარება ამ თემაზე ეწინააღმდეგება წესს. სტატუსის შენარჩუნება ეწინააღმდეგება წესის გაცხადებულ მიზანს: იმჟამად „არსებული წესები ადმინისტრატორს უფლებას აძლევდა 5 თვე დაესვენა და შემდეგ ერთთვიანი მუშაობით კვლავ შეენარჩუნებინა სტატუსი“. მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატისადმი „მიმართვა“ საერთოდ არაა საჭირო (რადგან ბიუროკრატს უბრალოდ არ აქვს ჩამორთმევის უფლება), თუ მაინცდამაინც ვინმე ამას ყურადღებას აქცევს, ჩემი მიმართვის მომენტისათვის მიხეილს არ ჰქონდა საკმარისი წვლილი. იმის თქმა, რომ „ვერ გამომიჭირეთ და ახლა წესი ვერ გავრცელდება“ იგივეა, დამნაშავე რომ ორი წლის შემდეგ გამოააშკარავო და მან თქვას, „რაკი აქამდე ვერ გამომიჭირეთ, კანონი არ მოქმედებს“. ახალი წესის მიღებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ვიკიპედიაში პიროვნებაზე მორგებული წესები არაა სამართლიანი და ახალი წესი მომავალზე გავრცელდება და არა წარსულზე. ასე რომ, ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არ ღირს. Deu. 07:52, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
მეჰმან, მე მთხოვ მაგაზე პასუხს? ეგ იმ 14 კაცს მოკითხე, გაუაზრებლად რომ „ჰო“ დაუწერა მაგ ფორმულირებას და 1 კვირაში შეაცვლევინეს წესი. ამასწინათ, დათომ (1010) ერთი საინტერესო რამ დაწერა, ბიუროკრატის მოვალეობა არ არის ყოველდღიურად იჯდეს და მომხმარებლების წვლილი ითვალოსო. ე.ი. ბიუროკრატის არა და, რომელი კატეგორიის მომხმარებლის მოვალეობაა ადმინისტრატორების რედაქტირებების რაოდენობის დევნა? სანდრომ და მეჰმანმა უნდა ამოწმონ ყოველდღე ძილისწინ რომელ ადმინისტრატორს რამდენი რედაქტირება აქვს? – BruTe () 07:53, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
კონსესუსი არაფერ შუაშია აქ, წესი არც კონსესსუსს ითხოვს და არც კენჭისყრას. თუმცა ცნობისთვის როცა კონსესუსია, კენჭისყრა აღარაა საჭირო. ნუ ამახსნევინებთ ეხლა მარტივ რაღაცეებს, ვიკიპედიაში ვართ და არა ქუთაისის პარლამენტში. – BruTe () 07:56, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
(რედ. კონფლიქტი) გარდა მოქმედი წესისა, რომელიც კენჭისყრის გარეშე ჩამორთმევას ითვალისწინებს, შეგახსენებთ ასევე ვიკიპედიის ოფიციალურ პოლიტიკას: კონსენსუსის პოვნის ძირითადი მეთოდია დისკუსია და არა კენჭისყრა. აქ მიმდინარე დისკუსიაში რომ დემოკრატიული კონსენსუსი სახეზეა, ამას მეჰმანიც წერს. Deu. 07:59, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
მიშაზე, რომ არ უნდა გავრცელდეს ახლად მიღებული წესი და პიროვნებაზე მორგებული არ უნდა იყოს, მეც გეთანხმები. თუმცა, არსებულ წესში არ წერია, რომ ნებისმიერ სამთვიან პერიოდზეა საუბარი და მაშინ კენჭისყრის გარეშე უნდა ჩამოერთვას? რა იყო კონკრეტულად ნაგულისმევი მასში, ამასაც ვერ გეტყვით და არც წერია, რომ დასკვნა გამოვიტანო. სანდრო, მე შენგან პასუხს ნამდვილად არ გთხოვ, რადგან შენ არც მიგიღია მაგ განხილვაში მონაწილეობა, ამიტომ შენი რეაქცია ჩემთვის გაუგებარია. ასევე, ვიკიპედია რომ არ არის ქუთაისის პარლამენტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წესებით არ უნდა ვიმოქმედოთ, ხოლო წესი კიდევ გასარკვევია. ნაგულისმევით წესი მე არც გამიგია და არც მინახავს. კონსესუსი სახეზე შეიძლება იყოს სტატუსის ჩამორთმევაზე, მაგრამ არა წესების მიხედვით. პატივისცემით --Mehman 97 08:11, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
შენი რეაქციაც ჩემს რეაქციაზე გაუგებარია, ან ჩემი არმონაწილეობა შენთვის რას მიანიშნებს ვერ მივხვდი... ისე, ამაზე რა აზრის ხარ მეჰმან?   ჰქონდა ადგილი ბიუროკრატისადმი მიმართვას? ჰქონდა მიშას „მიმართვის“ მომენტში საკმარისი რედაქტირება? – BruTe () 08:41, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
@BRUTE: ბიუროკრატის მოვალეობა ნამდვილად არ არის ადმინისტრატორების წვლილის ყოველდღიურად შემოწმება. ჩემი პოზიცია აქ უკვე დავაფიქსირე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მომხმარებელი Deu-ს მიერ ბიუროკრატისთვის მომართვის დღეს, 18 ივლისს მომხმარებელ MIKHEIL-ს შესრულებული ჰქონდა მისთვის აუცილებელი რედაქტირებების რაოდენობა. მთელი წლის განმავლობაში თუ არ სრულდებოდა მაგას დღეს არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგაზე თავის დროზე უნდა მიგემართათ ბიუროკრატისთვის. აქედან გამომდინარე MIKHEIL-ისთვის სტატუსის ჩამორთმევის მოთხოვნა უსაფუძვლოა--დათო1010 08:46, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
@BRUTE: იმაზე მიმანიშნებს, რომ შენდამი პრეტენზია არ გამაჩნია, 2014 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. დიახ, მაგ მომენტისთვის მიშას საკმარისი რედაქტირება ჰქონდა, ზუსტად ამიტომ მე მაქვს პრეტენზია, რადგან წესში არ არის გათვალისწინებული ასეთი მოვლენა. --Mehman 97 08:50, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
სალამი დავით. მეჰმან, მაგ მომენტისთვის არ ჰქონდა, 18 ივლისის ბოლოს ჰქონდა. :) – BruTe () 09:02, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL: - რა ვერ გავიგე იცი? რათ გინდა ეს სტატუსი? რატომ უბრალოდ არ ამბობ რომ კარგით მომხსენით. ამით დააკლედება რამე ვიკიპედიას? ან შენი დამოკიდებულება შეიცვლება ვიკიპედიის მიმართ? ეს სტატუსი ხომ ვალდებულების მეტი არაფრერი? ზედმეტი ბარგია რომელიც გზღუდავს შენს გემოზე წერო სტატიები. ეს კითხვა მარტო მიხეილს არ ეხება. საერთოდ ნებისმიერს ვისაც რაღაც ბიუროკრატიული სტატუსები გინდათ ამ სივრცეში, რატო???? :) პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 09:09, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@პაატა შ: შენ მოგიწოდებ — ნუ ინტრიგნობ! დიახ, მიშას არყოფნით ვიკიპედიას დააკლდება, ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანის არყოფნით!. @BRUTE: შენი ზედა კომენტარი, სადაც შენ ხაზგასმით საუბრობ ეგ იმ 14 კაცს მოკითხე, გაუაზრებლად... შენც მოგიწოდებ, რომ სამომავლოდ თავაზიანად მოიკითხო ეგ 14 კაცი. შეგახსენებ შენი კომენტარი არის სუბიექტურობის უკიდერუსი ფორმა. გახსოვდეთ, რომ საუბრის აგრესიული და უხეში სტილი ბლოკირების წინაპირობაა ვიკიპედიაში. რაც შეეხება ამ განხილვას, კონსენსუსს სად ხედავთ ?! კონსენსუსი საკითხთან მიმართებაში მაშინ მიიღწევა, როდესაც საკითხი ვერ იქნება ორაზროვანი. თუნდაც ის, რომ ერთი კაცი ეწინააღმდეგება ამ საკითხს ეს უკვე აღარაა კონსენსუსი. P. S. დიდი ხანია მოთმინებით ვადევნებ თვალს ბოლოდროინდელ განხილვებს, თუმცა უკვე შევნიშნე, რომ ზეწოლა მიმდინარეობს ადმინთა კორპუსზე მთლიანად, რასაც შესაბამისი რეაქცია მოყვება ჩემი მხრიდან. - OTOGI Messages 10:03, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ერთი მითხარი, არათავაზიანად მოკითხვის რა შეატყვე ჩემს ნაწერს, ან აგრესიული და უხეში სტილი სად დაინახე? რაიმე უტაქტო ვთქვი მაგ 14 კაცზე? ჩემი უფლებაა ის ხალხი გავაკრიტიკო ვინც მაგ კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, კრიტიკის ობიექტად დეუც მყავს, რომელიც წინააღმდეგი იყო თუმცა მაინც მიიღო მონაწილეობა. – BruTe () 10:17, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
შენ დაუსაბუთებლად არ გაქვს ხალხის გაკრიტიკების უფლება. გაუაზრებელი და მოკითხვა აგრესიული სტილია. მოიქეცით თავაზიანად. ელემენტარულად ერთმანეთს ვცეთ პატივი. - OTOGI Messages 10:23, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: სად დაინახე ინტრიგნობა? შეკითხვის დასმას ინტრიგად აფასებ? ჩემთვის პირადად მართლა გაუგებარია რაში უნდა გჭირდებოდეს ვიკიპედიაში მომუშავე ადამიანს რაიმე სტატუსი (მე პირადად არასოდეს არცერთზე არ მქონია პრეტენზია). რატომ ჩათვალე, რომ მე მისას ვიკიპედიიდან წასვლა მინდა, ან სტატუსის მოხსნა რატომ უნდა ნიშნავდეს ვიკიპედიიდან წასვლას, აქ ხომ სტატუსების გამო არ ვართ. და ბოლოს დიახ ადმინების კორპუსი უნდა იყოს მუდმუივად კონტროლის და ზეწოლის ქვეშ, ესაა დემოკრატია. თუ ეს არ მოგწონთ და გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თქვენი შეხედულებებით გინდათ ეს უკვე დიქტატურაა. პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 10:55, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@პაატა შ: თავის მოკატუნება არ არის საჭირო. დიდი ხანია ვიკიპედიაში ხარ და დროა გაეცნო ვიკიპედიის ელემენტარულ წესებს. არ ვაპირებ უსაფუძვლო დისკუსიაში მონაწილეობის მიღებას. ზეწოლას რაც შეეხება, ეგ ვიკიპედიის წესების დარღვევაა. პერსონალური შეტევები დამანგრეველია მთელი პროექტისათვის. ვალდებული ვარ გითხრა, ასეთ სტილში თუ გააგრძელებ სანქციები გატარდება შენს წინააღმდეგ. წესებს ნუ დაარღვევ. კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ამ განხილვას დაპირისპირებისკენ ნუ წავიყვანთ. ერთმანეთისკენ თითის გაშვერა არ არის საჭირო. ასეთი კომენტარები კონფრონტაციას იწვევს, რაც უშუალოდ მოქმედებს ვიკიპედიის იმიჯზე და მუშაობაზე. ვინმეს თუ არ შეუძლია ცივილიზებულად განიხილოს საკითხი, გთხოვთ, თავი შეიკავეთ კომენტარებისაგან. - OTOGI Messages 11:11, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

სასვენი ნიშნების გამო ვაძლევთ უკვე ხალხს გაფრთხილებას? მართლა დიქტატურას ემსგავსება ეს ყველაფერი. პაატას ნათქვამი რომელი სიტყვა ან ფრაზა არღვევდა ვიკიპედიის წესებს?--შოთა (განხილვა) 13:46, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
მეც დიქტატურის სუნი მცემს. პაატას წერილის გამო არ მგონია გაფრთხილებ საჭირო ყოფილიყო. აქ მიხეილის ე. წ. მხარდამჭერები მის დაცვას ყველანაირად ცდილობთ და სხვებს თითო-თითო სიტყვებში ეკიდებით. უმჯობესია თვითონ გასცეს პასუხები. კითხვის დასმის უფლება ყველას აქვს. 14:28, 1 აგვისტო 2018 (UTC) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .
სასვენი ნიშნის გამო არა მხოლოდ უკვე გაფრთხილებას ვაძლევთ, არამედ სასვენი ნიშანი ფასდება პროვოკაციად, ბოღმად. ამ დროს კი, ადმინისტრატორის აშკარა შეურაცხმყოფელი სიტყვები „კრიჭაში ჩამდგარი მომხმარებელი“, „ვიკიპედიის პარაზიტი“, „ბოღმა“, „ყოფილი ვიკიპედიელი“ ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩება. პაატასთვის შენიშვნის მიცემა კრიტიკული შეკითხვის დასმისთვის, BRUTE-სთვის შენიშვნის მიცემა კენჭისყრაში მონაწილეთა მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო უბრალოდ ძალიან არაადეკვატურია ამ ფონზე. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ კრიტიკა და სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია. კრიტიკისა და სიტყვის თავისუფლების გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება. და თუ ვინმეს ძახილის ნიშანი, მძიმე და სიტყვები „გაუაზრებელი“ და „მოკითხე“ აღიზიანებს, მან თავისი ადმინისტრაციული ძალაუფლება (რომელიც ბუნებით არავის დაჰყოლია, ჩვენ მივანიჭეთ დემოკრატიულად) მუქარად კი არ უნდა აქციოს, არამედ ან კრიტიკა მიიღოს, ან უპასუხოს ლეგიტიმურ კითხვებს, რომლებიც უკვე საკმაოდ ბევრია. ვინც კრიტიკას ამიკრძალავს, პირველს მას გავაკრიტიკებ და უსამართლობის კრიტიკას არ შევწყვეტ, თუნდაც ამისთვის ათჯერ დამბლოკოს ვინმემ.
აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მიხეილი საერთოდ არ სცემს პატივს ამ განხილვაში მონაწილე მომხმარებელთა უმრავლესობას, რომლებმაც მისი სტატუსის მოხსნა წესის საფუძველზე მოითხოვეს. უპატივცემულობა იმაში ჩანს, რომ მიხეილი უბრალოდ არც კი ფიქრობს გამოხმაურებას, როცა 12 მომხმარებელი სტატუსის მოხსნაზე საუბრობს და სწორედ მის გამო, მიხეილის გამო, უპირისპირდება ერთმანეთს. რატომ უღის ამ მომხმარებელს წესის დარღვევით და ამ ფასად ადმინის სტატუსის შენარჩუნება, უბრალოდ არ მესმის, მას ხომ ვიკიპედიელობას არავინ ართმევს (თუმცა ის მართმევს, როცა ყოფილ ვიკიპედიელს მეძახის). ამას გულისხმობდა პაატაც ჩემი ღრმა რწმენით. Deu. 14:38, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

მართლა უკვე სასაცილოა ეს ყველაფერი. მეჩვენება, რომ ადამიანები სიტყვებს დასდევენ და პრობლემის არსის დანახვას არავინ ცდილობს. მოდი ჩავატაროთ ახალი არჩევნები, ამყაროთ სამივე ადმინისტრატორს უფლებები და თავიდან ავირჩიოთ (თუნდაც იგივე სამი) და აღარ ვილაპარაკოთ ამაზე. რახან ამხელა სჯა-ბაასი ატყდა ამაზე ესეიგი რაღაც ნეგატივია დაგროვილი (ოტოგიმ შეიძლება არ დამიჯეროს მარა ჩემში არა :), მგონი ეს იქნება ყველაზე სწორი ამ შემთხვევაში.პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 19:52, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით. დიდი ხანი ვორჭოფობდი, ჩემი არააქტიურობის მიუხედავად ჩავერთო თუ არა ამ განხილვაში - თუმცა მოვლენები ისე ვითარდება, რომ მემგონი ჯობია, მეც დავაფიქსირო აზრი. უპირველეს ყოვლისა ძალიან კარგია და მისასალმებელია ის, რაც მოხდა კონკურსის ირგვლივ. ეს თემა, მემგონი ამოიწურა, რისთვისაც მადლობა დეუს ამ თემის წინ წამოწევისა და მეჰმანს რეაგირებისთვის. ეს დღეები მე თვალს ვადევნებდი მიმდინარე განხილვას და სანამ უშუალოდ შეფასებებზე გადავალ, მეგობრებო, მინდა გაგახსენოთ ერთი რამ - ვიკიპედია არის თანამშრომლობის პროექტი, რომლის მიზანი არის ენციკლოპედიის შექმნა და არა უზარმაზარი განხილვის გვერდებისა, და მე, მიუხედავად იმისა, რომ ეს განხილვა ლეგიტიმურად მიმაჩნია, მწყინს, რომ საზოგადოების რესურსი იფლანგება ასეთი ტიპის განხილვებზე. ამ მიზნიდან გამომდინარე, მათ შორის როდესაც მე ვიყავი პროექტის ბიუროკრატი, ჩემთვის არსებობდა წესის შესაბამისობის ნებისმიერი სიტუაციის შეფასებს მარტივი ტესტი - გამოადგება თუ არა ეს ქმედება პროექტის მიზანს. ამ ტესტით ვსარგებლობდი, როდესაც გარკვეული საკამათო ან სადავო გადაწყვეტილების მიღება მიწევდა, მათ შორის 2012 წელს, ადმინსიტრატორების სტატუსის მოხსნის კენჭისყრის დროს. 2013 წლის კენჭისყრაში, მე დავწერე, რომ „წესის გააზრებისა და მოქმედების ორი გზა არსბეობს. პირველი, დავუჯეროთ იმას, რაც წერია და დავემორჩილოთ წესს მიუხედავად ყველაფრისა და მეორე, დავუჯეროთ კანონის არა ასოს, არამედ აზრს. ჩემი აზრით, ვიკიპედიის ფუნდამენტალური პრინციპები, ისევე, როგორც ვიკი-ს იდეოლოგია აშკარად მოითხოვს კანონის აზრის დაჯერებას და არა - მისი ასოსი. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, წესში აშკარად ნაგულისხმევია, რომ ღვაწლმოსილი ადმიანისტრატორი, რომელსაც კიდევ შეუძლია და სურს წვლილის შეტანა პროექტში, არ უნდა შეიზღუდოს.“ დღესაც ამ აზრზე ვარ: ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნა უნდა იყოს არა სადამსჯელო ღონისძიება, რომლის შიშითაც ადმინისტრატორები ეცდებიან იმ მინიმუმის შესრულებას, არამედ უკიდურესი ზომა, როდესაც მომხმარებელი აღარ არის აქტიური და მისთვის ადმინისტრატორის სტატუსის შენარჩუნება პროექტისთვის არაფრის მიმცემია. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი, როგორც გარე დამკვირვებლის მოსაზრებით, დღს არსებული წესი ზედმეტად მკაცრია ქართული ვიკიპედიის ზომისა და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით, ამიტომ ჩემი, როგორც ყოფილი ბიუროკრატის, რეკომენდაცია იქნება არსებული წესის გადასინჯვის პროცედურის დაწყება, რათა ის უფრო მეტად შეესაბამებოდეს ვიკიპედიის ფასეულობებს. აქვე, ბარემ: მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ვიკიპედიაში მართლა არავის არაფრის ვალდებულება არ აქვს - საოცარია, მაგრამ ამ პროექტის იდეა არ გულისხმობს ადამიანის დავალდებულებას, ის აგებულია თანამშრომლობასა და კოლეგიალურობაზე, მოხალისეობაზე, ამიტომ ბიუროკრატი მართლა არ არის ვალდებული თვალი ადევნოს კონკრეტული მომხმარებლისა თუ ადმინისტრატორის წვლილს. ამავდროულად, არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ პროექტის გაუმჯობესების მიზნით. ამ განხილვის დროს, ჩემი პოზიცია, სიმართლე გითხრათ შეიცვალა. თავიდან, როდესაც კონფლიქტი იწყებოდა, მე ვხელმძღვანელობდი „ბიუროკრატის ტესტით“ და ამიტომ წინააღმდეგი ვიყავი ადმინისტრატორის უფლებამოსილების მოხსნის კენჭისყრის ინიცირების, რადგანაც, ჩემი აზრით, მიხეილი არის ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადმნისტრატორი, რომლის წვლილის პოტენციალი ძალიან დიდია; ასევე, მე არ მიმაჩნია სწორი წესის გამოყენება პოსტ-ფაქტუმ: ჩემი აზრით, მომხმარებელი არ უნდა „დაისაჯოს“ ნოემბერში იმისთვის, რაც მან გააკეთა იანვარში, უნდა არსებობდეს გონივრული ვადა; თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამ კამათის მიმდინარეობისას მე შევიცვალე აზრი და, სიტუაციის განმუხტვისა მიზნით, მიხეილს მინდა ვთხოვო, რომ მან საკუთარი სურვილით მოიხსნას ადმინისტრატორის სტატუსი, რის შემდეგაც მოხდეს სტატუსის მინიჭების კენჭისყრა თავიდან - და მე პირადად, რა თქმა უნდა, მივცემ მას   (მომხრე)-ს. და ბოლოს ორიოდე სიტყვა ადმინისტრატორისა და ბიუროკრატის სტატუსის შესახებ. ადმინისტრატორი და ბიუროკრატი არ არის ელიტა, ან საპატიო წოდება, ან რამე პრივილეგია. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც საზოგადოება ანიჭებს გამოცდილ მომხმარებლებს პროექტის წესების ზედამხედველობისა და ვანდალიზმთან საბრძოლველად. ესაა და ეს - ამ ხელსაწყოების აღქმაც უნდა იყოს სათანადო. ამავდროულად, „ძალაუფლების გადანაწილებაზე“ თუ მიდის საუბარი, შეიძლება დამატებითი წესის მოფიქრება, რომელიც აუკრძალავს მოქმედ ადმინისტრატორს თან ბიუროკრატის პოსტის დაკავებას (ან თავად შეიზღუდოს ბიუროკრატმა თავი, როგორც მე გავაკეთე თავის დროზე). მოკლედ, მეგობრებო, გთხოვთ: ჩვენ ვქმნით ენციკლოპედიას. ყველა ჩვენი ქმედება ამას უნდა ეფუძნებოდეს. პატივისცემით, --Melberg განხილვაწვლილი 04:55, 2 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@Melberg: მოხარული ვარ, რომ ჩაერთე განხილვაში. შენი რეკომენდაციაა არსებული წესის გადასინჯვის პროცედურის დაწყება და წესს ვიკიპედია:კენჭისყრა/ადმინისტრატორის არჩევისა და სტატუსის მოხსნის წესში ცვლილებების შეტანის შესახებ მაშინდელმა 14 აქტიურმა მომხმარებელმა დაუჭირა მხარი, მათ შორის სამმა (დღევანდელმა) ადმინისტრატორმა. თამაში ხომ არ გამოდის? ვცვლით როგორც გვაწყობს. ოთხი წელია გასული. წესს არც შენ და არც მე არ დაგვიჭერია მხარი და უნდა ვცეთ პატივი იმ 14 მომხმარებელს, რომელმაც ეს წესი მიიღო და უნდა განხორციელდეს კიდეც. წესი წესია. მე მოხარული ვარ, რომ საქართველოში უკვე არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც უკანონობას ებრძვიან და წარმატებები მათ.--ცანგალა 08:35, 2 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: მადლობა ამ კომენტარისთვის. ვისურვებდი ყველა ასე კორექტულად ვაყალიბებდეთ ჩვენს აზრს. აბსოლიტურად ვეთანხმები შენს მოსაზრებებს ყველა პუნქტში. მეც მომხრე ვარ წესის გადახედვის და ზოგადი ახალი არჩევნების (დაძაბულობის განსამუხტად). ხოლო ცანგალას პასუხად ვიტყოდი იმას, რომ 4 წელი საკმარისი დროა იმისთვის რომ წესი გადაიხედოს. პერიოდულად წესებს ჭირდება გადახედვა და ცვლილებები სიტუაციის მიხედვით.პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:32, 2 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
წესი ნამდვილად გადასახედია. მაგრამ გადახედვამდე ის მოქმედი წესია და მას უნდა დაემორჩილოს ყველა ადმინისტრატორი. თავის დროზე [წესი მიღებულ] იქნა ნაჩქარევად, ერთდღიანი განხილვის შემდეგ. წესის ავტორები, რომელთა შორისაც იყო მიხეილიც, არ მალავდნენ, რომ მიღების მიზანი იყო „ზარმაცი ადმინების სინდრომის“ და მაშინდელ „ადმინთა აუტანელი უმოქმედობის“ დაძლევა. ამ მიზნით წესი უკუძალით გავრცელდა მაშინდელ ოთხ ადმინისტრატორზე. უკუძალა ახალი მიღებული წესისა ეს პირდაპირ პიროვნებებზე გალაშქრებაა და არა ახლი კეთილშობილური პოლიტიკის დანერგვა. მე მაშინ ვაფრთხილებდი ვიკისაზოგადოებას მოსალოდნელი შედეგების შესახებ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წესის ერთადერთი მოწინააღმდეგე მე ვიყავი, ყველა დანარჩენი კი, ვინც გამომეხმაურა, წესს უჭერდა მხარს და საუბრობდა იმაზე, რომ მაშინდელი ადმინების უმოქმედობა „აუტანელია“. შეგახსენებთ ასევე, რომ მე ჯერ გადავდექი ადმინობიდან და მხოლოდ შემდეგ გავაკრიტიკე წესი, რომელიც ყოვლადგაუგონარი სიმკაცრით ემუქრებოდა მაშინდელ ნაკლებადაქტიურ ადმინებს. გადავდექი იმიტომ, რომ ჩემს კრიტიკაში ვინმეს პირადი ინტერესები ან „ადმინის ტახტისათვის“ ბრძოლა არ დაენახა. ახლა კი რა ხდება? მიდის საუბარი წესის შეცვლაზე მაშინ, როცა წესი მის ერთ-ერთ ადმინს ემუქრება. ეს პიროვნებაზე მორგებას ჰგავს! წესი მაშინ რომ ხდება ცუდი, როცა კონკრეტული პიროვნების სტატუსს ემუქრება, ეს არის პიროვნებაზე მორგება. შესაბამისად, წესიც უნდა შეიცვალოს და მიხეილსაც უნდა მოეხსნას სტატუსი ამჟამად მოქმედი წესის საფუძველზე და თუ დემოკრატიული საზოგადოება ვართ, ბოლოს და ბოლოს უმრავლესობაც ამას უჭერს მხარს. სპეციალურად მიხეილისთვის ახალი წესების შემოღება არის დიდი უსამართლობა. Deu. 13:48, 2 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@ცანგალა:: [ეს რა კარგი ფუნქცია დაუმატებიათ] რა თქმა უნდა უნდა ვცეთ პატივი ამ მომხმარებლების მოსაზრებას. ისიც უნდა გავითვალისწნოთ, რომ ამ ეტაპზე მოქმედი წესია, შესაბამისად ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ამ წესთან შესაბამისობაში. თამაში არ მგონია, რადგანაც 4 წელი მართლა სრულიად საკმარისი პერიოდია წესის გადააზრებისთვის - კონსტიტუციას ვცვლით ბოლო-ბოლო ყოველ 8 წელიწადში, ვიკიპედიის წესი რა გახდა :) @Deu: - ახალი წესის შემოღებამდე, ბუნებრივია, რომ ძველი წესი მოქმედია. --Melberg განხილვაწვლილი 18:13, 2 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@Melberg:, @პაატა შ: და ყველა მომხმარებელს — ახალი წესი უნდა გადაიხედოს, მაგრამ არა იმ დროს, როდესაც ჩიხში ვართ შესული. ჩიხში შესვლამდე უნდა გვეფიქრა. ამ წესის გარდა კიდევ მრავალი წესია გადასახედი, ზოგი ინფორმაცია დღემდე ინგლისურად გვაქვს და ა. შ. (ბევრი პრობლემაა და ჩიხში შესვლას ნუ დაველოდებით). ისე საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს საბჭოთა კავშირის დროინდელი კანონები და არავის არ შეუცვლია და არც დღის წესრიგში დგას მათი შეცვლა. ასე რომ შეიძლება ითქვას არ არის აუცილებელი წესები ვიკიპედიაში ოთხ წელიწადში ერთხელ იცვლებოდეს (სკკპ პარტიის ყრილობა ხომ არ არის — ოთხ წელიწადში ერთხელ). ისე საინტერესოა მომხმარებელი:MIKHEIL-ის აზრი (ეს კი მიხეილის აზრია 2014 წელს: „მე ერთი ვიცი, ადმინისტრატორს არ უნდა სჭირდებოდეს წერილობით გაფრთხილება იმის შესახებ, რომ კენჭსყრა მიმდინარეობს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს sitenotice-შიც გატანილია, ის ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს. რისი ადმინი ხარ, თუ ამხელა წარწერას ვერ დაინახავ, ერთი კვირა ისე გავა, ვიკიში არ შეიხედავ; რას შეცვლიდა გაფრთხილება? მეილზე ნახავდით, რომ ვინმემ მოგწერათ?“), აგრეთვე მომხმარებელი:Jaba1977 („deu მაპატიე მაგრამ იმის მერე რაც ადმინის სტატუსის მოხსნა მოითხოვე, ამდენის წერა უკვე ზედმეტია. ამდენი რომ გეწერა ბოლო თვეებში ეს წესი შენ არ შეგეხებოდა“).— მათ ხომ მოქმედ წესის მიღებაში აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული. მართალია ამჟამად ზაფხულია და ყველა ვისვენებთ.ცანგალა 20:37, 2 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
კეთილი. მოდით, ვიქონიოთ მიხეილის კეთილგონიერების იმედი და მივცეთ მას გარკვეული დრო, დაფიქრდეს Melberg-ის რჩევაზე.
აგრეთვე, გავიხსენოთ ჩვენი პრაქტიკა:
[1] თავის დროზე ძალიან ღირსეულად მოიქცა Sopho, რომელმაც საკუთარი სურვილით უარი თქვა ადმინობაზე მას შემდეგ, რაც დაისვა კითხვა მისი არააქტიურობის შესახებ.
[2] ანალოგიურ სიტუაციაში ასეე ანალოგიური ღირსეული ნაბიჯი გადადგა ქართული ვიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა Malafaya]-მ.
[3] ღირსეულად მოიქცა Melberg, რომელიც მისი ადმინისტრატორობისას პირველივე კრიტიკული კითხვების გაჩენისთანავე საკუთარი სურვილით გადადგა.
[4] ანალოგიურად ღირსეულად დატოვა ადმინობა Jaba1977-მა, რომელიც ასევე მოერიდა ესკალაციას და დათმო სტატუსი.
[5] ღირსეულად მოიქცა ჩვენი დიდი დანაკლისი ITshnik, რომელმაც როგორც კი შეატყო, რომ აღარ იყო ისე აქტიური, თავისი სურვილით გადადგა.
[6] ღირსეულად მოიქცა BRUTE, რომელსაც ადმინისტრატორის სტატუსის შესანარჩუნებლად მხოლოდ 6 ადმინისტრაციული ცვლილების განხორციელება აკლდა, მაგრამ პატივი სცა ვიკისაზოგადოებას, რომლისთვისაც „ზარმაცი ადმინი“ პრობლემას წარმოადგენდა და არ განახორციელა ეს 6 ცვლილება სტატუსის შენარჩუნების მიზნით.
ჩვენში ადმინისტრატორის ინსტიტუტს ასეთი ღირსეული ნაბიჯები ამაგრებს. აქამდე ქართულ ვიკიპედიაში არასდროს მომხდარა, რომ განხილვაში მონაწილეთა უმრავლესობა წესის საფუძველზე ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნას ითხოვდეს, ადმინი კი სტატუსის შენარჩუნებისთვის იბრძოდეს. იმედი მაქვს, მიხეილი გაითვალისწინებს Melberg-ის რჩევასაც და ამ განხილვაში მონაწილეთა უმრავლესობის აზრსაც და კეთილგონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამით ქართული ვიკიპედიის ადმინისტრატორის ინსტიტუტსაც პატივს სცემს და მოხსნის იმ კითხვებს, რაც ადმინისტრაციის მიმართ გაჩნდა (ზემოთ საუბარია დიქტატურაზე, ამას ვგულისხმობ). Deu. 05:39, 3 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ძალიან მომეწონა Melberg-ის გამოსვლაც, ნამდვილად იგრძნობა გამოცდილი ადამიანი! პირადად მე ვთვლი რომ ვიკიპედია ესაა კანონების ერთობლიობა. მოგვწონს კანონი თუ არ მოგვწონს, კანონი უნდა აღსრულდეს რომ მომავალში ადგილი არ ჰქონდეს როგორც სხვები ეძახიან "ძალაუფლების უზურპაციას", ძლაუფლება რომელიც ცარიელი პასუხისმგებლობაა და ის რამე სარგებელს არ შეიცავს. კარგია რომ ვიკისაზოგადოება შეიკრიბა დეუს პრაგმატული იდეების გარშემო და ბევრ რამეშიც დაეთანხმა მას. რამეთუ შედეგად მივიღეთ ზოგიერთი მოვლენაზე უფრო ადეკვატური რეაგირება. ჩემი პოზიცია უცვლელია და გულისხმობს კანონის აღსრულებას. ასევე პირადად მიმაჩნია რომ Mikheili-მა პერსონალურად მადლობა უნდა გადაუხადოს Deu-ს, მოიბოდიშოს ვიკისაზოგადოების წინაშე (მე პირადად ესე მოვიქცეოდი) და აღასრულოს კანონი (მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ Mikheili ადმინობის გარდა სხვა ვიკიპედიისათვის საციცოცხლო სამქეებითაც არის დაკავებული და შეიძლება მაგიტომ ვერ მოეცალა კანონის შესასრულებლად, მაგრამ როგორც კანონის ქანდაკებას აქვს თვალები აკრული და ხმალი ხელში ესე განვსჯი მეც მას. არის კანონი ესეიგი უნდა აღსრულდეს. თუ კანონი მახინჯია ის უნდა შეიცლაოს, თუ კანონი დღეს ვეღარ პასუხობს მოთხოვნებს ის უნდა გადაისინჯოს). როგორც ითქვა ვიკიპედია ეს არაა რჩეულთა ნაკრები, არამედ თავისუფალი ვიკიპედიის თავისუფალი საზოგადოება (ვიკიკანონების ჩარჩოებში). ამიტომ ნებისმიერი ადმინისტრატორი ანგარიშვალდებული უნდა იყოს მისი ზოგადად ვიკისაზოგადოების მიმართ, მიიღეს მის არჩევნებში დადებითად მონაწილეობა თუ არა. ამიტომ ადმინობა ესაა უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობა ვიკის მიმართ, ვიკი კი მისი მომემხარებლების გარეშე არავინაა. ასევე მინდა გამოვთქვა შეშფოთება ზოგადად ადმინების გამოცვლასთან დაკავშირებით. მე პირადად აფხაზური ვიკიპედიისა და ქართული ვიქსიკონის ადმინი ვარ და შესაბამისად მესმის თუ რას ნიშნავს უადმინობა თუ უყურადღებობა, ვიცი ვანდალების ბოგინი რა შედეგამდე მიიყვანს უადმინო ვიკიპედიას. ამით მე იმის თქმა მინდა რომ ყველა ადმინი თავისებურად ზრუნავს ვიკიზე. ყველას თავისი ტქატიკა გააჩნია. ზოგი პასიურია, ზოგი აქტიური და ეს არ უნდა იყოს ჩვენი იუზერთა საფიქრალი. ადმინობა კი რაოდენობით შეზღუდული არაა ქქართულ ვიკიპედიაში. განა ვინმემ უნდა ჩაანაცვლოს რომელიმე ერთი მათგანი? გინდა ბატონო ადმინობა? ა ბატონო ბურთი და მოედანი და პასუხისმგებლობის ბორკილი ხელებზე! აბა თქვენ გგონიათ რამე ფულიანი ადგილია ადმინობა? თუ კი ეგება მიმითითოთ რომ სადაც ვარ იქაური პოტენციალი გამოვიყენო სათანადოდ. და ამ ყველაფერთან ერთად მე პირადად ვთვლი რომ აღნიშნული სათაური შეიცავს ადამიანის დამცირებას. მე როგორც რიგითი იუზერი ესე მძაფრ სათაურს არ დავწერდი!--Surprizi განხილვაწვლილი 10:46, 3 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

მცირე შენიშვნა მექნება: უმჯობესია იუზერის ქართული შესატყვისის გამოყენება. გიო ოქრო 10:56, 3 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
მადლობა გავითვალისწინებ.--Surprizi განხილვაწვლილი 10:59, 3 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ახლე მე საბოლოოდ ჩემ პოზიციას დავაფიქსირებ და ამით უკვე დავასრულებ აქ განხილვას, ვინაიდან ერთი რამის გარშემო ვტრიალებთ, მაგრამ გამოსავლისკენ აღარავინ ვმოძრაობთ.

დავიწყებ „ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის“ საქმიანობით და დღეისთვის არსებული ვითარებით.

მე აღნიშნულ ჯგუფს 2017 წელს შევუერთდი და იმ დღიდან ამ წუთამდე ყველანაირად ვცდილობ სხვადასხვა აქტივობებით (კონკურსებით, ედატონებით და ა.შ.) გამოვაცოცხლო და საფუძველი ჩავუყარო მყარ ვიკი-მოძრაობას საქართველოს მასშტაბით. ამაში რა თქმა უნდა სხვა ვიკიპედიელები და ვიკიმედიელებიც მეხმარებიან, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.

პირველ რიგში მინდა გამოვყო ის ფაქტი, რომ ვიკიპედიელი და ვიკიმედიელი ერთსა და იმავეს არ ნიშნავს, ვიკიპედიელი არის პიროვნება, რომელიც ფონდ ვიკიმედიის კონკრეტულ პროექტში (ან პროექტებში) იღებს მონაწილეობას, ხოლო ვიკიმედიელი არის პიროვნება, რომელიც მონაწილეობს ფონდ ვიკიმედიის ან მისი სატელიტი ორგანიზაციის საქმიანობაში და სავსებით შესაძლებელია სულ არ იყოს ვიკიპედიელი (ანუ იმუშაოს ვიკიპედიაში, ვიკიციტატაში და ა.შ.), თუმცა შესაძლებელია პარალელურად იყოს ვიკიპედიელიც და ვიკიმედიელიც. ასევე ჩემს და ბევრი ვიკიპედიელის შემთხვევაშიც, ჩვენ ვართ, როგორც ვიკიპედიელები, ისე ვიკიმედიელები. სამწუხაროდ, ჩვენს შორის ზოგიერთი პიროვნებამ არ იცის (ან იცის და ავიწყდება) ეს გარემოება. მერე კი ეს პიროვნება ჩივის ფონდ ვიკიმედიაში და ეუბნება მათ, რომ ესა თუ ის ადმინი დამბლოკა იმ მოტივით, რომ ჩემზე შური იძია, რადგან მე მის საქმიანობაში ხელი შევუშალე. არა ბატონო! ეს ასე არ არის. კარგით. გადავალ კერძოდ ჩვენს სიტუაციაზე. როდესაც მომხმარებელმა დეუმ გაასაჩივრა კონკურსის „1918“ შედეგები ფონდში (ეს იმ დროს, როდესაც კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე გადახედა შედეგებს და გააუქმა სადავო გადაწყვეტილება. პ.ს. ეს დასტურდება ჩემ მიერ მიღებული მეილით) და შემდეგ დაგვადანაშაულა ჩვენ ჯერ პლაგიატის სპონსორირებაში, შემდეგ კი თანხის მითვისებაში (ეს კი სადავო კონკურსის რეპორტია და მაინტერესებს, სად რა მივითვისეთ?), ამის პარალელურად ვიკიპედიის ადმინისტრატორი მიხეილი დაადანაშაულა მისი შეგნებულად ბლოკირებაში. არც ესაა სიმართლე. ვინაიდან დეუს ბლოკირება მიხეილმა თვითნებურად კი არა, ვიკიპედიის წესებიდან გამომდინარე (კერძოდ: ბლოკირების შესახებ წესის და პიროვნული შეტევის წესიდან გამომდინარე, ამის ნათელი მაგალითი ამ სექციის სახელწოდებაა) და სამი ვიკიპედიელის მოთხოვნის საფუძველზე მოახდინა. იმ მომენტში ადმინისტრატორი მიხეილი არა როგორც ვიკიმედიელი, არამედ როგორც ვიკიპედიელი მოქმედებდა და ამის ერთმანეთში არევა, ჩვეულებრივად სირცხვილი და უსუსურობაა, მეტი არაფერი. ვიმეორებ, ვიკიმედია და ვიკიპედია ერთმანეთისგან გამიჯნულიააა და გთხოვთ ამ საკითხით ნუ სპეკულირებთ, ვინაიდან ზარალი ისევ „ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფს“ ადგება, რომელიც დღეისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთი მოქმედი (ლეგიტიმური) წარმომადგენელია ფონდ ვიკიმედიის. რაკიღა გავარკვიეთ ვიკიმედიელობა და ვიკიპედიელობა და პლიუს მომხმარებელ დეუს ბლოკირების მიზეზი გადავალ იმაზე, რა შედეგები მოყვა ზემოთ ხსენებულ ფაქტს. კარგი არაფერი! ფონდა მომხმარებელთა ჯგუფისთვის გრანტის გაცემაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა (მაგრან ვისაც ეს ფაქტი უხარია, ნუ გიხარიათ, ეს დროებითი მოვლენაა), ვინაიდან არკვევენ ადმინ მიხეილის ქმედების მიზანს, თუმცა მე ამავე შინაარსის წერილი უკვე ფონდს მივაწოდე. საბოლოოდ ზარალი ისედაც დაცლილ ვიკიპედიას მიადგა და იმედია ყველა თავის წვლილ შეცდომას გაიზრებს ამ ფაქტზე.

ამ ნაწილს საბოლოოდ იმით დავასრულებ, რომ ვიტყვი, არც ერთი ვიკიმედიელი თავის ჯიბეში ერთ კაპიკსაც არ დებს ფონდის სახსრებიდან, ეს ადვილად გადასამოწმებელი ჩვენი რეპორტების მეშვეობით (რომელიც მოცემულია „ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის“ ოფიციალურ მეტა-გვერდზე. პ.ს. თუ დოკუმენტაციაც გაინტერესებთ, მიმართედ ან ფონდ ვიკიმედიის რესურსების საზოგადოებას ან მე მომმართედ), პირიქით, ექსტრა (გაუთვალისწინებელ) ხარჯებს ჩვენი ჯიბიდან ვფარავთ (მაგ.: ვალუტის კონვერტირებისას კურსის ცვლილებით გამოწვეული ხარჯები, ნოტარიული დოკუმენტაციის გაფორმება და ა.შ.), და ამ დროს ჩვენი დადანაშაულება ფულის მითვისებაში, პირდაპირ გეტყვით, უნამუსობაა!

პ.ს. აქ მოყვანილი პოზიცია მეკუთვნის სრულიად მე და არ ასახავს „ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის“ ოფიციალურ პოზიციას. (რაკიღა ზოგიერთი ვერ განასხვავებს ვიკიპედიას და ვიკიმედიას ერთმანეთისგან)

ახლა მე, როგორც ვიკიპედიელი შევაფასებ მიმდინარე პროცესს (უკვე ადმინის დარჩენა/არ დარჩენას შევეხები)

უკვე ორ წელზე მეტია ვიკიპედიელი ვარ და პირველად გავიგე ნაგულისხმევათ წესი, ანუ, ოთხი წლის წინ ნაჩქარევად მიღებულ კანონში, რომ ზოგი დეტალი არ არის გარკვეული, ეს ყველაფერი შეიძლება ნაგულისხმევათ გავატაროთ!? რა აბსურდია. თუ ბატონო წესს იღებდით, ბარემ ყველა დეტალი გაგეწერათ ახლა ასეთ პრობლემურ სიტუაციას არ მივიღებდით. ბოლოს და ბოლოს, ცანგალასი არ იყოს და 14 ადამიანი + 1 წინააღმდეგი მიიღეთ წესი, ხომ შეგეძლოთ დაგენახათ, რომ წესში ხარვეზი არსებობს. ახლა რომ ამაზე მიგითითებთ, ბოდიშით და არ უნდა მიწყინოთ. ხარვეზი კი შემდეგი სახისაა: წესში გარკვევით, თეთრზე შავად წერია „თუ ადმინისტრატორს 3 თვის განმავლობაში არ ექნება მინიმუმ 500 ზოგადი და 50 ადმინისტრაციული რედაქტირება, მომხმარებელს კენჭისყრის გარეშე ჩამოერთვას ადმინისტრატორის სტატუსი.“, მაგრამ არ წერია რომელ სამთვიან პერიოდს გულისხმობს, აქ კი ორი ვერსია იკვეთება: 1) ნებისმიერ სამთვიან პერიოდს, რა დროსაც, მართლაც მიშას უნდა ჩამოერთვას ადმინის სტატუსი კენჭისყრის გარეშე; 2) ბოლო სამთვიან პერიოდს, ამ შემთხვევაში მიშა აქტიური იყო და სტატუსის ჩამორთმევა კენჭისყრას გარეშე აბსურდია და საჭიროა ზუსტადაც კენჭისყრა (აქვე, დღისით იაქტიურა თუ ღამით მიშამ, მე არ ვიცი, მე ფაქტი მაქვს ხელზე, რომელიც მეუბნება, რომ ადმინი აქტიურია და განახორციელა რეგლამენტით საჭირო ცვლილება). ახლა სად ხედავთ ნაგულისხმევ და ჩაუწერელ წესს? როდესაც ქმნით წესს, ის აზრის და „გულისხმობის“ ჯამს უნდა წარმოადგენდეს და დეტალურად უნდა იყოს გაწერილი (ყოველგვარი გულისხმობის გარეშე), რომ ასეთო პრობლემური სიტუაცია არ მივიღოთ.

რაც შეეხება ოთხი წლის წინანდელ მოვლენას: ფაქტია! რომ წესი ნაჩქარევად მიღებული იქნა და ბევრ ხარვეზს შეიცავს. წესი, რომ გასანაახლებელია, ესეც ფაქტია. თუმცა ახლა არა. შეიძლება ეს განვიხილოთ შემოდგომაზე, ხოლო მანამდე ვიმოქმედოთ ძველი წესით. მიხეილის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებაც მოქმედი კანონების ძალით უნდა მოხდეს. თუ კანონი შეიცავს ხარვეზს, ვიმეორებ, არსებობს დემოკრატიის შესანიშნავი ხელსაწყო — კენჭისყრა, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით ძველი ბერძნებისგან შემგვრჩა (ეს პატარა ლირიკული გადახრა :)). კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ 4 წელიწადში ერთხელ არ უნდა შეიცვალოს წესები, ამ ხაზის მიმდევრებს მინდა შეგახსენოთ, რომ საფრანგეთში მეხუთე რესპუბლიკაა და 1789 წლიდან აქამდე 17 კონსტიტუცია აქვთ მიღებული (თუ არ ვცდები). წარმოიდგინეთ, ეს იმ ფრანგებს, რომლებიც ევროკავშირის ფუძემდებლები არიან. ასევე, საქართველომ სსრკ-ისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ბევრჯერ შეცვალა მაგალითად მმართველობის სტილი: საპრეზიდენტო, სუპერ საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო და აგერ საპარლამენტო. ასე რომ, დემოკრატიის პირობებში ეს ჩვეული მოვლენაა და არც ვიკიპედიაა გამონაკლისი (აგრეთვე საქართველოს არ გააჩნია საბჭოთადროინდელი კანონები :) ბოლოს და ბოლოს მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა).

მინდა ყველა ვიკიპედიელს (ვინც თავისთავს თვლის მასეთად) მოგიწოდოთ, მოდით ცივი გონებით გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და არ ავყვეთ ემოციებს. გასაგებია, რომ ზოგს დიდი წყენა აქვს გულში შემონახული 4 წლის წინანდელი მოვლენების გამო. არა ბატონო! მასე საქმე წინ ვერ წავა და ისევ ვიქნებით იმ მდგომარეობაში, სადაც ვართ (სომხეთი, აზერბაიჯანი, კიდევ ვინ უნდა გაგვისწროს სტატიების რაოდენობით, რომ გონს მოვეგოთ?). დაივიწყეთ წყენა და უყურეთ წინ. ასევე დაანებეთ თავი დესტრუქციულ ქმედებებს და დევირსანტობას, თქვენი ქმედებები არც მე და არც ვინმე სხვა პიროვნულად არ ვნებს, არამედ ზიანს აყენებს მთელ ვიკიპედიას და ყველას. დაანებეთ თავი სხვების ვიკი-ორდენების რაოდენობის თვლას, იმუშავედ და თქვენც გექნებათ (პ.ს. ვიკი-ორდენებს არც ფულით და არც ვინმე ზემდგომი არ განიჭებთ, ამას ჩვენ — რედაქტორები ვანიჭებთ ერთმანეთს. ზოგი თავის პირად კედელზე გამოფენს, ზოგი ცალკე გვერდზე :), ეს არც რაიმე პრივილეგიას გულისხმობს). პირადი წყენებით და ამის საპასუხო შურისძიებით, შორს ვერ წავალთ.

ასევე, არ არსებობს რაღაც მიუწვდომელი მაღალი ეშელეონების პირები, რაღაც გამოგონილი ვიღაცის მხარდამჭერები და რაღაც კოალიციები (არა თუ გაქვთ სამხილი, მაშინ გისმენთ). რას გულისხმობთ მიუწვდომელ პირებში? ვინ არიან ისინი? დაასრულეთ რაღაც გამოგონილი ამბების ჩამოყალიბება.

ბოლოს ისევ დავუბრუნდები მიხეილის საკითხს: ვიმეორებ ისევ, არსებული წესები შეიცავს ხარვეზს, რასაც ვერ უარყოფს ვერავინ, შესაბამისად ყველაფერი უნდა გადაწყდეს კენჭისყრით, როგორც დემოკრატიას ჩვევია. ამიტომ, მოვუწოდებ ბიუროკრატს @David1010: (არა მიხეილს, ვინაიდან ის დაინტერესებული მხარეა), დაიწყოს შესაბამისი პროცედურა აქვე და გადავწყვიტოთ აქვე. მეტაზე ვერაფერს ჩვენს ნაცვლად ვერ გადაწყვეტს, მხოლოდ ლოკალურ დონეზე!

ამით მე დავასრულე და გისურვებთ მშვიდობას და წარმატებებს!

პ.ს. აქ მოყვანილი ყველა მოსაზრება ეკუთვნის ვიკიპედიელ მეჰმანს და არა „ვიკიმედიელს“! --Mehman 97 16:12, 3 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ამ განხილვამ უკვე თავისი თავი ამოწურა, რადგან ყველა მაინც თავის პოზიციაზე რჩება. ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული ჩემი მხრიდან, რომ ის მაშინვე არ დაიხურა როცა თემის ავტორმა, მომხმარებელმა DEU-მ სათაურშივე მომხმარებელ MIKHEIL შეურაცხმყოფელი სიტყვები უწოდა. ამ დღეების განმავლობაში მომხმარებელთა ერთი ჯგუფი აქტიურად ითხოვს/და MIKHEIL-ის ადმინობიდან გადადგომას, მიუხედავად იმისა, რომ ის აქტიურია და სტატუსის შენარჩუნების ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ასევე საქმე იქამდეც მივიდა, რომ მიხეილის შემდეგ უკვე დანარჩენი ადმინების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია გაჩაღდა. ამის შემდეგ მომხმარებელმა DEU-მ ისიც კი იკადრა, რომ მიუხედავად მომხმარებელთა აზრების სხვადასხვაობისა ბიუროკრატის გვერდის ავლით, თვითნებურად მიმართა მეტაზე სტიუარდებს და თითქოს მომხმარებელთა შორის არსებული სრული კონსესუსის მიზეზით მიხეილისთვის სტატუსის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო. სტიუარდებმა მიიღეს სწორი გადაწყვეტილება და ამ საკითხის ბედი ქართული ვიკიპედიის მომხმარებლებს მიანდეს. ამ დღეების განმავლობაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და სტიუარდების მითითების გათვალისწინებით, ვიყენებ რა ვიკისაზოგადოების მიერ ჩემთვის მონიჭებულ უფლებას, ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტისათვის ვნიშნავ კენჭისყრას. ვინაიდან განხილვა აქ მიმდინარეობს, კენჭისყრაც ამავე გვერდზე ჩატარდება.

კენჭისყრა დაიწყება 04.08.2018-ის 00:00 საათზე და 5 დღის განმავლობაში 09.08.2018-ის 00:00-მდე გაგრძელდება. ხმის მიცემისას გამოიყენეთ მხოლოდ თარგი {{ჰო}}. კენჭისყრისას ხმის მიცემის თარგის გარდა დაწერილი ნებისმიერი კომენტარი წაიშლება. 5 დღის შემდეგ შედეგები შეჯამდება და ხმათა უმრავლესობით გადაწყდება შეუჩერდება თუ შეუნარჩუნდება მიხეილს ადმინისტრატორის სტატუსი. კენჭისყრის შედეგები გადახედვას არ ექვემდებარება და ძალაში შევა შედეგების შეჯამებისთანავე.--დათო1010 18:17, 3 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
@Mehman97: @David1010: — დაიწყო კენჭისყრა მომხმარებელი:MIKHEIL, საინტერესოა მოვუსმინოთ მას. რას გვპირდება მომავალში. თუ სათქმელი არაფერი აქვს? ასე ბრმად მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა? მადლობა პასუხისთვის. --ცანგალა 17:25, 4 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
ძვირფასო ცანგალა, ამ შემთხვევაში ადმინ მიხეილის პოზიცია რას აპირებს მომავალში, დიდად არ არის მნიშვნელოვანი (თუმცა, სურვილისამებრ მას შეუძლია დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ მოვლენის გარშემო), რადგან ამ მომენტისთვის ჩვენ მას ადმინისტრატორად კი არ ვირჩევთ, არამედ ვიღებთ გადაწყვეტილებას დარჩეს თუ არა იგი ადმინისტრატორად. თავისი ხედვა და კითხვები მასთან ადმინად გახდომის დროს უნდა დაგესვათ და გაგერკვიათ. ახლი კი ჩვეულებრივად უნდა გადავწყვიტოდ ღირსია თუ არა მიხეილი იყოს ადმინი. მადლობა --Mehman 97 19:00, 4 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
სასაცილოა უკვე ეს ყველაფერი. მეჰმანი უბრალოდ ისეთ რამეებს წერს, პასუხის გაცემა არ ღირს. თურმე, მე რომ გავაპროტესტე კონკურსის შედეგები, უკვე გადახედვა ჰქონდათ დაწყებული :). ძალიან სასაცილოა, ძალიან! ნებისმიერ შემთხვევაში, მე ფონდი ვიკიმედიის ნდობისა და უსაფრთხოების სპეციალისტის კარენ ბრაუნისაგან მივიღე ბოდიში, მან ბოდიში მოუხადა მთელ ვიკისაზოგადოებას მიხეილის, ჯაბას და მეჰმანის ნაცვლად. ეს უკვე საკმარისია.
David1010, რომელი შენთვის მინიჭებული უფლებამოსილებით წამოიწყე გეთაყვა კენჭისყრა? კენჭისყრის წამოწყების უფლების ბიუროკრატის ექსკლუზიურ უფლებად წარმოჩენა კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარიზმისაკენ. საიდან მოიტანე, რომ ბიუროკრატის მოვალეობაა და უფლებამოსილებაა კენჭისყრის წამოწყება? პირადად შენ მიერ ინიცირებულ წესში ხომ გარკვევით გვიწერია, რომ კენჭისყრით არ უნდა მოხდეს სტატუსის მოხსნა? წესს აქვს ხარვეზი, დავით? მაშინ არ ჰქონდა? როცა კონკრეტული პიროვნებების ამბიციებს საფრთხეს უქმნის პირადად შენი ინიცირებული წესი, მაშინ ხდება ის ცუდი, ხომ?
ახლა, რაც შეეხება იმას, რომ მე ვიკადრე და სტიუარტებს ბიუროკრატის გვერდის ავლით მივმართე, შეგახსენებ, რომ ბიუროკრატის უფლებამოსილებებში არც სტიუარტებთან შუამავლობა შედის. შუამავლები სტიუარტებთან არავის არ სჭირდება. „ბიუროკრატს კი ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნის არც უფლება აქვს და არც საშუალება. ამისათვის, მეტაზე სტიუარდებს უნდა მიმართო“.
მიმდინარე კენჭისყრა არის სამარცხვინო. სამარცხვინოა იმიტომ, რომ ვიკიპედიის წესების დარღვევითაა წამოწყებული. სამარცხვინოა იმიტომ, რომ ვიკიპედიაში კენჭისყრა არაა გადაწყვეტილების მიღების გზა. სამარცხვინოა იმიტომ, რომ მასში მონაწილეთა დიდ ნაწილს, რომლებიც ახალბედები არიან, აშკარად მიუთითეთ მონაწილეობის მიღება.
სამარცხვინოა მიხეილის დუმილიც, ეს ვიკიპედიელების შეურაცხყოფაა. აქამდე უპრეცედენტო უპატივცემულობაა ეს ადმინისტრატორის მხრიდან. შეუფერებელი საქციელია როგორც ადმინისტრატორისთვის, ისე ბიუროკრატისთვის.
აბა თქვენ იცით და თქვენმა დემოკრატიამ! Deu. 06:05, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
პატივცემულო Deu, არა ბიუროკრატის ექსკლუზიური უფლება არ არის კენჭისყრის წამოწყება, მაგრამ ბიუროკრატის ვალდებულებაა ფორსმაჟორულ სიტუციებში ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს რაც ვიკიპედიას არ დააზარალებს. ასევე ბიუროკრატის პირდაპირი მოვალეობაა მეტაზე სტიუარდებისთვის მიმართვა და კონკრეტული კენჭისყრის შედეგების აღსრულება. ძალიან მიხარია, რომ ვიკიპედიაზე გული შეგტკივა რაც შენი ბოლო წლების წვლილიდანაც კარგად ჩანს. ასევე შეგახსენებ, რომ ახალბედა მომხმარებლებსაც იგივე უფლებები აქვთ რაც „ძველებს“. კენჭისყრა მიმდინარეობს წესების სრული დაცვით და ვიკისაზოგადოება თავად მიიღებს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას.--დათო1010 07:21, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ძალიან ვწუხვარ რომ მიუხედავად ჩემი არაერთი მოწოდებისა, მე ვერ დავინახე MIKHEILI-საგან ადეკვატური რეაგირება. ამ ყველაფერმა ჩემში შეცვალა მის მიმართ დამოკიდებულება. ვთვლი რომ ვიკიში კრიზისია და იმისათვის რომ ქართული ვიკი არ განადგურდეს და გადარჩეს საჭიროა ცვლილებების განხორციელება. მეგობრებო, როგორც ხედავთ ჩვენ გვყავს ლიდერი DEU-ს სახით, მოგიწოდებთ მივმართოთ მას რომ გაუძღვეს ამ არამარტივ და მნიშვნელოვან საქმეს რასაც ადმინისტრატორობა ჰქვია. ბატონო DEU, პირადად ჩემი სახელით გთხოვთ დაუყოვნებლივ იყაროთ კენჭი ადმინისტრატორად. ბაბილონი უნდა დაეცეს!-Surprizi განხილვაწვლილი 07:48, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

მსგავსი კენჭისყრა ქართული ვიკიპედიის სირცხვილია. ზოგიერთი ვიკიპედიელი მიხეილს უფრო ხელს უშლის, ვიდრე ეხმარება და თავად მას შეიძლება ეს ადამიანები ყველაზე ერთგულად წარმოედგინოს. არა ბატონებო, ეს ასე არაა. ამას რამდენიმე მიზეზით განვმარტავ:

1. იყო დრო, როცა მეც ვითვლებოდი აქ ერთ-ერთი მომხმარებლის "მეგობრად" და მისი თხოვნით, ხშირად გაუაზრებლად მიმიღია მონაწილეობა მსგავსი და სხვადასხვა ხასიათის კენჭისყრაში. გავიდა დრო და როცა გავიაზრე ასე არ შეიძლებოდა, გავიგე ვინ ვინ იყო, დღეს ეს ადამიანი აღარ "მემეგობრება". 2. ამჟამად 15 მომხმარებელი უჭერს მხარს მიხეილის ადმინობას. სულ მარტივად შეგიძლიათ გამოარჩიოთ ვინ არიან ისინი. სრულიად შორს დგანან ვიკიგანხილვებისგან, არც ამ კონკრეტულ განხილვაში მიუღიათ მონაწილეობა და რატომღაც პოზიცია კი გასჩენიათ. სამაგიეროდ ყველა ვიცნობთ მათ ვიკიმასწავლებელს (ვიკიმასწავლებელი ვინაა მათ გვერდებზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ), ვიკიმასწავლებლის არსებობა არ იქნებოდა პრობლემა, რომ არ ვიცოდეთ მისი მკვეთრად სიბიექტური პოზიცია თუნდაც ამ განხილვაში და ზოგადად ვიკიპედიაში. აგრეთვე ვიცით რომ ისინი ვიკიბანაკის მონაწილეები არიან, ვიცით ვინ არის ამ ვიკიბანაკის ტრენერი. კენჭისყრაში მონაწილეობენ მომხმარებლები, რომლებიც იმ კონკურსის მონაწილეები არიან (გამარჯვებული და წაშლილი სტატიის ავტორი), რომლის გამოც ეს განხილვა გაჩაღდა. დააკვირდით მათი რედაქტირებების რაოდენობას, დააკვირდით კენჭისყრის დაწყებამდე როდის ჰქონდათ მათ უკანასკნელი რედაქტირება და იმასაც აღმოაჩენთ, რომ ეს ვიკიბანაკის პერიოდია. ახალგაზრდებო, სურამელო თანამუნიციპალიტეტელნო, მეორე სკოლელებო და ა.შ. ვიცი რომ არ გინდათ პედაგოგებს აწყენინოთ, მაგრამ ვიდრე ასეთ კენჭისყრებში მონაწილეობას ვინმე გთხოვდეთ, ჯერ გაიაზრეთ, გაეცანით ყველა წესს და ნუ ასარგებლებთ ვინმეს თქვენი ასაკით, მოსწავლის სტატუსით, "მეგობრობის" საფარით. ოდესღაც ჩვენც "მეგობრები" ვიყავით და ახლა როცა ნათლად გავიაზრეთ რა ხდება, "მტრებად" შეგვრაცხეს. მიხელის მიმართ ჩემი პოზიცია ბევრჯერ დავაფიქსირე, ამ ადამიანთან მქონდა პიროვნულად კარგი ურთიერთობა და არც აქ შემქმნია პრობლემა. საქმე მიდგა ვიკიწესრიგზე, წესზე, აქაურ კონსტიტუციაზე და მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. მკვეთრად დაინტერესებული მხარე კი გააზრებით თუ გაუაზრებლად ცდილობს თავისი საქციელით მიხეილსაც მიაყენოს ზიანი, მის ავტორიტეტს და ვითომ აქ წარმოდგენილ ხელოვნურ "მეორე მხარეს" მოგვიგოს თავისი პირადი გავლენის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა მომხმარებლებით. ეს სრული ფარსია და მსგავსი კენჭისყრის ჩატარებას არ ექნება აზრი, თუ ეს ფაქტი არ გადაიხედა. ამას ერთი გენერალური შეკრება სჭირდება და ყველაფერი საბოლოოდ უნდა განისაზღვროს. უნდა შეიქმნას ერთი უზენაესი წესი, კენჭისყრის წარმართვის ფორმები, ვინ მიიღონ მონაწილეობა და ა.შ. სამწუხაროა რომ ვიკიპედიის გაძლიერებაზე ზრუნვის ნაცვლად მსგავს საკითხებზე გვიწევს მსჯელობა.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 08:00, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროა, რომ ამ თემით სპეკულირება არ წყდება და ეს იმის მიუხედავად, რომ დაწყებულია კენჭისყრა საკითხზე. ახლა კი უკვე სპეკულაციიდან საქმე ისტერიაში გადავიდა. აქვე აღვნიშნავ, საბჭოურო მოწოდებები თანამემალუნენო და ა.შ. ასევე, ვიკიპედიის მომხმარებლის სკოლის, საცხოვრებელი ადგილის, ქალაქის და ა.შ. მითითება წესების დარღვევაა, ეგებ ადამიანს არ სურს მისი ვინაობის გახმოვანება. ასე, რომ ადმინებისგან შესაბამის რეაგირებას ველი. და ბოლოს, ვინ ვისი მოსწავლეა და ვინ ვისი მასწავლებელი ეს არავისი საქმე არ არის, ყველა თავისი შეხედულებიდან გამომდინარე აძლევს ხმას და ასეთი სახით ზეწოლა ისევ წესების დარღვევაა (ადმინების საყურადღებოდ). დაუსაბუთებელი ბრალდებისგან თავი შეიკავეთ. ისტერია საქმეს არ შველის. --Mehman 97 08:37, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
როგორ მოწოდებას გამოვიყენებ ეს ჩემი ნებაა და ამას აქაური წესები არ მიკრძალავენ. "ვინ ვისი მოსწავლეა და ვინ ვისი მასწავლებელი" მსგავსი პერსონალური და უფრო სიღრმეებში წასული ინფორმაციის გამორკვევის მცდელობები ახსოვს ვიკიპედიას. რაც შეეხება ჩემს მიერ ნახსენებ სკოლას, ეს ერთ-ერთ მომხმარებელებელს აქ, პირად გვერდზე უწერია.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 08:50, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@David1010: დათოს, როგორც პროექტის ადმინისტრატორსა და ბიუროკრატს სრული ლეგიტიმური უფლება აქვს ვიკიპედიაში მიმდინარე დისკუსია, რომელიც კონფრონტაციული ხასიათისაა კენჭისყრის გზით გადაწყვიტოს. მას ამისათვის ნებართვის აღება არავისგან სჭირდება. ამ დისკუსიაში კონსენსუსი არ შედგა, რის გამოც ბიუროკრატმა შესაბამისი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ საკითხთან მიმართებაში. სხვათა შორის, ამ დისკუსიაში არაერთმა დესტრუქციულმა რეპლიკამ გაიჟღერა, რომელიც მთელი პროექტისათვის არის საზიანო. @MIKHEIL:-ზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს, ისევე როგორც მთლიანად ადმინთა კორპუსზე, რასაც მერწმუნეთ უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ამ მიზანმიმართული შეტევის უარყოფა არსებული კომენტარებიდან გამომდინარე შეუძლებელია (გაეცანით სრულად განხილვას). @Surprizi: ბოლო კომენტარი შეიცავს პროვოკაციულ ნიშნებს და მერამდენედ გთხოვთ, რომ მსგავსი რეპლიკებისაგან თავი შეიკავოთ. ასეთი გამოხტომებისათვის ადმინისტრატორები იძულებულები იქნებიან შეუზღუდონ მომხმარებლებს რედაქტირების უფლება პროექტში. მინდა შეგახსენოთ, რომ ზოგადად ადმინთა შესახებ მიმდინარე წესის შემუშავებამ განაპირობა ყოფილ ადმინთა მხრიდან კატასტროფულმა უმოქმედობამ, რამაც გამოიწვია ახალი წესის მიღების აუცილებლობა. შეგახსენებთ, რომ ყოფილ ადმინთა მხრიდან აქტიურობის შემთხვევაში, საერთოდ არ გაჩნდებოდა ახალი წესის მიღების მოთხოვნილება. ყველაფერს დანახვა სჭირდება. რაც შეეხება მიხეილის კომენტარს, ზემოთ კარგად გადახედეთ დასათაურებას, რომელიც მიხეილის, როგორც პროექტის მონაწილის მიმართ სრულ დისკრედიტაციას ახდენს, ბუნებრივია მას აღარ გაუჩნდებოდა ამ პირობებში საუბრის სურვილი. ელემენტარული ეტიკეტის წესების დაცვაა საჭირო, როდესაც ადამიანს ესაუბრები, მაგრამ დასათაურების გარდა, იმისთანა რეპლიკებმა გაიჟღერა, რომ ბუნებრივიცაა მიხეილის ასეთი რეაქცია. და ბოლოს, ამ განხილვამ შესაძლოა უსასრულო ხასიათი მიიღოს, რის გამოც ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი არის კენჭისყრა. ასე რომ, ვინაიდან კენჭისყრა დაინიშნა, აღარ ღირს ამ დისკუსიის გაგრძელება. ვფიქრობ, ყველამ თქვა თავისი სათქმელი. - OTOGI Messages 09:17, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ბიუროკრატს არსად, არცერთ ვიკიპედიაში არ აქვს უფლება, კენჭისყრა ბიუროკრატის უფლებამოსილებად გამოაცხადოს და თანაც კენჭისყრაში მონაწილეობის წესები მკაცრი მბრძანებლური ტონით გამოაცხადოს. ბიუროკრატის უფლებამოსილებაში არსად, არცერთ ვიკიპედიაში არ შედის სტიუარტებთან შუამავლობა. ბიუროკრატის ერთადერთი ფუნქცია და უფლებამოსილება მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია მომხმარებლის სტატუსის ცვლა და სახელის გადარქმევა. ესაა და ეს, სხვა მხრივ ვიკიპედია პირდაპირი დემოკრატიაა და თუ თქვენ ბიუროკრატის უფლებების უფრო ფარტო განმარტება სადმე გაქვთ წაკითხული, ლინკი გაგვიზიარეთ გეთაყვა.
ოთოჯი, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულია მიხეილის მიმართ კრიტიკა, რადგან წესები ირღვევა. მიზანმიმართული უნდა იყოს კიდეც კრიტიკა ასეთ დროს. მიხეილის მიმართ დისკრედიტაციას თუ ხედავ, საპირისპიროს ვერ ხედავ, ძალიან, ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. რატომ არ საუბრობ მაგალითად მიხეილის იმ შეურაცხმყოფელ სიტყვებზე, რაც უკვე ბევრჯერ მიგითითე? რატომ არ საუბრობ მაგალითად იმაზე, რომ ჩემი და ამ განხილვაში მონაწილეთა სიმართლის გადაფარვას გამუდმებით ცდილობენ იმაზე ხაზგასმით, რომ თითქოს წვლილი არ მაქვს ბევრი. აი სიურპრიზის სიტყვებში პროვოკაციის დანახვა კი არ ვიცი რა არის... ბარემ ცენზურა დააწესეთ ვიკიპედიაში და თქვენთვის სასურველი და არასასურველი სიტყვების სიაც ჩამოგვიწერეთ.
@Surprizi: მადლობა ნდობისათვის, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ვარ ლიდერი, უბრალოდ ვამბობ იმას, რაც სიმართლედ მიმაჩნია. მიხარია, რომ ვიკიპედიაში არიან სხვებიც, ვინც უსამართლობის წინააღმდეგ ხმას იღებს. ჩემი ადმინისტრატორობა კი ახლა ბევრ მიზეზთა გამო არ გამოვა. Deu. 09:38, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: ჩემს ბოლო შეფასებაზე რას ფიქრობთ. როგორ ფიქრობთ მიმდინარე კენჭისყრა სამართლიანია?გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 09:34, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ადმინთა კორპუსზე მიდის შეტევაო, ამბობ, ოთო. ადმინთა ქმედებების კრიტიკა მიდის მართლაც და ეს თავისთავად ცუდი სულაც არ არის, უნდა ვიღებდეთ კრიტიკას და ვითვალისწინებდეთ. არავის აქვს უფლება იმის თქმის, „ჩემში ეჭვი არ უნდა შეგეპარათ“ ან „ჩემი ქმედებების სისწორეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა აყენებდეთ“. არავის. პირადად მე, ძალიან იმედგაცრუებული ვარ ადმინისტრაციის ქმედებებით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „რასაც გვინდა, ვხედავთ“ და „რაზეც გვინდა, ვრეაგირებთ“ სიტუაციაა ახლა ადმინისტრაციაში და ეს პირად შეურაცხყოფად არავინ მიიღოს, უბრალოდ, ამას ვხედავ და ძალიან მამწუხრებს ეს ფაქტი. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ვეუბნებოდი დავითს (დეუს), ოთოს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბიუროკრატის სტატუსით, ნეიტრალიტეტს იცავს და ობიექტურია ხოლმე-მეთქი. მერე გაკვირვებული დავრჩი იმით, რაც ამ განხილვაში მოხდა. უნდა გვესმოდეს, რომ მომხმარებლის გაფრთხილება არ არის დაშინების იარაღი და ადამიანი რომ ორ აბზაცს დაწერს უამრავი კითხვით, ერთადერთი პასუხი „ასე თუ გააგრძელე, გაფრთხილებას მოგცემ“ არ უნდა იყოს. თუნდაც დავითის თავდაპირველი პოსტი, რომლის ერთადერთი გამოხმაურებაც იყო დაბლოკვის მოთხოვნა. კი ბატონო, არ ვეთანხმები იმას, რომ დავითს ამგვარი ეპითეტები უნდა დაეწერა, თუმცა ობიექტური პასუხი ამ ყველაფერზე იქნებოდა გაფრთხილების მიცემა და თან მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ადმინისტრაცია კი უნდა იყოს ობიექტური (ვფიქრობ, როდესაც მომხმარებელი ხმას აძლევს ვინმესთვის ადმინისტრატორის სტატუსის მინიჭებას, ამის იმედი აქვს მისგან). არ შეიძლება განხილვებში იმის უგულებელყოფა, რაც მნიშვნელოვანი და საკამათოა. არც დათო1010-ს გამოუჩენია შუამავლობა მხარეებს შორის, რაც ასევე არასწორი მგონია. არც ის მგონია სწორი, რომ მხოლოდ   (მომხრე)-ს დაწერის უფლება უნდა ჰქონდეს მოხმარებელს. ასეც რომ იყოს, განხილვიდან მხოლოდ ვანდალიზმი უნდა იშლებოდეს, სხვა შემთხვევებში კი გადაიხაზოს ტექსტი. ეს მხოლოდ თქვენი, ადმინისტრაციის, ქმედებების კრიტიკაა, რისი უფლებაც ნებისმიერ მომხმარებელს აქვს. არცერთს გაყენებთ შეურაცხყოფას. ყველას დიდ პატივს გცემთ და ჯერ კიდევ მაქვს თქვენი ობიექტურობის იმედი. ამ კენჭისყრაც რაც შეეხება, პირადად მე, მრცხვენია იმის, რაც მანდ ხდება და არ ვაპირებ ხმის დაფიქსირებას.--შოთა (განხილვა) 13:29, 7 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@SHOTHA: რა კარგი განმარტება დაწერე. მე კი მთელი ამ განხილვის მანძილზე მაინტერესებს MIKHEIL-ის აზრი და ვერ მივიღე. თვითონ შესანიშნავად ხედავს   (მომხრე) ვინ არის. აქტიური მომხმარებელი ამ მომენტისათვის მხოლოდ ოთხი მომხმარებელი:Mehman97, User:Otogi User:David1010 და ბოლოს ასე ვიტყოდი მომხმარებელი:Jaba1977 თავისი ვიკიბანაკის მოსწავლეებით. ვიტყოდი ვიკიბანაკის მასწავლებელი ასეთ ქცევებს არ უნდა ასწავლიდეს მომავალ თაობას, რომ ხელი მოაწორენ ყველგან და ყველაფერს. ისინი ხომ პასუხს აგებენ ყველაფერზე. გაიზრდებიან და მიხვდებიან თავიანთ ქმედებებზე. MIKHEIL-ს კი მოუწევს აქტიურებთან კონტაქტი. --ცანგალა 14:41, 7 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
შოთა, როგორც ყოველთვის, მოკლედ, ლაკონურად, გასაგებად აყალიბებს იმას, რის სათქმელადაც მე ორჯერ მეტი სიტყვა დამჭირდებოდა.   აბსოლუტურად ვეთანხმები (ჩემი მისამართით კრიტიკის ნაწილშიც).
ქვემოთ კი აშკარად ადგილი აქვს მეგობრებით თამაშს. პირველი 17 მონაწილიდან უკლებლივ ყველა ჩართული იყო ან ვიკიბანაკში (გადახედეთ მათ წვლილს), ან User Group Georgia-ს მიერ ორგანიზებულ სხვა პროექტებში. ცხადია, ამ პროექტებში მონაწილეობა არის ცალსახად დადებითი მოვლენა. მაგრამ პროექტის ორგანიზატორთა მიერ მათი რესურსის გამოყენება მიმდინარე განხილვა/კენჭისყრაში არის მეგობრებით თამაში, რაც ძალიან ცუდი მოვლენაა. მომხმარებელი Nina1009 არის სწორედ იმ პლაგიატური სტატიის ავტორი, რომლისთვისაც მას პრიზი უნდა გადასცემოდა. დავით ბანცაძეს, ლერი ზივზივაძეს, Daliladalo-ს, Ani.loladze-ს სათანადო წვლილი არ აქვთ. Nino270201 კი ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთოდ არააქტიურია და მოულოდნელად სწორედ ამ კენჭისყრაში ჩნდება. ამ მომხმარებელთა უმრავლესობას ვიკიმასწავლებლად მითითებული ჰყავს Jaba1977, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს. მომხმარებელმა Rgeti15-მა კი პირდაპირ დაადასტურა, რომ მას მისწერეს ვიკიპედიის გარეთ, მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გიორგი ჩუბინიძემაც აღიარა რომ იგი იყო მეგობრებით თამაშის მსხვერპლი ერთ-ერთი მომხმარებლის მხრიდან. კარგი იქნება, თუ დაგვიკონკრეტებს, რომელი მომხმარებელია ეს და კონკრეტულად რომელ კენჭისყრებში ხდებოდა მეგობრებით თამაში, რაც ვიკიპედიის წესების უხეში დარღვევაა და ადმინისტრატორების რეაგირებას მოითხოვს. Deu. 06:36, 8 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
ზოგადად, ამ დისკუსიაში მყარი, დასაბუთებული და ობიექტური არგუმენტების ნაცვლად, მე პირადად, კარგად გააზრებული მიზანმიმართული შეტევები დავინახე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დასათაურება თავიდანვე წამქეზებლური ხასიათისა იყო. სამწუხაროდ, ამ დისკუსიაში ეგრეთ წოდებულმა საპირისპირო მხარემ, აკადემიური ზომიერება ვერ დაიცვა, რაც შემდეგი სიტყვებით გამოიხატა: „უღირსი“, „თქვენ ვინ ხართ?“, „დასჯა“, „ბანდა“, „დაჯგუფება“, „მარაზმი“, „რათ გინდა ეს სტატუსი“, „სტატუსი თუ არ გექნება, ამით ვიკიპედიას დააკლდება ?“, ვიკიპედიაში რათ გინდად სტატუსები, გაუაზრებელი, ბაბილონი უნდა დაეცეს და ა.შ. ყოველივე ეს არ მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ საკითხი მშვიდობიან გარემოში გადაგვეწყვიტა. ჩემი მხრიდან, სადმე გაიჟღერა მსგავსმა ლექსიკამ ?! სხვათა შორის, ეს სხვა არაფერია თუ არა ვიკიპედიის წესების დარღვევა და კოლეგა-ვიკიპედიელების მიმართ უკიდურესი უპიტავისმცემლობა. თქვენ ამ რეპლიკებით დიდი ხანია გაცდით აკადემიურ ზომიერებას და ნუ გიკვირთ, რომ თქვენთან დისკუსიაში არ შემოდიან. რაც შეეხება კრიტიკას, მოდით ორი სიტვით განვმარტავ რა არის კრიტიკა; ნუ აგვერევა ერთმანეთში კრიტიკული აზროვნება და საკუთრივ კრიტიკა, უკანასკნელმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ნებისმიერ კონსტრუქციულ დისკუსიას, რომელიც უპირატესად გამოიხატება საკუთარი აზრის წინ წარმოჩენით სხვებთან მიმართებაში მოსაუბრის საკუთარი აზრის გაუთვალისწინებლად. გამომდინარე აქედან, კონკრეტული გამკრიტიკებელი სპეციალისტის როლში უფრო გვევლინება ანუ ისეთი პირია, რომელმაც მეტი იცის, სხვებთან მიმართებაში უპირატესად გამოდის, - ასეთი ქმედება არის პერსონალური შეტევა. მე თუ მაკრიტიკებ, ანუ შესაბამისად მავიწროვებ და მდევნი, ანუ მიტევ პერსონალურად. ძალიან მარტივია. ამდენად თუ გაგაჩნიათ საკუთარი აზრი, არ უნდა გააკრიტიკოთ, გეთაყვა, წინ უნდა მიაწეროთ: ჩემი მოკრძალებული აზრით. ასე დისკუსიას უფრო განმუხტავთ. რამდენიმე მომხმარებელს თურმე გაუკვირდა რა დააშავეს სიურპრიზმა, ბრუტემ და პაატა შ, მარტივად აგიხსნით, იმისათვის, რომ ვიკიპედიის წესი დაარღვიო აუცილებელი არ არის მაინცდამაინც პირს ღია უცენზურო სიტყვებით მიმართო, არამედ საკმარისია ნეგატიურად შეფერადებული ლექსიკაც გამოიყენო, ხოლო ბაბილონის დანგრევა, სტატუსი რად გინდა, ამით რა დაგაკლდება, გაუაზრებელი და ა.შ. სწორედ რომ, ნეგატიური შენიღბული ლექსიკაა, რომელსაც უარყოფითი კონტექსტი აქვს. მეგობრობით თამაშს რაც შეეხება, იქვე გარკვევით წერია, რომ დადანაშაულება მეგობრებით თამაშში, შესაძლოა, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს და დისკუსია უფრო გაამწვავოს. დისკუსია კიდევ უფრო გაამძაფრეთ და ამ გარემოებიდან გამომდინარე მომხმარებლების გამოჭერითაც ხართ დაკავებული. თუ ფიქრობთ, რომ ეს სიმართლეა რატომღა წერთ სხვებს ამის გამოსარკვევად ?! რა, ვიკიპედია განა სასამართლოა, რომ მომხმარებლეს ერთგვარ „დაკითხვას“ უწყობთ ?! არ ჯობდა კონკრეტული ფაქტები დაგედოთ, თუ ფიქრობდით, რომ ეს მართლა ასე იყო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალს სდებთ დაუსაბუთებლად ადამიანს პერსონალურ საქციელში. გახსოვდეთ, სერიოზული ბრალდებები მოითხოვს სერიოზულ მტკიცებულებებს. - OTOGI Messages 16:50, 8 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
საკმარისია! ოთოჯი, თქვენი მესიჯი „ადმინისტრატორის კრიტიკა მიუღებელია“ არის გაქანებული ავტორიტარიზმი და ჯანსაღი ვიკი-საზოგადოების ჩამოყალიბების წინააღმდეგ გადაგმული დიდი ნაბიჯი. ჯანსაღი საზოგადოება კრიტიკას ეფუძნება. კრიტიკის აუტანლობა დიქტატურისა და ავტორიტარიზმის ნიშანია. Deu. 18:06, 8 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
საკმარისია მართლაც რომ !!! არც ერთ ვიკიპედიაში არ მოითმენდა ადმინთა კორპუსი იმდენს, რაც ქართული ვიკიპედიის ადმინთა კორპუსმა მოითმინა. თქვენ სეირის ყურება გინდათ ?! ათასჯერ მაინც გითხარით, რომ დაუშვებელია ვიკიპედიაში პერსონალური შეტევების განხორციელება. აკრიტიკეთ ვიკიპედიის მიღმა, ხოლო აქ ერთმანეთს ეცით პატივი. ზემოთ გაგაფრთხილეთ, რომ ამას ცუდი შედეგები მოყვებოდა. თუ არ მოგწონთ ვიკიპედიის წესები, არავინ გაძალებთ მათი გავლენის ქვეშ ყოფნას. ეს რა იყო, ვიღაც ახალი დარეგისტრირებული მომხმარებლის მიზანმიმართული შეტევა ვიკიპედიის მომხარებლებზე ?! ვიკიპედიის სრული დისკრედიტაცია !. ამდენი პროვოკაცია, დევნა და შეურაცხყოფა. მე, არსად არ მიკადრებია თქვენთვის ერთი ზედმეტი სიტყვა მაინც, ხოლო აბა გადახედეთ თქვენს რეპლიკებს, მხოლოდ პროვოკაცია, დევნა და მომხარებლების შევიწროვება. საკმარისია !. - OTOGI Messages 18:28, 8 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
მოგესალმებით, კოლეგებო. პირველ რიგში, ბოდიშს ვიხდი დახურულ განხილვაში წერისთვის. ბევრი ითხოვდა ჩემს კომენტარს ამ პროცესის მიმდინარეობისას, მაგრამ როგორც ზემოთ აღნიშნეს, ადვილი მისახვედრია, რომ არ გამაჩნდა ამ მასკარადში მონაწილეობის არანაირი სურვილი. დავიწყოთ იმით, რომ თავად სექციის დასათაურება პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია, მაგრამ იყოს, ნახოს ყველამ, დარჩეს ისტორიას. ალბათ საკუთარ თავს უნდა სცემდე პირველ რიგში პატივს, რომ ასეთი რამ სხვას არ აკადრო. შემდეგ იყო სხვა არაერთი ბრალდება, შეურაცხყოფა, დამცირება და ა. შ. აბსოლუტურად მიზანმიმართული შეტევა მთლიანად ადმინისტრატორთა კორპუსზე, რასაც ამ სახით, არც ერთ ვიკიპედიაში არ დაუშვებდნენ. ვიკიპედია ის ადგილია, რომელიც ჩემთვის სულ ერთი არ არის, სადაც მე რაიმე ახლის შესაქმნელად ვარ და არა ინტრიგების ხლართვის, უსასრულო განხილვების, პერსონალური შეტევებისა და დროის უაზროდ ფლანგვისთვის. რისთვის ხართ თითოეული თქვენგანი აქ? პასუხი ალბათ მარტივია, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგისთვის არა, მათთვის ვიკიპედია სულ სხვა რამაა — განხილვები, განხილვები, ინტრიგა, თავდასხმა, და რის გამო? თავადაც არ იციან. ამისათვის სოციალური ქსელები და სხვა ფორუმები არსებობს, მეგობრებო, ვიკიპედიას კი სულ სხვა დანიშნულება აქვს. სწორედ ვიკიპედიის რესურსის უაზროდ ხარჯვისთვის გამოვიყენე ბლოკირება ამ ყველაფრის მოთავე მომხმარებელისადმი, რაც შემდეგ მოხდა, იცით. მისმა ხელმეორედ ბლოკირებამ კი საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არ შევმცდარვარ. უბრალოდ გადახედეთ მთელ ამ განხილვას და დაფიქრდით, არ შეგრცხვებათ? ესაა ვიკიპედიაში თქვენი ყოფნის არსი? რას ემსახურება ეს ყოველივე, რა მიზანს, თუ არა რამდენიმე მომხმარებლის დისკრედიტაციას? რა აქვს ამ ყველაფერს საერთო ენციკლოპედიის შექმნის სურვილით გაერთიანებულ მოხალისეებთან? ალბათ არც არაფერი. გვავიწყდება, რისთვის ვართ აქ, რა მიზანმა მოგვიყვანა, რა სულისკვეთებამ გაგვაერთიანა. მრცხვენია, რომ ეს ყველაფერი აქ მოხდა, მოხალისეობრივ პროექტში. მადლობას ვუხდი კენჭისყრაში მონაწილე თითოეულ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს მისცეს ხმა. მადლობა @Otogi:-ს უზუსტესი, დროული და სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღებისთვის; ფაქტობრივად, მან პროექტი კვლავ თავის ჩარჩოებს დაუბრუნა, საიდანაც სრულიად იყო ამოვარდნილი და უფსკრულისკენ მიექანებოდა. ამ ყველაფრით ნათლად გამოიკვეთა ის, რომ ვიკიპედიაში ჯანსაღი აზრი კვლავ არსებობს, არსებობენ ადამიანები, ვინც ზუსტად იაზრებენ პროექტის არსს, მათი აქ ყოფნის მიზანს და კარგად იციან, რომ ვიკიპედიაში მსგავსი ინტრიგების ადგილი არ არის და ეს არავის გაუვა, ვინც არ უნდა იყოს. გმადლობთ კიდევ ერთხელ და ყველაფერი აქ დავასრულოთ, შევუდგეთ იმ საქმეს, რისთვისაც აქ ვართ და რასაც წესით, ნებისმიერი კონსტრუქციული განხილვა უნდა ემსახურებოდეს. მე მიყვარს ვიკიპედია. ვიცი, თქვენც გიყვართ და სწორედ ამიტომ ხართ აქ. მოდით, არასოდეს მივცეთ მის მოძულეებს პროექტის დამუხრუჭების შესაძლებლობა. საქმემან ჩვენმან გამოგვაჩინოს! გმადლობთ! — Mikheil მიწერა 07:13, 9 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

შეუჩერდეს თუ არა მომხმარებელ MIKHEIL-ს ადმინისტრატორის უფლებამოსილება?

შენიშვნა: კენჭისყრა დაიწყება 04.08.2018-ის 00:00 საათზე და 5 დღის განმავლობაში 09.08.2018-ის 00:00-მდე გაგრძელდება. ხმის მიცემისას გამოიყენეთ მხოლოდ თარგი {{ჰო}}. კენჭისყრისას ხმის მიცემის თარგის გარდა დაწერილი ნებისმიერი კომენტარი წაიშლება.


შეუჩერდეს

  1.   (მომხრე) Gobrona განხილვაწვლილი 20:26, 3 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  2.   (მომხრე) გიო ოქრო 03:22, 4 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  3.   (მომხრე) --g. balaxaZe 08:50, 4 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  4.   (მომხრე)--GagaVaa 20:14, 5 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  5.   (მომხრე)Surprizi განხილვაწვლილი 11:08, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  6.   (მომხრე) პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:16, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

არ შეუჩერდეს

  1.   (მომხრე)--Nina1009 განხილვაწვლილი 20:02, 3 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  2.   (მომხრე)--NaswKai განხილვაწვლილი 20:04, 3 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  3.   (მომხრე)--დავით ბანცაძე განხილვაწვლილი 20:28, 3 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  4.   (მომხრე)--იაკობ მახარაძე განხილვაწვლილი 23:28, 3 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  5.   (მომხრე)--ნიკოლოზ ზივზივაძე განხილვაწვლილი 07:46, 4 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  6.   (მომხრე)--ლერი ზივზივაძე განხილვაწვლილი 07:47, 4 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  7.   (მომხრე)-- --Qwelly განხილვაწვლილი 16:46, 4 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  8.   (მომხრე)--Nika chareqishvili განხილვაწვლილი 15:02, 5 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  9.   (მომხრე)--AkakiBalanchivadze განხილვაწვლილი 15:32, 5 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  10.   (მომხრე) — Lika Kharazishvili 15:44, 5 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  11.   (მომხრე) --Rgeti15 განხილვაწვლილი 16:02, 5 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  12.   (მომხრე)-- Marikuna-115 განხილვაწვლილი 19:01, 5 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  13.   (მომხრე)-- Daliladalo განხილვაწვლილი 19:21, 5 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  14.   (მომხრე)----ტამინა განხილვაწვლილი 20:42, 5 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  15.   (მომხრე) --Nino270201 განხილვაწვლილი 04:15, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  16.   (მომხრე)--Ani.loladze განხილვაწვლილი 09:11, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  17.   (მომხრე)--Mariam Xuchua განხილვაწვლილი 10:27, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  18.   (მომხრე) --Mehman 97 11:11, 6 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  19.   (მომხრე) --ჯაბა 1977 06:15, 7 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  20.   (მომხრე). - OTOGI Messages 09:12, 7 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  21.   (მომხრე) — Zurab zm განხილვაწვლილი 12:56, 8 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
  22.   (მომხრე) --Ezrra განხილვაწვლილი 14:49, 8 აგვისტო 2018 (UTC) ახლად დარეგისტრირებულ მომხმარებელს არ აქვს ხმის უფლება.[უპასუხე]
  23.   (მომხრე)--დათო1010 19:17, 8 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

შედეგი

კენჭისყრამ ვიკისაზოგადოებამ თითქმის ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მომხმარებლების უმრავლესობის (22 მომხრე - 6 წინააღმდეგი) გადაწყვეტილებით MIKHEIL-ს კვლავ უნარჩუნდება ადმინისტრატორის უფლებამოსილება. მადლობას მოგახსენებთ კენჭისყრის ყველა მონაწილეს. ამრიგად ან საკითხზე კენჭისყრა და განხილვა დასრულებულია.--დათო1010 20:06, 8 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

"მეგრული", ენებში დამატებული !!!

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ მეგრული არ არის ენა !!! შემდეგ გამოვხატო უდიდესი უკმაყოფილება, როგორც რიგითმა საქართველოს მოქალაქემ და ქართველმა, რომ ეს უსირცხვილო ქმედებაა იმ ადამიანის, ადამიანთა თუ ჯგუფის მხრიდან, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს და მეტიც, მსოფლიო ასპარეზზე, მაშინ, როდესაც საქართველო ესოდენ დიდი ყურადღების ეპიცენტრშია და მაშინ, როდესაც ანექსირებულია აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის მიერ, ღალატად მიმაჩნია მსგავსი ქმედება თუ ეს საქართველოს მოქალაქის ხელით არის ჩადენილი, დაუყონებლივ ვითხოვ მოიხსნას ენებიდან მეგრული !!!!!!!!!!!!!! წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ერთიანი ეროვნული საზოგადოება (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .