ფასკუნჯი (მითოლოგია)
ფასკუნჯი (რუს. Жар-птица) — ქართულ და ზოგიერთ სლავურ მითოლოგიასა და ფოლკლორში დრაკონის მსგავსი ფრინველი.
ფასკუნჯთან დაკავშირებული ადრეული მითოლოგიური მოტივები არ შემონახულა. უფრო გვიანდელ ტრადიციებში ფასკუნჯის სახემ ფრინველ სიმურგის შესახებ ირანული წარმოდგენების მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა. ფასკუნჯი უზარმაზარი ძალით და გაუმაძღრობით გამოირჩევა. მის ფრთებს მაგიური ძალა აქვთ. ფასკუნჯის ფრთის შეხება ჭრილობას კურნავს. ფრთის დაწვით მისი გამოძახება შეიძლება. ფასკუნჯი ქვედა სამყაროში ცხოვრობს და მისი შვილების გველეშაპისგან გადარჩენის სამაგიეროდ გმირი ზევით ამოჰყავს.
ფოლკლორში დემითოლოგიზებული ფასკუნჯი ადამიანურ არსებას ემსგავსება. არსებობს აგრეთვე წარმოდგენები ბოროტი ფასკუნჯების შესახებ, რომლებიც დევების მსგავსად მტრობენ ადამიანებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფასკუნჯი“ ვიკისაწყობში.
- მ. ჩაჩავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 238.
- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 195-196, ISBN 978-99940-27-10-1.