ვიკიპედია:ბიუროკრატები
ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
ბიუროკრატი ვიკიპედიაში არის მომხმარებელი, რომელიც აღჭურვილია უფლებით მომხმარებელს მიანიჭოს ადმინისტრატორის, რობოტისა და ბიუროკრატის სტატუსები კანდიდატების განცხადებისა და საზოგადოების გამოკითხვის შედეგების საფუძველზე. ბიუროკრატს ასევე შეუძლია ზოგ შემთხვევაში მომხმარებლისთვის ანგარიშის გადაცემა (უზურპაცია). ბიუროკრატს არ აქვს ადმინისტრატორის სტატუსის ჩამორთმევის უფლება, არ აქვს არავითარი პრივილეგია პროექტის მართვაში და არ აქვთ უფლება ვინმეს თავს მოახვიონ თავისი მოსაზრებები.
მოქმედი ბიუროკრატები
სახელი | არჩევის თარიღი | |
---|---|---|
MIKHEIL (განხილვა • უფლებები • გადატანები • წვლილი) | 1 აპრილი, 2012 | მიწერა |
David1010 (განხილვა • უფლებები • გადატანები • წვლილი) | 13 აგვისტო, 2015 | მიწერა |
ყოფილი ბიუროკრატები
ყოფილი ბიუროკრატები (განხილვის ისტორია იხილეთ აქ: არქივი):
- Malafaya (აღარ არის ბიუროკრატი კენჭისყრისა და საკუთარი სურვილის საფუძველზე, 2013 წლის 14 თებერვლიდან)
- Ventusa (აღარ არის ბიუროკრატი კენჭისყრის საფუძველზე, 2013 წლის 14 თებერვლიდან)
- Melberg (აღარ არის ბიუროკრატი კენჭისყრის საფუძველზე, 2015 წლის 29 აპრილიდან)
სტატისტიკა
ბიუროკრატის არჩევნები
ბიუროკრატის სტატუსის მოხსნა
ზოგადი დებულება
ვიკისაზოგადოება ბიუროკრატების სტატუსს ანიჭებს ნდობით აღჭურვილ რედაქტორებს, რომლებიც იცნობენ ვიკიპედიის კანონებს. ნომინანტებს ვიკიპედიაში საკმაო ისტორია უნდა ჰქონდეთ, რათა მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ მათ თვისებებს. ბიუროკრატები ეთიკის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდნენ, ვინაიდან ისინი აღიქმებიან როგორც ვიკიპედიის „ოფიციალური წარმომადგენელი“. ბიუროკრატები უნდა იყვნენ თავაზიანები, კეთილგანწყობილნი და სხვებთან ურთიერთობისას მომთმენნი. ბიუროკრატობა უფრო მაღალი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ადმინისტრატორობა. ბიუროკრატების ქმედება შეუცვლელი არ არის და არსებობს ცალკე პროცესი, რომელიც ბიუროკრატული უფლებების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევაში კონფლიქტებს იხილავს.
გადაწყვეტილების მიღება
ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, შეუძლია წამოაყენოს საკუთარი თავის კანდიდატურა. ნომინაცია თოთხმეტი დღის განმავლობაში რჩება აქტიური ამ გვერდზე, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებული მომხმარებლები საკუთარ მოსაზრებებს წერენ, უსვამენ კითხვებს კანდიდატებს და მისთ. პერიოდის დასასრულს უკვე არსებული ბიუროკრატი განიხილავს დისკუსიას რათა დარწმუნდეს, რომ მომხმარებელმა საზოგადოების ნდობის 75 % მიიღო.
ასევე სავალდებული მოხერხდეს საზოგადოების ინფორმირება შესაბამისი მედიავიკის საშუალებითა და ფორუმის სათანადო განყოფილებაში განცხადების განთავსებით.
რაოდენობა მომხმარებლების, რომლებიც მხარს უჭერენ, წინააღმდეგი არიან ან თავს იკავებენ, მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგადი კონსენსუსის დასადგენად, თუმცა კანდიდატს წარმატებისთვის მომხმარებელთა მინიმუმ 75%-ის მხარდაჭერა სჭირდება. არჩევნების პერიოდში გამოთქმულმა მოსაზრებებმა და არგუმენტებმა შესაძლოა მონაწილეებს კანდიდატის შესახებ აზრი შეაცვლევინოს. ბიუროკრატს ასევე დამატებითი უფლება აქვს გადაწყვიტოს, თუ რამდენად მისაღებია ესა თუ ის კანდიდატი ადმინისტრატორად.
განსაკუთრებულ შემთხვევებში ბიუროკრატებმა შესაძლოა გაახანგრძლივონ არჩევნების პერიოდი თუ ამით კონსენსუსი უფრო ნათლად გამოიკვეთება. თუ კანდიდატი პირველ არჩევნებში ვერ გავიდა, გთხოვთ მოიცადოთ გარკვეული პერიოდი (სასურველია სამი თვე), სანამ ხელმეორედ წამოაყენებდეთ თქვენს კანდიდატურას.
იმ შემთხვევაში, თუ მეორე კანდიდატის თანხმობა გაჩნდება, პირველი კანდიდატის არჩევნების შემდეგ დაიწყება მეორის.
როგორ შეიძლება გავხდე ბიუროკრატი?
- კანდიდატი დარეგისტრირებული უნდა იყოს არანაკლებ 1 წლის წინ.
- კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს ვანდალიზმის ისტორია და მინიმუმ 2000 რედაქტირება უნდა ჰქონდეს.
- კანდიდატის წამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც ხმის უფლება აქვს. უნდა იყოს კანდიდატის თანხმობა.
კენჭისყრაში მონაწილეთა უფლებები
- კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც არანაკლებ 3 თვის წინ დარეგისტრირდნენ (ვირტუალების თავიდან ასაცილებლად). იგი აქტიური უნდა იყოს კანდიდატის წამოყენებამდე (ისევ ვირტუალებისგან დასაცავად).
- კენჭისყრისას მომხმარებელს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს (მომხრე)-თი, (ნეიტრალური)-თ, ან (წინააღმდეგი)-თ. სასურველია ამის მიზეზიც მიუწეროს. ხმების დათვლისას (ნეიტრალური) არ მიიღება მხედველობაში.
- საკუთარი თავისთვის მიცემული ხმები არ ითვლება.
- მომხმარებელს მხოლოდ ერთი სახელით შეუძლია ხმა მისცეს. ეს „Checkuser“-მა (ჯერჯერბით ქართულ ვიკიპედიაში არა გვყავს) უნდა შეამოწმოს.
- დაუშვებელია აგრესიის და მუქარის გამოყენება.
- კენჭისყრისას „თავის შეკავება“ არაა მიზანშეწონილი.
- გახსოვდეთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მხოლოდ 1 ხმის უფლება აქვს. მიუღებელია ერთი მომხმარებლის მიერ ორის ნომინაცია, ან ორი თანხმობის მიცემა, თუმცა ნებადართულია მხარდაჭერის და უარყოფის ({{ჰო}} და {{არა}}) თარგების ჩასმა სხვადასხვა კანდიდატებისადმი.