ვიკიპედია:ადმინისტრატორები/სტატუსის მოხსნა/2013
- (მომხრე) ჩემთვის და ჩემი ბევრი კოლეგისთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანსაც შეეხო ვიკიპედიის წესი პასიური ადმინისტრატორის შესახებ. გაფრთხილება მივეცი 7 მაისს, მაგრამ 22 მაისს ზემოთ მითითებული წესის მიხედვით უკვე უფლება გვქონდა კენჭისყრის დაწყებისა. --ჯაბა ლაბაძე 19:23, 5 ივნისი 2013 (UTC)
- (მომხრე) ვეთანხმები ჯაბას! ბოლო რედაქტირება 2012 წლის დეკემბერში გააკეთა.-- ႥႠႰႭႱႠႬႨ 12:43, 6 ივნისი 2013 (UTC)
- (მომხრე) სამწუხაროდ--შოთა [UT] 12:50, 6 ივნისი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი) ქართულ ვიკიპედიას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი ადამიანი დაკარგოს, თუნდაც როგორც ადმინისტრატორი. ეს ჩემი პირადი აზრია. იმედი მაქვს, გააქტიურდება. — მიხეილ მიწერა 13:31, 6 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: — მიჭირს გადაწყვეტილების მიღება... ისე 7 ივნისს არ უნდა დაწყებულიყო კენჭისყრა... — GIO→13 15:07, 6 ივნისი 2013 (UTC)
(მომხრე) — სრულად ვეთანხმები მიხეილს — ქართულ ვიკიპედიას და არა მხოლოდ ვიკიპედიას, არამედ მთლიანად საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ასეთი ადამიანები, თუმცა როდესაც ვიმუშავებდით წესს ადმინისტრატორის აქტიურობაზე, სწორედ იმ აზრით ვმოქმედებდი, რომ წესი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ძალიან ვაფასებ ისლანდს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ მას, თუმცა წესი წესია. მისთვის ადმინისტრატორის სტატუსის ჩამორთმევა არ ნიშნავს, რომ მას დავკარგავთ ქართული ვიკიპედიიდან — მას ისევ შეეძლება იყოს რედაქტორი და შეიტანოს წვლილი ქართული ვიკიპედიის განვითარებაში. ამას გარდა, არააქტიური ადმინისტრატორისთვის სტატუსის ჩამორთმევის წესის თანახმად, „გადაყენებულ ადმინისტრატორს შეუძლია კვლავ მოიპოვოს ადმინისტრატორის სტატუსი ახალი არჩევნების გზით“. ვიმედოვნებ, რომ სწორედ ასე იქნება ისლანდის შემთხვევაში — იგი კვლავ მოიპოვებს ადმინისტრატორის სტატუსს და, დარწმუნებული ვარ, სხვა მომხმარებლებთან შედარებით გაცილებით ადვილად. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:34, 6 ივნისი 2013 (UTC)- კომენტარი: გადავიფიქრე. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:52, 10 ივნისი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი) ისლანდი ის გამონაკლისია რომლის სტატუსის მოხსნასაც არ დავეთანხმები--დათო1010 18:00, 6 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: ვინ თქვა რომ ადმინისტრატორის სტატუსის ჩამორთმევით ისლანდს კარგავს ქართული ვიკიპედია? გიორგი13: წესებს გადახედე 22 მაისსაც შეიძლებოდა კენჭისყრის დაწყება. დათო1010: გამონაკლისების დაშვება დაღუპავს ქართულ ვიკიპედიას. --ჯაბა ლაბაძე 18:09, 6 ივნისი 2013 (UTC)
- (მომხრე) --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 18:19, 6 ივნისი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი) - --ცანგალა (გ) 18:39, 6 ივნისი 2013 (UTC)
- (მომხრე) დაახლოებით ერთი წელია ვიკიპედიელად ვითვლები და ამ ხნის განმავლობაში თითქმის არ მინახავს Island-ის რედაქტირებები თუ დაწერილი სტატიები. მის უდიდეს წვლილის შესახებ მხოლოდ გადმოცემით და სტატიის ისტორიის ნახვისას თუ ვიგებ. ჩემი აზრით, ადმინისტრატორის ასეთი პასიურობა ახალი მომხმარებლებისთვის დიდი ვერაფერი სტიმულია. გარდა ამისა, ვერ ვხედავ გამონაკლისის დაშვების ვერანაირ აუცილებლობას (რომც არსებობდეს, წესის დარღვევის წინააღმდეგი ვარ). ასევე, ჯერ ვერ წავიკითხე Island-თვის სტატუსის ჩამორთმევაზე არგუმენტებით დასაბუთებული უარი.--ხაშურელი (გ) 19:07, 6 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: ხაშურელი, არგუმენტი ამ მომხმარებლისადმი, აქტიური ვიკი საზოგადოების უმრავლესობის, დადებითი ემოციური დამოკიდებულებაა.--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 20:44, 6 ივნისი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი) — G.G. 19:34, 6 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: ვერ ვხედავ გამონაკლისის დაშვების ვერანაირ აუცილებლობას (რომც არსებობდეს, წესის დარღვევის წინააღმდეგი ვარ). ხაშურელი- სად წერია რომ უარის თქმით წესი ირღვევა შეგიძლია მაჩვენო? წესებში გასაგებად წერია, რომ კენჭისყრით უნდა გადაწყდეს მოეხსნება თუ არა სტატუსი და არა უპირობოთ ეხსნებაო--დათო1010 19:50, 6 ივნისი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი) --ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 19:53, 6 ივნისი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი) — სახელი, ეს არგუმენტია!.. — GIO→13 20:28, 6 ივნისი 2013 (UTC)
* (წინააღმდეგი) --Hubble განხილვაწვლილი 20:31, 6 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: - წესების თანახმად არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება, რადგან აქტიური არ იყო კანდიდატის წამოყენებამდე. --ჯაბა ლაბაძე 10:40, 9 ივნისი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი) Dōi shinai (იაპონ. 同意しない) --Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 20:33, 6 ივნისი 2013 (UTC)
* (მომხრე) --თორნიკე ლაბაძე განხილვაწვლილი 20:39, 6 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: - წესების თანახმად არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება, რადგან აქტიური არ იყო კანდიდატის წამოყენებამდე. --ჯაბა ლაბაძე 10:40, 9 ივნისი 2013 (UTC)
- (მომხრე) -- თუკი ბატონი ისლანდი რაღაც მიზეზთა გამო პასიურობს და ეს პასიურობა კანონიერ საფუძველს ქმნის მისთვის ხსენებული სტატუსის ჩამორთმევისა, მაშინ ალბათ, არც თვითონ ეწყინებოდა ამ სტატუსის ასე უქმად ფლობა; ასე რომ, ჩემი აზრით, უნდა ჩამოერთვას. დაკარგვით კი, არ მგონია, რომ დავკარგოთ ქართულ ვიკიპედიაზე ასე შეყვარებული ადამიანი და ამხელა ამაგის მქონე. პატივისცემით --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 20:51, 6 ივნისი 2013 (UTC)
* (წინააღმდეგი)--მარგალონა განხილვაწვლილი 21:18, 6 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: - წესების თანახმად არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება, რადგან აქტიური არ იყო კანდიდატის წამოყენებამდე. --ჯაბა ლაბაძე 10:40, 9 ივნისი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი) მე ძალიან მწყინს, რომ იურიდიულ სფეროში ჩახედული პირებიც კი ამბობენ, რომ წესი არ უნდა დაირღვეს და ესაა არგუმენტი. ჩვენი წესების მიხედვით, ადმინისტრატორის პასიურობის შემთხვევაში ინიშნება კენჭისყრა, ხოლო ჩამოერთმევა თუ შეუნარჩუნდება მას სტატუსი, ეს კენჭისყრაზე წყდება და არა ავტომატურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, კენჭისყრა საერთოდ არ იქნებოდა საჭირო. ასე რომ, გამონაკლისზე საუბარი ზედმეტია, წესი სრულდება აბსოლუტურად ზედმიწევნით, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, წესი ითხოვს კენჭისყრის დანიშვნას და არა სტატუსის ჩამორთმევას! ასე რომ, ის დადებითი ხმები, რომლებიც მხოლოდ ერთადერთ არგუმენტს — წესის დაცვას ემყარებიან, არამყარია. რაც შეეხება ისლანდისათვის სტატუსის შენარჩუნების მოტივაციას, ეს ძალიან ცხადია მათთვის, ვინც ამ ადამიანს იცნობს. არაფერს არ აკეთებს ისლანდი ვიკიპედიისათვისო? ვინ ამბობს ამას? ნუთუ PR არაა დიდი საქმე :). ვიკიპედიისათვის ძალიან დიდი სახელია და საამაყოა ის, რომ მისი ადმინისტრატორი ასეთი პიროვნებაა. არც ვაზვიადებ და არც ვაჭარბებ. ხშირად მითქვამს ჩემ გარშემო შეკრებილი საზოგადოებისათვის, რომ ვიკიპედიას ასეთი ადმინი ჰყავს და ამით ჩვენი ვიკის იმიჯი ბევრად ამაღლებულა. სულ რომ არაფერი აკეთოს ისლანდმა ვიკიპედიაში, მისი სტატუსის მოხსნას აი მხოლოდ ამ მიზეზის გამო შევეწინააღმდეგები. ნუთუ თვლით, რომ ვიკიპედიის სახელის ამაღლება არაფერს ნიშნავს. ჩვენ ისლანდით უნდა ვიამაყოთ, უნდა ვიამაყოთ, რომ ასეთი კოლეგა გვყავს და მისი ვიკიპედიელობა, ადმინისტრატორობა ისევ ვიკიპედიის სასარგებლოდ გამოვიყენოთ. Deu. 05:39, 7 ივნისი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი) Deu.-მ დაწერა უსტად ის, რისი დაწერაც მინდოდა. ისლანდი მართლაც რომ ამაღლებს ქართული ვიკიპედიის იმიჯს. საამაყოა, რომ მისნაირი ადმინისტრატორი ჰყავს ქართულ ვიკიპედიას. ის უნდა იყოს გამონაკლისი. ცუდია, რომ ამდენი ხანი არ უაქტიურია ვიკიპედიაში, მაგრამ ისლანდს ადრეც ჰქონია ჩავარდნები, გეხსომებათ. 2011 წელს წლის მონატრებულ ვიკიპედიელადაც კი დასახელდა შესაბამის ნომაინაციაში ვიკიპედიელთა მიერ, მაგრამ შემდეგ დაბრუნდა და აქტიურად იყო ჩართული ვიკის ცხოვრებაში. ახლაც იმედი მაქვს, რომ ის დაბრუნდება.--ოდაბადე (მიწერა) 06:40, 7 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: — იმით, რომ ეს პირი ადმინისტრარორია (მიუხეადავად მისი პასიურობისა) არაფერი შავდება. დაველოდოთ მას, იქნებ გამოეგვეხმაუროს და დააფიქსიროს თავის აზრი, რათქმაუნდა ობიექტურად. ვნახოთ რა პოზიცია ექნება. ალბათ ბევრი იტყვით: "რა სისულელეაო", მაგრამ მე ვრჩები იმის იმედად, რომ ეს პიროვნება რეალურად შეაფასებს მოცემულ ვითარებას. ლაბაძე93 განხილვაწვლილი 10:24, 7 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: — ვეთანხმები ლაბაძე93-ს. დაველოდოთ ისლანდის პოზიციას. წუხელ მივწერე ამის შესახებ მეილზე. --ჯაბა ლაბაძე 08:47, 7 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: კენჭისყრა გადაწყვეტს მისი სტატუსის ბედს. არავინაა ვალდებული, იმართლოს თავი. მითუმეტეს ისლანდს გასამართლებელი არაფერი სჭირს. დალოდების აზრს ვერ ვიგებ. კენჭისყრის ვადის ამოწურვისთანავე გადაწყვეტილი იქნება მისი სტატუსი კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების მიხედვით. თუკი, რა თქმა უნდა, თავად ისლანდმა არ გამოთქვა გადადგომის სურვილი. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ისლანდი ამას არ გააკეთებს, რადგან ამ კენჭისყრითაც აშკარაა, რომ ამით ბევრ კოლეგას დასწყვეტს გულს. Deu. 08:51, 7 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: რა თავის გამართლებაზე საუბრობ დეუ ცოტა გაუგებარია ჩემთვის. მეც ეგ ვიგულისხმე თუკი, რა თქმა უნდა, თავად ისლანდმა არ გამოთქვა გადადგომის სურვილი. --ჯაბა ლაბაძე 09:51, 7 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: გასაგებია. მაგისი აღნიშვნა არ იყო საჭირო, ისედაც ცხადია. თუმცა, იმედია არ გამოთქვამს გადადგომის სურვილს, რადგან საზოგადოების უმრავლესობა მისი ადმინისტრატორობის გაუქმების წინააღმდეგია :). Deu. 10:02, 7 ივნისი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი) და ამ ადამიანის სტატუსზე გამოკიდებას, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გადაგვეწყვიტა. დამსახურებული პიროვნებაა ვიკიპედიაში და არ არის სწორი ადმინისტრატორის სტატუსის მოხსნა. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:05, 7 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: ვეთანხმები ჩემს ძმას, მე პირადად Island-ის პოზიციას ველოდები--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 10:19, 7 ივნისი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი) არ ვეთანხმები. საერთოდ, ვის მოუვიდა თავში ასეთი რამეების წერა?! სხვა რამეს მიხედეთ, და სხვა რამე მოაწესრიგეთ, თუ შეიძლება, თუ საქმე არ გამოგელიათ. ისლანდისხელა საქმეები ჯერ გააკეთეთ, და მერე ილაპარაკეთ ასე პრეტენზიულად! ქართული ვიკიპედია დღეს თუ არსებობს, ეს უპირველეს ყოვლისა არის ისლანდის უდიდესი დამსახურება. ისლანდი წლების განმავლობაში წყნარად ქმნიდა ქართულ ვიკის, და თუ ახლა ვერ აქტიურობს ისე, როგორც ამას წლების მანძილზე იქმოდა, ვერ გამიგია, რატომ უნდა იქცეს ეს ასე დიდ სალაპარაკოდ და საპრობლემოდ? საქმეს მიხედეთ, თუ ღმერთი გწამდეთ! გმადლობთ ყურადღებისათვის! --Pirts განხილვაწვლილი 10:37, 7 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს აზრს: წინააღმდეგი ვარ, ახლაც და მომავალშიც, გამონაკლისი დავუშვათ ადმინისტრატორისთვის სტატუსის ჩამორთმევაზე, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში პასიურობს და არც მომავალში გეგმავს მდგომარეობის შეცვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამომავლოდ ეს მწვანე შუქი იქნება იმ ადმინისტრატორებისთვისაც, ვინც პასიურები გახდებიან. მიუხედავად იმისა, რომ Island-ს პირადად არ ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ უდიდესი ღვაწლისთვის რაც მას ქართული ვიკიპედიისთვის გაუკეთებია, თუმცა წარსულში გაკეთებული კოლოსალური საქმე, მათ შორის მის შექმნასა და განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილი და მისთვის სახელის მოტანა არ ნიშნავს იმას, რომ იგი მარადიულ ადმინისტრატორად უნდა დარჩეს. თუ ახლა არ ჩამოერთმევა მას ადმინისტრატორის სტატუსი, ისმის ლოგიკური კითხვა: როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ასე? გარდა ამისა, არ შემიძლია, ეს საკითხი სხვა რომელიმეზე ნაკლებ მნიშვნელოვნად მივიჩნიო, რადგან ადმინისტრატორი, გარდა უამრავი უფლებებით და მოვალეობებით აღჭურვილი ადამიანისა, არის პიროვნება, რომელიც მაგალითი და თავისი საქმით სტიმულის მიმცემი უნდა იყოს ყოველი მომხმარებლისთვის. და ბოლოს, რადგან ყველა ასეთ დიდ პატივს ვცემთ Island–ს, აუცილებელია გავიგოთ მისი აზრიც, თუ თავად დასთანხმდება საკუთარი სტატუსის ჩამორთმევაზე, ხომ ყველაფერი ნათელი იქნება, თუ არა და დაგვისაბუთოს, რას გააკეთებს იმისთვის, რომ ადმინისტრატორის სტატუსს კვლავ ღირსეულად ფლობდეს. ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება თავის მართლება, არამედ იმ ლოგიკურ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც ვიკიპედიის მომხმარებელთა შორის გაჩნდა. --ხაშურელი (გ) 11:53, 7 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: ხაშურელი: ძალიან გთხოვ ნუ ახდენ წესების საკუთარ ინტერპრეტირებას. წესებში გასაგებად შავით თეთრზე წერია, რომ სტატუსის ჩამორთმევა წყდება მხოლოდ კენჭისყრით და არა მის გარეშე! ამიტომ რაღაც გამონაკლისებზე საუბარი სისულელეა. ჯერ ყველამ ისლანდის მსგავსი წვლილი შეიტანოს ვიკიპედიაში და არამარტო ვიკიპედიაში და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვონ უსუსური არგუმენტებით სტატუსის ჩამორთმევა. საერთოდ რასაც ემსახურებოდა ამ კენჭისყრის ერთთვიანი ვადის გასვლის დღესვე დაწყება ეგ თავიდანვე ნათელი იყო, სულელი არავინ არ არის.--დათო1010 13:20, 7 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: დავით საერთოდ რასაც ემსახურებოდა ამ კენჭისყრის ერთთვიანი ვადის გასვლის დღესვე დაწყება ეგ თავიდანვე ნათელი იყო, სულელი არავინ არ არის. ასეთი კომენტარებიაგან თავი შეიკავე. არავინ არავის სულელად არ თვლის, თუკი ვინმეს ასე უნდა წარმოიჩინოს თავი ნება მისია. ეს კენჭისყრა ვიკიპედიის წესის დაცვაა და სხვა არაფერი. --ჯაბა ლაბაძე 15:18, 7 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: დავით --Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 14:59, 7 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: ხაშურელო, ისლანდს ავალდებულებ გამოთქვას თავისი აზრი? ეს მისი უფლებაა ჯერ ერთი. მეორეც, მხოლოდ ისლანდზე არაა დამოკიდებული მისი სტატუსი. აქ უმრავლესობის აზრი ნათელია, ისლანდი ინარჩუნებს სტატუსს. შენი კომენტარიდან ისე ჩანს, რომ ისლანდი ზნეობრივი ნორმებიდან გამომდინარე ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რატომ იმსახურებს ადმინობას. და წინააღმდეგ შემთხვევაში რა, ჩამოერთმევა სტატუსი? წინააღმდეგ შემთხვევაში წყვეტს საზოგადოება და საზოგადოების დიდ ნაწილს არ სურს ეს. ასე რომ, ისლანდის „ზნეობრივ ვალდებულებებზე“ ლაპარაკს აზრი არ აქვს, მითუმეტეს მაშინ, როცა ამისი არანაირი საჭიროება არ არსებობს კენჭიყრაში მონაწილეთა უმრავლესობის პოზიციიდან გამომდინარე. ისლანდს, რა თქმა უნდა აქვს უფლება გადადგეს, თუმცა ამისი საჭიროება არ არსებობს, არც მორალი ითხოვს ამას. და მე მოვუწოდებ ისლანდს, თუკი ნახავს ამას, არ აყვეს ამ პროვოკაციას და გული არ დასწყვიტოს კენჭისყრაში მონაწილეთა უმრავლესობას. ხაშურელო, შენი აზრი ნათელი და გასაგებია და მესამედ იგივეს მოსმენა აღარაა საჭირო. ისევე როგორც ჩემი ამ ნათქვამის გამეორება აღარაა საჭირო. ასე რომ, თუ სხვა სათქმელი არ არის, მორჩა აქ ყველაფერი. Deu. 15:36, 7 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: განა ჩემს ბოლო კომენტარში რომელიმე წესი მაქვს ინტერპრეტირებული? გამონაკლისი დავუშვათ ადმინისტრატორისთვის სტატუსის ჩამორთმევაზე, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში პასიურობს და არც მომავალში გეგმავს მდგომარეობის შეცვლას. --- ნიშნავს, რომ მიმაჩნია, ნებისმიერი ასეთი კენჭისყრისას მივცემ სტატუსის მოხსნას ხმას, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში პასიურობს და არც მომავალში გეგმავს მდგომარეობის შეცვლას. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ უდიდეს პატივს ვცემ Island-ს და მის ღვაწლს, თუმცა არ მიმაჩნია სწორად ის, რომ წარსულის უდიდესი საქმიანობებიც კი გახდეს ადმინისტრატორისთვის ხელშეუხებლობის საბაბი. --ხაშურელი (გ) 15:34, 7 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: — ყველას პოზიცია გასაგებია და ამის მრავალგზის გამეორება არ არის საჭირო... კენჭისყრით წყდება ჩამოერთვას თუ არა სტატუსი. დაველოდოთ კენჭისყრის დასრულებას და გავიგებთ ჩამოერთმევა თუ არა. მორჩა, ეს არის და ეს... არც ის არის საჭირო, შვიდჯერ აღინიშნოს თუ ვინ რა დოზით სცემს პატივს Island-ს, ისედაც ნათელია... :) გთხოვთ, ისევ Island-ის პატივსაცემად, რომ აქ მსგავსი კომენტარები და მოხსენებები აღარ დავწეროთ (უმრავლესობის აზრი დაფიქსირებულია უკვე, თან საკმაოდ ვრცლად და მრავალგზის)... — GIO→13 17:50, 7 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: ბევრი განსხვავებული აზრი გამოითქვა, თუმცა ერთი ნათელია კენჭისყრის დაწყება აუცილებელი იყო და ის აზრი რომ ადმინისტრატორის სტატუსზე განხილვაც კი არ უნდა დაწყებულიყო - მცდარია. დანარჩენი შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ზოგი დაეთანხმება და ზოგი არა. აქ არაფერია გასაკვირი. ყველას, მათ შორის ახალბედასაც (ჩემნაირს) აქვს უფლება თავისი აზრი გამოთქვას. ალბათ თავად მომხმარებელი, რომელზეც დაიწყო კენჭისყრა, გამოთქვამს თავის აზრს: მომავალში როგორ ხედავს თავს ვიკიპედიაში. თუ რაღაც პერიოდი ისვენებდა (რაც მისი წვლილიდან გამომდინარე ნამდვილად ეკუთვნის), მაშინ პრობლემაც მოიხსნება, თუმცა თუ ასე აპირებს გაგრძელებას, მაშინ პრობლემა კვლავ გაჩნდება. ასერომ ველოდებით მის აზრს --გიორგი 21:26, 7 ივნისი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი) – BruTe (გ) 21:48, 7 ივნისი 2013 (UTC)
(მომხრე) - --Dato panchulidze განხილვაწვლილი 13:29, 8 ივნისი 2013 (UTC) კომენტარი::მოხმარებელი 6 თვის განმავლობაში არ ყოფილა აქტიური ამიტომ წესების მიხედვით არ აქვს ხმის მიცემის უფლება--დათო1010 15:27, 8 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: დავით ამაზე მეც ვიფიქრე, მაგრამ ეგ წესი არ ვიცოდი სად წერია, ბმული მომეცი რომ სხვა დროს მეც გამოვიყენო. --ჯაბა ლაბაძე 03:46, 9 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: ახლა ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს და რა ვქნა არ ვიცი. ქართულ ვიკიპედიაში გარკვეული ხნის ჩემმა არშემოსვლამ ასეთი დავა რომ გამოიწვია, ამისთვის დიდ ბოდიშს გიხდით ყველას. ნელ-ნელა დავუბრუნდები აქ მუშაობას. რაც შეეხება ჩემს ადმინისტრატორობას, თქვენს დასკვნაზე, როგორიც არ უნდა იყოს, პრეტენზია არ მექნება. - Island (გ) 21:27, 8 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: ისლანდ, ბევრი დაიწერა, მაგრამ ამჟამად არსებული შედეგიდან გამომდინარე, დასკვნა მგონი აშკარად ცალსახა და ჯანსაღია — მიხეილ მიწერა 21:31, 8 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: ისლანდ, შენ თქვი რომ ვიკისაქმიანობას კვლავ გააგრძელებ. არ იმსახურებს ეს ადამიანი ადმინისტრატორის სტატუსის ჩამორთმევას. მე მომხრე ვარ, რომ დარჩეს ის ადმინისტრატორად. --ლაბაძე93 განხილვაწვლილი 10:52, 9 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: კენჭისყრა რამდენ ხანს იქნება რატომ გაღელვებთ? როგორც გაწყობთ ისე ნუ მოქმედებთ. ხან ისე და ხან ასე? დამშვიდდით აღელვების საფუძველს ვერ ვხედავ. :)--ჯაბა ლაბაძე 19:40, 10 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: ქარავანი მაინც მიდის — მიხეილ მიწერა 19:42, 10 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარი: გმადლობ. წიხლი არ მწყენია. --ჯაბა ლაბაძე 19:44, 10 ივნისი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი). წესის გააზრებისა და მოქმედების ორი გზა არსბეობს. პირველი, დავუჯეროთ იმას, რაც წერია და დავემორჩილოთ წესს მიუხედავად ტველაფრისა და მეორე, დავუჯეროთ კანონის არა ასოს, არამედ აზრს. ჩემი აზრით, ვიკიპედიის ფუნდამენტალური პრინციპები, ისევე, როგორც ვიკი-ს იდეოლოგია აშკარად მოითხოვს კანონის აზრის დაჯერებას და არა - მისი ასოსი. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, წესში აშკარად ნაგულისხმევია, რომ ღვაწლმოსილი ადმიანისტრატორი, რომელსაც კიდევ შეუძლია და სურს წვლილის შეტანა პროექტში, არ უნდა შეიზღუდოს. --Melberg; 16:45, 12 ივნისი 2013 (UTC)
შედეგი
რედაქტირება13 ხმით 6-ის წინააღმდეგ საზოგადოების უმრავლესობამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. კენჭისყრა დახურულია და საზოგადოების აზრი აშკარად გამოკვეთილია. ქართული ვიკიპედიის ბიუროკრატთა კორპუსის სახელით მადლობას ვუხდი მომხარებელ Island-ს პროექტში შეტანილი უზომო წვლილისთვის და დავაფიქსირებ ჩვენი კორპუსის იმედს, რომ წვლილი, რომელიც თქვენ შეგქონდათ ამდენი წლის განმავლობაში ქართული ვიკიპედიის განვითარებაში, გაგრძელდება მომავალშიც. ამავდროულად, ბიუროკრატთა კორპუსი მიიჩნევს აუცილებლად, აღინიშნოს Jaba1977-ის შენიშვნისა სამართლიანობას და მიმართავს მომხარებელ Island-ს თხოვნით, გაზარდოს საკუთარი აქტიურობა ფონდ ვიკიმედიის პროექტებში, რათა მან ისევ დააკმაყოფილოს ადმინისტრატორის საპატიო წოდება. გარდა ამისა, ბიუროკრატთა კორპუსი მოუწოდებს მომხმარებლებს MIKHEIL-სა და Jaba1977-ს შეწყვიტონ პროექტისთვის დამანგრეველი და საზიანო კონფლიქტი და ურთიერთშეთანხმებისა და პატიების იდეალებზე დაყრდნობით გააგრძელონ ურთიერთობა. ჩემი შედეგის გაუქმება შეუძლია ბიუროკრატთა კორპუსის ნებისმიერ წევრს, თუ მას შესაბამისი სურვილი ექნება. პატივისცემით, --Melberg; 16:57, 12 ივნისი 2013 (UTC)
- ვეთანხმები გადაწყვეტილებას. მჯერა, რომ Island-ისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ექნებოდა თუ არა ადმინისტრატორის სტატუსი, ის მაინც გაგრძელებდა მუშაობას, თუმცა ვიკიპედიელთა გადაწყვეტილებას მივესალმები და იმედს ვიტოვებ, რომ ისლანდი კვლავ ძველებურად გააქტიურდება. — მიხეილ მიწერა 17:16, 12 ივნისი 2013 (UTC)